შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მკვდარი ოცნებები 11


15-11-2016, 00:01
ავტორი ნიკოლეტა
ნანახია 1 881

-დილამშვიდობისა ძილის გუდა -სანამ ხმას ამოვიღებდი მანამ მომესალმა და რამდენჯერმე ჩაახველა
-დილამშვიდობისა. სად ხარ?
-იქნებ ფანჯრიდან გადმოგეხედა?
-ფანჯრიდან? -გაკვირვებულმა მაშინვე ქვემოთ ჩავიხედე. ლეო თავის მანქანას მიყრდნობილიყო და ღიმილიანი სახით მიყურებდა
-აქ რას აკეთებ? -მეც გამეცინა და ფეხზე წამოვდექი
-შენთან მინდა. ჩამოხვალ?
-მოსამზადებლად რამდეხანს მაძლევ?
-მაქსიმალურად მინიმალურს -კვლავ გაეცინა
-თუ ასეა მაშინ ახლავე დავიწყებ -ამ სიტყვებით ყურმილი დავკიდე და სარკმელს უკუსვლით მოვშორდი.
გახარებული მაშინვე კარადას მივვარდი და ტანსაცმლის არჩევა დავიწყე. დიდი დრო ნამდვილად არ დამჭირვნია. სპორტულად ჩავიცვი, მობილური ჯიბეში ჩავიდე და კარიდან გასვლისთანავე კიბეებზე სწრაფი ნაბიჯებით დავეშვი. ლეო კვლავ იმავე პოზაში მელოდა. როგორც კი დამინახა, მანქანას მაშინვე მოშორდა და ჩემკენ წამოვიდა.
-იცი დღეს რა დღეა? -მოახლოებისთანავე წელზე ხელები მომხვია და თავისკენ მიმიზიდა
-ერთი სული მაქვს როდის გავიგებ
-ამ დღეს მე "ჩვენი პირადი სივრცის შექმნა" ვუწოდე -ყურზე თმა ღიმილით გადამიწია
-ანუ? -თავი გვერძე გადავხარე და ინტერესით მივაჩერდი
-ისეთ ადგილას წავალთ, სადაც მხოლოდ მე და შენ ვიქნებით
-და იქ მისვლამდე ჩვენი მარშუტის ბოლო გაჩერების მდებარეობას საიდუმლოდ დატოვებ არა?
-თავისთავად -ტუჩებში ნაზად მაკოცა და მანქანის მარჯვენა კარი თეატრალური ჟესტით გამოაღო -დაბრძანდით ლედი
-დიდი მადლობა -ჩემი ადგილი მოხერხებულად დავიკავე და კარიც დაიხურა. მალე მძღოლის ადგილიც შეივსო და აქედან რამდენიმე წამში მანქანა ნელი სვლით დაიძრა ცენტრალური ქუჩისკენ.
გზატკეცილზე გასვლისთანავე ლეომ მაგნიტოფონი ჩართო და მალე ავტომობილის სალონი რომელიღაც წყნარი მუსიკის ლამაზმა ჰანგებმა მოიცვა.
-შორს არის ის ჩვენი პირადი სივრცე? -გამომცდელად გავხედე და სავარძელში ფეხმოკეცილი დავჯექი
-დაახლოებით ორ საათში იქ ვიქნებით -გამიღიმა
-მანამდე რა უნდა ვაკეთოთ ჭკუის კოლოფო?
-უბრალოდ ერთად ყოფნით დავტკკბეთ -ლეომ მარჯვენა ხელი ჩემს მარცხენაში გადახლართა და ტუჩებთან ახლოს მიიტანა. არ ვიცი რა დამემართა ამ შეხებაზე, მხოლოდ იმას ვგრძნობდი როგორ ხმაურიანად მოძრაობდა სისსხლი ძარღვებში და როგორი სწრაფი იყო ამწუთას ჩემი გულისცემა. ნუთუ სანდრო მართალი იყო? ნუთუ ლეო მართლა მიყვარდა? რაც დრო გადიოდა მით უფრო ვრწმუნდებოდი, რომ ეს მოსაზრება რეალობასან საკმაოდ ახლოს იყო.
-ლეო გააჩერე მანქანა -უეცრად წარმოვთქვი ეს სიტყვები და მის რეაქციას დაველოდე. მაშინვე დაამუხრუჭა და გაკვივებულმა გამომხედა. ისიც შევამჩნიე, რომ რაღაცის თქმა დააპირა, მაგრამ არ დავაცალე, რადგან ამ დროს ჩემი ტუჩები მისას შეეხო და სიტყვებმა აზრი სრულიად დაკარგა. კოცნა რამდენიმე წამში თავად შევწყვიტე. ახვლედიანი ამღვრეული თვალებით მიყურებდა და სუნთქვა საგრძნობლად გახშირებოდა.
-ჭკუიდან მშლი ბაბი -ჩუმად ჩაიჩურჩულა ეს სიტყვები და თვალის დახამხამებაში თავის კალთაზე გადამსვა. ერთმანეთს კვლავ ვაკოცეთ. ამჯერად ეს უფრო დიდხანს გაგრძელდა. ამ ეიფორიაში ბუნდოვნად ვგრძნობდი როგორ იწეოდა ჩემი მაისური ნელ-ნელა ზემოთ და სხეულს სცილდებოდა.
ახვლედიანს გულისცემა საგრძნობლად გაუხშირდა. ამას მისი სხეულის თითოეული უჯრედი მეუბნებოდა. რა სასიამოვნო იყო ლეოს თითოეული შეხება, თითოეული კოცნა, ის სითბო რასაც ამ ადამიანისგან ვგრძნობდი. ბედნიერებაში მხოლოდ ჩემი ჩადენილი შეცდომა მიშლიდა ხელს. ვიცოდი, რომ ამის გამო ადრე თუ გვიან მას დავკარგავდი და ყველაფერი დამთავრდებოდა, თუმცა ახლა ამაზე ფიქრი არ მინდოდა, ამიტომ უსიამოვნო აზრების თავიდან მოსაშორებლად ახვლედიანის სხეულს მთელი ძალით ავეკარი და ცხვირი მის ყელში ჩავრგე.
-შუა ტრასაზე ვართ. იქნებ შევწყვიტოთ?
-მითხარი, რომ გიყვარვარ -ყურთან ახლოს ჩამესმა ლეოს სიტყვები და გამეღიმა
-მიყვარხარ -ასევე ჩუმად ვთქვი, შემდეგ კი ტრადიციულად ცხვირის წვერზე ვაკოცე
ახვლედიანს ირიბად ჩაეცინა, ჯიბიდან შავი, სქელი კალამი ამოიღო და ჩემს მოშიშვლებულ ზურგზე რაღაცის ხატვა დაიწყო. არაფერი მიკითხავს, ჩუმად ვიჯექი და ღიმილით ველოდი როდის მორჩებოდა თავის საქმეს, რომელსაც ერთი შეხედვით დასასრული არ უჩანდა.
საბოლოო ჯამში ლეოს გონებიდან ნახატი ჩემს სხეულზე გადმოვიდა. ახვლედიანმა სული ფრთხილად შემიბერა და ზურგზე ტუჩებით შემეხო.
მის ამ ჟესტზე სიამოვნებისგან თვალები დავხუჭე და ჩუმად ამოვიოხრე.
-რა მახატია? -არც გამიხედავს ისე ვკითხე ლეოს და სწორ გზატკეილს გავხედე
-ჩიტი -თქვა და საჩვენებელი თითი ფრთხილად დამისვა მარჯვენა მკლავზე
-რატომ ჩიტი?
-უბრალო ახირებაა. ყოველთვის მინდოდა ჩემ გოგოს ასეთი სვირინგი ჰქონოდა. ცოტა სულელურია არა?
-ვერ დაგეთანხმები, მსგავსი ახირებები მეც მჩვევია
-მაგალითად? -ლეომ მკლავებში მომიმწყვდია და საფეთქელზე ტუჩები ნაზად შემახო
-თუნდაც ის, რომ ყოველთვის ვვოცნებობდი ჩემი მეორე ნახევარი კარგი მოცურავე ყოფილიყო
-ჰოდა თუ ასეა მშვენიერი დროა იმისთვის, რათა გითხრა რა არაჩვეულებრივადაც ვცურავ -გაეცინა
-ძალიან მიხარია თუ ასეა -ვთქვი და ღიმილით გავხედე -კიდევ აპირებ ჩემს სხეულზე რამის დახატვას, თუ ჩავიცვა?
-არა მოვრჩი -კვლავ გაეცინა -იცი? მართლა ჯობია ჩაიცვა, თორემ როცა ასეთ მდგომარეობაში დაგინახავ მანქანის ტარებაზე კონცენტრირება გამიჭირდება
მის სიტყვებზე სახეზე ღიმილი მომადგა და მეორე სავარძელზე გადავჯექი.
-ჰო, რაც შეეხება სვირინგს -ვთქვი, როცა მაისური გადავიცვი და კვლავ ახვლედიანს გავხედე, რომელიც უკვე მანქანას ქოქავდა -გპირდები რომ გავიკეთებ და შენი პატარა ნატვრა ასრულდება
-ამას მართლა იზამ? -თვალებში სიხარული გაუკრთა -არ გეშინია?
-ნამდვილად არა. მაგრამ ერთი პირობა მაქვს
-რა პირობა? -საჭეს ცალი ხელი შეუშვა და კითხვით სავსე მზერით მომაჩერდა
-შენც უნდა გამომყვე
-რა პრობლემაა. შენ რომც არ გეთქვა ამას მაინც ვიზამდი
-ესეიგი შევთახმდით
-შევთახმდით. ჰო მართლა ტარება იცი?
-რა თქმა უნდა. ჩვიდმეტის ვიყავი მართვის მოწმობა, რომ ავიღე -თავის შექებასავით გამომივიდა
-არ გინდა შენზე უფრო მეტი მომიყვე? სულ ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ რაღაცას მიმალავ. შენს შესახებ ფაქტობრივად არაფერი ვიცი ბაბი
-რისი ცოდნა გინდა? -შევიშმუშნე
-მითხარი, რომ შენი მშობლები საზღვარგარეთ ცხოვრობენ, ვამჩნევ რომ მათთან კავშირი არ გაქვს. თქვენს შორის რამე მოხდა?
-მშობლები არ მყავს ლეო -ყრუდ წარმოვთქვი ეს სიტყვები და თავი დავხარე
-არ გყავს? მაგრამ შენ მითხარი, რომ . . .
-ჰო ვიცი. ასე იმიტომ მოვიქეცი, რომ არ მინდოდა ამ ყველაფრის გახსენება, მეშინოდა მეტი კითხვა არ დაგესვა, საერთოდ ამ თემაზე არ ვსაუბრობ ხოლმე
-ბაბი -სევდით გაჟღენთილი მზერით გამომხედა -მაპატიე, მართლა არ მინდოდა . . .
-არა ბოდიშს ნუ მიხდი -გავუღიმე -ისინი ავარიაში მოყვნენ, მის მერე დიდი დრო გავიდა და ვცდილობ ყველაფერი დავივიწყო
-მე კი ამაში ხელს გიშლი
-კარგი მოდი ეს თემა დავხუროთ -მხიარულ ნოტაზე წარმოვთქვი ეს სიტყვები, რათა დაძაბულობა განმემუხტა. ახვლედიანიც თითქოს მოეშვა და აღარც კითხვების დასმა გაუგრძელებია. ამ ყველაფრით გახარებულმა საქარე მინა ჩამოვწიე და სახე ფანჯრიდან მონაქროლ ქარს მივუშვირე. წინ ლამაზი დღე მელოდა და ეს დიდ სიხარულს მგვრიდა. მიკვირდა საკუთარ თავს ბედნიერების უფლებას, რომ ვაძლევდი, თუმცა იმასაც ვაცნობიერებდი, რომ ეს დროებითი იყო. ახვლედიანს ადრე თუ გვიან მაინც დავკარგავდი და ეს ნამდვილად არ იქნებოდა ხანმოკლე განშორება ...

8 8 8
ჩვენი ბოლო გაჩერება არც მეტი არც ნაკლები რომელიღაც სოფელში მდგარი, ხის საკმაოდ ლამაზი, ორსართულიანი სახლი იყო. არ ვიცოდი სად ვიყავი, რადგან ნახევარი გზა მანქანაში მეძინა. თვალები მხოლოდ მაშინ გავახილე, როცა ლეომ ავტომობილი გააჩერა და იქაურობას მზერა ყურადღებით მოვატარე.
-სად ვართ?
-ჩემს აგარაკზე, რაჭაში. კერძოდ სოფელ ბუგეულში, მანამდე აქ ნამყოფი ხარ? -გასაღები გამოიღო და ღიმილით გამომხედა
-ნამდვილად არა. ძალიან ლამაზი სახლია ლეო, თან დასახლებული პუნქტისგან მოშორებით დგას
-სწორედ ამიტომ მიყვარს აქაურობა, სიმშვიდეა, სიწყნარე და ახლა შენც აქ ხარ
-რამდენი ხნით დავრჩებით?
-იმდეხანს სანამ არ მოგვბეზრდება -ჩემკენ გადმოიხარა და მხარზე მაკოცა -არ გადავიდეთ? საშინლად მშია
-შენ რა საჭმელზეც იზრუნე?
-რა თქმა უნდა. აქედან რამდენიმე კილომეტრში ჩემი ახლო მეგობარი ცხოვრობს, ვთხოვე დაახლოებით ერთი კვირის სამყოფი პროდუქტი მოეტანა, თანხა გუშინ გადავურიცხე. თუ მოხდა ისე, რომ უფრო დიდი ხნით მოგინდა დარჩენა მოგვიანებით დავამატებთ
-კარგი მაშინ შევიდეთ, ოღონდ დღეს ვახშამს მე მოვამზადებ -წინასწარ შევუთახმდი
-შეწინააღმდეგებას არც ვაპირებდი -სიცილით მომიგო ახვლედიანმა და მანქანიდან გადავიდა. მას მეც უკან მივყევი . . .
სახლი შიგნიდან ბევრად უფრო ლამაზი აღმოჩნდა. მისაღებში ყველაფერი სადად და გამოვნებით იყო მოწყობილი. მარჯვენა კედელზე ხის თაროები ეკიდა, რომელზეც ძველებური შანდლები იყო შემოწყობილი, ხოლო მარცხენაზე ბუხარი იყო ამოჭრილი, სადაც ორი პატარა სავარძელი იდგა ერთმანეთის პირდაპირ. სახლი თანამედროვე სტილში იყო მოწყობილი, თუმცა ამავდროულად არც სიძველის იერს კარგავდა. აქაურობა ჩემთვის პირველივე წუთიდან ნამდვილ სამოთხედ იქცა. არც კი ვიცი როგორ მოვახერხე ამ ადგილის შეყვარება ასეთ მცირე დროში, მაგრამ ფაქტი სახეზე იყო.
-მოგეწონა? -ზურგიდან მომეხუტა ახვლედიანი და კისერში ვნებიანად მაკოცა
-იმაზე მეტად ვიდრე გგონია
-ვიცოდი, რომ ასე იქნებოდა -ამჯერად მხარისკენ გადაინაცვლა და მარცხენა ხელი მაისურის ქვეშ შემიცურა
სიამოვნებისგან თვალები მიმელულა, სუნთქვა საგრძნობლად გამიხშირდა და მთელი სხეული ამიკანკალდა. ვგრძნობდი, რომ ახლა ყველაფერზე ვიყავი თანახმა და ლეოს რაც არ უნდა გაეკეთებინა წინააღმდეგობას ვერ გავუწევდი. იმიტომ, რომ ეს მეც მინდოდა. ცხოვრებაში პირველად, ძალიან მომინდა ჩვენი ფიზიკური კავშირი ნამდვილ გრძნობაზე ყოფილიყო დამყარებული. ახლა ეს გრძნობა უკვე ჩემს გულშიც იყო, ახლა ლეო მთელი არსებით მინდოდა. ვრძნობდი, რომ ისიც ასე იყო.
რამდენიმე წამში თავისკენ შემატრიალა და სხეულზე ამიკრა. ერთმანეთთან იმდენად ახლოს ვიყავით, რომ სახეზე მისი სუნთქვაც კი მეცემოდა. ჯანდაბა. მიყვარდა ეს ადამიანი, მიყვარდა და ორმაგად დიდ ტკივილს განვიცდიდი, რომ მას ასე ვაწყენინე.
ფიქრი დიდხანს არ დამცალდა, რადგან სწორედ იმწუთას ლეო ჩემს ტუჩებს ნაზად შეეხო და მკლავებში მომიმწყვდია. ენით აღუწერელი სიამოვნება იყო მისი ბაგეების ჩემსაზე შეგრძნება. მომწონდა ახვლედიანის სინაზე, მისი სითბო და სიყვარულით გაჟღენთილი მზერა. ვიცოდი, რომ ამ ყველაფრის ღირსი ოდნავადაც არ ვიყავი, მაგრამ მას ვერ ვთმობდი. ახლა ეს ნამდვილად არ შემეძლო.
წამით კოცნა შევწყვიტეთ და ერთმანეთს სახეში შევხედეთ. ლეო კვლავ ნერვიულად სუნთქავდა.
-შენ ხომ გშიოდა? -ყველაზე სულელური რამ ვთქვი რაც კი ცხოვრებაში მითქვამს და გონებაში საკუთარ სიტყვებზე გამეცინა
-დავიჯერო ახლა ამაზე ფიქრი შეგიძლია? -გაეცინა და ჩემს ქვედა ტუჩზე ცერა თითი გადაატარა -ამწუთას მხოლოდ ერთი რამ მინდა-კიდევ ერთხელ მოვეფერო შენი სხეულის თითოეულ მონაკვეთს, მინდა ვიგრძნო რომ თავიდან ბოლომდე მე მეკუთნი. მინდიხარ ბაბი -ეს ბოლო იყო რაც იმ დღეს მითხრა. მთელი დარჩენილი დრო მხოლოდ მისი ხელები, ბაგეები და სხეული ლაპარაკობდნენ.
სინაზის, სითბოს და საყვარელ ადამიანთან განცდილი სასიამოვნო შეგრძნებების ზენიტი იყო ეს წუთები, თუნდაც საათები. დროს არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა. მთავარი ის იყო, რომ მასთან ვიყავი, რომ მეფერებოდა, მკოცნიდა და ვჭირდებოდი. სხვა დროს ყველაფერი მხოლოდ თამაში იყო, ახლა კი მინდოდა ეს წუთები უსასრულოდ გაგრძელებულიყო. იმ დროს კიდევ ერთხელ ვიგრძენი, რომ ლეო სიგიჟემდე მიყვარდა და მის ცხვირის წვერს ტუჩებით ფრთხილად შევეხე.
-რაც არ უნდა მოხდეს არ დამივიწყო -ყურთან ჩავჩურჩულე ახვლედიანს ეს სიტყვები და როდესაც მის კითხვით სავსე თვალებს წავაწყდი კვლავ ლეოს ბაგეებს დავეწაფე, რათა ჩემთვის ვერაფრის თქმა ვერ მოესწრო. მალე საკუთარ თეძოზე ვიგრძენი მისი მხურვალე ხელები და უწინდელი საბოლოოდ გადამავიწყდა.

8 8 8
არ ვიცი რომელ საათზე გამომეღვიძა. მხოლოდ იმას მივხვდი, რომ უკვე საკმაოდ გვიანი იყო და ჩემს გვერდით მწოლიარე ლეოს გავხედე, რომელიც მშვიდად სუნთქავდა, სახეზე კი მხოლოდ სარკმლიდან შემოჭრილი მთვარის მკრთალი შუქი დანათოდა.
მოულოდნელად მისკენ გადავიხარე და ლოყაზე ფრთხილად ვაკოცე, ისე, რომ არ გაღვიძებოდა, მერე კი ტანზე საბანშემოხვეული საწოლიდან წამოვდექი და საძინებლიდან ფეხაკრებით გამოვედი. მისაღებში შუქი ავანთე და კედელზე დაკიდებულ საათს ავხედე. სამის ნახევარი იყო. თურმე რა დრო გასულა . . .
კვლავ ოთახში შევრბუნდი და ლეოს გვერდით მივუწექი. თვალწინ გუშინდელი კადრები დამიდგა და მთელ სხეულში ცხელმა ტალღებმა დამიარა. პირველად გავაცნობიერე, თუ რა არანორმალურ ტკივილს მომაყენებდა ამ ადამიანის დაკარგვა. იქნებ სიმართლე არც მეთქვა? იქნებ ყველაფერი დამემალა და მასთან ერთად ბედნიერი ვყოფილიყავი?
არა, ეს შეუძლებელი იყო. ამ ტვირთის ზიდვას ვერ შევძლებდი. მართალია ძალიან მინდოდა ახვლედიანის გვერდით ყოფნა, მაგრამ მაინც. ასეთ შემთხვევაში, მის ყოველ გულწრფელ შემოხედვაზე ჩემი წარსულის ცოდვები გამახსენდებოდა და ეს მშვიდად ცხოვრების საშუალებას არ მომცემდა. ჯობდა ყველაფერი მომეყოლა და იმის იმედი მქონოდა, რომ ადრე თუ გვიან ჩემს პატიებას შეძლებდა. იმის შანისიც დიდი იყო, რომ ეს ყველაფერი ოცნებად დარჩენილიყო, თუმცა მე ჩემს გადაწყვეტილებაზე ხელს არავითარ შემთხვევაში არ ავიღებდი. ალბათ იმიტომ, რომ სიცრუეში ცხოვრება ყოველთვის ყველაზე რთულ ამოცანად მესახებოდა.
ამ ფიქრებში ჩამეძინა კიდეც . . .
ძნელი სათქმელია თუ რამდეხანს ვიყავი ძილ-ბურანში. მხოლოდ იმას მივხვდი, რომ როდესაც თვალები გავახილე ლეო ჩემ გვერდით აღარ იყო და მაშინვე ფეხზე წამოვხტი.
-ლეო-გავძახე შეშინებულმა თუმცა პასუხი არავის გაუცია
ტანზე საჩქაროდ ჩავიცვი და ოთახიდან სწრაფი ნაბიჯებით გამოვედი. არც მისაღებში დამხვდა, არც სამზარეულოში. ბოლო იმედიღა მქონდა და ამჯერად აივნისკენ გავემართე. ფეხები მერეოდა და გული გამალებით მიცემდა. თავში მხოლოდ ის აზრი მიტრიალებდა, რომ მან უკვე ყველაფერი იცოდა, მაგრამ შევცდი . . .
გიგრძვნიათ ოდესმე ის სიამოვნება, როცა გულიდან მძიმე ლოდი მოგშორდება და ყველაფერი თავის კალაპოტში ჩადგება? მეც ზუსტად ასე დამემართა- ერთიანად მოვდუნდი, როდესაც იქ, მოქანავე სავარძელში მჯდარი ახვლედიანი დავინახე, რომელიც სიგარეტს აბოლებდა და ცას უმეტყველო მზერით უყურებდა.
ჩემი მისვლა არც გაუგია, თითქოს თავის სამყაროში ჩაკეტილიყო და გარშემო ვეღარაფერს ამჩნევდა.
-ასე ადრე გაიღვიძე? -უკნიდან მივუახლოვდი და ლოყაზე ვაკოცე
ლეომ სიგარეტი გვერძე მოისროლა და თავი ჩემკენ მოაბრუნა.
-ჰო, დაძინება ვეღარ შევძელი -ამ სიტყვებით მკლავში ხელი მოულოდნელად ჩამავლო და კალთაში ჩამისვა -წუხანდელი ღამე არასოდეს დამავიწყდება ბაბი. ნამდვილი საოცრება იყავი.
-დარწმუნებული ვარ ჩემზე უკეთესიც ბევრი გყოლია
-ხუმრობ არა? -სახე შეეცვალა -წარმოდგენა მაინც თუ გაქვს ჩემთვის რამდენს ნიშნავ?
-დაახლოებით -კისერზე ხელები მოვხვიე და ლოყაზე ტუჩები ნაზად შევახე
-მაშინ იმასაც უნდა ხვდებოდე, რომ რაც ცოტა ხნის წინ თქვი ნამდვილი სისულელეა -მცირეოდენი წყენა გაურია ხმაში
-ალბათ -მის რეაქციაზე გამეღიმა და თავი მკერდზე მივადე -ლეო გახსოვს მითხარი, რომ შენი პირველი სიყვარული არ იყო მოსაყოლად სასიამოვნო ისტორია?
-ჰო მახსოვს. ვიცი საუბარი საითკენაც მიგყავს, მეც მინდოდა ამის თქმა, მაგრამ შესაფერისი დრო ვერ გამოვნახე
-იქნებ ახლაა ის შესაფერისი დრო?
-მძიმე ისტორიაა, დარწმუნებული ხარ, რომ მოსმენა გინდა?
-მინდა -ეჭვიც არ შემპარვია ისე ვუთხარი და სმენა მაქსიმალურად დავძაბე
-კარგი მოგიყვები -ახვლედიანმა ღრმად ამოისუნთქა და თხრობა დაიწყო.
-მას ელენე ერქვა . . . - ჩემი დის სახელის გაგონებაზე გული ტკივილისგან შემეკუმშა, თუმცა ლეო მაინც არ გამიჩერებია. -ერთმანეთს პირველად საერთო მეგობრის დაბადების დღეზე შევხვდით. ვიღაც შემაწუხებელი ტიპი აეკიდა და მისგან თავის დაღწევაში დავეხმარე. მერე მადლობა გადამიხადა და ერთმანეთიც გავიცანით. ცოტა ხანში სახლში გაცილება შევთავაზე, დამთახმდა, მითხრა ახლავე წავიდეთ აქ ყოფნა უკვე ძალიან მღლისო. რა თქმა უნდა სიხარულით დავთახმდი. მხოლოდ თხუთმეტი წუთი იყო, რაც ვიცნობდი და უკვე ძალიან მომწონდა.
გზაში ბევრ რამეზე ვისაუბრეთ. ელენე ძალიან გახსნილი და თავისუფალი იყო. მსიამოვნებდა მასთან ყოფნა და როცა დანიშნულების ადგილას მივედით მივხვდი, რომ არ მინდოდა ეს ჩვენი უკანასკნელი შეხვედრა ყოფილიყო. ტელეფონის ნომრის მოცემა ვთხოვე. მართალია ცოტა ხანს ყოყმანობდა, მაგრამ ბოლოს მაინც წამიწერა პატარა ფურცელზე ჩემთვის სასურველი ციფრები, ღამე-მშვიდობისა მისურვა და სადარბაზოში შევიდა.
იმ ღამეს არ დამირეკავს, მართალია ძალიან მინდოდა მაგრამ მაინც. მეორე დილას როგორც კი თვალები გავახილე მაშინვე ტელეფონი მოვიმარჯვე და მისი ნომერი ავკრიბე. პირველ ჯერზე არ მიპასუხა. მეორედაც ვცადე, მაგრამ ვერც მაშინ გავიგონე მისი ხმა. ბოლოს როგორც იქნა ყურმილი აიღო და პირველი რაც გავიგე მისი სიცილის ხმა იყო. ვკითხე რა გაცინებს მეთქი, მითხრა მაინტერესებდა რამდენად მნიშვნელოვანი ვიყავი შენთვის და კიდევ რამდენჯერ დარეკავდიო. ამის მერე ხშირად ვხვდებოდით ერთმანეთს. მომწონდა მასთან ყოფნა და ვგრძნობდი, რომ ისიც ასე იყო. თანდათან ჩვენი ურთიერთობა უფრო სერიოზულ სახეს იღებდა. -ლეო წამით გაჩუმდა, თვალებში ჩამხედა, შემდეგ კი თხრობა განაგრძო -ერთ დღესაც ჩემთან ჩემი ყოფილი მოვიდა. ნასვამი იყო, მთხოვდა დამიბრუნდი, ყველაფერი მაპატიეო. ამ დროს ელენეს ველოდებოდი, ერთად უნდა გვევახშმა და ვიცოდი მისი იქ ყოფნა რამხელა პრობლემას შექმნიდა. თუმცა ამ მდგომარეობაში გარეთ ვერ გავაგდებდი. ჩემს ოთახში გავიყვანე, საწოლზე დავწვინე და კვლავ მისაღებში გამოვედი. იმედი მქონდა, რომ ჩაეძინებოდა და ელენე მას ვერ ნახავდა. ვაპირებდი მეორე დილით მისთვის სიტუაცია ამეხსნა და სახლში გამესტუმრებინა, მაგრამ ყველაფერი უკუღმა დატრიალდა. როდესაც ელენემ მომაკითხა, ლიკა ოთახში მხოლოდ საცვლებისამარა შემოვიდა, მის თვალწინ მაკოცა და მითხრა ეს გოგო მალე გაუშვი იქ უშენოდ მოვიწყინეო. ალბათ ხვდები როგორი რეაქციაც ექნებოდა. არაფრის თქმა არ მაცალა, ჩანთა აიღო და სახლიდან გიჟივით გავარდა. მთელი ხუთი დღის განმავლობაში არ პასუხობდა ჩემს ზარებს. მეექვსე დღეს შეტყობინება გამომიგზავნა, სადაც მწერდა ჩვენს შორის ყველაფერი დამთავრდა და აღარ დამირეკოო.
გადავწყვიტე რამდენიმე დღით თავი დამენებებინა და როცა დამშვიდდებოდა ყველაფერი მაშინ ამეხსნა. მერე არ ვიცი რა მოხდა, მოგვიანებით გავიგე, რომ ლიკა მასთან ყოფილა მისული და ყველაფერი დაწვრილებით მოუყოლია. ამ დროს ჩემს მეგობართან ერთად ვსვამდი, სადღაც მიყრუებულ ტყის ქოხში. მოულოდნელად ტელეფონმა დამირეკა. ელენე რეკავდა. რა თქმა უნდა მაშინვე ვუპასუხე. ბოდიში მომიხადა, მკითხა სად ხარ ახლავე მოგაკითხავო. ვუთხარი სადაც ვიყავი, მაგრამ კატეგორიულად გავაფრთხილე იქ არ მოსულიყო, მინდოდა მეორე დილას მე თვითონ გამევლო მასთან.
ყურმილი რომ დავკიდე ჩემი მეგობარი ვახო საეჭვოდ ჩამეკითხა ვინ იყოო. მერე ათასი კითხვა დამაყარა მის შესახებ და ბოლოს ისიც მითხრა უთხარი აქ მოვიდეს, ბოლოს და ბოლოს შერიგდებითო.
-მერე? -სუნთქვას ძლივს ვიმორჩილებდი და თითებს ნერვიულობისგან ვიმტვრევდი
-ცოტა ხანში ვახო მეორე ოთახში გავიდა და იქედან რაღაც სასმელი გამომიტანა, მითხრა ეს ცოტა მოგაფხიზლებსო. რა თქმა უნდა არაფერი მიეჭვია და ბოთლიდან მაშინვე მოვსვი. თავიდანვე რაღაც ენერგეტიკულ სასმელად აღვიქვი. ერთბაშად ნამდვილად არა, მაგრამ ნელ-ნელა ვიგრძენი თუ როგორ მიშეშდებოდა სხეული, რამდენიმე წამში კი სრულიად პარალიზებული აღმოვჩნდი. თვალები თავისით დამეხუჭა, მხოლოდ სუსტი ბგერების წარმოთქმა შემეძლო და გარესამყაროსთან კავშირს ხმების საშუალებით ვგრძნობდი. დაახლოებით ნახევარ საათში გავიგონე როგორ გაჩერდა მანქანა ქოხთან ახლოს. მივხვდი ელენე იქნებოდა, ვახოც არ იყო ოთახში, რომ დახმარება მეთხოვა. როგორც კი სასმელი დავლიე მაშინვე გარეთ გავიდა, მიზეზად ბიოლოგიური მოთხოვნილების დაკმაყოფილება დაასახელა.
მოკლედ რომ ვთვათ ისიც კი არ ვიცოდი რა მჭირდა, მაგრამ როცა ელენეს კივილი და ვახოს სიტყვები გავიგონე, სადაც მას ეუბნებოდა, რომ ამაღამ კარგად გაერთობოდნენ ჩემთვის ყველაფერი ნათელი გახდა-ეს ყველაფერი მისი მოწყობილი იყო. თურმე როცა პარალიზებული ვიყავი ჩემი მობილურიდან, ჩემივე სახელით შეტყობინება გაუგზავნია, სადაც თხოვდა, რომ მოსულიყო. მერე იყო ტანჯვაში გატარებული რამდენიმე საათი. მთელი ძალით ვცდილობდი სხეულის ამოძრავებას და მის გადარჩენას მაგრამ არაფერი შემეძლო. ეს რაღაც ჩემს სრულ პარალიზს ახდენდა. არ ვიცი რამდენი ხანი გავიდა ასე, მეჩვენებოდა, რომ შიგნით ყველაფერი მეწვოდა და თავი მძულდა, რომ იგი ამ დღეში იყო და მე ვერაფერს ვაკეთებდი. დაახლოებით გამთენიისას ყველანაირი ხმა შეწყდა. თვალებს კვლავ ვერ ვახელდი, მაგრამ ვგრძნობდი, რომ სხეულზე კონტროლი თანდათან მიბრუნდებოდა. პირველად საჩვენებელი თითი ავამოძრავე, მერე მარჯვენა ხელი, ბოლოს კი ფეხებშიც დამიბრუნდა შეგრძნებები. რა თქმა უნდა პირდაპირ იმ მხარეს გავემართე, საიდანც მთელი ღამე კივილი მესმოდა. -ლეომ თავი ჩახარა და ვიგრძენი როგორ დაეძაბა სხეული -საშინელ მდგომარეობაში დამხვდა ბაბი-ტანსაცმელი სულ შემოხეული ჰქონდა, სასტიკად იყო ნაცემი და კისერზე სისხლჩაქცევა ეტყობოდა. როცა მის გვერდით დაგდებული რკინის მავთული დავინახე, ჩემთვის ნათელი გახდა, რომ სწორედ ამ ნივთით იყო გაგუდული.
მართალია ლეო ძალიან დათრგუნული იყო, როცა ამ ისტორიას იხსენებდა, მაგრამ მე მასზე ორჯერ უარეს დღეში ვიყავი. პირველი იმიტომ, რომ დეტალებში ვისმენდი ჩემი დის ტრაგიკულ ისტორიას და მეორე იმის გამო, რომ არ შემეძლო თავი ხელებში ჩარგვა და დაგროვილი ემოციები ბოლომდე ამოხეთქვა ან თუნდაც მათი ცრემლებისთვის გატანება.
-მერე პოლიცია გამოიძახეს, ყველაფერი ჩემს საწინააღმდეგოდ მეტყველებდა:დანაშაულის ადგილას მე მიპოვეს, სასიკვდილო იარაღზე თითის ანაბეჭდები ჩემსას ემთხვეოდა, რადგან მას ხელით შევეხე და ელენეს ტელეფონში ბოლო შეტყობინებაც ჩემი იყო. მოკლედ ციხეში ჩამსვეს და იმის შანსიც მომისპეს, რომ ის მეპოვა და ჩადენილის გამო პასუხი მომეთხოვა. ამ რამდენიმე თვის წინათ გამოვედი, ასე თუ ისე მამაჩემის დახმარებით რაღაც დავამტკიცეთ, ამას იმანაც შეუწყო ხელი, რომ ვახო ახლა გაქცეულია და დიდი ხანია საკუთარ ოჯახსაც კი აღარ უნახავს.
-იქნებ არ წასულა და ჯერაც აქ არის? -მაშინვე ის მოგონებები ამომიტივტივდა თავში, როცა ვიღაც უცნობი ტიპი მირეკავდა და მემუქრებოდა. იგი მაშინვე ვახოსთან გავაიგივე და ერთი კითხვა გამიჩნდა- საიდან უნდა სცოდნოდა მას, რომ ანდრო უკვე დიდი ხნის წინ მივიწყებულ საქმეებში იქექებოდა, თუ ახლა ამ ქალაქისგან ან ამ ქვეყნისგან შორს იყო?
-არ ვიცი ბაბი, არამგონია ამდენი გაებედა. ან თუ ასეა, ალბათ რომელიღაც მეგობრის სარდაფში იმალება და იქედან ცხვირსაც არ ჰყოფს. იცის, რომ თუ სადმე გადავეყარე ცოცხალს არ გავუშვებ და გამოძებისთვისაც ერთ-ერთ ეჭვმიტანილად ითვლება. მართალია ახლა ეს საქმე დახურულია, მაგრამ თუ ვახო გამოჩნდა მერწმუნე ყველაფერი თავიდან დაიწყება
-ძალიან ჩახლართული ამბავია, ვწუხვარ -თავი დავხარე და თვალებზე მომდგარი ცრემლები ძლივს შევიკავე. იმის წარმოდგენაც კი მზარავდა, რაც იმ ღამით ჩემს დას დაემართა.
-მოდი ჩემთან -ახვლედიანმა თითქოს ჩემი შინაგანი ნერვიულობა იგრძნოო, გულში ჩამიკრა და მკლავები მაგრად შემომხვია
-ლეო ოდესმე ჩემზე ისეთი რამ რომ გაიგო, რაც გულს ძალიან გატკენს მაპატიებ?
-კარგი რა შენ რა უნდა მაწყენინო? ეს ხომ გამორიცხულია -ისე გულწრფელად თქვა, რომ საშინელმა ტკივილმა მთელ სხეულში დამიარა
-არა, ლეო დავუშვათ მოხდა ისე, რომ რაღაც ძალიან გაწყენინე, ისეთი რამ ჩავიდინე რასაც ვერ წარმოიდგენდი, შეძლებ ჩემს პატიებას?
-უცნაურად ლაპარაკობ ბაბი, მაგრამ თუ ასე ძალიან გინდა გიპასუხებ. ყველაფერს გაპატიებ გარდა ტყუილისა. გახსოვს ადრეც გითხარი, რომ ვერ ვიტან როცა მატყუებენ
-ჰო მახსოვს -ერთიანად კანკალმა ამიტანა
-სხვა დანარჩენს ადვილად ვპატიობ -მხიარულ ნოტაზე წარმოთქვა ეს სიტყვები და უფრო ძლიერად მიმიხუტა გულზე -იცი? რაღაც მინდა გითხრა
-რა?
-მგონი შენი სიტყვები გამართლდა
-რა სიტყვები? -უცებ ვერ მივუხვდი ნათქვამს
-ყველაფერი თავის კალაპოტში ჩადგა, ჩემი კოშმარები დასრულდა
-ხომ გეუბნებოდი -ლოყაზე ნაზად ვაკოცე და მისი მარცხენა ხელი ჩემსაში გადავხლართე
-როგორც ყოველთვის, ახლაც მართალი აღმოჩნდი
-მე არ ვარ შენი ღირსი ლეო
-ამას რატომ ამბობ? -გაეღიმა და ტუჩებზე ნაზად შემეხო
-იმიტომ, რომ ჩემთვის ზედმეტად კარგი ხარ
-მე ასე არ ვიტყოდი ბაბი -კვლავ ეღიმებოდა -ის ერთადერთი მიზეზი რის გამოც ახლა ჩემს თავს ბედნიერ ადამიანს ვუწოდებ შენ ხარ. განა ღირს აქ კიდევ რამის თქმა?
ხმა ვერ ამოვიღე. თავს კვლავ საშინლად დამნაშავედ ვგრძნობდი და არაფერზე საუბარი არ მსურდა. პასუხის თავიდან ასარიდებლად, ამჯერად მე მოვძებნე ახვლედიანის ტუჩები და მას მხურვალედ დავეწაფე. თვითონაც ამყვა, ხელში ამიტაცა და ისე, რომ ჩემს ბაგეებს არ მოშორებია საძინებლისკენ წამიყვანა.

8 8 8
-ბაბი გაიღვიძე საბანაოდ მივდივართ -ჩამესმა ნაშუადღევს ლეოს ხმა და თვალები ნელა გავახილე. ჩემი საწოლის გვერდით მდგარ ტუმბოზე საჭმლით სავსე სინი დამხვდა, რომელზეც დიდი ჭიქით ალუბლის წვენიც იდო.
-მმმ ეს ყველაფერი ჩემია? -მოტანილი მუხლებზე დავიდე და ჯერ კიდევ ცხელი ფუნთუშა გემრიელად ჩავკბიჩე
-რა თქმა უნდა შენია -ახვლედიანმა ტანზე მაისური გადაიცვა და საწოლზე ჩამომიჯდა. -ნამდვილი ძილის გუდა ხარ
-ჰოო? -გამეღიმა
-ხუთი საათი ისე გეძინა საერთოდ არ განძრეულხარ
-საბანაოდ სად მივდივართ? -სხვა თემაზე გადავუტანე
-მდინარეზე. ცურვა ხომ იცი?
-საკმარისზე კარგად -თავი მოვიწონე
-მაგას იქ შევამოწმებთ -ლეომ ჩემს ფუნთუშას მარცხენა მხრიდან უკბიჩა და ფეხზე წამოდგა. -საცურაო კოსტიუმი კარადაშია, როცა ჭამას მორჩები მოემზადე, მე მანქანაში დაგელოდები
-მანქანით მივდივართ?
-ჰო, მდინარე ჩემი სახლიდან ცოტა შორსაა, ამიტომ ასე გადავწყვიტე -გამიღიმა
-კარგი ვეცდები მალე მოვემზადო
-მე კი ვეცდები დაუვიწყარი დღე გაჩუქო -ამ სიტყვებით ახვლედიანმა თვალი ჩამიკრა და კარს მიღმა გაუჩინარდა . . .

საუზმობას, რომ მოვრჩი ფეხზე საჩქაროდ წამოვდექი და კარადა გამოვაღე. ბოლოდან მესამე უჯრაში, როგორც ახვლედიანმა მითხრა ცისფერი საცურაო კოსტიუმი ვიპოვე, მასზე ლეოს პერანგი მოვიცვი და გარეთ გავედი.
როგორც ველოდი, იგი უკვე სალონში, მძღოლის ადგილას მოკალათებულიყო. ჩემი ჩაჯდომისთანავე ავტომობილის ძრავა ჩართო, კმაყოფილი მზერა მოავლო სამოსს, რომელიც მეცვა და მანქანა ეზოდან ნელი სვლით გაიყვანა.
დიდხანს არ გვივლია. სულ რაღაც ხუთ წუთში უკვე დანიშნულების ადგილას ვიყავით და ღია ფანჯრიდან კარგად ჩამესმოდა მდინარის მქუხარე ხმა.
-მოვედით არა? -ვკითხე როგორც კი გასაღები გადაატრიალა და ტანზე მაისური გადაიძრო
-შეგიძლია მომბაძო -ტანზე მოცმულ პერანგზე მანიშნა და ზედა ორი ღილი გამომწვევად შემიხსნა
-ნუ შეწუხდები დანარჩენს მე მივხედავ -გავუღიმე და სულ რაღაც ათ წამში მხოლოდ საცურაო კოსტიუმის ამარა დავრჩი
ირგვლივ ჩვენ გარდა არავინ იყო. ალბათ სპეციალურად შეარჩია ეს ადგილი, თანაც მდინარის დინება ამ ნაწილში საშუალოზე ნელი იყო, რაც კომფორტულად ცურვის საშუალებას იძლეოდა.
-მოგწონს აქაურობა? -უკნიდან მომეხუტა ახვლედიანი და ცალი ხელი ჩემს მუცელზე გაასრიალა
-მე ის უფრო მომწონს, რომ შენთან ერთად ვარ. ლეო ერთ დღეს ასე აღარ იქნება და ეს მანადგურებს -მთელი გული ამოვაყოლე ამ სიტყვებს
-რას გულისხმობ? -მხარზე ნაზად მაკოცა და უფრო მეტად მომეკრო სხეულზე
-იმას, რომ როცა ჩემზე სიმართლეს გაიგებ ურთიერთობის გაგრძელება აღარ მოგინდება
-რა უნდა იყოს ისეთი რაც მაიძულებს შენზე უარი ვთქვა? ბაბი -თავისკენ შემაბრუნა და მარჯვენა ხელი სახეზე დამადო -იცოდე, რომ მიყვარხარ და ხელს არასდროს გკრავ. უკვე ათასჯერ მაინც მაქვს წარმოდგენილი, როგორი იქნება ჩვენი ერთობლივი ცხოვრება, ჩვენი შვილები, რომელთაც ერთად გავზრდით, ღამღამობით ცუდი სიზმრებისგან შეშინებულებს ორივე ერთდროულად როგორ დავამშვიდებთ და ძილის წინ ვაკოცებთ. ათასჯერ მაქვს წარმოდგენილი თუ როგორ გაგვაღვიძებს ღამ-ღამობით ჩვენი პატარების ტირილი ანდა ხელში აყვანილს როგორ გადაგიყვან საწოლში, როცა ღამით ტელევიზორის ყურების დროს, ჩემს მხარზე მოყრდნობილს ჩაგეძინება. გგონია შემიძლია შენი გაშვება? ასე ფიქრობ?
"ჯანდაბა რატომ არ უწერია ამ ყველაფერს ახდენა?" -გავიფიქრე და ახვლედიანს კისერზე ხელები მაგრად მოვხვიე. ცრემლები მახრჩობდა, მაგრამ თავს როგორღაც ვიკავებდი. არ მინდოდა მას რაიმე ეეჭვა. მჭირდებოდა ეს ადამიანი. ჰაერივით მჭირდებოდა და არ ვიცოდი რა მექნა. ერთადერთი, რაც მინდოდა ლეოსთან ყოფნა იყო, მაგრამ არ ვიცოდი ეს როგორ მოხერხდებოდა, თუ ჩემზე მთელ სიმართლეს მოვუყვებოდი . . .

იმ დღეს როგორღაც მოვახერხე ხასიათზე მოსვლა. ახვლედიანთან ერთად შეუძლებელიც იყო ცუდი განწყობა დიდი ხნით გაგყოლოდა. როცა მის ღიმილს ვხედავდი ყველაფერი მავიწყდებოდა და ამ ქვეყნად მხოლოდ ჩვენ ორნი ვარსებობდით. ახლაც, როცა ცურვისგან დაღლილები მდინარის ნაპირას ვიწექით და მას ჩემი ხელი ეჭირა, მხოლოდ ერთ რამეს ვნატრობდი -მინდოდა სამუდამოდ მისი ვყოფილიყავი. მისი და სხვისი არავისი.
-რაზე ფიქრობ? -მთელი ტანით ჩემკენ გადმობრუნა და იდაყვით ქვიშას დაეყრდნო
-არაფერზე, უბრალოდ დავიღალე -გავუღიმე და ლოყაზე ტუჩები ნაზად შევახე
-შენს კოცნაზე სასიამოვნო ამქვეყნად არაფერია -ამ სიტყვებით ახვლედიანმა წელზე ხელები მომხვია და რამდენიმე წამში მის ზემოდან მოვექეცი
-რას აკეთებ? ვინმე რომ მოვიდეს?
-მოვიდეს. ვეტყვი, რომ ანატომიის გაკვეთილებს მიტარებ ქალის და მამაკაცის ფიზიკურ ურთიერთობაზე და ახლა თეორიიდან პრაქტიკაზე გადავედით -სიცილი აუტყდა
-რა სულელი ხარ ლეო -მეც გამეცინა და მკერდზე თავი მოხერხებულად დავადე
-ვინ იყო შენთვის პირველი? -მოულოდნელად დასვა ეს კითხვა -მასზე ცოტა არ იყოს ვეჭვიანობ
-საეჭვიანო არაფერი გაქვს რადგან იგი შენ იყავი
-სერიოზულად? -ლეოს ხმაში გაკვირვება შევნიშნე -რატომ აქამდე არ მითხარი?
-არ გიკითხავს -მხრები ავიჩეჩე
-კარგი შეგრძნებაა როცა ვიღაცისთვის პირველი ხარ. ეს აქამდე არ გამომიცდია
-არც იმ გოგოსთან რომლის შესახებაც დღეს დილით მომიყევი?
-ჩვენ ურთიერთობა აქამდე არ მისულა. არ ვიცი რატომ
-როცა მასზე ლაპარაკობ ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ არ გიყვარდა. ეს მართალია? -არ ვიცოდი დადებითი პასუხი უნდა მენატრა ამ კითხვაზე თუ უარყოფითი, მაგრამ ფაქტი იყო ძალიან მაინტერესებდა
-არც ეს ვიცი. აშკარაა, რომ ძალიან მომწონდა და მასთან ყოფნა მსიამოვნებდა, მაგრამ სიყვარული? ვერ გეტყვი. მგონი სიყვარული ისაა, რასაც შენს მიმართ განვიცდი. უფრო სწორად ამაში დარწმუნებული ვარ. რაც შეეხება ელენეს, ერთად დიდი ხანი არც ვყოფილვართ, ყველაფერი სულ რაღაც სამ კვირაში დასრულდა.
-გასაგებია. იცი ლეო? -ვუთხარი რამდენიმეწამიანი დუმილის შემდეგ- ბავშვობაში დარწმუნებული ვიყავი, რომ ოქროს თევზი არსებობდა. ყოველთვის როცა მშობლები მდინარეზე წამიყვანდნენ მამას ანკესის წამოღებას ვთხოვდი და წყლის ნაპირას საათობით ვიჯექი ნანატრი "სამი სურვილის შემსრულებლის" მოლოდინში -გამეცინა -მიუხედავას იმისა, რომ ყოველთვის ხელმოცარული ვრჩებოდი იმედს მაინც არ ვკარგავდი, რომ ჩემი ნატვრა ასრულდებოდა. ახლაც ასე მოხდება, რაც არ უნდა იყოს შენთვის ბოლომდე ვიბრძოლებ და არ დავნებდები.
-რატომ გგონია რომ დამკარგავ? ხშირად ლაპარაკობ ასეთი გამოცანებით და ბოლომდე სათქმელს არასდროს მეუბნები
-ოდესმე ყველაფერს მოგიყვები, მაგრამ არა აქ და არა ახლა
-მაშინებ ბაბი -მის სახეზე გულწრფელი ნერვიულობა შევნიშნე
-ჩათვალე, რომ ჩვენი გრძნობა ამით დიდ გამოცდას გადის
-და იგი ამ გამოცდას ნებისმიერ შემთხვევაში გაუძლებს -გამიღიმა
-იმედია -ნაღვლიანად ამოვიხვნეშე, თუმცა მას ეს არ შეუმჩნევია
-კარგი და რა სურვილების ჩათქმას აპირებდი შენი ოქროს თევზისთვის?
-ბავშვური სისულელეებია, არ ღირს ამის თქმა -თავი გავაქნიე
-მაინტერესებს -არ მეშვებოდა
-კარგი რაა
-ახლავე მითხარი -ჩემს ზემოდან მოექცა, იქვე ქვიშაში მცოცავი ობობა ხელში აიყვანა და სახესთან ახლოს მომიტანა
-ლეო გაწიე გთხოოვ -ავკივლდი. ბავშვობიდან მეშინოდა მწერების და ახლაც კინაღამ გული წამივიდა
-ანუ მეტყვი? -თვალები ეშმაკურად აუთამაშდა
-ჰო გეტყვი, ოღონდ ეგ საზიზღრობა მომაშორე
-კარგი -თქვა და ჩემთვის საძულველი არსება საკმაოდ შორს მოისროლა. შემდეგ ფრთხილად წამოჯდა, მეც მას მივბაძე და ზურგით მივეყრდენი
-პირველი სურვილი ის იყო, რომ მინდოდა ქალთევზა მენახა. ანიმაციურ ფილმებში ყოველთვის ძალიან მომწონდა თევზისკუდიანი ლამაზი გოგონები და ვვოცნებობდი ერთხელ საკუთარი თვალითაც შემეხედა მათთვის.
-ძალიან ფანტაზიორი ბავშვი ყოფილხარ -ჩაეცინა
-ყველა ბავშვი ფანტაზიორია ლეო
-კარგი რა იყო მეორე? -თქვა და მკლავები წელზე მაგრად მომხვია
-ადრე კამფეტებზე ვგიჟდებოდი, მიუხედავად იმისა, რომ ყოველთვის თავზე საყრელად მქონდა მაინც არასდროს მყოფნიდა -ამ მოგონებებმა სახეზე სასიამოვნო ღიმილი მომგვარა -ჰოდა ვნატრობდი ერთი უზარმაზარი მაღაზია მქონოდა, სადაც მხოლოდ კანფეტები იქნებოდა და მისი მარაგი არასდროს ამოიწურებოდა.
-ესეიგი მომიწევს ტკბილეულით ყოველდღე გაგანებივრო -ლოყაზე მხურვალედ მაკოცა
-ამასთან რაიმე პრობლემა გაქვს? -მოჩვენებითი სიბრაზით გავხედე
-არანაირი. თუ იმას გავითვალისწინებთ როგორ ალამაზებ ჩემს ცხოვრებას შენი არსებობით იმ მეორე სურვილის შესრულება მე უნდა ვიკისრო -ვიგრძენი როგორ გაეღიმა
-სხვათა შორის არაა ცუდი აზრი
-კარგი უფლებას გაძლევ განაგრძო -მესამე სურვილის მოსასმენად მოემზადა
-რასაც ახლა გეტყვი ამ სამს შორის ყველაზე მეტად მინდოდა
-და რა იყო ეს?
-სახლი ხეზე. სიმართლე გითხრა ეს ახლაც მინდა
-თუმცა ამ სურვილების ამსრულებელი ოქროს თევზი კვლავაც არ ჩანს არა?
-სამწუხაროდ ასეა -ისევ გამეცინა
-როგორ მინდა ჩვენი შვილები შენ გგავდნენ ბაბი
-ამაზეც ბევრს ფიქრობ ხოლმე? -ცხვირის წვერზე ვაკოცე და კვლავ სივრცეს გავხედე
-მე ყველაფერზე ვფიქრობ, დრო თავზე საყრელად მაქვს
-და რა მოიფიქრე ამ ხნის განმავლობაში? -სევდიან ღიმილს ვერ ვიშორებდი
-მინდა გოგო გვყავდეს, რომელიც დედასავით ლამაზი იქნება და მამასავით ჭკვიანი -თავის შექებასავით გამოუვიდა
-ერთი ამას უსმინეთ -რამდენიმე სანტიმეტრით მოვშორდი და სახეში შევხედე -შენი აზრით ჭკვნიანი ხარ?
-რა თქმა უნდა ჭკვიანი ვარ. რაც თავი მახსოვს კლასში ყველა გოგო საკონტროლოს და საშინაო დავალებას მხოლოდ ჩემგან იწერდა -თვალები ეშმაკურად აუთამაშდა
-კარგი მოვა დრო და ამასაც გადავამოწმებთ
-როცა გინდა -თავდაჯერებულად მომიგო -არ გინდა სახლში წავიდეთ?
-იქ რა უნდა ვქვნათ?
-შენთან განმარტოება არ მაწყენდა -კისერში ვნებიანად მაკოცა და მკლავზე მარჯვენა ხელი დამისვა
-გარყვნილო
-შენი ბრალია. იცი მანამდე როგორი პატიოსანი ვიყავი?
-ესეიგი ჩემი არა?
-რა თქმა უნდა -კვლავ ეღიმებოდა
-რატომ მინდა ყოველ წამს შენთან ლეო? -ამჯერად დავუსერიოზულე და ისე ვკითხე
-ჩემს თავს მეც ყოველ წამს ამას ვეკითხები და საბოლოოდ იმ დასკვნამდე მივდივარ რომ ეს შენდამი გიჟური სიყვარულის გამო ხდება
-სახლში მინდა -ამჯერად მასთან განმარტოება მეც მეჩქარებოდა
-თუ ასეა წავიდეთ -ფეხზე წამომაყენა, პერანგი თავის ხელით მომაცვა და ორივენი მანქანაში ჩავსხედით.



№1 სტუმარი Guest nita

imedia gaugebs babis da ar dashordeba.

 


№2 სტუმარი Vera™

ძალიაან მაგარი იყო, ლეო მომწონს ძალიან და მიხარია რო ნინი ბრუნდება, ცხოვრებას შეიგრძნობს და ბედნიერდება, სანდროს წასვლა მეწყინა, იმედია ისევ გამოჩნდება ოღონდ როგორც საუკეთესო მეგობარი, სხვა შეთხვევაში ცოდვაა.... ველოდები შემდეგ თავს, მაინტერესებს რა მოხდება ვახოსთან დაკავშირებით:-)
გელიი, არ დააგვიანო

 


№3 სტუმარი Ketis

Dzaan momwons ai dzaan martla dade ra gtxov ra

 


№4 სტუმარი Guest Omar

Ar vici vin xar magram erti ki minda gitxra rom dzalian magrad wer da moutmenlad veli shemdeg tavs

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent