თბილისელები (2)
ტატას პადიეზდში შევედი. ფუფ,რა სუნია რა მოწიეს ასეთი?! ვერ ვხვდები, აქ ადამიანს რა უნდა გიყვარდეს ? თავს ვაქნევ და კიბეებს "ვესალმები" დასახრუკი პაპსკირისგან ვიცი,რომ თურმე ლიფტი 35 წელია რაც "ცოცხლობს". ამის შემდეგ კი მე და კიბეები საუკეთესო მეგობრები გავხდით,რაზეც ბევრი დამცინის. აქოშინებული პირდაპირ შევედი სახლში, ჩანთა იქვე დავაგდე და სამზარეულოში შევედი. ტრადიციულად ჩვენი ტატაჩო ხახვს ჭრის და სრუტუნებს. -რაზე ?_პირდაპირ ვეკითხები. - აუ მუშაობა მინდა სკოლაში და არაო_იბღვირებოდა თხელიძე. -რას ქვია მაგას არ უნდა ?! -აუ თანანო, ეგრე ადვილად არაა რა საქმე, როცა გიყვარს ყველაფერზე თანხმდები. -ყველაფერზეო თურმე, ხოდა იჯექი სახლში,შენი სიყვარულის გამო! -აუ არ გესმის რა_შამპანიურს მოკიდა ხელი და აივნისკენ მიბიძგა. დიახ, როცა შამპანიურია, აუცილებლად აივანზე უნდა გავიდეთ. ვიკა ექიმს არ დავურეკეთ მორიგე იყო თან რა გაუძლებდა მაგის ლექციებს ? -უჩაა! ბიჭოო,გაგვიღე კარებიი_ხელებს აბრახუნებდა რკინის კარებზე ტატა. -თორნიკეე, ბიჭოო გამოდი უნდა მოგიტაცოოო! ძლივს გააღო ლაბაძემ კარები, არც გაჰკვირვებია და არც უთქვამს "ნორმალურები ხართო?" ან "დალიეთ?" ხუთი თითივით ვიცნობდით ყველა ერთმანეთს,მაგრამ მე მარტო ერთს არ ვიცნობდი ბიკოს. ვერ ვიგებდი რა ხილი იყო მისი ხასიათი. თორნიკე ვაშლია, ვიკა კივი, უჩა ყურძენი(გიჟდებოდა ღვინოზე და თან მართლა ყურძენი იყო) დათა ატამი ტატა მანდარინი მე ? მე ნუ შემეკითხებით,სხვა უფრო კარგად გეტყვით. თორნიკემ ძლივს წაიღო გაფრენილი ცოლი. ბიკოც იქ იყო, რაღაცნაირად მათვლაიერებდა. ვერ იყო კარგად. მერე ? მთაწმინდაზე ავედით. მაინც სულ სხვანაირია იქ მოძრავი ჰაერი. ვიკა და დათუნა ძლივს გამოვათრიეთ საავადმყოფოდან. მაღალი შენობის სახურავზე ვსხედვართ და ვლაპარკაობთ. -პირველი რო გამოჩნდა გაიგეთ ?_ ბიკოს გადაფითრებულ და დათუნას გაკვირვეულ სახეზე,მივხვდი რომ უჩას წამოცდა აშკარად საშინელი ამბავი. -ვინაა პირველი ? უჰ როგორ მომწონდა ეგ გვარი ადრე _ თავი გააქნია ვიკამ. -არავინ_მკაცრად გაისმა ბიკოს ხმა. მაინც ვინაა ეს პირველი ? ეს ღამე არ ყოფილა გიჟური,არც სასაცილო და არც მოწყენილი. პირველის სხენებამ ბიჭები რატომღაც დაადუმა. სახლში დათუნამ წამომიყვანა. -დათუუ,ვინაა პირველი ?_ინტერესით სავსე თვალები მივაპყარი კასრაძეს. -აუ ერთია რა, არაფერია ისეთი_უაზროდ აიქნია ხელი. -უიმე,თქვენ ხო კაცი ვერაფერს ვერ გათქმევინებთ _ბუზღუნით ავუყევი კიბეებს. ისევ მარტო ვარ,როგორც ყოველთვის. ხო მარტივია,მშობლები გარდამეცვალნენ. მამა ნარკომანი,ბევრი დოზა მოუვიდა და ასე ვთქვათ "გაიპარა". არასდროს მისაუბრია მამასთან,იშვიათად თუ ვხედავდი,ამიტომაც არ განმციდია დიდი დანაკლისი,მაგრამ იყო რაღაც რათქმაუნდა. დედას მანქანამ დაარტყა. ჩემი დედის,ნინოს ბრალი იყო. ნინოსი,ყველაზე დაკვირვებული ქალის ბრალი იყო. დღემდე ვერ ვიჯერებ,რომ ვერ დაინახა დედამ მომავალი მანქანა. დაინახა,მაგრამ არ გაინძრა. უნდოდა წასვლა მამასთან. იქნებ იქ მაინც ყოფილიყვნენ ბედნიერად ? საკიდზე ქურთუკს ვკიდებ და ვანაში შევდივარ. კარგია წყალი განვლილი დღის ემოციებისაგან გასუფთავებას. შვებას ვგრძნობ მთელ სხეულში. ჩარკვიანის "მე მოგიტან წყლას" ვღიღინებ და ტანს ვარხევ. ვერ ვიძინებ საშინელი უძილობა მჭირს სიგარეტს ორ თითს შუა ვიჭერ და ასანთს ვუკიდებ. ღრმა ნაფაზს ვარტყავ და სივრცეებს თვალს ვუშტერებ. ისევ პირველზე ვფიქრობ, რატომ გადაფითრდნენ ?! ვიკას ვურეკავ -მოხვალ ? -გინდ დაიჯერე,გინდ არა შენს კორპუსთან ვდგავარ_იცინოდა. - აუ არ ამოხვიდე, ტვიქსი წამოიღე,გამითავდა. ტვიქსი და თანანო ? შეყვარებულები. კილაძის სახლში ყოველთვის მოიპოვება ტვიქსი. არ არსებობს ღამე არ მოუნდეს,თუ გაიღვიძა და არ დახვდა,შეუძლია პიჟამოებით ჩავიდეს მარკეტში და იყიდოს. ნარკოტიკივითაა დამოკიდებული. ტვიქსი სიგარეტი და ბევრი უაზრო სიცილი. მერე მაინც ძილი. *** -აუ მისკდება თავი,ვინ უნდა იყოს ?! _ბუზღუნით ვიღებ "აკივლებულ" ტელეფონს. -გისმენთ_მთელი სიმკაცრით ვყვირი ტელეფონში. -ბიკოსთან გელოდებით. ტატა იყო. არ მომეწონა მისი ხმა,თითქოს გატეხილი იყო. თეთრი ტოპი შავი,დაშვებული კაბა და კედები მოვირგე. საათი მოვიხსენი,მატკინა ხელი უფ. ხელის ნაწილმა შვება იგრძნო. შავი თმა ჩავიწენი, წითელი პომადა გადავისვი და გამზადებულ ვიკას მივუდექი გვერდით. -მოკლედ რა კრასავიცა მყავხარ გოგო რაა_ხელი აიქნია და დაბლა ჩავედით. -ვაჟაზე_ ხმადაბლა უთხრა მისამართი უფროსმა თხელიძემ ტაქსის მძღოლს. *** -ზდრასტვიი_ ხელის აქნევით მიესალმნენ ერთმანეთს. მალევე შეამჩნია კილაძემ ბიკოს გვერდით მდგარი გოგონა. ეხუტებოდა, მის ბიკოს ეხუტებოდა. -ხო მოკლედ,გაიცანით ლინდა, ჩემი შეყვარებული. ვიცი გამიბრაზდებით რატო აქამდე არ გვითხარიო,მაგრამ ნუ ხო ხვდებით რა_თავზე ხელს ისვამდა იამანიძე. ყელში რაღაც გამეჩხირა ვერ ვყლაპავდი. ვიხრჩობოდი და თან ვსუნთქავდი. ლოყები ამიხურდა,არადა რა იშვიათად მაქვს მსგავსი შეგრძნებები. სავარძელზე მოწყვეტით "ვეცემი" და თვალს ვუშტერებ წითურ გოგოს. დაბნეული ჩანს თვალებს აქეთ-იქით აცეცებს ეშინია რამე არ შეეშალოს. "ჩემი" ბიკო ? ბედნიერი თვალები აქვს. ბოღმა მახრჩობს. ტატა გრძნობს, უფროსწორედ მგრძნობს. მერე ? მერე უბრალოდ ვიჯექი და არაფერს ვუგდებდი ყურს. -თანანო,აქ ხარ ?_თორნიკემ გამომაფხიზლა. -ხოო,რაიყო_თვალების ფახურით ვუპასუხე. -რადა გოგომ რო დაგისვა კითხვა ყავა გინდაო ? ხოდა გინდა ? ვაა,სულ გამოშტერდა ეს_ თავი გააქნია უჩამ. -არა,იყოს მადლობა,უნდა წავიდე. -სად ?_თავი წამოყო ტატამ. -ანაკისთან. *** -როგორ არის ? -არაუშავს ქალბატონო,ვეტერინარმა თქვა კარგად არისო. -კარგი,მიდი მომიმზადე -ახლავე_ღიმილით გაეცალა ხანშიშესული მამაკაცი. ანაკი ? ჩემი ცხენია. ჩემი დამამშვიდებელი. -მიდი მეგობარო,გამასეირნე_ხელები მოვხვიე და თავი დავადე. მგრძნობს,ისიც მგრძნობს. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.