შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ყველგან გამოგყვები (4)


14-11-2016, 17:30
ავტორი სატი
ნანახია 2 296

-მორჩა! ეს ბოლო წვეთია! შენ რა აგენტი ხარ? შპიონი? ჟურნალისტი? რას გადამეკიდე!-საშინლად გაბრაზდა ნინა.
-ნინა, როცა ბრაზდები აქ ძარღვი სასტიკად გეჭიმება-გაეღიმა დაჩის.
-და კიდე რომ დამცინის!!! ახლავე პოლიციას გამოვიძახებ და დაგაპატიმრებენ!!!ემიგრანტი ხარ ხომ? არა მგონია აქ ლეგალურად იყო!!
დაჩიმ ხელი ჩაავლო ნინას და იქიდან გაათრია. შედარებით მოფარებულ ადგილას მიიყვანა.
-ხელი გამიშვი!!! დამანებე თავი!!-ხელებს იქნევდა ნინა. დაჩი უკნიდან შემოეხვია და ხელები დაუკავა.
-გამიშვი!!
-დაწყნარდი? ისტერიკებს ნუ მიმართავ იმუნიტეტი მაქვს გამომუშავებული-წყნარი ხმით უთხრა დაჩიმ.
-კი.
დაჩი მოეშვა ნინას.
-რა გინდა ეხლა მეტყვი?
-ნინა, ნინა, ნინა. რით ვერ გაჩუმდი? მეც აქ ვცხოვრობ. მეტი საქმე არ მაქვს შენ გსდიო.
-აქ?
-ხო. მარტო მამაშენი კი არ ცხოვრობს ამ ქალაქში.
-კარგი, მაშინ წავედი. აღარ გამომყვე.
-ესეთი ცივი როგორ ხარ?ან ქალაქში მარტო რატომ დადიხარ
-აბა ვისთან ერთად მევლო.
-რავიცი მე,და ან ძმა არ აღმოგაჩნდა?
-არა, ანასტასია ჩამოდის.
-ანასტასია?
-დედაჩემი.
-მერე რატო არ გიხარია?
-რატო არ მიხარია? მან მიმაგდო როგორც ნაგავი, დავიჯერო 23წლის ასაკში არ შეეძლო ჩემი მოვლა? ან მუშაობა?
-ნინ, არ იცი რა მიზეზები ჰქონდა დედაშენს.
-არც მაინტერესებს.
-შენი ნებაა.მე შენი არავინ ვარ რომ რამე დაგაძალო.
-ზუსტადაც.
-ნომერს მაინც არ დატოვებ? პატარა ქალაქია დარწმუნებული ვარ ერთ სკოლაში მოვხვდებით, რადგან მე ქალაქის საუკეთესო სკოლაში ვარ, მამაშენიც ალბათ მანდ ჩაგწერს.
ნინამ ჩააწერინა ტელეფონის ნომერი. შემდეგ ცივად დაემშვიდობა და წავიდა.
-როდემდე უნდა ითამაშო კალანდაძე? დიდხანს ვერ იქნები ესეთი უკარება-თქვა დაჩიმ და ისიც წავიდა.
სახლში მამამისი არ დახვდა ნინას. მარტო ესტერი და მოახლეები.
-საღამო მშვიდობისა დაკარგე ბავშვო?
-უი, თქვენ აქ ხართ? ვერ შეგამჩნიეთ. საღამო მშვიდობიანი არაა როცა ადამიანი თქვენ დაგინახავთ.
-ნუ მეუზრდელები ბავშვო.
-მე სახელი მაქვს!-შეყვირა ნინამ.
-რა გაბრაზდი ბავშვო? როგორც მინდა ისე დაგიძახებ. რას იზამ? მამიკოს ეტყვი? ის მე დამიჯერებს. აბა ხმა ამოიღე და მიგაჭედებ ამ კედელზე.
-ვერ გაბედავ!-ტონს კიდევ უფრო აუწია ნინამ.
ამ დროს მამამისი მოვიდა.
-ნინა? რა ხდება-გაუკვირდა ჯორჯს.
-არაფერი ხმამაღალ ტონებზე ვლაპარაკობდით უბრალოდ. კარგად გავიცანი ნინა-გაიღიმა ესტერმა.
-არა, ესტერი მემუქრება.
-ესტერ? მემგონი დროა ვილაპარაკოთ.
-ნინა?-ტკბილი და სათუთი ხმა მოესმა ყველას უკნიდან. ნინა რომ შეტრიალდა თვალებს ვერ დაუჯერა. დედამისის კოპიო იყო. ორივეს ქერა თმა და ნაცრისფერი თვალები ჰქონდათ. ერთი ერთში. ანასტასია მაშინვე ჩაეხუტა ნინას. ის კი გაუნძრევლად იდგა. თითქოს ადგილზე მიეყინა და ვერ ინძრეოდა. როგორც მაშინ დაემართა დაჩისთან.
-ჯორჯ?-მერე ოდნავ უკან დაიხია ანასტასიამ და ისიც გადაკოცნა.
-ანა, შენ შეცვლილხარ-ჯორჯი აღფრთოვანებას ვერ მალავდა.
-შენც შეიცვალე. ვფიქრობ თქვენ ესტერი ბრძანდებით-ხელი ჩამოართვა ანამ.
-დიახ... ჯორჯის ცოლი.
-საცოლე-მოკლედ მოუჭრა ჯორჯმა-ოთახს განახებთ ანა. არ ღირს შენი სასტუმროში დარჩენა-შესთავაზა ჯორჯმა. მიუხედავად იმისა რომ ესე თბილად დახვდა ჯორჯი ანას, ის მასზე მაინც გაბრაზებული იყო.
-არა, არ არის საჭირო.
-ანა, ნუ ჯიუტობ. მია!-მოახლეს დაუძახა ჯორჯმა-ნინას წინ რომ არის ოთახი ის მოუმზადე ანას. ნინა სად იყავი დღეს? მოგეწონა ქალაქი?
-კი, ძალიან მაგარი ქალაქია. გვიანია მე ზევით ავალ, ჯორჯ ელაპარაკე ჩემ მშობლებს?
-კი. მამაშენი გაბრაზდა მაგრამ, მიუხედავად ამისა მაინც მოგცა უფლება რომ არდადეგებამდე აქ იყო. მიდი დაურეკე.
-კარგი, მადლობა-ნინა ზემოთ ავიდა.
-როგორ გაზრდილა-ისეთივე ტკბილი ხმით თქვა ანამ.
-ნინას წინაშე რომ არ გეჩხუბე იმას არ ნიშნავს რომ გაბრაზებული არ ვარ. ესტერ, საყვარელო გვიანია, ანას დაველაპარაკები და მეც ამოვალ. ადი ოთახში.
ესტერმა ცხვირი აიბზუა და ისე ავიდა ზემოთ თითქოს ის დედოფალი იყო, ანა კი მისი მონა. ჯორჯმა ანა მის ოფისში შეიყვანა.
-როგორ დამიმალე ბავშვი! მისი ცხოვრების 16წელი გამოვტოვე. არ გქონდა ამის უფლება. მე ვეცდები რომ ნინა დავიბრუნო. გადმოვიფორმებ მეურვეობას.
-არა! მის ოჯახს უყვარს ნინა. ეს არ გაუკეთო ჯორჯ. ნინას უყვარს მისი ოჯახი.
-მეც შევუყვარდები. ყველაფერს გავაკეთებ რომ ნინა დავიბრუნო. როგორ გააშვილე ჩემი თანხმობის გარეშე?
-ხელი მოვაწერე შენ მაგივრად.
-ნინა ჩემი შვილია!! გესმის? ჩემი! არ უნდა აღზარდოს უცხო ხალხმა!! ნინას აქ საუკეთესო ცხოვრება და მომავალი ექნება! -ჯორჯმა ვერც კი შეამჩნია რომ ყვირილი დაიწყო.
-ჯორჯ, რაც არ უნდა გააკეთო ნინა მათ გაზარდეს. ნინას ისინი უფრო ეყვარება ვიდრე ჩვენ.
-ესეთი უგულო როგორ გახდი! ის ხომ შენი სისხლი და ხორცია! მე მეგონა ორივე ერთად დავიბრუნებდით მასზე მეურვეობას.
-ჯორჯ, ზუსტად ამიტომ არ გითხარი. შენ ხარ დიქტატორი რომელიც არ ფიქრობს ადამიანების გრძნობებზე. ნინას შეილება უნდა შენი გაცნობა მაგრამ ჯერ მზად არ არის რომ მიატოვოს მისი წარსული და აქ გადმოვიდეს. ჯორჯ, დაფიქრდი სანამ პროცესს დაიწყებ.
-ანა, გვიანია. ადი ოთახში-ჯორჯმა ზურგი შეაქცია ანას. ამით ანიშნა მორჩა ჩვენი ლაპარაკიო. ანა ზემოთ ავიდა და სანამ ოთახში შევიდოდა, ნინასთან მივიდა.
-ნინა, შეილება ვილაპარაკოთ?
-13წლით დააგვიანე-უხეშად მიუგო ნინამ. ანასტასია საწოლზე ჩამოჯდა და ნინას შეხედა.
-როგორ მგავხარ. მეც შენნაირი ვიყავი, მაგრამ შენ ჩემზე ლამაზი ხარ.
-კარგი.
-ნინა, ეს შენთვის გავაკეთე. რათქმაუნდა შენ და ჯორჯი ამას ვერ ხვდებით, მაგრამ ეს შენთვისვე უკეთესი იყო. ჯორჯს ოჯახი არ მისცემდა უფლებას ოჯახში არაკანონიერი შვილი ყოლოდა, მაშინვე უნდა დავქორწინებულიყავით და ეს მისი კარიერისთვის არანაირ სარგებელს არ მოუტანდა. მე ეს შენთვის და ჯორჯისთვის გავაკეთე.
-იცი? ჩემი ეხლანდელი მშობლები მაგას არასდროს იზამდნენ.
-მაგიტომ მოვიქეცი ესე. უნდა გამიგო.
-ვერ გაგიგებ-ნინას ცრემლები წამოუვიდა-მე ყოველთვის მაკლდა ის სითბო, მიუხედავად იმისა რომ ელენე წელზე ფეხებს იდგამდა, დედის სითბოს ვერ შეცვლიდა-ნინა ტიროდა და ვეღარ იკავებდა თავს-მე მჭირდებოდა დედა, მაგრამ შენ მიმატოვე. აი ჯორჯს კი ნამდვილად მოუნდებოდა ჩემი დატოვება-ნინას იგივე დაემართა, ხელები გაუოფლიანდა, თავბრუ დაესხა, თვალებში დაუბნელდა, ის იყო გული უნდა წასვლოდა რომ ანასტასია მოეხვია, ხელები დაუკავა და სახეზე წყალი შეასხა.
-შენ.. საიდან მიხვდ..ი?-ძლივს აბამდა სიტყვებს ერთმანეთს.
-მეც მქონდა შენ ასაკში პანიკის შეტევები. ბოდიში, ვიცი ჩემ გამო დაგემართა ეხლა ასე-ანას ეტყობოდა რომ ცრემლებს ვეღარ იკავებდა-იცი მთელი ამდენი ხნის განმალობაში,სულ ვარწმუნებდი თავს რომ სწორი არჩევანი გავაკეთე, მაგრამ გიყურებ ეხლა და უკვე ეჭვი მეპარება. შეილება მარტო ჯორჯისთვის და შენ გამო არ გამიკეთებია ეს, არამედ ჩემთვისაც... იცი მემგონი ნერვიულობა დღეს ორივეს გვეყო-ანასტასიამ ცრემლები მოიწმინდა-ხვალ ვილაპარაკოთ. ღამე მშვიდობის-დაემშვიდობა ანასტასია და გავიდა ოთახიდან. ნინამაც მოიწმინდა ცრემლები და კარი მიხურა. უცებ ტელეფონზე დაურეკეს. რათქმაუნდა დაჩი იყო. ნინამ ხმას ჩაუწია, მაგრამ დაჩიმ ისევ დაურეკა. ამჯერად ნინამ აიღო.
-ხმის ჩაწევა ჩემი მეთოდია საყვარელო-დაჩის სახის დუანახავადაც კი შეილება მიმხვდარიყო ნინა რომ მას ის ღიმილი ეკერა რომლითაც ნერვებს უშლიდა ხოლმე.
-დაჩი რა გინდა?
ნინას ხმის გაგონებისთანავე დაჩის ტონი შეეცვალა.
-კარგი, გპირდები აღარანაირი ცინიკური ხუმრობები. რა მოხდა?
-არაფერი.
-ოჯახური პრობლემები დაიწყო?
-დაჩი რაიმე კონკრეტულისთვის რეკავ? რამის გაგება გინდა?
-არაფრის გაგება არ მინდა, გარდა იმისა თუ რატომ გაქვს ნამტირალევი ხმა.
-ნამტირალევი ხმა არსებობს?
-კი, შენ გაქვს ეხლა ეგეთი. ნინ, რა მოხდა? რატის გამო ტირი?
-დედაჩემი ჩამოვიდა.
-და მაგის გამო ტირი?
-მერე მოგიყვები.
-მპირდები?
-გპირდები.
-არ მატყუებ?
-არა, ყველაფერს გეფიცები მერე მოგიყვები ოღონდ ეხლა დამანებე თავი.
-კარგი. იყოს როგორც ამბობ-გაუთიშა დაჩიმ. ნინა დაწვა რადგან ზედმეტად გადაღლილი იყო. დილით ისევ 11საათზე შევიდა მოახლე და გააღვიძა ნინა.
-ქალბატონო ნინა, დედათქვენს და მამათქვენს სურთ რომ ჩამოხვიდეთ და ისაუზმოთ.
-ქალბატონი ანა რომ ადგება მაგიდიდან დამიძახე.
-მაგრამ, ქალბატონო ნინა... ჯორჯი ხომ გაბრაზდება?-განცვიფრდა მოახლე.
-არაუშავს. თქვი რომ შეუძლოდ ვგრძნობ თავს.
-მოვიტყუო?
-არა, მართლა შეუძლოდ ვგრძნობ თავს ისე დამღალე. მია გთხოვ ჩადი და ეგ უთახი.
მოახლემ იყოყმანა მაგრამ ბოლოს მაინც ჩავიდა ქვემოთ.
-ბატონო ჯორჯ, ნინამ თქვა რომ თავს შეუძლოდ გრძნობს და მერე ჩამოვა.
-კარგი, მადლობა მია-უპასუხა ჯორჯმა. მას ეტყობოდა რომ მიას ერთი სიტყვისაც არ ჯეროდა. მია გაუშვა თვითონ კი ნინასთან ავიდა.
-ესე იგი თავს შეუძლოდ გრძნობ-ცალი ხელით კარს მიეყუდა ჯორჯი.
-ხო.
-ექიმს გამოვუძახო?-ეტყობოდა ჯორჯს რომ ღიმილს ძლივს იკავებდა.
-არა, არ მინდა.
-ეს საქმე თაყვანისმცემლებს ეხება?
-არა.
-ნინა მე გუშინ არ დავბადებულვარ და ვიცი რომ შეუძლოდ არ გრძნობ თავს. ანასტასიას გამო?-საწოლზე ჩამოუჯდა ჯორჯი.
-ხო-წამოჯდა ნინა.
-ნინა, ზოგჯერ უნდა გავაკეთოთ ისეთი რამ რაც არ გვინდა. მესმის შენ გულს გტკენს ის ფაქტი რომ ანამ უცხო ხალხს ანდო შენი თავი. ზოგჯერ ადამიანი რისკზე უნდა წავიდეს იმისათვის რომ სწორი არჩევანი გავაკეთოთ. ანას ამ რისკზე მოუწია წასვლა მიუხედავად იმისა რომ სიგიჟემდე უყვარდი.
-შენ გინდა თქვა რომ ჩემი ადგილი თქვენ გვერდით არ არის?-ცრემლები მოადგა თვალებზე ნინას.
-არა, მე ეგ არ მიგულისხმია. მაშინ ანასთვის ეს სწორი არჩევანი იყო. მაშინ ჩემთვის რომ ეთქვა მე დავეხმარებოდი. ნინა, ნუ ტირიხარ გული მიკვდება. წამო ვისაუზმოთ,
ჯორჯმა ნინას ცრემლები მოწმინდა და ქვემოთ ჩავიდა. ნინამ ხალათი შემოიცვა და ქვემოთ ჩავიდა.
-დილა მშვიდობის-თქვა ნინამ და დაჯდა სკამზე.
-დილა მშვიდობის!-მიაძახა ესტერმა-ნინა, როგორ გეძინა?
-რაში გაინტერესებს ესტერ?
-ნინა-ოდნავ შეწუხებული ხმით თქვა ჯორჯმა.
-უბრალოდ არ შეილება? ბოლოს და ბოლოს მე ხომ შენი მესამე დედა ვარ.
ნინას და ანას ერთდროულად აუტყდათ ხველება და სიცილი.
-რა... რა ვთქვი არასწორად-გაიკვირვა ესტერმა.
ჯორჯიც იხრჩობოდა სიცილისგან. საუზმემ კარგად ჩაიარა, ესტერზე ყველამ გულიანად იცინა. ნინას წინ დიდი საღამო ელოდა. მეჯლისი, რომელსაც მამამისი მის გამო აწყობდა.



№1 სტუმარი niiii

ძაან სასაცილოები არიან როცა ჩხუბობენ. ეს დაჩი ყველაფერზე როგორ ხუმრობს joy მაგარი ხარ. დიდი იმედი მაქვს ეს ისტორია ცუდად არ დამთავრდება. heart_eyes

 


№2  offline მოდერი სატი

niiii
ძაან სასაცილოები არიან როცა ჩხუბობენ. ეს დაჩი ყველაფერზე როგორ ხუმრობს joy მაგარი ხარ. დიდი იმედი მაქვს ეს ისტორია ცუდად არ დამთავრდება. heart_eyes

დიდად ჰეპი ენდი არ მიყვარს, ბევრი ჩემი ისტორია კარგად მხოლოდ მკითხველების გამო დავამთავრე. ამ ისტორიის ჰეპი ენდს ვერავის შევპირდები მაგრამ ძალიან ცუდადაც არ დავამთავრებ. heart_eyes
--------------------
a.m&m.i

 


№3 სტუმარი Mziako...

სატი
niiii
ძაან სასაცილოები არიან როცა ჩხუბობენ. ეს დაჩი ყველაფერზე როგორ ხუმრობს joy მაგარი ხარ. დიდი იმედი მაქვს ეს ისტორია ცუდად არ დამთავრდება. heart_eyes

დიდად ჰეპი ენდი არ მიყვარს, ბევრი ჩემი ისტორია კარგად მხოლოდ მკითხველების გამო დავამთავრე. ამ ისტორიის ჰეპი ენდს ვერავის შევპირდები მაგრამ ძალიან ცუდადაც არ დავამთავრებ. heart_eyes

Imedia ;') :-* ufro DA ufro saintereso xdeba es istoria dzaan momwons ...me ki happy end-is momxre var da imedia es istoriac happy end -it dasruldeba...

 


№4  offline მოდერი სატი

Mziako...
სატი
niiii
ძაან სასაცილოები არიან როცა ჩხუბობენ. ეს დაჩი ყველაფერზე როგორ ხუმრობს joy მაგარი ხარ. დიდი იმედი მაქვს ეს ისტორია ცუდად არ დამთავრდება. heart_eyes

დიდად ჰეპი ენდი არ მიყვარს, ბევრი ჩემი ისტორია კარგად მხოლოდ მკითხველების გამო დავამთავრე. ამ ისტორიის ჰეპი ენდს ვერავის შევპირდები მაგრამ ძალიან ცუდადაც არ დავამთავრებ. heart_eyes

Imedia ;') :-* ufro DA ufro saintereso xdeba es istoria dzaan momwons ...me ki happy end-is momxre var da imedia es istoriac happy end -it dasruldeba...

არ ვიცი ვნახოთ, არ მიყვარს ერთფეროვნება, მაგრამ ვეცდები იმედები არ გაგიცრუოთ heart_eyes
--------------------
a.m&m.i

 


№5  offline წევრი Mziako...

სატი
Mziako...
სატი
niiii
ძაან სასაცილოები არიან როცა ჩხუბობენ. ეს დაჩი ყველაფერზე როგორ ხუმრობს joy მაგარი ხარ. დიდი იმედი მაქვს ეს ისტორია ცუდად არ დამთავრდება. heart_eyes

დიდად ჰეპი ენდი არ მიყვარს, ბევრი ჩემი ისტორია კარგად მხოლოდ მკითხველების გამო დავამთავრე. ამ ისტორიის ჰეპი ენდს ვერავის შევპირდები მაგრამ ძალიან ცუდადაც არ დავამთავრებ. heart_eyes

Imedia ;') :-* ufro DA ufro saintereso xdeba es istoria dzaan momwons ...me ki happy end-is momxre var da imedia es istoriac happy end -it dasruldeba...

არ ვიცი ვნახოთ, არ მიყვარს ერთფეროვნება, მაგრამ ვეცდები იმედები არ გაგიცრუოთ heart_eyes

Kaic mashin velodebi shemdeg tavs moutmenlad... :-*

 


№6 სტუმარი eto

saswaulia <3 dachis da ninas jer ar shemdgari wyvili momwons <3 esters ver vitan rofor ari jorjo am adamiantan mikvirs kargi iqneba tu jorjo anas sheurigdeba <3 :*

auuu mec happy end minda cudad ar daasrulo gtxoov :( mkitxvelis gamo mainc

male dade axali tavi<3 ❤️

 


№7  offline მოდერი სატი

eto
saswaulia <3 dachis da ninas jer ar shemdgari wyvili momwons <3 esters ver vitan rofor ari jorjo am adamiantan mikvirs kargi iqneba tu jorjo anas sheurigdeba <3 :*

auuu mec happy end minda cudad ar daasrulo gtxoov :( mkitxvelis gamo mainc

male dade axali tavi<3 ❤️

heart_eyes აუცილებლად
--------------------
a.m&m.i

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent