შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დარჩი ჩემთან (7)


9-11-2016, 11:04
ავტორი mariia
ნანახია 2 534

კმაყოფილი სახით რულს ჩაფრენოდა და მანქანას მიაქროლებდა ღამის სიბნელეში.სახეზე შიგადაშიგ ღიმილი დასთამაშებდა. ნია კი უბრალოდ ჩუმად იჯდა და გზას უყურებდა.დაჩიმ მანქანა გვირაბის გავლით წაიყვანა, გოგონას კი სუნთქვა გაუხშირდა.მძღოლს ეს არ გამოპარვია.
-რა მოხდა? ცუდად ხარ? გავაჩერო?- შენელებას აპირებდა,მაგრამ ნიამ შეაჩერა.
-არ გააჩერო რაც შეგიძლია სწრაფად გადი გვირაბიდან.-ფანჯარას ჩაუწია და ცდილობდა ღრმად ესუნთქა.
-შენ რა გვირაბების გეშინია?-დაჩი ცდილობდა თან გზისთვის ეყურებინა,თან ცალი თვალი ნიასკენ სჭერებოდა.
-ბნელი და ჩაკეტილი ადგილები,სარდაფები,ლიფტები და გვირაბებიც.დახუთულ სივრცეს ვერ ვიტან და ამას სხვათაშორის კლაუსტროფობია ქვია. ყოველთვის ასე არ მემართება,რატომღაც ამ სამეულის შიში მაქვს-ხმა ამოიღო უკვე გვირაბს გარეთ მყოფებმა.
-რომ მცოდნოდა გვირაბით არ წამოვიდოდი-დანაშაულის გრძნობა შემოაწვა დაჩის,თან ნიას გახედა-გინდა გავაჩერებ ცოტახნით ჰაერზე გადადი.
-არა არ გინდა,ნუ თუ უკვე ადგილზე არ ვართ. -გოგონას პანიკური შეტევა უკვე დაოკებული იყო და ისევ ჩვეული ნია გახდა.-ის მაინც მითხარი სად მიმათრევ.
-მე არსად არ მიგათრევ სხვათაშორის შენი ნებით ჩაჯექი მანქანაში.-კოპებშეკრულმა გადახედა გოგონას.მანქანა სწაფად მარჯვნივ მოატრიალა და გააჩერა.-აი მოვედით კიდევაც. -ნია შეკამათებას აპირებდა თუმცა გაჩუმდა და წინ გაიხედა.მანქანა ფერდობზე იდგა,საიდანაც ქალაქი ხელის გულივით იშლებოდა.ღამის სიბნელეში განათებული ქალაქი კიდევ უფრო მეტ ხიბლს ანიჭებდა იქაურობას.
-ვაუ რა ლამაზია-ნია წინ გადაიწია.
-ოფიციალურად ვაცხადებ ეს ჩემი ადგილია-კმაყოფილი გადაწვა სავარძელში.
-აქ მარტო მოდიხარ ხოლმე?-უბრალოდ ინტერესის გამო კითხა ნიამ თან ისე,რომ განათებული ქალაქისთვის არ მოუშორებია თვალები.
-არა ზოგადად აქ სხვადასხვა გოგოებთან ერთად ამოვდივარ ხოლმე -ნიამ მის ნათქვამზე თავი მოაბრუნა და გაბრაზებულმა გადახედა.-კაი გეხუმრეე-ჩაიცინა ბიჭმა.-ბიჭებთან ერთად ან მარტო,დღეს კი მარტო არ მინდოდა ამოსვლა და რადგან გიორგი და ლუკას ჩემთვის არ ეცალათ,ლევანი კი მონატრების სურვილს იკლავს-ბოლო სიტყვებზე ენაზე იკბინა.სულაც არ უნდოდა ახლა ჭრილობაზე მარილის დაყრა.გოგონა უხერხულად შეიშმუშნა.კარები გააღო და გადასვლა სცადა დაჩიმ ხელი დაუჭირა.
-არ წახვიდე გთხოვ -წაჩურჩულა ბიჭმა.თვითონაც ვერ მიხვდა,რატომ წამოსცდა მის ბაგეებს ეს სიტყვები.მისი თითოეული ნაწილი ეუბნებოდა,რომ ის რაც ახლა მას სჭირდებოდა ეს გოგო იყო რომელიც ასე არაფრის მთქნელად შეჰყურებდა.
-არსად მივდივარ უბრალოდ ჰაერზე გადავალ და უკეთესად გადავხედავ ქალაქს.თან რომც მინდოდეს მაინც ვერ წავალ-ფეხებზე ჩაცმული დათუნიები აათამაშა.-ჩემს დათუჩებს ვერ გავიმეტებ მტვრიანი გზისთვის-გაუღიმა ნიამ მისი ხელიდან თავი გაინთავისუფლა და გადავიდა.წკიპზე დგავდა ნაბიჯებს დათუჩები,რომ არ გაესვარა.მანქანას წინ დაუდგა კაპოტზე მოკალათდა დაა გაბადრულმა ქალაქს დაუწყო ყურება.მის ამ ქცევაზეც დაჩის ეცინებოდა, მალე ისიც გადავიდა და გვერდი დაუმშვენა.
-****
დრო შეუმჩნევლად გავიდა.მთვრალი დაჩი უკეთესი მოსაუბრე და ხუმარა იყო,ვიდრე ჩვეულბრივ მკაცრი გამომეტყველება აწეპებული.უკვე ღამის ორი საათი იყო.დაჩიმ მანქანა მის სახლთან მიასრიალა.გოგონას მშვიდად ეძინა სავარძელში მოკალათებულს.ძრავა გამორთო და მისკენ მიბრუნდა.
-უკეთესია,როცა არ ლაპარაკობ- ჩაილაპარაკა დაჩიმ.სახეზე გადმოყრილი თმა ყურზე ნაზად გადმოუწია.თითები ლოყაზე ჩამოატარა ნელი სვლით მისი ბაგეებისკენ დაიწყო,ცოტაც და მოპარავდა კოცნას,მაგრამ თავი სწრაფად უკან გასწია და ხელით შეანჯღრია.-გაიღვიძე მოვედით უკვეე-ნიამ თვალები დაჭყიტა და წამოხტა.
-რა გაღვიძების მანერა გაქვს სულ დამიფთხე ძილი -უსაყვედურა ახლად გაღვიძებულმა.-არ შეგეძლო ნაზად შეგეღვიძებინე?-ბუზღუნებდა გოგონა და ღვედი მოიხსნა.
-ვფიქრობდი კოცნით გავაღვიძებთქო,მაგრამ არც შენ ხარ პრიცესა და მე მითუმეტეს პრინცი.-ჩაიცინა და წარბაწეულ ნიას გახედა.
-ტელეფონი მათხოვე-მკაცრად უთხრა დაჩის.
-ჩემ მოკვლას ჩემივე ტელეფონით შეეცდები?-სიცილით ეუბნებოდა და თან ჯიბიდან ტელეფონი ამოიღო.ნიამაც უხეშად გამოართვა და თაკოს ნომერი აკრიფა.
-მიპასუხე თორეე მოგკლავ-იმუქრებოდა თან ფანჯრებისკენ იყურებოდა.
-გისმენთ-გაისმა გოგონას მძინარე ხმა.
-დაიკო აწიე შენი ლამაზი თავი ჩამოირბინე და კარები გამიღე- თაფლავდა მძინარ დას.დაჩი კი მის ამ ტკბილ სიტყვებზე ლამის ჩაკვდა სიცილით
- როგორც გახვედი ისე შემოდი.- გაისმა ხმა ისევ.დაკიდებას აპირებდა,თუმცა ახლა ნია ყვირილზე გადავიდა.
- ადექი და გამიღე კარები- ცოტა არ იყოს მძღოლის სიცილს შიშის ელფერმა დაკრა.ყვირილის შემდეგ ბიჭს მოუბრუნდა და ჩაუღიმა.
-არ გავაღებ- ჯიუტობდა თაკოც.-მითუმეტეს მიყვირიხარ.-ნიშნის მოგებით ენა გამოუყო თაკომ ტელეფონის მეორე მხარეს.
-თუ გამიღებ დედას დავითახმებ იმ წვეულებაზე გაგიშვას და მეც წამოგყვები-თითქოს ამის თქმით სასიკვდილო განაჩენს მოაწერა ხელი.
-კარგი და იმ კაბასაც მათხოვებ რო მომწონს.
-გათხოვებ იმ კაბას მაინც არც ვიცმევ და არც მომწონს- თვალეები აატრიალა ნიამ.
-კარგი დამელოდე. ახლა არ გკითხავ და მერეე დაწვირილებით დაყაჭავ ყველაფერს.-ჩასძახა თაკომ ტელეფონში.
-არ მოგწონს და მაინც ამდენს ახვეწნინებ კაბის თხოვებაზე-ჩაიცინა დაჩიმ და მობილური გამოართვა.
-შანტაჟის დედოფალია.არ მომწონს,მაგრამ ჩემია.მე კიდევ ჩემი რაცაა,რომც არ მომწონდეს იოლად არ ვთმობ.-კმაყოფილმა თავი მაღლა ასწია და მანქანიდან გადავიდა.
-ამ სიტყვებს დავიმახსოვრებ-ჩაილაპარაკა. დაჩიც გადავიდა და ნიას მხარეს წავიდა.
-შენ რაღაზე გადმოხვედი მე თვითონ მივალ ორ ნაბიჯშია-გვერდის ავლას აპირებდა თუმცა უცებ ხელში აიტაცეს.-რას აკეთებ?დამსვი!
-შენს დათუჩებს ვუფრთხილდები.ნუ გეშინია პირდაპირ კარებთან ჩამოგსვავ.-ნია კი ფართხალს განაგრძობდა.-გაჩერდი თორემ ძირს დაგაგდებ.-დაემუქრა თან გვერდულად ჩაიღიმა.ფართხალიც შეწყვიტა უცებ ნიამ.
გოგონა პირდაპირ კარების წინ ჩამოსვა და უსიტყვოდ გამობრუნდა მანქანაში ჩაჯდა და წავიდა.
-კრეტინი-ჩაიცინა ნიამ.ამ დროს თაკომაც გამიაღო კარები,ჩუმად შეიპარა და პირდაპირ ოთახს მიაშურა.
-****
დერეფანში ბიჭები იდგნენ დაჩის გამოკლებით.ლევანს გვერდს ხატია უმშვენებდა,მასაც მკერდზე ყავდა აკრული.
-იცით რაღაც წვეულება იგეგმება და არ წავიდეთ?-ლუკამ წარბები შეათამაშა.
-წავიდეთ?-გოგონამ ლევანს მოციმციმე თვალები შეანათა.
-თუ გინდა კი-გაუღიმა ლევანმა.
-ოჰ მოვკდი ამდენი რომანტიკით-გიორგიმ თვალები აატრიალა.-სასწრაფოდ მჭირდება შეყვარებული -სახე მოეღუშა.
-შენ და შეყვარებული -ჩაიხითხითა ხატიამ.- შენ და ერთი გოგო?-სიცილს ვერ იკავებდა.ლუკამ თვალი შემოსასვლელსკენ გააპარა,საიდანაც ნია და თაკო შემოუყვნენ დერეფანს.გოგონა ნიას გვერდით ცქმუტავდა და თვალებით სიხარულს ასხივებდა.
-რა საყვარელია -ჩაილაპარაკა თავისთვის თუმცა მაინც გაიგეს.
-შენ გითხრეს არ შეგეფერებაო-მხარზე ხელი წაკრა ლუკას გიორგიმ. ამასობაში გოგოებიც მიუახლოვდნენ.
-დილა მშვიდობისა გოგოებო-ხატიამ გაუღიმა მათ და გადაკოცნა.
-დილა მშვიდობისა-გაუღიმა ნიამაც.
-გამარჯობათ და ნახვამდის-მხიარულად მიტრიალდა თაკო,უცებ ისევ შემოტრიალდა და ნიას მოუბრუნდა.-პირობა არ დაგავიწყდეს.-თითი დაუქნია და უკან გაბრუნდა მხიარულად.
-ოჰ ჯანდაბა.შენს ხელში ჩავარდნას მტერს არ ვუსურვებ-ჩაიღიმა და მზერა ისევ მათ დაუბრუნა. ლევანის დანახვისას გულზე მარწუხები იგრძნო,თუმცა ახარებდა,რომ ბედნიერად გამოიყურებოდა.ხატია კი სულაც არ გავდა იმ გოგოს,რომელიც მას არ იმსახურებდა.აშკარა იყო,როგორ უყვარდათ ერთმანეთი და ვერანაირად ვერ ჩადგებოდა მათ შორის და არც აპირებდა ამას.
-ნია-გოგონამ მხიარულად შეხედა.-წვეულება ეწყობა და იქ მივდივართ ხვალ საღამოს ხომ წამოვალ? -ლეკვის თვალებით შესცქეროდა ხატია.-თან უკეთ გავიცნობთ ერთმანეთს.
-სხვა გზა მაინც არ მაქვს.თაკოს პირობა,რომელიც არ უნდა დამავიწყეს ისა,რომ გავყვე რაღაც წვეულებაზე-ჩაიცინა ნიამ.-სიმართლე გითხრათ გამიხარდა თქვენც,რომ. იქნებით.
-შენ მე მკითხე როგორ გამიხარდა-ჩაილაპარაკა ლუკამ თავისთვის.
-ნია-მხიარულად დაიყვირა მისი დანახვისას სალიმ.-ნიას მოგპაარავთ-სალი მიუბრუბდა მათ.გოგონას ხელი ჩაავლო და კლასში შეიყვანა.
-****
სადაც იყო მეორე გაკვეთილი დაიწყებოდა,თუმცა დაჩი არ ჩანდა.ლუკა არხეინად იჯდა მერხზე.ნია კი იშმუშნებოდა და თვალებს კარებისკენ აპარებდა."რატომ მაწუხებს მოვა თუ არა?რატომ ვღელავ მასზე?მე ხომ ვერ ვიტან მას."-ფიქრობდა და თან თავის თავს უბრაზდებოდა."უბრალოდ მეგობართან მომინდა ლაპარაკი.""არ წახვიდე გთხოვ" -თავში დაჩის გუშინდელი სიტყვები ამოტივტივდა."ისეთი შეგრძნება მაქვს,რომ მარტო სულია.მიუხედავად იმისა, რომ მეგობრები ყავს ბოლომდე არ იხსნება მათთანაც"-გაიფიქრა ნიამ და თავი მერხზე დადო.ზარიც დაირეკა უკან მერხზე კი სხეულის დანარცხების ხმა გაიგო.ისიც მაშინვე მიბრუნდა.დაჩი სერიოზული სახით უყურებოდა.გოგონასთვის დიდი ყურადღება არ მიუქცევია.უმნიშვნელოდ გაუღიმა და ლუკას დაუწყო ლაპარაკი.გაოცებული უყურებდა ნია.ეს ადამიანის დღის სხვადასხვა მონაკვეთში სხვადასხვანაირად იქცევა.გუშინ თუ მთვრალი დაჟინებით ცდილობდა მის ნახვას,ახლა ვითომც არაფერი ისე იქცეოდა. საშინელ განწყობაზე დადგა.რა იყო მიზეზი ვერც თვითონ ხვდებოდა.
მთელმა დღეს ისე ჩაიარა ერთხელაც არ გამოლაპარალებიან ერთმანეთს.გაკვეთილების შემდეგ ნია ეგრევე სამუშაოსკენ გაემართა.სოფის ყველაფერი დაწვრილებით მოუყვა.მაგრამ კლიენტების გამო ბევრი ვერ ისაუბრეს.
-****
-შეგიძლია ამ კაბის ჩაცმაში მომეხმარო? -ნიასთან ოთახში შევარდა თაკო.გოგონა წინ დაუდგა და ზურგი მიუშვირა.
-ძალიან დავიღალე და არ შეიძლება არ წამოვიდე?-ელვა შესაკრავი აუწია და თაკოც ელვის სისწრაფით შემობრუნდა.
-რას ამბობ დედამ მხოლოდ ნიასთან ერთადო.-კოპები შეუკრა.
-კარგი წყალს მაინც გადავივლებ და გაფრთხილებ არ გამოვეწყობი.-თაკო შეწინააღმდეგებას აპირებდა,მაგრამ ნიამ შეაჩერა.-ხმის ამოღება არ გაბედო.-ცალი წარბი აუწია და ოთახიდან გავიდა.
-***
გოგონები კლუბში შევიდნენ.იქაურობას გამაყრუებელი მუსიკის ხმა ფარავდა.მათთან ხატია მიიჭრა.
-ნია აქ ვართ.წამოდით- ხელი მოკიდა და მათთან მიიყვანა.გოგოებმა ღიმილით შეხედეს იქ მყოფთ.დაჩის კი ნაგლურად გაუღიმა ნიამ და მისგან შორს დაჯდა.ლევანი და ლუკაც მალევე შეუერთდნენ მათ ხელში კოქტეილებით.ლუკას თაკოს დანახვაზე სახეზე ღიმილმა გადაკრა, თუმცა ის ყურადღებას არ აქცევდა.ხალხის ბრბოში თვალებით ვიღაცას ეძებდა,უცებ სახე გაუნათდა.
-მე წავედი-ნიას მხარზე ხელი დაადო და ფეხზე ადგა.
-ისე იყავი რო გხედავდე-მიაძახა ნიამ.
-მზრუნველი დედიკო-ჩაიცინა დაჩიმ და ვისკი მოსვა.
-ნუ ხარ ასეთი უხეში -ხელი დაარტყა ხატიამ ფეხზე.-ცეკვა მინდა-წაიწუწუნა ხატიამ და საწყალი თვალებით გახედა გვერდიდან ლევანს.
-თქვენი არ ვიცი და მე ნამდვილად მივდივარ საცეკვაოდ-წამოიძახა გიორგიმ.
-მეც მოგყვები.ერთს ჭკუა უნდა ვასწავლო-დაბღვერილი იყურებოდა თაკოს მიმართულებით,რომელიც ვიღაცას ეცეკვებოდა. ლუკა მათთან მიიჭრა.
-შეგიძლია დაისვენო -ბიჭი ღიმილით ააცალა თაკოს და მისი ადგილი დაიკავა.
-მგონი ჩვენ ვცეკვავდით-არ ცხრებოდა ბიჭი.თაკომაც ხელები გაუშვა ლუკას.
-იცი რომ ჯერ 18ის არ არის?-წარბი ასწია ლუკამ.
-ლუკა რას აკეთებ?-თაკოს გაბრაზება დაეტყო სახეზე.
-დაწყნარდი საყვარელო. -გაუღიმა გოგონას და ისევ ყმაწვილს მიუბრუნდა.-კიდევ აქ ხარ?
-ჩემთვის თუ პატარა შენთვის დიდია?-ირონიულად იცინოდა ბიჭი.
-მე ოჯახის მეგობარი ვარ- გაბრაზების დამალვას ცდილობდა მომღიმარი სახით.
-ლუკა არ...-ბიჭმა ხელი პირზე ააფარა და თვალი ჩაუკრა.შემდეგ ისევ აყუდებულ ყმაწვილს გახედა და თვალებით ანიშნა წასულიყო და ისიც წავიდა.-რატო გააკეთე ეს?-კოპები შეკრა თაკომ.
-არ გიხდებოდა ის ბიჭი - ჩაუღიმა ისევ- თან მე პარა არ მყავდა.
-არ გეცეკვები- გააპროტესტა გოგონამ და შებრუნდა. ლუკამ ხელი დაუჭირა, უკან მოატრიალა და მკერდზე მიიკრა.
-პროტესტი უარყოფილია-ყურებთან ღიმილიანი სახით წაჩურჩულა და სიმღერის ტალღებს ცდილობდა აეყოლიებინა გოგონა.
ხატიას იმედი ეწურებოდა და თავი ჩაღუნა.ლევანი ფეხზე წამოდგა და მაგიდის წინ დადგა.
-სად მიდიხარ?-ახედა მოღუშულმა გოგონამ
-ცეკვა ხომ გინდოდა?-გაუღიმა ბიჭმა.ისიც ფეხზე წამოხტა სიხარულით.
-მიყვარხარ მიყვარხარ მიყვარხარ -მიაყარა რამდენჯერმე სწრაფად აკოცა ტუჩებზე.ნია კი კოქტეილს წრუპავდა და მათზე ეღიმებოდა.მალევე შეიკარგნენ ბრბოში.
-არ მესმის ხალხის ვისაც უყვართ,მაგრამ სხვასთან ყოფნის უფლებას აძლევენ. -გაისმა დაჩის ხმა,გოგონამაც სწრაფად მოატრიალა თავი.
-მნიშვნელობა არ აქვს უყვარს თუ არა,თუ ხედავს,რომ ის სხვასთან ბედნიერია.-გაუღიმა ნიამ.
-და შენ გიყვარს ლევანი? -დაჩიმ პირდაპირ ნიას წინ დაჯდა და სახე ახლოს მიუტანა. პირდაპირ თვალებში უყურებდა და წამით არ ახამხამებდა თვალს.
-და მერე შენ რა თუ ასეა?-თვალი თვალში გაუყარა ნიამაც.
-არაფერი ისე მეგობრულად გკითხე. -უკან გაიწია დაჩი.
-მეგობრულად -ნიამ ჩაიცინა მის სიტყვებზე. უცებ მზერა მასთან მოახლოებულ სხეულზე გადაიტანა.
-დიდიხანია გიყურებთ და შეიძლება საცეკვაოდ გაგიწვიოთ?-ბიჭი უღიმოდა მას,გოგონა კი გაოცებულმა და წარბაწევით შეხედა.
-გვავარ იმას ვისაც ცეკვა უნდა?-მკაცრად ახედა ბიჭს.
-რატომ ასეთი სიმკაცრე-ბიჭი მისკენ დაიხარა. ნიამ კი თავი უკან გასწია.
-ეი ეი აქ მე ვერ მამჩნევ? თუ სკულპტურის როლი მაქვს- დაჩიმ ჭიქა მაგიდაზე დაანარცხა.-გოგონა ცეკვას მომიძღვნის მე!- ნიას ხელზე ხელი ჩაავლო და წამოაყენა.-შენ კი შეგიძლია ბართან მიხვიდე და ცხელი რძე შეუკვეთო-დაჩი განრისხებულ ბიჭს გაეცალა და ნიაც თან გაიყოლა.



№1  offline წევრი LoNdA DM

მომწონს მაგრამ არ მინდა გრძნობები ჰქონდეს ლევანის მიმართ

 


№2  offline აქტიური მკითხველი La-Na

ოო კარგი იყო.რა ვქნა ისე მომწონს ეს ისტორია მინდა უფრო დიდი თავები დადო
--------------------
ლანა

 


№3  offline წევრი mariia

LoNdA DM
მომწონს მაგრამ არ მინდა გრძნობები ჰქონდეს ლევანის მიმართ

La-Na
ოო კარგი იყო.რა ვქნა ისე მომწონს ეს ისტორია მინდა უფრო დიდი თავები დადო



მალეე დავამთავრებ რამდენიმე თავში <3 არც ძაან გავწელავ. მადლობთ ^^

 


№4  offline წევრი mariia

ანი ანი
გიორგი და ლუკას ერთმანეთში ურევ

არც მე მიდა გრძნობები ქონდეს ლევანის მიმართ

რატომ ვურევ? მგონი არ ვურევ. შეიძლება სახელია სადმე სიჩქარეში შეშლილი გადავიკითხავ მერე კიდე.

 


№5 სტუმარი eto

auu ar minda grdzobebi ro qondes levanis minart da chi kargi bichia mouxdebian ertmanets

 


№6 სტუმარი Guest lena

da giorgis ar unda sheyvarebuli salome kargi kandidantia :* kargi gamova .gaagrdzele momcons carmatebeb:*

 


№7  offline წევრი mariia

Guest lena
da giorgis ar unda sheyvarebuli salome kargi kandidantia :* kargi gamova .gaagrdzele momcons carmatebeb:*

მადლობა <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent