ხანდახან სიტყვები სათქმელს ვერ ამბობენ (6)
როგორც მოსალოდნელი იყო მთელი ღამე სვამდნენ ბავშვები,ზოგადად სასმელი არ მიყვარს,მაგრამ სხვა გზა არ მქონდა,ამდენ მთრალში ერთი ფხიზელი ხომ არ ვიჯდებოდი?თან სულ ფხიზელი თვალებით ვუყურებ ცხოვრებას,არაფერი დაშავდება ერთხელ მეც რომ დავლიო,თუმცა ისე ნამდვილდ არა,რომ შემდეგ ჩემი სახელი აღარ მახსოვდეს.გიოს ჭაჭამ ნამდვილად დაგვხოცა ყველანი,ჯერ ისეთი სუნი ქონდა იმ არაყს რომ მხოლოდ სუნითაც იყო შესაძლებელი დათრობა. გვიან ნიკა მირეკავს,ხმაურია და ამიტომაც აივანზე გავდივარ -გისმენ ნიკა-ძლივს ვაბამ სიტყვებს ერთმანეთს -კატო რა ხმაურია სად ხარ? -სასტუმროში ვარ ნიკა -მოიცა შენ რა მთვრალი ხარ? -არა რა მთვრალი-ყველანაირად ვცდილობ არ შევიმჩნიო,თუმცა როგორ გინდა ეს მოახერხო,როცა ფეხზე ძლივს დგახარ და ირგვლივ ყველაფერი ტრიალებს -აბა რანაირად ლაპარაკობ? ენა გებმის კატო,ესე ატარებთ მანდ დროს? -ვაიმე ნიკა კარგი რა! თუ ძაან გაინტერესებს ჩამოდი და ნახე რას ვაკეთებ! დამღალე უკვე ამ უაზრო ეჭვიანობებით! ყველაფერს საზღვარი აქვს! -ანუ ჩემით დაიღალე?! -არა ეგ არ მითქვამს,უბრალოდ ხანდახან საჭიროა მენდო -მე არ ვიცი რას აკეთებ ვისთან ერთად ხარ! იქნებ გაიგო ჩემიც! -ასე არ შეიძლება ნიკა,ასე ჩვენ შორს ვერ წავალთ -ანუ რა გინდა? დავშორდეთ? -მე ეგ არ მითქვამს ნიკა,მშვენივრად გაიგე რაც ვიგულისხმე -კაი წავედი ეხლა მე შენი ნერვები არ მაქვს ტელეფოს ისე თიშავს ჩემს პასუხსაც არ ელოდება, არ ვაპირებ მასთან სხვეწნას,უკვე ყელში ამომიყვანა ასეთი უაზრო საქციელები.არ მენდობა და მე კიდევ ნდობის გარეშე ვერ ვიქნები მასთან როგორც არ უნდა მიყვარდეს.ჩემს ნომერში გავდივარ,კონდიციონერს ვრთავ და ვწვები.მალევე მეძინება,დილით საშინელი თავის ტკივილი და ნატალია ერთად მაღვიძებენ.იმდენად მტკივა ყველა კუნთი,რომ წმაოდგომის თავიც კი არ მაქვს,ნატალია კი ქორივით დამცხრომია თავზე -შენი იმედი მქონდა და რა გააკეთე? ამ დეგენერატებს შენც აყევი არა?-დოინჯშემორტყმული დგას ჩემს წინ და წიკვინებს -ცოტა ჩუმად არ შეგიძლია?-თავს ვწევ და თვალებს მაგრად ვხუჭავ -კიდევ აქეთ გაქვს პრეტენზიები? დღეს კონცერტი გაქვთ რა უნდა იცეკვოთ თქვენ?! ყველას რო სათიტაოდ გაგყრით მერე ნახავთ! და შენიდან დავიწყებ იცოდე! -ნუ ყვირი!-ხმას ვეღარ ვაკონტროლებ და მთეხ ხმაზე ვუყვირივარ ნატალიას -ტონი შეარჩიე კატო თორემ აღარ მოგითმენ! -რას დგახარ აქ და რა გაწიკვინებს?! რამე შეიცვლება ამით? შემარგე რა! ერთხელ დავლიე და გადამაყოლე! ისედაც სკდება თავი!-არც მე ვრჩები ნატალიას ვალში-ახლა კი გადი აქედან და მაცადე ძილი! უხმოდ გადის ოტახიდან გაოცებული,თუმცა ყურადებას არ ვაქცევ და თავზე ბალიშს ვიმხობ.მოკლედ რამდენიც არ უნდ აეწიკვინა ნატალიას კონცერტი მაინც ჩატარდებოდა. ძლივს ვდგები და ბანაობ,ჭამის თავიც კი არ მაქვს,უხმოდ მივდივარ დარბაზში და ვუერტები ბავშვებს,რომლებიც ჩემზე უარეს დღეში არიან. -თავი სკდება-მეჩურჩულება ნიკა და იატაკზე ვსხდებით ორივენი -დილით უარესად ვიყავი,ახლა კიდე არამიშავს,არ გავეკარები მე მაგ ჭაჭას,შანსი არაა! -ღადაობ? არც მე! კლავს იმენა ვაი ვაგლახით ვასრულებტ კონცერტს,ისე ცხელა რომ ამ სქელ ფორმებში უკვე სული მეხუთება,თუმცა რას ვიზამ. კონცერტის ბოლოს ნიკა მირეკავს -როგორ ხარ? როგორ ჩაიარა კონცერტმა? -კარგად შენ? რავიცი ნორმალურად,მეგონა ჩამოხვიდოდი -ხომ იცი ვერ ვახერხებ -კი,კი ვიცი-მეცინება უკვე ამ სიტყვებზე -ისევ ბრაზობ? -არა,გადამიარა -კარგია,მომენატრე,რას აპირბთ? -დილით ქუთაისში მოვდივართ,მანდ გვაქვს კონცერტი,შემდეგ კი ზუგდიდში,მერე სვანთში და ამით დავასრულებთ რა -მოგივლია მთელი საქართველო და ეგაა-იცინის -ჰო,ერთადერთი კახეთში ვერ მივდივართ და გურიაში -რატო? -რავი ვეღარ ვასწრებთ რა მაქეთ -გასაგებია,ანუ ხვალ გნახავ უჭველი ხო? -რავი ალბათ -ეგ რას ნიშნავს? -შენ რა გამოგიჩნდება ვინ იცის -რატო ამბობ მაგას? ახლა ქობულეთში ვართ,დილით ჩამოვდივართ,ხო დარჩები საღამოს ჩემთან? -კი დავრჩები-ორივეს გვეცინება -მიყვარხარ -მეც ადრე ვწვბი,არაფრის თავი არ მაქვს იმდენად ვარ გადაღლილი.დილით ნატალია მაღვიძებს,ბარგს ვალაგბ და ავტობუსში ვსხდებით.დილით ნიკა ვურეკავ გახარებული,რამდენმე საათში ვნახავ და ეს ფაქტი საოცრად მაბედნიერებს. -სად ხარ? -ქობულეთში ვარ ისევ,აუ კატო არ შეგიძლია ხვალ რო წამოხვიდე? -მეღადავბი ხო?რა ხვალ წმაოვიდე ბიჭო?-სიმწრისგან მეცინება -რა ვქნა? მარტო მე ხოარვარ აქ არა? ამათ ხვალ უხრხდებათ წამოსვლა -კაი-არაფერს ვეუბნები და ის ვუთიშავ ხმას ვერ ვიღებ იმდენად ვარ გაოცებული,არ მეგონა ამას თუ იკადრებდა,თუმცა რა გიკვირს კატო? შენ მას წესიერად არც კი იცნობ. თავს ვაქნვ უსიამოვნო ფიქრების გასაფანტად და ფანჯრიდან გზას გავყურებ. ცეცხლი მიკიდია,შიგნეულობა მეწვის! თუმცა გარეგნულად არაფერი მეტყობა,ღრმად ვსუნთქავ ვცდილობ თავი დავიმშვიდო.დავიღალე ერთ წამში,იმდნად თანაც,რომ სუნთქვაც კი მიჭირს,გულზე მაგრად ვიჭერ ხელს და ვცდილობ სუნთქვა დავირეგულირო -კარგად ხარ კატო?-მეკითხება ჩემს გვერდით მჯდომი თიკუნა -კი,კი-ღიმილით ვპასუხობ -ფერი აღარ გადევს სახეზე,გინდა წყალი მოგიტანო? -არა თიკუნა მადლობა,კარგად ვარ-არ მინდა ვინმესთან რამე შევიმჩნიო ახსნის და ლაპარაკის თავი არ მაქვს ქუთაისამდე ისე ჩავდივართ ხმას არ ვიღებ,მხოლოდ გზას გავყურებ და ვდუმვარ,სასტუმროშიც უხმოდ შევდი და ჩემს ნომერში ავედი. ახლა მხოლოდ ძილი მინდა მხოლოდ ძილი დ ამეტი არაფერი! ტელეფონს ვუყურებ,არც მისი ზარია და არც შეტყობინება ეს მკლავს და უფრო მეტად მანადგურებს! ახლა სიეთ რაღაცას ვგრძნობ რაც აქამდე არ მიგვრძნია,ვხვდები რომ ნელნელა ვკარგავ მას და ეს კიდევ უფრო მზაფრავს,ვერაფერს ვაკეთებ მის შესანარჩუნებლად,ვფიქრობ წერტილი დვაუსვა ყველაფერს,ამის შემდეგ სურვილიც კი აღარ მაქვს მასთა ყოფნის,გული მიგრძნობს თუ მასთან დავრჩები წინ უერესები მელის.ფიქრს თავს ვანბებ და თავლბს ვხუჭავ.არც ძილი მეკარება,მხოლოდ ცრემლების ყლაპვას ვახერხებ,რომელსაც ამოაქვს გულიდან ის დაუტევარი შხამი,რაც ადამიანს გაგუდავდა ან ჭკუიდან შეშლიდა. როგორც იქნა ძილიც მიმათრევს თავის სამყაროში.რამდენიმე საათში ტელფონის ზარი მაღვიძებს. -რა გინდა?-უხეშად ვპასუხობ -სად ხარ? -შენი აზრით? -მაინც ჩამოხვედი დღეს? -არა შენ დაგელოდებოდი -რატო მელაპარაკები ეგრე? -რომ გელაპარაკები ის არ გიკვირს? -კატო! -მგონი იმდენს უნდ ახვდებოდე,რომ ჩემს გამო კონცერტს ვერ გადადებდნენ,შნ კიდევ შეგეძლო წამოსულიყავი ქობულეთიდან,ამით არაფერი შავდებოდა,თუმცა როგორც ჩანს შენთვის არცისე მნიშვნლოვანი ვყოფილვარ რომ წამოსულიყავი იქიდან და ძმაკაცების დაგეტოვებინა. -შენ არ გესმის კატო,რა მეთქვა შეყვარებული ჩამოდის და ნდა წვაიდეთქო? -ჰო უნდა გეთქვა ჩემი შეყვარებული თბილისიდან ჩამოდის,დღეს კონცერტი აქვს ქუთაისში და უნდა წავიდეთქო,თუმცა რას გელაპარაკები-მეცინება-ჩვენ როგორც ყოველთვის სხვადასხვა ენაზე ვლაპარაკობთ. -ხო აი ზუსტად! -ნუ მეჯინები,თორემ თუ ჯიბრში ჩაგიდექი დამიჯერე ინანებ -კატო რის მიღწევას ცდილობ? -მე? კიდევ მე მეკითხები მაგას? არ გრცხვენია მაინც? -არა ვაბშე არ მრცხვნია -ჰო აი ზუსტად ეგ არის შენი პრობლემა,კარგად იყავი მის პასუხს არ ველოდები ისე ვთიშავ ტელეფონს. რა აზრი აქვს ამ ყვლაფერს? ნელ-ნელა ყველაფერი უფასურდება რაც მას შეეხბა.საღამომდე კონცერტისთვის ვემზადებით,ძალაგამოცლილი ვჯდები იატაკზე და წყლის ცარიელ ბოთლს ხელში ნერვიულად ვათამაშებ. -კატო შენ გკითხულობენ-ნატალია შემოდის -მე? ვინ?-გაოცებული წამოვდექი ფეხზე -არვიცი,ვიღაც 2 ბიჭია კატო ჩხაიძე ხო შენ ხარ?-იცინის ნატალია არაფერს ვპასუხობ ის გავდივარ გარეთ და რას ვხდავ,ნიკა და თავისი ძმაკაცი დგანან თეატრის შემოსასვლელთან.იმ წმას ვერ აგიღწერთ რა მემართება,ეს ისეთი შეგრძნებაა,რომ ენით ვერ გადმოსცემ,გული გამალებით იწყებს ძგერას,გაღიმებული მისკენ მივდივარ,არც რამდენიმე საათის წინ ნათქვამი სიტყვები მესმის,მხოლოდ მას ვხედავ და ერთი სული მაქვს როდის მოვეხვევი ისე ძლიერად რომ ძვლებმა ტკაცუნი დაიწყონ. -აქ რა გინდა?-მის წინ გაღიმებული ვდგავარ დასვრილ სავარჯიშო ელასტიკებსა და ნახევრად დაგლეჯილ შავ ტოპ მაისურში -რას ქვია რა მინდა? შენთან მოვედი -ხოო? როგორ შეელიე ზღვას?-სახეზე ირონიულ ღიმილს ვირგებ -კარგი რა კატო,რადროდ ეგაა? არ ჩამეხუტები? მეღიმება და სწარფადვე ვეხვევი,ისე ძლირად მხვვს მკლავებს ძვლები მტკივა. -ხო მართლა გაიცანი,ეს ჩემი ძმაკაცია ვატო -სასიამოვნოა-ერთმანთს ვუღიმით მე და ვატო -ჩემთვისაც,როგორც იქნა გაგიცანი,იმენა მთელი ეს დრო სულ შენზე ბაზრობდა ნიკუშა-სიცილით გადახედა ძმაკაცს -ოჰ,ნუთუ?-ცალ წარბს მაღლა ვწევ და ნიკუშას ვუყურებ -ეს ირონია როდის დაამუღამე? -ხანდახან საჭიროა ხოლმე -კარგი არ გინდა აეს ბავშვური რაღაცეები,რომელზე იწყება კონცერტი? -9 საათზე -ხოდა ჯერ 7 საათია,2 საათი წინ გვაქვს,წამოდი დაგათვალიერებინებთ ქუთაისს არ გინდა? -მინდა-მეცინება-თუმცა არამგონია ნატალიამ გამომიშვას -ეე ღადაობ? მიმიშვით მე მოვუგვარებ-სიცილით ამბობს ვატო ნატალიას ვთხოვე და ძლივს გამიშვა,ოღონდ იმ პირობით,რომ არაფერს შვჭამდი,თორემ მერე ვეღარ ვიცეკვბდი ნორმალურად,ნეტა საიდან მოაქვს ამ გოგოს ესეთი რამები. გამოვიცვალე და დაბლა ჩავედი ბიჭებთან,ნიკა ხელს მკიდევს და მანქანაში ვსხდბით,მართლაც ულამაზსი ყოფილა ქუთაისი. ცენტრალური ბულვარი ულამაზესი იყო,აღმაშენებლის მოედანმა ხომ საერთოდ მოლოდინს გადააჭარბა, ბაგრატშიც ვიყავით.ძალიან მომეწონა. -მართლა რა ლამაზი ქალაქი ყოფილა -აბა რა გეგონა შენ?-თვალს მიკრავს ნიკა და ყელში ნაზად მკოცნის -აუ ვჭამოთ რა რამე თორე ვკვდები-აწუწუნდა ვატო მაკდონალდში შევდივართ,ძალია მშია,თუმცა კონცერტის წინ არაფერს ვჭამ ხოლმე,ს ყოველთვის ცუდად მოქმედებს. -კატო,შენ რას შეჭამ?-მეკითხება ნიკა -მე არაფერს,ხომ იცი კონცერტის წინ არ ვჭამ -კაი რა,საიდან იგონებთ ხოლმე ეს მოდელები ასთ რამეებს -მოდელი არ ვარ-მეცინება და ნიკას მხოლოდ ფორთხოხლის წვენის მოტანას ვთხოვ -უი ხო მოცეკვავეები-მასაც ეცინება-ისე კი გავხართ მოდელებს ეს სუხიშვილები -მადლობა უთხარი კატუს ნახე რა კომპილმენტი გაჯახა? ყვლას კი არ ეუბნება ამას-თვალს მიკრავს ნიკა სიცილით და ფორთოხლის წვენს მიდებს წინ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.