ჯიშკარიანის წესები (თავი 5)
- შენ მგონი ვერ გაიგე რა გითხარი, შენ ხარ ჩემი, ყველაფერი რაც შენ გეხება ჩემი საქმეა, სვანი კაცის, თან ჩემნაირის გაბრაზება ძალიან დიდი შეცდომა იყო. ჩუმად ვიდექი და ნელ-ნელა უკან ვიხევდი, არ ვიცი სად მივდიოდი, უბრალოდ მინდოდა ალექსანდრესა და ჩემს შორის მანძილი დიდი ყოფილიყო როდის ჩამეძინა არ მახსოვს, უკვე თენდებოდა. ტელეფონი ბალიშის გვერდით მედო და მთელი ღამის განმავლობაში ალექსანდრეს სიტყვებს ვატრიალებდი ჩემს თავში. მიზიდავდა თავისკენ, მაგნიტივით, მაგრამ რაღაც უკან მქაჩავდა. ბავშვობიდან არ მიყვარდა ასეთი ტიპები, ის ფაქტი, რომ საშიში ადამიანი იყო, ბნელით მოსილი წარსულით, კიდევ უფრო მძაბავდა და უკან მქაჩავდა. სალომეს ველოდებოდი როდის გაიღვიძებდა, მასთან საუბარი მჭირდებოდა ყველაზე მეტად, ის გამარკვევდა რა მექნა და როგორ. ამაზე ფიქრში გავატარე მთელი ღამე და ნახევარი დილა. - შენ სამსახური რომელზე გეწყება? სალომეს სიტყვებმა გამომაფხიზლეს და თვალები დავჭყიტე. უცებ, გუშინდელი ღამე უბრალოდ უცნაური სიზმარი მეგონა და ჩემ ჩვეულ, მოსაწყენ რუტინაში დავაბრუნე გონება. - ათისკენ უნდა გავიდე რა, რატო მეკითხები. - და როდის ამთავრებ? - ოთხისთვის გამოვალ, ლექცია მეწყება ხუთზე და მაქამდე ყავას დავლევ სადმე, თორე დღევანდელ დღეს ისე ვერ გადავაგორებ. სალომე ჩემს ოთახში ჯინსების და ლიფის ამარა იდგა, შავ თმას ივარცხნიდა. - შენ ხო სამზე გაქვს ლექცია, ხოდა რო გამოხვალ, ერთი საათით სადმე ყავა დავლიოთ. უცნაურად გაეღიმა და თვალები აატრიალა სალომემ, ოთახიდან გადიოდა რომ მომაძახა, უკვე 2 საათიაო. ფეხზე ისე მალე წამოვხტი, თვალებში დამიბნელდა და ვიდექი ასე, რამდენიმე წამი. გუშინდელი ტანსაცმელი უცებ ჩავიცვი და სალომე გადავკოცნე, სახლიდან შლეგიანივით გავარდი, ტაქსი გავაჩერე და სახლის გზას დავადექი. მამა არ დამხვდა, ადრე წასულა სამსახურში. ოთახში ბარდაგი იყო ისევ, დოკუმენტები და ლეპტოპი საწოლში იყო არეული. ტელეფონი ავიღე და უფროსს დავურეკე. - ბატონო გიორგი, დღეს ვერ ვახერხებ მოსვლას. - მაგას მივხვდი ნინა, არაუშავს, ხვალ მოხვალ დილიდან მაშინ, კარგი? და ბატონო გიორგი არ ვარ მე! - კარგი, გიორგი, მადლობა. გადავწყვიტე სალომეს გამოსვლამდე დამესვენა, ტელეფონი გამოვრთე და თითქმის ერთი საათი დავუთმე ბანაობას. პირსახოც შემოხვეული დავდიოდი სახლში, მუსიკა მქონდა ჩართული და თან სახლის დალაგებას შევუდექი. ერთ საათში დავაწკრიალე მთელი სახლი, უფრო ცოტა ხანი მოვუნდებოდი, ალბათ ფლეიერში სიმღერების შერჩევა რომ არ დამეწყო, ხუთ წუთში ერთხელ. სამი საათი ხდებოდა თავ-ქუდ მოგლეჯილი რომ გამოვარდი სახლიდან სალომესთან შესახვედრად. ჩვენს ჩვეულ კაფეში მივედი, ჩემი მეგობარი უკვე იჯდა, ჩემთვის ყავაც ჰქონდა შეკვეთილი. უცებ მივუჯექი გვერდით და მანამ რამის თქმას მოვასწრებდი ტელეფონი გამომიშვირა და ცხვირთან მომიტანა. 4 გამოტოვებული ზარი. - რა ხდება ? ვისი ნომერია? - ის იდიოტი გახსოვს? დავითი თუ დადუ თუ დუდა, რა ჯანდაბაც ქვია. დღეს დამადგა რაღაც შავი სპორტული მანქანით უნივერსიტეტთან. მახოსთან ერთად გამოვდიოდი, რაღაცას ველაპარაკებოდი... ჩემმა დაბნეულმა სახემ შეაწყვეტინა სალომეს მოყოლა. ერთი გიგანტური კითხვის ნიშანი ვიყავი, სულ მთლიანად. - მახო. არ გახსოვს? - არა... - ჩემ დაბადებისდღეზე მაგის ძმაკაცი რომ დააგდე ცეკვისგან, მერე რომ... - ხო კარგი კარგი! წარსულის ცოდვებს ნუ გავიხსენებთ! ეგ მალხაზი იყო და უნივერსიტეტში მახოდ გადაიქცა? - ერთი კოცნა დიდი ამბავი, წარსულის ცოდვები მე მკითხე შენ... დანანებით ჩაილაპარაკა სალომემ და რომ მიხვდი, ისევ იმ დაკარგულ სიყვარულზე იწყებდა ფიქრს მაშინვე გადავიტანე საუბრის თემა. - ხო რაო მერე, დადუ დაგხვდა გარეთ? - დადუ და ჯანდაბა მაგას! მოვიდა ეს ნაგლი, ხელი გადამხვია და მახოს მიუბრუნდა, მე სალომეს შეყვარებული ვარო, და შენ ვინ ხარო! - არ არსებობს! - კიდე უერესი რა იყო იცი? უცებ ვერ წარმოვიდგინე რა შეიძლებოდა ყოფილიყო იმაზე უარესი, როდესაც ვიღაც შეყვარებულობას გადაგიწყვეტდა, თან სალომემ რა იცოდა, მეც იგივე ჭაობში რომ ვცურავდი. - შენ ვინ ხარ, ძმაო! აი ესე უთხრა: შენ ვინ ხარ, ძმა! აი რა ძმა, გეხვეწები რომელი საუკუნეა, ისე შემრცხვა პროსტა ისე რომ მეთქი ნეტა მიწა გამისკდესთქო, ეს სოფლელი ქუჩის ბიჭი, ბირჟავიკი იდიოტი! მუცელზე მეკიდა ხელი და სიცილისგან ცუდად ვიყავი. დავითის პაროდიაზე და სალომეს რეაქციაზე ერთად ვიცინოდი, მას კი საერთოდ არ ეღიმებოდა. - რას ხედავ, სასაცილოს?! - არაფერს, ძმა! ამაზე უფრო მოეშალა ნერვები და ყავის ჭიქა ტუჩებთან მიიტანა. - ნინა, წესიერად იყავი იცოდე! მაგ თეთრ კაბაზე გადაგასხამ ამ ყავას. სახეზე გავწითლდი ისეთი სიცილი ამივარდა, სუნქვას ვეღარ ვახერხებდი. - რა გოიმობაა, რამხელა ხმაზე იცინის. ოფიციანტი გოგონას ვითომ ჩურჩულმა ძალიან გამაღიზიანა. სალომე კი ღიმილიანი სახით მიყურებდა, თითქოს რაღაც იცოდა ისეთი, რაც მე არ ვიცოდი. ყავა დადო და მომიახლოვდა, უნებურად მეც მივიწიე წინ. - ეს საწყალი ალექსანდრეს ნაშა იყო, თუ შეყვარებული თუ რაღაც, ანუ ამას რომ კითხო, შეყვარებული იყო, მარა მე როგორც გავიგე პროსტა იყვნენ ერთად რა, გართობის მიზნით. რამდენიმე კვირის წინ დაშორდა, თუ დაადო, რავიცი. და ხო ნახა ალექსანდრემ ნომერი რომ დაგიტოვა, მაგაზე არის გაცოფებული ალბათ. ყურები დავცქვიტე და ყავა მოვიმარჯვე ხელში, მაგრამ დაცლილი დამხვდა. ესღა მაკლდა, კონფლიქტურ სიტუაციებს ვერიდებითქო, რომ ვთქვა, ძალიან დიდი ტყუილი გამომივა, მაგრამ იქ სადაც განსატვირთად მოვდიოდი სალომესთან ერთად, ნამდვილად არ მინდოდა რაიმე დაძაბულობა ყოფილიყო. ალექსანდრეზე ნერვებმოშლილმა ოფიციანტს მივუბრუნდი. - უკაცრავად, ერთი ყავა კიდე მომიტანეთ თუ შეიძლება და ძალიან გთხოვთ, ალექსანდრეს ნუ გადავაყოლებთ ჩვენ ურთიერთობას, წლებია ყავას მიმზადებთ, მე ვსვამ და ცხოვრება მშვენიერია! ჩვენ უფრო დიდი ხანი ვართ ერთად, ვიდრე ალბათ შენ და ალექსანდრე იყავით, ამიტომ გთხოვთ. ნუ გავიფუჭებთ ხასიათს, კაი ძმა? სალომე პირღია მიყურებდა და სიცილი აუტყდა, უფრო სწორად კაკანი, არ ვიცი რა აცინებდა, დავითის იმიტაციით რომ ვთქვი „ძმა“, თუ ამ გოგოს გამომეტყველებაზე წასკდა ხითხითი. - ეს რაიყო გოგო, რამ იფეთქა შენში? - რა და ჯერ ხო გუშინ დამირეკა და კაროჩე ჩემი ხარო მითხრა! მერე მაგის გამო საყვარელ კაფეში ოფიციანტი გადავიკიდე, მოკლედ ძალიან გაბრაზებული ვარ რა, ძმა! - ეხლა ეგ ძმა არ აიჩემო თორე არ ვიცი რას გიზამ! ყავა სხვა ოფიციანტმა მოიტანა, ის გოგო უარს ამბობდა თურმე, მე მაგას არ მოვემსახურებიო. ამ ჩემს ფეხებს, ყავას ვინ მომიტანს რაში მაინტერესებდა, უბრალოდ რა საჭირო იყო ვიღაც ტიპის გამო ჩემთან უხეში საუბარი, არ მესმის. - და რაო მერე, დაამთავრე მოყოლა. - ვინ მახომ თუ ძმამ? - ორივემ. - მახო გაეცნო, სალის მეგობარი ვარო, ეგ ხო სალის მეძახის, ხოდა ამ დავითს რაღაც არ მოეწონა და სალიზე შეიშმუშნა, ხელი ჩამოართვა და ესე ცხოველივით ხო მოვყვავდი, ხელი კი არ ჰქონდა გადახვეული, თავი ძროხა მეგონა, რომელსაც ყელზე ზარს უკეთებდნენ, მეჯიკავებოდა, მე ვცდილობდი არ გადაეხვია ხელი, ის უფრო მიჭერდა და კინაღამ დამახრჩო. მერე ავფექთდი. ჩუმად ვუთხარი ხელი გაწიე შე ვიროთქო, ამ ვიროზე ძაან გაღიზიანდა, მოკლედ, ძალიან დავცხეთ. - ვა. მერე როგორ დამთავრდა ეგ ყველაფერი? - მანქანაში ჩამტენა და აქ დამტოვა. სალომეს საკუთარ ნათქვამზე გაეცინა. ორივემ ვიცოდით, სალომეს მანქანაში ჩატენვაზე საუბარი არ იყო, თითს ვერ დააკარებდი ნებართვის გარეშე, შეიძლება ისეთი სილა გაეწნა, ის დადუ თავს ვერ გაასწორებდა თავის სიცოცხლის მანძილზე. მოკლედ ესეც გაირკვა, სალომეს და დავითს ერთმანეთი მოწონთ. - აუ ძალიან კრეტინია, მარა ძალიან ეშხიანია. მაღიზიანებს და ნერვებს მიშლის მარა თან მინდა რომ ნერვებს მიშლიდეს და მაღიზიანებდეს 24 საათი. სულ მაგაზე ვფიქრობ. - ხო, მესმის შენი, ნეტა ეს ალექსანდრე შეუხედავი იყოს, არ ვიქნებოდი ესე დაბნეული... სალომეს მოვუყევი ღამის ისტორია, ჩემი ფანჯრის რაფიდან ჩამოვარდნის, დავითის დანახვის და ალექსანდრეს ზარის ისტორია. ჯამში, დიდი სჯა-ბაასის შემდეგ დავადგინეთ, რომ ეს ორი ადამიანი არ იყვნენ ნორმალურები. - მე ეგ მომწონს მემგონი, არც ერთ ბიჭს არ ჰქონია იმის გამბედაობა მოსულიყო საერთოდ და პაემანზე დავეპატიჟებინე, ამან კიდე არ მოაჭრა უნივერსიტეტთან და პირდაპირ შეყვარებული დაირქვა. მე პირიქით ვიყავი. ჩემი კაცის იდეალი ალბათ ვინმე იტალიელი არქიტექტურაზე შეყვარებული წიგნის ჭია იქნებოდა სათვალეებში. ნაზი და თბილი გამოხედვით, შავი ხუჭუჭი თმით და წვერებით. ძალიან მაგარ სპაგეტის რომ ამზადებს და იტალიურად რომ მეკამათება საინტერესო თემებზე. ხელში კი სრულიად ამოუცნობი სუბიექტი შემრჩა, შედარებითაც კი ვერ შევადარებდი ვინმეს, მსგავს არავის ვიცნობდი, თან იმდენად იდუმალი და გაურკვეველი ტიპაჟი იყო ეს ალექსანდრე, მივხვდი, რომ მე მასში სწორედ იდუმალებადა ამოუხსნელი ამოცანა მომწონდა. ცოტა დავმშვიდდი და ჩემს თავს ვუთხარი, არ გიყვარსთქო. კაფიდან გამოვდიოდით, როდესაც ტელეფონმა დამირეკა, ალექსანრეს ნომერი იყო. მისი ნახვა არ მინდოდა,მანამ არ გავიგებდი ყველაფერს რისი გაგებაც შემეძლო მის შესახებ. სად ცხოვრობს, რა უნდა, რას აკეთებს, რა უყვარს, რა ეზიზღება, საერთოდ როგორი ტიპია. ჩემი ინტერესი ალექსანდრეს მიმართ განელდა და ახლა, სულად არ მინდოდა მასთან ლაპარაკი, პირიქით, ყველასთან მინდოდა ლაპარაკი ვინც ჯიშკარიანს იცნობდა. არ ავიღე და ტელეფონი საერთოდ გამოვრთე. სალომეს დღეს დავპირდი წიგნის პრეზენტაციაზე წამოგყვებითქო, რაღაც თარგმნა ვიღაცამ ქართულად, ფოე-ფოე სიყვარულის ისტორია, რომელიც დიდად არ მაინტერესებდა, მაგრამ სალომეს სტილი იყო წავეთრიე ყველა ასეთ ივენთზე და თავი გამომეჩინა, დაინახოს ხალხმა რა ლამაზი დაქალი მყავსო. სახლში მანამ მივედი, ტელეფონი სულ ერთი წამით ჩავრთე, მამასთვის რომ დამერეკა, მაგრამ ალექსანდრემ დამასწრო დარეკვა. გავუთიშე და მამას გადავურეკე, შეხვედრაზე ვარ, დღეს გვიან მოვალო, ჩამჩურჩულა , მეც დავკიდე და ისევ გამოვრთე ტელეფონი. მოსაღამოვდა, პრეზენტაციამდე 2 საათი იყო დაჩენილი და ტელეფონი ჩავრთე, სალომესთვის მინდოდა დარეკვა, მაგრამ იმ წამსვე ალექსანდრეეს სახელი ამოხტა. ეს მე არ მომასვენებსთქო ვიფიქრე და ამიტომ ავიღე. - გისმეენთ - ტელეფონი რატომ გაქვს გამორთული?! მეთამაშები?! ჩემს ზარებს არ პასუხობ? - ჰეიი, დაწყნარდი, არ მეცალა უბრალოდ, არც ეხა მცალია, მაგის სათქმელად ავიღე. - ანუ არ გცალია?! და რითი ხარ დაკავებული? - ვემზადები, მივდივარ .... ისე რა შენი საქმეა? ძალიან გთხოვ, თავი გააკონტროლე. ტელეფონი დავუკიდე და სალომეს გადავურეკე, იქ შეგხვდებიო მითხრა, ოღონდ ერთი საათი დავაგვიანოთ, მერლინ მონროს სტილშიო. ალბათ სალონიდან გამოსვლას ვერ ასწრებდა, როგორც ყოველთვის. გამეღიმა, მაგრამ თავში მაინც ალექსანდრეს გაღიზიანებული ტონი მეჩვენებოდა. ოთახში წამოვწექი, ხან რა წავიკითხე, ხან რას ვუყურე დრო რომ გამეყვანა. წიგნის პრეზენტაცია უკვე იწყებოდა, ერთი საათი იყო დარჩენილი მანამ სალომეს შევხვდებოდი, ამიტომ ლიფის და საცვლების ამარა კარადის კარი გამოვაღე და დაბნეული დავდექი ეს კაბა არ მიხდება, საერთოდ რატო ვიყიდე. ეს ძალიან მოკლეა, რამდენჯერ დავჯდები, იმდენი უხერხულად უნდა ვიგრძნო თავი. ან ეს რატომ ვიყიდე? ეს კიდე ზედმეტად ცხელია, არადა გარეთ კარგი ამინდია. ეს თეთრია, ეს ძალიან შავია... ბოლოს ბორდოსფერი კაბა ავარშჩიე და უკვე მაგვიანდებოდა! გაღიზიანებულმა მივაჯახუნე კარადის კარი, რომლის უკანაც მომღიმარი ალექსანდრე დამხვდა. შემიძლია დავიფიცო, რომ იმ მომენტში, გული საერთოდ არ მიფეთქავდა. გავშეშდი, შემეშინდა, გამიკვირდა და თავი ძალიან, ძალიან დაუცველად ვიგრძენი, ხელები ნელ-ნელა ავიკარი ტანზე, შიშველი ნაწილის დასაფარად. ის იდგა, თვალებით მჭამდა, ხან სველ თმას მიაშტერდებოდა, ხან შიშველი მკლავებს, ან იმას, რაც შიშველი მკლავების უკან იმალებოდა. - ჩემია ეს, სულ მთლიანად. საჩვენებელი თითი ჩემს სილუეტს ააყოლა და კმაყოფილმა გაიღიმა. - როგორ... აქ ... რანაირად... წინადადებას ვერ ვაყალიბებდი, კანკალმა ამიტანა, საკუთარ სახლში ვიღაც ისე შემოიჭრა, არც გამიგია, ისე მიყურებდა ამხენი ხანი, ვერც შევამჩნიე და ეს უბრალოდ ვიღაც არ იყო, თბილისში ყველაზე საშიში ტიპი იყო, გოგოები ეცემოდნენ და ბიჭებს ეშინოდათ. მეც მეშინოდა, ძალიან მეშინოდა. - შენ მგონი ვერ გაიგე რა გითხარი, შენ ხარ ჩემი, ყველაფერი რაც შენ გეხება ჩემი საქმეა, სვანი კაცის, თან ჩემნაირის გაბრაზება ძალიან დიდი შეცდომა იყო. ჩუმად ვიდექი და ნელ-ნელა უკან ვიხევდი, არ ვიცი სად მივდიოდი, უბრალოდ მინდოდა ალექსანდრესა და ჩემს შორის მანძილი დიდი ყოფილიყო, შავი მაისური და შავი გადასაცმელი, რომლის კაპიშონშიც მალავდა თავს, უფრო მკაცრს და შეუწყნარებელს ხდიდა მას ჩემ ხედვაში. - რა გინდა ჩემგან?! - შენ - რა მე? - რა მინდა შენგან და მინდიხარ შენ. ხელები უფრო მჭიდროდ ავიკარი ტანზე და ძალა მოვიკრიბე, რომ კანკალის არ ავეტანე. - მე არ მინდიხარ შენ! გადი ჩემი სახლიდან თორე პოლიციაში დავრეკავ. - ოჰო! შემაშინე? მე ღმერთის მეშინია, მარტო. ძაღლების არა. - მართლა დავრეკავ პოლიციაში, იცოდე გადი ჩემი სახლიდან! შემეშვი! ხმას ნელ-ნელა ვუწევდი, ალექსანდრეს ხასიათი ვლინდებოდა ჩემს პირდაპირ და კარგად მივხვდი, რას გულისხმობდნენ, რომ იძახდნენ საშიში ტიპიაო. მხოლოდ გამოხედვით შეეძლო სულიერად გაეტეხე, შეეშინებინე, დაემარცხებინე. ალექსანდრეს სახის გამომეტყველება არ ეცვლებოდა, არც გატოკდა, ჩემი ყვირილის რომ არ ეშინოდა, ძალიან ნათლად დამანახა. ერთი ნაბიჯი გადმოდგა ჩემსკენ და მე კედელს ავეკარი. თან თავს ვაქნევდი უარყოფის ნიშნად, თითქოს ვეუბნებოდი აღარ მოხვიდე მეტი ახლოსთქო. მას არ ესმოდა ჩემი , ან არ აინტერესებდა. კედელზე ავეკარი, მაგრამ ის ისე ახლოს იყო, რომ მის ტუჩებსა და ჩემსას შორის მხოლოდ ჩემი გულის ფეთქვა იყო დარჩენილი. ორივე ხელი მაჯებში მომკიდა და ძალიან მაგრად მომიჭირა. ძალიან ნელა გამახსნევინა ხელები, ვერანაირ წინააღმდეგობას ვერ ვუწევდი, საკუთარ სისუტეზე მომეშალა ნერვები. სირცხვილისგან გავწითლდი და თვალები მაგრად დავხუჭე. - ვერ შეგეშვები. ყურში ჩამჩურჩულა და თავი უკან გამოწია, ძალიან ნაზად მოედო მისი ტუჩები ჩემსას, შევკრთი და კიდევ უფრო გავწითლდი. ჩემში რაღაცამ იფეთქა, ჟრუანტელმა დამიარა და მთელი ტანი გამიხურდა. - შენც ვერ შემეშვები. ჩემ გარდა სხვა ესე ახლოს ვეღარ მოვა შენთან. - რა გინდა... რატო მაშინებ, რას მერჩი. თავი ჩავღუნე და ვცდილობდი არ მეტირა, შიშისგან ძალა წართმეული კედელთან ვიყავი აკრული. - ჩემი არ უნდა გეშინოდეს, არასდროს არაფერს დაგიშავებ, თუ წესიერად მოიქცევი. ჯიშკარიანის გოგოს შესაფერისი წესებით. გასაპროტესტებლად ავწიე თავი მაღლა, მაგრამ კოცნით გამაჩუმა, ხელები კედელზე მიმიჯაჭვა და არ მიშვებდა, არ მეშვებოდა. ტანით ამეკრო, მისი მკერდი ჩემსას ეხებოდა. მესმოდა მისი გულის ცემა, ვგრძნობდი მისი ტუჩების გემოს და სიმხურვალეს, რომელიც მისგან მოდიოდა და მწვავდა, მავიწყებდა იმას, რომ ამ სამყაროში ჩვენ ორის გარდა საერთოდ რამე არსებობდა. როგორც კი ამოსუნთქვის საშუალება მომცა, თვალებში შევხედე, განაბული იყო, დაწყნარებული. - შენნაირი მეორეჯერ ცხოვრებაში არ ჩამოივლის. არ გამოჩნდება, სულელი კაცი არ ვარ და ვერ გაგიშვებ, გამიგე, უბრალოდ ვერ გაგიშვებ ხელიდან. სხვასთან რომ გაიარო... არ გაივლი სხვა არარსებობს შენთვის! - მე არ ვიცი ვინ ხარ... - გამიცნობ, მომეცი დრო და შესაძლებლობა. - და თუ... თუ არ მომინდება შენთან ყოფნა... - რა გაეწყობა. მაგრამ სხვასთანაც ვერ იქნები, მანამ ცოცხალი ვარ! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.