შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჯიშკარიანის წესები (თავი 4)


13-11-2016, 06:07
ავტორი Beatrixkiddo
ნანახია 5 689

- ძალიან სასაცილოა.
- ჩაჯექი, გაგიყვან.
- სიგარეტს მანქანაში ეწევი?
- კი.
ცივად მიპასუხა, მეც ავდექი და ჩავჯექი ალექსანდრეს მანქანაში, ბევრი ფიქრის გარეშე, სალომეც ჩაისვეს, როგორც ჩანს დიდი დაძალების შემდეგ. საუბარი დავითმა წამოიწყო. მე და სალომემ კაფეში თითქმის მთელი ღამე გავატარეთ, ყავას ყავაზე ვსვამდით, ვლაპრაკობდით, ხან ის მეჩხუბებოდა რამ ჩაგაჯინა იმის მანქანაშიო, ხან მე ვეჩხუბებოდი, ამ ტიპს დაჯდომის უფლება საერთოდ რატომ მიეცითქო. ღამის ორი საათი ხდებოდა, როდესაც მამას ზარი გაისმა ტელეფონზე.
- გისმენ, ტავარიშ ნიკოლოზ.
- მოგიტაცეს?
- არა მამა, მოვალ მალე. სალომესთან ერთად ვარ.
- დაგელოდო?
- დაიძინე შენ კაცო, მოვალ მე მალე
ტელეფონი გავუთიშე და უნებურად გამეღიმა.
- რაო ნიკოლოზამ?
- დაგელოდოო?
სალომესაც გაეღიმა და ორივემ უხერხული მომენტის განსამუხტად ყავის ფინჯანს მოვკიდეთ ხელი. ორივეს ანუკა, დედაჩემი გაგვახსენდა, მაგრამ ამ თემაზე არასდროს ვსაუბრობდით. სად არის ის მწვანე აბები, ყველაზე მეტად რომ გჭირდება...
ოფიციანტი გოგონა მოგვიახლოვდა, ანგარიში პირდაპირ დამიხეთქა და მოგვახალა, ვიკეტებით და მალე გადახადეო. შენობით რომ მომართა მაგაზე პრობლემა არ მქონდა, მისი ტონი ძალიან არ მომეწონა, მაგრამ მე არ გავეკუთვნებოდი იმ ადამიანების კატეგორიას, ვინც ამაზე ერთ ამბავს ატეხდა. რა მოხდა, დაიღალა ალბათ, მთელი დღეა მუშაობს...
აი სალომე, ზუსტად ის ტიპაჟია, რომელიც ნებისმიერ უხეშ მოპყრობაზე აქციას აწყობს და ხელმოწერებს აგროვებს. ოფიციანტმა მანამ ჩვენი მაგიდა დატოვა, იქამდე ვუყურებდი მეგობარს დაჟინებული მზერით. თითქოს ვეხვეწებოდი, ახლა არ ატეხო აქ ერთი ამბავითქო.
- რა მიკვირს იცი? აქ დავდივართ წლებია და გვიცნობენ, ასეთი სახით უნდა მოგვემსახუროს?
- კაი რა სალომე, მთელი დღეა მუშაობს, მეც ხანდახან სამსახურში კლავიატურა მინდა გადავალეწო, უფროსი რომ მეუბნება გვიანობამდე მოგვიწევს დღეს მუშაობაო.
სალომეს გაეცინა და ანგარიშს გადაწვდა, დიდი გაქაჩვა გამოქაჩვის მერე, მაინც მომიგო ბრძოლაში და ამაყად გადახსნა ტყავის ჩასადები, სადაც ანგარიშის ქვითარი უნდა დებულიყო. იქ მხოლოდ პატარა ქაღალდი იდო, სადაც მობილურის ნომერი ეწერა, ქვეშ კი ბატიფეხური, ბიჭისთვის დამახასიათებელი ასოებით ნაჯღაბნი სახელი: ალექსანდრე.
- არ ვიცი უნდა მეშინოდეს ამ ტიპის თუ უნდა მომწონდეს...
ჩემთვის ჩავილაპარაკე, სალომეს გაეღიმა და ყავის ბოლო წვეთი მოწრუპა. პიჯაკი აიღო, გასვლისთვის მოემზადა.
- მოიცა, ტვალეტში შევალ, თორე ამდენი ყავის მერე, სახლამდე ჩავიფსამ.
- არ იყო საჭირო კონკრეტიკა, ნინა!
ფეხაკრეფით შევედი საპირფარეშოში, კარი უკან მოვიკეტე და საგულდაგულოდ ჩავრაზე. მარჯვენა ხელი გულზე დავიდე და სარკეში ჩემს თავს ვუყურებდი. სიყვარული რომ დაავადება იყოს, ახლა ალბათ პირველად სიმპტომებს ვგრძნობდი. ნელ-ნელა შემოიპარება ეს დაავადება ჯერ შენს გონებაში, იწყებ ფიქრს მასზე, ემოციებს ამყარებ შენში, იქნება ეს გაღიზიანება, სიამოვნება თუ ზიზღი, მნიშვნელობა არ აქვს. როდესაც საპირისპირო სქესის წარმომადგენელი შენში იწვევს ძლიერ ემოციას და მასზე გეფიქრება, ნებისმიერ დროს შეიძლება ეს გრძნობა, კარგი თუ ცუდი - სიყვარულისკენ წავიდეს. ლოგიკურად ჩამოვაყალიბე ჩემს თავში ეს ყველაფერი და შემდეგ სარკეში, სერიოზულად გავხედე ანარეკლს: რატომ აგიჩქარდა გული მისი სახელი რომ წაიკითხე? კითხვას პასუხი ვერ მოვუძებნე, მაგრამ რამდენიმე წუთის ფიქრის შემდეგ დავასკვენი, რომ უბრალოდ გამაკვირვა მისმა ასეთმა საქციელმა, ანგარიშს ველოდი და გადახდილი დამხვდა, თან ნომერთან ერთად, ძალიან გადაძაბული დღე მქონდა და უბრალოდ ანერვიულებული ვიყავი. დასამოწმებლად ისევ ანარეკლს გავხედე და თავი დავუქნიე. ახლა უკვე შემეძლო გასვლა. კარი რომ გავაღე, ოფიციანტი გოგონა დამხვდა, უკმაყოფილო სახით.
- მეთქი ჩავარდათქო..
- ბოდიში?
პასუხი გოგონამ არ გამცა და ბართან გაბრუნდა, ხელები მკერდზე გადაიჯვარედინა და თვალს მიემალა. მაგიდასთან დაბრუნება გადავწყვიტე, სადაც სალომე მელოდებოდა, მაგრამ ვერსად ვერ ვიპოვე ჩემი მეგობარი. ერთხელაც გავიხედე უკან, უკმაყოფილო ოფიცინატი მეორე გოგონას ეჭორავებოდა რაღაცას, აღარ მიმიქცევია ყურადღება და გარეთ გავედი, სიგარეტს მოვუკიდე, ბოლო ღერი იყო. ჯანდაბა, ახლა ღამე სად ვიყიდო სიგარეტი, ლელიკო კაი ხნის დაკეტილი იქნება...
ტელეფონი ამოვიღე და სალომეს დავურეკე. არ აიღო, უკვე ნერვიულობას ვიწყებდი, ჩემს წინ ნაცნობი ჯიპი რომ გაჩერდა, ფეხებთან ძალიან ახლოს.
- უკაცრავად, ქალბატონო ტარებას ახლა ვსწავლობ.
თავი ალექსანდრემ გადმოყო, უკან სალომე იჯდა, უკმაყოფილო სახით, გვერძე კი დავითი ეჯდა, ძალიან , ძალიან კმაყოფილი სახით.
- ძალიან სასაცილოა.
- ჩაჯექი, გაგიყვან.
- სიგარეტს მანქანაში ეწევი?
- კი.
ცივად მიპასუხა, მეც ავდექი და ჩავჯექი ალექსანდრეს მანქანაში, ბევრი ფიქრის გარეშე, სალომეც ჩაისვეს, როგორც ჩანს დიდი დაძალების შემდეგ. საუბარი დავითმა წამოიწყო.
- ასე გვიან ხშირად ხართ ხოლმე გარეთ?
- არა, დღეს პირველად, თორე წესიერ გოგოს ღამე გარეთ რა უნდა.
სალომემ უპასუხა, სხარტად, ირონიით გაჟღენთილი მანერით და მე გამეღიმა, ჩემი ენამოსწრებულობა თუ აღიზიანებდა ამათ, მაშინ სალომეს პასუხები გულს გაუხეთქავდა.
- მეც მაგას ვფიქრობ, ზუსტად.
დავითიც არ დაიბნა. ალექსანდრე მანქანის სარკიდან დავითს უყურებდა, მე სალომეს და ვიყავით ესე, უკანა სავარძლის ყურებაში გართულები. მერე ნორმალურად წავიდა საუბარი, გამოგვკითხეს სად სწავლობთო, რამდენი წლისები ხართო, რას აკეთებთო. როდესაც ჩვენი ჯერი დადგა კითხვა დაგვესვა, პასუხს ვერ ვიღებდით ნორმალურს, სწავლით ესენი არ სწავლობდნენ და სამსახურზე კი უბრალოდ ბიზნესი გვაქო, გვიპასუხეს, რისი - არ თქვეს.
ჩემს თავში დაიწყო ათასმა ფიქრმა ტრიალი: პროფესიონალი ქილერები არიან, ან კოკაინის გადამზიდები, შეიძლება ტრეფიკინგით იყვნენ დაკავებული, ახლა ალბათ მანდ წაგვიყვანენ მე და სალომეს, ორი ბატი, რომ ჩავუხტით მანქანაში უცხო ტიპებს. ისე ესენი რას ფიქრობენ ნეტა, ორი გოგო, ღამე მარტო თითქმის უცნობ ბიჭებთან ერთად, რა კარგი შთაბეჭდილება დარჩებათ ალბათ ჩვენზე.
- შეყვარებული გყავს?
დავითმა კითხა სალომეს, რომელმაც სხარტად მოატყუა, მყავსო. ორივე ბიჭი დაიბნა, მე ჩემთვის გამეღიმა.
- ვინ?
- რაში გაინტერესებს ან რატო უნდა გითხრა.
- იმიტო რო მატყუებ იავნად, მე კიდე მატყუარა გოგოები არ მიყვარს.
- ნუ გიყვარს მერე.
დავითს სახე მოერყა, სალომეს პირიქით - საყვარელი ღიმილი დათამაშებდა სახეზე. ორივე გვაგვდით ერთმანეთს ხასიათით, მაგრამ გარეგნულად სრული ოპოზიტები ვიყავით ერთმანეთის. სალომეს სახასიათო, შავი თმა ჰქონდა, ზუსტად ასახავდა მის პრინციპულობას, თვალები კი უღრან ტყეს მოგაგონებდა, ისეთი მუქი მწვანე იყო, მხოლოდ სინათლეში თუ დაინახავდი, მის ფერიანობას, როცა სევდიანი იყო, მწვანედ უელვარებდა და ერთადერთი ადამიანი იყო ვისაც ტირილი ძალიან უხდებოდა, ალამაზებდა კიდეც, თუ ეს საერთოდ შესაძლებელი იყო. ერთი სიტყვით ვერ იტყოდი რომ უბრალოდ ლამაზი გოგონაა, სალომე იყო რაღაც სხვა, ერთხელ რომ დაინახავდი, ვერ წაშლიდი გონებიდან, ყველა ცნობდა, სულ რომ ერთხელ ენახათ, მთელი ცხოვრება ემახსოვრებოდათ სახეზე. წვრილი ტან-ფეხი და ნაზი ხელები ჰქონდა, მაგრამ ძლიერი და მტკიცე ხასიათის იყო. ბევრს მოწონდა, მაგრამ ვერავინ ამჟღავნებდა, ისეთი გოგონაა, ვერ გაუბედავ ვერაფრის თქმას, დიდ ბურთში იჯდა, მთელი ცხოვრება, თავი რომ დაეცვა უაზრო გრძნობებისგან, თვითონ სიყვარულს ასეთი სახელი მოუფიქრა.
ამ ფიქრებში გართულები სალომეს სახლს მივუახლოვდით.
- ნინა, დარჩი ჩემთან!
ისეთი ხმით მითხრა, თხოვნას არ წააგავდა და მეც თავი დავუქნიე.
- დიდი მადლობა , მართალია ძალით წამომიყვანეთ, მაგრამ მაინც.
სალომე დიპლომატიურად დაემშვიდობა ბიჭებს და მანქანიდან გადავიდა, მეც კარი უკვე ღია მქონდა, მადლობა ვთქვი და ის იყო კარი უნდა მიმეხურა, დავითმა გადმოყო ფანჯრიდან თავი.
- შევხვდებით ჩვენ ერთმანეთს
სალომესკენ გაიშვირა თითი და უცნაურად გაუღიმა.
- ჩემი ნებით ნამდვილად არა.
- ხოდა მაშინ ჩემი ძალით.
ალექსანდრეს გავხედე , ის უკვე მე მიყურებდა თვალებში. გავუღიმე და კარი დავკეტე. სალომე სადარბაზოს კარი გააღო და როგორც კი ფეხი შიგნით შევდგი მაშინვე სიცილი დაიწყო.
- რა იდიოტია! პროსტა რამდენს ბედავს!
სახეზე სულ წითელი იყო და თვალები უცნაურად უციმციმებდა.
არაფერი ვუპასუხე, ტელეფონი ამოვიღე და მამას მივწერე მესიჯი, სალომესთან დავრჩითქო, დილით ნახავდა და აღარ ინერვიულებდა. პასუხი მომწერა უმალვე, კარგიო. მაინც მელოდებოდა, თურმე.
შავი თმა ერთი ხელის მოსმით გაათავისუფლა ნაწნავისგან და სახლის კარები გასაღებით გააღო. შიგნით შესულს უცნაური შეგრძნება დამეუფლა, სრული სიჩუმე და სიცივე იყო. არავის ეძინა, ამიტომ ჩუმად სიარულიც არ გვიწევდა. შუქები ააბრდღვიალა სახლში და სასტუმრო ოთახში, სავარძელში ჩაესვენა.
- აუ ახლა გამახსენდა, ხვალ წიგნის პრეზენტაციაა!
- ხვალ?! აკი 19-შიო?
- მერე ხვალ რა რიცხვია.
- თვრამეტია ხვალ, გული გამისკდა სალომე, რა დაბდურა ხარ.
სალომემ დაბნეულმა ჩახედა ტელეფონში კალენდარს და დამშვიდებული მზერით შემომხედა. თითქოს უნდოდა რაღაცის თქმა, მაგრამ არ ამბობდა, ან ვერ დაალაგა წინადადება, როგორც ან რა ეთქვა.
- ძალიან უცნაური შეგრძნება მაქვს ამ ალექსანდრეს მიმართ, კი არ მომწონს აი, უბრალოდ, არ ვიცი. რაღაც მხრივ, მიხარია გარეთ რომ დაგვხვდა, არადა რა მოსაწონი ეგ არის, ვიღაც მაფიოზიო თუ ქურდიო, რავიცი.
- მე კიდე სულ იმას ვფიქრობ ის დავითი, დადუ თუ ვინცაა, მაიკის გარეშე როგორია.
ისტერიკული სიცილი აგვიტყდა ორივეს, განვიტვირთეთ, ძლივს ამოვღერღეთ რისი თქმაც გვინდოდა და გვრცხვენოდა. ხანდახან რაღაცებს ჩემ თავთან ვერ ვაღიარებდი, მაგრამ სალომეს ყოველთვის სიმართლეს ვეუბნებოდი ჩემს გრძნობებზე. ბავშვობის მეგობრები ვიყავით, ერთმანეთში დასამალი არაფერი გვქონდა. დედაჩვენები მეგობრობდნენ, უნივერსიტეტიდან. ერთად ვიზრდებოდით, ერთ სკოლაში დავდიოდით. დედაჩემი ანუკა, და სალომეს დედა ნინო, თითქმის ყოველ დღე ერთად იყვნენ.
დედა ნელ-ნელა გახდა ავად, ჯერ უბრალოდ ბეჭებს იტკიებდა, ხანდახან ქრონიკულად ტკიოდა წელი, ყელი და თავი. წნევები და არითმიები აწუხებდა, არადა ახალგაზრდა იყო ზედმეტად ასეთი პრობლემებისთვის. მამაჩემზე 10 წლით უმცროსი იყო, 40 წლის ქალი ასე ცუდად, რატომ უნდა ხდებოდესთქო კი ვფიქრობდი, მაგრამ რეალურად მის ცხოვრების სტილს ვაბრალებდი ყველაფერს. დიასახლისი იყო, მთელი დღე რეცხავდა, ალაგებდა, ამზადებდა და აცხობდა. მე და მამა თითქმის ყოველ დღე ვეხვეწებოდით, ექიმთან წადითქო, მამა ეხუმრებოდა, ამ ოჯახში ბებერი მარტო მე ვარ და წელი ჯერ არ ამტკიებია, შენ რაღა გჭირსო, ამაზე მერე იწყებოდა ლაპარაკი, რომ დედაჩემი მთელი დღე მუშაობდა, შრომობდა და ტვირთს ეზიდებოდა მაღაზიიდან, ამიტომ წელის ტკივილი არ უნდა ყოფილიყო გასაკვირი, მამაჩემიც ადგებოდა, მაგიდაზე ხელს დააბრეხვებდა და თავის ჭკუაში მკაცრად იტყოდა, აღარ ასწიო მძიმეები, მოუფრხილდი შენს თავსო. ოჯახში უფროსი დედა იყო, მამას მუქარები ჩემზეც კი არ ჭრიდა. სალომეს დედაც იგივენაირად ცხოვრობდა, ჰოდა ეს ორი დიასახლისი დაურეკავდნენ ერთმანეთს ქალაქის ტელეფონზე და მიდიოდა ჭორაობა ცხოვრებაზე, მეგობრებზე, ქმრებზე, შვილებზე და ასე შემდეგ. მეთორმეტე კლასში ვიყავი, მათემატიკის გაკვეთილი რომ გავაცდინე და სახლში ადრე მივედი, სალომეც არ იყო იმ დღეს სკოლაში, ჰოდა გადავწყვიტე უაზრო დღე მალე დამემთავრებინა. ეზოში რომ შევედი, ფანჯრებიდან მეზობლები იყურებოდნენ. ჩემს დანახვაზე ყველა რაღაცას ჩურჩულებდა, ან სულაც სახლში შედიოდნენ, თვალს მარიდებდნენ. ლილიკოს გარაჟის მაღაზიას დიდი ასოებით ეწერა - დაკეტილიაო. არადა ლილიკო შიგნით იჯდა, თავჩახრილი. მაშინვე მივხვდი, რაღაც არ იყო კარგად, მაგრამ იმას ვერ ვიაზრებდი, რომ ეს ყველაფერი ჩემს ირგვლის ხდებოდა, ჩემი ტრაგედია იყო და არა სხვისი. სახლში ასულს სახლის კარი ღია დამხვდა. ნელა შევაღე და მინდოდა დამეძახა, მაგრამ ძირს სახლის ტელეფონი ეგდო და დედაჩემის სათვალე, სულ ნამსხვრევებად ქცეულიყო. გულში რაღაც ჩამწყდა, ვიფიქრე ცუდად გახდათქო და ჩქარი ნაბიჯებით ჩემი მშობლების ოთახში შევედი.
დედას სახეზე ფერი არ ჰქონდა, ძალიან თეთრი იყო. მისი ხელი მუხლებზე დამხობილ მამაჩემს ეკავა და რაღაცას ებუტბუტებოდა. ჩემი ანუკა, ჩემი ანუკა, მხოლოდ ეს სიტყვები გავარჩიე, როდესაც ზურგზე ხელი ვიგრძენი და შეტრიალებულს ნინო დამხვდა, სალომეს დედა. თვალები სულ ჩასიებული ჰქონდა, ტუში ცრემლებს სულ შავ ხაზებად გაეშალათ ლოყაზე.
რაღაც მითხრა, აღარ მახსოვს, ოდნავ მომაწვა ზურგზე, ოთახიდან ჩემს გამოყვანას ცდილობდა. მე კი ასე გაშეშებული ვუყურებდი ჯერ მამას, მერე დედის უსულო სხეულს და მერე ნინოს. მილიონი კითხვა ტრიალებდა ჩემს გონებაში. მერე რა მოხდა არც მახსოვს.
ანევრიზმა ჰქონია დედას, გულთან ძალიან ახლოს და ერთ დღეს, ასე უბრალოდ გაუსკდა. თურმე ამ ანევრიზმას არ ახასიათებდა რაიმე სიმპტომები, უბრალოდ ბეჭების ატკიება და წნევები იცოდა. სიგარეტის მოწევამაც გაართულა მდგომარეობა და ასე, 40 წლის დედა დავკარგე, ჯერ 18 წლისაც არ ვიყავი გამხდარი. მამამ ცოლი დაკარგა, რომელთანაც 20 ულამაზესი წელი ჰქონდა გატარებული. ნინომ მეგობარი, რომელიც დასავით ჰყავდა, სალომემ მეორე დედა დაკარგა. ყველას დიდი დარტყმა მოგვაყენა ანუკას გარდაცვალებამ, მაგრამ ყველაზე მძიმე ალბათ ჩემთვის და მამასთვის იყო, რადგან ჩვენს თავში გაჩნდა კითხვები : შეგვეძლო ამის არიდება თავიდან? ჩვენი ბრალია?..
ამ ფიქრებმა, უკვე თვრამეტი წლის ასაკში მძიმე დეპრესიაში ჩამაგდო, ყოველ ღამე მამას ჩემი ტირილი ესმოდა და საწოლიდან ადგომა მიჭირდა. სახლიდან აღარ გავდიოდი. მაშინ შემოაბიჯეს ჩემ ცხოვრებაში მწვანე აბებმა. 2 წელია რაც ვსვამ და ჯერჯერობით ვერ მოვნახე სწორი დრო, რომ თავი დამენებებინა, ვერ ველევი, ისევ მეშინია იგივე მორევში არ ჩავარდე, სადაც ღამე ცრემლებით სრულდება და დღის დასაწყისი არასდროს მიხაროდა.
სალომეც არ იყო კარგ დღეში. რამდენიმე თვეში, დედაჩემის ამბავიდან, მშობლები გაშორდნენ. მამა - საყვარელთან წავიდა. მე და ნინო კი ერთი და იგივე აბებს ვსვამდით, ოღონდ ის ზედმეტ დოზას, რის გამოც სულ გაღიზიანებული ან სულ უემოციო იყო. ძნელი პერიოდი გადაიტანა სალომემ, მაგრამ შემდეგ ცოტა წამოვიზარდეთ, უკვე 19 წლისები ვიყავით და ნინოს ხელი მოვკიდეთ და გავიტანეთ სახლიდან, ხან შოპინგზე მიგვყავდა, ხან ძალით ვაყურყუტებდით ჩვენთან ერთად კაფეში. ამ ვოიაჟებიდან ერთ-ერთი საბედისწერო აღმოჩნდა და ნინომ ირაკლი გაიცნო. ირაკლი ბიზნესმენი იყო, ერთ-ერთი დიდი საავტომობილო ქსელის დირექტორი იყო საქართველოში. რამდენიმე თვის წინ ცოლად გაყვა, სალომე დაჟინებით ითხოვდა, წყვილი მარტო უნდა ცხოვრობდესო და ირაკლიმ ბინა უყიდა, სადაც მარტო იცხოვრებდა. ყველაფერი კარგად დასრულდა ნინოსთვისაც და სალომესთვისაც, მაგრამ სალომეში მამის წასვლამ დიდი კვალი დატოვა. სიყვარულზე ხელი ჩაქნეული ჰქონდა და სუსტებისთვის განკუთვნილ უაზრო გრძნობას ეძახდა. მე სიყვარულზე საერთოდ აზრი არ გამაჩნდა, არც მომწონდა, არც მეზიზღებოდა. უბრალოდ ვიცოდი რომ ძალიან ძლიერი რამ იყო, ცოტა მეშინოდა მისი, მეტი არაფერი. ზუსტად იგივეს ვფიქრობდი ალექსანდრეზეც, ძლიერი იყო ძალიან, თავს დაცულად ვგრძნობდი, მას შემდეგ რაც ჩემს ენას შეეშვა, მაგრამ ცოტა მაინც მეშინოდა მისი.
ღამე ვერ მოვისვენე და სამზარეულოში გავედი,გრძელი მაიკით შემოვსკუპდი ფანჯრის რაფაზე და სიგარეტს მოვუკიდე. ტელეფონი გავხსენი, ფეისბუქზე შევედი. ალექსანდრე ჯიშკარიანი... არავინ არ მოიძებნა. შემდეგ უკვე გუგლს მივადექი და უბრალოდ ჩავწერე მისი სახელი. არც ერთი სოციალური ქსელი და გუგლიც კი არ ცნობდა ამ სახელ და გვარს. ტელეფონმა ჩემს ხელში დაიზუზუნა და შევკრთი, კინაღამ გადმოვარდი მეხუთე სართულის ფანჯრიდან, მაიკის ამარა. მესიჯი უყი უცხო ნომრიდან.
ალექსანდრე ვარ, რომ დაგირეკო აიღებ?
გულის ცემამ იმატა, არ ვიცოდი რა მიმეწერა, ამიტომ მეორე ღერს მოვუკიდე და იმაზე ფიქრში მიმეწერა კი თუ არა, ტელეფონი აწკრიალდა. ალექსანდრეს ნომერი რეკავდა, ცოტა ხანი ვაცადე და შემდეგ ავიღე, თავი მოვიმძინარე.
- გისმენთ.
- არ მიყვარს, როცა უყურადღებოდ ტოვებენ ჩემს მესიჯს.
- რომელი ხარ?
ალექსანდრემ ხმამაღლა ამოიხვნეშა, მე კი პირის ახევამდე გამეღიმა, კმაყოფილი ვიყავი საკუთარი თავით.
- რომელი ვარ კიარა, ეგ ლამაზი ფეხები მთელი უბნის დასანახად რომ გაქვს გადმოლაგებული, ჩამოიღე და სიგარეტი არ გიხდებათქო, ორჯერ ნუ მამეორებინებ.
ისე შემეშინდა რაფიდან პირდაპირ იატაკზე გადმოვარდი, სიგარეტს ხელით დავეცი და ამოვიკნავლე. ტელეფონი იმწამსვე გავთიშე. შეშინებული ვიჯექი ესე, არ ვიცოდი რა მექნა, ან აქ რა უნდოდა, მითვალთვალებდა?! მანიაკია, არა ხო ვიცოდი რომ ეს ტიპი გიჟი იყო, რა მინდოდა, რას წამოვიკიდე. ნელა წამოვდექი ფეხზე და თავი ფანჯარაში შეშინებულმა გავყავი. ქვემოთ ვიღაც ბიჭები იდგნენ, ალექსანდრეს არც ერთი გავდა. საქმიანად ლაპარაკობდნენ, ერთი-ერთმა პირდაპირ ჩემსკენ ამოიხედა. დავითი იყო, თვალი ჩამიკრა და გამიღიმა.
- ტელეფონი ჩართეო იმან, გიჟს გავს.
ხმამაღლა ამომძახა, საპასუხოდ ფანჯარა დავკეტე და უცებ წავედი დასაძინებლად. ტელეფონი ჩავრთე. დამირეკა იმ წამსვე.
- იტკინე რამე?
- საიდან დამინახე.
- იტკინეთქო რამე?
- არა... საიდან დამინახეთქო.
- თვალები და ყურები მაქვს ყველგან.
- ჩემი ქართულის მასწავლებელი იძახდა ხოლმე ეგრე.
სიტყვები დასრულებული არ მქონდა, უკვე ვინანე რომ ვთქვი, ახლა დაიწყებს ენას მოგაჭრი და თითს არ დაგიტოვებ ხელზეო, ვიფიქრე. საპასუხოდ კი პატარა ჩაცინება გაისმა ტელეფონში.
- დრო მინდა ცოტა და სხვანაირად აგაჭიკჭიკებ, ნინაჩკა. ისე გაითვალისწინე, ამიერიდან ყველა გიცნობს როგორც ჩემსას. შენ კი ჩემგარდა სხვა - დაივიწყე.



№1 სტუმარი matata

აააავაიმე წეღან გადმივედი შენს გვერძე როარდამხდს მეწყინა მერემესამე თავისკომენტარებს დავუყევი და როვნახე ვეწერო დს დილით დადებენო უკან დავბრუნდი და დამხვდა ^______^ წავეი წავიკითხი ახლა *_*

 


№2  offline მოდერი bibo

უჰუ დავდე და შემოვქროლდი უცებ bowtie bowtie იქაც ხო წავიკითხე ეხაც ხო წავიკითხე კიდო ხო წავიკითხავ უხ სასწაული ხარ საოცრება ვგიჟდები მარწყვისქულა მე შენზე რა კამფეტი და კომფოტი ხარ შენ ხო არ წარმოიდგენ heart_eyes kissing_heart ვაიმე სალომე და დათოც რამფა მომწონს ვერ წარმოიდგენ დათოს სიტყვებზე გული ამიჩქარდა მეც შევხდებითმარტოკაო რამფრა დაწია bowtie bowtie რის წამლებს ყლაპავს ეს გოგო ინდაურივით ვერ გავიგე joy joy joy joy ვაიმე ეს ალექსანდრე რა მუსუნა და ჩმუსუნა მყავს ბისკვიწიი მარწყვის ჯემი და ალუჩის კურკავ ვგიჟდები პაწაწო მე შენზე ჩემო ტკბილო ორცხობილავ და დობრაწულო მარწყვის ქულააა ჯემოოო

 


№3 სტუმარი Guest Eka

Momwons,momwoons,moooomwoons ♥♥♥♥♥

 


№4 სტუმარი matata

ვაიმე რა კაი იყო პროსტო დიდი თავები მინდა მაინც არმეყო :დდ *_*

 


№5 სტუმარი Guest nita

auuu tavebu gazarde raaa plzzz. ar mkofnis iseti kargia :-)

 


№6  offline აქტიური მკითხველი select

ჰაჰაჰაჰა რა კარგად ვიცინეე
კაი იყოო რაა რა საყვარელიაა ეს გოგოო
სალომეც და დავითიც
ნუ ეხლა ჯიშკარიანზე აღარაფერს ვამბობ joy
მაგრად გამიხარდა ახალი თავის დანახვაა
არ დაგვეკარგოო

 


№7  offline წევრი aNuGi

ძალიან მომწონს, ასე გააგრძელე და ეცადე არ გააბანალურო რა.
წარმატებები! <3
--------------------
"love only comes once. it's moves like the sea. but it's always the same" - twice born

 


№8 სტუმარი lanu

Vaimeee vaimeeee es ra magari iyoooooooo gavgijdi da gadavirieeee.ai umagresi xar shoki mokiii.vgijdebii alekszeee.veli axal tavs :)

 


№9  offline აქტიური მკითხველი უცნობი ქ

უჰუ როგორ მომწონს ჯიშკარიანის წესები.... აა კაცი ორ წამში არ გაუიასნა ყველაფერი... მაგარი თავი იყო თან ვიხალისე და თან გულიც დამიმძიმა ბინას და სალომეს ისტორია... მოკლედ მოუთმენლად ველოდები ახალ თავს...

 


№10 სტუმარი Mia

Uhuuuu dzaaan momwoons ✨ magariaaa dzaan da sasiamovno wasakitxi velodebi momdevnooos

 


№11  offline წევრი OnlyGirl

უჰჰ როგორ მომწონს ორივე :დ <3

 


№12 სტუმარი Uhuu

Vaimeee mgonii gavgijdebi ise momcooons
Shokshi var isemomcooons
Gtxoov male dadee ra

 


№13  offline აქტიური მკითხველი La-Na

კარგი ოყო ნამდვილად.მომწონს ალექსანდრეს წესები ხომ იცი.ასე გააგრძელე ძვირფასო

bibo შენს კომენტარებზე ვგიჯდები.ისე გემრიელად საყვარლად გადმოცემ ხოლმე ყველაფერს,ისტორია რომც არ მოწონდეს ადამიანს შენ შეაყვარებ შენი კომენტარებით
--------------------
ლანა

 


№14  offline წევრი davinna

Dzalian momwons es istoria da gtxov male dade xolme ra tavebiiiii..

 


№15  offline წევრი ანაკო

aeuff ra qaiaa male dade xolmee

 


№16  offline აქტიური მკითხველი თაკოთაკო

აუ რა კარგი იყო მალე დადე სგემდეგი
--------------------
თ.ჭიღლაძე

 


№17  offline წევრი ლუკკიანეცცი

ვაიი გუულიიი!!! ძალიან მომწონს და რავი რაღა დავწერო არ ღირს ბევრი წერა ისედაც ნათელია ყველაფერი. უჰჰ რა თავი იყო:))) კაია რომ დიდხანს არ გვალოდინებხოლმე ეგრე გააგრძელე.♥♥

 


№18  offline მოდერი sameone crazy girl

აუ როგორ მევასება ეს ბიჭი

 


№19  offline წევრი nini :)

miyvars me svaneebiiiiii.... magaria male dadeeeeee.....

 


№20 სტუმარი mtvaro svani

mishvelet cudad var

 


№21  offline წევრი კოკი

ეეეეეეეეეეე ამაგარიიი იყოოოოოოოოოოოოოოო.. საყვარლებიიიიიიიიიიიიიიიიიიიიი ....დზააან საყვარელიი ტავიიი იყოო თანაც დიდი და მესიმოვნა ძლიანნნ .. მაგარიი ისტორიაააა...... ისა და რა უნდა გიტხრა იციიიი ბანდიტი და მეს გაგრდზელება არ გაქ???ან არ დადებბ?? ძაან დამაინტერესა შენს გვერძე რომ შემოვედი დავიწყე კითხვა და გაგრძელება აღარააა მეცხრე თავის შემდეგ არადა გეწერა დავასრულებო დაა თუ გაქ კიდევვ მართალია ძველია ჩოტა მარა მინდაა რაააა გთხოვვვ.... და ხო რაც შეეხება ამისტორიასსს იმედია აღარ დაგვიანებ რადგან მომწონსსს დააა ველი გაგრძელებას საყვარეოოოოო ძაან კარგად წერრრრრრ <3

 


№22  offline წევრი Beatrixkiddo

კოკი
ეეეეეეეეეეე ამაგარიიი იყოოოოოოოოოოოოოოო.. საყვარლებიიიიიიიიიიიიიიიიიიიიი ....დზააან საყვარელიი ტავიიი იყოო თანაც დიდი და მესიმოვნა ძლიანნნ .. მაგარიი ისტორიაააა...... ისა და რა უნდა გიტხრა იციიიი ბანდიტი და მეს გაგრდზელება არ გაქ???ან არ დადებბ?? ძაან დამაინტერესა შენს გვერძე რომ შემოვედი დავიწყე კითხვა და გაგრძელება აღარააა მეცხრე თავის შემდეგ არადა გეწერა დავასრულებო დაა თუ გაქ კიდევვ მართალია ძველია ჩოტა მარა მინდაა რაააა გთხოვვვ.... და ხო რაც შეეხება ამისტორიასსს იმედია აღარ დაგვიანებ რადგან მომწონსსს დააა ველი გაგრძელებას საყვარეოოოოო ძაან კარგად წერრრრრრ <3

ძალიან დიდი მადლობა, ბანდიტი და მე-ს გავაგრძელებ, მხოლოდ მას შემდეგ ,რაც ამას დავასრულებ.ქართულში უძლიერესი ვარ, რა გამართული წინადადება დავწერე, ჩემი თავის მიკვირს :)) მადლობა, რომ მოგწონს ჩემი ისტორიები

 


№23 სტუმარი Kirito

Uhuu ra chasakbechi tavia
Ragac axalia dzvel istoriebtan shedarebit
Rogorc chans sul sxva xazit waxvedii
Magram namdvilad sasiamovnod
Mmm imedia "siyvaruli gijis enaze" da "banditi da me" s gaagrdzeleb
Xo da velodebi shendeg tavs male icodee

 


№24 სტუმარი Blonde

Zogadad ver vitan am tipis bichebs magram es sainteresoa DA titqos momwons kidec :D kargia dzalian ase gaagrdzele DA sheecade banaluri ar gaxdes :* warmatebebi :*

 


№25  offline წევრი Kendalli

გიჟი ხარ შენ ადამიანო?! ასეთი ჭკუის პატრონი ❤❤❤ასეთი ნიჭიერი რა გაჩნდი???❤❣უძაანმაგრესია ბრავო ქედს ვიხრი შენს წინაშე ❤❣ძაან ბევრი ისტორია მაქვს წაკითხული და ეს მათ შორის ყველაზე საუკეთესოა❣❤❣❤ასეგააგრძელე ❣❤ყ❣ო❣ჩ❣ა❣ღ❣❤❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent