შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ყველგან გამოგყვები (3)


13-11-2016, 18:57
ავტორი სატი
ნანახია 2 662

-შენ?-გაკვირვებული მიაშტერდა ნინა დაჩის.
-პრივეტ ცუნცულ, კიდევ კარგი არ დავაგვიანე.
-რა გინდა აქ?-ჩააცივდა ნინა.
-ხო გითხარი შენი ძმა ვარ თქო-ჩაიხითხითა დაჩიმ-ვღადაობ, მე შენნაირი უზნეო არ ვარ. მეც ამერიკაში მივდივარ, რეისები დაემთხვა რა ჩემი ბრალია?
-ჯანდაბა. რომელ ქალაქში?
-ნინა, საყვარელო ბევრ კითხვას სვამ.
-შენ კიდე უჟმური ხარ-გაბრაზდა ნინა და ფანჯარაში გაიხედა.
ამ დროს ბორტგამცილებელი მოვიდა.
-ღვინოს ხომ არ ინებებთ?-იკითხა ქალმა.
ნინამ ხელი გაიშვირა რომ აეღო, მაგრამ დაჩიმ გააჩერა.
-არა, არ გვინდა.
ქალი სხვებს მიუბრუნდა.
-ე, რა შენი საქმეა?-კიდე უფრო გაუბრაზდა ნინა დაჩის.
-ნინა, შენთვის უკეთესია. გააჩუმე ენა თუ შეილება, ტვინი წაიღე. ღმერთო ჩემო... ჯერ რა ხასიათზე ხარ და შენთან ერთად იქ ერთი თვე...-ჩუმად ჩაიჩურჩულა დაჩიმ.
-ტვინი წაიღეო. უზრდელო.
-ნინა, ბოლოჯერ გაფრთხილებ გაჩუმდი-თვალების ბრიალით უპასუხა დაჩიმ. მერე ყურსასმენები ჩაიდო ყურებში და მუსიკის მოსმენა დაიწყო. ცოტახანში ნინას ჩაეძინა და კედელს მიეყრდნო. დაჩიმ როცა შეამჩნია ხელი მოკიდა და მის მხარზე დაადებინა თავი, მერე კი პლედი გადააფარა. მთელი დღე გათიშულს ეძინა. დაჩიმ ღვედი გაუკეთა რომ რამე არ მოსვლოდა. დაჯდომამდე ნინას გაეღვიძა და როცა მიხვდა რომ დაჩის მხარზე ჰქონდა თავი, გიჟივით მოშორდა.
-დააა... ხედავ? ძილშიც ჩემზე ოცნებობ ნინ-ცინიკური ღიმილით გახედა დაჩიმ ნინას.
-... მე კარგად მახსოვს რომ კედელს მივეყრდნე და არა შენ.. იქნება და შენ დამადებინე თავი?
-ხო, ნინა მევასები და დაგადებინე ჩემ მხარზე თავი. მართალი ხარ.
-აუუ, გეყო რა ხუმრობა.
-აბა სულ ლაპარაკობ ენა ვერ გაგაჩერებინე.
-აი ვჯდებით უკვე და ვეღარასდროს მოისმენ ჩემ ლაპარაკს. გიხაროდეს.
-ნეტა ეგრე იყოს-ისევ ჩუმად ჩაილაპარაკა დაჩიმ და გაჩუმდა. მართლაც ცოტახანში დაჯდა თვითმფრინავი. ნინა არ დაემშვიდობა დაჩის ისე ჩავიდა თვითმფრინავიდან. მას ერთი ნიუანსი გამორჩა, მამამისის გაფრთხილება. ბიოლოგიური მამა არ გაუფრთხილებია რომ ჩამოდიოდა. მისამართი ჰქონდა, მაგრამ არ იცოდა სად წასულიყო. ნინას ისეთი გრძნობა ჰქონდა თითქოს უკნიდან ვიღაც უთვალთვალებდა, მაგრამ უკან რომ გაიხედა არავინ არ დახვდა. გავიდა აეროპორტიდან და ტაქსში ჩაჯდა. მერის სახლის მისამართი უთხრა. ამის გაგონებაზე ტაქსისტი შემოუტრიალდა და ჰკითხა
-შვილო ესეთი ახალგაზრდა ჟურნალისტი ხარ?
-არა, მე მერის შვილი ვარ.
ტაქსისტს გაეცინა ამაზე და ხმა აღარ ამოუღია.
-ერთი წუთით, აქ გამიჩერეთ, რაღაცას ვიყიდი და მოვალ.
-კი შვილო.
ნინა გადავიდა და მალევე დაბრუნდა. მამამისის სახლთან მალე მივიდა. ის დიდი თეთრი სახლი იყო, უზარმაზარი ეზოთი, ბასეინით, ფანჩატურით და...
-რამდენი უნდა გადაგიხადოთ?
-თქვენი გადახდილია შვილო.
-კი მაგრამ ვინ გადაიხადა?
-ვიღაც ბიჭმა.
-ა... კარგით-ნინას ეს ყველაფერი უცნაურად მოეჩვენა.
მანქანიდან გადავიდა. მამამისის სახლი უზარმაზარი იყო. გარედან თეთრი იყო. ეზოში ბასეინი და ფანჩატური იყო. ულამაზესი ბაღი ამშვენებდა სახლს. ნინამ ჩემოდანი გადმოათრია და ეზოსთან მივიდა. ფიქრი დაიწყო როგორ შეეღწია შიგნით. ბოლოს მეორე მხრიდან მივიდა კედლის და გადაძვრა.შიგნით ჩუმად შევიდა, ოთახში მამამისი, ვიღაც ქალი და ორი ბიჭი იყო. ის ქალი დედამისს ნამდვილად არ გავდა. არც ის ბიჭები ეცნობოდა. უცებ ვიღაცამ დაიჭირა და შიგნით შეათრია.
-ჯორჯ, ნახე ვინ ვიპოვე-ხელი გაუშა დაცვამ ნინას.
-ვინ ხარ? ჟურნალისტი? აგენტი? ოპონენტებისგან შემოგზავნილი?-მაშინვე დაიწყო კაცმა ნინასთვის ბრალის დადება.
-არა... მე თქვენი შვილი ვარ.
-რეებს ბოდავ-წამოხტა ქალი.
-ესტერ! გაჩუმდი თუ შეილება-მკაცრად მიუგო ჯორჯმა-რას ქვია ჩემი შვილი ხარ? შენ გგონია ამას დავიჯერებ?
-დედაჩემი, ანასტასიაა. დიდიხნის უკან თქვენგან დაფეხმძიმდა დაახლოებით 20ის იქნებოდა. სტუდენტი იყო და აქ გაგიცნოთ-ნინას აქცენტი იმდენად სასაცილო იყო რომ უკან ბიჭები ძლივს იკავებდნენ სიცილს-მერე დაფეხმძიმდა, 3წლის რომ ვიყავი გამაშვილა ისე რომ თქვენ არაფერი იცოდით. მე ჩემი და დედაჩემის სურათიც მაქვს-ანახა ნინამ ჯორჯს.
-ჯორჯ ეს გოგო გატყუებს არ დაუჯერო-არ ცხრებოდა ესტერი
-ესტერ მოკეტე! ეხლავე დავურეკავ ანასტასიას და ყველაფერს გავიგებ! არსად არ გაუშვათ ეს გოგო!-ჯორჯი ოთახში შევიდა და ანასტასიას ნომრის ძებნა დაიწყო. როგორც იქნა იპოვა.
-ჯორჯ? საიდან გაგახსენდი?-ანასტასიას ტკბილი და ნაზი ხმა გაისმა.
-ჩვენმა შვილმა გამახსენა შენი თავი. როგორ გაბედე და ბავშვი დამიმალე?
-ნინაა მანდ? მაგრამ... როგორ? მისმა მშობლებმა იციან?-ანასტასიას განერვიულებული ხმა გაისმა.
-ნინას მშობლები ჩვენ ვართ! ანუ ეს სიმართლეა?
-ხო.
-რატომ დამიმალე ნინა? რატომ?
-იმიტომ, პატარა ვიყავი. ფინანსები არ მქონდა, ვერანაირად ვერ გავზრდიდი მარტო ბავშვს, შენც არ გეცალა ჩემთვის. ის მხოლოდ ერთი ღამით იყო. ნინას მშობლებს დავუკავშირდები, აქ არ უნდა იყოს. თანაც მაშინ შენ უკვე გყავდა შვილი. ჯეიკი ვიღაც ქალისგან. ალბათ ახლა ის შენი ცოლია.
-არავისაც შენ არ დაუკავშირდები, მე გამომიგზავნე ნომერი და დავუკავშირდები. ნინა ჩემთან რჩება-ჯორჯმა გაბრაზებულმა გათიშა. მერე მისაღებში დაბრუნდა.
-ნინას ოთახი მოუმზადეთ, მანამდე დაჯექი ივახშმე, მოგშივდებოდა.
-ჯორჯ?! შენ ამ გოგოსი გჯერა?-ისევ არ ეშვებოდა ესტერი ჯორჯს.
-ესტერ ბოლოჯერ გაფრთხილებ გაჩუმდი.
ყველა ისევ მაგიდას მიუჯდა.
-ნინა, ეს შენი ძმები არიან. ჯეიკი და მაიკლი. ჯეიკი 19ის არის, მაიკლი 15ის.
-სასიამოვნოა-მიუგო ნინამ და ჭამა დაიწყო.
-ნინა, ანუ შენ?-კითხვების დასმა დაუწყო ჯორჯმა.
-16წლის ვარ.
-სკოლაში სწავლობ ანუ. შენ ოჯახში და ან ძმა გყავს?
-ძმა. ერეკლე ქვია. 6ის არის.
-რა უცნაური სახელია, ერეკლე-გაუკვირდა მაიკლს.
-ქართული სახელია-თბილად მიუგო ნინამ.
-ნინა რამდენი ხანი დარჩება აქ?-მკაცრი ხმით იკითხა ჯეიკმა.
-არ ვიცი ჯერ. დედაშენს... უფროსწორად ანასტასიას ველაპარაკე.
ნინას ჩანგალი დაუვარდა ძირს.
-უკაცრავად... ბოდიშს ვიხდი
-რა მოუქნელი ხარ!-ხმამაღლა თქვა ესტერმა.
-ესტერ, დატოვე თუ შეილება ოთახი-წყნარად უთხრა ჯორჯმა.
-მაგრამ მე...-ესტერმა ბლუყუნი დაიწყო.
-ესტერ!-ჯორჯმა უკვე ტონს აუწია და ესტერი გავიდა.
-ესტერი ვინ არის?-იკითხა ნინამ.
-ისა..ჩემი... საცოლე.
-რამდენი წლის არის?-ახლა ნინა ჩააცივდა.
-27-ჯორჯს ეტყობოდა რომ თემის შეცვლა უნდოდა.
-ღამე მშვიდობის, ხვალ დილით მივფრინავთ მა-მიუგო მაიკლმა და ადგა.
-ხვალ? ჯორჯ მიფრინავ?-შეეშინდა ნინას.
-არა, მაიკლი და ჯეიკი მიფრინავენ სან ფრანსისკოში. 1თვით.
ჯეიკი და მაიკლი ზემოთ ავიდნენ.
-ესტერისგან გყავს ჯეიკი და მაიკლი?
-ნინა... არა. შენ... საქართველოში ალბათ ბევრი.. ასე ვთქვათ თაყვანისმცემელი გყავს?-ჰკითხა ჯორჯმა.
-კი.
-აჰა... ალბათ შენი ოთახი მზადაა. მეორე სართულზე კორიდორის ბოლოშია დიდი ოთახი აივნით. თუ რამე მოგინდება გვითხარი. ესტერს ყურადღებას ნუ მიაქცევ, ისა ღამე მშვიდობის-დაემშვიდობა ჯორჯი და ზევით ავიდა.ნინას ჩემოდანი უკვე ატანილი ჰქონდათ. ის ზემოთ ავიდა და ძლივს მიაგნო მის ოთახს. ოთახი ნინას ძველ სახლზე დიდი იქნებოდა. უზარმაზარი საწოლი ჰქონდა, იქ დიდი კარადა და პლაზმური ტელევიზორი იყო. ლამაზი ფარდები, დიდი მაგიდა სამეცადინოდ. მოკლედ ყველაფერი რაც გოგოს ჭირდება. ნინამ კარი მიხურა და საწოლზე წამოკოტრიალდა. ტელეფონი აიღო და ინტერნეტში შევიდა. იქ რატის ჰქონდა მისი და ნინას სურათი დადებული, რომელიც აეროპორტში გადაიღეს. ნინას თვალებზე ცრემლები მოადგა. კარზე კაკუნი გაისმა.
-შემოდით-ცრემლები მოიწმინდა ნინამ და წამოჯდა.
ოთახში ესტერი შემოვიდა.
-მისმინე საყვარელო, მამაშენს მე ვუყვარვარ შენ კიდე ერთი ტრაშფანდურა ქალის შვილი ხარ რომელიც გადააგდეს როგორც ნაგავი. გირჩევნია დაბრუნდე შენ საქართველოში და აღარ მობრუნდე.
-ესტერ, მე შენთვის რამე საფრთხეს წარმოვადგენ? მე აქ მამაჩემის გასაცნობად ჩამოვედი და არა მისი მორიგი ქალის გასაცნობად.. მათი სიყვარული ერთჯერადი არ იყო როგორიც შენი და მისი.
-შვილოო, ენა დაიმოკლე თორემ სიცოცხლეს გაგიმწარებ, აქედანაც გაგაგდებ და საქართველოშიც ვეღარ დაბრუნდები. წახვალ ბავშვთა სახლში და ნახავ როგორ ცხოვრებენ იქ ბავშვები-ესტერი გავიდა და კარი მოიჯახუნა. ნინამ კარი ჩაკეტა და ტანსაცმელი გამოიცვალა. სპორტულები ჩაიცვა და დაწვა. ღამით მამამისმა მეორე გასაღებით გააღო კარი და შიგნით შევიდა. საბანი გადააფარა, ცოტახანი უყურებდა, მერე გავიდა და კარი გაიხურა. დილით ნინა მოახლემ გააღვიძა.
-ქალბატონო ნინა?-მორცხვად დაუძახა მოახლემ.
-ააააჰ! ვინ არის?-თავი წამოწია ნინამ.
-მამათქვენი გთხოვთ საუზმეზე ჩამოსვლას.
-ეხლავე?
-დიახ, ეხლავე. თქვენი ძველი ტანსაცმელი მომეცით, გავრეცხავთ.
-აი იქ დევს-ნინამ სკამზე მიუთითა. შემდეგ მოახლე ოთახიდან გავიდა და ნინაც ადგა. შავი ჯინსები და თეთრი მაიკა ჩაიცვა. მერე ნაცრისფერი ჯინსის მოკლე კურტკა ჩაიცვა და ცალ ყურში ნაუშნიკი გაიკეთა. ქვემოთ ჩავიდა და მაგიდას მიუჯდა.
-დილამშვიდობის-უთხრა ნინამ.
-დილამშვიდობის. როგორ გეძინა?
-რავი, კარგად. რომელი საათია?
-11.
-ესე ადრე?
ჯორჯს გაეცინა.
-რა?
-დედაშენს გავხარ. ყველანაირად, გარეგნულად, ხასიათით. მასაც უყვარდა გვიანობამდე ძილი, მაგრამ ბევრი რამით მეც მგავხარ. ჯიუტი ხარ?
-კი. ძლივს დავითანხმე დედაჩემი რომ გამოვეშვი. მამა გარტყმაშიც არ არის რომ მე აქ ვარ, მას გონია რომ ბებიასთან ვარ სოფელში.
-როგორ? არ უთხარით?
-არა.
-იცი ნინა მემგონი ესე არ შეილება. მოდი მე დავურეკავ რა ქვია მას?
-ნიკა.
-მე დავურეკავ ნიკას და გავაფრთხილებ.
-რას გააფრთხილებ ისედაც მალე მივდივარ.
-მე მინდა რომ ეს წელი აქ დარჩე. არდადეგებზე დაბრუნდები.
-მთელი წელი? აქ? ჩემები არ დათანხმდებიან.
-მე ავუხსნი ყველაფერს.
-მართლა? ძალიან მაგარია.
-სკოლაშიც აქ გატარებ. მომავალი კვირიდან ივლი.
-მადლობა. ესტერი?
-რა ესტერი?
-გუშინ შემოვიდა და მუქარა დამიწყო.
-დაველაპარაკები. ალბათ ანასტასიას ჩამოსვლის გამო ნერვიულობს.
-მოიცადე ანასტასია ჩამოდის? რატომ არ გამაფრთხილე? არ მინდა მისი ნახვა!
-ნინა, მან თვითონ გადაწყვიტა ჩამოსვლა.
-არა, უთხარი რომ არ შეილება. მისი ნახვა არ მინდა, მან გამაშვილა-ნინას ხელები გაუოფლიანდა, სახეზე ფერი გადაუვიდა, თვალებში დაუბნელდა და უცებ გული წაუვიდა.
-ნინა! ნინა! დროზე ვინმემ ექიმს გამოუძახეთ!!-ჯორჯი მაშინვე მივარდა ნინას. ნინა ცოტახანში გამოფხიზლდა მის ლოგინში.გვერდით ჯორჯი ეჯდა.
-კარგად ვარ-ნინა წამოდგა
-ხვალვე ექიმთან მივდივართ.
-არა, არ მინდა. პანიკის შეტევა მქონდა. ეს ნორმალურია.
-რა არის ნორმალური გული რომ წაგივიდა?-გაუკვირდა ჯორჯს.
-ესე მქონდა საქართველოშიც. დამავიწყდა მეთქვა ეს, მეგონა რომ პრობლემურ ბავშვს არავინ მიიღებდა.
-შენ არ ხარ პრობლემური ბავშვი, ეს ნორმალური მოვლენაა. ამაში სასირცხვილო არაფერია და მეორეჯერ არ იფიქრო რომ რაღაცის გამო შენი აქ ყოფნა არ მესიამოვნება.
-ანასტასია?
-ნინა, ამაზე მერე ვილაპარაკოთ.
-რათქმაუნდა... მე ვინ მისმენს.
-შენ პანიკის შეტევებზე რომ ველაპარაკე ექიმს მითხრა მარტო არასდროს უნდა იაროსო.
-მარტო არ ვიარო?
-ან არ ინერვიულოსო.
-გეხვეწები არ ვინერვიულებ, არ მინდა გვერდით ვიღაც დამყვებოდეს.
-სახლში არავინ გამოგყვება მაგრამ როცა გარეთ მოგინდება გასვლა ესე ვერ გავრისკავ. ჩაბარებული მყავხარ და არ მინდა შენ მშობლებს იმედი გავუცრუო.
-ჯორჯ, გთხოვ.
-კარგი, კიდევ ერთი შეტევა და სულ ვიღაცის მეთვალყურეობის ქვეშ იქნები.
-მადლობა, მადლობააა. ქალაქში გავალ? მინდა ყველაფერი დავათვალიერო.
-კარგი.. მანქანა გამოგაყოლო?
-არა, ფული მაქვს. თან ფეხით მინდა გასეირნება.
-ხვალ შენ წარმოსაჩენად იმართება წვეულება.
-და როგორ წარმადგენ?
-როგორც ჩემ ქალიშვილს.
-და ეს შენ კარიერას ხელს არ შეუშლის?
-არა. თუ ფული ან რამე დაგჭირდება მითხარი.
-კარგი, მადლობა ჯორჯ.
ჯორჯი ოთახიდან გავიდა. ნინამ ჩაიცვა და ქალაქში გავიდა. ქალაქი არც ისეთი პატარა აღმოჩნდა, ზედმეტად ბევრი კარგი ადგილი იყო. სუვენირებიც ბევრი იყიდა, არცერთი მაღაზია არ გამოუტოვებია. უცებ ვიღაც ტიპს შეეჯახა. ზემოთ რომ აიხედა სიბრაზისგან სახე გაუწითლდა.ეს ბიჭი დაჩი იყო.



№1 სტუმარი niiii

ძაან მაგარი ხარ heart_eyes ეს დაჩი მართლა ყველგან დაყვება ნინას თუ ამერიკაში ცხოვრობს? საინტერესოა გააგრძელეე

 


№2  offline მოდერი სატი

niiii
ძაან მაგარი ხარ heart_eyes ეს დაჩი მართლა ყველგან დაყვება ნინას თუ ამერიკაში ცხოვრობს? საინტერესოა გააგრძელეე

ვეცდები მალე დავდო <3
--------------------
a.m&m.i

 


№3 სტუმარი Mziako...

Dzaan magaria... Jorjic kargi adamiani Chans da imedia Anastasia DA jorji isev ertad iqnebian ...
Kargia gagdzele imedia male dadeb shemdeg tavs dzalian saintereso istoriaa :-* ;')

 


№4  offline მოდერი სატი

Mziako...
Dzaan magaria... Jorjic kargi adamiani Chans da imedia Anastasia DA jorji isev ertad iqnebian ...
Kargia gagdzele imedia male dadeb shemdeg tavs dzalian saintereso istoriaa :-* ;')

მალე დავდებ heart_eyes
--------------------
a.m&m.i

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent