სამუდამოდ სიცოცხლეში (მეთერთმეტე თავი)
ნდობა ყველაზე დიდი ნიჭია ამ ცხოვრებაში. ნდობა არ ბადებს ეჭვს. ვინმეს მიმართ იმედად ყოფნა გულში სითბოს გიღვრის და ბედნიერი ხარ ამ წუთით. ბევრი უნდა იბრძოლო ბედნიერი რომ იყო. ცოტათი დამშვიდებული საწოლზე ჩამოჯდა, თუმცა დიდხანს ვერ შეძლო უმოქმედოდ ყოფნა. ნატკენი და ნაწამები გული წამსვე გამოეხმაურა და სწრაფად მიღებული გადაწყვეტილებით დერეფანში გაიჭრა. ყოველ შემხვედრს, მომსახურე პერსონალსა და ყოველ მსახურს ალისიას შესახებ ეკითხებოდა თუმცა უშედეგოდ, მასზე არავინ არაფერი იცოდა, არავის არაფერი დაუნახავს. შეშლილი სახით ქუჩაში გაიჭრა. გარეთ კოკისპირული წვიმა კვლავ ჯიუტად განაგრძობდა თოვლით დატკეპნილ ქუჩებში შეღწევას და სითხედ ცდილობს სითხედ აქციოს იგი. ისეთი საშინელი და საზარელი ამინდი იდგა ყველანი ვინც გარეთ იყო შენობებსა თუ ჯიხურებში აფარებდნენ თავს. სუსხიანი დღე იდგა.ისეთი სიცივისგან სახეს რომ აგიწვავდა. თბილად ჩაცმული, მორბენალი ხალხი სირბილით ცდილობდნენ გზის პოვნას სახლებისკენ. ცივ და საზარელ ამინდში მოკლემკლავიანი მაისურით რამდენიმე საათის განმავლობაში დაეხეტებოდა და ტელეფონით ალისიას სურათს აჩვენებდა ყველას. ერთხელ არ დაუშვია თავში რომ ალისიამ ის მიატოვა, არა და რამდენი საათი იყო უკვე არსად გამოჩენილა. სრულიად გაწუწულს ლურჯი მაისური ტანს მოტმასნოდა და სისველისგან შავი ფერი დასდებოდა. სასტუმროს მოახლოვებულს, დაღლილ დაქანცულს ნერვებმა უმტყუნა, ხელები ზეცაში აღაპყრო, ძირს მუხლებზე მოწყვეტით დაეშვა და არაადამიანური ხმით აღრიალდა' მისი ხმა გამძვინვარებულ გრუხუნში შეერია, წვიმის წვეთები კი კვლავ ჯიუტად განაგრძობდნენ მხრებზე განთავსებას. ცა შავი ღბუბლებით იყო გატკეპნილი. გამუდმებით გაისმოდა ჭექა-ქუხილის შემზარავი ხმა. თვალები მაგრად დახუჭა და შეშინებული ალისია დაუდგა თვალწინ როცა ლამის გული გაუსკდა ჭექა-ქუხილის ხმაზე. შეშინებული როგორ აეკრო სხეულზე, როგორი მოლოდინი ჰქონდა ჭექა-ქუხილის კვლავ გამეორების და როგორი სახე ჰქონდა მიღებული. გული მოუკვდა როცა წარმოიდგინა როგორ ეშინოდა ახლა მის ალისიას. -კარგად ხარ შვილო? -მოხუცი მამაკაცი მიუხლოვდა და მხარზე ხელი დაადო, შემდეგ წამოდგომაში დაეხმარა. კვლავ გაუმეორა უჭირდა თუ არა რამე, მაგრამ ბიჭისგან პასუხი ვერ მიიღო. ანდრეის მადლობაც კი არ გადაუხდია მამაკაცისთვის, არათუ მადლიერებითაც კი არ მიუხედა მისთვის. ნელი ნაბიჯით გაშორდა მოხუცს, რომელმაც სევდიანი მზერა გააყოლა თან. დაღლილ დაქანცული სასტუმროს ნომერში იმ იმედის დაბრუნდა ალისია სახლში დამხვდებაო. ალისიასგან მიტოვებულ, ცარიელ ოთახში დამშვიდება კვლავ ვერ მოახერხა. წვიმისგან გალუმპული ერთი კუთხიდან მეორეში დადიოდა და ფიქრები შორს მიმავალ გზაზე გაექცა, იქამდე სადამდეც მისწვდებოდა იგი. "დამშვიდდი ანდრეი. ყველაფერი კარგად იქნება, -ამშვიდებდა თავს -ალბათ მაღაზიებში გაიარა და დრო გამოეპარა." -კვლავ ერთი კუთხიდან მეორეში მოსიარულე აკანკალებული გულითა და ათრთოლებული ტუჩებით ჩუმად ჩურჩულებდა. კარზე ზარის ხმა გაისმა. სიხარულისგან ხმაუიანად ამოუშვა ჰაერი ფილტვებიდან. ელვის სისწრაფით მიიჭრა კართან, ფაცაფუცით და აკანკალებული ხელით ძლივს გადაატრიალა გასაღები. -ალისია, როგორც იქნა მო..(ხვედი) -სიტყვები პირზე შეაშრა მას შემდეგ რაც კარის ზღურბლზე გაღიმებული ბენი შეხვდა. -მერამდენედ გგონივარ ალისია? -ოთახის ზღურბლს გადმოაბიჯა ბენმა და სველი ქუდი მოიხადა. -ემილი და ლუკასი როგორ არიან? -იკითხა უემოციოდ თან კარებში თავი გაჰყო. -რას ეძებ? -უკან მიიხედა ბენმაც. -ალისია სად არის? -სველი ქურთუკი გაიხადა და იქვე სკამზე გადაკიდა ქუდთან ერთად. -როგორ წვიმს გარეთ, თანაც რა საშინელი სიცივეა. -არ ვიცი ბრაინ. კარები მიხურა ანდრეიმ და თავდხრილი ნელი ნაბიჯით მოშორდა კარებს. ვეღარ შეიკავა ცრემლები. მართლა ვერ მოერია ამდენს. -რას ნიშნავს არ იცი? -გაბრაზდა ბენი.-დაშორდით? შენ არ იცვლები ანდრეი?-განაწყებულმა ლამის მუშტი უთავაზა სახეში. -არ მწნდობი. დილიდან გაგიჟებული დავეძებ. გავიღვიძე და ვერსად ვერ ვიპოვე. ეს ვიპოვე. -წერილი აიღო მაგიდიდან და უღიმღამოდ გაუწოდა. -იუმორი კარგი ჰქონია. დასრულებული წერილი დაკეცა ბენმა და წამითაც არ დაიჯერა მისი ნამდვილობა. -ასე ალისია არასოდეს მოიქცევა, დარწმუნებული ვარ. ეს მტკნარი სიცრუეა. -საწოლზე ჩამოჯდა ბენი. სიმშვიდე დაკარგული ანდრეი კი კვლავ ფეხზე მდგომი ბოლთას სცემდა. ტელეფონის ზარი გაისმა. ის ზარი რომელსაც ასე მონდომებით ელოდა ანდრეი. სწრაფად ჯიბეზე მოიკიდა ხელი, ტელეფონი ამოიღო და უპასუხა. -ალისია? ჩემო საყვარელო. -ერთიანად დაუმშვიდდა მისი ხმის გაგონებაზე სახე. ამღვრეული თვალები უფრო ჯამრთელი და მშვიდი გაუხდა. -ჩემო საყვარელო როგორ ხარ? გზა აგერია და დაგაგვიანდა? მითხარი სად ხარ და ახლავე მოგაკითხავ. -საუბრის საშუალებას არ აძლევდა მას. -ანდრეი მომისმინე! -ჩახრენწილი, მეტად სერიოზული ხმით მიმართა ალისიამ. -მე არ დავბრუნდები. -რაა? წერილი ხომ. წერილი ხუმრობა იყო. რას ამბობ. -ერთ ადგილს მიშტერებულს კვლავ ცივი და გამანადგურებელი გაუხდა მზერა. -რა ხდება ანდრეი. -აფორიაქებული ფეხზე წამოდგა ბენი და სწრაფად მიიჭრა ძმასთან. -საყვარელო არ მჯერა შენი. ფარული კამერაა ხომ? ვარსკვლავებს რომ ატყუებენ ისეთი. -გონება ალისიასკენ აქვს მიმართული და ბენის მშფოთვარე ხმას მასთან არ მიუღწევია. -რაც გინდა ის გააკეთე. კარგი რა ანდრეი -ჩაიცინა ალისიამ. -სულ ნუ მასხარაობ ყელში ამომივიდა. -არა ალისია. -ცრემლი დაუგროვდა თვალებში მას. -არ მჯერა შენი, გესმის? -არ დამირეკო. -იყო წყვეტილი ხმა. -ალისია, ალისია. მოიცადე ალისია გთხოვ, არ გამითიშო. -კვლავ გამაყრუებელი ხმა გაისმა ტელეფონში. ანდრეიმ ნელი მოძრაობით ხელი ძირს დაუშვა. -ანდრეი რა ხდება? -სახეში შეხედა ბენმა და პასუხი მოითხოვა. ცრემლები თვალებში გროვდება. ერთი მეორეს მიყოლებით გზას იკვლევენ ლოყებისკენ, მერე სადღაც იკარგებიან. ბენის კითხვა "ანდრეი რა ხდება?" უკვალოდ იკარგება. წამები გადიოდა და საათებს ემსგავსებოდა. ის კი მაინც არ იღებდა ხმას. ერთ ადგილს დაშტერებოდა და ისევ ცრემლებით ენამებოდა სახე. გული გაუცივდა, ფეხები აუკანკალდა და იატაკზე ჩაიმუხლა. ხელებით იატაკს დაეყრდნო. თავი დახარა და ერთ ხანს ჩუმად იყო. მუდამ მხიარული ანდრეი ახლა უკანასკნელ ძალას იკრებდა. ცდილობდა გამკლავებოდა იმ ტკივილს რომელიც ასე შორს იყო მისგან. ბენი შეშფოთდა, მაგრამ ანდრეის ყურადღება ვერა და ვერ მიიბყრო. მიტოვებულ ბიჭს გული გამალებით უცემდა' სუნთქვა ძალიან უჭირდა. ხანგრძლივი იყო წამება განცდის. წამოდგომას შეეცადა, მაგრამ ვერ მოახერხა.მუხლებს ვერ იმორჩილებდა' წონასწორობა დაკარგა. უკანასკნელი ძალა მოიკრიბა ამ დროს რაც გააჩნდა და მთელი გულით, სულით აღმოხდა ღრიალი, გამწარებულმა იატაკს მუჭები დაუშინა და თან არა ადამიანური ხმით ღრიალებდა. -გეყოფა ანდრეი! -უყვირა ბენმა, ფეხზე წამოაყენა და გონზე მოსაყვანად სილა გააწნა. -წავიდა. -უსიცოცხლო, უფერული თვალებით ახედა და თვალის კუთხეში მომცრო, მარტოსული ცრემლი გადმოუგორდა. გამშრალი ტუჩებით წარმოთქვა სიტყვები რომლის თქმა ასე ძალიან გაუჭირდა მას. -წავიდა. ის წავიდა. -ანდრეი რა ხდება, მითხარი. -საწოლზე დასვა იგი. -რა ვთქვა ბრაიან? ის რომ ალისიას აღარ ვუყვარვარ? როგორ ვთქვა, ეს როგორ წარმოვთქვა ჩემი ბაგეებიდან. ეს როგორ დაუშვას გულმა მითხარი ბრაიან, მითხარი. -მუჭები დაუშინა გულზე ანდრეიმ. -შეწყვიტე ანდრეი. დამშვიდდი. -მხრებში მძლავრად ჩაავლო ხელი და შეანჯღრია იგი. -სჯობს რომ ცივი გონებით იმსჯელო, ეს ყველაზე მეტად გვჭიდება ახლა. მომაწოდე წერილი. ბენს იურისტის ალღო ჩაერთო. ანდრეი უთქმელად წამოდგა ფეხზე და წერილი მიაწოდა ძმას. -შეხედე. წერილი რომ წავიკითხე ეს მაშინვე ვიფიქრე მაგრამ ვაანალიზებდი. დარწმუნებული ვა წერილის სიყალბეში. მალიბუში ალისიამ გვითხრა , რომ რამოდენიმე ენა იცოდა. მაგრამ ინგლისური სულ ბოლოს, ახლახანს შეისწავლა და გამატიკულად წერა კარგად არ იცოდა. ეს წერილი შეხედე-ახლოს მიუტანა წერილი სახესთან. -შთაბეჭდილებას ტოვებს რომ ინგლისელმა დაწერა, ყოველგვარი შეცდომის გარეშე, სუფთა ინგლისურით არის დაწერილი. ძალიან არ მომწონს ანდრეი ეს სიტუაცია. ახლა უნდა დავმშვიდდეთ და ისე გავაანალიზოთ ყველაფერი. -ბენმა კვლავ გადაიკითხა წერილი და აღელვების ნიადაგზე დამშვიდება და ფიქრი შესძლო. -კი მაგრამ ზარი. ამას რას უშვები? -და იქნებ სხვა იყო? -მისი ხმა? მის ხმას რა დამავიწყებს. მაშინაც კი თუ წერილი ალისიას დაწერილი არ არის და არც ტელეფონში იყო ის, მაშ სად არის? -ამას განყოფილებაში გაარკვევენ. -საფეთქლები მოისრისა ბენმა. -ისინი დაადგენენ მის ნამდვილობას, მაგრამ რამე გვჭირდება ისეთი სადაც ალისიას ხელწერა იქნება. -დაამატა კვლავ. -რა თქმა უნდა, ქორწინების მოწმობაში მისი ხელმოწერაა. -ახალი იმედით გაბრწყინებული სწრაფად მიიჭრა კარადასთან ანდრეის და მასზე დაყრდნობილმა კომოდის უჯრა გადაქექა. -აი ვიპოვე -პირველი უჯრიდან ქორწინების მოწმობა ამოიღო, ფეხზე წამოდგა, სწრაფად მოშორდა კარადას და ბენს გაუწოდა. -აჰა ნახე. -კარგი წავედით, ახლავე განყოფილებაში მივიდეთ. -ქორწინების მოწმობაში წერილი ჩადო ბენმა და ქურთუკის გარეშე ნომრიდან გავიდა ანდრეისთან ერთად. ალისია გაუჩინარდა. *** კაბინეტის კარები ურდულით იყო ჩაკეტილი. მის მიღმა სადად მოწყობილი კაბინეტი იყო. კაბინეტში კარების პირდაპირ შინდისფერი მოგძო მაგიდა იდგა ერთი სამძებრო განყოფილების უფროსისთვის, ხოლო ორი მის მოპირდაპირე მხარეს სტუმრებისთვის. მაგიდის ხელმარჯვნივ შინდისფერი ფაფუკი მდივანი იდო. კედელზე სალვადორ დალის ნახატი ეკიდა "რბილი საათები" რაც გამომძიებლის კარგ გემოვნებაზე მეტყველებდა. უფროსისთვის განკუთვნილ სავარძელზე, მაგიდაზე იდაყვ-დაყრდნობით ლოს-ანჯელესის სამძებრო პოლიციის მეთაური ავგუსტო მილერი იჯდა და დოკუმენტებს მონდომებით ფურცლავდა. სამძებრო პოლიციის მეთაური 50 წლის იყო. ქერა თმითა და ცისფერი თვალებით. სანდო და კეთილი პიროვნება. პოლიციაში 25 წლიანი მუშაობის განმავლობაში მის პრაქტიკაში არასოდეს ყოფილა უსამართლობის ჩამდენი. მისი ინტერესები შეესაბამებოდა დაზარალებულსა და ბრალდებულის ინტერესებს, ამიტომ მას არასოდეს დაურვევია კანონი და როგორც ეკუთვნოდათ ყველას ისე ექცეოდა. მომჩივანი არასოდეს ჰყოლია. თანამშრომლებს შორის გავლენით სარგლებლოდა, ის ხომ უფროსი იყო. არ არსებობდა ადამიანი ვინც მასზე ცუდს იტყოდა. როგოც თანამშრომლები, ასევე მეგობრები და ოჯახის წევრები დადებით პიროვნებად ახასიათებდნენ. ცოლი 20 წლის ასაკში მოიყვანა. მაშინ ჯერ კიდევ სტუდენტი იყო. ერთმანეთის წარმატებას ხელს უწყობდნენ, ზრდიდნენ 20 წლის გოგოსა და 23 წლის ბიჭს. ცოლ-ქმარს ერთმანეთი ისევ ისე უყვართ როგორც 30 წლის წინ. ორი კვირა იყო რაც ბერნში იმყოფებოდა. ქალაქში სადაც ძარცვა მოხდა, სპეციალურად მოიწვიეს ამერიკაში სახელგანთქმული გამომძიებელი, რომელიც უმოკლეს დროში ახერხებდა გაეხსნა რთული საქმეები. კაბინეტში ერთ კვირაში გახსნილ საქმეს გულდასმით ათვალიერედა. ხვალ უკვე ლოს-ანჯელესში გასამგზავრებლად მოემზადება. ნაცრისფერი ნაქსოვი პერანგის გულის ჯიბიდან პატარა კალამი ამოიღო და დოკუმენტში ჩანიშვნა გააკეთა, შემდეგ იგი დაკეცილ დოკუმენტს დაადო და მარჯვნივ კედელზე დაკიდებულ საათს ახედა. საათი 17:05 წთ-ს აჩვენებდა. გახარებულს გული ლოს-ანჯელესისკენ მიუწევს. სამუშაო დასრულებულმა წასვლა გადაწყვიტა, როცა რამდენიმე დოკუმენტი გაახსებდა, რომელზეც ხელი ჰქონდა მოსაწერი. მაგიდის უჯრა გამოაღო და 3 საქაღელდე ამოიღო. ერთი საქაღალდე ორ გაშლილ საქაღალდეს დაადო და გადაკითხვას შეუდგა. კარზე დაკაკუნების ხმა გაისმა. -მობძანდით. -თავაუღებლად დართო ნება. კარებში ოცდაოთხი წლის, მეტად სიმპატიური, შავგრემანი ბიჭი შემოვიდა. უკუნი ღამესავით შავი უძირო თვალებით თითქოს ყველას უღიმისო. შუბლის ნახევარ განაკვეთზე საფეთქლამდე ჩაყოლებით ბავშვობის ტრამვას დაემჩნია კვალი. მისი შესამჩნევი შრამი მეტ მამაკაცურ იერს სძენდა. მისი უნაკლო დაკუნთული სხეული და კლასიკური აღნაგობა თვალისმომჭრელად გამოიყურებოდა. ყელთან გახსნილი თეთრი გატკიცინებული პერანგი და შავი კლასიკური შარვალი ეცვა. -შეიძლება უფროსო? -კარები მიხურა სტივ უილსონმა და თეატრალურად აიღო ჩესტი. -თავისუფლად მეგობარო. -თავი მაღლა ასწია მილერმა, გაუღიმა და მისი ნახვით გახარებული სწრაფად წამოდგა ფეხზე. მუხლამდე მანტო ეცვა და მოდური ფეხსაცმელები. სტივს ხელი ჩამოართვა და შემდეგ მანტოს ჩიბეში ჩაიწყო. ყოფილ მოსწავლეს მეგობრულად და სანდოდ გაუღიმა. სტივ უილსონი ავგუსტო მილერთან ერთად მუშაობდა. იგი 2 წელი მუშაობდა უფროს მილერთან და სულ ახლახანს ისიც დაინიშნა გამომძიებლის თანამდებობაზე. მისი გამჭრიახი გონებითა და კეთილი გულით მალე მოინადირა მილერის გული და შვილივით შეაყვარა თავი. თანამშრომლებში საუკეთესო მეგობრის და ერთგული ადამიანის სახელი მოიხვეჭა რაც მნიშვნელოვანი იყო. იგი ძალიან ნიჭიერი და მიზანდასახული ახალგაზრდა აღმოჩნდა. მილერი სიხარულით შესცქეროდა სტივს, თუმცა ამ გრძნობასთან ერთად მას სახეზე გაკვირვება აღბეჭდვოდა. -მოგესალმებით გამომძიებელო მილერ. -ხელი ჩამოართვა სტივმა და თეთრი ქათქათა კბილები გამოანათა. -აქ რა გინდა? -გაკვირვებული თვალები მიანათა მილერმა. -და გთხოვ ეს ოფიციალური ტონი დაივიწყე. -არ გაგიხარდათ ჩემი ნახვა? -არა რას ამბობ, პირიქით, რა თქმა უნდა მიხარია. მოდი დაჯექი. -მაგიდის წინ სავარძელზე მიუთითა, თავად საკუთარ ადგილს დაუბრუნდა. -გადავწყვიტე დასვენება ზამთრის შესაფერისად გამეტარებინა, გულმა კი თოვლისკენ გამომიწია. ამასთან ერთად შვებულება მქონდა. უკვე მალე მიმთავრდება და ლოს-ანჯელესში დაბრუნებამდე გადავწყვიტე მომენახულებინეთ. გუშინ მითხრეს რომ აქ იმყოფებოდით. ისიც გავიგე რომ ხვალ წასვლას აპირებთ. ვიფიქრე მოვინახულებ, არ იწყინოს აქ იყო და არ მინახულაო. -თავისუფლად მოთავსდა სკამზე. სტივ უილსონი ბრიტანეთში დაიბადა და გაიზარდა. მისი ბრიტანული აქცენტი მსმენელის ყურადღებას იბყრობდა. სასიამოვნო მოსაუბრე იყო და სასიამოვნოდ ისმოდა მისი ხმაც. -ჰო მშვიდობაა? რა ხდება ქვეყანაში? -უკვე მშვიდობაა, აქ სამუშაო მივლინებით ვიმყოფებოდი. ძარცვა იყო, რომელსაც მკვლელობა მოჰყვა, მაგრამ უკვე გამოვიძიეთ და ხვალ ლოს-ანჯელესში ვბრუნდები. რას დალევ? -ყავას თუ არ შეწუხდები. სამძებრო პოლიციის მეთაურმა ღილაკს თითი დააჭირა და ყავის შემოტანა ითხოვა. რამდენიმე წუთში ტელეფონი აწკრიალდა. მილერმა სპიკერი ჩართო და ტელეფონს უპასუხა. -უფროსო თქვენთან ძმები ლუჩენკოები იმყოფებიან. თქვენს ნახვას ითხოვენ. -ახლა სტუმარი მყავს არ მცალია. მოგვიანებით შევხვდები. -ამბობენ რომ სასწრაფოა. -კარგი შემოუშვით. -ტელეფონი გათიშა მილერმა და სტივთან ერთად კარებს გახედა რომლებიც ორი ძმის შემოსვლას ელოდებოდნენ. კარის ზღურბლზე სახე წაშლილი ანდრეი და ცოტათო მშვიდი ბენი გამოჩნდა. -ბიჭებო? -თმა აბურძგნულ და გაწუწულ ძმებს გაოცებული შესცქეროდა. იგი ფეხზე წამოდგა -მობრძანდით. მილერი მიხვდა რომ უცხო მამაკაცთან საუბრის დაწყებას არ აპირებდნენ და მათ უილსონის თავი გააცნო. -ეს დეტექტივი უილსონია, ჩემი ნდობით აღჭურვილი პირი. -სასიამოვნოა. -უთხრა ანდრეიმ, თუმცა მისთვის ახლა სულერთი იყო ვინ იყო და რას წარმოადგენს სტივ უილსონი. -ჩემთვისაც. -ფეხზე წამოდგა სტივი და თავი დაუკრა ბიჭებს, თუმცა მას არ გამოპარვია მათი უხასიათობა. -რა მოხდა? -ღიმილი სწრაფად მოშორდა მილერის სახეს და ბიჭებს თვალი გაუსწორა. ზედმეტი სიტყვების გარეშე გაუწოდა წერილი ბენმა მას და სუნთქვა შეკრული და განაბული დაელოდა სამძებრო განყოფილების უფროსის რეაქციას. სამძებრო განყოფილების უფროსის წერილის დასრულებამდე ანდრეის ეგონა რომ საუკუნემ განვლო. სიცივისგან კანი დაეხორკლა. სველი ტანისამოსი მჭიდროდ მიჰკროდა სხეულზე და შიგნით ორგანიზმში მიედინებოდა. მუხლამდე სველ შარვალს წურწკულით მიჰყვებოდა წვეთები და ფეხებ ვეშ წყლის გუბეს აყენებდა. მილერმა წერილის კითხვა დაასრულა, საწერ მაგიდას მოშორდა და დოინჯშემოყრილი ხმის ამოუღებლად განაგრძო ფიქრი. ავგუსტო მილერი სწრაფად გამოერკვა. -ერთი შეხედვით აქ უცნაურს ვერაფეს ვხედავ. მაგრამ კარგი იყო ისე როგორც თქვენ გინდათ. -მოადგილე ქალს ელექტრო ღილაკით შეატყობინა ექსპერტებისთვის ეცნობებინათ და მათ მიერ მითითებულ ადგილზე გამოცხადებულიყვნენ. პოლიციის ოპერატიული მანქანა სტივთან და მილერთან ერთად სასტუმროს გზას დაადგა. მათ უკან მანქანაში ძმები ისხნენ. მანქანა სასტუმროს შესასვლელთან გაჩერდა. გამომძიებლები მანქანიდან გადმოვიდნენ და იქ დამხვდურ ექსპერტებს ხელის ჩამორთმევით მიესალმნენ. -წავედით -ხელი დაადო ექსპერტ კრიმინალისტმა ჯეისონმა. -გთხოვთ-მდაბლად დაუკრა თავი და დიდი მოწიწებით გზა დაუთმო. -ერთი წუთით. -მილერი შეჩერდა. სასტუმროს შესასვლელისკენ ჩქარი ნაბიჯებით მომავალ ძმებს წინ გადაუდგა. -თქვენ აქ დარჩებით. -გამორიცხულია. -ხელი ცხვირწინ აუფრიალა ანდრეიმ. -ეს ბძანებაა. -წარბი ასწია მილერმა და მეტად სერიოზული სახით მეტი აღარ გაუმეორებია ისე დამორჩილდნენ ბიჭები. -ახლა კი წავედით-დამშვიდებული სახით მიუბრუნდა იგი ექსპერტებსა და გამომძიებელ უილსონს. პალტოს მხებიდან თოვლი ჩამოიფერთხეს, ფეხსაცმელს აკრული თოვლი დაიფერთხეს და სასტუმროში შევიდნენ. "ეს ანდრეი ლუჩენკოა, ცოლმა რომ მიატოვა." -აფაჩუნდა ჯგროდ შეკრებილი ხალხი და ახალი ჭორის მოლოდინში გაფართოებული თვალებით და დაგრძელებული ყურებით იმის მოლოდინში იყვნენ ვინ რა სიახლეს იტყოდა. როცა ყური მოჰკრეს გოგონა გაიტაცესო ახალმა ტალღამ გადაიარა ბრბოში. ახალი საჭორაო თემა წამოიჭრა. რა გაუმაძღარია ადამიანის გონება. -არამზადები -ნაძირლები. აღმოხდათ გარშემორტყმულთ. -უკან დაიწიეთ. -გასცა ბრძანება უსაქმური ხალხით გულშეწუხებულმა ოპერატიულმა. მუშაოკმა და თანამშრომლებთან ერთად სასტუმროს კართან ატუზული ხალხი ხელის დახმრებით უკან მისწია. გამომძიებლებმა კრიმინალისტებთან ერთად მეორე სართულის კიბეები აათავეს და სასტუმროს კართან შეჩერდნენ. -ლიფტით რატომ არ ვისარგებლეთ? -დაინტერესდა სტივი რომელმაც კიბეებით დაღლილმა მძიმედ გადმოდგა ნაბიჯი და გვერდით დაუდგა დაწინაურებულ თანამშრომლებს. -მაკვირვებ უილსონ, შენგან ამ შეკითხვის დასმას არ მოველოდი, მაგრამ კაგი გიპასუხებ. ვათვალიერებდი, რამე ხელჩასაჭიდი მეპოვა. -იპოვნეთ მერე? -ვერა. -ტუჩები გვერძე გასწია მილერმა და ექსპერტს მიუბრუნდა. -ჯეისონ შეგიძლიათ დაიწყოთ. ექსპერტმა ჯეისომნა ფოტო აპარატი მოიმარჯვა. გამჭოლი მზერა კარებს მიაბყრო, კარგად დააკვირდა გადასაღებ ობიექტს, მერე ხელში შემართა ფოტო აპარატი და თითოეული დეტალის ფირზე ასახვა დაიწყო. გატეხის კვალი ვერსად შენიშნა. -ერთი წუთით. -დაკვირვებული თვალები ძირს დახარა ექსპერტმა. ფოტო აპარატი ცალ ხელში დაიჭირა და იქვე კარების გვერდით კუთხეში ჩაიცუცქა. ხელთათმანიანი ხელით იატაკს შეეხო. ექსპერტს გამარჯვების ელფერმა გადაჰკრა როცა ჩალისფერ იატაკზე ტალახიანი ფეხის კვალი აღმოაჩინა. -ტონი -იხმო ფეხს მდგარი ექსპერტი რომელიც ხელის კვალის აღმოჩენის მიზნით დაჟინებით დასჩერებოდა კარის სახელურსა და კედლებს. ტონი სწრაფად გამოერკვა, ოპერატიულ ხელჩანთას, რომელშიც კვალის აღმოჩენის, ფიქსირებისა და ამოღებისთვის ტექნიკური საშუალება იყო მოთავსებული ხელი დასტაცა და ჯეისონისკენ წავიდა. -შენთვის საქმეა. -უთხრა ჯეისონმა და თავის მხრივ ფოტო აპარატით დეტალურ ფოტო გადაღებას შეუდგა. მილერმა ფრთხილად ჩამოსწია კარის სახელური და სტივთან და ჯეისონთან ერთად სასტუმრო ნომერში შევიდა. ტონი თავის ხელჩანთასთან ერთად გარეთ დარჩა და ფეხის კვალის აღებისთვის შესაბამისი ხლსაწყოების ამოლაგება დაიწყო. მილერი ფრთხილად დადიოდა, საეჭვოსა და ხელჩასაჭიდს ეძებდა რაიმესს, ამიტომ დეტალურად მიჰყვა ოთახის დათვალიერებას. -სტივ -ხელით იხმო მილერმა- მაინტერესებს ანდრეის ტელეფონში განხორცილეებული ზარების შესახებ, ასევე სასტუმრო ოთახის ტელეფონისაც. -ოთახის კუთხეში მდგარ ტელეფონზე მიუთითა უფროსმა და მეორე განკარგულება ისე მისცა სტივის პასუხს არ დალოდებია. - შეგიძლია ქვემოთ ჩახვიდე და ხალხი გამოკითხო, იქნებ რამეში დაგვეხმარონ. სტივი ყოველთვის სიამოვნებით იღებდა უფროსი გმომძებლის ბრძანებას და დაუზარებლად ასრულებდა მას. ახლაც მან სასტუმრო ოთახი დატოვა და გარეთ გავიდა. საშინლად ციოდა. თავზე ქუდი წამოიხურა და ხელების ორთქლით გათბობა დაიწყო. ცნობისმოყვარეებს წრე შეეკრიბათ, მათ შორის იყვნენ ადამიანები რომლებსაც გულთან მიეტანათ მომხდარი. როგორც ყოველთვის ჟურნალისტები ახლაც პირველები მოვიდნენ შემთხვევის ადგილზე. მათგან ერთ-ერთი დაწინაურდა და ურცხვად გაეჯგიმა უილსონს, თითქოს ეს უკანასკნელი ვალდებული იყოს ყველა კითხვას გასცეს პასუხი. -რა შეგიძლიათ გვითხრათ მომხდარის შესახებ? -იკითხა ინგლისურად. -არაფერი -სტივმა საქმიანი იერი მიიღო, მას ყოველთვის აღიზიანებდა ჟურნლისტების სითავხედე. -ეს რას ნიშნავს? -ჯერ არაფერია ცნობილი. გამოძიების პროცესში ვართ. სტივი ჟურნალისტს გაშორდა და სასტუმროს კართან პორტიეს მიუახლოვდა, რომელიც 65 წლის იქნება. იგი თბილად იყო ჩაცმული მაგრამ მაინც ატუზული იდგა კარებთან. თავს თბილი ქუდი დაეხურა ხელს კი თბილი შავი ხელთათმანები ჰქონდა ჩამოცმული, მაგრამ გათბობისთვის ერთ ადგილზე ნაბიჯების მოძრაობით მაინც თბებოდა. -გამარჯობათ. -ხელი ჩამოართვა სტივმა. და როცა ვერაფერი გააგებინა ინგლისურად. მოშორებით მდგარ შვეიცარიელ ოპერატიულ მუშაკს დაუძახა და დახმარება სთხოვა პორტიესთან გასაუბრებაში. სტივმა მხოლოდ რამდენიმე სიტყვა იცოდა გერმანულად და ისიც არ გამოადგებოდა თავის საქმიანობაში. სამაგიეროდ თავისუფლად და გამართულად ლაპარაკობდა როგორც ფრანგულად ისე იტალიურად. -რით შემიძლია დაგეხამროთ? -ქუდის მოხდით მიესალმა პორტიე. -შეიძლება ბევრ რამეში. -უთხრა სტივმა და ჯერ მას გაუღიმა, შემდეგ ასე ვთქვათ მოქმედ თარჯიმანს გახედა რათა მისი სიტყვები გადაეთარგმნა. პორტიემ ქუდი დაიხურა -ძალიან ცივა არა? -საუბარი წამოიწყო მან. -ძალიან. ახლა კი საქმეს შევუდგეთ. სახელი და გვარი. -უხეშად წამოიწყო უილსონმა. საკუთარმა ხმის ტემბრმა აღაშფოთა, შერცხვა იმისა რომ მოხუცს უხეშად მიმართა და დაამატა. -გთხოვთ მიპასუხოთ. -ჰერმან შმიდტი. -რამდენი ხანია რაც აქ მუშაობთ ჰერრ (ბატონო) შმიდტ? -გუშინ საღამოს მერე აქ ვარ. -მე ვგულისხმობ რამდენი ხნის სტაჟი გაქვთ? -აჰა -მიუხვდა შმიდტი. -რომ არ მოგატყუოთ. -თვალები დაავიწროვა და შეეცადა გაეხსენებინა ზუსტი რაოდენობა. -არ უნდა მომატყუოთ. -სანდომიანად გაუღიმა სტივმა და ამით მიახვედრა რომ ჩემთან ყველაფერი სიმართლე უნდა თქვათო. -ესე იგი თქვენ თქვით რომ საღამოს მერე აქ ხართ. -40 წელია შვილო. -ჯერ პირველ კითხვაზე გასცა მოხუცმა პასუხი. -დიახ საღამოს 19:00 საათიდან აქ ვარ. -რამე უცნაურობა ხომ არ შეგინიშნავთ მთელი ღამის განმავლობაში ან დილის საათებში? -შვილო აქ ყოველთვის ხდება უცნაურობა თუმცა რამე მნიშვნელოვანი არა. -კონკრეტულად წუხელ? შმიდტმა წარბები შეჭმუხნა, ცდილობდა რაიმე გაეხსენებინა. -არა, არაფერი. -არ შეგინიშნავთ ალისია ჯაფარიძე არსად? -სურათი აჩვენა სტივმა. -აი ეს გოგონა. -ძალიან კარგად მახსოვს ეს ლამაზი გოგონა -სურათი დაუბრუნა უილსონს.-შვილს გეფიცებით გუშინ ის და მისი მეუღლე საერთოდ არ მინახავს. -უცხო ხომ არ შეგინიშნავთ ვინმე? -სასტუმროს მობინადრეებს ყოველთვის სტუმრობენ ჩვენთვის უცხო ადამიანები, მაგრამ ამ დრომდე ამის გამო პრობლემა არასოდეს ყოფილა. ასე რომ -შმიდტმა ტუჩები მოკუმა, წარბები შეკრა, ბეჭები ასწია და ხელები გაშალა დანანების ნიშნად. იგი ძალიან შეწუხდა როცა ვერაფერი დახმარება აღმოუჩინა პოლიციას. -ღამით შესვენებაზე როდის გადიხართ? -განაგრძობდა სტივი. -წესით 23:00 დან 24:00 საათის განმავლობაში, მაგრამ დღეს მოსვლა დამაგვიანდა და ამიტომ შესვენება ვერ გამოვიყენე. -ვინ გცვლით შესვებენის დროს? -ტიმ ჰოფმანი. -ახლა სად არის ტიმ ჰოფმანი? -ის სახლშია. ხომ გითხარით შესვენება არ გამომიყენებია რის გამოც მას მოსვლა არ დასჭირდა. -კარგით. გმადლობთ. თუ რამეს გაიხსენებთ აუცილებლდ მობრძანდით განყოფილებაში. -სერ. -წამით შეყოვნდა შმიდტი და შეშინებულმა თვალები ააფახულა. -რამეში მედება ბრალი? -არა დამშვიდდით. -გამამხნევებლად გაუღიმა სტივმა -ჩვენ უბრალოდ თქვენი დახმარება გვჭირდება. ნახვამდის. სტივი სასტუმროს მოშორდა. მან ასე თუ ისე შეისწავლა ანდრეის და ალისიას თანაცხოვრების დეტალები და მათი სიყვარულის ისტორია, ის რომ ალისიას ანდრეის გაცნობამდეც ჰქონდა სიმპატიები მის მიმართ.ამიტომ მას ცოტა წარმოუდგენლად ეჩვენებოდა ასე მარტივად ამდგარიყო გოგონა და მიეტოვებინა მეუღლე თანაც მისთვის ასე უცხო ქალაქში. იგი მართლაც ფიქრობდა რომ დამნაშავე აუცილებლად სასტუმროს რომელიმე თანამშრომელი იყო. მინიმუნ გამტაცებლის თანამზრახველი. *** მზე ანათებდა მაგრამ არ ათბობდა, ცივი ქარი უბერავდა. ღრუბლის ნაწილიც კი არსად სჩანდა. სამმართველოს უფროსის ჰანს შნაიდერის კაბინეტში რამდენიმე გამომძიებელი შეკრებილიყვნენ, მათ შორის ავგუსტო მილერი და სტივ უილსონიც იმყოფებოდა. ჰანს შნაიდერი მაგიდასთან იჯდა, წინ დოკუმენტები ჰქონდა გადაშლილი და მის წინ სავარძლებზე მსხდომ გამომძიებლებს გულისყურით უსმენდა, რომლებიც ალისია ჯაფარიძის საქმეს განიხილავენ და 3 დღის გასვლის შემდეგ მიღწეული საქმის მასალებს წარადგენენ. 4 საათზე თათბირი დაიწყო. -რა ოპერატიულ-საგამოძიებო ზომებია მიღებული. -ყოველგვარი მიკიბვ-მოკიბვის გარეშე იკითხა სამმართველოს უფროსმა. ფეხზე წამოდგა გამომძიებელი სტივ უილსონი და დაიწყო. -დავკითხეთ სასტუმროს ადმინისტრაცია. ასევე ყველა ის ადამიანი ვინც სასტუმროში ისვენებს. ჩვენ მივედით აეროპორტში იმ მიზნით, ალისიას გამოუჩნდა ვინმე შურიანი ან ბოროტის მსურველი ახლობელი, კურსელი ან თუნდაც მეგობარი და მათ გადმოლახეს ლოს-ანჯელესის და შვეიცარიის საზღვარი. -შემდეგ? -დაინტერესდა იგი. სტივმა განაგრძო: -თუმცა მთელი ამ დროის განმავლობაში რაც ალისიამ დატოვა საქართველო და გიგა წერეთელთან' ეს უკანასკნელი მეგობარია ალისიას ერთად ჩამოვიდა ლოს-ანჯელესში. ეს დრო დაახლოებით მოიცავს ერთ თვეს. არც ერთ მის ახლობელს, კურსელსა თუ მეგობარს მისი მეჯვარისა და საუკეთესო მეგობრის გარდა არ გადმოულახავს საზღვარი. აქვე მინდა მოგახსენოთ რომ ალისიას საუკეთესო მეგობრის, თამარი ყიფშიძეს დადანაშაულების საკითხიც კი არ დგას. იმის ალბათობა რომ ვინმე მისი ახლობელი ქართველი იყო ალისიას ახალ ცხოვრებაზე დაბოღმილი ამის ალბათობა უფრო და უფრო მცირდება. ჯერჯერობით ხელჩასაჭიდი არაფერი არ გვაქვს ალისია ჯაფარიძის გატაცება-გაპარვასთან დაკავშირებით. ვიტყვი იმასაც რომ თავიდან მის მეგობარ თამარ ყიფშიძე გვაეჭვებდა. -რატომ გაჩნდა უნდობლობა მის მიმართ? -იქნებ იმიტომ რომ ის ღვარძლიანი ადამიანი არის და შეშურდა მეგობრის ასეთი წარმატება? -იკითხა ერთ-ერთმა მათგანმა. -როგორ შეძლო რამდენიმე კვირის ჩამოსულმა გოგონამ გაეჩინა ასეთი საშიში მტერი? -ჩემი მოსაზრება ანდრეის ეყრდნობა. -თქვა სტივმა. -ანდრეის? -დიახ. -ეგ როგორ? -ჩაერია გამომძიებელი მილერი -გგონია ანდრეი გაიტაცებდა საკუთარ ცოლს? თუმცა ასეთებიც კი შემხვედრია პრაქტიკაში. -არა, მასზე არ ვეჭვობ. ის შეიძლება ცოტა ფიცხი არის მაგრამ საოცრად კეთილი გული აქვს. მე სხვა რამეს ვგულისხმობ. გამომძიებლები სმენად იქცნენ. -როგორია თქვენი ვერსია -ახლა 43 წლის გამომძიებელმა ჰანა მეიერმა ჰკითხა უილსონს, რომელიც სათვალის მიღმა იცქირებოდა. იგი ოთახის კუთხეში მდგარ სავარძელზე იჯდა და გულისყურით ისმენდა თიოთეული გამომძიებელის მოსაზრებას და უბის წიგნაკში ინიშნავდა მნიშვნელოვან მონათხრობს. -ჩემი ვერსია გატაცებას უკავშირდება და უკუაგდებს მოსაზრება "გაპარვას". შეიძლება ეს ანდრეის გიჟმა თაყვანისმცემლებმა ჩაიდინეს. მინდა ყურადღება გავამახვილო ძმების ნაამბობზე იმის შესახებ თუ როგორ უყვარდა ალისიას ანდრეი. არ შეიძლება ასეთი სიყვარულის ქორწინებით დაგვირგვინების შემდეგ, თაფლობისთვის მეთორმეტე დღეს ადგე, წახვიდე და თქვა რომ არ გიყვარს როგორც ამას ალისიას წერილი მოგვახსენებს. -მართალს ბრძანებთ - გამოცდილი და ძლიერი მილერი საუბარში ჩაება. იგი შეშანიშნავად ფლობს გერმანულ ენას. - წერილი რომელიც ძმებმა გადმოგვცეს ყალბია. -მარცხენა ხელით მაგიდას დაეყრდნო მილერი, უჯრისკენ დაიხარა და გასაღების გამოყენებით კარები გამოაღო. იქედან ექსპერტიზის მიერ მოწოდებული წერილი ამოიღო და გამომძიებლებს წინ დაუდო. -ამას ბენ ლუჩენკოც ამტკიცებდა და მისი ვარაუდი გამართლდა. ეს იმას ადასტურებს რომ გოგონა საკუთარი ნებით არ წასულა. რაც შეეხება ზარს, გოგონას მეუღლე ამტკიცებს რომ იგი ალისიას ხმა იყო, ამ შემთხვევაში შეგვიძლია ვივარაუდოთ რომ გოგონას მუქარის ძალით დაარეკვინეს. წერილმა უამრავი დეტექტივის ხელში გაიარა. -ანდრეი ყურებამდე არის მასზე შეყვარებული, შეიძლება გამოპარვოდა ალისიას გრძნობები და მისი რეაქცია. თანაც ის ხომ მსახიობია. -წინა რიგში მჯდომმა გამომძიებელმა წაკითხული წერილი კვლავ მაგიდაზე დააბრუნდა და საკუთარი აზრი დააფიქსირა. მან გადაწყვიტა სხვა მხრიდან მიდგომოდა სიტუაციას, ეს იმიტომ რომ რაიმე წვრილმანი არ გამოტოვონ და 100%-ით გახელილი თვალებით იმოქმედონ. -არა ის საერთაშორისო ურთიერთობებზე სწავლობდა, მეოთხე კურსის სტუდენტი იყო როცა ლოს-ანჯელესში ჩამოვიდა. მსახიობობას კი რაც შეეხება, მან როლი "სისხლიანი ბრძოლების" მიიღო ისიც მისი შესანიშნავი გარეგნობის წყალობით, მართალია ნიჭიც საჭიროა ამისთვის. -შეეწინააღმდეგა მილერი. -მოძიებული მასალების მიხედვით 21 წლის ასაკში მყოფ გოგონას კერძოდ ალისია ჯაფარიძეს შეყვარებული არასოდეს ჰყოლია და გავამხელ საიდუმლოს ფილმ "სისხლიან ბრძოლებში" მიღებული მონაწილეობით კოცნის სცენის თამაში ძალიან გაუჭირდა. კითხვაზე რამდენიმე დღის გაცნობილ უცხო ამერიკელ მამაკაცთან ერთად როგორ მოახერხებდა ასეთი გოგონა გაპარვას. -ყველაფერი ხდება. -ისევ ეჭვს გამოთქვამს წინა რიგში მჯდომი გამომძიებელი. -შემთხვევის ადგილის პირველადი დათვალიერება გულდასმითა და სრულყოფილად მოხდა. მოხდა ფოტო გადაღება. კარებსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე, თუმცა კარების გატეხვის კვალი არსად იყო, ჩატარდა დაქტილოსკოპიური ექსპერტიზა, თუმცა ისიც უშედეგოდ. პირველადი დათვალიერების დროს აღმოვაჩინეთ ფეხის კვალი რომელიც გადაეგზავნა შესაბამის ექსპერტიზას, ველოდებით დასკვნის პასუხს. შემთხვევის ადგილი დაცულია, გარეშე პირს არ აქვს შესაძლებლობა და უფლება ავიდეს სასტუმროს მეორე სართულზე და ალისია სასტუმროს ნომერში. კართან დავაყენეთ დაცვის 2 თანამშრომელი რომელიც გააკონტროლებს იქ მოსიარულეთ. ასევე ჩვენ მოსასმენი აპარატები დავაყენეთ სასტუმროს ნომერში -განაგრძო მილერმა. -სადაც ანდრეი და ბენ ლუჩენკოები იმყოფებიან დღეს, ასევე ბენისა და ანდრეის ტელეფონებშიც თუმცა ზარი ჯერ არ გამხორციელებულა. არსებობს ეჭვი იმის შესახებ რომ გოგონა გატაცებულია გამომძალველების მიერ. -თუმცა გამტაცებლებს ჯერ არ დაურეკავთ და ფული არ მოუთხოვიათ. რას ელოდებიან ისინი? -სასტუმროში მომსახურე პერსონის დაკითხვის შედეგად ხელჩასაჭიდი ვერაფერი ვიპოვეთ. გადამოწდა ყველა მომსახურე პერსონალი. მას შემდეგ რაც ბენი და ანდრეი ჩვენ დაგვიკავშირდა გადაიკეტა გზები აეროპორტისა თუ ქალაქიდან სხვა გასასვლელი მიდამოები. შეუმოწმებლად რეგისტრაციას ვერავინ ახერხებს, მაგრამ ხელს გვიშლის ის რომ არ ვიცით გოგონას გაუჩინარება რომელი საათიდან მოხდა, ჩვენ მხოლოდ მისი გაუჩინარების შესახებ 5 საათის შემდეგ გავიგეთ. თუმცა ერთი პიროვნება მაფიქრებს. -საათს დახედა სტივ უილსონმა, მას დაკითხვის ოთახში ელოდებიან რის გამოც ჩქარობს დრო არ გამოეპაროს. -ბრძანეთ. -ჩაეძია სამმართველოს უფროსი და სავარძელზე კარგად მოკალათებულმა ყურები ცქვიტა. იგი სტივ უილსონის საუბრისას ყოველთვის ნასიამოვნები რჩებოდა რადგან მისი ბაგეებიდან მუდმივად სიმართლე ჟღერდა და უაზრო და დაუფიქრებელი სიტყვების გამო პირს არასოდეს დააღებდა. რასაც ამბობდა იგი მის აზრში დარწმუნებულ იყო. უსაფრთხოების სამსახურში, იქ სადაც ალისია ჯაფარიძეს ოთახი მდეობარეობს ერთი ახალგაზრდა, 23 წლის ჯეკ რობინსონი მუშაობს. მას სულ რაღაც 6 დღის დაწყებული აქვს მუშაობა. ეჭვი მიჩნდება როდესაც მას ვუსმენ. მოგახსენებთ რატომაც, მან თქვა რომ ალისიას მსგავსი გოგონა დაახლოებით დღის 11 საათზე შენიშნა. "ძალიან კარგ გუნებაზე მყოფმა გოგონამ სასტუმროს დატოვა. მას თან ხელში პატარა ჩანთა ეჭირა და ღიმილიან სახითი დატოვა ნომერი" - ჯეკ რობინოსნის სიტყვების ციტირება გააკეთა სტივმა. -საეჭვო აქ ბევრია, თითქმის ყველაფერი. ალისია დღის 11 საათზე ვერ დატოვებდა ოთახს რადგან ამ დროს ანდრეის უკვე ღვიძავდა. ანდრეი კი ამბობს რომ დაახლოებით 9 საათზე გაეღვიძა და ალისია ოთახში არ დახვდა, თანაც წერილი უკვე მაგიდაზე იდო. ეს ყველაფერი რომ არა მისი საუბრიდან გამომდინარე ალისია მხოლოდ მან შენიშნა. ჩვენ გადავამოწმეთ სათვალთვალო კამერები და იქ არაფერი სჩანს. ჯეკ რობინსონი ცრუობს და თანაც უნიჭოდ. ახლა ის დაკითხვის ოთახში ზის და თათბირის დასრულებას ელოდება. ჩვენი შეხვედრის დასრულებისას მე მას პირადად დავკითხავ. -რამ გამოიწვია თქვენში მისი უნდობლობა. -იკითხა ჰანა მეიერმა. -გეტყვით. მანამდე სანამ ამ პიროვნებას, კერძოდ ჯეკ რობინსონს აიყვანდნენ სამსახურში, დაცვის წინა თანამშრომელმაავადმყოფობის გამო სამსახური დატოვა. იგი საავადმყოფოში დაწვა მუცლის არეში ტკივილებით. საჭირო გახდა ახალი თანამშრომლის მიღება, სწორედ ამ დროს სასტუმროს უსაფრთხოების სამსახურს განცხადებით მიმართა რობინსონმა და ის აიყვანეს რადგან ყველაზე საჭირო ადამიანი გახდა იმ სიტუაციაში. რადგან ის ერთადერთი ადამიანი იყო რომელსაც აღნიშნულ თანამდებობაზე განაცახადი ჰქონდა შეტანილი, მას "გაუმართლა". ჩემი ეჭვი მის მოწამვლას ეფუძნება რადგანაც ის სწორედ მეორე სართულს იცავდა სადაც ალისია და ანდრეი ლუჩენკოები ისვენებდნენ. ეჭვს კი ექსპერტები დამიდასტურებენ რამდენიმე საათში როდესაც ხელთ ექსპერტიზის პასუხები ეჭირებათ. -ახლა წყალი ამღვრეულია, ყველაფერი ერთმანეთში ირევა და გვიჭირს მღვრიე წყალში სისუფთავის პოვნა. -გულისყურით მოისმინა თითეული დეტექტივის მოსაზრება სამმართველოს უფროსმა და დასკვნის გამოტანისგან მცირე დროით თავის შეკავება გადაწყვიტა. -სანამ წყალი დაილექება მანამდე დრო გადის ეს კი ხელს გვიშლის გოგონას პოვნაში. დრო კი ჩვენთვის მნიშვნელოვანია. -შეაწყვეტინა მეიერმა. -თქვენ ფიქრობთ რომ დაწმენდას არ დაველოდოთ და თავით გადავეშვათ ფსკერზე? -გაცხარდა გამომძიებელი უილსონი თუმცა სიმშვიდის შენარჩუნებას მაინც შეეცადა. -მიმიხვდით. -ეს ხომ ბევრ შეცდომას დაგვაშვებინებს. -უნდობარი მზერა მიაბყრო მილერმა -კარგი მყვინთავი უშიშრად დაეშვება ფსკერზე და მღვრიე წყალში სწორ კვალს იპოვის. -ცოტა ირონია შეიმჩნა ფოქსის სახეზე. მერე სიგარეტს მოუკიდა და ერთი ნაფაზი დაარტყა. -დარწმუნებული იყავით რომ 100%-ით დავიხარჯებით. -დამაფიქრებლად წარმოთქვა სტივმა და ოთახი დატოვა. მისი სიტყვები დამაიმედებელი აღმოჩნდა თათბირზე მსხდომთათვის. -საქართველოდ პროკურატურაც ჩართულია საქმეში, მათ ინტერესებშიც შედის საქართველოს მოქალაქის პოვნა. შეცდომის დაშვების უფლება არ გვაქვს. დღეს უკვე მესამე დღე გავიდა და ხედავთ? საქმე წინ ვერ მიიწევს. -დაამატა მილერმა. -მე გთავაზობთ უფროსი ლუჩენკოს ბრალეულობას ნუ შემოდებთ თაროზე, გადმოსაღები არ ოგიხდეთ იგი. -ფოქსი ერთადერთ დამნაშავედ ანდრეის განიხილავდა. მაგრამ რატომ? მოტივი? რატომ გაჩნდა უნდობლობა მის მიმართ? იყო წარსულში ნასამართლები? არა. ჰქონდა ალისიას იმდენი ფული რომ მისი სიკვდილის შემდეგ ანდრეის დიდძალი ქონება დარჩენოდა? არა. მით უფრო რომ ანდრეი მილიონერია მას არასდროს დასჭირდებოდა მემკვდიდრეობის მიღება. სერიული მკვლელია? მასზე გაცილებით ახალგაზრდა გოგოებს კლავს? მაშინ ალისია პირველი მსხვერპლი ყოფილა. და ცოლად რატომღა შეირთო? იქნებ სხვა უყვარს და ერთად დაგეგმეს? მაშინ ცოლად მოყვანა რა საჭირო იყო? ალისიამ დააძალა რაიმე? პირდაპირ დაქორეინებულიყო მასზე ვისთან ერთადაც გაიტაცა ალისია. აქ რაღაც რიგზე ვერაა. კარგი გსმომძიებელი და ნათელი გონება სჭირდება სწორ კვალზე დადგომას. გამოჩნდება კი სინათლე გვირაბის ბოლოს? ფოქსი არვიყო ერთადერთი ვინც ანდრეიში დამნაშავეს ხედავდა. -მე დავამთავრე. სავარძლიდან წამოდგა მილერი და სტივ უილსონის გზას დაადგა. -თუ რამე ხელჩასაჭიდს იპოვით იმ შემთხვევაში დამიკავშირდით, სხვა შემთხვევაში არ დამენახვოთ. -ჰანს შნაიდერმა დოკუმენტები დაკეცა, მაგიდის კუთხეში მისწია და მანაც ოთახი დატოვა. თათბირთა მონაწილენი ხმაურით აიშალნენ და თავიანთ საქმეს მიაშურეს. საქმე წინ ვერ მიიწევს. მილერი ბევრ გამოცდილ გამომძიებელთან ერთად შვეიცარიაში იმყოფება. მას აზრადაც კი აღარ მოსვლია დაეტოვებინა ბერნი და ლოს-ანჯელესში დაბრუნებულიყო. მისი სამშობლოში დაბრუნება განუსაზღვრელი ვადით გადაიდო და თავით გადაეშვა ქართველი ალისიას ძებნაში. თათბირის მსვლელობისას ქალაქის ოფიცერი ჩუმად იჯდა და ხმას არ იღებდა. სკამიდან სწრაფად წამოხტა და ბოღმისგან გასიებული თავის კაბინეტში შევარდა. განრისხებულმა კარები მაგრად მიაჯახუნა და კედელზე დაკიდებული სურათი გვერდზე გადაიხარა. ერთი კუთხიდან მეორეში ბოლთას სცემდა, მერე სავარძელზე დაჯდა და ტელეფონზე პირველი მდივნის ნომერი აკრიფა. -ამერიკელი გამძიებელი განთავისუფლდა? -ირონიით აღსავსემ იკითხა.როცა დადებითი პასუხი მიიღო სწრაფად გაიჭრა კარებში და დერეფანს ჩქარი ნაბიჯებით გაუყვა. ლიფტს არ დაელოდა და კიბეები სირბილით აიარა. მანამდე სანამ მილერის კაბინეტს მიადგრბოდა კიბეების თავზე შედგა და მოაჯირს ხელით დაეყრდნო. სული მოითქვა, დაფიქრდა ჯერ რომელთან სურდა საუბარი და პირველივე კარების ურდულს ფრთხილად შეეხო, დაძარღვული ხელებით ჩამოსწია ურდული და კარებში მხოლოდ თავი შეჰყო. -შეიძლება? -მოდი ფაბიან. ფაბიანი 40 წლის, თხელ თმიანი დაბალი და მრგვალი მამაკაცი გახლდათ. სახეზე დიდი ცხვირი დაკოსებოდა და პატარა ბრაზიანი თვალებით თითქოს ყველას შხამავდა. -ვეწინააღმდეგები ამ საქმის ასეთ გასერიოზულებას. -ნერვიულმა ოფიცერმა სიგარეტი გააბოლა და თვალებში უტეხად ჩააშტერდა შნაიდერს. -ვიღაც გადამთიელის გამო, რომელსაც ვარსკვლავ ბიჭუნას ცოლობა თავში აუვარდა გადაწყვიტა სხვაზე მოეთბო ხელი. ასეთ აურზაურს არ სცნობს ჩვენი ქალაქი, რომელიც სიმშვიდითა და ხალხის ერთმანეთთან შეხმატკბილებული ცხოვრებით არიან განთქმული. ვიღაც ქართველის გამო მთელი ქალაქია აფორიაქებული. -ოფიცერს საქმის დახურვა სურდა. -ზოგი იმას ამბობს ვიღაც მახინჯი ახალგაზრდა გოგოებს იტაცებსო, მიდი და დააწყნაროს ამერიკის და საქართველოს ხელისუფლებამ ამდენი აღშფოთებული და ბერნის განყოფილების კარს მომდგარი ხალხი. ისინი პანიკამ მოიცვა, ზოგ მათგანს კი ქუჩაში გამოსვლისაც კი ეშინია, ტელევიზიები ისეთ სიუჟეტებს აკეთებენ არცერთი ტურისტი ბერნში აღარ შემოდის. სამმართველოს უფროსმა, რომელიც აქამდე ჩუმად იჯდა და ისმენდა თქვა. -შენ რა ტურისტული ორგანიზაციების ხელმძღვანელი ხარ? ტურისტების ნაკლებობას ღელავ თუ კრიმინალის გაზრდას. დაეხმარე ამერიკის პოლიციას. -გაცხარებულმა სწრაფად მიაყარა სიტყვები ერთმანეთს. ფაბიანის ზურგგ-შექცევით სკამი შეაბრუნა-თავისუფალი ხარ. -ხელი ასწია, ანიშნა დამტოვეო. ფაბიანს სიბრაზისგან გული ამოვარდნას ჰქონდა, თუმცა ვეღარ შეჰბედა რამის თქმა, სკამიდან მძიმედ წამოდგა და კარებში გაძუნძულდა. *** სათათბიროდან გამოსული სტივი დიდი ენთუზიაზმითა და მოლოდინით აღსავსე გაეშურა დაკითხვის ოთახში. გზად დერეფნის კედლებზე ორივე მხარეს სერთიფიკატები და დიპლომები იყო გაკრული. ერთ კედელზე დაკარგულ ხალხთა და ძებნილთა სიაში მყოფი ადამიანების სურათებსას წააწყდებით, რომლებიც წლობითაც კი იკავებს ერთი და იმავე ადგილს. -ხომ არ გალოდინეთ? -თავაზიანად ჰკითხა სტივმა ჯეკ რობინსონს, რომელიც ოთახის შუაგულში მდგარ მაგიდასთან, სავარძელზე იჯდა და მოთმინებით ელოდება გამომძიებელს. სტივმა კარები მიხურა. -როგორ გეკადრებათ. -ასევე თავაზიანი იყო რობინსონი. იგი მცირედით წამოიწია ფეხზე. -მიხარია ინგლისურად რომ ლაპარაკობთ, თორემ მოვიტეხე ენა ამ ფაშისტებთან. -პატივი ეცი ყველა ეროვნებას. იჯექით, არ შეწუხდეთ. -ხელით მიუთითა სტივმა და თავადაც მის მაგიდასთან დაიკავა ადგილი. ჯეკი საშუალო სიმაღლის 1. 70 სმ იყო. პატარა, მცირედით აპრეხილი ცხვირით, ქერა დაბალზე შეჭრილი თმითა და თაფლისფერი თვალებით.ერთი შეხედვით ადამიანს ჰგავდა რომელიც ჭიანჭველასაც კი არ დაადგამს ფეხს. -რით შემიძლია თქვენი დახმარება? -მაგიდის საზურგეს მიეყრდნო ჯეკი და გამომძიებელს თვალი თვალში გაუყარა. -ძალიან ბევრ რამეში. ძალიან ბევრ. - ეჭვნარევი ხმით უპასუხა სტივმა ისე რომ ზედაც არ შეუხედავს მისთვის, იგი თავჩარგული განაგრძობდა კეჯის დოსიეს კითხვას. -ესე იგი ჯეკ რობინსონი? 23 წლის ხომ მართალი ვარ?-თავდახრილმა მხოლოდ თვალებით ახედა მას. -განაგრძეთ. -თავის მოძრაობით დაეთანხმა იგი. -არასდროს ყოფილხართ სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცებული. ხართ დაუოჯახებელი, არც არასდროს ყოფილხართ. 1 წელია რაც გადახვედით მარტო საცხოვრებლად. ცხოვრობთ ლოს-ანჯელესში. ახლა კი მომიყევით სად იმყოფებოდით 26 დეკემბრის დილის პირვრლი საათიდან შუადღის 12 საათამდე. -საქმეზე გადავიდა სტივი. -და რა დაინახეთ. -მე უკვე ყველაფერი ვთქვი. -მშვიდად გამოსცრა ოდნავ წინ წამოწეული კბილებიდან. -კიდევ გაიმეორეთ და ამას იმდენჯერ გაიმეორებთ რამდენჯერაც საჭირო გახდება. - წარბაწეული სკამზე გასწორდა სტივი და მოსასმენად მოემზადა. -სამუშაოს დილით ვიწყებ. გადაამოწმეთ სასტუმროს ადმინისტრაცია დაგიდასტურებთ. -დაიწყო წყნარი და უაქცენტო საუბარი. -თქვით, თქვით -ინტერესიანი მზერა მიაბყრო მან და ამით წაახალისა განაგრძეო. -ადვოკატი მომიყვანეთ. -მოვა. -თქვენ ჩემს უფლებებს არღვევთ. -რომელს? -ადვოკატის გარეშე ახორციელებთ ჩემს დაკითხვას. -ოჰო, ჩახედული ყოფილხართ იურისპრუდენციაში. -გიჩივლებთ. -როგორც გინდა. -ბეჭები აწურა და თავი გააქნია სტივმა. -მაგრამ მანამდე ჩემს კითხვებზე მოგიწევთ პასუხის გაცემა, ასე რომ განაგრძეთ. -დაახლოებით დილის 8 საათზე უსაფრGხოების სამსახურის ოთახში შევედი. ტანთ გამოვიცვალე და უნი ფორმა ჩავიცვი. ჩემი სამუშაო მეორე სართულზე ყოფნას და დერეფანში სიარულს გულისხმობს. ყველაფერი როგორც ყოველთვის მშვიდად იყო. 11 საათზე დავინახე გოგონა, მისი სახელი და გვარი თქვენგან შევიტყვე ალისია ჯაფარიძე. იგი სასტუმროს ნომრიდან მარტო გამოვიდა, ხელთ ჩანთა ეკავა. -სამოგზაურო? -არა პატარა. -ღიმილიანი სახით გაიარა დერეფანი და ლიფტით ქვემოთ ჩავიდა, მას შემდეგ კი არ ვიცი სად წავიდა. რამდენიმე საათში კი მისი მეუღლე გამოვარდა ოთახიდან, სახე წაშლილი ჰქონდა, ტელეფონში ალისიას სურათით ხელში დარბოდა და ყველას მის შესახებ ეკითხებოდა. ჩემთანაც მოვიდა. -შემდეგ? -ვუთხარი რომ ის დავინახე. -მან თქვა რომ არავის არაფერი უთქვამსო. -ალბათ არ ახსოვს, ისეთი ანერვიულებული იყო არც მიკვირს. -მუშაობა როდის დაიწყეთ? -დილის 8 საათზე. -სამსახურში როდის აგიყვანეს-მეთქი. -6 დღის წინ. -რა იცოდით რომ სასტუმროს უსაფრთხოების სამსახურს თანამშრომელი ესაჭიროებოდათ? -სწრაფად და მშვიდად სვამდა კითხვებს გამომძიებელი. -არ ვიცოდი უბრალოდ გამიმართლა. თურმე სწორედ იმ დღეს განთავისუფლებულა ადგილი. -ახლა სიმართლე მომიყევით. -გადაშლილი ფურცლები უხეშად დაკეცა სტივმა და მრისხანე მზერა მიაბყრო ჯეკს. ის საკუთარ თავში სიმშვიდის შენარჩუნებას ცდილობდა, იმ სიმშვიდის რომელიც ასე ძალიან უჭირდა ადამიანთან რომელსაც არ ენდობოდა, მეტიც შესძულდა კიდეც ეს ახალგაზრდა კაცი თავისი ტყუილებით. -ვერ მიგიხვდით? -წარბები შეჰკრა ჯეკმა. -მე ვიცი სიმართლე. -თვალი გაუსწორა სტივმა. ეჭვმიტანილს ჯიქურ მისჩერებოდა და მის ყოველ ნაკვთსა და მოძრაობას დაჟინებით აკვირდებოდა. მან ანკესი გადააგდო, ჯეკის მისკენ წამოწევა სცადა, ოდნავ მოქაჩა და -თუ ყველაფერი იცით მე რას მეკითხები? არ ჩაგივა ფეხი, ვერ გამაცურებ თითქოს რამე იცოდე. მე არაფერი ვიცი. ვითხოვ ადვოკატი მომიყვანოთ. -რამდენიმე წუთის წინ მშვიდად მოსაუბრე ჯეკი ცოტათი ანერვიულდა, აღელვებულს ენა დაებორკა და ნიკაპი აუკანკალდა. სატყუარას თითქოს წამოეგო თევზი, მაგრამ თევზი ასხლტა და სატყუარა ანკესს შერჩა. უილსონმა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი მოიშველია, გადაშალა შესაბამისი გვერდი და ის მუხლი ამოიკითხა სადაც გარკვევით და გასაგებად ეწერა და დამარცვლით წაუკითხა რა პასუხისმგებლობა დაეკისრება ჩვენების მიცემაზე უარის თქმისათვის, ცრუ ჩვენების და არსებითად ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენებების მიცემისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის თაობაზე. -გირჩევთ გამოძიებასთან ითანამშრომლოთ. -თვალებში ჩახედა სტივმა.-გესმით? -მშვენივრად მესმის, ყრუ არ ვარ. მაგრამ მე რა შუაში ვარ? -იხტიბარს არ იტეხდა ჯეკი. რას ჩააცივდა ეს ახალგაზრდა გამომძიებელი. იქნებ მართლაც უდანაშაულოა და თავის დასაცავად ალიბიც არ აქვს. -კარგი პირში წყალი ჩაიგუბე, თუმცა არაფერი გამოგივა. წყნარად იჯექით და ყველაფერი მომიყევით. -ფეხზე წამოდგა, მაგიდის კუთხეში ჩამოჯდა იგი, გულის ჯიბიდან სიგარეტი ამოიღო, სანთებელით მოუკიდა, ორივე მაგიდაზე ჩამოდო და გააბოლა. ეს ის იშვიათი შემთხვევაა როცა ნიკოტინით ფილტვებ ილპობდა გამომძიებელი. ისიც იცის თუ რაოდენ დიდი ზიანი შეიძლება მიაყენოს მის ორგანიზმსა და ჯანმრთელობას სიგარეტმა მაგრამ იმდენად აანერვიუალა ჯეკის უტეხ საუბარმა სიგარეტში გადაწყვიტა ჩაეხშო ბრაზი. -შეიძლება? -სიგარეტზე მიუთითა ჯეკმა და ხელი გაუწოდა. -ინებეთ. -კოლოფიდან ერთი ღერი ამოიღო, მას გაუწოდა და საკუთარი ხელით მოუკიდა. -მე დავიწყებ, იქნებ გონება გაგეხსნათ და გაგახსენდეთ რაიმე მნიშვნელოვანი. -ერთი გარემოება ძალიან მაფიქრებს, ბიჭი რომელიც ცხოვრობს ლოს-ანჯელესში და არასოდეს დაუტოვებია ქალაქი არანაირი მიზეზის, გამო ახლა რა მოხდა ისეთი რომ შვეიცარიაში გადაწყვიტე მუშობის დაწყება სასტუმროს უსაფრთხოების სამსახურში. -მოგეხსენებათ მარტო საცხოვრებლად ერთი წლის წინ გადავედი, თქვენც უნდა იცოდეთ მარტო ცხოვრება რა ხარჯებთანაა დაკავშირებული, აქ გავიგე რომ კარგი ხელფასი იყო, გადავწყვიტე ზამთარში სეზონზე სამი თვე მემუშავა რომ რაღაც თანხა შემეგროვებინა და ერთი წლით ჩემი თავი უზრუნველმეყო. -კარგი, ახლა შენს სამუშაოს დავუბრუნდეთ და იმას რომ ამბობ გოგონა დაინახე. 11 საათზე გოგონას ვერ ნახავდი რადგან მაგ დროს უკვე ანდრეი ლუჩენკო გატაცებული გოგონას მეუღლე ფხიზელ მდგომარეობაში იყო და მეუღლეს გამალებით დაეძებდა. ალისია ჯაფარიძეს გაქრობა კი დაახლოებით 9 საათიდან გახდა შესამჩნევი. -ძლიერად მოქაჩა სიგარეტს სტივმა და საფერფლეში ჩააფერფლა. -ასევე სათვალთვალო კამერებშიც არაფერი სჩანს. -მე. ალბათ. მე მივამსგავსე -ტუჩების კვნეტა და თვალების აქეთ-იქით ცეცება დაიწყო რობინსონმა. -რას ნიშნავს მიამსგავსე? შენ ჩვენება მიეცი რომ დაინახე ალისია ჯაფარიძე -სისხლი თავში მოასკდა სტივს, ჯეკის აუღიარებელმა საუბარმა ძალიან აღაშფოთა, რადგან დარწმუნებული იყო მის დანაშაულში. სამმართველოს უფროსიც ძალიან აჩქარებს, ყელში უჭერს ხელს და დამნაშავეს სასწრაფოდ დაჭერას მოითხოვს. გამომძიებელმა სიგარეტი საფერფლეში ჩააწვა, ფეხზე წამოდგა, ჯეკისკენ გადაიხარა და ხელები მაგიდას დაარტყა. კისერში ძარღვები დაებერა, შავ თვალებში მრისხანება ჩაუდგა, მოკუმული პირიდან კბილებში გამოსცრა -სად არის ალისია ჯაფარიძე? -არ ვი-ცი -დაუმარცვლა ჯეკმა. -კარგი. -საფერფლე გვერდით მისწია. მაგიდასთან სკამი დაიდგა და წერას შეუდგა. -გვარი? -ხმა გაიმკაცრა სტივმა. -მამასხარავებთ? -მე გადავწყვეტ როგორ მოვიქცევი, ახლა კი გვარი! -რობინსონი. -სახელი -ჯეკ რობინსონი. -სრული სახელი და გვარი. -ჯეკ უილიამ რობინსონი. -დაბადების წელი? -1989 წლის 23 სექტემბერი. სტივ უილსონი ზედმეტი სიტყვების გარეშე ზედმიწვენით განაგრძობდა ანკეტის შევსებას. ამან ცოტა დააფიქრა რობინსონი. მცირედი ეჭვი გაუჩინა სხვა რამე დანაშულის აკიდებას ხომ არ აპირებსო, მაგრამ სტივის მკაცრი იერის მიღმა პატიოსანი მამაკაცი შეიცნო და გადაწყვიტა ეს გამომძიებელი უკანონს არაფერს ჩაიდენდა. კარზე ჩუმი კაკუნი გაისმა, კაბინეტში მორიდებით პოლიციელი შევიდა. -სერ ერთი წუთით. -ახალ შემოსულმა მნიშვნელოვანი ამბის შესახებ თვალებით ანიშნა სტივს. სტივ უილსონმა წერა შეწყვიტა. იგი მოეშვა. მხრებში გასწორდა. -დავბრუნდები. სჯობს იფიქრო და სწორი გადაწყვეტილება მიიღო. -მაგიდაზე, ფურცლებზე ორჯერ გამაფრთხილებლად ნელა დაარტყა გაშლილი ხელი, სავარძლიდან წამოდგა და დაკითხვის ოთახი კარის გაჯახუნებით დატოვა. სტივ უილსონი უკან ფეხ და ფეხ მიჰყვა პოლიციელს და სამძებრო განყოფილების უფროსის კაბინეტში შეუძღვა. -მოდი სტივ. -ოთახში შემოსულ სტივს თვალი გააყოლა მილერმა და კაბინეტის კარები გასაღებით გადაკეტა. მერე მაგიდას მიუახლოვდა, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა დაიჭირა ხელში და სტივს გაუწოდა. -გამართლდა შენი ვარაუდი სტივ, მიულერი სპეციალურ იქნა მოწამლული. დასკვნა რამდენიმე წუთის წინ მოიტანეს. -ფორმიან პოლიციელს გახედა მილერმა, რომელიც სტივთან ერთად შემოვიდა კაბინეტში. პოლიციელმა ფარულად გაუღიმა მათ და სრული ნდობა გამოუცხადა გამომძიებლებს. -ეს დასკვნა ჩემთვის ახალი არ არის, რადგან ამას მოველოდი კიდეც. ჯეკი რომ დამნაშავე არის ამაში დარწმუნებული ვარ, მაგრამ ბრალის წაყენების გარეშე მას დიდხანს აქ ვერ დავტოვებთ. თუმცა მისი დიდხანს აქ დატოვება ჯერჯერობით ჩემს ინტერესებში არ შედის. გამტაცებელმა ეს თუ გაიგო გეგმას შეცვლის და ადგილსამყოფელსაც. ახლა მას ჯეკის იმედი აქვს და ეს იმედი არ უნდა დავუკარგოთ. -რას გვთავაზობ? -უნდა გავუშვათ. -თქვა სტივმა. -ეს როგორ? -ის იქნება ჩვენი ზედამხედველობის ქვეშ. მისი გაშვება გამტაცებელთან მიგვიყვანს, ის აუცილებლად მოახსენებს გამტაცებელს არსებულ სიტუაციას და დაუკავშირდება მას, ჩვენ მისი მეშვეობით უნდა გავიდეთ ცხელ კვალზე. გაშვებასთან ერთად მას ბოდიშს მოვუხდით რომ ტყუილად დავაკავეთ და დავარწმუნოთ რომ მასში ეჭვი აღარ გვეპარება. მის ყველა ნაბიჯს გავაკონტროლებთ. -ენდე ჩემს ალღოს. -ეს დიდ რისკებთან არის დაკავშირებული, თანაც მთავარი ეჭვმიტანილის გაშვება ეს -მილერი გაჩუმდა და თავი ეჭვნარევად გადააქნია, თუმცა მალევე განაგრძო. -კარგი სტივ დამარწმუნე, მე შენ გენდობი და ეს ნდობა ჯერ არ შეგილახავს. ყველაფერს ჩემს თავზე ვიღებ, იმ პრობლემებს რაც შეიძლება შეგვექმნას მისი გაშვებით. -მადლობა სერ. -ერთი პიროვნება ვიცი ვინც მეთვალყურის როლს შეასრულებს, მე მას როგორც შენ ისე ვენდობი. ის პოლი იქნება. -სწორედ იმ პოლიციელს გახედა მილერმა რომელიც სტივთან ერთად შემოვიდა. -მადლობა უფროსო, ეს ჩემთვის დიდი პატივია. თქვენს ნდობას აუცილებლად გავამართლებ. -პოლი წამოწითლდა, მისთვის ბევრს ნიშნავს პოლიციის სისხლის სამართლის სამძებრო განყოფილების უფროსის ნდობა. გამოცდილი მუშაკი იყო პოლი. გახარებული სიამოვნებითა და დიდი სიხარულით დასთანხმდა მას. -მჯერა შენი. შენთან ერთად კიდევ ერთი სანდო პიროვნება იქნება, მაგრამ ჯერ არ ვიცი ვის ავარჩევ. ახლაც თუ ვერაფერი გაირკვა ძიებას სხვა მიმართულება უნდა მივცეთ -აღნიშნა მილერმა. სტივმა თავი დაუქნია და მილერის ნდობით აღჭურვილ პირს მიუბრუნდა: -თქვენ ჯეკ რობინოსნის თითოეული ნაბიჯი უნდა იცოდეთ, ისიც როდის შევა საპირფარეშოში და რაც მთავარია არ უნდა დაუშვათ შეცდომა, რომელიც მის მიერ თქვენს შემჩნევას გულისხმობს. -ჯერჯერობით მხოლოდ მცირე რჩევით შემოიფარგლა იგი. -ერთი წუთით დამელოდე -მაგიდასთან მივიდა სტივი, სკამი გამოსწია და ზედ დაჯდა. უჯრიდან ფანქარი და ფურცელი ამოიღო და წერას შეუდგა. -მომიახლოვდი. პოლიც მაგიდისკენ დაიძრა. -ცაცია ხართ? -უჰუ -თანხმობისმაგვარი ხმა აღმოხდა უილსონს და წერა განაგრძო. -ბავშვობიდან? -არა სულ რაღაც ორი საათია. -არ გეხუმრებით. -ისეთი სახე მიიღო თითქოს მეტად საპასუხისმგებლო და გადაუდებელ ინფორმაციას აწვდიდა. -იმას ვგულისხმობ რომ მარჯვენა ხელზე გადატანილი ტრამვის გამო ადამიანებს უწევთ მარცხენა ხელი გამოიყენონ. -მაშინ ბავშვიბიდან ცაცია ვარ -ფურცელი ორად დაკეცა და გვერდით გადადო. ფანქარს ხელში ათამაშებდა და პოლს ქვემოდან უყურებდა -მახსოვს ჩემს ბავშვობასი ცაციობა სირცხვილად მიიჩნეოდა, ცუდ სენად, ნაკლად თუ უშნო ჩვევად როგორც გინდა ისე დაარქვი ასე თვლიდნენ. ყოველთვის მიშლიდნენ მეწერა მარცხენა ხელით არა მარტო დედა არამედ ნათესავებიც კი. იმის იმედით რომ კალამი მარჯვენა ხელში გადამეტანა სახაზავიც კი დაურტყამთ ხელზე. ერთხელ მახსოვს -გაეცინა სტივს. -ზურგზე მიმაბეს მარცხენა ხელი. დღეს ამას სასტიკ დასჯის მეთოდს უწოდებენ. მშობლებს არ გაემტყუნებათ რადგან მაშინ ასე თვლიდნენ და ეს მიაჩნდათ სწორად. -სტივი საზუერგეს მიეყრდნო, პოლი გულისყურით უსმენდა. -ერთხელ სადღაც ამოვიკითხე რომ არ უნდა აიძულო ბავშვი საპირისპირო ხელით დაწეროს. ძალდატანებით გადაჩვევა ბავშვის ფსიქოლოგიურ განვითარებაზე ახდებს ზეგავლენასო. -დიახ და გეთანხმები. კალამს რომელ ხელშიც დაიჭერს ბავშვი არ უნდა ჩავერიოთ მის არჩევანში. მერე ფურცელი გაუწოდა პოლს, ფეხზე წამოდგა და თან დაამატა -აქ ჩემი ნომერი და კოორდინატეია, სადაც შეიძლება ვიყო თუ ვერ მიპოვნე. ნბისმიერ დროს შეგიძლია დამიკავშირდე საქმესთან დაკავშირებით. მე აქედან ლუჩენკოებთან მივდივარ. მათ ძალიან ბევრი შეკითხვა დაუგროვდათ. -შეაწყვეტინა საუბარი მილერმა, ნქანის გასაღები აიღო ხელში დაა საკუთარი გადაწყვეტილებით სტივიც მას გაჰყვა. -თუმცა ერთი წუთით -დერეფანში შეჩერდა მილერი და სტივს შეხედა. -ჯერ ჰანს შნაიდერს მოვინახულებ რაღაც საკითხი მაქვს მოსაგვარებელი, შენ მანამდე ძმებთან წადი და მეც მალე მოვალ. *** -შეიძლება? -ოჰ მილერ, შემოდი რა თქმა უნდა. ნუ დგახარ კარებში. -ფეხზე წამოდგა შნაიდერი და პატივცემულ ავგუსტო მილერს ხელით მიუთითა დამჯდარიყო. მილერმა ოთახი გაიარა, ჰანსს ხელი ჩამოართვა და გაუღიმა. -არ მინდოდა შემეწუხებინთ, მაგრამ -იგი ზედმეტად თავაზიანი იყო. -კარგი მითხარი რა გინდა. -მობოდიშება არ დააცადა მან და პირდაპირ საქმეზე გადასვლა სთხოვა. -გავიგე თქვენთან უკვე იყო ფაბიანი და გესაუბრათ. -ვიცი მას რაც აწუხებს, მას საქმის დასრულება სჭირდება. არ უნდა ზედმეტი თავის ტკივილი, თანაც არ სურს ამერიკიდან ჩამოსულმა გამომძიებლებმა მას საქმის გახსნა დაასწროს. ერთგვარი პატივმოყვარეობაა რა. -ეს ჩემი საქმეა. -არ იღელვო, თქვენ სიმართლე გაარკვიეთ. თქვენს გვერდით ვარ. ფაბიანი კი თქვენს საქმეში აღარ ჩაერევა. ზუსტად ამის მოსმენა სურდა ავგუსტო მილერს. მან შნაიდერს გაუღიმა და სიგარეტის მოწევა შესთავაზა. *** პოლიციელების მიერ თავდაყირა დაყენებული სასტუმროს ნომერი, შეძლების დაგვარად მოაწესრიგა ბენმა, რადგან უცხო პირს სასტუმროს ნომერში შესვლის უფლება არ აქვს. საძინებელი ოთახის კუთხეში ანერვიულებული ანდრეი ლუჩენკო თავდახრილი ზის. რამდენიმე წუთის წინ გიგას ესაუბრა, მასთან საუბარმა კი უფრო მეტად მოუკლა გული. "ხომ დამპირდი რომ ალისია ბედნიერი იქნებოდა. ლამაზი სიტყვები გყვარებია-ალისია კი არა " -ამ სიტყვებზე გული გაუჩერდა რადგან ალისიაზე მეტად ამ ქვეყნად არავინ უყვარდა. "ჩამოვალ, აუცილებლად ჩამოვალ და როცა ალისიას ვიპოვით აუცილებლად წამოვიყვან საქართველოში, გპირდები ანდრეი ლუჩენკო თვალით ვეღარ იხილავ მის სილამაზეს, რადგან აუცილებლად წავიყვან შენგან" რით აღარ ეცადა გიგა ვიზა მიეღო მაგრამ უშედეგოდ. გადაპარვით გადასვლაც მოუვიდა აზრად მაგრამ ესეც არ გამოუვიდა. გულს იკლავდა ალისიას გატაცებით გამოწვეულ ტკივილს და თამარის ოჯახსაც ვერ უმხელდა ამ უბედურებას. ბერნის მოსახლეობამ ერთბაშად აიტაცა ახალი ამბავი. ლამის ქვებით ჩასაქოლად წამოიშალნონ ანდრეს წინააღმდეგ. ეს რეპორტიორებიც რომ გამომდგარან ტელე-ეკრანებზე და გაიძახიან გამოძიება დეტალებს არ ახმაურებსო. მერე მისცემენ თავს უფლებას ყურს მოკრული ჭორი რეალობაში გადმოიტანონ და შეშინებული და გაღიზიანებული მოსახლეობა კიდევ უფრო დაზაფრონ. ისედაც რომ ანდრეის თავი არ გამოეყოფოდა გარეთ. მისკენ თითს იშვერდნენ. ცოლის გატაცებაში თანამზრახველობას ან გატაცების მეთაურობას აბრალებდნენ. ოთახში ჩაკეტილი ატარებდა დროს და ფიქრისგან თავი უმძიმდა. თვითგვემას იმდენად მიეჩვია მის ნაწილად გაიხადა. ფეხზე მდგარი ბენი კი თავის ჭ....ტვით ცდილობდა გამოსავლის პოვნას. მაგიდის ირგვლივ სამ პოლიციელს დაეკავებინა ადგილი. ტელეფონებს დაჰყურებდნენ რომლებშიც სათვალთვალო აპარატები იყო დამონტაჟებული. სასტუმროს ნომერში უცერემონიოდ შემოვიდა ორი გამომძიებელი. დაბრკოლების გარეშე, ვისუფლად გაიარეს დერეფანი და შეიჭრნენ ოთახში სადაც ერთადერთნი ადამიანები იყვნენ რომლებსაც დაუკითხავად შეეძლოთ შესვლა. მათ დანახვაზე ანდრეი სწრაფად წამოიჭრა ფეხზე და სახე წაშლილი, თვალებით სვამდა ნაცნობ კითხვას "ხომ არაფერია სიახლე" მილერი რომელიც უთქმელად ხვდებოდა ანდრეის სურვილს, ისიც დარცხვენილი და შეწუხებული ერთი და იმავე პასუხს სცემდა მუდმივად დასმულ შეკითხვას "ჯერ-ჯერობით არაფერი" ზოგჯერ ჯიქურ უყურებდა თვალებში, ცდოლობდა გამოეცნო, შეეძლო თუ არა საკუთარი ცოლის გატაცების ინსცენირება და შემდეგ მსხვერპლის სახით მოვლინებოდა ქვეყანას. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.