სიცოცხლის საათი 1
ყავის გრანულებს ცხელ წყალს ვასხამ,პატარა საბავშვო კოვძით ვურევ და გაყინულ ხელებს ვაბჯენ თბილ ჭიქას.ფანჯარასთან მჯდარი ყურადღებას წვიმის წვეთებს ვაქცევ,ვაკვირდები მათ მიმართულებას.ჯერ ებერტყებიან მინაზე,შემდეგ კი ზევიდან ქვევით იწყებენ სრიალს,თან კვალს ტოვებენ ზოლებად. როგორი მშვენიერია ზამთარი,ცივი და სუსხიანი,ადამიანის ძვლებამდე რომ ჩადის გამყინვარება და ძარღვებს უციებს ერთიანად.სახლში თბილი კერა,პლედში გახვეული მოკეცილი ლოკოკინას მსგავსად,ვეხვევი წარსულის მოგონებებში.. გაციებულ ღაწვებს ცრემლის თბილი წვეთები მითბობენ,თვალებმოჭუტული ვუყურებ ჭიქას და ახლა შეგრილებულ ყავას შევექცევი. გრძელი პიანისტის მაგვარი თითებით ვიწმენდ ცრემლებს,ვინთავისუფლებ სახეს და მდუმარედ ვიღიმი. ალბად ახლა როგორ სცივათ,როგორ ცახცახებენ გარეთ გაჭედილი უსახლკარონი,გამოყრილი ცხოველები.ლამაზი მაგრამ სასტიკი ზამთარი მათაც ჩაატანს მტკივნეულ სიცივეს ფილტვებამდე,დააკნინებს და დაისვრის ძირს ყველა მათგანს. ”კარდონისგან” გაკეთებულ პატარა სახლებში იყუჟებიან და მუხლებს აბჯენენ ხელებს,თოთებს ერთმანეთს ძლიერ აჭდობენ რომ კარგად მიეყინოთ რათა უნებურად არ გაეშვათ ხელები... ეს არის ადამიანის ორი მხარე,სუსტი და ძლიერი.დაუცველი და დაცვული. მართალია,ზამთარი არავის არ ინდობს. როგორც მიხვდით,ზამთრის სუსხიანი დილა დგას.საწოლიდან ტანჯულად ვიწევი და საათს ვაპარებ თვალს,უკვე ორის ნახევარია. დროა ავდგე და დავეწიო ”სიცოხლის საათს”. შხაპს ვივლებ,სარკის წინ გრძელ ქერა თმას ვიმშრალევ პირსახოცით და ვუღიმი საკუთარ თავს. ოთახში მხოლოდ მე არ ვარ,საყვარელი მეგობარი როქსიც მახლავს,ოთახის კუთხეში მიყუსული წევს და საბრალოდ მიბრიალებს თვალებს.ვხვდები რომ უკვე ჭამის დრო აქვს,მისთვის განკუთვნილ ჯამში ვყრი მისივე საყვარელ საჭმელს,ცხვირწინ ვუდგამ,მე კი ჩაცმას ვიწყებ.ვამჩმევ ჩემი პატარა პირს არ აკარებს არაფერს,ვიცუცქები მის წინ და თავზე მაზად ვუსვამ ხელს,აქამდე სიხარულით შემომახტებოდა ხოლმე დღეს კი,უბრალოდ წევს და დიდ თვალებს ატრიალებს აქეთ-იქით.ვხვდები რომ რაღაც რიგზე არ არის,ოთახის კარებს ვხსნი და დამხმარე ქალს ვეძახი განწირული ხმით -ნონა!_ეს უკანასკნელი წამის მეორედში ჩემთან ჩნდება და როქსის დამახვისთანავე ხვდება რაშიც არის საქმე,არ იტეხს თავისას და მაინც მისვამს კითხვას -რა ხდება ქალბატონო ნინა?-გვერდით მიდგება და უსუსური თვალებით შემომყურებს -ნონა,გთხოვ გელა გააფრთხილე მანქანა გამოიყვანოს სადგომიდან,ახლავე!-გარბის ბუთხუზა ნონა და კიბეებს ბრაგუნით იკლებს.როქსის ვავლებ ხელებს და მეც ბრაგუნით ჩავდივარ. მანქანის უკანა სავარძლებს მთლიანად ვუთმობ მას,კარგად ვკეტავ კარებს და მე საჭესთან ვჯდები.საუკეთესო ვეტერინართან მიმყავს,თუმცა რიგში დგომა არ მცდება. ბოლთას ვცემ კედლიდან კედლამდე,ჩემი რიგი დგება და სწრაფი ნაბიჯით ვვარდები ექიმის კაბინეტში,განკუთვნილ მაგიდაზე ვაწვენ ძაღლს და ხელებს ვუსვამ წელზე,ვეტერინარი პირბადეს ირგებს და თვალს მიშტერებს -მე რას მაშტერდები რეგვენო?მიხედე ძაღლს!-ვუყვირი და არასასიამოვნოდ დაჰყურებს,სინჯავს დიდ ხანს,ჩემი უცოდინრობის გამო ვეტერინალური სფეროსადმი კი ნერვებს ხელებით ვიკავებ. საბოლოოდ მიტრიალდება და იხსნის პირბადეს,მიცინის სულელივით -გოგონი არაფერი არ სჭირს,მუცელი შებერვია თქვენს ძაღლს-ვეშვები და სკამზე ახლაღა ვჯდები -მართლა? -დიახ მართლა-ვიცინი მეც და საფულიდან ვიღებ ფულს,ვდგები და მაგიდაზე ვტოვებ.ძაღლს ვაჯენ იატაკზე,ისიც შემართებით დგება -ნემსი რომელიც გავუკეთე გაზებზე გაიყვანს-მეუბნება ახალგაზრდა მწვანე თვალება მამაკაცი,უპასუხოდ ვტოვებ და გავდივარ ძაღლიანად. როქსის სახში ვტოვებ,თავად კი სამსახურში მივდივარ. უზარმაზარი სამკერვალო სახლი,რომელიც მხოლოდ მე მეკუთვნის,რა თქმა უნდა მამაჩემის ნაჩუქარი რომელიც მისი გარდაცვალების შემდეგ დამრჩა.დედაჩემი ავადმყოფობის გამო აგარაკზე არის გადასახლებული,თავისივე სირვილის გამო.რათქმა უნდა საიმედო ხელში ჩემი მეთვალყურეობის ქვეშ. დიდი შენობის შესასვლელი მინის უზარმაზარი კარები იღება და შიგნით როფორც დედოფალი ისე შევდივარ,ყოველი გამვლელი მუშაკი ქალი თუ კაცი მეგებება,ეს უზარმაზარ ბედნიერებას მგვრის და თავი სამყაროს დედოფალი მგონია!.. კაბინეტში შესვლის ნაცვლად,დიდ სამკერვალო ქარხანაში ვიჭრები,სადაც ცნობილი ბრენდის ტანისამოსებს ამზადებენ.ვამოწმებ ყველა კუთხე კუნჭულს და სანაგვე ყუთთან ვანელებ სვლას -ლალი!-ვყვირი ბოლო ხმით -გისმენ ქალბატონო ნინა -ეს რა არის?-თითს სანაგვეზე ყუთისკენ ვაშვერ,რომელზედაც ბანანის ქერქია გადაფლაშული.ლალი ხელს კიდებს ქერქს და შიგნით აგდება,ახლა კმაყოფილი ვიღიმი და ისიც ხვდება რომ წასვლა შეუძლია. -ნინა-მეძახის შორიდან ჩემი საყვარელი დუდუ,ხელს მიქნევს და თავისკენ მიხმობს -ჩემო ბიჭო-ვიცინი და ვუახლოვდები ქუსლების პაკუნით -წამოდი ყავა დავლიოთ,წავიჭორაოთ-თვალს მიკრავს კეკლუცურად. დუდუს ორიენტაციის გამო ბევრი მტერი ყავს,მე კი მის დაცვის სამსახურში ვდგავარ და კბილებით ვუდგავარ წინ. იმის გამო რომ მას ქალების ნაცვლად,მამაკაცები მოსწონს განხილვის საგნად არის ქცეული,ჟირნალისტების ”წლის” თემად რომლითაც პოპულარობას სძენენ ჟურნალს. სიამაყით ვუდგავარ გვერდით,ჩავდივართ სასადილოში და ორ კაპუჩინოს ვუკვეთავ. -გოგო ახალი მუშა მოვიდა იცი?-მისი საუბრის ტონზე ვგიჟდები და გული მიმდის,როგორი კეკლუცია -მართლა? ალბად მელოდება -ხოო კაბინეტში ზის -მოიცდის-ვამბობ და გემრიელად შევექცევი კაპუჩინოს.ბოლოს ვდგები და კაბინეტში მივპაკუნობ,შესვლის თანავე მხვდება ახალგაზრდა ლამაზი ბიჭი,ჩემს დანახვაზე ფერი გადასდის და ფეხზე უნებირად ხტება -დაჯექი-ვეუბნები და მის წინ ვიკავებ ადგილს-აბა გისმენ -გავიგე მუშები გჭირდებოდათ,გადაზიდვის ამბებში-ეტყობა დაბალი ფენის წარმომადგენელია,ვათვალიერებ ფეხის ფეჩხილიდან თმის ღერამდე -კარგი,იმედი მაქვს ჯანი და ღონე არ გაკლია-ვუცინი და იბნევა წამიერად -იმედებს არ გაგიცრუებთ ქალაბტონო -კარგი კარგი...ახლავე დაიწყო შეგიძლია-ტელეფონს ვიღებ და დამხმარე მდივანს ვიბარებ-სესილი თუ შეიძლება ჩაიყვანე ბატონი -ლუკა-სახელს მახსენებს -ბატონი ლუკა და უჩვენე საწყობი -სესილი წინ მიუძღვება ლუკას... მარტო დარჩენილი ნახატებს ვავლებ თვალს,შემდეგ ტელეფონს ვიღებ და კეკეს ვურეკავ -ალიო კეკე -ხოო წკუუნნ-მიყვირის ტელეფონიდან (წკუნ ზედმეტ სახელის მაგვარი რამ!) -საით ხარ ? -მე ახლა ბარში ვზივარ გოგოებთან ერთად ვარ სიხარულო,მოგწერე მაგრამ არ მოხვედი-მსაყვედურობს -ხო ამდენ იდიოტს აბა ვინ მიაქცევს ყურადღებას -მესმის შენი ნინაჩკა!!მოდი რა აქეთ წამოდი რაა შეეშვი მაგ სამკერვალოს ცოტახანს-ვუფიქრდები მის სიტყვებს,ვდგები და მათკენ მივდივარ მეც.. -აი ნინაცც-მეგებება ყველა -გოგონებო მშია და წავიდეთ სადმე დავლიოთ და გავერთოთ-ყველა ერთბაშად ხტება.. საყვარელ რესტორანში მივდივართ და ბევრ საჭმელა ვიკვეთავთ სასმელს და ვუდგებით ბაასს.. საღამომდე ვზივართ,ცოტათი შეზარხოშებული სასმლით ვდგები და ახლა კლუბში წასვლას ვითხოვ. უკვე თორმეტი საათია,ზუსტად გართობის დრო.. კლუბში ვირევით ათასი ხალხის ბრბოში,ვიწყებთ თაბდაბიწყებით ცეკვას.სმას არ ვწყვეტთ არც აქ,მაგიდასთამ ვხედავ ნაცნობ სახეს,მაგრამ სიმთვრალეს ვაწერ ამას და ვაგრძელებ გართობას.. არაფერი მნიშნველოვანი და განსაკუთრებული,სამ საათში ვიშლებით და საზლებში ნივდივართ..მამქანა რესტორანთან დავტოვე მახსოვს,იძულებული ვარ ტაქსის მოლოდინში ამომხდეს სული სიცივეში,ვდგავარ და ველი გამომავალ მარშუტს.. შავი მანქანა მიახლოვდება და მიჩერებს -ლამაზო რამდენად წამოხვალ?-ვფიქრობ ახლა ავიღებ ქვას და თავში ჩაბარტყავ დიდი სიამოვნებით -გეშლებით,მეძავი არ ვარ-ვცემ პასუხს და ვტრიალდები იქით მხარეს. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.