სამუდამოდ სიცოცხლეში (მეცხრე თავი)
-რა იფიქრე რომ მე... არა -თითი დაუქნია ალისიამ და კვლავ სიცილს განაგრძობდა.-მხოლოდ ორ ცალს დავლევ უბალოდ დასამშვიდებლად. შენ გეგონა თავს ვიკლავდი? -უჯიშო ხარ. -კარგი წადი და ჩამოვალ, დავლევ წამალს. თამარმა გამაფთხილებლად დაუქნია თითი და პირველ სართულზე ჩავიდა. თამარისთვის რომ ეკითხათ რას ნიშნავს მისთვის მეჯვარეობა პასუხად ჯერ იტირებდა, მერე იტყოდა რომ ეს პირველ რიგში მეგობრის მედნიერებას ნიშნავს. საოცარი განცდა იყო მისთვის მდგარიყო ადამიანის გვერდით რომელიც დასავით უყვარდა, მასთან ერთად გაეზიარებინა და განეცადა ბედნიერების წუთები, წამები. გაესწორებინა მისთვის კაბა, ფატა, ევლო მის გვერდით და დაეჭირა კაბის კუდი. დაეჭირა ის სანთელი რომელიც მათი ჯვრისწერის შემადგენელი ნაწილი იყო. შეეხსენებინა რომ გაეღიმა მაშინაც კი თუ დაიღლებოდა. ეტირა მასთან ერთად სახლში, ჯვრისწერის ცერემონიალზე, მაშინაც როცა თაფლობის თვეში გააცილებდა. ვერ წარმოიდგენდა ამ დღეს სხვა მდგარიყო ალისიას გვერდით. ემილიმ თვალებით ჰკითხა რა ხდებაო და კარებზე უკვე ლამის აბრახუნებულ მუჭებზე მიუთითა. -დამშვიდდი სიძე. ახლავე გავაღებთ. -გასძახა თამარმა. ალისია კიბეებზე დაეშვა. რა ვალერიანი ან რამე მსგავსი დამამშვიდბელი, რომელი წამალი დაამშვიდებს ახლა აღელვებული პატარძლის გულის მოლოდინს როცა რამდენიმე წამში საქორწილოდ გამზადებულ მომავალი ქმარი უნდა იხილოს. -გააღეთ -სთხოვა გოგონამ და ისე ღმად ჩაისუნთა ლამის გული ამოაყოლა თან. ოთახში პირველად ანდრეი შემოვიდა და ადგილს მიეყინა. დგას ბედნიერი სიძე აფორიაქებული გულით. გაფითრებული სახით იცქირება, თუმცა მის დანახვას არაფერი სჯობს. მაღალი, ძალიან სიმპატიური ბიჭი, სმოკინგითა და თეთრი პერანგით, კოხტად მოდგომია მის მეტად მოხდენილ სხეულს, ყელს პეპელა ჰალსტუხი ამშვენებს, გულის ჯიბეს კი ვარდი. მისი ლამაზი მომცინარი პირი-სახე ბედნიერებასა და სიხარულს ჰგვრის სტუმრებს. ლამაზი თითქოს დახატური ტუჩებიდან და ქათქათა კბილებიდან წამოსული ღიმილი მის მწვანე თვალებზეც აისახება და მთელი სახე მომცინარი უხდება. თუმცა ახლა ისეთი სახით უყურებს საცოლეს ვერც ღიმილი უპობს ტუჩებს. თვალებს არ უჯერებდა. რამხელა ემოციის გამომწვევი ყოფილა საყვარელი ადამიანის თეთრ კაბაში ხილვა. გული შეეკუმშა და ამოსუნთქვაც კი ვერ გაბედა. ცაზე მოფარფატე ვარსკვლავს ჰგავდა. წარმოიდგინეთ თოჯინა და მისი ზღაპრული კაბა, თეთრი მაგრამ ამავე დროს ზღაპრულ ფერებში შეზავებული. დეკოლტე გულით, მაგრამ მხრებზე გადადებული მოკლე მკლავებით. წელში გამოყვანილი და გაშლილი. შუქის ფონზე თითქოს აბრჭყვიალებული. მწვანე, ჭაობისფერი თვალები, საოცრად ნაზი და მომაჯადოვებელი ღიმილი. ალბათ ზღაპრული გადმონაშთია სილამაზე -ფერებთან, ყვავილებთან და პეპლებთან ასოციდება. ალისია, გოგონა საოცრებათა ქვეყნიდან. -რამ დაგაბნია ბიჭო?- ნეითმა ხელი უჯიკა და გამოაფხიზლა თორემ მთელი დღე ასე იდგებოდა ალბათ. ანდრეიმ გაიღიმა, რამდენიმე ნაბიჯი წინ გადადგა და ასევე სუნთქვა შეკრულ ალისიას 140 ცალი სხვადასხვა ფერის ვარდი გადასცა. ზედმეტად სიმპატიური და მოხდენილმა ახალგაზრდამ მამაკაცებს შორის გამოიარა და ალისიას და ანდრეის გაეჯგიმა წინ. არაფერი სჯობდა გიგა წერეთელის ხილვას ახლა. ყოველთვის სპორტულად, ჯინსებში ჩაცმული ბიჭი ახლა სმოკინგსა და გულის ჯიბეში ვარდით იწონებდა თავს. ალისიას გაეცინა მის დანახვაზე. -რას ხედავ სასაცილოს? -პირი იბრუნა გიგამ და მოჩვენებითი სიბრაზით წარბი ასწია. თუმცა მალევე "შეურიგდა" მათ. ერთ ხელში ალისიას ხელი, მეორეში კი ანდრეის ხელი დაიჭირა, მერე ეს ორი ხელი ერთმანეთთან დააკავშრა და ანდრეის მიმართა: ალისია ჩემთვის დასავით არის. -ლურჯი თვალები შეანათა გოგონას -გაბარებ მის გულს, გაუფრთხილდი, გააბედნიერე იგი, მის თვალებს მხოლოდ ბედნიერების ცრემლი ნამავდეს. მისი ფაქიზი სული არასოდეს ატკინო, ვიცი რომ ძალიან უყვარხარ მას, შეხედე როგორი ბედნიერია. ფრთებ გამოსხმული გაინავარდებს ცაში. მისთვის შენი ცოლობა და ამ ნაბიჯის გადადგმა რთული იყო, არასოდეს ანანო ეს. მას ძალიან, ძალიან უყვარხარ. იცოდე ანდრეი, მთელი ცხოვრება მასთან ერთად უნდა იფრინო. -ჯიბიდან ვერცხლი ცეფი ამოიღო, კულონი ყვავილი კესანეს ფურცლები იყო. საკუთარი ხელით გაუკეთა მოშიშვლებულ მხრებზე. ვერცხლი ყველაზე მეტად უყვარდა ალისიას. კულონი ისეთი ნატიფი და ჰაეროვანი იყო შეხედავ და საოცარ სინაზეს გაგრძნობინებს, ეხები, თვალებს დახუჭავ და ზღაპრულ ქვეყანაში გამოგზაურებს. ულამაზესი, თბილი. -ცრემლების გარეშე -უთხრა გაღიმებულმა და მეგობარი გულში ჩაიკრა. ბენი, ანდრეის გვერდით იდგა, ისიც სმოკინგში გამოწყობილი, გულის ჯიბეში ვარდ-ჩადებული, გაღიმებული სახით იცქირება და ემილის გვერდით მდგომი ბედნიერი გამომეტყველებით ესალმება სტუმრებს. ამ უმშვენიერეს მამაკაცებს გვერდს ორი ლამაზი ქალბატონი უმშვენებთ, რომლებიც ცისფერი გრძელი კაბებით იწონებენ თავს, ხელში კი ლამაზი ვარდების თაიგული უჭირავთ. თმები გაშლილი, ნახევრად დასწორებული და ქვემოთ დახვეული მხრებზე დაუშვიათ. სიგნლებითა და შეძახილებით დატოვეს სახლი. პირველად ხელის მოსაწერად მივიდნენ, შემდეგ ეკლესიაში გადაინაცვლეს სადაც ჯვარი დაიწერეს როგორც ორ მართმადიდებელ ქრიასტიანს შეეფერება. -მხრებში გასწორდი -გადაუჩურჩულა თამარმა ალისიას. -დამიჭირე. -ცარი თვალი გააპარა ალისიამ ანდრეისკენ და გაეღიმა. -არასოდეს გაგიშვებ. -მაგრად მოუჭირა ხელში. მღვდელმა ჯვრისწერა დაიწყო. წყვილი სიამოვნებით უსმენდა მღვდელს. ახლა კი მთავარი შეკითხვა დასვა მან. -ანდრეი ლუჩენკო თანახმა ხარ თუ არა ცოლად შეირთო ალისია ჯაფარიძე? იყო მასთან ჭირსა თუ ლხინში? უერთგულო მას მთელი ცხოვრება? -თანახმა ვარ, შევირთო მსოფლიოში ულამაზესი გოგონა, ვიყო მასთან ჭირსა თუ ლხინში, ვუერთგულო მთელი ჩემი ცხოვრება. -გაუღიმა ანდრეიმ და კიდევ უფრო მაგრად ჩაჰკიდა ხელი. -ალისია ჯაფარიძე თანახმა ხარ თუ არა ცოლად გაჰყვე ანდრეი ლუჩენკოს? იყო მასთან ჭირსა თუ ლხინში? უერთგულო მას მთელი ცხოვრება? -რა თქმა უნდა თანახმა ვარ. ხელის მომკიდეებმა ბეჭდები ბეჭდები სამჯერ გადაუნაცვლეს სიძე-დედოფლის არა თითზე. მესამე მორგებაზე თავ თავანთი დაუტოვეს. -ახლა კი შემიძლია ჩემს პრინცესას ვაკოცო? -ალისისკენ შებრუნდა იგი, ორივე ხელი ჩაჭიდა და თვალებში ჩახედა. -ცოლ-ქმრად გაცხადებთ. ახლა კი შეგიძლიათ ერთმანეთს აკოცოთ. -ღიმილიანი სახით დასთანხმდა მღვდელი და ერთი ნაბიჯით უკან დაიწია. -ალისია. -ფატას ხელი მოჰკიდა ანდრეიმ და ნელ-ნელა გადახადა. -ჩემო ლამაზ თვალება, ნეტა იცოდე როგორ მიყვარხარ, ნეტა შემეძლოს ამ გრძნობის ისე გამოხატვა როგორც საჭიროა. -ყველაფერს ვხედავ, ყველაფერს ვგრძნობ ძვირფასო ქმარო -ათრთოლებული ტუჩებიდან წარმოსთქვა ალისიამ, ანდრეის მარჯვენა ხელი ხელში დაიჭირა და გულზე დაიდო.-გრძნოობ? გრძნობ როგორ ძგერს ეს ჩემი გული? ახლა იგი ჩემთვის არა, იგი შენთვის ფეთქავს, შენთვის არსებობს. გესმის მისი ხმა? გესმის როგორ ძგერს? -ცრემლი გადმოუგორდა თვალებიდან. სიხარულით იყო აღვსილი ალისიას გული. ის ახლა ცოლია. -ძვირფასო ცოლო- გაეღიმა ანდრეის -მინდა შეგეხო და დავწმუნდე რომ არ გაქრები. - ანდრეიმ ნაზად მოჰკიდა ხელი სახეზე, ცერა თითით ცრემლი მოსწმინდა, მეორე ხელი ფრთხილად შეახო სახეზე, მღვრიე თვალების სიღრმეში ჩაკარგული ნაზად შეეხო ლოყაზე. გულმა გამალებით დაუწყო ცემა, თვალები დახუჭა, შუბლი შუბლზე მიადო და თვალდახუჭულმა, გრძნობაში დაკარგულმა ჰკითხა: -ნებას მომცემ შენთან ერთად ვიფრინო? -სამუდამოდ. -მერე გაგვიძლებს შენი ფრთები ორივეს? -ჩემი გული ისეთი ბედნიერია, იმაზე გაცილებით, მაღლა აგვაფრენს ვიდრე ეს შესაძლებელია. -გაღიმებულმა თავი მაღლა ასწია და ანდრეის მოეხვია. ხელჩაკიდებულები გარეთ გამოვიდნენ. მეჯვარეები და სტუმრები დაწინაუდნენ და გარეთ დახვდნენ. ფოტოგრაფები წინ იგდნენ, პაპარაცები ჩამალულნი იყვნენ. გარეთ გამოვიდნენ. ბედნიერებით და ცხოვრებით კმაყოფილი ალისია ხელში აიტაცა და კარებისკენ წაიყვანა, იქით სადაც სტუმრებს გაეარათ უკვე და გარეთ ყველანი ორ რიგად ჩამწკრივებული ელოდებოდნენ. ახალ დაქორწინებული წყვილის გამოჩენისთანავე ყველა მხრიდან ვარდის ფერადი ფურცლები იფრქვეოდა. სიურპრიზი და ბედნიერების ცრემლი აქ არ სრულდება, მთავარი ალისიას წინ ელოდება. ანდრეი ხომ თავად სიურპრიზია, ის კი არ არღვევს ტრადიციას და კვლავ ახალი სიურპრიზით შეეგება ძვირფას ცოლს. მორიგი სიურპრიზნი წინ წამოეშალნენ ალისიას. გიტარითა და სხვა და სხვა მუსიკალური ინსტრუმენტებით ხელში. წინ 8 კაციანი ქართველ მომღერალთა გუნდი განლაგდა, ყველამ ერთხმად ქართულ ენაზე მიულოცეს წყვილს დაქორწინება და შესანიშნავი ქართული სიმღერა დაამღერეს. აქ დავწერ მერე რა სიმღერა. იყო ბევრი ცრემლი, ცრემლი წარმოქმნილი ბედნიერების. სიხარულისგან გაოგნებული და ანდრეიზე მეტად შეყვარებული ალისია. ფირზე აღბეჭდილი თითოეული წამი და ბედნიერი სახეები. ახალ დაქორწინებულ წყვილს მეჯვარეებთან ერთად ხელში თეთრი მტრედები უჭირავთ. ალისიას და ანდრეის მტრედებს ფეხზე პატარა ნაჭრები მიაბეს წარწერით "ფრენა საუკეთესოა შენთან ერთად" ხელები მაღლა ასწიეს და სამ თვლაში მტრედები ჰაერში აუშვეს. ანდრეიმ ალისიას ხელი ჩაკიდა და ვარდის ფურცლებით მოფანტული გზა გაიარეს. მძღოლთან ერთად შავი კაბრიოლეტი ელოდებათ ნორმის ადგილას წარწერით "დაქორწინებულები". მანქანაში ჩამსხდარი წყვილი, ფეხზე წამოდგა სტუმრებს მიუბრუნდნენ და დაძრული მანქანიდან ბედნიერი სახეებით ხელი დაუქნიეს. მანქანასა ფოტოგრაფთა გუნდი გაჰყვა, ისინი ხომ აუცილებელია მათი მნიშვნელოვანი წამების აღსაბეჭდად. ხოლო თამარმა, ჯონმა, ბენმა, ემილიმ ლუკასმა, გიგამ და ნეითმა სტუმრების თანხლებით რესტორანში გადაინაცვლეს. შავი კაბრიოლეტი სწრაფად მიაპობს ალისიასთვის უცხო გზას. ფართო გზაზე გავიდნენ. გზად მაღალი სახლები ერთ რიგად ჩამწკრივებულა, გზის მეორე მხარეს ფერადი საახალწლო ნათურებით მორთული ჭადრის ხეები და მწვანე ნაძვები იწონებენ თავს. შუადღე გადასული 4 საათს ადგას ისარი, ოდნავ დაიბურა ცა. მანქანა ჩქარობს, დაღამებამდე რესტორანში უნდა მივიდნენ. ანდრეის სურს ყველაფერი ისე იყოს როგორც თავიდანვე ჩაიფიქრა, მისი ერთადერთი სურვილია ალისიას ბედნიერი სახე იხილოს კვლავ და კვლავ. თბილი ნიავი ჰქრის, ბრწყინავს მზის სხივების ელვარებით აბრიალებული ალისიას მწვანე თვალები. ანდრეიმ ხელი აიღო, ნიავის მიერ აფრიალებულ მის თმებზე ხელი გადაუსვა და თმები ყურზე გადაუწია. თაიგულიდან ერთადერთი კენარეს ლამაზი, ლურჯი ყვავილი ამოიღო და თმაში ჩაუმაგრა. ანდრეის ხელი კვლავ ალისიას თმაზე აქვს, სახე ახლოს მისწია თვალებში ჩახედა გოგონას და გაიღიმა იმ მშვენიერი ღიმილით, რომელიც ასე ძალიან უბნევს თავგზას ალისიას. შავი კაბრიოლეტი ხიდზე გადავიდა. მანქანამ სვლას უკლო, 2 საათიანი დაუღლელი მგზავრობის შემდეგ იგი ხიდის ქვეშ გაჩერდა. ანდრეიმ მანქანის კარები გააღო, ალისიას ხელი გაუწოდა და ჩამოსვლაში დაეხმარა. გოგონამ ირგვლივ მიმოიხედა, ის რაც მის თვალებში აღიბეჭდა წარუშლელი კვალი დატოვა მის ცხოვრებაში. მის თვალწინ ულამაზესი პეიზაჟი გადაიშალა. ისინი თეთრ ქვიშაზე მდგომნი ლურჯ ზღვაში ჩამავალ წითელ აკვასკვასებულ მზეს გასცქერიან. ყოველთვის აბობოქრებული ლურჯი ზღვა ახლა წყნარად არხევს ტალღებს და თეთრ ქვიშას მჭიდროდ აჰკვრია ზედ. ალისია ანდრეის კიდევ ერთი სიურპრიზით სასიამოვნოდ გაოცებული მასთან ერთად თეთრი სადედოფლო კაბით დგას შავი კაბრიოლეტის ფონზე თეთრ ქვიშაზე სადაც მზის ჩამავალი ოქროსფერი სხივებით საოცრად ელავდა ლურჯი ზღვის ფონზე. ალისიამ ანდრეისთან ერთად ფეხსაცმელები გაიხადა და იქვე მანქანასთან დატოვა. -წამოდი -ხელი გაუწოდა ანდრეიმ და ღიმილიანი სახით სირბილით გაიქცნენ ლურჯი ზღვის თეთრ ქვიშაზე. ჩამავალი მზის სხივებით გაკაშკაშებული ლამაზი ქალი თვალ ცრემლიანი დგას თეთრ ქვიშაზე, რომლის სილამაზე აჯადოებს ანდრეის. ბიჭი მიუახლოვდა მას, ალისიამ იგრძნო ცხელი ხელი მის სხეულზე, წამოსული სითბო უფრო და უფრო უკრავდა სუნთქვას, მაგრად მიიკრა აჩქარებულ გულზე ბიჭმა და ცრემლისგან დანამული თვალები დაუკოცნა. -მოგწონს? -ქვიშაზე დაჯდა ანდრეი და შარვლის ტოტები აიკეცა. -ეს სამოთხეა? ასეთია იგი? ეს თუ სამოთხეა არ მინდა უკან დაბრუნება. -გვერდით მიუჯდა ალისია და თავი ბეჭზე ჩამოადო. -ეს მხოლოდ დასაწყისია. ბედნიერების დასაწყისი. -იცი ანდრეი? ჩვენ ყველას გვაქვს ჩვენი სამყარო, იქ სადაც არავინაა ჩვენს გარდა, ჩუმად განვმარტოვდებით და მერე ვარდისფერ ოცნებებში ვიძირებით. ვხატავთ ლამაზ სიყვარულს, მერე ვნახავთ ადამიანს რომელზეც ვოცნებობთ და აქედან იწყება ყველაფერი, ზოგითვის ტანჯვა, ცრემლები, მაგრამ ჩემთვის სიხარული, ბედნიერება. ჩვენ გულის გასაღებს ხელში მივცემთ და უფლებას ვაძლევთ გულის კარები შეაღონ, ის ხომ ახდენილი ოცნებაა ვარდისფერი სამყაროდან. -შენ ხომ ახდენილი ოცნება ხარ მშვენიერი საქართველოდან. ხედავ იქ იმ ორ ჩიტს? -პალმის ხეზე მსხდომ ორი ჩიტისკენ გაიშვირა ხელი. -ის დედაჩემია, გვერდით მეორე დედაშენი. ალისია მოეხვია ანდრეის -როგორ ფიქრობ რაზე საუბრობენ? -ალბათ ჩვენზე. ჰო ჩემზე და შენზე. ჩვენს ბედნიერებაზე. მზე ჩავიდა, ოქროსფერი სხივები ზღვაში ჩაიკარგა და კიდევ უფრო დაიბურა ცა, მასზე გამოსახული ფერმკრთალი ვარსკვლავები ათინათივით ციმციმებენ აქა-იქ. ცაზე უმალ მოსწყდა ციმციმა ვარსკვლავი. -შხდე ვარსკვლავი მოსწყდა. -თითი გაიშვირა ანდეიმ და ციდან მომავალი ვარსკვლავი დაანახვა ალისიას. -ჩაიფიქრე რამე. -ერთადერთს ჩავიფიქრებ. მე და შენ ყოველთვის, ერთად ასე ბედნიერნი. საათი შვიდს მიუახლოვდა. ქვიშით დასვრილი თეთრი კაბა ტალღების შხეფით დასველდა. ახალდაქორწინებული წყვილი ფეხზე წამოდგა, ხელჩაკიდებულებმა ქვიშა ფეხშველა გაიარეს და უკვე მოწესრიგებულნი მანქანაში ჩაჯდნენ. 14 დეკემბერი ცნობილი მსახიობი დაქორწინდა ოცნების ქალზე, რომელიც მისი ცხოვრების ერთადერთ მეგზურად აირჩია. სწორედ ამიტომ პაპარაცები ყველგან არიან ჩასაფრებულნი და მობილიზებულნი უმნიშვნელო ნაწილიც რომ არ გამორჩეთ. დაძაბულნი სჩანან საქორწილი სახლის ირგვლივ და ყოველ წამს დედოფლის გამოჩენას ელოდებიან. ისინი ხომ ყოველდღე ვერ აღბეჭდავენ ფირზე ისეთ კარდებს, როგორიც არის ანდრეი ლუჩენკო ქორწილის დღე. ყველასთვის მოულოდნელი ეს გადაწყვეტილება ძალიან ემოციური იყო. დღევანდელი სიძე ხომ ყოველთვის აღნიშნავდა ინტერვიუებში "მომავალი რამდენიმე წელი ცოლის მოყვანას არ ვაპირებ, მე ჯერ ძალიან ახალგაზრდა ვარ იმისთვის რომ ასეთი უღელი დავიდგა ბეჭებზე. მე ძალიან მომწონს ქალები და არ შემიძლია დიდხანს ერთთან გავჩერდე" ეს აღიარებითი განცხადება კი ბოლო ინტერვიუში დაახლოებით ორი თვის წინ გააკეთა. რესტორანი სტუმრებით ივსება. აღფრთოვანებულნი შესცქერიან რესტორნის დიზაინს. შესასვლელში ხელმარჯვნივ ვარდის ფანტანი დგას, რომელიც სხვადასხვა ფის ვადის ფუცლებს აფრქვევს. ასევე ყინულისა და შოკოლადის ქანდაკება ამშვენებს რესტორანს. ოვალური მაგიდები დგას დარბაზში, თითოელს ვარდების თაიგულები ამშვენებს, გაფორმებული საოცრად ლამაზი ყვავილებით: სიყვარულის და სილამაზის სიმბოლო ორქიდეა. ნატიფი სიყვარულის სიმბოლო ღია ლურჯი და იასამნისფერი ასტერი. ერთგული სიყვარულის სიმბოლო გვირილა, მიუხედავად იმისა რომ სასიამოვნო სურნელით არ გამოირჩევა, თუმცა კონკურენციის გაწევა ნამვილად შეუძლია მოხდენილი გარეგნობით. ყვავილები კაშკაშა და ნათელი იყო რადგან უფეული განათება ამშვენებდა მათ. თაიგულის გვერდით, ლამაზ ჩარჩოში ჩასმული ალისიასა და ანდრეის სურათი მოათავსეს, რომელიც სპეციალურად ამ ჩარჩოსთვის გადაიღეს. ხავერდოვანი ნაჭრის სალფეთქები ვერცხლის სამაგრებით იყო შეკრული სადაც დაქოწინებულების ინიციალები ქართულად იყო ამოტვიფული. კედლების განათებას, მაგიდის გადასაფარებლებს, ყვავილებსა და სკამებს სვაროვსკის თვლები ამშვენებდა. რესტორნის შემოსასვლელში წითელი ხალიჩა იყო დაფენილი. ხალიჩის მარჯვნივ და მარცხნივ რამდენიმე ნაბიჯის ჩაყოლებით: ისეთივე თაიგულებით არის გაფორმებული მოაჯირები როგორიც ალისიას ყვავილები და რესტორანში მაგიდები, რომელსაც ასევე უფერული განათება ამშვენებს. აღფრთოვანებას იწვევს სადედოფლო ტორტი. ხუთი სართულისგან შემდგარი. ლურჯი კესანეს ყვავილებით მოხატული. ბოლო სართული გვიილებით იყო, პირველი კი კრემის სხვადასხვა ვარდებს დაეკავებინა. ქორწილში მოწვეულნი ჰყავთ ცნობილი მომღერალთა ჯგუფები, საუკეთესო ბენდი, ქართველი და უცხოელი მოცეკვავეები. საქორწილო დარბაზი სტუმრებით გაივსო და თავიანთ ადგილებს იკავებენ. სტუმრებს შორის თავმოყრილნი არიან ჰოლივუდის წამყვანი მსახიობები, ისეთი ცნობილი მომღერლები როგორებიც უამრავ კონცერტებს მართავენ სხვადასხვა ქვეყნებში, შოუებსა და ცნობილ გადაცემებში. ასევე თავი მოეყარათ ანდრეის თანამშრომლებს, რომელთა შორის მისი მეგობრები შედიან. სტუმრები მომავალ მისტერ და მისის ლუჩენკოს ელოდებიან. საქორწილო მარში. სტუმრებმა თავი შემოსასვლელში ღია კარებისკენ მიაბრუნეს. ფართო ნათელ დერეფანში გამოჩნდნენ მათკენ მომავალ ულამაზეს 6 წლამდე ასაკის ქერა ლურჯ თვალება გოგონებს, რომლებსაც თეთრი ლამაზი კაბები აცვიათ, თავთ ბრჭყვიალა თვლებით პრინცესას გვირგვინები ადგათ. ხედავენ მათივე ასაკის ბიჭებს, რომლებიც, სმოკინგებში იწონებენ თავს. წინ ბიჭების რიგში პატარა ლუკასი მიემართება, ბეჭებში გამართული, სმოკინგში გამოწყობილი, შუბლზე დაყრილი ხუჭუჭა თმებიდან მომცინარი თვალებით იცქირებოდა და ბედნიერი ბავშვური ღიმილით იღიმოდა. ყველანი ერთად კი პატარ-პატარა დაწნული კალათებით ხელში დინჯად მიაბიჯებდნენ და კალათებიდან ლურჯი ვარდის ფურცლებს აფრქვევდნენ თან, ისინი ხომ გზას ულოცავენ დედოფალს, რომელმაც კარებში გამოჩენისთანავე მისი სილამაზით შემოანათა ანდეისთან ხელ-კავ გაკეთებულმა. მისი სილამაზით აღფრთოვენებულნი სტუმრები ტაშით შეეგებნენ დედოფალს. ქორწილის დღეს თუნდ ულამაზო იყო პატარძალი მაინც ყურადღების ცენტრში ექცევა. რა აცვია, როგორ გამოიყურება, როგორ მოძრაობს. როცა ალისია ანდრეისთან ერთად გამოჩნდა მართლაც რომ განათდა დარბაზი. აი ხომ იცით როცა ლამაზი ადამიანის გარემოცვაში რაღაც სინათლე ისადგუებს ირგვლივ, ასე მოხდა მაშ შემთხვევაშიც. საქორწილო მარში სხვა სიმღერით შეიცვალა. გაკვირვებულმა სტუმრებმა ერთმანეთს გადახედეს, მხოლოდ თამარი და გიგა იღიმოდნენ და სიამაყით აღვსილნი ალისიას თვალს არ აშორებდნენ. ესიამოვნა ქართული სიმღერის მოსმენის გამო, მომღერლებს გახედა და უფრო მეტად გაუხარდა როცა ქართველ მომღერლებს მოჰკრა თვალი. ვისია, ვისია ქალი ლამაზი ჰეეე, ჩვენია, ჩვენია ქალი ლამაზი ჰეეე, რომელი კუთხისა ქალი ლამაზი ჰეეე, მოვსტაცოთ, მოვსტაცოთ ქალი ლამაზი ჰეეე. რა ბედნიერია ახლა ალისია, ყველაზე ბედნიერი ამ ქვეყნად. თავაწეული მიაბიჯებს იგი წითელ ხალიჩაზე. სანთლებით გაფორმებული და თეთრი ფერის ფეიერვერკით გაკაშკაშებული წითელი ხალიჩის კიდეები. მიაბიჯებს თავაწეული, ისე როგორც ემილიმ დაარიგა, თუმცა სიამოვნებით დახრიდა თავს, რომ იქ მყოფთ მისი მორცხვი და ოდნავ შევარდისფერებული ლოყები არ შეემჩნიათ. მისი სახე შევარდისფერებული და მორიდებული გამომეტყველების მიღმაც კი შესანიშნავი იყო. ისე მსუბუქად დადიოდა თითქოს მისრიალებდა იატაკზე. მიდიოდა ნარნარით ულამაზეს შლეიფიან კაბაში და ქალღმერთს მოგაგონებდა. ყელს გიგას მიერ ნაჩუქარი ცეფი და ოქროს ჯვარი უმშვენებდა. ძალიან გრძელი რამდენიმე მეტრიანი ფატა უკან ჰაეროვნად მიჰყვებოდა. მიდოდა და ირგვლივ საოცარ სინათლეს სტოვებდა. მისი მშვენიერი ღიმილი საოცარ სხივს ანიჭებდა სახეზე. მიდიოდა და იღიმოდა, მიდიოდა გოგო, მიდიოდა ქალღმერთი. წამით ისიც კი გაიფიქრა "რას შვები ალისია? ნუთუ ეს ის არის რაც მართლა არის? " ფიქრობდა იგი და ბედნიერებისგან ჰაერში დაფრინავდა. მის გულში ახლა საოცრება ხდებოდა, რაღაც ძლიერი ქარბუქი დატრიალებულიყო და შინაგან შფოთვას აძლევდა, თუმცა ეს შფოთვა ერთი წამითაც კი არ ყოფილა სინანული, პირიქით იგი ბედნიერებისგან გამოწვეული შფოთვა იყო, ბედნიერებისა რომელიც ანდრნეისთან ერთად ელოდა წინ. თითები ქმრისთვის მაგრად ჩაეჭდო და აკანკალებული არაერთხელ გააპარებდა თვალებს მისკენ. თანაგრძნობის ნიშნად ხელი თბილად დაადო გოგონას გაყინულ ხელებს. -ხელი არ გამიშვა, მგონია თითქოს მიწა მეცლება ფეხქვეშ, სადაცაა ფრთებ გამოსხმული ჰაერში დავიწყებ ფრენას და იმ გაწელილ მანძილს რომელიც ჩემს სრულ ბედნიერებამდე მაშორებს, წამში გადავიფრენ-თქო. მგონი რომ გული მთელს სხეულში დარბის და ადგილს ვერ პოულობს. -ალისია შეეცადა საკუთარი ბედნიერებით გამოწვეულ მღელვარებას წამით მაინც მორეოდა. უკანასკნელად მოუხედა მარტოდ განვლილ ცხოვრებას და ბოლო ნაბიჯიც გადადგა მარტოობის წლებთან დამშვიდობებისა. როცა თავიანთი აგდილები დაიკავა სიძე-დედოფალმა მეჯვარეებთან ერთად ბატონმა ჯონმა ჩანგლის ჭიქაზე კაკუნით გააჩერა სტუმრები. ყველამ მათკენ გაიხედა და სმენად იქცნენ. მიკროფონი დაიჭირა ხელში. მოგესალმებით, მე ჯონი ადამსი გახლავართ, ანდრეი და ალისია ჩემი შვილები არიან. მათ საუკეთესოს ვუსურვებ ცხოვრებაში. -მიკროფონი ახლოს მიიტანა პირთან. - ბევრს აღარ გავაგრძელებ, მინდა ჩვენი სუფრის თამადა დავასახელო გიგა წერეთელი. ცოტა მეშინია კიდეც მისი, ვიცი როგორც ხდება საქათველოში, ჭიქას ჭიქაზე ცლიან, დიდ და ბევრ სადღეგრძელოს სვამენ. ამერიკელებო იმედია გავუძლებთ მას და კარგ კომპანიონობას გავუწევთ. რამდენიმე წუთით ანდრეი წამოდგა და თითქმის ნახევარი საათით დატოვა მეუღლე თუმცა როცა გამოჩნდა ალისიასთვის ეს ყველაზე მეტად ამაღელვებელი აღმოჩნდა და მანაც ცრემლები ვერ შეიკავა. ქართულ ჩოხაში მკაცრად იმზირება ანდრეი. პირი-სახე უფრო მეტად მოხდენილი და მშვენიერი გაუხდა. თითქოს მისთვის შექმნილაო ქართული ფორმა. ანდრეი წრეზე გავიდა, შემდეგ დიაგონალზე გადის და ალისიასთან მივიდა, თავის დაკვრით სცენაზე გამოიწვია, ერთი ნაბიჯი უკან გადადგა, დაელოდა როდის დაიწყებს გოგო ცეკვას და თვლაში უკან გაჰყვა. შეძახილებითა და ტაშის კვრით გამხნევებულ ბიჭს დაძაბულობა მოეხსნა, დაჭიმულ მხრებში მოეშვა და მხნედ გაჰყვა სცენაზე მოფარფატე ნაზ არსებას, რომელსაც ტანი ისე მყარად ჰქონდა დაყენებული გეგონებოდათ მთელი ცხოვრება ქართულის ცეკვაში გაეტარებინოს. -ძალიან დაემსგავსა ქართველ კაცს -გადულაპარაკა ალისიას გიგამ მას შემდეგ რაც მაგიდასთან დაბრუნდა წყვილი. -შენ კი თვალწარმტაცი იყავი. ანდრეიმ კი სიამაყით მოიღერა ყელი და გიგას განუცხადა: -იქნებ წინა ცხოვებაში ქართველიც კი ვიყავი. ქართული ბუნება, ქართული სული. ყველაფერი შეუყვადა ქართული. ანდრეი ლუჩენკომ სიამაყით ჩაიცვა ქართული ფორმა და მთელი სული და გული ჩადო მასში. ექვსი წელი დადიოდა სკოლის გუნდში ქათულ ნაციონალურ ცეკვებზე ალისია, თამარი და გიგა. სამივენი ცეკვავდნენ ქართველ მოცეკვავეებთან ერთად სხვა და სხვა ქათულ ცეკვებს. შემდეგი იყო უკრაინული ნაციონალური ცეკვა. თავი საქართველოში გეგონებოდათ, ქართულ ტრადიციულ ქოწილში. თამადაც კი აირჩიეს. თანაც ახალგაზრდა ბიჭი გიგა წერეთელი. მშვენივად მართავდა სუფრას, მაგრამ არა ისე გადარეულად როგორც საქართველოში იციან, ცეკვებიც და სადღეგრძლოებიც თანმიმდვრულად იყო. ამერიკელები ცოტათი შეწუხდნენ ამდენი სასმელი ძალიან ბევრიაო მაგრამ გიგა რისი ქართველი იყო მთელი სუფრა თავად რომ არ წაემართა და ვინმესთვის მოწყენის საშუალება მიეცა. აუცილებლად იყო ილია მეორეს სადღეგრძელო, სიძე დედოფლის, დედმამიშვილების, მშობლები ხსოვნა, ბებია ბაბუების ხსოვნა, მგობრების და ა.შ. ყველგან არიან კმაყოფილი და ნასიამოვნები სტუმრები. მხიარულება გრძელდება. ანდრეიმ ხელი თმაზე გადაისვა, წელში მოხრილმა, მარჯვენა ხელი გულთან მიიტანა, მდაბლად დაუკრა თავი ცოლს და საცეკვაოდ გაიწვია. Bon Jovi -ს (You Want To) Make A Memory -ის ნაზი აკორდები ჰაერში გაიჟღერა, ბიჭმა ცალი ხელი გოგონას წელზე მოხვია, მეორე ხელი მის ხელს გაუწოდა და ვალსის ცეკვას შეუდგნენ. -ნეტა უშენოდ აქამდე როგორ ვცხოვრობდი. -ტუჩები ყურთან მიუტანა ბიჭმა და ისე უჩურჩულა ცხელი ტუჩები ყურის ბიბილოს შეეხო. -ყოველ კვირა ახალი გოგონა გიყვარდა. -ღიმილიანი სახით ნიშნის მოგებით უპასუხა გოგონამ. -ახლა ამის დროა? -კოპები შეყარა ანდრეიმ. -მეამიტი -ღიმილი დაეფინა ალისიას სახეზე. ანდრეიმ ხელები მოხვია წელზე და დაატრიალა. გოგონამ თავი მიადო მკედზე, იგი ყელთან გრძნობდა საყვარელი მამაკაცის მხურვალე სუნთქვას. -მოდი ტორტი დავჭრათ. -მოიცა კიდევ ვიცეკვოთ. -თავი მოისაწყლა ანდრეიმ, შენთან მინდა ყოფნა. -აუცილებლად მაგრამ მანამდე ტორტი დავჭრათ. -ხელი ჩაკიდა ანდრეის და მაგიდასთან მიიყვანა. ტორტი ისეთი მაღალი არის, ალისია ვერ სწვდებოდა ბოლო ნაწილს რის გამოც ანდრეი მისი დაჭერა და მაღლა აწევა მოუწია, რაზეც ძალიან კმაყოფილი ჩანდა იგი. ბენმა დანა და თეფში მიაწოდა. გოგონა ტორტის და დაჭრას შეუდგა, თეფშზე ერთი ნაჭერი დადო და კვლავ ბენს ჩამოაწოდა. ანდრეიმ ფრთხილად ჩამოსვა ძირს, გოგონამ თეფში გამოართვა ძმას რის შემდეგაც ერთი ლუკმა ერთმანეთს აჭამეს. დადგა თაიგულის სროლის დროც, ასეც მოხდა. უამრავ დასაქორწინებელ მამაკაცებსა და ქალბატონს შორის თამარი და გიგა იდგნენ. ალისიას მიერ ნასროლი თაიგული ერთ-ერთმა სტუმარმა, ორმოცდაათი წლის ქალბატონმა დაიჭირა, რამაც დიდი აღფრთოვანება და მხურვალე ტაში გამოიწვია სტუმრებში. ალისია და ანდრეი მსახიობი მეგობრის მაგიდასთან ისხდნენ და საუბრობენ. ანდრეიმ მოშორებით მეგობარი შენიშნა. -ოოჰ ნეით მეგობარო. -ბარმენის კიდევ ერთხელ ნახვით გულწრფელად გახარებულმა ხელის აწევით მიესალმა იგი. ამდენ სტუმებში მას შემდეგ ვერ მოჰკრა თვალი მას რაც ალისიას წამოსაყვანად მიჰყვა სახლში. მარტო მდგარი სასმელი ჭიქით ხელში მდგარი ნეითი, მეუღლესა და მის პატარა გოგონას სიყვარულით გასცქეროდა რომლებიც მეგობრებთან ერთად იდგნენ და გულიანად კისკისებდნენ. სიძემ ალისიას ხელი ჩაჰკიდა და სკამიდან წამოაყენა. გაღიმებული სახით მაგიდებს შორის გაიარა და ნეითისკენ გაეშურა, რომელსაც სახეზე გამარჯვებული და ირონიული ღიმილი დასთამაშებდა. -მშვენიერო ქართველო ქალბატონო. -მდაბლად დაუკრა თავი ნეითმა დედოფალს, მას შემდეგ რაც მის წინ დაიკავეს ადგილი და ხელზე ეამბორა. ალისიას სახეზე სიწითლემ დაჰკრა და მადლობის ნიშნად გაუღიმა. -მიხარია რომ დარჩი. -გადაეხვია ანდრეი. -არ შემეძლო ამას დავკლებოდი. კიდევ ერთხელ გილოცავ მეგობარო. -ხელი ჩამოართვა და ძლიერად მეგობრულად გადაეხვია. ყურში ჩუმად ჩასჩურჩულა -"სიყვარული საოცარია იმ გრძნობათა შორის რაც კი ამ ქვეყანაზე არსებობს. სიყვარული იგივე ბედნიერება და სიცოცხლის მიმართ მეტი ხალისია. არჩევანი ზეცაში კეთდება, ჩვენთვის ვიღაც ყოველთვის იბადება. " -გაახსენა ბარში მათი საუბრის ერთ-ერთი მონაკვეთი. ღიმილიანი სახით მოშორდა ყურს, სახეზე ხელი მოუთათუნა და კვლავ ბედნიერება უსურვა. -დიახ. ჩემს ცხოვრებაში გამოჩნდა ქალი, რომლის გარეშე ჩემი გული უბრალოდ არ ფეთქავს. -ეს არის სიყვარული. -მერე მზერა კვლავ დედოფალზე გადაიტანა და ანდრეის არჩევნით კმაყოფილმა მეუღლესთან და პატარა გოგონასკენ აიღო გეზი. მხიარულება გრძელდება. ანდრეიმ მხოლოდ ერთი ჭიქა დალია ისიც სამადლობელი მოიხადა, ალისია მადლობის თქმით შემოიფარგლა, სასმელი არ დაულევია. დილის 2 საათზე დაიწყეს სტუმრებმა დაშლა. ბენმა ოჯახთან ერთად მოიცადა მანამ სანამ ანდრეი და ალისია დატოვებდნენ რესტორანს. შავი კაბრიოლეტი გარეთ ელოდებათ. მამაკაცმა ხელში აყვანილი ჩასვა მანაქანაში და სიგნალებითა და შეძახილებით დატოვეს ეზო. მხოლოდ რამდენიმე წუთი დასჭირდა სასტუმრომდე მისასვლელად. მანქანის კარები გააღო ანდრეიმ. ბიჭს კვლავ სმოკინგი ეცვა. გოგონას ხელი გაუწოდა და გადმოსვლაში ეხმარება. ანდრეიმ ხელში აყვანილი შეიყავანა გოგონა სასტუმროში. ძველებური ქვით ნაშენი უზარმაზარი შენობა. სასტუმროს კედელზე ჩამომავალი ფერადი ნათურებით განათებული ხმაურიანი ჩანჩქერი. სასტუმროს შესასვლელში სპილოსძვლისფერი კედლები, ყავისფერ სვეტებიანი სასტუმროს კიბე. ადმინისტრაციის გვერდით უზარმაზარი თეთრი უამრავი ფერადი ნათურებით განათებული ნაძვის ხე დგას, რომელიც წვერით ჭერს ეხება. მარჯვენა ხელით სასტუმრო ოთახის კარები შეაღო ანდრეიმ და ალისიას საწოლზე დააწვინა. -მიყვარხარ ძვირფასო ცოლო. -სარკესთან მდგომმა პეპელა ჰალსტუხი მოიხსნა და გვერდით დაუჯდა ალისიას. -შენ მასწავლე სიყვარული რა არის. -თბილი ხელით სახეზე მოეფერა. -შენგან ვისწავლე ეს ლამაზი გრძნობა. ყოველთვის გავურბოდი სიყვარულს, შენ კი სიყვარულზე მეტი ხარ, მე კი სიყვარულზე შეყვარებული. ერთხანს ალისია ჩუმად უსმენდა. გული გამალბით უცემდა, ზოგჯერ ნელა, ზოგჯერ კი ისე გახშირებულად გული უფრიალებდა. -მეც მიყვარხარ ანდრეი, ვგიჟდები შენზე გესმის? ოცდაერთი წლის ვარ, ჩემი ერთადერთი სიყვარული ხარ. კიდევ ბევრი ოცდაერთი წელი მინდა შენთან გავატარო. -მინიმუმ რვა 21 წელი. -მგონი ბევრია -გაეცინა ალისიას. -კარგი შვიდი. კამათს არ დავუშვებ. ჩემო ლამაზო. -ანდრეი ალისიასკენ დაიხარა და აკოცა. -გითხარი რომ ძალიან ლამაზი კაბა გაცვია? -შესაკრავს დაუწყო შეხსნა. -ნწ არა. -კეკლუცად გაუღიმა ალისიმ. -ულამაზესი ხარ. -სმოკინგი გაიხადა ანდრეიმ და ალისიას დაეხმარა კაბის გახდაში. მისი ძლიერი მხურვალე მკლავები წელზე მოხვია, ალისიას აჩქარებულ სუნთქვას მკაფიოდ გრძნობდა სახეზე. გოგონას ნათელი, მწვანე თვალები ჰქონდა და ჩანჩქერივით ჩამოშლილი გრძელი ქერა თმა. წყვილმა ერთმანეთს აკოცეს, ჯერ არასოდეს არ უკოცნიათ ერთმანეთისთვის. -ანდრეი. -მისი თბილი სხეული გონებას უბინდავდა, ფეხისგულებიდან ენით გამოუთქმელი ჟრუანტელი სხეულს მაღლა აუყვა და მკერდამდე ასული შეეკუმშა იგი. სისხლი აუჩქროლდა, გრძნობდა მთელს სხეულში ბობოქარი ტალღები როგორ ეხეთქებოდა გულის ნაპირს და გოგონას წალეკვას ლამობდა. ალისია უფრო მაგრად მიეკრო. ანდრეი ფრთხილად მოეხვია, იგი უფრო მაგრად ეხუტებოდა მას, გოგონა ხელში აიტაცა და საწოლზე მოათავსა. კოცნიდა ალისიას ცრემლიან თვალებსა და მთრთოლვარე ტუჩებზე. ანდრეის ჩაესმოდა ალისიას მძიმე სუნთქვა, იგი გრძნობდა რა ტრიალებდა ახალ მის გულში. -მოიცადე გთხოვ. -ალერსში გართულმა თავი გვერძე გასწია და ოდნავ წამოჯდა. -რა მოხდა? -შეშფოთდა ანდრეი. -არ შემიძლია, მაპატიე. -ჩურჩულით თქვა გოგონამ. -ნუ ღელავ ყველაფერი რიგზეა. -ნაზად მოკიდა ხელი ხელზე და ოდნავ მოუჭირა იმისთვის რომ ჩემთან არაფრის უნდა გეშინოდესო. -მეშინია ანდრეი. -ლამაზო. -გაღიმებულმა პირზე დააფარა საჩვენებელი თითი და გააჩუმა. -ეს არ არის მთავარი, მთვარი ის არის რომ შენ ჩემს გვერდით ხარ. როგორც შენ გინდა ისე იქნება, არ ინერვიულო კარგი? კვლავ სახე გაღიმებულმა თავი დაუკრა, თვალზე მომდგარი ცრემლი მოსწმინდა. შუქი ჩააქრო, მკლავები მოხვია და მასთან ჩახუტებულს ტკბილად ჩაეძინა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.