შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბედის საჩუქარი თავი 12


13-11-2016, 18:20
ავტორი kato wiklauri
ნანახია 3 071

დილით მზის სხივებმა გამაღვიძეს, სანდრო საწოლში არ დამხვდა. ფანჯარაში გავიხედე და დავინახე რომ ის მასპინძლებთან ერთად ეზოში იდგა და რაღაცაზე საუბრობდნენ. თან იცინოდნენ. როგორც ჩანს ხუმრობდნენ. გარეთ მზიანი ამინდი იყო და სულაც არ ეტყობოდა თუ წუხელ ისე საშინლად წვიმდა. ოთახი სწარაფად მივალაგე და მათთან წავედი.
-ჩემმა პრინცესამაც გაიღვიძა. თქვა სანდრომ როგორც კი დამინახა და გამიღიმა.
-დილა მშვიდობისა. მივესალმე მათ.
-შენ გელოდებოდით რომ გვესაუზმა. მარო ბებომ სუფრასთან მიგვიპატიჟა და გვიმასპინძლა. ნაშუადღევს წამოვედით, გზები უკვე გაწმენდილიყო. მშვიდად ვიმგზავრეთ, უხმოდ. საუბრისგან ორივე თავს ვიკავებდით. მხოლოდ ნაზი მუსიკა არღვევდა მანქანში გამეფებულ სიჩუმეს...
სახლში მხოლოდ ნანი დაგვხვდა.
-აბა როგორი დრო გაატარეთ?-ინტერესით გვკითხა მან
-შესანიშნავი დეე, ძალიან ლამაზია სვანეთი. სალომემ ულამაზესი ადგილები მაჩვენა, მაგრამ ბოლომდე მაინც არ ვარ კმაყოფილი. მისი სილამაზის სრულად შეცნობა ვერ მოვახერხე.
-არაუშავს სანდრო, ნელ-ნელა დაათვალიერებ.მთელი ცხოვრება წინ გაქვს.- ვუპასუხე მე
-ხო დედი რათქმა უნდა. არ გშიათ?დაღლილები იქნებით. რამეს მოვამზადებ უცებ.
-არა მე არ მინდა დეე.მე გავდივარ, წყალს გადავივლებ უცებ. ვარჯიშზე მაგვიანდება. თქვენ მიირთვით რამე. სანდრო ქარივით სწრაფად გაუჩინარდა ოთახში და ასევე სწრაფად დატოვა სახლი.. ჩემს ოთახში შევედი. ცოტა დასვენება არ მაწყენდა.მგზავრობამ ძალიან დამღალა. სადილი არ მინდოდა და ნანი ცოტა ნაწყენი დამრჩა. მაგრამ ბოდიში მოვუხადე და წამოვწექი. ჩამთვლიმა. ცოტა ხანს მეძინა. საღამოს ხმაურმა გამაღვიძა.
- სალომე შვილო გაიღვიძე. უკვე გვიანია.თან სტუმარი გვყავს.
-სანდრო მოვიდა?-უნებურად პირველი ეს ვიკითხე. მას ჩაეღიმა და მიპასუხა.
-კი მოვიდა და შენ გელოდებით.
-ახალავე გამოვალ. ავდექი. სწარფად გადავიცვი ტანსაცმელი და სასადილო ოთახისკენ გავემართე. სანამ გავიდოდი მამაკაცების საუბრის ხმა გავიგონე. ერთი სანდრო იყო, მეორე ოთარი მეგონა. ის არ იყო.უნებურად გავჩერდი და ყური მივუგდე
-გუშინაც ვიყავი მოსული და ვერ გნახე.ვერც ტელეფონზე გიკავშირებოდი. მერე სახლში მოგაკითხე და ნანი დეიდამ მითხრა რომ სვანეთში იყავი წასული მეგობართან ერთად. ბევრი ვიფიქრე რომელი მეგობრი გვყავდა სვანეთიდან, მაგრამ ვერც ერთი ვერ გავიხსენე, რა ხდება ამიხსენი.-ჰკითხა სტუმარმა.
-დამშვიდდი ისეთი არაფერი არ ხდება.
-თუ არ ამიხსნი არ მოგეშვები
-მოკლედ ერთი გოგოა სალომე. მასთან ერთად ვიყავი წასული სოფელში
-ვინაა ბიჭო სალომე? ეგეთი ჩვენს სამეგობროში არავინაა.
- ის ჩემი ექიმია. შემთხვევით გავიცანი. რაღაც პრობლემები აქვს და დამალვაში ვეხმარები
-შენ სულ გარეკე?სახლში დამნაშავე გყავს? თან მასთან ერთად სადღაც მიყრუებულში წახვედი.-გადამრევ მე შენ.- შეშფოთდა ის. საშინლად გავბრაზდი მის პასუხზე მაგრამ დაცდა ვამჯობინე გამოჩენას.
-დამშვიდდი. დამნაშავე არაა და ეს მე კარგად ვიცი. ნურც ახსნას მთხოვ მაინც ვერაფერს გეტყვი. მას დავპირდი.
-შეცვილი ხარ ძმაო, შეცვლილი.- ჩაეცინა ბიჭს.-მოგწონს ეგ გოგო?
-საიდან მიხვდი?
-ისე აღტაცებით ლაპარაკობ მასზე და ისე გინათდება სახე, რომ მეტი რა უნდა ვიფიქრო?
-ხო ძალიან მომწონს, მომწონს კი არა დარწმუნებული ვარ ეს მოწონებაზე მეტია.
-მგონი შეგიყვარდა კიდეც,- გააწყეტინა ბიჭმა..-იქნებ ცოლადაც მოიყვანო მერე.თან სახლში გყავს.-ჩაეცინა სტუმარს.
-ოო შენც დაიწყე?ისედაც ყველა მაგას მეუბნება როგორც კი მარტო დამიჭერენ. თიკო საერთოდ მგონი სპეციალურად აგვიანებს ან არ მოდის სახლში რომ მასთან მარტო დამტოვოს. რომ ერთმანეთთან ყოფნისთვსის მეტი დრო დაგვრჩეს.
-შენ სულ გაგიფრენია. ხალხს ერთი ნახვით უყვარდებათ ერთმანეთი და შენ ამდენი ხანია სახლში გყვას და დავიჯერო ასე დასრულდება ყველაფერი რომ არაფერს ეტყვი?
-ჯერ არ ვჩქარობ. არ მინდა რამე დავაძალო. ყველაფერს თავისი დრო აქვს. უპასუხა სანდრომ. გული სითბოთი და სიხარულით ამევსო. ახლა მართლა დავრწმუნდი რომ ის სხვანაირი იყო. განსხვავებული . მომწონდა მისი სითბო და მზრუნველობა ჩემდამი. ოჯახის მიმართ, მისი თავმდაბლობა და უბრალოება. რაც ესოდენ დასაფასებელია მამაკაცში და საკმაოდ იშვიათია. ბედნიერად ვიგრძენი თავი როცა წარმოვიდგინე რომ ეს ადამიანი შეიძლებოდა ჩემი გამხდარიყო და ამისთვის ერთი უბრალო თანხმობა იყო საჭირო. მაგრამ იყო მეორე საკითხიც რის გამოც ეგოისტურად ვერ მოვიქცეოდი და ვერ გავიმეტებდი მას ასე ვერ მოვატყუებდი. ადრე თუ გვიან უნდა დამესრულებინა იმ დღეს გზაზე მონაყოლი. არადა ერთი პატარა წინადადება მქონდა დარჩენილი და ყველაზე რთულად სათქმელი სწორედ ეს იყო...წინასწარ მეშინოდა მისი რეაქციის....
თამამად გამოვაბიჯე ოთახიდან და მათ მივესალმე. სანდრო მაშინვე წამოდგა ჩემს დანახვაზე და თავისთან დამიძახა. მეგობარს ჩემი თავი გაააცნო.
-ეს სალომეა. ეს კი ჩემი მეგობარი და თანაგუნდელი ლაშა.
-მართლა ლამაზი ყოფილა. გამიღიმა მან. ახლა ვხვდები რატომაც დადიოდი ბოლო ერთი თვე თავგზაარეული.-გაეცინა ლაშას და მეგობარს მხარზე მეგობრულად დაჰკრა ხელი. სანამ ის რამის თქმას მოახერხებდა შემოსასვლელიდან სმაური მოისმა და მივხვდი რომ თიკო დაბრუნდა. მაგრამ მარტო არ ყოფილა. ჯერ ეკა გამოჩნდა და მერე ირაკლი. თვალები გამიფართოვდა და მეგობრებს მოვეხვიე.
-ძალიან მომენატრე ეკა..
-მეც ძალიან მომენატრე ჩემო გადარეულო. პაციენტებსაც და თანამშრომლებსაც მოენატრე.თვით ალქაჯ დოდოსაც კი.-გაეცინა მას
-მასაც?გამიკვირდა რადგან მას ყოველთვის შურდა ჩვენი და ყოველთვის ცდილობდა დავემცირებინე
-აჰამ. თავი დამნიქნია მან.
-ეხლა მე მიმიშვი რაა. ირაკლიმ გვერდით გასწია ეკა და ახლა ის ჩამეხუტა.-ჩემი გოგო. რაღაც კარგად გამოიყურები, ბედნიერი ჩანხარ. მოსუქებულხარ. სანდრო ასეთს რას აჭმევ ამას რომ კანში ვეღარ ეტევა?-გახუმრება სცადა ირაკლიმ.ისიც მაშინვე აჰყვა და უპასუხა.
-მთელი ღამე სამზარეულოშია და ჭამს. მაცივარიც დავუკეტე, მაგრამ გატეხა და ერთიანდ შესანსლა ყველაფერი.
-აუ რა ბოროტები ხართ.-გავიბუხსე მეე.-დამაცადეთ თქვენ გაჩვენებთ სეირს.
-შენთანაც?ჩემთანაც ასე იყო. დილით სავსე მაცივარს ვტოვებდი და საღამოს ცარიელი მხვდებოდა. არა გატყუებ შუადღეს უფრო სწორად. არ ჩერდებოდა ირაკლი
-მოჩით ეხლა სალომეს გაბრაზებას რაა ჩაერია თიკო. მგონი დროა რაღაც მოვიფიქროთ და დღევანდელი საღამო ასე კამათში არ დავამთავროთ.
-მართალი ხარ დაიკო.
მოკლედ იმ საღამოს ყველამ კარგად მოვილხინეთ. ბიჭები ბევრს ხუმრობდნენ. შევამჩნიე რომ ლაშა ეკას არ აშორებდა თვალს. თიკო და ირაკლი კი სხვანაირად იქცეოდნენ. თიკო უფრო თამამად იყო და ბედნიერად გრძნობდა თავს იმ დღევანდელისგან განსხვავებით. ვივარაუდე რომ მათ ყველაფერი გაარკვიეს. ვახშმის შემდეგ პოკერი ვითამაშეთ. მაგრამ მალე მოგვბეზრდა. მერე ვუყურეთ. ბევრი ვიცინეთ და უკვე საკმაოდ გვინი იყო როცა ირაკლიმ, ლაშამ და ეკამ დაგვტოვეს....

სახლში დაბრუნებს გადაწყვეტილება მივიღე და ვემზადებოდი როცა სანდრო ხამურით შემოიჭრა ჩემს ოთახში
-მიდი რააა, უცებ მოემზდე და გავდივართ სახლიდან.
-სად მივდივართ? რა ხდება გამარკვიე?
-სანამ სახლში წახვალ საქმე მაქვს. ერთ ადგილზე უნდა წავიდეთ
-რა იყო ხომ არ მიტაცებ?-გამეცინა მე
-მაგაზე უარს არ ვტყოდი ზეგ რომ გერმანიაში არ მივფრინავდე. ასე რომ მიდი მოემზადე, დღეს გამოსამშვიდობებელი საღამო გვექნება. დროებითი.- დააყოლა მან.
-ოო სანდრო. როგორ იცი ხოლმე რაა.
-ნუ ბუზღუნებ კარგი.-გაეცინა მას.
-ის მაინც ხო შეიძლება მითხრა სად მივდივართ?-ვკითხე როცა მანქანაში ჩავსხედით
-მოითმინეე.-მოკლედ მომიჭრდა მან და ქალაქიდან გასასვლელ გზას დაადგა.
-მგონი მართლა მიტაცებ,- გამეცინა მე
-არა ვერ გამოიცანი.
მალე მცხეთისკენ გადაუხვია.
-მოიცა არ მითხრა რომ ჯვრის მონასტერში მივდივართ?
-სწორედ მიხვდი. ჩემი საყვარელი ადგილია.როცა მიჭირს ან განმარტოება მინდა აქ მოვდივარ ხოლმე. საოცარი სიმშვიდე მეუფლება.
-მეც ძალიან მიყვარს აქაურობა. მართლა ლამაზია აქედან ყველაფერი.
მანქანიდან გადავედით და ფეხით ავუყევით შესასვლელისკენ გზას.ბევრი ხალხი არ იყო. უკვე მოსაღამოვებულიყო და ნელ-ნელა იცლებოდა. ეკლესიაში სანთლები დავანთეთ, მოვილოცეთ. მერე კი გარეთ გამოვედით, ქვაზე ჩამოვსხედით და იქედან ვუყურებდით ულამაზეს მცხეთას და ნაწილობრივ თბილისს.
-ყოველი შეჯიბრის წინ მოვდივარ, ვლოცულობ და უფალს ვთხოვ წარმატებაში დამეხმაროს.
-მეც ხშირად მოვდივარ აქ. შეხედე რა ლამაზია აქაურობა. რა სიმშვიდეა.
-ერთი ამბავი კიდევ მაკავშირებს აქაურობასთან, მაგრამ ამაზე სხვა დროს. დღეს უბრალოდ ასე ჩუმად ვიყოთ და ერთმანეთის სიახოვით და ამ მშვენიერებით დავტკბეთ.
-კარგი.-სანდროს მხარეზე ჩამოვადე თავი და ორივე მშვიდად ვუყურებდით როგორ ეფინებოდა ბინდი ქალაქს...

დამშვიდობება იმაზე რთული გამოდგა ვიდრე წარმოვიდგენდი. ცრემლებიც კი მომადგა თვალზე. ყველაზე მეტად სანდროსთან დამშვიდობება მიჭირდა. ყველაფერი ერთ ჩანთაში ჩავყარე. მისი ნაჩუქარი მობილური საწოლზე დავდე წერილთან ერთად. ვიცოდი უარს მეტყოდა მის დაბრუნებაზე. წერილში მადლობას ვუხდიდი ყველაფრისთვის. მერე მისაღებში გამოვედი. იქ ოთარი, ნანი და თიკო იყვნენ. სანდრო არ ჩანდა.
-იმდენი რამის თქმა მინდა, მაგრამ არ ვიცი როგორ გადმოვცე სიტყვებით. არ ვიცი როგორ გადაგიხადოთ მადლობა იმ სითბოსა და სიყვარულისთვის რაც თქვენ ჩემთვის გაიმეტეთ. ამ დროის განმავლობაში ყველა ძალიან შემიყვარდით. საკუთარი ოჯახის წევრებივით შეგიყვარეთ. ძალიან ძალიან დიდი მადლობა ყველაფრისთვის. იმედია მომავალშიც ასე გავაგრძელებთ მეგობრობას და ერთმანეთს არ დავკარგავთ.
-იმედია მაგ დროისთვის შენი პრობლემები მოგვარებული იქნება და დამალვა აღარ მოგიწევს. მითხრა ნანიმ და გულში ჩამეხიტა. მერე ყველას დავემშვიდობე. სანდრო ისევ არ ჩანდა და გული დამწყდა რომ ჩემთან დამშვიდობება ვერ მოვახერხეთ.არუშავს დავურეკავდი მერე და ისე მოვახერხებდი მისთვის მადლობის გადახდას.ყველას მოვეხვიე და ჩემოდანს დავწვდი. კარში გავდიოდი როცა მოულოდნელად ტკივილი ვიგრძენი გულის არეში. ისეთი რომ სული შემეხუთა. თვალებში დამიბნელდა და გონება დავკარგე. მეტი აღარაფერი არ მასოვს იმ დღეს...
გონს რომ მოვედი საავადმყოფოში ვიყავი.წვეთოვანი მედგა და აპარატზე ვიყავი შეერთებული, მძიმედ გავახილე ქუთუთოები, პირველი თეთრ ხალათში გამოწყობილი სათვალიანი ექიმი დავინახე. ქაღალდებს ჩაჰკირკიტებდა. მის უკან შეშინებილი ეკა და ნანი იდგნენ. რომ დაინახა ექიმმა თვალი გავახილე თბილად გამიღიმა და მკითხა.
-აბა როგორ გრძნობ თავს?
-რა მჭირს ექიმო?სად ვარ?
-საავდმყოფოში ხარ. მძიმე ნერვული შეტევა გქონდა და ვვარაუდობთ რომ გულზეც პრობლემები გაქვს. ბოლო პრიოდში ბევრი ხო არ გინერვიულიათ ან მძიმე ემოციური ფონი ხომ არ გქონდათ?
-მთელი ჩემი ცხოვრება სულ ნერვიულობაში და დაძაბულობაში გავატერე ექიმო. ბავშვობიდან დაწყებული. იშვიათი დაავადება მჭირდა დაბადებიდანვე, პროფესორ ბადრი შენგელიასთან ვმკურნალობდი. მასთან არის ჩემი ავადმყოფობის ისტორია.
-მაშინ მე წავალ მასთან დავრეკავ. ყველაფერს გავარკვევ, რამდენიმე გამოკვლევას კიდევ ჩავატარებ და დიაგნოზს მერე დაგისვავ. დაზუსტებით ჯერ ვერაფერს გეტყვი. უბრალოდ შეეცადეთ არ ინერვიულოთ.
-ეგ არც ისე ადვილია ექიმო.
-უნდა შეეცადოთ.-მითხრა მანდ აპალატიდან გავიდა.
-ხომ გაიგე ექიმმა რა გითხრა?არ უნდა ინერვიულო და მშვიდად უნდა იყო. თავს უნდა გაუფრთხილდე. იმ საზიზღარ ნიკას კი ჩემი ხელით დავახრჩობ თუ თავს არ დგანებებს.
-კარგი ეკა, გეყოს მოვაგვრებთ ყველაფერს.
-შვილო მიხარია რომ გადარჩი. ისე ვინერვიულე. ისე განვიცადე. შენ რომ რამე მოგსვლოდა შენი მშობლებისთვის რა მეთქვა მერე., თვალებში როგორ ჩამეხედა.
-ნუ ნერვიულობთ ნანი დეიდა ხომ ხედავთ კარგად ვარ. აღარაფერია სანერვიულო.
-ხომ არ გეწყინება სახლში რომ წავიდე?მთელი ღამეა თითქმის აქ ვარ.და ამდენი აღარ შემიძლია დავბერდი უკვე. გაეღიმა მას.
-არა პირიქით ნანი დეიდა. წადით, დაისვენეთ. მადლობას გიხდით ყურადღებისთვის და თქვენი სიკეთისთვის ალბათ ვერარსოდეს გადაგიხდით.
-ეს რა სათქმელია.მთავარია შენ იყო კარგად.თავზე მზრუნველად გადამისვა ხელი და დამემშვიდობა.
-მეც წავალ ბუფეტში ყავას მოვიტან ჩემთვის თორემ ძალიან მეძინება.
-მიდი ეკა და მალე დაბრუნდი კარგი.
მისი გასვლის შემდეგ პალატაში სიჩუმე ჩამოწვა.თავი დაუცველად და მარტოსუულად ვიგრძენი. სანდროც მომენატრა. მეორე დღეა რაც არ მენახა. თან გაბრაზებული ვიყვი მასზე რომ არ დამემშვიდობა. ალბათ უკვე თვითმფრინავში იჯდა და გერმანიაში მიფრინავდა. უნებურად ცრემლები გადმომცვივდა. ვერ გავიგე როგორრ გაიღო პალატის კარი.
-შენ ისევ ტირიხარ?ხომ დამპირდი რომ აღარასოდეს ვიტირებო. რა ცუდი გოგო ყოფილხარ შენ.-ხმა ნაცნობი იყო. დაჯერება არ მინდოდა მაგრამ მომიწევდ. ჩემს წინ სანდრო იდგა და მიღიმოდა.მერე მომიახლოვდა და პალატის სკამზე ჩამოჯდა.
-თავი ვერ შევიკავე, ძალიან შემეშინდა. ცრემლები მოვიწმინდე მე
-ამასაც გადაიტან და გაუძლებ ვიცი შენ ძლიერი ხარ.
-არც ისე ძლიერი არ ვარ ხომ ხედავ როგორ ვარ შეშინებული.
-ძალიან მინდა დარჩენა მაგრამ არ შემიძლია. არადა მინდა რომ შენს გვერდით ვიყო.
-არაუშავს. პირიქით მე არ მოგცემ უფლებას რომ დარჩე რომც მოინდომო. ამას ვერასოდეს ვაპატიებ ჩემს თავს რომ ჩემს გამო შენ აქ დარჩე და შენი კარიერა გვერდით დარჩეს.
-დიდი დრო არ მაქვს სალო. ისედაც ვაგვიანებ. ბიჭები უკვე წავიდნენ აეროპორტში. მხოლოდ ერთი რამე მინდა გთხოვო დამელოდე სალო. მე შენს გამო ამ ტურნირს მოვიგებ და შენთან დავბრუნდები
-გპირდები სანდრო. წარმატებს გისურვებ. ლოყაზე მაკოცა და წავიდა... წავიდა და გაიყოლა ჩემი გული. ჩემი გონება, ჩემი სული. ასეთი განცდა მქონდა მთელი ერთი თვის განმავლობაში. სანდრო საოცრად მაკლდა.....

გამოკვლევები და ანალიზების პასუხები საგანგაშო არ აღმოჩნდა არაფერი და საავადმყოფო მალე დავტოვე. სახლში დავბრუნდი. სახლი რომელიც ასე ძალიან მომნატრებოდა და ასე ძალიან მიყვარდა. მალე კლინიკაში დაბრუნებასაც ვაპირებდი. ახლა უფრო მეტად მომმატებოდა თავდაჯერებულობა და ნიკასთან დაპირისპირება გადავწყვიტე. ასე სიტუაციის გაგრძელებას აღარ ვაპირებდი. ეს მე უნდა მომეგვარებინა თორემ სანდროს დაბრუნების მერე ვიცოდი ის ჩაერეოდა და არ მინდოდა რამე ცუდი მომხდარიყო..
ხშირად ვნახულობდი სანდროს მშობლებს. თიკოს ხომ მითუმეტეს. როგორც მივხვდი ის და ირაკლი შერიგებულიყვნენ, ყველაფერი გაერკვიათ თუმცა თავის ურთიერთობას მაინც მალავდნენ. გამოჩნდა და გავახსენდი დაკარგულ მეგობარსაც რომელიც მთლიანად შეყვარებულზე იყო გადართული.არც გამიმტყუნებია და არც საყვედურებით ამივსია ვიცოდი საყვრელი ადამინის გვედრით ყოფნა რამდენად სასიმოვნო იყო. მე და სანდრო შეყვარებულები არ ვყოფილვართ მაგრამ როცა მასთან ვიყავი ყველა და ყველაფერი მავიწყდებოდა და მაკოს როგორ ვუსაყვედურებდი ამის გამო...
მთელი თვის განმავლობაში როგორც კი დროს იპოვიდა მაშინვე მე მირეკავდა სანდრო, დიდხანს მესაუბრებოდა. ინტერესდებოდა ჩემი ამბებით რას ვაკეთებდი როგორ ვიყავი მოვაგვარე თუ არა პრობლემბი. დავბრუნდი თუ არა სამსახურში?ნიკა ხომ არ მაწუებდა?ეს მეც მიკვირდა ნიკა რაღაც საეჭვოდ დუმდა....
ტურნირის დღე იყო. ვიცოდი რომ საღამოს იწყებოდა და გადავწყვიტე დღე საქმეები მომეგვარებინა. ჯერ ექიმთან მივედი საბოლოო კონსულტაციაზე.დანიშნულება მომცა ერთთვიანი კურსის ჩატარება მჭირდებოდა და ისევ ისე ჯანმრთელი ვიქნებოდი. საავადმყოფოდან რომ გამოვედი მაკომ დამირეკა. სასწრაფოდ თავისთან მიბარებდა საქმე მაქვსო და მეც მაშინვე მასთან გავვარდი. საათს დავხედე.ყველაფერს ვასწრებდი...
ეკა უკვე მისული დამხვდა. ერთმანეთი თბილად მოვიკითხეთ.
-მოდი შენ გელოდებოდით. კარი მიხურა და სახლში შემიძღვა.
-რა შეკრება გაქვთ ხომ მშვიდობაა?
-კარგი ამბავი მაქვს. დაიწყო მაკომ ერთ კვირაში ქორწილი მაქვს
-რა მაგარიაა. როგორც იქნდა დააყენეთ საშველი,-მოვეხვიე მეგობარს.
-გილოცავ მაკოო. -პირველი ქორწილი ჩვენს სამეგობროში.წამოხტა ეკა და ადგილზე ხტუნვა დაიწყო. სასაცილო მოძრაობებს აკეთებდა.
-მადლობა სიხარულებოო მაგრამ თქვენი დახმარება მჭირდება. დიმა ახლა წასულია სამსახურის გამო საზღვარგარეთ და ყველაფერი მე უნდა მოვაგვარო. მოკლედ პატარა ქორწილი იქნება დაახლოებით ორმოცდათ კაცამდე ვიქნებით და არაფერი არ მაქვს გადაწყვეტილი.
-ჩვენ რა უნდა გავაკეთოთ?
-რა უნდა გააკეთოთ და უნდა შემარჩევინოთ რესტორანი, დიზაინი, როგორი გადასაფარებლები იქნება. როგორი გაფორმება. ყვავილები საქორწინო კაბა. ტორტი..მიაყრა მაკომ
-მოიცა მოიცა. გავაწყვეტინე მე. -იქნებ დიმას მშობლებს დაუკავშირდე და ისინი დაიხმარო.
-ოო კაი რაა,- დაიმანჭა ის.- იმათი გემოვნებით არ მინდა.
-მოგიწევს. აბა შენ არც ამდენი ფული გაქვს და თან სირცხვილია. იქნებ იმ ხალხს ნათესავების დაპატიჟება უნდათ? დაურეკე და ერთად წავიდეთ. ჩვენც წამოგყვებით.-ახლა ეკამ დაარიგა.
-თქვენც მეგობრები ხართ რააა.-გაეცინა მას.
-ხო მართლა სალომე შენ მეჯვარე იქნები
-მეე?კაი რაა ხომ იცი რა მიყვარს ყურადღების ცენტრში ყოფნა.
-მორჩი ეხლა წუწუნს რაა მე ხომ დაგთანხმდით რომ დიმას მშობლებს დავურეკო. თქვენ კი ყველაფერს შემისრულებთ რასაც მოვინდომებ, ბოლოსდაბოლოს პატარძალი ვარ.მაკომ ნომერი აკრიფა
-კარგი როგორც იტყვი, მაგრამ ახლა მეჩქარება და ხვალიდან დავიწყოთ მომზადება.
-სად გარბიოხარ?
-საქმე მაქვს ეკა.
-რა საქმე ?ჩამაცივდა ის.
-მალე გაიგებ. ჩანთას დავავლე ხელი. დავემშვიდობე და სწრაფად დავტოვე იქაურობა.
სახლში რომ შევედი მაშინვე ტელევიზორი ჩავრთე. უკვე იწყებოდა. სანდროს პირველი შეხვედრა ჰქონდა. მართალია აზრზე არ ვიყავი მაგრამ ვიცოდი რომ მას უნდა მოეგო მეტი არაფერი არ მაინტერესებდა.დაძაბული მივშტერებოდი ტელევიზორს. ისე ვნერვიულობდი ვერც კი მივხვდ როგორ მოვუჭირე წყლის ჭიქას ძლიერად ხელი და გავტეხე. რამდენიმე საათიანი ნაერვიულობის შემდეგ სანდრომ ტურნირი მოიგო. ფინალში შესანიშნავად იასპაეზა და კომენტატორის ყვირილზე მივხვდი რომ ეს ის იყო რისთვისაც ის ამდენი ხანი იბრძოდა. დაბრუნება შედგა...
მთელი კვირა დიმას მშობლებთან და გოგოებთან ერთად დავიწყეთ ქორწილისთვის მზადება.ჯერ რესტორებიი შემოვიარეთ და შევარჩიეთ., მერე რომ ვერ გადავწყვიტეთ როგორ მოირთვებოდა დარბაზი დიზაინერს დავურეკეთ რადგან ყველას ჩვენი იდეა გვქონდა და საბოლოოდ ვერც ერთზე ვერ ვთანხმდებოდით. ის უკეთ მიხვდა პატარძლის იდეას და შესანიშნავად მოერგო სიტუაციას..
ნამდვილი ტანჯვა აღმოჩნდა საქორწინო კაბის შერჩევა. ზოგს რა უწუნებდა ზოგს რას. ჩვენი მოთმინება რომ ამოიწურა სწორედ მაშინ გვეშველა. როგორც იქნა მიაგნო თავის შესაფერის კაბას.
-სალო ნუთუ ყველა პატარძალი ასეთი აუტანელია?-მიჩირჩულა ეკამ ისე რომ მაკოს არ გაეგო.
-არ ვიცი რომ გამოვცდი გეტყვი.-გამეცინა მე.-ჩუუ არ გაიგოს თორემ ეწყინება.
-უკვე აღარ შემიძლია. საშინლად მტკივა ფეხები. ხვალ ქორწილში როგორ წამოვიდე ან ის ახალი ფეხსაცმელები როგორ ჩავიცვა?
-როგორ და კარგად.ნუ ბუზღუნებ. ხომ იცი მაკო ყოველთის ასეთი იყო. აბა გავმხნევდეთ ხვალაც და მერე დიმა დაამშვიდებს....
-მაგას რა ენაღვლება დილით ჩამოფრინდა და ყველაფერი გამზადებული დახვდა.
საცოლეც კი,- გაცინა ეკას
-კარგი შეარგე ბიჭს დასვენება, ისედაც მთელი ცხოვრება უნდა გაუძლოს მაკოს პრეტენზიებს და წუწუნს.წამო წამო პატარძალს მივხედოთ თორემ ხედამ უკვე იმ კონსულტანტიც გააგიჟა. გამეცინა მე.და მაათკენ გავიხედე. მაკოს გაეტანჯა გოგო თავისი პრეტენზიებით და ალბათ საკუთარ ბედს წყევლიდა რომ დღეს სწორედ მისი სამუშაო დღე იყო....

საღამოს დაღლ-დაქანცული დავეგდე საწოლზე და არაფრის თავი აღარ მქონდა. ტელევიზორი ჩავრთე. ისევ სანდროს აჩვენებდნენ და მის გამარჯვებაზე საუბრობდნენ. მაშინვე გადამავიწყდა დაღლა და ხმას ავუწიე. ერთ ერთ გადაცემაში მიეწვიათ.
-გილოცავ ამ წარმატებას სანდრო. მე მინდა ერთი რამე გკითხოთ. ვინმეს უძღვნით ამ გამარჯვებას.?ეკითხებოდა ახალგაზრდა წამყვანი და აშკარად ეპარნჭებოდა
-კი ერთ ძალიან საყვარელ და კარგ გოგოს, რომელსაც წასვლამდე დავპირდი რომ მისთვის გავიმარჯვებდი.
-შეიძლება გავიმხილოთ იმ ადამინის ვინაობა?
-მოდი ამას საიდუმლოდ დავიტოვებ და ერთ რამეს ვიტყვი მხოლოდ. ისაა ჩემს ცხოვრებაში ყველაზე დიდი გამარჯვება. თქვა სანდრომ და საფირმო ღიმილმა გადაუარა სახეზე.
-წარმატებებს გისურვებთ და კიდევ უამრავ გამარჯვებას.-მიულოცა კიდევ ერთხელ მან და დაემშვიდობა.
კარგად მივხვდი ვის მიმართ იყო ეს სიტყვები ნათქვამი. ის მე მეკუთვნოდა და იმ წუთში უბედნიერესი ადამინი ვიყავი. მასთან საუბარი მომინდა. დავურეკე მაგრამ ტელეფონი გამორთული ჰქონდა და გული საშინლად დამწყდა ...



№1 სტუმარი makukuna

სანდრო მიყვარს. ერთი ასეთი სანდრო მეც მინდა. ნუ იქნება მსოფლიო ჩემპიონი. ჩემი ჩემპიონი იქნება მხოლოდ. კარგი გოგო ხარ შენ, მარა ყველა დღე რომ დადო რა იქნება worried

 


№2  offline წევრი kato wiklauri

ისედაც ვასრულევ უკვე ბევრი აღარ დარჩა :)

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent