მათხოვარი (4)
ღამე ვერ დავიძინე ალბათ ყველაფერი იმ მუქი მწვანე, ხავსისფერ თვალებს ვერ ვივიწყებდი...... დილით 7 საათზე გავიღვიძე, თავი მოვიწესრიგე და სამზარეულოში შევედი. მადუღარა დავ დგი და მამიდას დავურეკე: -ალო....მამიდა როგორ ხარ? -კარგად ვარ მარიკო.ხვალ მიკეთებენ ოპერაციას იმედია მოხვალ! -კი,კი როგორც კი დავამთავრებ მუშაობას მაშინვე გამოვალ.(ნატო მამიდამ ყველაფერი იცის, სანამ მუშაობას დავიწყებდი მას ვუთხარი ამ გადაწყვეტილების შესახებ)კაი, კაი ეხა უნდა წავიდე სახლის პატრონი მოდის, მიყვარხარ ძალიან-ვუთხარი ეს და ყურმილი დავუკიდე და საქმეს შევუდექი. სამზარეულოში ირაკლი შემოვიდა,ჩემ დანახვაზე გაეცინა და მითხრა: -დილამშვიდობისა! საპასუხოდ მხოლოდ გავუღიმე, არ შემიხედავს. თორემ იმ მუქ მწვანე, ხავსისფერ თვალებს შევეფეთებოდი, რომლებიც გასაქანს არ მომცემდნენ. -ჩემი მაისური გაცილებით გიხდებოდა!-დუმილი დაარღვია ნეტა სულ არ ჩამეცვა !!! რა მინდოდა? მაინც წესივრად ვერ დავიძინე წინა ღამეს-ვბუტბუტებდი ჩემთვის და თან მაგიდას ვშლიდი( ამ დროის განმავლობაში იარაკლი თვალს არ მაშორებდა ).და ალბათ უფრო გავწითლდი, ჭარხალს დავემსგავსე. ამ დროს კიბეებზე მომავალი მაღალი, ამაყი გამომეტყველების ქალი როგორც მივხვდი ეს ირაკლის დედა უნდა ყოფილიყო. ანუ ამ სახლის პატრონი. -ესეიგი შენ ხარ ახალი მოახლე? -დიახ, ქალბატონო-ვუთხარი და თავი დაბლა დავხარე. -მერე წადი საქმეს მიხედე აქ რას მიდგახარ?-დამიღრინა და განაგრძო-უსაქმური! მეც ღრმად ჩავისუნთქე და იატაკის წმენდას შევუდექი. ცოტახანში კარზე ზარი დარეკეს. კარები მე გავაღე და აბა თუ გამოიცნობთ ვინ იყო! ანა. გაკვირვებულმა შემომხედა და მითხრა: -დიდბერიძე აქ რას აკეთებ?-შემომხედა და როცა ჩემს ხელში ჩვარი დაინახა, სახე გაუბრწყინდა, რადგან ახლა მას ჩემი დამცირების საბაბი მიეცა. -აა, შენ ხომ ღარიბი ხარ, შენნაირების ადგილი კი ზუსტან მოახლის კვალობაზეა, ახლა კი გამატარე და არ დამსვარო- ხელი მკრა და უკან მომისროლა. როცა ქალბატონმა ის შენიშნა სახე გაუბრწყინდა და უთხრა: -ანი როგორ ხარ? -კარგად ვარ, ლია დიედა. თქვენ როგორ ბრძანდებით? -კარგად შვილო, ანი საყვარელო ირაკლი თავის ოთახში ავიდა, თუ გინდა დავუძახებ! -არა, საჭირო არააა. მე თვითონ ავალ, მინდა სიურპრიზი მოვუწყო. -ხო მართალი ხარ. ისე დღეს უკეთეს ხასიათზეა, იმედია შერიგდებით თვენი დაშორება გულზე ისარივით მომხვდა. ანამ კიბეები აირბინა მე კი ჩემი საქმე გავაგრძელე. რამდენიმე წუთში მეორე სართულიდან ყვირილის ხმა შემომესმა. ანა ოთახიდან გამოვარდა თვალცრემლიანი და ლიას მიმართა: -მართალია, ირაკლი გაბრაზებულია მაგრამ მაინც შევრიგდებით. ლია გადაკოცნა დაემშვიდობა და სახლიდანაც გავიდა. როცა საქმეს მოვრჩი ლიამ მითხრა: -თუ მორჩი შეგიძლია წახვიდე, დაისვენო და როგორც ვიცი აქ მანამდე იმუშავებ სანამ ვალს არ გადაიხდ ხომ ასეა? -დიახ -მე ორი დღე აქ არ ვიქნები, იმედია ყველაფერს ისე გააკეთებ როგორც საწიროა და არაფერს გააფუჭებ. გასაგებია? -დიახ, ქალბატონო- ვუთხარი და „ჩემს“ ოთახში შევედი, მეტი საქმე მაინც არაფერი მქონდა და ანასტასიას მივწერე: -სტას როგორ ხარ? -კარგად მარრ შენ? -რავი ვარ რა. სად ხარ? -მაღაზიაში, საბანკეტოდ კაბას ვარჩევ -ააა, მაშინ აღარ მოგაცდენ. შეგიძლია მშვიდად აირჩიო კაბა. -შენ არასდროს მაცდენ! ისე, შენ უკვე იყიდე კაბა? -არა მე არ მოვდივარ! -რას ნიშნავს არ მოდიხარ!-მოწერა და კარებს ბრახუნი გავიგ, მობილური გვეძე გადავდე და სამზარეულოში შევვარდი(ჩემი ოთახი პირველ სართულზე სამზარეულოს გვერდით იყო. ) ხელი დანას ვტაცე და მაგიდის ქვეშ შევძვერი. გულს ბაგა ბუგი დაჰქონდა თავში ათასი რამ მიტრიალებდა. უცბათ შუქი აინთო და ნაცნობი ხმა მომესმა: -მარი რას აკეთებ? -ირაკლი, როგორ შემაშინე-მაგიდიდან გამოვძვერი და განვაგრძე-მე მეგონა სახლში მარტო ვიავი -ასეც იყო ჩვენ ახლახანს მოვედით ჩვენ? გავიფიქრე და მხოლოდ მაშინ შევნიშნე მის უკან მდგომი ანა. კვლავ ჩემს ოთახში დავბრუნდი, და დილამდე აღარ გამოვსულვარ, დილით კი ისევ ადრე გავიღვიძე. ტანზე ჩავიცვი და ოთახიდა გასვლა დავაპირე როცა კარეთ ანა შევნიშნე, ირაკლის ოთახიდა რომ გამოდიოდა, მაისურს ისწორებდა ხელში კი მაღალ ქუსლიანი ფეხსაცმელი ეჭირა. კარები უცბათ მოვხურე და ვთქვი: -ვაიმე, ანა და ირაკლი.... ღმერთო ჩემო.... ბავშვებო, აბა როგორი იყო შევეცადე საინტერესო ყოფილიყო და ვფიქრობ გამომივიდა, თქვენ რას იტყვით????? |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.