ტკბილი შეცდომა- ნაწილი 10
პალატაში თავს ძალიან ცუდად ვგრძნობდი. აქეთ ლუკა და ცოტნე მედგნენ, აქეთ დედიკო და ლიკა. ყველა მამხნევებდა და მეუბნებოდა რომ იმედი არ დამეკარგა. მათმა გვერდში დგომამ დამეხმარა და ისე აღარ ვწიოდი როგორც ადრე. მაგრამ... პალაიტან გამომწერეს. უკვე აზრი აღარაფერს ქონდა. ჩემი პატარა აღარ დაიბადებოდა. საშინელი გრძნობა იყო ეს, საშინელი -ჩემმა გოგომ გაიღვიძა-შემოვიდა ლუკა ოთახში და ლანგარით ყავა და კრუასანები შემოიტანა. მე უბრალოდ თბილად გავუღიმე.აღარაფრის თავი აღარ მქონდა. ძალით ვიღიმოდი, და ძალით ვარსებობდი.მაგრამ მხოლოდ ლუკაღა დამრჩენოდა და მას ვერ მოვექცეოდი ასე აფერისტულად. -ჩემი ბიჭი-ვუთხარი წყნარი ნაზი ხმით. -ესეც შენ-დადგა ლანგარი პატარა მაგიდაზე. -დიდი მადლობა-გავუღიმე თბილად. ასე. ყოველდღე ყავით და ტკბილეულით. სულ ტკბილი და თბილი სიტყვებით. ასეთი ლუკა არასდროს მენახა. სულ უნდოდა რომ კარგ ხასიათზე ვყოფილიყავი. მაგრამ ლუკამაც დაკარგა შვილი და არა მარტო მე. -ძალიან მიყვარხარ-ჩავკიდე ხელი ლუკას და პარკს გავუყევი. -მეც ჩემო პრინცესავ, უბრალოდ არ ინერვიულო, თორემ მოვკდები-გამიღიმა და თვალები წამიერად დამიხუჭა. -ასე ადვილად ვერ გადავიტან, მაგრამ ვცდილობ ლუკა. შენც მინდა რომ მშვიდად იყო. მინდა რომ არ ინერვიულო. ვიცი ჯამბაზად ხარ გცეული ოღონდ მე გამამხიარულო, მაგრამ ვიცი რა დღეშიც ხარ მარტო რომ დარჩები. ვიცი რომ შენც ძალიან გტკივა, შენც განიცდი ამ ამბავს. არმინდა რომ ცალკ-ცალკე გადავიტანოთ ეს ამბავი. მინდა რომ ერთად შევძლოთ ამ საშინელი ამბავის გადატანა-გავუღიმე და ხელს მოვუჭირე. -ჩემი სიცოცხლე ხარ. შენ ხარ ჩემი ძლიერი გოგო. -შენ კი ჩემი ჯამბაზი-დავეჭყანე ლუკას. გადიოდა დღეები. მეც ცხოვრებაზე წარმოდგენები მექმნებოდა. ზაფხული დადგა. -წამოდი ზღვაზე წავიდეთ გინდა?-ჩემსკენ გადმოტრიალდა ლუკა და გამიღიმა. -კარგი აზრია-ცხვირზე მოვუჭირე ხელი. -ბათუმში წავედით? -წავედით-გავუღიმე და საწოლიდან ავდექი. ყველაფერი გავამზადეთ ბათუმში წასაღებად. ტანსაცმელები, პირადი ნივთები. -მზად ხარ დაუვიწყარი დრო გაატარო ბათუმში ჩემთან ერთად? -დიახ ბატონო ლუკა-დავუქნიე თავი ლუკას და გავუღიმე. დიდი ხნის მოგზაურობის შემდეგ ჩავაღწიეთ ბათუმში. სასტუმროში დავბინავდით. -დავიღალე-დაახტა საწოლს ლუკა და ხელები გაშალა. -მეც ძალიან-ღრმად ჩავისუნთქე.-დღეს რა გეგმა გაქვს? -დღეს? საიდუმლოა-დამეჭყანა -ეგრე იყოს. მოკლედ საღამოსთვის მოვწესრიგდით. -წავედით ზღვაზე-თვალი ჩამიკრა ლუკამ. -მოიცა მოიცა. ზღვა არის სიურპიზი?-გამეცინა -წავედიით. ზღვაზე ჩავედით. იმდენი ხალხი იყო და იმდენი ეროვნების თავგა ამებნა. ლუკამ ვიღაც კაცთან მივიდა, კაცმა გაუღიმა. -მოდი-ხელი ჩამკიდა ლუკამ. -რახდება ლუკა? -ჩვენ უნდა ვიფრინოთ -როგორ?-გამეცინა -პარაშუტით-თვალი ჩამიკრა და გაეცინა. -რაა? მეშინია ლუკაა -ჩემთან ერთად? ჩავფიქრდი -ჰოკაიი. -მზად ხართ?-გვიკთხა უცნობმა კაცმა -კი-უთხრა ლუკამ -არაა-დავიყვირე. -წავედითთთ-დაიწყო ყვირილი ლუკამ. და ავფრინდით. გული გამალებით მიცემდა, ამოვარდნას მქონდა. ზემოთ და ზემოთ მივიწეოდით, ბათუმიც ულამაზესი ხდებოდა ზემოდან. ვკიოდით და გვიხაროდა. რატომ გამოვტოვე ნეტა ეს საოცრება? ლუკამ ტელეფონი ამოიღო -გაგიჟდი ლუკაა? -გაიღიმა. გიჟია-გავიფიქრე გულში და სილამაზით დავტკბი. ის დღეე. ის დღე იყო დაუვიწყარი, საოცარი. ბოლოს და ბოლოს პარაშუტზე სელფი გვქონდა. -ვაიმე რა გიჟობა იყო-ვუთხარი ჩამოსვლისას. -ძალიან მაგარი იყოო-დაისწყო სიცილი. სასტუმრომდე აღარც მახსოვს როგორ მივაღწიეთ.. -ვაიმე როგორ მეძინება-ჩაიბურტყუნა ლუკამ და მაისური გაიხადა -აუ ახლა უნდა დაიძინო?-ავწუწუნდი და სკამზე ჩამოვჯექი. -ხო, მოდი ჩემთან შენც დაიძინე -არმინდა-გავაშვირე ცხვირი. -კაი რა ნუ ბრაზობ-მომიახლოვდა-იცი რა დაღლილი ვარ-წელზე ხელი მომხვია და მაკოცა-შენ თუგინდა გარეთ გადი და ბათუმი მოინახულე. -ზუსტადაც. პირველივე ბიჭს ლოგინში რომ ჩავუწვები მერე დაიძინე შენ-ვუთხარი და გველურად გავუღიმე -წარმატებები-თვალი ჩამიკრა-ის ბიჭი მომიკითხე, უთხარი ქმარმა მოგიკითხაო. -აუცილებლად-გამეცინა და გარეთ გავედი. საღამოს ბათუმის მოსანახულებლად გარეთ გავედი. ვერ გადავეჩვიე იმ აზრს რომ აღარ ვიყავი ორსულად, ან ვერ გადავეჩვიე პატარა მუცელს. ზოგჯერ დავიხედავდი და ცოტახანი მიკვირდა. ბათუმში დავხეტებოდი. პიაცას ვესტუმრე. ნაზი ჰანგები ისმოდა, ხალხის ფუსფუსი, ზღვის სუნი, ბათუმის სუნი. მერე პარკში წავედი, 6 მაისის პარკში. უამრავი ბავშვი, კივილი, ატრაქციონების ზუზუნი, ბავშვების სირბილი. ბამბის ნაყინი ვიყიდე, ცოტა არ მესიამოვნა მარტო რომ ვჭამდი ლუკასთან ერთად რომ ვიყავი მიჩვეული. ბავშვებს თბილად ვუღიმოდი, ისინი კი დაბნეული სახით მიყურებდნენ, შემდეგ კი გარბოდნენ. ტელეფონს დავხედე და ლუკა მირეკავდა -გისმენ ლუკა. -სადხარ პატარავ? -ვიღაც ბიჭი დავითრიე და მის ლოგინში ვარ. -ბიჭი სად დაითრიე? -პარკში. -კაი-და გამითიშა. სკამზე ჩამოვჯექი. ყველაფერზე ვფიქრობდი, რაც კი ხდებოდა. დედაზე, მამაზე, ლუკაზე, ეკაზე, ლიკაზე, ჩემს შვილზე რომელიც...-ვეღარ შევიკავე ცრემლები. გვერდით გავიხედე და ლუკა მოდიოდა გაღიმებული სახით. სასწრაფოდვე მოვისწმინდე ცრემლები და შეძლებისდაგვარად გავუღიმე. -რას შრვები?-ჩამომიჯდა გვერდით. -ამდენი ხანი გეძინა?-გავუღუმი თბილად და ცხვირზე თითი მივადე -მძინარე მზეთუნახავი ვარ-გაეცინა -მზეთუნახავის რა გითხრა-ამიტყდა სიცილი. ასე აბედნიერებდა ლუკა ჩემს ცხოვრებას. -წავედით, აცივდა.-გადამხვია ხელი. -წესით ბიჭი უნდა იხდიდეს ჟაკეტს და გოგოს აძლევდეს-შევუბღვირე ლუკას -ახლა ისე მცივა აქეთ უნდა მომახურო ჟაკეტი-დააკანკალა ლუკამ. -ჰმ-გავაბზუე ცხვირი. -კაი გოგო ვხუმრობ რაიყო-გაეცინა ლუკას და ჟაკეტი გაიხადა.-შენთვის მაისურსასც გავიმეტებ. -მიდი აბა-გამეცინა. ცოტახანი მიყურა. მერე კი მაისურიც გადაიძრო. -აჰა-მომაწოდა -გაგიჟდი?დროზე ჩაიცვი გაცივდები ბიჭო-გამეცინა და მაისური გავუწოდე. -ხო თქვი მცივაო, ჰა გადაიცვი -ვხუმრობ.ჩაიცვი გამიცივდები -ოჰოჰ, მზრუნველი შეყვარებულის როლები და რამე?-დამეჭყანა ლუკა -დროზე თქო-შევუბღვირე და ჟაკეტი მოვიხურე. რაღაც ჩაიბურტყუნა, არ მიმიქცევია ყურადღება. -ვაიმე ზაფხულში სიცივე?-აბურდღუნდა ლუკა -ჯერ ივნისია ლუკა მოვიდეს ჯერ დააცადე-გამეცინა და ჩვენი ოთახის კარი გავაღე. 9 იწყებოდა. -კინოს ვუყუროთ -როგორც გინდა. ნოუთბუქში კინო ჩავრთეთ და ვისიამოვნეთ. თავი გადაწეული მქონდა ლუკას მხარზე, ის კი თმაზე მეფერებოდა. აი ასეთი სიყვარული მინდოდა პატარაობისას. კინო რომ დამთავრდა 11 იყო დაწყებული. -მშია-შემომხედა ლუკამ -გაგიკეთებ რამეს. -იცი როგორც ვცემ შენს საკვებს პატივს, მაგრამ შეკვეთილი მირჩევნია-გაეცინა ლუკას -გ ა გ ი კ ე თ ე ბ-დავუმარცლე და სამზარეულოში შევედი. ადვილად გასაკეთებელი მაკარანო ამოვიღე და გაკეთება დავიწყე. ზემოდან ტომატი მმ უგემრიელესი სუნი დადგა. გულისყურით ვაკეთებდი, მინდოდა დამემტკიცებინა ლუკასთვის რომ კარგი კულინარი ვარ. ბოლოს როგორც იქნა გავაკეთე და ლუკას გავუტანე. -აბა როგორია?-მივანიშნე მაკარონზე -მმ, კარგი შესახედაობისა. მოდი აბა გავსინჯოთ, სასწრაფოში დარეკე მაინც-გაეცინა -ახლა მართლა დაჭირდება სასწრაფო ვიღაცას გასინჯოს თქო-შევუბღვირე -რა მკაცრი ხარ გოგო-და მაკარონი შეჭამა.მერე კმაყოფილი სახე მიიღო-უგემრიელესია -მართლა?-ლამის ხტუნაობა დავიწყე -შენ თავს ფიცავარ -იეს, დაგიმტკიცე თუ არა რომ მაგარი კულინარი ვარ? -კიი ჩემო სიყვარულო-გაეცინა-მოდი შენც შეჭამე-ჩანგალი ჩაასო მაკარონს და ჩემსკენ წამოიღო -უგემრიელესია-შევჭამე და გავხხედე ლუკას კმაყოფილი სახით. -შენსავით. -კარგი მე მეძინება, შეჭამე და შენც დაწექი -კარგი პატარავ. ვითიშებოდი. საწოლში დავწექი და მარცხნივ გადავტრიალდი. ცოტახანში ლუკაც მომიწვა. მძიმე სუნთვის ხმა გავიგონე. უცებ წელზე შემომხვია ხელი და მიმეკრო. მისკენ გადავტრიალდი, ცხვირზე მაკოცა, მერე ჩამეხუტა და თმაზე ფერება დამიწყო. -მიყვარხარ -მეც. რამდენიმე დღეში ბათუმიდანაც ჩამოვედით. ყველა თბილად დაგვხდა, მამაჩემის გარდა, ან მამაჩემს რატომღა ვეძახდი. როგორ გამიცრუვდა იმედები, მამაჩემი სუპერმენი იყო, კი იყო, და არა არის. .......................................................................................... 2009 წელი -მამა შეგიძლია ის ვაშლი მომიწყვიტო?-მივანიშნე დიდ წითელ ვაშლზე ვეებერთელა ხეზე. -არაა პრობლემა მამი-აცოცდა ხეზე და ვეებერთელა ხიდან წითელი ვაშლი მომიწყვიტა ჩავკბიჩე. უგემრიელესი იყო. სიამოვნებისგან დავიკრუსუნე. მმ როგორ მიყვარდა ვაშლი, ჩემი ვაშლი. -გავიძახოდი გულში და ვაშლს ვიხუტებდი. -გემრიელია მა? -კი მამა, დიდი მადლობა-ჩავეხუტე მამას-ჩემი სუპერმენი ხარ ............................................................................................. სუპერმენი-ვიმეორებდი გულში და ტირილს ვუწყებდი, მაგრამ გვერდით ლუკა მეჯდა და ვერ ვბედავდი. თვალები დავხუჭე და მაქსიმალურად შევეცადე არ ავტირებულიყავი. ლუკამ შემომხედა და ჩემი ანაღვლიანებული სახე რომ დაინახა, ხელი გადამხვია და მიმიხუტა. აი რატომ მიყვარდა, ის მიგებდა. -ეკუნაა-შეიჭყიტა სახლში ლუკა სახლში არავინ დაგვხდა. უცებ აივანზე ვიღაცას მოვკარი თვალი. ვიცანი. ეკა იყო, და ვიღაც კაცი. ლაპარაკობდნენ, სუფრა გაეწყოთ და „ალბათ“ რომანტიული ვახშამი ჰქონდათ. -ვფიქრობ რომ აივანზე უნდა გაიხედო-თვალები დავხარე ლუკამ იმწამსვე აივნისკენ გაიხედა და თვალები გაუფართოვდა. ვერ წარმოედგინა დედამისი სხვა კაცთან. აივნისკენ გაექანა და მკვეთრი მოძრაობით გააღო კარები. -ლუკა მოხვედი?-წამოხტა ეკა შეშფოთებული ეკა. -ოო, სტუმრები გვყოლია. დედა ამიხსნი რა ხდება?-გახედა ლუკამ გაცეცხლებული თვალებით. -გაიცანი ეს-უკრთოდა ხმა ეკას-ეს გივია, ჩემი მეგობარი. -გივი-გამოუწოდა ხელი ჩამოსართმელად 40 წლამდე შავგრემანმა მამაკაცმა. -ლუკა-არ მოუცილებია ეკაზე თვალი ისე გაუწოდა ხელი -ლუკა შემოდი-გავედი ლუკასთან -ასეთი სტუმარი გვყოლია-გაუღიმა მწარედ დედას-როგორ ვაკადრო -ლუკა-დაიძახა ეკამ-გთხოვ, მერე აგიხსნი -კარგი-შეიკავა თავი და აივანს მოშორდა. ოთახში ხმა ამოუღებლად ავედით. -ლუკა კარგად ხარ?რატომ გაუჭედე ეკას? ის ხომ დედაშენია? -ის არ არის გოგო რომ ვიღაც კაცებთან იაროს. ის ქალია, ჩამოყალიბებული ქალი და უკვე კაცთან აღარანაირი გრძნობა არ უნდა ქონდეს. -მაგრამ მასაც ხომ უნდა სიყვარული ლუკა? -კი, მაგრამ მას მხოლოდ მამაჩემი უყვარდა, ვიცი ვიცი მამაჩემზე მეტად ვერავის შეიყვარებს. არა არა ამას არ უნდა აკეთებდეს, არ მინდა მამაჩემის გარდა სხვა მამა. ეს გივი ხომ საერთოდ არ მომწონს. -ეკასაც უნდა ქმარი-გავუმეორე დამარცვლით. -არა-დაიღრიალა-ის არ არის გაუთხოვარი, მისი ქმარი მარტო მამაჩემია, სხვა არავინ ეყოლება, უკვე 45 წლისაა, რა ესაქმროება? -ლუკა დამშვიდდი გთხოვ-მივიხუტე ლუკა. -ნინა შენ არ გესმის -მესმის მესმის-დავუწყე თმაზე ფერება. 1 საათი ასე გავიდა.უცებ ეკამ შემოაღო კარი. -ლუკა, რა კონცერტი გამიმართე? -შენ ქმარი არ უნდა გყავდეს, შენ არგჭირდება უბრალოდ. შენ ოჯახს ღალატობ, შენ ქმარი მოგიკვდა და სხვა კაცთან დადიხარ. ეს ხომ არ არის ნორმალური ქალის საქციელი? რა შენ ბო*ი ხარ? ამას ვერასდროს წარმოვიდგენ. ჯერ ნორმალურად არც გაგისვენებია შენი ქმარი და ვიღაც კაცთან დადიხარ. ან ქორწილში რატომ დადე ფიცი? რატომ შეფიცე ჭირში და ლხინში შენთან ვიქნებიო? რატომ მოატყუე? რატომ? მე რომ ვიყავი წასული ბათუმში მანდამაინც მაშინ რატომ მოიყვანე, რომც არ მომესწრო თქვენი ნახვა აივანზე დარწმუნებული ვარ დამიმალავდი, ასეთი არიყავი დედა შენ, ასეთი არ იყავო -დაწიყო ყვირილი ლუკა -ლუკა დამშვიდდი, დედაშენია როგორ იყვირიხარ -ვიცი რომ დედაჩემია, მას არ ესმის ნინა -მაგამ მე ის მიყვარს ლუკა, რამოხდა მერე, ჩვენ დავქორწინდებით და ცალკე გადავალთ.-ატირდა ეკა -შენ მამაჩემი მოატყუე, შენ... რამდენი წელია ერთად ხართ-ჩარგო თავი ხელებში -1 წელია და რამოდენიმე თვე-შეეპარა ნაღველი ხმაში -რაა?-ამოხედა გაკვირვებული სახით.- მამაჩემს ღალატობდი, არა რათქვია? ვერგავიგე. მამაჩემს როგორ ღალატობდი, მას ხომ სიცოცხლეზე მეტად უყვარდი, რატომ ღალატობდი შენი ..-თავი შეიკავა- ალბათ იცოდა, იცოდა და ამდენი ნერვიულობისგან....ვერ გიტან ეკა ვერგიტან გაეთრიე დროზე აქედან-ხელი აუწია ლუკამ და თვალები დახუჭა. სლუკუნით მოხურა კარი ეკამ. -ლუკა გთხოვ დამშვიდდი -როგორ დავმშვიდეე? რეებს ამბობ ნინა. დედაჩემი მამაჩემს ღალატობდა და აზრზე არ ვიყავი. -აუმატა ხმას. -ლუკ.. -გაჩერდი ნინა გაჩერდი-დამიწყო ყვირილი.ადგა და კარები გააღო, მერე კი ძლიერად მომიჯახუნა. გული დამეწვა, ასეთი ლუკა არასდროს მინახავს, ვიცოდი რომ გულით არ მიყვიროდა, ვიცოდი. ახლა მას ვჭირდებოდი, მას ვერ მივატოვებდი. 1 საათი გავიდა და არ მოსულა ლუკა. ეკას კარები შევუღე. ტიროდა. -კარგად ხარ ეკა? -არა ნინა, ცუდად ვარ, მას არ ესმის ჩემი -დამშვიდდი, დამშვიდდი -მივიხუტე ეკა და დამშვიდება დავუწყე. ლუკა კი ჯერაც არ იყო მოსული. წარმოდგენა არ მქონდა სად უნდა ყოფილიყო. უცებ გამახსენდა და პარკისკენ წავედი. ლუკა დავინახე, ბამბის ნაყინი ეჭირა და ჭამდა. მარტო იჯდა და უბრალოდ ჰორიზონტს გაჰყურებდა. -ლუკა-მივედი უკნიდან და ხელი დავადე.ლუკა შეკრთა მერე კი ისეთივე ნღვლიანი სახე მიიღო როგორიც ქონდა. -მაპატიე ნინა, დღეს შენთან ზედმეტი მომივიდა, ყველაზე და ყველაფერზე მეტად მიყვარხარ-ჩამეხუტა, ბამბის ნაყინი იქვე სანაგვეში ჩააგდო. მერე თავი დამადო მხარზე და ღრმად ამოისუნთქა. აბა როგორია ჩემო შაქარლამებო? ხოა ხეცი??თუ ვერ ქაჩავს მომენატრეთ კომენტარებს ველიი |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.