წარსულის ლანდები თავი2
დილით ყველაფერი სხვანაირად იწყება, ამ სამი წლის განმავლობაში ის გამოიმუშავა რომ არ უნდა დანებდეს, ის სხვა მიტოვებულ და დამცირებულ ქალებს ჭირდება და თავისი გასაჭირი ხანდახან მოსატანიც არ არის იმ პრობლემებთან რასაც ყოველ დღიურად ეჯახება. ორი წლის უკან შექმნა ორ მეგობართან ერთად არასამთავრებო ორგანიზაცია რომელიც ეხმარება მსხვერპლ ქალებს, რათა მოახდინონ ინტეგრირება საზოგადოებაში. მათ ძალიან ბევრი რამე აქვთ თავიდან დასაწყები, მთელი ცხოვრება დამახინჯებული. დილის 7 საათზე იწყება მისი დღე, განსაკუთრებით დღეს ორშაბათია, კვირის დასაწყისი კი ყოველთვის მძიმეა, გადახედა ელენეს რომელსაც ტკბილად ეძინა ადგა და შეუდგა საუზმის მომზადებას, თანაც ყველაფერს მაქსიმალურად მშვიდად და უხმაუროდ აკეთებდა რომ არ გაეღვიძებინა. სახლი სადაც ალექსანდრა ცხოვრობდა ძალიან მშვიდი და კომპაკტური იყო, სულ რაღაც ექვსი თვის წინ გადმოვიდნენ აქ, თავიდან ლალიმ კი გააპროტესტა ერთადერთი ქალიშვილის მარტო ცხოვრების გადაწყვეტილება, მაგრამ ალექსანდრა მტკიცედ დადგა, თანაც გვერდით მამამისი დაუდგა როგორც ყოველთვის მის საამაყო გოგონას როგორც ამბობდა ხოლმე მერაბი ასე რომ ლალიმ ვერაფერი გააწყო და მის ახლოს უყიდა ერთ ოთახიანი ბინა და შეუდგა მის გარემონტებას და მოწყობას. მართლაც საბოლოოდ ძალიან ლამაზი გამოვიდა, მშვიდი, ღია ფერებში გადაწყვეტილი, არაფერი ზედმეტი მხოლოდ ოჯახის წევრების სურათებით გაფორმებული ლამაზი მყუდორ სახლი, ალექსანდრას ძალიან მოსწონდა მის სახლში განმარტოვება. აბაზანაში შევიდა წყალი გადაივლო და შენმდეგ ელენე როგორც ყოველთვის ნაზი კოცნით გააღვიძა დე ადექი დროა, სკოლაში დაგაგვიანდება. ელენემ როგორც ყოველთვის გააპროტესტა დილით ადგომა, მაგრამ სხვა რა გზა ჰქონდა, ადგა ხელები დაიბანა და დედის გამზადებულ საუზმეს მიუჯდა. ცოტა იჩქარე საყვარელო არ დაგვაგვიანდეს, ისევ ისე მშვიდად გააგრძელა ელენემ. დე იცი დღეს ცეკვის მასწავლებელი გიბარებს. რატომ მოხდა რამე, გაოცებული კითხა ელენემ. არა არაფერი მემგონი რაგაც კრებაა, საყვარლად მოიბუზა ელენე. კარგი ჩემო ტკბილოო ხუთ საათზე ხო? კი ხუთზე იქ უნდა იყო. კარგი მოვალ ელე ეხლა კი ადექი წავედით დაგვაგვიანდება. ბავშვი სკოლაში დატოვა შემდეგ კი გაურა მის ერთ გიჟ დაქალს, რომელიც მასთან ერთად მუშაობდა. თიკო მილიონჯერ დაგირეკე უკვე გძინავს ხო კიდევ? აუუუ ალექსანდრა რა იცი რა დილის ცხრა საათზე რომ არ დავიწყოთ მუშაობა, ჩვენ ხომ უფროსები ვართ თუ გვინდა საერთოდ არ მივალთ, რატომ გვყავს ამდენი თანამშრომლები მაშინ, ბუზღუნებდა თიკო რომელიც ესე საერთოდ არ ფიქრობდა უბრალოდ დილით ადრე ადგომას აპროტესტებდა ყოველ დილით ერთი და იგივეს როგორ უნდა გაყვიროდე, დასცინოდა ალექსანდრა. მიდი რა ამოდი ყავა დავლიოთ და წავიდეთ ნახევარ საათში ალექსანდრამ იცოდა რომ თუ არ დათანხმდებოდა მანქანაში კარგა ხანს მოუწევდა ლოდინი, ხო კარგი კარგი ოგონდ მალე. მართლაც ნახევარ საათში ოფისში იყვნენ, ორშაბათი დღე ნამდვილად მძიმეა თან უამრავ საქმეს მოეყარა თავი, ლანა არ მოსულა? იკითხა ელენემ კი მის კაბინეტშია და საშინელ ხასიათზე უთხრა ერთ ერთმა თანამშრომელმა ხმადაბლა თითქოს არ უნდოდა სხვას რამე გაეგო. რატომ მოხდა რამე ლაპარაკში თიკო ჩაერთო ლაპარაკში. არ ვიცი ვერაფერს გეტყვით უბრალოდ დილიდან ვიღაცას ეჩხუბება ტელეფონზე. რა ხდება ლანა? გოგოებმა გაოცებული შეაღეს კაბინეტის კარები. რა ხდება კი არა თავზე გვენგრევა ქვეყანა მემგონი, არ ცხრებოდა ლანა. იტყვი ბოლო ბოლო? თიკო ნახევრად მძინარე ეკითხებოდა როგორ არ ვიტყვი აი ის გოგო ხომ გახსოვთ ქმარი რომ სცემდა შვიდი თვის ორსული რომ მოვიდა ჩვენთან, შემდეგ ბავშვიც გააჩინა და ეხლა ხანს ვეძებდი რომ რამე სამსახური მეშოვნა მისთვის. კი თეონა ნადირაძე როგორ არ მახსოვს ჩაერთო ალექსანდრა საუბარში ხოდა დღეს დილით დავურეკე სამსახურის თაობაზე დამითხრა რომ ქმარს შეურიგდა და არ აპირებს მუშაობის დაწყებას, გავგიჯდი იმ მოძალადეს როგორ დაუბრუნდა გამაოცა ამხალხმა. კარგი რა ამის გამო ნერვიულობ, თიკომ სიცილით გახედა თვითონ თუ არ აქვს ჭკუა თავში შენ რას დაეძებ. რა რას დავეძებ გოგო ის კაცი ფსიქოფატია, როგორ ექცეოდა დაგავიწყდა? კარგი ლანა ჩვენ ვერაფერს გავაწყობთ ეს მისი ცხოვრებაა და როგორც უნდა ისე მოიქცევა ჩვენ მხოლოდ ის შეგვიძლია გვერდით დავუდგეთ თუ დაჭირდება ჩვენი დახმარება. ხო რავი ალექსანდრა ძალიან ნერვები მომეშალა დღეს, მაგრამ მართალი ხარ. ხო შენ რა შვები დღეს ხო მიდიხარ ფსიქოლოგთან კონსულტაციაზე? კი მივდივარ, იქ რომ არ მივიდე ხომ იცი ცოცხალი ვერ გადავრცჩები, მარის პირობა მივეცი რომ ათ სეანს მაინც გავივლიდი. კი ვეუბნები არ მჭირდება მეთქი მაგრამ არ ჯერა. კარგი რა ალექს მაგის ჩვენც არ გვჯერა ისევ გადაიკისკისა თიკომ აბა რისი გჯერა ჩემო საოცრებავ?არ დააკლო ალექსანდრამ მე იცი როდის დავიჯერებ რომ შენ არ გჭირდება ფსიქოლოგი როცა ერთ მაგარ მაჩოს აღმოვაჩენ შენთან ერთად. მოკლედ რა შენი გამოსწორება არ იქნება სულ კაცებზე როგორ უნდა ლაპარაკობდე გოგო, დასცინოდა ალექსანდრა აბა რაზე ვილაპარაკო ვირებზე? ისე მართალი ხარ კაცი და ვირი ერთი და იგივეა საუბრაში ლანაც აყვა. კი ერთი და იგივეა უბრალოდ ვირი არ გაწუხებს და კაცი შემაწუხებელია, ალექსანდრამ გაამძაფრა სიტუაცია უფრო კი უნდოდათ თიკო გამოეყვანათ მწყობრიდან. კარგი გოგოებო მოვრჩეთ ეხლა ბევრი საქმე გვაქვს თანაც ხუთზე ელენესთან მივდივარ ცეკვაში რაგაც კრებაა მანამდე უნდა მოვასწრო ყველეფრის მოგვარება. დღემ ჩვეულ რიტმში ჩაიარა, რამოდენიმე შეხვედრა ქონდათ განსაკუთრებული არაფერი, ამასობაში ალექსანდრამ ელენეს სკოლაში გაუარა და ერთად წავიდნენ კრებაზეც, იქაც დიდი არაფერი, ახალ ფორმებზე და გრაფიკზე საუბრით შემოიფარგლა მასწავლებელი. ამ დროს ალექსანდრას ტელეფონის ხმა გაისმა რომელიც თითქმის არ ჩერდება ხოლმე მთელი დღის განმავლობაში. ხო თიკ აუ ალექს მიდი რა ჩაიცვი წამო სადმე ყავა დავლიოთ, მეზარება სახლში მარტო ვარ აუ თიკო არ მინდა გარეთ გასვლა დღეს, რა ვერ დაიღალე? გოგო რომ დავიღალე იმიტომ გეუბნები წამო თან დიტო არ არის ქალაქში და ცოტა გავერთობით. შანსი არაა მეზარება, ჩემთან წავიდეთ ლანასაც დავურეკავ და მეგობრული საღამო გავმართოთ, თან დღეს ძიძა არ მყავს მთხოვა ერთი დღით განთავისუფლება. აუ მაგ ქალმა ხო შეგიკლა ხელში საერთოდ როდის ცალია აბუზღუნდა თიკო კარგი ეხლა ნუ ბუზღუნებ გამო ჩემთან. ხო კარგი ლანას გამოუვლი და გამოვალთ, სხვა შენი სადაქალო ეხლა არ დაპატიჟო არ მაქვს მაგათი თავი. კარგი ჩემო ეგოისტო ჩაიცინა ალექსანდრამ გამო გელოდებით მეც მივალ თხუთმეტ წუთში. კარგი ბო. თიკომ ტელეფონში დაიწვრილა ხმა და გაუთიშა. საღამომ ჩვეულებრივად ჩაიარა, გამოურიეს სამსახურის ამბები. ხან რას შეეხეს ხან რას. თიკო ძირითადად მამაკაცების დახასიათებით იყო დაკავებული, ლანას ქმარი ყავს და ორი შვილი და ბედნიერი ოჯახი აქვს. ის და ალექსანდრა სკოლიდან ერთად მოდიან, და საუკეთესო დაქალები არიან როგორც ჩვენში იტყვიან ხოლმე. ღამის თორმეტ საათზე გოგოებიც დაიღალნენ ჭორაობით, თანაც თიკოს დიტომ დაურეკა ჩამოსულა და მასთან შესახვედრად წავიდა, ლანასაც ქმარი ელოდა და გოგოებმაც გადაწყვიტეს დაშლილიყვნენ. ისევ ღამე ისევ ტკივილი, ისევ ის უფერული ღამეები რომელიც ერთიანად ტეხავდა და ანადგურებდა, ისევ ის მონატრება რომელიც არა და არ ქრებოდა ამ სამი წლის განმავლობაში. და იცი სიყვარული როდისაა მართლაც ნამდვილი როცა არ უნდა გიყვარდეს და შენ მაინც გიყვარს, გულში იმეორებდა ამ სიტყვეს ალექსანდრა და თავის წარსულს უბრუნდებოდა. Flashback ალექსანდრააა ალექსანდრაა ბოლო ხმაზე უძახდა ეზოში ბიჭებთან ერთად ფეხბურთის თამაშით გართულ გოგოს ციცო ბებია ხო ბებო ბებო ამოდი გვიანია ხვალ სკოლაში ხარ წასასვლელი აუ ბებო მალე ამოვალ რა არა ეხლა ამოდი საკმაოდ კატეგორიული იყო ციცო ოოო კარგი, გაბრაზდა ალექსანდრა, და ცრემლნარევი ხმით დაემშვიდობა ბავშვებს, შაკო ითამაშეთ და ბურთი მერე კარებთან დატოვე კარგი, მიაძახა მის მეგობარს კარგი ალექს რა იყო ციცო რა მართლა, ის არ გეყო რომ ახალ სკოლაში გადაწყვიტე რატომღაც ჩემი გადაყვანა და ეხლა თამაშის უფლებასაც აღარ მაძლევ. გადამრევ მე შენ ალექსანდრა შენ ისევ პატარა გოგო გგონია თავი რადა თორმეტი წლის ხარ უკვე, აღარ შეგეფერა შენ ესეთი ხტუნვა, თანაც გაცილებით დიდ გოგოს გავხარ შენ შემოგევლოს შენი ბებო ჩემო ანგელოზო. კარგი რა, მე ვიცი ასე რატომ მექცევი ობოლი რომ ვარ და მშობლები რომ არ არიან აქეთ, არც დედა არც მამა და მიჩაგრავთ, ხელოვნური ცრემლები გადმოაფრქვია ალექსანდრამ, ესე სულაც არ ფიქრობდა უბრალოდ ბებიის გაბრაზება უნდოდა იმის გამო რომ ფეხბურთს მოსწყვიტა. შენ შემოგევლოს შენი ბებია ეს რა მესმის, ბებო რას ქვია ობოლი ხარ ანგელოზივით მშობლები გყავს უბრალოდ ეხლა არიან საზღვარგარეთ და შენი თავი მე ჩამაბარეს ბებო, შენ რომ რამე მოგივიდეს ჩემო თვალის ჩინო ეს მეორედ აღარ თქვა. უბრალოდ ეს სკოლა კარგია ყველა აქებს, თანაც შენი დეიდაშვილებიც აქ სწავლობენ, ახლოს მეყოლები ბებიკო. ჯემალი გესმის რას იძახის შენი შვილიშვილი, მჩაგრავთო ამას როგორ მეუბნება არ ცხრებოდა ციცო ალექსანდრას უკვე მეორე ოთახიდან ყრუდ ესმოდა თუ როგორ აბეზღებდა ციცო ჯემალისთან მას, მაგრამ ბაბუა ხომ ყოველთვის შვილიშვილის მხარეს იყო. დილაც გათენდა ახალი სკოლა, ახალი მეგობრები ახალი კლასი, საკუთარი თავის დამკვიდრება, პირველი დღე ყველა როგორც სამუზეომო ექსპონანტს ისე რომ გიყურებს და აინტერესებს ვინ ხარ ან საიდან გაჩნდი. ალექსანდრა მობუზული დადიოდა სკოლის დერეფანში, შენ ალექსანდრა ხომ? მასთან საშუალო სიმაღლის სანდომიანი ღიმილით ქალი მივიდა დიახ ალექსანდრა ალექსანდრა მე ნინო ვარ შენი ახალი დამრიგებელი, მე მათემატიკის მასწავლებელი ვიქნები პარალელურად შენი, მოდი ჩემო საყვარელო შენი კლასელები გავიცნოთ კარგი. კარგი, გაუღიმა ალექსანდრამ და მშვიდი ნაბიჯებით გაყვა ნინო მასწავლებელს გამარჯობათ ბავშვებო ეს თქვენი ახალი კლასელი ალექსანდრაა, დიდი იმედი მაქვს დამეგობრდებით 30 სახე მხოლოდ ალექსანდრას უყურებდა ცოტა დაკომპლექსდა, მაგრამ ბავშვები ყოველთვის მარტივად შედიან ხოლმე ურთიერთობაში არც ეს შემთხვევა ყოფილა გამონაკლისი. გამარჯობა ალექსანდრა მე ლანა ვარ, შენი კლასელი, რა საყვარელი კაბა გაცვია, ძალიან მომწონხარ მე ვფიქრობ დავმეგობრდებით. მადლობა, კი რატომაც არა გაუღიმა ალექსმა აქ სად ცხოვრობ. ? დაინტერესდა ლანა აქ ფიროსმანზე შენ? პასუხი დაუბრუნა ალექსმაც უტაქტოდ რომ არ გამოსვლოდა ვაუ რა მაგარია მეეც ფიროსმანზე ვცხოვრობ აქამდე რატომ არ შევხვდერილვართ სათამაშოთ არ ჩამოდიხარ ხოლმე ეზოში. იცი მე აქ სულ რაღაც ერთი კვირაა გადმოვედი მანამდე სხვაგან ვცხოვრობდით, დედა და მამა ამერიკაში წავიდნენ და მე მომიწია ბებიასთან და ბაბუასთან ვიცხოვრო ძალიან კარგი ანუ სახლშიც ერთად ვივლით. გაუხარდა ლანას. კარგია, დაეთანხმა ალექსანდრაც რომელსაც ცოტა თავიც კი მოაბეზრა ლანამ ამდენი ბედნიერების გამოსხივებით. დღე დღეს მიყვებოდა, ალექსაც ნელ ნელა შეეჩვია სკოლას, მართლაც ის და ლანა ერთად მიდიოდნენ ხოლმე სახლში თანაც მხიარული თანამგზავრი ჰყავდა, მართალია მასაც არ აკლდა მხიარულება მაგრამ მაინც ცოტათი შებოჭილი იყო და ბუნებრივიცაა. ორი თვის გასვლის შემდეგ უკვე ალექსანდრა მთელმა სკოლამ გაიცნო, ყველა იცნობდა რომ ამ სკოლაში მეექვსე კლასში სწავლობდა ძალიან ლამაზი გოგო სახელად ალექსანდრა, მაღალი შავი თვალებითა და გრძელი წელამდე დაშვებული შავი თმებით. ალექსანდრას სკოლაში გადმოსვლა არ გამორჩენია მერვე კლესელ გიორგის რომელიც სკოლაში ეგრეთ წოდებული მოდური ბიჭი იყო, რადგან ყოველთვის კარგად სწავლობდა, ფიზიკურად ვერაფერს დაუწუნებდი და თანაც მაგარი ოჯახიც ქონდა ასე იცოდნენ ხოლმე ბიჭის აღწერა ბავშვებმა . ვაუ გამარჯობა შენ ალექსანდრა ხო? ერთ დღესაც შენიშნა ეზოში ხის მორზე ჩამომჯდარი გოგონა რომელიც წიგნში რაღაცას ჩაკირკიტებდა ალექსანდრამ ამოიხედა და შეეჩეხა ლამაზი აღნაგობის ცისფერ თვალება ბიჭს. დიახ მე ალექსანდრა რითი შემიძლია დაგეხმაროთ? მე გიორგი ვარ თქვენი სკოლელი. გიორგიმ გაუცინა და ხელი გამოუწოდა ჩამოსართმევად. სასიამოვნოა ზრდილობის გულისათვის გაუღიმა ალექსანდრამ და ხელი ჩამოართვა იცი შენზე ბევრი რამ მსმენი, საკმაოდ მალე შეგიყვარეს ბავშვებმა მართლა? არ ვიცოდი მადლობა, ისევ გაუღიმა გოგომ. მოკლედ ვიცნობდეთ ერთმანეთს თუ რამე დაგჭირდეს არ მოგერიდოს კარგი? მედიდურად დაუდგა ბიჭი. დამერწმუნე არ დამჭირდება, განსაკუთრებით თქვენგან, უკვე ძალიან მომაბეზრებელი გახდა მისთვის გიორგი რომელიც აშკარად თავს იწონებდა მისი ფიზიკურობით, კიდევ რაღაცის თქმა უნდოდა მაგრამ ფანჯრიდან ვიღაც გოგომ გადმოსძახა აუ გიო ამო რა მალე გელოდები. კარგი თაკო მოვდივარ. მოკლედ დროებით ა ლ ე ქ ს ა ნ რ ა ა ა დამარცვლით უთხრა მისი სახელი ბიჭმა და წავიდა უტიფარი, ჩუმათ ჩაილაპარაკა ალექსანდრამ და კითხვა გააგრძელა. ამ ფიქრებში იყო ალექსანდრა როცა ტელეფონის ზარმა გამოაფხიზლა, ალექს ვიღაც ბოლო ხმაზე გაჰყვირობა ტელეფონში დიახ გისმენთ ვინ ბრძანდებით? ღმერთო ჩემო ესეა მეგობარს რომ ვეღარ იცნობ შეეეენ არ მჯერა დაჩი შენ ხარ? ჩამოხვედი? ყოველთვის ესეა წარსული აუცილებლად უკან ბრუნდება ან თავის ნაკვალევს ტოვებს ეს გარდაუვალია, ჩაილაპარაკა ალექსანდრამ და ღიმილით დახედა მის ტელეფონს რომელიც აუწყებდა მისი წარსულის კიდევ ერთ ნათელ წერტილს. P.S. უბრალოდ მინდა გითხრათ რომ ეს ჩემი დებიუტია. ხშირ შემთხვევაშიც რასაც ვწერდი ან ვყრიდი ან არასოდოს მიმყავდა ბოლომდე, მაგრამ ეხლა რატომღაც გადავწყვიტე გამოქვეყნება, გთხოვთ ძალიანაც ნუ განსმჯით, მაგ\რამ ძალიან გამეხარდება თუ გარკვეულ შენიშვნებს დამიტოვებთ კომენტარებში. მე კი მაკსიმალურად შევეცდები შემოგთავაზოთ დიდი თავები, და რაც მთავარია არ იყოს ძალიან ბანალური ისტორია. მადლობა წინასწარ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.