საყვარელი ღიმილი და "ასდ" დაუსრულებლად (2 თავი)
მოკლედ იმ ღამეს გოგასთან დავრჩი, ვაკეში. მეორე დღეს ქიდან დავაწექით ჯავახიშვილში. გოგას მთელი გზა ენა არ გაუჩერებია. რაღაც პროექტის გაკეთება გვთხოვეს და ერთი სული ჰქონდა როდის დავიწყებდით. არადა ვერ ვიტან როდესაც მოტოციკლს ვმართავ და ყურში მიწუიან. მივედით თუ არა ასობით წყვილი თვალი მომაშტერდა. პირველი ბატონი ლადოს ლექცია გვქონდა. ამ კაცს რაღაც სასწაულად ვუყვარვარ. მეც დიდ პატივს ვცემ. არასდროს არაფერი ეშლება. მისი ლექცია სულ რამდენჯერმე მაქვს გაცდელი ბოლო ორი კვირის გარდა. ისიც სერიოზული მიზეზით. რომ დამინახა კარგი ნაცნობივით მომიკითხა და შვილივით ჩამიკრა გულში. სულ შვილოს მეძახის ხოლმე. -აი ნახავ შვილო ყველაფერი კარგად იქნება. (ბ.ლადო) -ღმერთმა გისმინოთ ბატონო ლადო. (ვაჩე) -ვაჩე შვილო, ხომ იცი რომ ვერ ვიტან როდესაც უსამართლოდ იქცევიან მითუმეტეს ჩემს სტუდენტებთან. (ბ.ლადო) -კი ბატონო ლადო მაგიტომაც მიყვარხართ. (ვაჩე) -კარგი, მიდი შენი ადგილი დაიკავე და დავიწყოთ ექცია. ამის შემდეგ კი რექტორთან ერთად ვიკრიბებით საკონფერენციოში. სჰჯენი საქმე წყდება- მეუბნება ღიმილით და მეც ჩემს კუთვნილ ადგილს ვიკავებ. ბოლოში დავჯექი გათბობასთან, თავიდანვე სულ აქ ვიჯექი რადგან საკმაოდ მცივანა ვარ. ცოტა ხანში გვერდით თამუნა მომისკუპდა. ისედაც მძიმე დღე მქონდა და ახა ესღა მაკლდა რა. ეს გოგო ისედაც არ მეხატება გულზე. ზოგადად ვერ ვიტან თავ შეუკავებელ გოგოებს. ეს კიდევ რაღაც სასწაული იყო. ჯავახიშვილში ყოველ მეორე ბიჭს კისერზე ეკიდება. ნამდვილად არ მინდოდა ახლა მასთან ლაქლაქი. ყურსასმენი ამოვიღე და მუსიკის მოსმენა დავიწყე linkin park-castle of glass. ალმაცერად გადმომხედა და ისევ წინ გადაჯდა. ისედაც ყოველთვის იცოდა რომ არ მეპიტნავებოდა. როგორც იქნა ლექცია დამთავრდა.ბატონმა ლადომ მანიშნა გამომყევიო და მეც გავყევი. აუდიტოტრიის კერბთან ბიჭები იდგნენ. დემეტრემ ცერა თითი მაჩვენა მაგარი ხარო ალბათ შეამჩნია თამუნას ნივიჟუ რომ ჩავურტყი. მაგასაც მაგრად არ ევასება ეგ გოგო რასაც ტოტოზე ვერ ვიტყვი. სულ მაგრად ევასებოდა და ბიჭები მაგრად ვუჭედავდით ხოლმე. საკონფერენციოში შევედი თუ არა აცრემლებული ქალბატონი ნანა დავინახე და გარშემო სხვა ლექტორები. ბატონი იოანე ჩემთან მოვიდა და მხარზე ხელი დამადო. -ვაჩე შვილო როგორ არ გვჯეროდა შენი. ამ ქალმა კი არ ვიცი რატომ აგითვალწუნა. დღეიდან ის გაშვებულია შენ კი აქ რჩები ისევ როგორც ერთ-ერთი საუკეთესო სტუდენტი! (ბ.იოანე) -დიდი მადლობა ბატონო იოანე, მხოლოდ ერთი თხოვნა მაქვს. (ვაჩე) ბოჩოლას თვალებით შევხედე იქნებ დამთანხმებოდა -გისმენ ვაჩე (ბ.იოანე) -მინდა მამაჩემს დაელაპარაკოთ თქვნც და ქალბატონი ნანაც. ამ ამბის გამო ურთიერთობა გაგვიფუჭდა და მოტოციკლის წართმევას აპირებს -გავეკრიჭე ყველის ვაჭარივით. -ეგ თავისთავად ვაჩე. არ დავუშვებ ვნმემ შენში ეჭვი შეიტანოს. შენ არ ინერვიულო. ხო ისე ერთი თვით თქვენს ჯგუფს ვითხოვ და პატარა საჩუქარი მაქვს თქვენთვის. (ბ.იოანე) -რა საჭიროა ბატონო იოანე? (ვაჩე) -სწორედ რომ საჭიროა. ერთთვიანი დასვენება არ გაწყენდათქალაქგარეთ. ოკლედ რაჭაში მიდიხართ ყველანი ერთი თვით. მთიანი სასტუმრო ტქვენი იქნება. მიდი ახლა აუდიტორიაში შედი და ამ კვირის ბოლოს წახვალთ, ანუ ზეგ. ოღონდ მთლად უსაქმოდ ნუ იქნებით პროექტზეც იმუშავებთ. (ბ.იოანე) -ძალიან დიდი მადლობა, არ ვიცი რა გითხრათ. (ვაჩე) -მადლობა შენს თავს უთხარი-გაიცინა-მთელი კურსის გამოცდა შენ რომ დაგიწერია , მთლად ასეც არ შეიძლება ყველა შენს იმედზე რომ დადის. ბოლოს ყველას დიპლომს შენ მოგცემთ და რაც გინდა ის უქენი. (ბ.იოანე) აი აქ მართლა შემრცხვა. მეგონა ვერავინ მიხვდებოდა ბატონი ლდოს გარდა. სამაგიეროდ არაჩვეულებრივი შედეგი მოჰყვა. თვალი გავაყოლე არისკენ მიმალავ იოანეს და აცრემლებულ ნანას შემდეგ კი აუდიტორიაში დავბრუნდი. შევედი თუ არა ყველამ გაოცებულმა შემომხედა. მეგოა ყველაფერი იცოდნენ, მაგრამ როგორც ჩანდა მე უნდა ამეხსნა ყველაფერ. -აბა გოგოებო ბიჭებო ზეგ რაჭისკენ ჰერი-ჰერი. (ვაჩე) აშკარად შეეტყოთ რომ ჩემს უკან დაბრუნებას აღარ ელოდნენ. -რა იყო რა სახეებით მიყურებთ ეგრე თუ გეწყნებოდათ ცოტა ადრე შმოვიდოდი. (ვაჩე) ისევ გადავიხარხარე, მაგრამ სახეები არც კი შეცვლიათ. როგორც ჩანს სხვანაირად მომიწევს ყველაფრის ახსნა. გარეთ გავედი და კანცელარიიდან არცი ამოვიტანე. ისევ ისეთი გაყინული თვალები. რა დავუშავე ამ ხალხს.. დაფაზე დიდი ასოებით დავწერე-„ნანა გაუშვეს მე ვრჩები, ხოლო იოანე ზეგ რაჭაში გვიშვებს სასტუმროშიდასასვენებლად ერთი თვით.“ შემოვტრიალდი თუ არა კისერზე სიმძიმე ვიგრძენი, თან ყურთან რაღაც ან ვიღაც მკოცნიდა. ტოტოს გაცეცხლებულ თვალებს რომ გადავაწყდი მაშინღა მივხვდი რომ ე სიმძიმე თამუნა იყო და ეს ფინია ჩვენთან ერთად წამვიდოდა რაჭაში. სასწრაფოდ მოვიშორე და მისი მკლავები გავწიე წინ. -შენ გოგო სულ გააფრინე ხო?- ვუყვირე იმხელა ხმაზე მეთვითონ გამიკვირდა -რა იყო ნაცრისფერთვალება არ მოგეწონა? (თამუნა) -არა და არც არასდროს მომეწონება. შეგიძლია იმას მოეფერო ვინც შენნაირ იაფფასიანწს დასდევს. (ვაჩე) -შენ ხომ კაცი ვერაფერს დაგანახებს. (თამუნა) ეს მითხრა და დიდი ს ქნევით წავიდა კარისკენ. თვალი გავაყოლე გამწარებულმა და აშკარად ვიღაც უცხო დავლანდე, თავჩაღუნული რომ იდგა დ თავისთვის რაღაცაზე იცინოდა. „რა საყვარელი ღიმილი აქვს“ გავიფიქრე ჩემთვის და უცბათ ჩემი დასტოინი მე გამომიხტა „შეეშვი შენ ეგეთ ფიქრებს არც კი იცნობ.“ ცოტა მეწყინა მისი ასეთი პასუხი,მაგრამ რას ვიზამ. ისევ ბავშვებისკენ გავიხედე და ყველა ტაშს მიკრავდა. „ვაჩე ასეთი კარგი თუ იყავი რას წარმოვიდგენდი“ ისევ გამომიხტა ჩემი დასტოინი მე სარკაზმით. ხოოო დავბრუნდეთ ახლა აუდიტორიაში.... პ.ს. დიდი ხანია ვწერ თუმცა არ მინდოდა რატომღაც გამოქვეყნება . იმედია რაღაცას გავს და მოსაბეზრებელ ა იქნება ჩემი მკითხველისთვის :* მადლობა წინასწარ :* |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.