შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცრემლის საიდუმლო


13-11-2016, 15:43
ავტორი nicaaa
ნანახია 1 410

იცხოვრო სამყაროში სადაც არაფრად გაგდებენ და მხოლოდ ტკივილს გაყენებენ იმის გამო რომ შენ მათგან განსხვავდები არ ხარ მათნაირი სრულყოფილი შენ უბრალოდ ეტლზე მიჯაჭვული ხეიბარი ხარ. ადრე ვერ ვხვდებოდი ეს რას ნიშნავდა და რამხელა ტკივილის მომტანი იყო როგორც ფიზიკურად ასევე სულიერად სანამ ჩემ თავზე არ გამოვცადე 24იანვარი იყო, ჩემი დაბადების დღე ყოველთვის მეგონა რომ ეს დღე ყველას უნდა ეზეიმა რადგან მე დავიბადე . ჩემი ცხოვრების 13 წელი დიდი სიხარულით ველოდებოდი ამ დღეს ხოლო მე-13 დაბადების დღეზე მოხდა ის რამაც საერთოდ შემაზიზღა 24 იანვარი ყველა საინფორმაციო მაუწყებლობა გადმოსცემდა სულის შემძვრელ ამბავს ავტოკატასტროფის შედეგად დაიღუპა 4 ადამიანი მხოლოდ გოგონა იყო მძიმე მდგომარეობაში და ისიც არ იცოდნენ გადარჩებოდა თუ არა ,დიახ ის გოგო მე ვარ ანაბელ გიუნტერი რომელიც გადარჩა მაგრამ ასეთ სიცოცხლეს ისევ სიკვდილი ჯობდა.
ცხოვრება - ამ სიტყვას უამრავი განმარტება შეიძლება მოეძებნოს მაგრამ მთავარი მაინც ისა რომ ყველოაფერი ტკივილთან ასოცირდება. ყველაზე ძლიერი ადამიანიც კი თავისი გრძნობებისა და ემოციებისადმი უძლურია მათ შორის მეც ვარ, არ მყოფნის ძალა გავუმკვლავდე ამ ყველაფერს ბრძოლასაც აღარ აქვს აზრი უბრალოდ ცხოვრების დინებას უნდა მიყვე რომელიც არ იცი სად წაგიყვანს ან საერთოდ რას გიმზადებს მომავალში . ტკივილის ოდნავ შესამსუბუქებლად კი მხოლოდ ერთი გზა არსებობს „ცრემლი“ სითხე რომელიც ყველაფერს იტევს ტანჯვას ,სიხარულს, იმედგაცრუებას და ყველა იმ გრძნობას რაც არსებობს. უარყოფითი ენერგია გამოაქვს შენი ორგანიზმიდან , შემდეგ ორთქლდება და ჰაერში იფანტება როგორც მტვრის ნაწილაკები.
ყოველი დილა იწყებოდა იმ იმედით რომ სიარულს შევძლებდი, მაგრამ საჭირო გახდა ჩემი გერმანიაში გადაყვანა კიდევ ერთი ოპერაციისთვის , რომელიც მხოლოდ ოცნება იყო და რეალობად ვერასოდეს ვერ იქცეოდა. ამ ამბის შემდეგ დედა ისევ იმედიანი თვალებით მიყურებდა და მამხნევებდა , მიმეორებდა ყველაზე სულელურ ფრაზას რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა , სიმართლეს ყველა გაურბოდა მხოლოდ მე ვიყავი ერთადერთი ადამიანი რომელის სიმართლეს თვალებში ვუყურებდი და ვიცოდი რომ ვერაფერი ვეღარ იქნებოდა ისე როგორც აქამდე იყო....



№1 სტუმარი Guest Eka

Dzalian dzalian axlos movida chemtan :** gaagrdzele ra

 


№2  offline წევრი nicaaa

ძალიან გამიხარდა რომ მოგეწონა აუცილებლად გავაგრძელებ :- heart_eyes kissing_heart blush

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent