შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჯიშკარიანის წესები (თავი 6)


15-11-2016, 07:00
ავტორი Beatrixkiddo
ნანახია 5 080

მარტო დამტოვეთქო რომ ვთხოვე, არ უთქვამს არაფერი, ისე გავიდა, მაგრამ დაიბარა ქვემოთ გელოდები და მე წაგიყვან სადაც მიდიხარო. კარის დაკეტვის ხმა რომ გავიგე მუხლებში ჩავიკეცე და ტირილი ამივარდა, ისედაც ძალიან ემოციური ვიყავი და ახლა საერთოდ თავგზა მქონდა არეული. ჯიშკარიანს ასე უბრალოდ ვერ მოვიშორებდი და თან არც მინდოდა მისი მოშორება. საკუთარ თავში ვერ გავერკვიე რა მინდოდა, მაგრამ იმან კარგად იცოდა ყველაფერი, ძალიან დალაგებული ჰქონდა ტვინში რა, როგორ და რანაირად უნდოდა. საათს დავხედე და 15 წუთიღა მქონდა დარჩენილი მოსაწესრიგებლად.
ბორდოსფერი კაბა ტანზე გადავიცვი და მაკიაჟის გასაკეთებლად სარკესთან დავჯექი, თვალები მოვიმშრალე, კრემი წავისვი და ყველანაირი საშუალებით შევეცადე დამემალა ნამტირალები სახე. ხუთ წუთში სულ სხვა ადამიანს დავემსგავსე, დახვეწილი კაბით, მაკიაჟით და კაბის შესაფერისი ტუჩებით მზად ვიყავი სახლიდან გასასვლელად. გემრიელად მოვირგე ჩემი ერთადერთი ქუსლიანი ფეხსაცმელი, რომელიც ბანკეტის მერე არ მცმია და ქვემოთ ჩავედი.
ჯიშკარიანი მანქანაზე აყუდებული დამხვდა, დავითთან ერთად.
- რანაირია, რა ლამაზია, რამდენი ს**რი აეკიდება ამას, დაცვა უნდა ავუყვანო!
- მეც ეგ ვიფიქრე ზუსტად, ძმა.
გამეღიმა და პატარა სიცილიც გამომტყუა, არა ალექსანდრეს უცნაურმა კომპლიმენტმა, არამედ დავითის საფირმო სიტყვამ, ძმამ, რომელსაც სალომე უბადლოდ განასახიერებდა.
- ეგრე რა, ღიმილი რო გიხდება, ეგრე არაფერი.
ალექსანდრე მოვიდა და ხელი გადამყვია, ლოყაზე მაკოცა და მანქანის კარი გამიღო, ნამდვილი ჯენტლმენივით. ცოტა უცნაურად მეჩვენებოდა მისი ასეთი ქცევა, არ იყო ეს ბიჭი ესეთი თავაზიანი, არ ჯდებოდა მის ხასიათში. დავითი და ალექსანდრე მანქანაში ჩასხდნენ, იღიმოდნენ და იცინოდნენ, ძალიან ბედნიერები ჩანდნენ ორივენი. მხიარული მუსიკა ჰქონდათ ჩართული და ხანდახან აყვებოდნენ კიდეც. ისეთი გაშტერებული ვიყავი, ვაპირებდი ტელეფონი ამომეღო და ვიდეოს გადაღება დამეწყო.
- ქალბატონი სალომე სად ბრძანდება?
- იქ მოვა.
- დაურეკე გავუაროთ რა.
ალექსანდრეს თხოვნაზე შევიშმუშნე, სალომე შემითანხმდა, იქ შეგხვდებიო, რომ მეთქვა ტელეფონში ალექსანდრე, დავითი და მე ვართ, გამოგივლითთქო, ხომ ვიცი, უარს მეტყოდა.
- კაი გთხოვ, არ გამიტეხო რა.
დავითის საცოდავმა ხმამ მომთაფლა და დანებებით ავკრიფე სალომეს ნომერი.
- აუ რა ძმა ხარ!
დავითამ მართლა ძმასავით შემომცხო მხარზე ხელი და ტელეფონი კინაღამ გამაგდებინა, ამაზე ძალიან გამეცინა, თან სალომეს ველოდებოდი, როდის აიღებდა. ალექსანდრემ შუა გზაში მანქანა გააჩერა და მე მომაშტერდა.
- რას აკეთებ, ალექს?
- კიდე ქენი.
მე და დავითა გაშტერებული ვუყურებდით მძღოლს და გამაყრუებელი სიგნალები გვესმოდა მანქანის უკან.
- რაა?
- კიდე გაიცინე ეგრე?
- რააა?
ამაზე მეც გამეცინა და დავითსაც, ალექსანდრემ კმაყოფილმა დაძრა მანქანა და სვლა გააგრძელა. ისე დავიბენი, ვერც შევამჩნიე სალომეს გამაყრუებელი კივილი ტელეფონში.
- ნინა!!
- ჰოუუ, სად ხარ?
- მივედი თითქმის, შენ?
- მეც მოვალ მალე.
სალომეს ტელეფონი გავუთიშე და დამწუხრებული დავითი მიხვდა, რომ გავლას ვერ მოვახერხებდით.
მანქანით ნელ-ნელა მივუახლოვდით იმ ადგილს, სადაც წიგნის პრეზენტაცია ტარდებოდა. ალექსანდრეს და დავითს სახე მომენტალურად შეეცვალათ. შესასვლელში დავინახეთ ათობით ბიჭები და კაცები, პოეტები, მწერლები, სათვალეებში და შარფებში, დახეულ ჯინსებში, რომლებიც ერთი გოგონის გარშემო ტრიალებდნენ, ერთი სიგარეტზე უკიდებდა, მეორე ჯერ კიდევ ასანთს ეძებდა.
ამ გოგონას ფეხები კისრიდან ეწყებოდა, მოკლე შავ კაბაში და მბზინვარე, გაშლილ გიშერის თმაში შეიძლება ჩაფლულიყავი და უკან, რეალობამდე გზა ვერ გეპოვნა. ასეთი სილამაზე ძალიან იშვიათი იყო, ალბათ ყველაზე სექსუალური, რაც ამ გოგონას ჰქონდა, იყო თავდაჯერებულობა და მაცდური ღიმილი. როგორც მომავალი პიარ-მენეჯერი, სულ დადიოდა სხვადასხვა ივენთებზე, ღონისძიებებზე და ფესტივალებზე. იცნობდა ხალხს, აგროვებდა ნაცნობობას, იმის იმედით, რომ შემდეგში ისინი თავის პროფესიაში გამოადგებოდა. არავისთან დადიოდა, არავისთან იწვა, მაგრამ ყოველთვის ყველას ხიბლავდა თავის შეუდარებელი ეშხით. არ გეგონოთ რომ რამეს ვამეტებ მარტო იმიტომ, რომ ეს გოგონა სალომეა.
დავითს სახე სრულიად წაშლილი ჰქონდა. სუნთქვას უხშირა და ალექსანდრე ხან სალომეს გახედავდა, ხან მე, ხან დავითს.
- წყნარად და მშვიდად, ძალიან გთხოვთ!
- რა აცვია ეს? მაიკაა თუ კაბა და საერთოდ ეს ტიპები რას ეხვევიან ბუზებივით.
- დავით, დადუ, ძალიან გთხოვ, აქ არ ატეხოთ არაფერი.
დავითს ჩემი ხმა საერთოდ არ ესმოდა, ამიტომ ალექსანდრეს გავხედე მუდარის სახით. ალექსანდრემ კაპიშონი მოიხადა და დავითთან ერთად, სინქრონულად გადავიდა მანქანიდან. დავითმა, ჩემდა გასაკვირად, ძალიან წყნარად და მშვიდად, გამიღო კარი და ხელი მომკიდა, გადმომაცილა. ნელი ნაბიჯებით მივუახლოვდით სალომეს, როდესაც ჩემი ხელი დადუმ ალექსანდრეს მიაწოდა და თვითონ ჩემს მეგობარს მკაცრად, მაგრამ არა შესამჩნევად მოკიდა მაჯაში ხელი. სალომე გაკვირვებული შემობრუნდა და ღიმილიანი სახე სრულიად შეეცვალა, სახეზე გაწითლდა, გაშრა.
- რა ლამაზია ჩემი გოგო.
დავითმა სალომეს მაჯა ჰაერში ააწევინა და დააბზრიალა. სალომეს უნებურად გაეღიმა და ხან მე მიყურებდა, ხან დავითს. ღმერთო არ მჯერა, ცივილურად იქცევიან!
- იმედია გასაგებად ვთქვი რომ ეს გოგო ჩემია.
ნუ თითქმის, ცივილურები.
ალექსანდრემ ხელი მყარად ჩამავლო, ოთხივე ერთად ვაპირებდით წიგნის პრეზენტაციაზე შესვლას, სალომემ ამაყად თქვა, მოსაწვევებითაა შესვლაო, დავითს გაეცინა და ისე შევაბიჯეთ შენობაში, კაცი შვილს არ უკითხავს ვინები ვიყავით ან მოსაწვევი გვქონდა თუ არა. მთელი ნაღები საზოგადოება ჩვენ მოგვშტერებოდა, გოგოები ბიჭებს უყურებდნენ, ბიჭები ჩვენ.
- შარვალი სახლში დაგრჩა თუ უბრალოდ მაიკით ხარ მოსული?
- დადუ, თუ ძმა ხარ არ ააკივლო ეს ორი დუეტში.
მანამ სალომე გემრიელ პასუხს მოიფიქრებდა, ალექსანდრემ განმუხტა სიტუაცია. ძალიან მოსაწყენი ღონისძიება იყო, დავკაკუნობდი ამ უბედურ ქუსლებში აქეთ-იქით, ეს ალექსანდრე ხელზე მომეწეპა, დიდად ხმას არ ვიღებდი და შამპანურს ვწრუპავდი უაზროდ. აი სალომე და დავითს რაც შეეხება, კუთხეში იდგნენ, ჭიქებით ხელში და რაღაცაზე იცინოდნენ, რომ შეგეხედათ, შეგშურდებოდა - ბიჭი და გოგო, ორივენი კარგი შესახედავები, ისე საუბრობდნენ და იცინოდნენ, თითქოს მარტონი ყოფილიყვნენ ამ დიდ დარბაზში.
- რატომ არ იღებ ხმას?
ალექსანდრემ ყურში ჩამჩურჩულა და რაღაც უხერხულად ამოიხვნეშა.
- არ ვიცი.
- დაბნეული ხარ?
- ძალიან, თან მეშინია.
- რისი?
- შენი მეშინია, მგონია რომ გრძნობებზე რომ არ გიპასუხო, ნეკა თითს ვინღა ჩივის და თავს მომაჭრი.
ალექსანდრეს ნერვიულად გაეცინა და ხელი უფრო მაგრად მომიჭირა. ამაზე მერე დავილაპარაკოთო მითხრა და ჩემი ხელიდან გამორთმეული შამპანურის ჭიქა ჯერ დაცალა, შემდეგ იქვე მაგიდაზე დადო.
- წავიდეთ აქედან, მიტყდება ასეთ ხალხში ტრიალი. დამელოდე.
ხელი ორი წუთით გამიშვა და დავითისკენ წავიდა, წყვილს სიმყუდროვე დაურღვია და რაღაცას ელაპარაკებოდა.
- მოგეწონათ წიგნი?
ხმა იმდენად ახლოს იყო ჩემს ყურთან, რომ ცოტა არ იყოს, შევკრთი, მოვტრიალდი და ვიღაც კაცი შამპანურის ჭიქით ხელში, თვალებს მიფახუნებდა. ვაი ეს საცოდავი, ალექსანდრემ რომ დაინახოსთქო ვიფიქრე, თან რა დროს წიგნი იყო, ისეთი დაძაბული და დაბნეული ვიყავი, სრულიად გადამავიწყდა, რატომ მოვედი აქ.
- თუ ძმა ხარ...
მობეზრებულმა ვუთხარი და მეც ალექსანდრესკენ წავედი.
- ტუტუცი!
ხმამაღლა თქვა ამ კაცმა. მე არ შემიმჩნევია მისი კომენტარი და ამაყად მივკაკუნობდი ნაცნობი სახეებისკენ. ამასობაში გენიალურ სამეულს გადაუწყვეტია აქაურობის დატოვება და მანქანით გავისეირნოთო, მეხვეწებოდნენ. მეც დავთანხმდი და ოთხივენი გარეთ გავედით. მანქანამდე მანამ მივიდოდით, ვიფიქრე, სიგარეტის მოწევას მოვასწრებთქო, კოლოფიდან ერთი ღერი ამოვიღე და ავტომატურად მოვუკიდე.
დავითმა საცოდავი სახით გამომხედა და თავი გააქნია, თითქოს მანიშნა, ეგ არ უნდა გექნაო. ალექსანდრეს ისეთი უკმაყოფილო სახე ჰქონდა, ვიფიქრე ამ სიგარეტს შუბლზე მიმაწვავსთქო.
- გადავაგდო?
საწყალი სახით ვკითხე, არ მინდოდა მალბოროს შევლეოდი. არაო, თავი გააქნია და მანქანაში ჩავსხედით, ბიჭები წინ მოთავსდნენ, მე და სალომე უკან.
ბიჭებს უკვე მოფიქრებული ჰქონდათ სად წავიდოდით და კამათობდნენ, რა გზით წასულიყვნენ რომ საცობში არ მოყოლილიყვნენ. მე და სალომეს სახეზე გვეწერა ლაპარაკი როგორ გვინდოდა, მაგრამ ამათზე ამათ თვალწინ ხომ ვერ ვილაპარაკებდით?
სალომემ ტელეფონი აიღო და მესიჯის წერა დაიწყო, მივხვდი ჩანაფიქრს და მეც მოვიმარჯვე ტელეფონი.
„ყველაზე მეტად რითი შეიძლება გოგოს მოხიბლვაო, რომ ვერ გაიგო ვერავინ, მე მივხვდი დღეს. იუმორის გრძნობით! იმდენი მაცინა, ყველანაირი უარყოფითი გრძნობა გამიქრო!“
სალომეს მესიჯზე გამეღიმა და ცოტა არ იყოს შემშურდა, ასე თავისუფლად რომ გრძნობდა დავითთან თავს. მე ალექსანდრესთან მუდმივად დაძაბული ვიყავი.
„იუმორით არ გამოირჩევა ეს სვანი, უფრო მუქარებით და მხურვალე კოცნებით“
- რა?!
ხმამაღლა დაიძახა სალომემ და მე სირცხვილისგან ხელი სახეზე ავიფარე.
- უი ბოდიში...
უცებ წამოიძახა და ისევ ტელეფონში ჩაძვრა.
„რაა?!“
მესიჯი რომ დავინახე სიცილისგან ცუდად გავხდი, რაც წამოიყვირა ის მესიჯად გამოგზავნა, რა სულელია ღმერთო ეს გოგო.
- რაზე იცინით?
- რავიცი...
სალომემ გასცა სიცილ-სიცილით ალექსანრეს ჩემს მაგივრად პასუხი, მე ვცილობდი მოვსულიერებულიყავი. სარკეში სვანის მზერას გადავაწყდი, ძალიან სევდიანად მიყურებდა. მისი დაძაბული სახე და მომღიმარი ტუჩები არ ჩანდა, მხოლოდ წყლიანი თვალები, რომლებიც მე კი არ მიყურებდა, არამედ ჩემში იყურებოდა. ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს ჩემს სულში იყურებოდა და ჩემს აზრებს და გრძნობებს კითხულობდა.
- დავით, შენ და სალომეს შენს სახლთან დაგტოვებთ, შენ მანქანაში რომ გადაჯდეთ პრობლემა ხომ არ იქნება.
- არა ძმა, რა პრობლემაა, არა სალი?
- რა პრობლემაა, ძმა.
დავითი გააჯავრა სალომემ და მე ისევ ამიტყდა სიცილი, უკე მუცელი მტკიოდა.
- რა ზუსტად გამოგდის ეე!
ალექსანდრესაც გაეცინა, მოკლედ ყველას გვეცინებოდა დავითის გარდა, რომელიც უკმაყოფილო სახით იყურებოდა ჰორიზონტისკენ.
დავითი და სალომე მანქანასთან ჩამოვსვით, ალექსანდრე უცებ მოწყდა ადგილს.
- სად მივდივართ?
- ჩემთან სახლში.
ძალიან დავიძაბე. სავარძელში შევიყუჟე და თავი შუშისკენ გავატრიალე, მისი მზერა რომ არ დამენახა, არ შემშინებოდა და უკან არ დამეხია.
- არ მინდა...
- უნდა დაგელაპარაკო, ნინა.
- სხვაგან ვილაპარაკოთ, გთხოვ. არ მინდა შენთან სახლში.
- რატო? რისი გეშინია.
- მეშინია იგივე არ მოხდეს, რაც ჩემთან სახლში მოხდა. შენთან მარტო რომ ვარ იმდენად ვიბნევი და ვპატარავდები, წინააღმდეგობას ვერც ფიზიკურს გიწევ, ვერც სიტყვიერს. მაშინებ, ალექსანდრე, მაგიჟებ და თან მაშინებ.
- გაგიჟება ჩემი ნახე შენ, ამის.. საქმეს ვერ ვაკეთებ და ვერაფერს ვაგვარებ შენზე ფიქრში...
არაფრად აგდო ჩემი სიტყვები და მაინც ჯიუტად დააყენა ჭიშკრის წინ მანქანა. ბარაკებში თუ ცხოვრობა, არ წარმომედგინა, სულ ისე ეცვა, დახვეწილად და ისეთი მანქანით დადიოდა... მეთქი რამე პენტჰაუსი ექნებათქო.
სახლში თითქმის მიწოლით შემიყვანა. ძალიან კოხტა და მინიმალისტური სახლი ჰქონდა. ავეჯი შავ-თეთრი იყო, აქა-იქ სურათები ეკიდა, ნახატები, რაღაც უცნაური, აბსტრაქტული ფორმების.
თვითონ ოთახიდან გავიდა და მეც კუდში დავყვებოდი, ხან აქეთ, ხან იქით.
საწოლ ოთახში რომ შევიდა, კარებში გავჩერდი, ხელი მომკიდა და საწოლზე დამსვა. თვითონ საწოლზე დაგდო და ბიში მოითავსა გემრიელად თავქვეშ.
- ეხლა მომისმინე და არ შემაწყვეტინო. ვიცი, რომ არ მიცნობ ამიტომ ზედმეტი მიკიბ-მოკიბვის გარეშე გეტყვი, ვარ ამ ქალაქში ტიპი, რომელთანაც მოდიან ,როცა პრობლემები აქვთ, ვარ სამართლიანი და გავლენიანი, მყავს ნაცნობები და მეგობრები ყველგან. მამაჩემი მოკლეს, კრიმინალური ცხოვრებით ცხოვრობდა და არ გაახარეს, 6 წლის წინ დედა გარდამეცვალა. 4 წლის წინ კაცი მოვკალი მოსკოვში და სამშობლოში დავბრუნდი. აქაც ბევრი საქმე მაქვს მოსაგვარებელი და მოსაწესრიგებელი. ყველაზე ნაკლებად სიყვარული მაინტერესებს, სულ ფეხებზე მეკიდა სიყყვარული და მერე უცებ შენ. და უცებ თავბრუ დამეხვა. ყველას ვკითხე, ყველგან ვიკითხე იცნობთ თუ არათქო, ბიჭები შენს უბანში ამბობდნენ, ბავშვობაში ფეხბურთს ვთამაშობდით ერთადო, მაგრამ მერე სწავლაში ჩაძვრა და აღარ ჩამოდიოდა უბანშიო, შეყვარებული მხოლოდ ერთი - ორჯერ ყავდაო, ისიც იმიტომ რომ არ ასვენებდნენო, იმის სახელიც გავიგე, პირველად ვინც გაკოცა და მინდოდა მომეკლა, ისე ვიეჭვიანე, ისე შემშურდა. შენი პირადი ცხოვრება არავინ იცის, არც გოგომ, არც ბიჭმა, არ ვიცი, გყვარებია თუ არა, გული უტკენიათ თ არა, ბევრს ეცოდებოდი იმიტომ რომ...
- დედაჩემის გამო
- ჰო, მაგრამ განსხვავება ის იყო, რომ ვერავინ ამბობდა, საცოდავიაო, ყველა იძახდა უძლიერესი გოგოა და მამას სამაგალითოდ უვლისო. მე ხომ ვიცი მაგ სიძლიერის უკან რა იმალება. მე ვერ ვუძლებ ამდენ ტკივილს და შენ ეს პატარა გოგო, მომხიბლე შენი ძალით და ხასიათით, კვიმატი ენით, ლამაზი სახით და შეუდარებელი სიცილით, აი რომ ვუსმენ შენს სიცილს სიცოცხლე მიხანგრძლივდება. არ ვიცი, როგორ აგიხსნა. მე რომ გოგო ვიყო, არც მე მომეწონებოდა ჩემნაირი ტიპი. პატარა არ ვტრაბახობ, რომ გეუბნები, რომ სვანი კაცს რომ შეუყვარდები, არასდროს დაგანებებს თავს. იმის და მიუხედავად, რომ მიყვარხარ სიგიჟემდე და არავისთვის მემეტები, ხანდახან ჩემი თავისთვისაც არ მემეტები... თუ შენ გეზიზღები და.. თუ გაშინებ და პრობლემას გიქმნის ჩემი სიყვარული... მაშინ აღარ...
ძალიან უჭირდა რაღაც სიტყვის თქმა, დაიძაბა და ყელიდან ვერ ამოუშვა სათქმელი. თვალები ჩაუწითლდა. ჩაახველა, ყელზე ხელი მოიკიდა და გაეღიმა.
- თუ ბედნიერებაში ხელს გიშლი... აღარ შეგაწუხებ... გაგიშვებ.
ყელში ორივეს აშკარად ბურთი გვქონდა გაჩხერილი. არ მეგონა, ჩემზე ამდენი რამ თუ იცოდა. მე კი არ ვიცოდი, ობოლი თუ იყო... 27 წლისას არც დედა ჰყავდა, არც მამა. ალბათ ძალიან უჭირდა... პირველად დავინახე მასში ადამიანი.
- არ იტირო იცოდე.
მკაცრად გამაფრთხილა.
- ხო ხედავ არაფერს არ გიშავებ.
- არა..ეგ რა შუაშია.
- აბა? რისი გეშინია?
- ვინ გითხრა რომ რამის მეშინია?
ალექსანდრემ თავი უცებ წამოწია.
- უბრალოდ გული ამიჩუყდა, ძალიან საყვარელი ხარ,
- საყვარელი რა სათქმელია კაცზე?!
ისევ გაიმკაცრა ხმა, გამეღიმა და თავში თითქოს ყველაფერი დალაგდა. ვიცანი მასში ნამდვილი ალექსანდრე და მისი მეორე მე, მისი რკინის, უემოციო და უგრძნობი მხარე, რითიც იზრდებოდა და რის გარეშეც ალბათ ცხოვრება არ შეეძლო. კაკალივით იყო, გარედან მაგარი, შეუდრეკელი და შიგნით რბილი და გემრიელი.
ორივე ხელი კისერზე შემოვხვიე და საწოლზე მწოლიარეს ჩავეხუტე. ყური გულის ფიცარზე დავადე და გულის ცემას ვუსმენდი. ის თავზე მეფერებოდა, ცდილობდა წყნარად ყოფილიყო, მაგრამ მისი გული მუშტებს ურტყავდა შიგნიდან. ოდნავ წამოვწიე თავი, ხელი გულზე დავადე და კისერში ნაზად ვაკოცე.
ეს სრულებით საკმარისი იყო იმისთვის რომ შლეგიანივით წამომხტარიყო და მის ქვეშ მოვექციე. ტუჩებს მთელ ტანზე დააცოცებდა, ხან კისერს ეცემოდა ხან მხრებს, ხანაც კი ვნებიანად ამოიხვნეშებდა, არც ჰაერი გვყოფნიდა და არც დრო, მინდოდა უფრო ახლოს მოსულიყო და უფრო მაგრად ეკოცნა. კაბა ერთი ხელის მოსმით გამხადა და ძირს მოისროლა. ლიფი როოგრც კი გამაძრო, მაშინვე ხელები გამექცა, ასაფარებლად.
უცებ გაჩერდა, თვალებში შემომხედა, მაჯებში ნაზად მომკიდა ხელი და სულ კოცნით გამახსნევინა ხელები. მე მის შავ მაიკას ჩავეჭიდე და თავზე გადავაძრე. პირი დავაღე. მთელი ტანი ტატუებში ჰქონდა ჩაფლული. ხელი ნაზად გადავავლე მის გულ-მკერდს, მუცელს და შარვლის დასაწყისთან გავჩერდი.
- მიყვარხარ
სრულიად უნებურად წამომცდა ეს სიტყვა, ვნებით და სიყვარულით დავბრუდახვეულს. ალექსანდრემ ორივე ხელი საწოლზე მიმიჯაჭვა და ყურში ნაზად ჩამჩურჩულა.
- შენ ხარ ჩემი და ყოველთვის იქნები ჩემი. თავიდან ბოლომდე.



№1 სტუმარი Ketis

Kargiaaaaa aubralod coda didi tavebi dade grxov ikneb sagamos dado axali tavi

 


№2  offline აქტიური მკითხველი უცნობი ქ

ოჰ ეს რკინა-ბეტონი თურმე როგორი მგრძნობიარე ყოფილა... ძალიან საინყერესო იყო ალექსანდრეს სხვა მრიდან გაცნობა და ძალიან ძალიან მაინტერესებს მათი სიყვარულის გაგრძელება...

 


№3 სტუმარი Guest Eka

Vaaaih ♥♥♥ male dade ra shemdegiii gtxov ♥♥♥

 


№4 სტუმარი Ttttttt

ra amagelvebeli iyooo

 


№5 სტუმარი lanu

Saocreba iyo.momewona ro aleksi cota sxva mxridanac gamoachine.vgijdebi am istoriaze shenze xo meketeba :) ici dzn mainteresevs " banditi da me " istoriis dasasruli.momwons sheni istoriebi dzlian.sheni xelwera etyoba.imedia es istoria kargad damtavdeba didi momxre var amis da umagresad gamixardeboda :) mokled sheudarebeli xar gadamrie da gamagije :) didi imedi makvs rac zevit vaxsene istoria imis dasasruls dadeb martla dzn mainteresebs misi bolo :) da veli am istoriis gagrdzekebas sulmoutkmenlad

 


№6 სტუმარი Guest კოკი

უფფ რაიიყოო ეს ახლა სად გაწყვიტეეე ... ინტრიგანოო

 


№7 სტუმარი Guest welldone

imedia shemdeg tavshi axali epizodi ar daiwyeba da am mshvenier cecxlovan moments ar gadaabalaxebda rogorc gekadreba da sachiroa ise agwe yovel moments 3:) vgijdebi me am cecxl bichze da shemdeg tavshi bolo epizodis gagrdzelebas velodebii. marto gogoebis wawkani da bichebis dastoini qcevebi ar gvakmayopilebs. Good Luck:)

 


№8  offline აქტიური მკითხველი select

აუუ სად გაწყვიტეე
რა საყვარელიაა ეს ოთხიი რაა უუჰ გავერთე მაგრად და ვიხალისეე
კარგები არიან ძაან დათოს ძმმაზე შევწუხდიი რა საყვარელი წყვილია დათო და სალოო
იმეედი მაქ ისტორიას კარგად დაამთავრებ რადგან ჰეფი ენდების მოყვარული გოგო ვარ
გელი და წარმატებებიი

 


№9  offline წევრი OnlyGirl

ძალიან მომწონს და არ მემეტება მალე დასამთავრებლად <3

 


№10 სტუმარი dea

Dzalian momewona magram ratomgac salomes da davitis wyvili ufro momwons . Gamaxareb tu matzec bevrs dawer

 


№11  offline წევრი nestanuka13

ცუდად არ დაასრულო ოღონდ რა

 


№12  offline წევრი Timea25

მე 90 იანელი ვარ და უქმრავი ალექსანდრესნაირ ტიპებს ვიცნობდი))))
ისტორია მომწონს ძალიან.

 


№13  offline წევრი mimimimo

ყველა ახლა წავიკითხე.
მომეწონა.

 


№14  offline წევრი Ana Imnadze

საშინლად მომწონს ^^

 


№15  offline წევრი ვალენტინა

ვაიმე ძალიაანმომწოონს აიძალიან ^ ყველაზე მაგარი გოგოხარ შენ ♥

 


№16  offline მოდერი წითური გოგონა

ეს რა პონტია იცი,
ვერ გეტყვი ასეთს რატომ წერ-მეთქი?
ასეთს-"კაი ტიპურს"
მაგრამ
გიზის შენ ეს, შენია რა...
სხვას ვერ დაწერ,
ისე
რაღაც მხრივ გამოგდის.
ჩვენში დარჩეს და
კაი ტიპურს არც მოუხდება გრამატიკულად გამართული წინადადებები...
ასე რომ.
--------------------
მწვანე ლიმონი

 


№17  offline წევრი nini :)

kargi aris gaagrdzele, magram ar daashoro es ori wyvili ertmanets.... miyvars aleqsandre miuxedavad misi warsulis.....

 


№18 სტუმარი Ketis

Ar apireb dges dadebas??

 


№19 სტუმარი ნია

აუ დღეს არ დადებ?

 


№20  offline წევრი marikuna_

ძაან ძაან მაგარია ♥ უმაგრესია ♥♥ დღეს უეჭველი დადე თორე მოვკვდებიიიიიიიი ♥♥♥
--------------------
m.bagiauri

 


№21  offline წევრი lopsani

დღეს დადებ? <3 <3 <3

 


№22 სტუმარი Guest nasia

Vaimeee dges ro ar dado gavrekav ise velodebi :D dzaan gtxov ar daagviano da ufro diiiiiideebi raa, dzalian magaria motxrobac da shenc ♡♡♡

 


№23  offline წევრი Beatrixkiddo

lopsani
დღეს დადებ? <3 <3 <3

Ki dges vapireb dadebas! Mixaria rom kitxulob

 


№24 სტუმარი ნია

აუ მალე დადეგ

აუ მალე დადე რა თორემ მოვკვდი !! მოყთმენლად ველი:-) აუ მალე დადე რა გთხოვ :*

 


№25 სტუმარი Dea

Ar deb dgeees?

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent