ქარიშხლიანი ღამე
დღეს ორშაბათია და ლექციებისგან თავისუფალი ვარ. ისე შევადგინე გრაფიკი რომ სამი დღე გადაბმულად დამესვენა. დილით, დაახლოებით 10 საათზე კი ჩემი მობილურის ზარი მაღვიძებს. ჩემთვის ძილის დროს ვისაც არ უნდა დაერეკა ხოლმე აუცილებლად ხმას ვიყენებდი, თითქოს მეღვიძა. არ ჰქონდა მნიშვნელობა ჩემი ახლო მეგობარი იყო თუ ზარი უცნობი ნომრიდან. ეხლაც დაყენებული, ფხიზელი ხმით ვუპასუხე - გისმენთ - გამარჯობა, მარიამ ბოტკოველს ვესაუბრები? მკითა დაახლოებით 40 წლამდე ქალმა - გამარჯობა. დიახ, მე გახლავართ. - თქვენთან შეხვედრა გვინდა, შემოთავაზება გვაქვს. მართალია CV არ გამოგიგზავნიათ მაგრამ, თქვენი მონაცემები თქვენმა ხელმძღვანელმა ლია ჩილაჩავამ გადმოგვცა. თუკი თანახმა ხართ შეტობინებას გამოგიგზავნით და შევხდეთ. - კარგით, ველოდები თქვენ შეტყობინებას. მართალია პარალელურად სამსახურის დაწყება ყოველთვის მინდოდა, მაგრამ არსად არ გაიგზავნია CV, ამირან გულში მღეროდა მჭირდა. საკმაოდ დამაინტერესა და დამაინტრიგა შემოთავაზებამ, მითუმეტეს რომ შეხვედრა შედგებოდა საკმაოდ დიდკაპიტალიან და მრავალპროფილურ კომპანიაში, მაგრამ საოცრება ის იყო რომ არცერთი მათი ბიზნესის მიმართულება ახლოსაც კი არ იყო ჩემ სპეციალობასთან. მაგრამ რადგანაც ქალბატონმა ლიამ ჩემი თავი შესთავაზა, ე.ი. რაღაც კავშირში იქნებოდა. სტუდენტებს ყოველთვის გვსაყვედურობდა თუკი ჩვენი პროფესიით არ დავსაქდებოდით. წელს დავამთავრე მაგისტრატურა კულტურის მენეჯმენტის განხრით. დასვენება არც კი მიფიქრია და მაშინვე დოქტორანტურაში ჩავაბარე იმავე სპეციალობით. შეტყობინებაში ეწერა რომ შეხვედრა ოთხ საათში იყო. სახლში მარტო ვიყავი, ჩემი მშობლები სამსახურში იყვნენ. დედაჩემი პედიატრია, მამა კი ერთ-ერთ კომპანიაში იურისტი. ორი საათიც მალე მოვიდა და მე უკვე მითითებულ კაბინეტთან ვიდექი. კარზე დავაკაკუნე და თანხმობის შემდეგ შევედი. - გამარჯობა. მივესალმე ოთახში მყოფთ. იქ სავარაუდოდ ის ქალი იყო, რომელსაც ტელეფონით ვესაუბრე და ძალიან სიმპატიური ახალგაზრდა მამაკაცი, დაახლოებით 30-32 წლის. - გამარჯობა. მომესალმა ორივე და ფეხზე წამოდგნენ. -ჩვენ მეტად საინტერესო შემოთავაზება გვაქვს. დარწმუნებული ვარ დაგაინტერესებთ. - ყურადღებით გისმენთ. - მე დემეტრე დევდარიანი ვარ. გვინდა მესხეთში, ვარძიასთან მუზეუმი გავხსნათ და თქვენ მისი ხელმძღვანელობა შემოგთავაზოთ. მართალია ჯერ მხოლოდ 25 წლის ბრძანდებით, მაგრამ თქვენი მონაცემების, პროექტების, თემების, სემინარების გაცნობის შემდეგ დარწმუნებული ვარ თავს გაართმევთ. მუზეუმი იქნება თბილისის ეთნოგრაფიული მუზეუმის სტილში. ანუ ღია ცის ქვეშ. მაგრამ ასევე იქნება დახურული პავილიონებიც. სახელმწიფო მუზეუმებს თითქოს სიცოცხლე აკლია, დაბალი ხელფასები აქვთ და თვლიან რომ საერთოდაც არ არის გარჯა საჭირო. მდორე ადგილად გადაიქცა, რომელიც არაფრისმომცემია. თვქვენ კი ყველაფერი გაქვთ იმისთვის რომ ჩემ აშენებულ მუზეუმს სული ჩაბეროთ და ცოცხალ მატიანედ აქციოთ. შემდეგ ფოტოები მაჩვენეს. მართლა საოცრება იყო. ულამაზესი ადგილი და შესანიშნავი ნაგებობები იყო. გაოგნებული ვუსმენ, არ მჯერა, ეს სიმპატიური და სასიამოვნო ტიპი, რომელსაც თვალს ვერ ვუსწორებ იმის გამო რომ გასაგიჟებელი გარეგნობა აქვს და მგონია თუ თვალებში ჩავხედავ ეგრევე გავიშიფრები და შევრცხვები, მთავაზობს ისეთ რამეს, რაზეც ვერასდროს ვერ ვიოცნებებდი. - ძალიან შთამბეჭტავია. არ დაგიმალავთ და აღფრთოვანებულიც კი ვარ. მართლა კარგი იდეაა, კარგი კიარა საოცრებაა. ვუტყდები მე ჩემ გრძნობებში გულახდილად. - თქვენ ამჟამად რას საქმიანობთ? მეკითხება ქალბატონი ქეთევანი. - მე დოქტორანტურაში ვსწავლობ და ასევე უნივერსიტეტში მაქვს რამოდენიმე საგანი. ბაკალავრიატის სტუდენტებს ვასწავლი. სემინარებზე ვარ მხოლოდ. - როდის შეძლებთ გადაწყვეტილების მიღებას? - იცით, თუკი შემოთავაზებას მივიღებ, რასაკვირველია აკადემიურს ავიღებ, მაგრამ მოგეხსენებათ, მაგ შემთხვევაში საცხოვრებლად უნდა გადავიდე თბილისიდან ასე შორს, ამიტომ ჩემ მშობლებს უნდა შევუთანხმდე. - აი გამოჩნდა უარყოფითი მხარე პატარა გოგოს ამ თანამდებობაზე აყვანის. თქვა ირონიული სახით დემეტრემ და პირდაპირ თვალებში ჩამხედა. თითქოს მიწვევსო. ღმერთოო, ვერ აგიღწერთ რა დამემართა. მთლიანად წამოვხურდი და მთელი სხეული დამიბუჟდა სიბრაზისაგან. სასტიკად ვიუკადრისე „პატარა გოგო“ და მისი ირონიული, გამომწვევი მზერა. მთელი ჩემი ბრაზი ერთ სიტყვაში ჩავაქსოვე და საოცარი ინტონაციით წარმოვთქვი - ბატონო? - არა გოგონი, რატომ გაბრაზდით? მრავალმნიშვნელოვან ღიმილს მიძღვნის. მე თვალებგაფართოებული ვუყურებ, არც კი ვახამხამებ. ყოველთვის ესე მემართებოდა როცა ძალიან ვბრაზდებოდი და საკადრისი პასუხის გაცემა არ შემეძლო. ყველა მეუბნებოდა მაგ დროს ძალიან, ძალიან საყვარელი ხარო. ხოდა ეტყობა გაჭრა ამ ჩემმა სისაყვარლემაც და მოლბა ჩემი სიმპატიური ბიჭი. ჩემი კიარა ვისიც არის, იმის სიმპატიური ბიჭი. - კარგი მაშიკო ვიხუმრე. ლიამ მითხრა რომ ძალიან დამოუკიდებელი გოგო ხარ და შემიძლია გენდო. ისიც მითხრა რომ ყველა მაშიკოს გეძახის და მეც მაშიკოს დაგიძახებ. არ შეგეშინდეს უცხო გარემოში მოხვედრის. მე სოფელი არსად არ მაქვს. მთელი ბავშვობა მაწუხებდა ეს. მინდოდა მეც მქონოდა სადმე, მთებში სახლი დიდი ეზოთი. რამოდენიმე წლის წინ აღმოვაჩინე ის ადგილი ვარძიასთან. ისე მომეწონა თავიდან ადგილი ვიყიდე, მერე ჩემ მშობლებს ვაჩვენე, მათაც მოეწონათ და გადავწყვიტეთ სახლი აგვეშენებინა. ჩემები ეხლაც იქ არიან. თბილისში აღარ მომწყვებიან. დედაჩემი ძალიან თანამდეროვე ქალია და ვერ წარმოვიდგენდი იქ საცხოვრებლად თუ დარჩებოდა. მოკლედ ჩვენ იქ ბინით უზრუნველგყოფთ. ჩემ მშობლებსაც გაგაცნობ და დარწმუნებული ვარ არ გაგიჭირდება. - კარგით, მაშინ ხვალ ისევ ორზე შვეხვდეთ და პასუხსაც გეტყვით. - შევთანხმდით. დროებით მაშო. იქედან გამოვედი და მაშინვე მამაჩემს დავურეკე. - გისმენ მამას ერთადერთო. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.