შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

საყვარელი ღიმილი და 'ასდ' დაუსრულებლად


12-11-2016, 01:54
ავტორი buubbuuu)))
ნანახია 1 469

მეთვითონ მიკვირს აქამდე რამ მიმიყვანა. მე... ვაჩე სხირტლაძე.. მივედი იქამდე , რომ სადაცაა უნივერსიტეტიდან გამომაგდებენ. ვხვდები, მაგრად შვტოპე და ალბათ გვიანიცაა უკან დახევა. ოჯახშიც პრობლემები შემექმნა . დედაჩემი ყოველ დღე ტირის, მამაჩემი მემუქრება რომ ჩემს ცხოვრებას ჩამომაშორებს . გაგეცინა არა? ხო ცხოვრებას ვეძახი ჩემს მოტოციკლს. მამაჩმი კი მემუქრება რომ ტუ ჩმს საქმეებს არ გამოვასწორებ მას წამართმევს . მე კი ალბათ გავგიჟდები მის გარეშე. ხანდახან მრცხვენია რომ ამხელა კაცს მამამ მიყიდა დაბადებს დღზე მოტოციკლი. გვერდით მხოლოდ ჩემი kawassaki და ძმაკაცები მიდგანან.
ვსწავლობ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამართლის ფაკულტეტზე. მეორე კურსზე ვარ, მაგამ ალბათ სადაცაა იქიდანაც მისვრიან, როგორც სამსახურიდან. ბარმენად ვმუშაობდი night office-ში ,თუმცა სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით „მისროლეს“ იქიდან. ბავშვობიდან ვერ ვიტან უსამართლობას და მომკალით და ვერ ავიტანდი ვინმე უწესოდ მოქცეოდა ჩემს თანამშრომელ გოგოს. მართალია ის გოგო დიდად არ მეხატებოდა გულზე, ზედმეტად ცანცარებდა, მაგრამ იმ წუთას მნიშვნელობა არ ჰქონდა ვინ იყო იმ გოგოს ადგილად. მე ერთი დავინახე და შდეგად ჩემი უსამსახუროდ დარჩენა მოჰყვა.
უნივერსიტეტში ერთი ლექტორი გვყავს ნანა ცინცაძ. სწერვა ქალია მაგარი. მისგანაც ვერ ვიტან არასწორ საქციელს და სწორედ მაგიტომ დგეს ჩემი გაგდება-არგაგდების საქმე დგას რექტორთან. მაბრალებს რომ უნივერსიტეტში ნარკოტიკებს ვასაღებ. მამაჩმსაც პატარა ბავშვივით სჯერა ამ ქალის, არადა ღმერთია მოწმე რომ არასდროს გავკარებივარ. ჩვნი ერთი ძმაკაცი იკეთბდა და არ მოვასვენეთ სანამ არ შეშვა. დღს კი მისკენ აღარც იყურება ჩვენი წყალობით. ერთხე შუა ლექციაზე შმოვარდა, ბატონი ლადო ჭკუიდან შეარია ისე მლანძღა, არდაა ყველა ლექტორი იმას ამბობს ასეთი წესიერი ბიჭი არსად არ ზისო. ამ ქალმაც იცის რომ მტყუანია, მაგრამ მაინც თავისას აწვება ჩემს გასამწარებლად. რექტორიც გიჟს გავს შნგან ამას არ ველოდიო. მარტო იმიტომ ვარ დღეს ნივერსიტეტში, რომ ვერ გამფაქტეს. ჰაჰ ელოდონ რას ელოდებიან მაინტერესებს...
უნივერსიტეტსი გავლაც უკვე მაგრად მიტყდება. ყველა ჩემზე ლაპარაკობს და ხელს ჩემკენ იშვერენ. მგონი კედლებიც და აუდიტორიებიც უკვე ჩემზე ლაპარაკობენ. ორ კვირაზე მეტია აღარ მივსულვარ. ბიჭებმა ამბავი მომიტანეს ნანა ამბობს ეტყბა დოზა მეტი მოუვიდა და იმიტომაც არ დადისო. მოკლედ ეს ხალხი გამაგიჟებს. მართალია ხშირად ვჩხუბობ, მაგრამ უსამართლოდ ხომ არაფერს ვაკეთებ. ჩემთვის ვარ და არავის ვერჩი. დავბოდიალობ kawassaki-სთან ერთად და ბიჭებს ვნახულობ. ნ მართალია გოგოებთანა დავძვრები, მაგრამ არავის არაფერს ვუშავებ სანამ არ დამიშავებენ მე ან ჩემ ირგვლივ მყოფთ.
ეს მამაჩემი რაღამ გააგიჟა. უბანშიც პრობლემები მაქვს. ერთ ბიჭს თავანი ჰქონდა ჩასაბარებელი და ერთი საათით დააგვიანდა. რომ მიუტანა მაგრად უცემიათ, ნ მე რა შუაშ ვარ მაგრამ ჩმ თვალწწინ მოხდა და ვერ მოვითმენდი.
მოგახვიეთ ეს ჩემი პრობლემები ისე რომ ჩემზე არაფერი მომიყოლია გარდა იმისა თუ სად და რაზე ვსწავლობ. მე ვაჩე ვარ.. სხირტლაძ.. 19 წლის.. ვცხოვრობ ნუცუბიძეზე 2 მიკროში. შეყვარებული ჯერ არ მყოლია და სავარაუდოდ არავინ შემიყვარდება. ეს გრძნობა ზედეტად სუფთაა ჩემთვის და ასე მარტივად ვერ ვეტყვი ერავის რომ მიყვარს. გარეგნულად ჩემ თავზე ლაპარაკი არ მიყვარს მაგრამ მეუბნებიან რომ საკმაოდ სიმპათიური ვარ. სიმაღლეში 195 სანტიმეტრი ვარ შავგვრემანი, თმები ძირითადად სულ დაბალზე მაქვს , ნაცრისფერი თვალებით და პატარა ცხვირით რაც საკმაოდ არ მომწონს, ხანდახან მგონია რომ ედმეტად ნაზად ჩანს, ასევე წითელი და არცისე დიდი ზომის ტუჩებით.
ახლა სახლის სახურავზე ვზივარ და ამ უაზრობებს ვწერ. ეჰ მეც მეშველება ალბათ. ამაღამ არც ვაპირებ სახლში ჩასვლას. არ მინდა დედაჩეის ნამტირალევი თვალების ყურება და მამაჩემის ნოტაციების მოსმენა. არადა ხვალ უნივერსიტეტში უნდა წავიდე და კონსპექტების რვეული მაქვს ასაღები. ხვალ გადაწყდება ვინ დატოვებს უნივერსიტეტს მე თუ ... ქალბატონი ნანა ცინცაძე.
ამ დროს ამღრდა ჩემი მობილურიც. მელოდიამ გამიტაცა და მოლოდ მეორე ზარზე მივხვდი რომ უნდა მეპასუხა. გოგაა ჩემი ბავშვობის მეგობარი, უნივერსიტეტშიც ეთად ვსწავლობთ. ყოველთვის არაჩვეულებრივ დროს რეკავს ხოლმე.
-ხო ძმა (ვაჩე)
-რას შვრები ვაჩარდ? (გოგა)
-რავი ძმა სახლში ვერ მივდივარ (ვაჩე)
-რატო ბიჭო? ისევ მამაშნი ახურებს? (გოგა)
- ხო ბიჭო. აზრზე ხარ? გუშინ მითხრა მაგ მოტოციკლს დაემშვიდობები ტუ წესიერად არ მოიქცევიო. არადა ხომ იცი ამის გარეშ ვერ ვისუნთქებ (ვაჩ)
-მეკაიფები ხო? (გოგა)
-არა ბიჭო. ხვალ კი უნივერსიტეტში უეჭველი უნდა წავიდე. ხვალ ან მე დავრჩები ან ნანა და კონსპექტების რვეული მაქვს წამოსაღები (ვაჩე)
-ანუ მოდიხარ? (გოგა)
-კი მაგრამ მიშველი? (ვაჩე)
-კი აბა რა (გოგა)
-კაროჩე ჩემთან ადი და კონსპექტის რვეული წამომიღე ხომ იცი რომელიცაა? და მერე სახურავზე ამოდი აქ ვარ (ვაჩე)
-კარგი მაგრამ მამაშნმა რომ მკითხოს სადააო რა ვუპასუხო? (გოგა)
-შენც ხომ იცი რომ არ გკითხავს. სულ ის აკერია პირზე ბოლო პერიოდია რომ მრცხვენა ვინმესთან როგორ ვთქვა რომ შენნაირი შვილი მყავსო (ვაჩე)
-კაი კაი მოვდივარ (გოგა)
-მიდი და ზარი მომეცი და ჩამოვალ (ვაჩე)
-კაი ძმა ოღონდ არ გადმოხტე მანდედან ჩემს მოსვლამდე (გოგა)
- ნუ მეკაიპები მალე მოდი. (ვაჩე)
მობილური გავუთიშე ა გამეცინა იდიოტი. ახლა ვფიქრობ კიე რა შეიძლება მოგიყვეთ თუმცა მოგვიანებით ოვიფიქრებ რამეს და ნელ-ნელა შემოგაპარებთ ხოლმე.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent