შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

წარსულის სიყვარული (ნაწილი 9)


13-11-2016, 01:20
ავტორი nini5
ნანახია 3 445

-რა სჭირს?,,განერვიულებული შემოვარდა სახლში და თვალებით ტასოს ძებნა დაიწყო
-ჩემს ოთახშია,,წინ წასულს დასჯილი ბავშვივით ავეკიდე უკან,,,დღეს პარკში მყავდა გაყვანილი,ცოტა ვირბინეთ,ნაყინებიც ვჭამეთ და მაგის ბრალია ალბათ,,,ატირებულმა ამოვიკვნესე
-ტასო მა,,,ფრთხილად დაიხარა მისკენ და ტუჩები ახურებულ შუბლზე მიაკრა ბავშვს,,,მაღალი სიცხე აქვს,,სასწრაფოს გამოვიძახებ მე,,აფორიაქებული წამოიძახა და მისაღებ ოთახში გავიდა ლაპარაკ-ლაპარაკით
-ცოტაც გაუძელი დედი,მამიკო ექიმს მოიყვანს და კარგად იქნებიაი ნახავ,,აწითლებული ლოყები დავუკოცნე და ოფლით დაცვარულ სახეზე ხელი ჩამოვუსვი
-ფუ ასმის დედაც,,,გავიგინე როგორ შეიკურთხა და გაბრაზებული შემოვარდა ოთახში,,,ნახევარ საათს ვერ მოვიცდით სიცხისგან იწვის,ჯობია რომ ჩვენ წავიყვანოთ და იქ გასინჯავენ,,,საფარი ფრთხილად მოიშორა და ხელში აიყვანა
-დამელოდე ეხლავე დაგავიცვამ,,,განერვიულებულმა მივაყარე სიტყვები,ღამის პერანგი ერთი ხელის მოსმით გადავიძრე და იქვე მიფენილი სარაფანი გადავიცვი

-ჩემი ბრალია,,,ამოვისრუტუნე ტირილით და ჩემს წინ კედელთან ჩაცურებულ საყვარელ მამაკაცს დავაკვირდი,,მე რომ არ გამეყვანა პარკში და ნაყინი არ მეჭმია არაფერიც არ მოხდებოდა,,ცუდი დედა ვარ,ძალიან ცუდი,,,ვიგრძენი როგორ წამოვიდა ჩემსკენ და დავიძაბე
-მისმინე ტასიკო,,,ნიკაპზე თითები მომიჭირა, მაიძულა მზერა მისი თვალებისთვის გამესწორებინა,,,ყველაზე კარგი,საუკეთესო დედა ხარ მთელ მსოფლიოში,რაც მოხდა ამაში თავს ნუ იდანაშაულებ საყვარელო,,,სახეზე ცხელი სუნთქვა მომაფრქვია და ხვირით ყელზე გამეხახუნა,,, ვგიჟდები შენს სურნელზე,მოდი ჩემთან,,,მთელი ტანით ამიკრა მასზე,ვიგრძენი როგორ დამაყარა ტაომ სხეულზე
-ასე მალე როგორ გაჩნდი ჩემთან?,,,გაკვირვებულმა ავხედე ქვემოდან,მანაც არ დააყოვნა და სათითაოდ დამიკოცნა აცრემლებული თვალები
-ნორმალურად ვერ ვისვენებ როდესაც თქვენ არ ხართ ჩემს გვერდით,,ქვემოთ ვიყავი
-მოიცა შენ რა მთელი ღამე მანქანაში იყავი ჩემს სადარბაზოსთან?,,,ხმაგაბზარულმა ამოვიკნავლე რაზეც თავი თანხმობის ნიშნად დამიქნია,,,როდის დამთავრდება ეს ყველაფერი აღარ შემიძლია უკვე,ძალა აღარ მაქ
-მალე,მალე დამთავრდება გპირდები ჩემო სიცოცხლე,,,ჩუმად მიჩურჩულა და ჩვენსკენ მომავალი ექიმის დანახვისას წელში გასწორდა
-ავთო როგორ არის ჩემი შვილი?
-ყველაფერი კარგად არის ბენდელიანო არ ინერვიულო,,,ღიმილით დაკრა მხარზე ხელი კაკის,,,სიცხე დავუგდეთ,ანალიზების პასუხს ველოდებით შემდეგ შეგიძლია წაიყვანოთ
-საშიში ხომ არაფერი იქნება?,,,ჩავერთვე მეც საუბარში
-არაფერი ჩემო კარგო,ყელი აქვს უბრალოდ გაციებული,წამალს დაუნიშნავ და ორ დღეში გადაუვლის,ბავშვებში ხშირია ასეთი რამ,ნუ ნერვიულობთ,,,ხელი დამამშვიდებლად მკლავზე მომითათუნა,,,მე დაგტოვებთ,ნახევარ საათში კაბინეტში გელოდები ლომო,,,ღიმილით ჩაუკრა ბენდელიანის თვალი და ნელი ნაბიჯებით გაგვეცალა


შაბათ-კვირას ლალი დავითხოვე და ტასოსთან ერთად გავატარე სახლში გამოკეტილმა,,ბევრი იწუწუნა კარგად ვარ და პარკში წავიდეთ ბევრი ნაყინები მინდაო თუმცა ბოლოს დამნებდა და ჩემზე მიხუტებული უყურებდა მაშა და დათვის
-კარზე არიან,აქ იყავი ეხლავე მოვალ სიხარულო,ალბათ მამიკომ მოგაკითხა,,,ლოყები გემრიელად დავუკოცნე და ღიმილით გავემართე შემოსასვლელისკენ,,,როგორც იქნა მოხვ....სიტყვა შუაზე გამიწყდა როდესაც ზღურბლზე რატი დავინახე
-როგორ ხარ?,,,ჩემსკენ გადმოიხარა და ხმაურიანად მაკოცა ლოყაზე,რაზეც უხერხულად შევიშმუშნე,,,არ შემომიშვებ?
-ა ხო შემოდი კი,,,დაბნეულმა ვუპასუხე და კარს ოდნავ მოვცილდი,მანაც თავისუფლად შეაბიჯა მისაღებში და ანასტასიას დააკვირდა
-როგორ ხარ პატარა ქალო?,,,ხელები ცხვირზე მოუჭირა,რაზეც ამ უკანასკნელმა თვალები უკმაყოფილოდ დაქაჩა, ხელები გადაიჯვარედინა და გაბუტული მიაჩერდა
-ტასო დე მიესალმე სტუმარს,,,სიცილი ძვლივს შევიკავე ბავშვის უკმაყოფილოდ დაბურცულ ტუჩებზე
-გამადობა,,,დაწვრილებული თვალებით აათვალიერ-ჩაათვალიერა
-დაჯექი რატი ყავას ხომ არ დალევ
-არა მადლობა,მინდოდა სადმე გაგვევლო და თუ წინააღმდეგი არ ხარ...
-ბავშვი მყავს რატი,ესეც რომ არ იყოს ვერ ვხვდები ჩემი და შენი შეხვედრის მიზეზს,,მე მყავს შვილი,ქმარი რომელიც მიყვარს
-ნუ რაღამც ეგრეა,,,უკმაყოფილოდ მომიგდო,,რამოდენიმე წამი მზერა ტასოზე შეაჩერა რომელიც გაკრეჭილი გვიყურებდა,,სწრაფად წამოდგა ცივად გადმომხედა და კარისკენ უთქმელად წავიდა,,ის იყო უნდა წასულიყო გაღიმებული ბენდელიანი რომ აგვესვეტა წინ თუმცა უმალ შეეცვალა გამომეტყველება
-მდაა,,,ხელი ოდნავ მოზრდილ წვერზე გადაისვა კაკიმ და სახლში მოსულ დაუპატიჟებელ სტუმარს მიაჩერდა,,,როგორც ჩანს მოგირჩათ ყბა ბატონო გამომძიებელო,,,ირონიულად გაუღიმა და ოდნავ გვერძე გადგა რომ გზა დაეთმო,,,მხოლოდ თქვენს შემდეგ,,წამში შეეცვალა გამომეტყველება როგორც კი რატი გაუჩინარდა,,,ეხლავე დავბრუნდები
-კაკი არ გინდა,,,ხელზე დავქაჩე რომ შემეჩერებინა თუმცა ამაოდ
-ეხლავე დავბრუნდები ანასტასია,,ბავშვთან დარჩი,,,ცივად მომიგდო სიტყვა და ისიც მის გზას მიჰყვა

მთელი 20წუთი ეკლებზე ვიჯექი და ერთ ადგილზე ვწრიალებდი ნერვიულობისგან,ის იყო ლევანთან დახმარების სათხოვნელად ვაპირებდი დარეკვას კარი ხმაურით რომ შემოაღო
-როგორ არის ჩემი ბაჭია,,,მხიარულად,ვიტყოდი ზედმეტად მხიარულადაც კი შემოვიდა სახლში და ტასოს ყელი დაუკოცნა
-არ ვიცოდი ასე თუ გაგაბედნიერებდა ჩემი სტუმრის ნახვა,,ირონიულად წავკბინე საყვარელი მამაკაცი თუმცა ამაოდ,წარბიც არ შეურხევია
-ხო დიდი ხანია არ მინახავს და "მომენატრა",,, ღიმილით ჩამიკრა თვალი,,,რაო მამი წავიდეთ სახლში?
-დედასა ვიკოთ,,,საყვარლად ააფახურა ეშმაკური თვალები
-მაცდური წინადადებაა ამ კუდიანთან დარჩენა,მაგრამ,,,დაწვრილებული თვალებით გადმომხედა და ტუჩები გაილოკა,,,ერთი ძალზედ მნიშვნელოვანი შეხვედრა მაქვს და ვერ დავაღალატებ ,თან ის ისეთი სექსუალურია..
-რაო?,,ფეხზე გაწიწმატებულული წამოვდექი,ფრჩხილები ისე მაგრად ჩავასვე ხელის გულებს მეგონა სადაცაა სისხლი წამსკდებოდა,,,აკაკი ბენდელიანო,იცოდე აქედან სასაფლაოზე გაგიტანენ როგორც კი სხვა....
-მშვიდად საყვარელო მშვიდად,,რატომ ხარ ასეთი დაუნდობელი,განა შენ არ იყავი თავად რომ გადაწყვიტე ურთიერთობაზე წერტილის დასმა,ეხლა პრეტენზიას რატომ გამოთქვამ ვერ ვხვდები,,,უდარდელად აიჩეჩა მხრები ვითომც არაფერიო
-ჯანდაბამდე გზა გქონიათ შენც და იმ შენს სექსუალურსაც,,,ნერვებმოშლილმა წამოვიყვირე,მისი სიმშვიდე,ირონიული ლაპარაკი და გამოხედვა უფრო მაღიზიანებდა
-ჯანდაბამდე არა და ლოგინამდე კი,,გამეკრიჭა აქ ვითომც არაფერიო და კალთაში მოკალათებული ტასო ხელებში მომაჩეჩა,,,შეეცადე ამ საღამოს ბევრი არ იფიქრო მე როგორ ღამეს გავატარებ,შენი ტვინი მაინც ვერ დავა მაქამდე,,ეხლა ბავშვს დაემშვიდობე და წავალთ, მეც მეჩქარება

-ხედავ რა თავხედია,ხედავ?,წარბიც კი არ შერხევია ისე მომახალა რომ სხვასთან მიდიოდა,,,გაწიწმატებული დავდიოდი ოთახში და სიცილით ჩაბჟირებულ ნანოს ემოციებით ვუყვებოდი დღევანდელ ამბავს
-კარგი რა ტასუ,არ იცნობდე მაინც კაკის,დარწმუნებული ვარ გათამაშება, ალბათ უნდა მიგახვედროს შენი მათი ცხოვრებიდან წასვლა უაზრობა იყო
-არ ვიცნობდე მაინც რა მექალთანე არის,,,სავარძელზე მოწყვეტით დავეშვი თუ არა თავი ხელებში ჩავრგე და ღრმად ამოვიხვნეშე,,, თითქოს პრობლემები არ მკმაროდეს საფიქრალს და საეჭვიანოს რომ მიჩენს
-ყველაფერს მოევლება,მაგ უტვინოს რაც შეეხება კიდევ ვიცი რომ სიგიჟემდე უყვარხარ და ეხლა როდესაც მის გვერდით ხარ ისეთს არაფერს გააკეთებს რომ გატკინოს დამიჯერე
-ხო აბა რა,ამაღამ მე გავატარებ ვიღაც "სექსუალურთან" ვნებიან ღამეს,,,ირონიულად გამოვაჯავრე და საფეთქლები ოდნავ დავიზილე,,სულ ჯანდაბამდე გზა ქონია,ვნახოთ სანამდე იპარპაშებს,,ნეტავ ეს მკვლელობები გაგვახსნევინა რომ დაიჭირონ ის მანიაკი ვინც არის,მერე მე ვიცი როგორ მივხედავ მაგას
-არ გინდა ქალაქის მერის ცოლს შეხვდე?,,იქნებ და გაიგო მისმა ქმარმა მათი რომანის შესახებ და დაუკვეთა მკვლელობა
-არა მგონია,,აქ რაღაც სხვა ამბავია სუნი მცემს ნანო,,,კარგი ვთქვათ და გაიგო მათი რომანის შესახებ,მაშ დანარჩენი სამი ვინ მოკლა?,,არ მომწონს ეს ამბავი,თუმცა იმ ქალთან შეხვედრას ისედაც ვაპირებდი,ახალგაზრდაა თან ლამაზი,,დარწმუნებული ვარ ფულის გამო გაყვა მის ბებერ ქმარს,,მას თავადაც აწყობს თუ მისი მეუღლე იქნება მკვლელი,ასე უფრო ადვილად მოიშორებს და ფულსაც ხელში ჩაიგდებს
-ნუ რაღაც მხრივ შენც მართალი ხარ,,ნეტავ მალე გაირკვეოდეს ყველაფერი რომ ბებოსთან წავიდე სოფელში,,ცოტა განტვირთვა და დასვენება არ მაწყენს,,,სევდიანი თვალები მომანათა და ოდნავ შესამჩნევად გაიღიმა
-სისულელეა იმის გამო გაქცევა რისთვისაც შენ გარბიხარ ლამაზო,გაგიჭირდება თან საშინლად,ეხლა როდესაც იცი რომ ახლოს გყავს,ჩემი მაგალითიდან მაინც აიღე,არ ვაპატიე გავიქეცი მაგრამ ბოლოს მაინც მასთან დავუბრუნდი,ცხოვრებში გვიწევს დავთმოთ ბევრი რამ,შენ ეხლა კი არ უნდა გარბოდე არამედ აქ უნდა რჩებოდე რომ შენი სიყვარული მოიპოვო
-სისულელეა ტას,ეგ ისეთი დეგენერატი მაგისგან სიყვარულის გარდა ყველაფერს უნდა ელოდო,ხომ უყურებ როგორ მამცირებს,არ შემიძლია მასთან ახლოს ყოფნა,არ შემიძლია ამდენი ტკივილის ატანა არა,რომ იცოდე როგორ მტკენს,,,აცრემლებულმა შემომხედა და თავი კალთაში ჩამიდო,,,ერთადერთ გამოსავალს მხოლოდ მისგან შორს ყოფნაში ვხედავ,როცა ჩამოვალ სხვა თვალით შევხედავ ყველაფერს
-როგორ შენ გინდა და სწორად მიგაჩნიათ ისე მოიქეცი,,,ხელი თმებში შევუცურე თუ არა მანაც მაშინვე მილულა თვალები,,,მაგრამ გთხოვ ნაჩქარევ დაგაწყვეტილებას ნუ მიიღებ
-ხანდახან ვფიქრობ ჯეკოს ხომ არ დავთანხმდე, იცი შენ უკვე წლებია ვუყვარვარ და როგორ მაფასებს,,იქნებ ორივეს გვეყოს მისი სიყვარული,,იქნებ მეც შემიყვარდეს,,,სასოწარკვეთილმა ამომხედა ქვემოდან,,მივხვდი რომ ეხლა ყველანაირ ხავსს ეჭიდებოდა ედოს დასავიწყებლად
-არ ვიცი რა გითხრა,,,თავი სავარძელს მივადე და ერთ წერტილს გავუშტერე თვალი

მთელი ღამე გავათენეთ თითქმის,,ხან მე ვამშვიდებდი,ხან ის,,როგორც კი რვა საათი შესრულდა მაშინვე მოვწესრიგდი,ჩემი განუყრელი ფიტო-აპარატი,ბლოკნოთთან და კალამთან ერთად მოვათავსე ჩანთაში თუ არა მძინარე ნანიკოს გავხედე და კარში გამოვედი

-ვინ გნებავთ გოგონა?,,ალაყაფთან კარგად ჩასუქებული ახმახი კაცი გადმომიდგა და ეჭვით ამათვალიერ -ჩამათვალიერა
-იცით,მე ანასტასია ჯუღელი ვარ მწერალი,,ბატონი მერის მეუღლესთან მაქვს პატარა საქმე თუ შეიძლება მისი ნახვა
-დამელოდეთ ეხლავე დავბრუნდები,,კარი ცხვირ წინ მომიჯახუნა,,"ფუ უზრდელი" გავიფიქრე ჩემთვის და დიდ ორ სართულიან სახლს დავაკვირდი,,"ნეტა ბედნიერი თუა ეგ უბედური გოგო,თუმცა ბედნიერი რომ იყოს სხვასთან ხომ არ გააბამდა რომანს",,თავი უკმაყოფილოდ გავაქნიე და ჩემს წინ გაჩენილ მამაკაცს უაზროდ გავეკრიჭე
-გელოდებათ,,,ორი სიტყვა მომიგდო ცივად და ეზოში შემატარა
-დიდი პატივია თქვენი ჩემს სახლში ხილვა ქალბატონო ანასტასია,,მისაღებიდან მამაკაცის ხმა მომესმა და დავინახე როგორ წამოვიდა ჩემსკენ
-ჩემთვისაც ბატონო მერო,,,ხელზე ოდნავ მეამბორა და მის გვერდით მდგარი ახალგაზრდა გოგო მასზე აიკრო
-გაიცანით,ეს ჩემი მეუღლეა ნატალია გელაშვილი
-სასიამოვნოა,,,ღიმილით ჩამოვართვით ერთმანეთს ხელი
-მე დაგტოვებთ ქალბატონებო,იმედია არ მოიწყენთ,,,ნატალიასკენ ოდნავ გადაიხარა და შუბლზე აკოცა,,,თუ რამე დაგჭირდეს დამირეკე
-აქეთ მობრძანდით ანასტასია,,,მისაღებში სავარძლისკენ მიმითითა,,,რამეს ხომ არ დალევთ
-არა გმადლობთ სიმართლე გითხრათ აქ ძალზედ მნიშვნელოვან საკითხზე ვარ მოსული,,არც კი ვიცი საიდან დავიწყო
-ბრძანეთ,მე რით შემიძლია თქვენი დახმარება?
-მე ბოდიშის მოხდით დაგტოვებთ ქალბატონებო,იმედია არ მოიწყენთ,,,ნატალიასკენ ოდნავ გადაიხარა და შუბლზე აკოცა,,,თუ რამე დაგჭირდეს დამირეკე
-კარგი,,აქეთ მობრძანდით ანასტასია,,,ღიმილით მომიბრუნდა და მისაღებში სავარძლისკენ მიმითითა,,,რამეს ხომ არ დალევთ
-არა გმადლობთ სიმართლე გითხრათ აქ ძალზედ მნიშვნელოვან საკითხზე ვარ მოსული,,არც კი ვიცი საიდან დავიწყო
-ბრძანეთ,მე რით შემიძლია თქვენი დახმარება?
-აქ წიგნის მთავარი პერსონაჟის გარდაცვლილი გიგა ერისთავზე სასაუბროდ მოვედი,,,შევხედე როგორ გაუფითრდა სახე,ხელი მუცელს შემოხვია და შეშინებულმა შემომხედა ,,,მე ვიცი თქვენი რომანის შესახებ,ეს ფირზეც მაქვს აღბეჭდილი,,მე თქვენი კავშირები სხვა მამაკაცებთან არ მაინტერესებს ნატალია და არც ამ ამბის თქმას ვაპირებ ვინმესთვის,მითუმეტეს თქვენი მეუღლისთვის,,მე მინდა სიმართლე გავიგო
-რა სიმართლეზე მელაპარაკებით ვერ ვხვდები,,, დაბნეულმა ამოიბლუყუნა
-მაშ ასე გეტყვით,წიგნის მთავარი გმირები ისევე არიან მოკლულნი როგორც მე მაქვს აღწერილი,წიგნის გამოშვებიდან რამოდენიმე დღეში,,,ჩემი ბოლო გამოშვების გმირი ერისთავი გახლდათ,,ეს სიტუაცია მე მილახავს რეპუტაციას და ბადებს უამრავ ეჭვს,შეიძლება ციხეშიც კი აღმოვჩნდე,,ამიტომ მოგმართავთ თხოვნით,,მაინტერესებს ყველა წვრილმანი კი რაც შეიძლება მასთან იყოს დაკავშირებული
-კარგი,,,ღრმად ამოიღვნეშა და კიდევ ერთხელ შემოხვია მუცელს ხელები


პ.ს...ბოდიში დაგვიანებისთვის..იმედია ისიამოვნებთ



№1  offline აქტიური მკითხველი უცნობი ქ

ხომ ვამბობ გიჟია კაკი მეთქი... ერთი ნანოს და ედუს ესველოთ და არ მინდა მეტი არაფერი... ისე ჩავიკითხე ისტორია რომ ამოსუნთქვაც ვერ მოვასწარი მეპატარავა და რა ვქნა? ძალიან ინტრიგნულად გაცერდი და მოუთმენლად ველი გაგრძელებას...
პ.ს. იმედია შენი საქმე მოაგვარე და ახლა ყველაფერი კარგად გაქვს...

 


№2  offline აქტიური მკითხველი La-Na

ჩემო ტკბილო როგორ გამახარე ახალი თავი რომ დადე.კაკი ძაან მაგარია და რა გავაკეთო?რატომ მგონია რომ მერის ცოლი ორსულად არის?
--------------------
ლანა

 


№3 სტუმარი Guest ...

აუ ძალიან მომწონს და რა ვქნა??

 


№4 სტუმარი matata

თავხედი ქმარი?

 


№5  offline წევრი nini5

უცნობი ქ
ხომ ვამბობ გიჟია კაკი მეთქი... ერთი ნანოს და ედუს ესველოთ და არ მინდა მეტი არაფერი... ისე ჩავიკითხე ისტორია რომ ამოსუნთქვაც ვერ მოვასწარი მეპატარავა და რა ვქნა? ძალიან ინტრიგნულად გაცერდი და მოუთმენლად ველი გაგრძელებას...
პ.ს. იმედია შენი საქმე მოაგვარე და ახლა ყველაფერი კარგად გაქვს...

დიდი მადლობა ჩემო საყვარელო,,ძალიან კარგი გოგო ხარ,,,ყველაფერს მოევლება,იმედია ედოს და ნანისაც დაადგება საშველი არ ვიცი

La-Na
ჩემო ტკბილო როგორ გამახარე ახალი თავი რომ დადე.კაკი ძაან მაგარია და რა გავაკეთო?რატომ მგონია რომ მერის ცოლი ორსულად არის?

მადლობა ჩემო კარგო,,,ამ თავში იმდენად ვერ გამოვიყვანე კაკი შემდეგ თავებში აუცილებლად დაუბრუნდება თავის კალაპოტს

Guest ...
აუ ძალიან მომწონს და რა ვქნა??

მადლობა დიდი,მიხარია თუ მოგწონს

matata
თავხედი ქმარი?

თავხედი ქმარი გაგრძელდება როდესაც წარსულის სიყვარული დამთავრდება

 


№6 სტუმარი ❤️

კარგია ძალიან

იმედია მალე დადებ..აზარტში შევედი

 


№7  offline წევრი nini5

❤️
კარგია ძალიან

იმედია მალე დადებ..აზარტში შევედი

ისტორია იქნება ხვალ აუცილებლად
მადლობა დიდი

 


№8 სტუმარი

გუშინ ველოდებოდი ამ იტორიის გაგრძელებას. მომწონს და მალე დადებ იმედია

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent