შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დარჩი ჩემთან (10) (დასასრული)


12-11-2016, 12:39
ავტორი mariia
ნანახია 3 499

სახლში სიწყნარე იყო,მხოლოდ სამზარეულოდან მოისმოდა ოდნავი ხმაური.უკვე ღამის თორმეტს გადასცდა.თაკოს მშვიდად ეძინა ლოგინში.როგორც ყოველ წელს ამ დღეს მოუთმენლად ელოდა ხოლმე,თუმცა დღეს რატომღაც არ გაახსენდა მისი დაბადების დღის დადგომა.ნია ტორტით ხელში მიაბიჯებდაა კიბეებზე.ზემოთ ავთო და მაია ელოდნენ საყვირებით და კალათში ჩაყრილი ფერადი ფურცელებით.კაცმა კარები ფრთხილად შეაღო და სამივე ოთახში შელაგდნენ.ყველაფერი მზად იყო მხოლოდ გოგონას გაღვიძება იყო საჭირო. ორივემ ერთდროულად ჩაყვირეს საყვირებს. თაკო დაფეთებული წამოხტა. ნიამ სიმღერა დაიწყო.მშობლებიც აყვნენ თან ქაღალდებს აპნევდნენ თაკოს თავზეე. შიში უცებ გაქრა ტორტით ხელში და განათებული სახეებით მომღერლები,რომ დაინახა გოგონამ ოჯახის წევრები.
-უკვე 17წლის ხარ-კაცმა წარბი აზიდა თან გაუცინა.
-გილოცავ ჩემო პატარა-დედამ ლამის ლოგინში მიჭყლიტა.
-აბა ჩაიფიქრე და ჩააქრე-ტორტი ახლოს მიუტანა ნიამ და გაბრწინებული სახით შეხედა.
-როგორ მიყვარხართ -თვალები მინაბა გოგონამ შემდეგ სურვილი ჩაუთქვა და სანთლები ჩააქრო.ოთახში შუქი აანთეს მშობლებმა კიდევ ერთხელ მიულოცეს თავიანთ პატარას და გოგოები მარტო დატოვეს.
-იცოდე ხვალ ამ ოთახს შენ ალაგებ -ნიამ ტორტის საჭმელად გამზადებულო კოვზი დაუქნია.
-არაფერიც.ვინ გითხრათ შემოყარეთ ეს ფურცლებიო-გაბრაზებით შეხედაა გოგონას -თან იუბილარი ვარ და თუ გამაბრაზებ არც ჩემ ტორტს გაჭმევ -კოვზი წაართა დას.
-ოღონდ ნუ დაგალაგებინებს კაცი-სიცილი აუტყდა ნიას და დაც გააცინა.კოვზი ისევ გამოართვა და ორივე ტორტის ჭამას შეუდგნენ.
-ნია-დასერიოზულდა თაკო უცებ.
-რა იყო? გისმენ-მთელი ყურადღება მასზე გადაიტანა.
-რას იტყვი თუ გეტყვი,რომ ვიღაც მიყვარს-გოგონამ მთელი სიფრთხილით შეაპარა სათქმელი.-ოღონს არ აყვირდე ახლა და არ დაიწყო,რა დროს შენი სიყვარულიაო ჯერ პატარა ხარო,მას თუ უყვარხარო და ა.შ.-ნია შეყურებდა დას და თან ტუჩის კუთხეში ღიმილი ეპარებოდა.
-უკვე 17-ის ხარ.სულაც აღარ ხარ პატარა.შენს ასაკში ზოგი უკვე გათხოვილია.შენ კი გიყვარს, გათხოვებას ხომ არ აპირებ-ნია თან ლაპარაკობდა, თან ტორტის ნაჭერი კოვზით მოიჭრა.თაკო კი თვალებ დაჭყეტილი უსმენდა.
-მართალს ამბობ?ეხლა ხო არ მომესმა რაც მითხარი? ნუ ჯერ ნაადრევია იმაზე ლაპარაკი ის რას გრძნობს ჩემს მიმართ.-მოიღუშა უცებ გოგონა.ნიამ საათს დახედა ჩაიღიმა და ფეხზე წამოდგა.-უკვე მიდიხარ?დღეს ჩემთად დაწექი რაა-საწყალი თვალებით შეხედა დას.
-გვიანობამდე არ დაგეძინება შენ და მაგის თავი არ მაქვს-ჩაიცინა-.ხო იმას ნამდვილად უყვარხარ ვისაც გულისხმობ-თვალი ჩაუკრა.
-რა იცი ვის ვგულისხმობ?-გაუფართოვდა თვალები გოგონას.
-შტერი უნდა ვყოფილიყავი ვერ შემემჩნია.-ჩაიღიმა ნიამ.უცებ ფანჯარას კენჭი მოხვდა.-აჰა მოგაკითხა პრინცმა-სიცილი აუტყდა გოგონას.თაკო კი ფანჯარას ეცა.ფანჯარა გააღო და ქვევით ლუკას გაღიმებული სახე დახვდა დიდი დათვით ხელში,რომელიც პირის მოძრაობით დაბადების დღეს ულოცავდა.-დაბლა ჩადი ჩუმად იცოდე. ჩვენებმა არ გაიგონ -აჟიტირებული გოგონა ფანჯარას მოსცილდა კარებთან ნიას მაგრად აკოცა და ფეხაკრებით ჩავიდა პირველ სართულზე.იქვე ჩამოკიდებული ქურთუკი შემოიცვა და გარეთ გავიდა.
-იციი...ვიციი უცნაურია...მაგრამ მინდოდა დაბადების დღე მომელოცა.არც ის ვიცი ახლა ჩემი დანახვა გაგიხარდა და იმიტომ ჩამოხვედი თუ ჩემ გაგდებას აპირებ.მოკლედ საჩუქარს მოგცემ და წავალ ასე უკან ვეღარ წავალ-ჩაიცინა ბიჭმა და გოგონას თვალებს თვალს არიდებდა. "რა ჯანდაბა მჭირს.ლუკა აზრზე მოდი,სად ჯანდაბაში წავიდა შენი გამბედაობა?"თავის თავს ელაპარაკებოდა და ამხნევებდა.-მოკლედ გამომართვი -თავზე ხელი მოისვა და გოგონას გაუწოდა, რომელიც ჯერ ისევ არ ინძრეოდა და ცდილობდა მის საქციელზე და სიტყვებზე არ გასცინებოდა. ლუკა მიხვდა რო გოგონა განძრევას არ აპირებდა და თვითონ დასვა კარებთან დათვი,შემდეგ ახლოს მიიწია და ლოყაზე აკოცა. -გილოცავ-ჩაიჩურჩულა ახლოს მყოფმა.გოგონას მთელ სხეულში ჟრუანტელმა დაუარა.ბიჭს ძალიან უნდოდა ახლა მის ტუჩებს დაწაფებოდა,თუმცა მისი სიცივე აკავებდა.-კარგი მივდივარ-შებრუნდა და წასვლას აპირებდა.
-თვით ლუკასგან უფრო მეტს ველოდი-თაკომ ჩაიხითხითა.-დაბნეული და მორცხვი -სიცილი ატეხა კიდევ უფრო.ბიჭიც მისკენ მობრუნდა.-იცი თამამი უფრო მომწონდი-ისევ სიცილით თქვა ეს კი ბიჭმა მწვანე ნიშნად მიიღო მისკენ სწრაფი ნაბიჯით წავიდა,მისი მომღიმარი სახე, რომელიც უცებ გაოცებამ შეცვალა ხელებში მოიქცია და ამდენი ხნის ნანატრი აიხდინა. ეს პირველი იყო გოგონასთვის გაოცებული ვერაფერს აკეთებდა გაქვავდა.სულაც არ უბიძგებდა ამისკენ.ბიჭი მის ტუჩებს მოშორდა და ოდნავ უკან გაიწია.-ეს არ მიგულისხმია-ჩაილუღლუღა გოგონამ.
-მე კიდე პირველი წუთიდან ამის გაკეთება მინდოდა.-ჩაიღიმა და მიიხუტა მკერდზე.-რა სწრაფად გიცემს გული -ხელით თაკოს თმებს მოეფერა, თან იღიმებოდა.
-ისევე როგორც შენ- მანაც ჩაიღიმა,ყური მის გულს უფრო კარგად მიადო და მანაც შემოხვია ხელები. -როცა მომინდება ასე შენი ჩახუტება და გვერდით არ მეყოლები შენს მოტანილ დათუჩას ჩავეხუტები.
-ეს იმას ნიშნავ,რომ ჩემ უკან დევნას შენდამი უკვალოდ არ ჩაუვლია?-კიდევ უფრო მეტად მიიკრა. -მოიც ამ დათვზე ვეჭვიანობ უკვე-კოპები შეკრაა ლუკამ და უკმაყოფილოდ გახედა გვერდიდან. თაკომ კი სიცილი ატეხა.
-****
ამდენი ხნის შემდეგ დათო სკოლაში პირველად გამოჩნდა.მისი სკოლაში დატოვების საკითხი უკვე ეჭვქვეშ იყო კიდევაც. დარცხვენილი მიაბიჯებდა სკოლის ეზოში და სკოლაში შეიკარგა.
--ჩაილაპარაკა გიორგიმ.დაჩიმ მის დანახვაზე თვალებიდან ნაპერწკლები გაყარა.ბიჭებს რომ არ შეეჩერებინათ ალბათ გაიგდებდა წიხლქვეშ.ჯერ კიდევ მაშინ უნდა ეცემა,როცა ამის დრო იყო. ნიას დაუძინებელი მტერი გოგოების ოთხეული კი ყველანაირად ცდილობდა ნიასთვის ნერვები აეშალათ მითუმეტეს ახლა,როცა ის დაჩის საცოლე იყო.
გაკვეთილების შემდეგ ნიამ საცურაო აუზს მიაშურა.უნდოდა დღე განეტვირთვა. თან ეფიქრა დაჩის წასვლაზე.რაც უფრო ახლოვდებოდა მისი წასვლის დღე მით უფრო გრძნობდა მისი დაკარგვის შიშს.თუმცა მისი დაჟინებული თხოვნა, რომ არა მამამისს დათანხმებოდა დაჩი ამას არ იზავდა და არ დატოვებდა მას.ნიას სკოლაში სალი აღარ ყავდა.მისი მოსვლის დღიდან ყოველ დღე მასთან იყო ამხნევებდა და გვერდში ედგა,თუმცა ნიშნობის შემდეგ ჩამოშორდა.გოგონა სალის გაუცხოების მიზეზს ეძებდა თუმცა ვერაფრით მიხვდა.ბოლოს კი მაინც ათქმევინა.მისი სიტყვები ახლაც უტრიალებდა აუზისკენ მიმავალს თავში."ნია მე მართლა ძალიან მიყვარხარ და მეგობრად გთვლი. მაგრამ მე არ ვარ კარგი მეგობარი.არ ვიყავი შენთან ბოლომდე გულწრფელი. დაჩი მიყვარს პირველი კლასიდან. ბოლომდე მქონდა იმედი შემამჩნევდა,რადგან ვიცოდი არავინ ყავდა,თუმცა შენი გამოჩენის შემდეგ ეს იმედი დავკარგე.ვეცადე შევგუებოდი.მაბედნიერებს,რომ ორივე ბედნიერი ხართ ერთად,მაგრამ მე ძაან მტკივა.გადავწყვიტე მამიდასთან წავიდე პარიზში. დრო გავა და ალბათ ესეც გაივლის.მასთან დარჩი და ბედნიერი გახადე გთხოვ." აღარ იცოდა მეგობარზე ეფიქრა,რომელიც დაკარგა ასეთი მიზეზის გამო თუ დაჩის წასვლაზე ეფიქრა.ყველა ფიქრი დროებით გვერძე გადადო და აუზშში ჩახტა.სტრესიც უცებ სადღაც გაქრა.ფიქრები თითქოს წყალმა გადარეცხა და ცოტახანს ამოისუნთა.წყლიდან ამოსულმა შვება იგრძნო.ტანსაცმელი გამოიცვალა და გასვლას აპირებდა უცებ ლიზი შემოეფეთა.ცდილობდა გზა განეგრძო თუმცა ამაოდ.
-გამატარე სანამ მშვიდად გეუბნები ჯერ კიდევ-თვალებში შეხედა გოგონას.
-საწყალო რქიანო ნია -ხელი თავზე ჩამოუსვა.-უი ჯერ არ ამოგსვლია.ალბათ მალე დაიწყებს ამოსვლას.
-რაზე ლაპარაკობ საერთოდ.-ვერ ხვდებოდა ეს უტვინო გოგო რაზე მიანიშნებდა.-გამატარე-ხელით გასწია და გავიდა.
-მეცოდები.-მოესმა უკნიდან ხმა და შეჩერდა.-დაჩი ახლა სკოლის სხვენში რქებს გადგავს.ალბათ უკვე ნინი მის მკლავებშია მოქცეული.-მისი სიტყვები გულზე ეკალივით ერჭობოდა.
-დაჩი ამას არ იზავს-ხმამაღლა თქვა და თან თავის თავსაც არწმუნებდა.- ვიცი რომ ამას არ იზავს.
-როცა სხვენში,სადაც მხოლოდ ერთი პატარა სარკმელია გოგოსთან ერთად მარტო ხარ სხვას რას უნდა აკეთებდე.თუ ჩემი არ გჯერა შენ თვითონ ნახე.-ეშმაკურად ჩაუღიმა.ნია შეტრიალდა და იმ ადგილისკენ მექანიკურად წავიდა,სადაც მიუთითეს.ხელიდან ჩანთა გაუვარდა და კიბეებს აუყვა. საკუჭნაოს კართან მივიდა ხელის კანკალით კარები გამოაღო.სიღრმეში მოჩანდა ოდნავი შუქი.გაუბედავად გადადგა რამდენიმე ნაბიჯი.მის ზურგს უკან კი კარები სწრაფად დაიხურა.კარებს ეცა ნია და ეცადა გაეღო თუმცა იქედან გოგოების სიცილის ხმა ისმოდა.
-****
სკოლის შესასვლელში მანქანაში დაჩის თავი საზურგეზე მიედო თვალები დაეხუჭა და ფიქრობდა.სწორად იქცეოდა,თუ არა. დატოვოს ნია და სხვა ქვეყანაში წავიდეს მისთვის სიკვდილს უტოლდება. მინაზე კაკუნის ხმამ გამოარკვია.
-როგორ ბედავ ჩემთან მოსვლას- გაცეცხლდა და მანქანიდან გადმოვიდა.
-მომისმინე.ძალიან გთხოვ.პირველ რიგში ბოდიშს გიხდით შენც და ნიასაც ეს ყველაფერი ჩემი ბიძაშვილის ბრალია.საშინლად ვერ იტანს ნიას.თავიდან მისი სიტყვებით მეც სხვანაირად ვუყურებდი თუმცა მივხვდი,რომ ისეთი არ იყო.-დაჩიმ ორივე ხელი ჩაავლო და კედელს მიაკრო.
-ბოდიში დაგიგვიანდა-გამოცრა კბილებიდან და მუშტის დარტყმევას უპირებდა როცა დათომ ერთმანეთს მიაყარა სათქმელი.
-ნია სხვეში ჩაკეტეს ჩემი ბიძაშვილიც აქაა.თვითონ უნდოდა აკვიატებული საქმის ბოლომდე მიყვანა და ნიასგან ბოდიშის მიღება.ამიტომ სხვენში ჩაკეტეს.გოგოებიც ეხმარებოდნენ. მხოლოდ შენ თუ დაეხმარები.მე არ მიჯერებს და ვერც ვეწინააღმდეგები-სათქმელი მიაყარა და მზად იყო დაჩისგან მუშტიც მიეღო,მაგრამ უცებ ხელები შეუშვა და სკოლიკენ დაიძრა დიდი სისწრაფით.
-***
-გამიღეთ კარები-კარებზე აბრახუნებდა და თან ცდილობდა პანიკაში არ ჩავარდნილიყო.სარკმლიდან შემოსული პატარა შუქიც კი არ აძლევდა იმედს.სუნთქვა ნელნელა უხშირდებოდა.-ნინი გეყოფათ თამაში და გამიღეთ ჰაერი არ მყოფნის.
-როგორ მინდოდა შენი შეშინებული ხმის გაგება-კარებთან ბიჭის ხმა გაისმა.
-ბექა-დაიყვირა გოგონამ,თან ცდილობდა ჰაერი ფილტვებისთვის მიეწოდებინა.კარებთან ჩაიმუხლა.-გამიღე ბექა ცუდად ვარ.
-ასე. მთხოვე შემევედრე შეგიცოდო-ბიჭი თითქოს ნიას ამ სიტყვებით სიამოვნებას იღებდა.
-რატომ არსებობენ საერთოდ შენნაირები-ძალა გამოცლილი ლუღლუღებდა.გულზე ხელი ეჭირა,თვალებიდან კარებს უკვე ბურუსით მოცულს ხედავდა,ხმაც ბუნდოვნად ჩაესმოდა.გრძნობდა,როგორ კარგავდა გონებას.
-იცი რამხელა სიამოვნება,როცა ახლა ასე მევედრები გამოგიშვა.შენი ჩემდამი ბოლო დამცირება ძალიან კარგად მახსოვს.ეს იმის საფასურია და კიდევ უფრო მეტი... -ბიჭი მთელი ძალით შემოაბრუნეს და სახეში მთელი ძალით დაარტყა დაჩიმ. თვალებიდან ნაპერწკლები გაყარა,წონასწორობის დაცვა უნდოდა თუმცა კედელს მიენარცხაა.გოგოები ერთმანეთზე აკრულები უყურებდნენ დაჩის,რომლიდანაც მრისხანე გამოხედვა და გმინვა მიიღეს.
-ეს კი იმის საფასურია რაც ახლა გააკეთე -წიხლი ჩაარტყა მუცელში.ბექაც გველივით მოიგრიხა.-ჯერ არ დამიმთავრებია მოგხედავ-კიდევ ერთხელ ჩაარტყა და საკუჭნაოს კარები გაღების ნაცვლად გამოგლიჯა.კარებთან უგონოდ ეგდო ნია.თავის ქვეშ ხელი შემოუდო და მის მოსულირებას ცდილობდა.
-ნიაა-შეშინებული წარმოთქვამდა მის სახელს და ლოყაზე ხელს უსვამდა ნაზად.
-დაჩი-ჩაილუღლუღა თვალებ გაუხელლად ნიამ.
-მე შენთან ვარ ნუ გეშინია -თმები გადაუწია სახიდან.მისი ხმის გაგებით ოდნავ დამშვიდდა ხელში აიყვანა და სკოლის გარეთ ჰაერზე ცდილობდა მის მოსულიერებას.
-უკეთ ხარ?-ბიჭმა წყლიანი ბოთლი მიაწოდა თან ხელით სახეზე ეფერებოდა. გოგონასგან თანხმობის ნიშნად თავის დაქნევა მიიღო. -ამის შემდეგ კიდევ მეტყვი,რომ წავიდე და დაგტოვო?-მკაცრი გამომეტყველება მიიღო დაჩიმ.
-აუცილებლად უნდა წახვიდე. მე არ უნდა ვიდგე შენსა და მამაშენს შორის. ერთი წელი არაა დიდი დრო. თან მალე გავა. -ისე თქვა ნიამ მისი თვალებისთვის თვალი არ მოუშორებია. ცდილობდა დაჩისთვის წასვლა გაეიოლებინა.
-როგორი იოლი სათქმელია შენთვის. მგონი მხოლოდ მე ვცდილობ ჩვენი ურთიერთობის გამყარებას. -დაჩი ფეხზე წამოდგაა მანქანას მეორე მხარეს მიუჯდა,დაქოქა და სკოლის ტერიტორიას გაერიდა. ისე სახით მართავდა მანქანას ნიას დალაპარაკების საშუალებასაც არ აძლევდა. მის სახლთან შეჩერდა და მხოლოდ მაშინ ამოიღო ხმა ისიც მბრძანებლური ტონით.- სახლში ხარ. გადადი.
-დაჩი მე...-ნიას სათქმელი არ აცადა.
-როგორც გინდა ისე იქნება. წავალ.-მოუჭრა სათქმელი და თვალებით ანიშნა კიდევ ერთხელ გადასულიყო ნიაც დაემორჩილა.-ის ნაგავი აღარ შეგაწუხებს და აღარც მე-ბოლო სიტყვები ჩაილაპარაკა და ნიას სწრაფად გაეცალა.
-მინდოდა მეთქვა, რომ მიყვარხარ-წაიბუტბუტა გოგონამ. თვალებში ცრემლები ჩაუდგა. ცოტახანში კი მის ლოყებს დაუყვა.
ნია საღამოს ელოდა,რომ დაჩი წასვლამდე აუცილებლად ნახავდა.ყოველი კარზე ზარი,ან მანქანის ხმა სახლთან იმედს აძლევდა,თუმცა იმედი მალევე უქრებოდა.ტელეფონი გამორთული ქონდა.ვერც ბიჭები უკავშირდებოდნენ.ნიას ტელეფონის ზარმა ისევ იმედი გაუჩინა,მაგრამ ლევანი ამოიკითხა მალე უპასუხა.
-ლევან ნახე დაჩი?-ნერვიულად ჩაძახა ტელეფონში."ვნახავ ჩავეხუტები და ვეტყვი რომ მიყვარს"გაიფიქრა თან ფიქრებმა სახეზე ღიმილით გადაკრა.
- ნია ახლა დავრეკე მათთან სახლში და მითხრეს,რომ მერაბი და დაჩი ერთი საათის წინ გაფრინდნენ.-ტელეფონი ხელიდან ჩამოუცურდა.იმედი საბოლოოდ დაკარგა მისი ნახვის.ერთი წელი ვეღარ ნახავდა.ცრემლიანი ბეჭედს დაყურებდა.ან კიი ნახავდა ერთი წლის შემდეგ? ამ კითხვამ მოსვენება დაუკარგა. ახლა მხოლოდ მოგონებები დარჩა დაჩისგან და ბეჭედი,რომელიც სათუო ხდებოდა დარჩებოდა მის ხელზე თუ არა.არაფრით დათმობდა ამ ბეჭედს ეს ხომ დაჩის სიყვარულის სიმბოლო იყო მის მიმართ,რომელსაც მთელი გულით ატარებდა.ხელიდან ბეჭედი მოიხსნა ტუმბოზე დადო საწოლზე ოთხად მოიკეცა თან ბეჭედს თვალს არ აშორებდა.ცრემლები თავისით მოდიოდნენ და ზეწარს ასველებდნენ.
-ხომ გინდოდა ადვილად დაეთმე და წასულიყო-თავის თავს საყვედურობდა.
-****
ლექციებიდან გამოსული კაფეში სოფის შეხვდა,რომელიც გიორგისთან ერთად იჯდა.
-გვრიტებო-ორივეს მიესალმა გოგონა.მეგობრები გადაკოცნა და მათ გვერდით დაჯდა.- აბა რა ხდება სხვები სად არიან?
-ხატიამ მომწერა მალე გამოვალ ლექციიდანო.-მხიარულად უთხრა მეგობარს სოფიმ.
-ლევანი უკვე აქაა-გიომ კარებისკენ გაიხედა და სოფის უფრო ახლოს მიუჯდა და თავი მხარზე დაადო გოგონამ მისკენ თავი მიაატრიალა და ამ საყვარლად მომზირალ არსებას აკოცა.ლევანი მათ მაგიდას მიუახლოვდა და გვერდით დაუჯდა.
-ხატიაც და შემადგენლობა ადგილზეა-ჩაიღიმა ნიამ.
-მეც აქ ვარ -მოესმა უკნიდან გოგონას ხმა,მიუახლოვდა და გადაკოცნა გოგოები.
-ლუკას აღარ ვათვლით ჩაიცინა გიორგიმ.
-მაგას თაკო სკოლაში ეგულება და აქ ძალით თუ გააჩერებ შესვენებებზე-ჩაიცინა ნიამ.სიცილით აიღო ტელეფონი, რომელზეც მესიჯი შემოვიდა და გახსნა."როცა ასე ძალიან გიხდება ღიმილი უნდა გაიღიმო.არ შეცვლილხარ." სახე მალევე ეცვალა და აქეთ-იქეთ ყურება დაიწყო.-აქაა. სადაა?-თვალებს აცეცებდა.
-რა მოხდა?-სოფიმ წამოიწია მისკენ და ყველას მზერა მისკენ იყო მიმართული.
-დაჩი აქაა-თქვა ნიამ თავის ნივთებს ხელი დაავლო და კაფიდან გავიდა. გარეთ მოათვალიერა იქაურობა თუმცა ვერ დაინახა."სად ხარ? მე ვერ გხედავ" გააგზავდა ტექსტი ადრესატთან.
-"სამაგიეროდ მე გხედავ" -პასუხმაც არ დააყოვნა.
-"დაჩი!" -გაბრაზებული სახით გააგზავნა წერილი ისევ.
-"მაგ გაბრაზებული სახის დანახვაც ისე მომნატრებია." "შენს წინ შავი მერსედესია ჩაჯექი ადგილზე მიგიყვანს"-მალევე მიყვა მეორე სმსიც.
-"თუ არ გამოჩნდები არ ჩავჯდები"-გააპროტესტა გოგონამ.
-"თუ არ წაყვები ვერ მნახავ"-ნია ამ სმსის წაკითხვისას მალევე ჩაჯდა მისთვის განკუთვნილ მანქანაში,რომლის კარებიც მძღოლმა გაუღო.კუთხიდან მომზირალ დაჩის კი მის საქციელზე სიცილი აუტყდა.-ისევ ისეთი ჯიუტია-თქვა და თვითონაც გაყვა მანქანას.
-***
მერსედესი ორ სართულიანი სახლის წინ გაჩერდა შესასვლელ კარებთან.მძღოლმა კარები გამოუღო, ნიაც გადმოვიდა.
-"სახლში შედი"-მალევე მოვიდა სმსი
-"გვეყო დამალობანა! დამენახე"-უკმაყოფილო გამომეტყველება მიიღო გოგონამ,თან სახლისკენ გადადგა ნაბიჯები.
-ქალბატონო ნია-კარები მოსამსახურემ გამოაღო და გოგონა შინ მიიპატიჟა.სახლი სადა და კეთილმოწყობილი იყო.შიგნიდან თეთრი ფერი ჭარბობდა.მეორე სართულზე დახვეული კიბით შეგეძლო ასვლა.პირველ სართულზე რამდენიმე ოთახი იყო მოსამსახურე გოგონას მისაღებისკენ მიუძღოდა,სადაც მაგიდა იყო ორ კაცზე გაშლილი.მაგიდის ირგვლივ ყვავილების ფურცლები იყო მობნეული.ნიას ღიმილმა გადაკრა სახეზე და თვალებში ამდენი ხნის მინელებული ნაპერწკალი გაღვივდა.ნია მოსამსახურემ დატოვა.სასწრაფოდ ტელეფონი მოიმარჯა.
-"ახლა თუ არ გამოჩნდები მართლა წავალ"-სმსი გააგზავნა და ჩანთა იქვე იატაკზე დაუვარდა,როცა უკნიდან წელზე ხელების შემოხვევა იგრძნო.
-მართლა წახვალ? -ჩაჩურჩულა ყურთან.ნიამ თვალები დახუჭა და მის ხელებში გაიტრუნა.ამდენი ხნის ნანატრი ხმა გაიგონა,ხელები ეხებოდა და სხეულით იხუტებდა.ნია მისკენ შებრუნდა ხელები მის სახეს შეეხო დარწმუნდა, რომ ნამდვილად ის იყო.
-რატომ წახვედი ასე? -საყვედურობდა გოგონა.-მე ხომ რაღაცის თქმა მინდოდა და არ მათქმევინე.
-შეგიძლია ახლა მითხრა-გვერდულად ჩაიღიმა ბიჭმა.
-გაბრაზებული ვარ და არ გეტყვი-გაბუსხა გოგონამ ტუჩები.დაჩიმ ვეღარ გაუძლო და მის ტუჩებს დაეწაფა.
-ძალიან მომენატრე-წამით მოშორდა ტუჩებს ამის სათქმელად.
-მეც-გოგონაც აყვა.თუმცა მალევე გაჩერდა და მოშორდა დაჩის ტუჩებს.-ამერიკაში ყოფნისას... -სათქმელს წელავდა ნია და უხერხულად თმა აიჩეჩა.ბიჭი მიხვდა რისი კითხვაც უნდოდა და ჩაეცინა.
-შენს გარდა არავინ მინდოდა და არც მინდა- სიცილით უთხრა დაჩიმ და ისევ მისკენ მიიზიდა გოგონა.-ბეჭედს აღარ ატარებ?-უცებ თვალი ცარიელ თითზე გადაიტანა და სახე შეეცვალა.
-შენი ბოლო საქციელით არ ვიცოდი მქონდა თუ არა ტარების უფლება,ამიტომ მოვიხსენი.- ბიჭმა ხელები შეუშვა.სახეზე გაბრაზება დაეტყო,თუმცა უფრო წყენა იყო.
-და ასე უბრალოდ გადააგდე-ჩაილაპარაკა ბიჭმა.
-მე არ მითქვამს, რომ გადავაგდე.-მისკენ შემობრუნდა ისევ დაჩი.გოგონამ მაისურის შიგნიდან ყელსაბამზე დაკიდებული ბეჭედი ამოიღო. -სულ ჩემთან იყო-გაბრწყინებული თვალებით შეყურებდა ნია.ყელსაბამიდან ბეჭედი გამოხსნა და მომღიმარ დაჩის გაუწოდა. -ისევ გაქვს სურვილი ჩემი ცოლად მოყვანის? -ახლა ნია უყურებდა ეშმაკურად. დაჩიმ ბეჭედი გამოართვა.
-და შენ ისევ გინდა ცოლად გამომყვე?-კითხვა დაუბრუნა გოგონას.
-აჰამ-თავი დაუქნია სწრაფად.ხელი გაუწოდა და თვალით ანიშნა სწრაფად გაეკეთებინა ბეჭედი.ნივთი კუთვნილ ადგილს დაუბრუნეს.ნიამ ორივე ხელი კისერზე შემოხვია და მისი ტუჩებისკენ მოძრაობა დაიწყო.
-არ გშია?-მასთან ახლოს მყოფს კითხა.თავი გააქნია გოგონამ უარყოფის ნიშნად.ხელი თმაში შეუცურა ტუჩზე იკვიტა.დაჩისთვის ეს მწვანე შუქი იყო.კოცნა დაუწყო ხელში აიტაცა,მანაც ორივე ფეხი წელზე შემოხვია. ქურთუკი გააძრო უცებ ბიჭმა და ოთახისკენ წაიყვანა.ნია ცდილობდა მისთვის პერანგის ღილები შეეხსნა,როცა საწოლზე დააწვინა.დარჩენილი ღილები დაჩიმ ერთი ხელის მოძრაობის გაიხსნა და პერანგი ოთახის მეორე ბოლოში მოისროლა. ისევ გოგონას გამომწვევ ტუჩებს დააცხრა.წამით შეჩერდა და ზემოდან დახედა.
-ნამდვილად გინდა?-ცდილობდა ბოლომდე დარწმუნებული ყოფილიყო ნიას სურვილში.
-კი-თავი დაუქნია გოგონამ და დაჩიმ მაისური გააძრო მალევე.ტუჩიდან ყელზე გადაიიტანა ტუჩები.
-მომენდე და მოეშვი -ჩაჩურჩულა ყურთან და ისევ ტუჩებზე გადაიტანა ყურადღება.
-დაჩი მიყვარხარ-წამოცდა მის ბაგეებს.ეს სიტყვები ბიჭს ყველაზე სასიამოვნო მუსიკად ჩაესმა.ორივეს შარვალი ოთახში მეორე ბოლოსკენ გაფრინდა.ნია მთელი სხეულით მიენდო და აყვა.
-***
გოგონას დაჩის მკერდზე თავი დაედო და ხელებს დაათამაშებდა ზედ.ბიჭი კი მთელი ძალით იკრავდა და მის სურნელს ღარბად ისუნთქავდა.
-ამ სახლში ირბენენ ჩვენი პატარები.-მხიარულად ჩაილაპარაკა დაჩიმ და გოგონას თავზე აკოცა.
-რამდენი შვილი გინდა?-თავი ასწია გოგონამ.
-ფეხბურთის გუნდი მინდა-ეშმაკურად გახედა მის ხელებში მოქცეულ გოგონას.
-მართლა?-ნიაც აყვა და წარბი შეათამაშა.-ამაზე ბევრი მუშაობა დაგვჭირდება-ჩაიცინა გოგონამ.
-მე თანახმა ვარ-სიცილში აყვა ბიჭი გოგონას და ისევ მის ხელებში მოიქცია.მგზებარედ დაუწყო კოცნა. ათასი სამომავლო გეგმა დააწყევს,უამრავი სულელური იდეებიც მოუვიდათ.წარმოიდგინეს,თუ როგორ იყვნენ ამ სახლის აივანზე სიმშვიდეს დახარბებულები თმაში ჭაღარა შერეულები ერთმანეთს ჩახუტებულები და გადასცქეროდნენ ბაღს.სახლიდან კი ბავშვების ჟრიამულის ხმა გამოდიოდა.
-ჯერ არ გვინდა სიბერე-წამოიყვირა უცებ ნიამ.-და არც ბავშვები. მაცადე შენით დატკბობა-ბიჭის ტუჩებს ურჩაად დააცხრა და სწრაფად აკოცა რამდენჯერმე. ოთახი სიცილის გამაყრუებელი ხმით აივსო.დაჩი ტკბებოდა ამ გოგონათი,ტკბებოდა მისი თითოეული ნაწილით.კმაყოფილი იყო,რომ ის ვინც ასე უყვარდა მისი იყოო და ასე იქნებოდა ბოლომდე.
https://4love.ge/uploads/posts/2016-11/1478938252_224114-stay-with-me.jpg
მადლობთ თქვენ ვინც კითხულობდით,მოგწონდათ და მამახნევებდით არ მინდოდა ძალიან გამეწელაა და იმედია არც ძალიან მიფუჩეჩებული ისტორია არ არის. მადლობა,რომ შეიყვარეთ დაჩი და ნია



№1 სტუმარი Guest Eka

აუ ხალიან კარგი,თბილი და ტკბილი იყო :-*

 


№2 სტუმარი mtvaro svani

zalian kargi iyo

 


№3  offline აქტიური მკითხველი select

უსაყვარლესობა იყოოო heart_eyes heart_eyes
ძალიან მომეწონააა რა კაია ეს წყვილიი heart_eyes heart_eyes
მიხარია რომ არ აგვიანებდი ძაან
და ნამდვილად არ არის მიფუჩეჩებული
მომენატრება ეს ისტორია და ნია
გმადლობ ასეთი საყვარელი და თბილი ისტორიისთვის heart_eyes heart_eyes kissing_heart

 


№4  offline წევრი mariia

თითოეულს დიდი მადლობა თბილი სიტყვებისთვის რაც დამიწერეთ. <3 მიხარია, რომ ეს ისტორია ასე მოგეწონათ და შეიყვარეთ <3

 


№5  offline აქტიური მკითხველი La-Na

ძალიან კარგად დაასრულე.ჩვენი ჭკვიანი და ტკბილი ხარ შენ
--------------------
ლანა

 


№6  offline წევრი mariia

La-Na
ძალიან კარგად დაასრულე.ჩვენი ჭკვიანი და ტკბილი ხარ შენ
ეს თქვენ ხართ ძალიან საყვარლები და თბილები ^^ <3

 


№7  offline აქტიური მკითხველი La-Na

მალე დაგვიბრუნდი ახალი ისტორიით
--------------------
ლანა

 


№8 სტუმარი სტუმარი ნესტანი

ძალიან მაგარი იყო საინტერესო მომეწონა მთავარია კარგად დამთავრდა კარგი წყვილი იყო მადლობა წარმატებები ????

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent