შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ანგელოზები გვიყურებენ (თავი I)


12-11-2016, 14:24
ავტორი meg6masters
ნანახია 1 319

ცხოვრება ზოგჯერ მკაცრად გექცევა, ხანდახან ფიქრობ:,,კი მაგრამ ეს მე რატო დავიმსახურე’’ მაგრამ ხანდახან ვხვდები რომ ეს ყველაფერი სიგიჟიე, ჯანდაბა სრული აფსურდი. თუმცა სიგიჟედ აღარაფერი გეჩვენება როცა მონადირე ხარ, ხო მონადირე, მაგრამ ცხოველებზე არ ვნადირობ. არსებობენ ისეთი არსებები რომლებიც მხოლოდ ზღაპრებში გვხვდებიან, აი ისეთი არსებები უფროსი და-ძმები რომ აშინებენ უმცროსებს. ალბათ შოკია როცა ამ ყველაფერს აღმოაჩენ, განსაკუთრებით 8 წლის ბავშვი. მაშინ როცა გეშინია შენი საწოლის ქვეშ არსებული მონსტრის, მამა კი დამშვიდების მაგივრად მათ მოკვლას გასწავლის. ყველაფერი მაშინ აირია როცა დედა დავკარგეთ მე ჩემა ძმებმა და მამაჩემა. დინისგა, ჩემი უფროსი ძმისგან ვიცი რა მოხდა. მაშინ დინი 4 წლის იყო, როგორც ის გვიყვება ჩეულებრივი ოჯახი ვიყავით სანამ დემონმა დედაჩემი არ დაწვა ჭერზე, ამ ყველაფრის შემდეგ მამაჩემმა მათზე ნადირობა გადაწყვიტა და ჩვენი მონადირეებად გაზრდა დაიწყო. როცა დედა დავკარეთ, მე და სემი, ჩემი ტყუპი ძმა ექვსი თვის ვიყავით, ამიტომ დედა არცერთს გვახსოვს, მხოლოდ დინის. ის ხანდახან გვიყვებოდა დედის შესახებ. მამა მასზე სიტყვას არ ძრავდა, როცა პატარები ვიყავით სულ ვეკითხებოდი მას, სხვა ბავშვებივით რატო არ გვყავს დედა, ის კი ბრაზდებოდა. თუმცა როცა კარგ ხასიათზე იყო რაღაცეებს მიყვებოდა. ისეთ რაღაცეებს რაც ალბათ დინისთვის და სემისთვის არ მოუყოლია, მაგალითად როგორ გაიცნო დედა, როგორ ვგავდი მას და ასე შემდეგ.
ეს დღეც ჩვეულებრივ საშინლად დაიწყო. დღეს შობა იყო თუმცა ჩვენ მახინჯ სასტუმრო ოთახს შობის განწყობა არ ეტყობოდა. იმის გამო რომ მუდამ ვმოგზაურობდით სულ სასტუმროში ვჩერდებოდით. ახლაც დინის ხმელ საწოლში ვიწექი და არ ვინძრეოდი, თუმცა ჩემი უფროსი ძმა მაინც გამაღვიძებდა. ჩემთვის მტკივნეული დღე იყო. როგორც წესი შობ ყველა ოჯახში უხარიათ, მაგრამ როგორ უნდა მეხაროდეს როცა ჩემი ტყუპი ძმა ჩემთან არ იყო. წელს პირველად ვხვდებოდი შობას მის გარეშე. სემს ეს ყველაფერი მობეზრდა, მობეზრდა ნადირობა, სწრაფი კვების ობიექტები და ბინძური სასტუმროები. თვეების წინ იგი სახლიდან გაიქცა, თქვა რომ სწავლა და ჩვეულებრივი, ნორმალური ცხოვრება უნდოდა. მეც შემომთავაზა გავყოლოდი, თუმცა მე დინს და მამას ვერ მივატოვებდი. ეს თვეები ჩემთვის კოშმარი იყო, ამ ყველაფერს აგრესიული მამა ემატებოდა. სემის წასვლის შემდეგ ჯონს ხასიათ კიდვ უფრო გაუფუჭდა. ან ნადირობდა და დაღლილი მოდიოდა სახლში ან მთვრალი. ყველა ვარიანტში ნერვების მომშლელი იყო. ახლა მხოლოდ მე და დინი დავრჩით. ადრე სემთან უფრო ახლოს ვიყავი. დინი ლოგინზე ჩამოჯდა, თავი მოვიმძინარე, მაგრამ დინს ვერ მოვატყუებდი.-მილი, თაგვო ვიცი რომ გღვიძავს. ნელა შემანჯღრია დინმა. თვალები ნელა გავახილე, ვითომ იმ წუთას მოვედი აზრზე.-მილი შობას გილოცავ მითხრა და ჩამეხუტა. -მადლობა დინ მეც გილოცავ. ვუთხარი და მეც მაგრად შემოვხვიე ხელები. -საუზმე გაგიმზადე, არ ადგები? მკითხა მან. -დინ დღეს ლოგინიდან ადგომა არ მინდა. მოვიწყინე ისევ. -მილ, შენი მესმის მეც მენატრება მაგრამ ასე გაგრძელება არ შეიძლება. უნდა ადგე, დღეს შობაა, მამა სანადიროდაა წასული მთელი დღე უსაქმურად შეგვიძლია ვიყოთ. რასაც გვინდა იმას გავაკეთებთ. სასუსნავები, საშობაო უაზრო ფილმები... ჰა თანახმა ხარ?გამიღიმა ეშმაკურად.-ჯანდაბას შენი თავი დინ ვინჩესტერ. გავიცინე მე და ლოგინიდან წამოვხტი.
გაქუცულ ტახტზე მოვკალათდით და სასუსნავები მოვიდგით. დინიმ რაღაც ძველი მიუზიკლი ჩართო. ნახევრად ვუყრებდი. ნეტა სემის რას აკეთებს ეხლა ჩავფიქრდი მე. ფიქრებში ჩაძირულს ვერც კი მივხვდი როგორ ჩამეძინა, მთელი ღამე ვერ დავიძინე. აზრები ნელ-ნელა გამეფანტა და ვერც კი მივხვდი როგორ ავღმოჩნდი განათებულ ოთახში. ჩემ წინ ვიღაც უცნობი იდგა. მის სახეს ვერ ვხედავდი. წესით უნდა შემშინებოდა მაგრამ ეს ყველაფერი ჩემდა გასაკვირვად მამშვიდებდა, როცა სხვა დროს ერთ გაფაჩუნებაზეც კი მზად ვარ იარაღი ამოვიღო. -მილი შენ გტკივა. არაამქვეყნიური ხმით მითხრა უცნობმა. ხმის ამოღება ვერ გავბედე.-ყველაფერი შეიცვლება და დამიახსოვრე მე გიყურებ. მითხრა ისევ იმ არაამქვეყნიური ხმით. -მილ, მილ მამას ხმა ჩამესმა ყურებში. უცებ გამოვერკვიე სად ვიყავი. -მამა დაბრუნდი? სანადიროდ არ იყავი?.გამიკვირდა მე. -ხო არ აღმოჩნდა არაფერი ზებუნებრივი, შობას გილოცავ პატარავ მითხრა და ჩამეხუტა და ცუდად შეფუთული საჩუქარი მომცა. ეს ყველაფერი საშინლად უნდა გამხარებოდა, მამა ასეთი თბილი ბოლოს კარგი ხანია არ მმინახია, თუმცა მე ისევ იმ უცნობზე ვფიქრობდი.



ლილიტი რო გამოჩნდება სიუჟეტში მომწერე კითხვა რომ დავიწყო

 


№2  offline წევრი meg6masters

გიორგი ხარატიშვილი
ლილიტი რო გამოჩნდება სიუჟეტში მომწერე კითხვა რომ დავიწყო

კაი ^_^

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent