შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

არქანგელოზი ( თავი 5 )


15-11-2016, 19:25
ნანახია 1 923

-მორჩა გაბრიელ მკვდარი ხარ . გაიფიქრა ლუციფერმა ...
გაბრიელი განძრევას სცდილობდა თუმცა ჭრილობებმა ამის საშუალება არ მისცეს ...
- ნუთუ ლუციფერის ხელით უნდა მოვკვდე ? მე და მას ჰომ ყოველთვის ყველაზე ძალიან, ერთმანეთი გვიყვარდა , ან რას სჭირს მას , თავის თავს არ ჰგავს , ის არ არის ჩემი ძმა რომელსაც მე ვიცნობდი ... ვსო მორჩა რამდენიმე წამში მოვკვდები ... ჰმმ ბედის ირონიაა არაა მთავარანგელოზ გაბრიელს საბოლოოდ მაინც თავისი უსაყვარლესი ძმა „ლუციფერი“ კლავს რომელსაც მინიმუმ მილიონჯერ გადაურჩენია.
ყველა იმედი გადაწურული ჰქონდა გაბრიელს , მოულოდნელად ცა გაიხსნა და მანათობელმა ვარსკვლავებმა იწყეს ვარდნა დედამიწაზე , ლუციფერის გამოსტყორცნილი შავ-თეთრი ენერგიის ბურთი შუაზე გადაჭრეს და მის წინ დაეშვნენ ...
- აზრაილ ? მიქაელ ? რაფაელ ? - შეჰყვირა გაბრიელმა
- ლუცი რას აპირებდი ? შენ რა მართლა გინდოდა გაბრიელის მოკვლა ? - იყვირა განრისხებულმა მიქაელმა
- მიქაელ არა ! ის თავისთავს არ გავს მას რაღაც სჭირს ... - გამოეპასუხა გაბრიელი ..
- რაფაელ შეგიძლია მიმკურნალო ?
- კი რათქმაუნდა ... - რაფაელი მაშინვე გაბრიელთან გაჩნდა ხელი ჭრილობებზე დაადო და ისინი მაშინვე შეხორცდნენ ...
- ლუციფერ ... შენ ჭკუა ვერ ისწავლე ჰომ ასეა ? მგონი დროა ერთხელ და სამუდამოდ გასწავლო - ისეთ ხმაზე იღრიალა აზრაილმა მიწამ ზანზარი დაიწყო
- აზრაილ არა ! ის თქვენზე სამივეზე ძლიერია - აღმოხდა გაბრიელს
- ყველამ გაკვირვებული შეხედა გაბრიელს და ერთხმად ატეხეს სიცილი
- გეყოფა გაბრიელ რადგან შენ დაგამარცხა არ ნიშნავს რომ ჩემზე ძლიერია - ხარხარს განაგრძობდა მიქაელი
- მიქაელ ... შენ იცი რომ მე ძალმიძს მოწინაამღდეგის ძალების დანახვა ... სამივე რომ ერთად ებრძოლოთ ლუციფერს ვერ დაამარ...
- გეყოფა გაბრიელ ... სიტყვის დასრულება არ აცალა აზრაილმა წამში ლუციფერის წინ გაჩნდა ... არქანგელო და სარტო ( მთავარანგელოზის ხელი ) წარმოსთქვა აზრაილმა და ლუციფერს მკერდზე დაარტყა ...
ლუციფერმა აზრაილს შეხედა ... გაიღიმა და მარჯვენა მოწყვეტით გაარტყა სახეში ...
აზრაილი ძირს დავარდა და ისედაც დანგრეულ მიწაში უზარმაზარი ნაპრალი გააჩინა
- შეუძლებელია მასზე ჩემმა არქანგელოზის ხელმა არ იმოქმედა ... - წარმოსთქვა აზრაილმა
- დაბერებულხარ აზრაილ .. გახალისდა მიქაელი
ფორტოს არქანგელოზს ( მთავარანგელოზის მეორე ფორმა ) წარმოსთქვა მიქაელმა და თეთრ მანტიაში გაეხვა ... მის ხელში უზარმაზარი შუბი გაჩნდა და ლუციფერისკენ ისროლა ...
- მიქაელ ყოველთვის პროგნოზირებადი ხარ ... - ჩაიცინა ლუციფერმა და მისკენ გასტყორცნილი შუბი უბრალოდ ხელში დაიჭირა და უკან მიქაელისკენ გაისროლა ...
- მიქაელმა რეაგირებაც ვერ მოასწრო , თვალისდახამხამებაში მისი შუბი მუცელში შეესო ...
მიქაელს პირიდან სულიერი ენერგია გადმოუვიდა და ამოახველა - შეუძლებელია შენ შენ რა დაგემაართა ? გაბრიელ რა სჭრის მას ? ასეთი ძლიერი როგორ არის ?
- არ ვიცი არ ვიცი გესმის არ ვიცი მასში ანგელოზის ძალის გარდა უზარმაზარ დემონურ ენერგიას ვგრძნობ
- ეს შეუძლებელია ! ანგელოზს დემონური ენერგია ვერ ექნება . წარმოსთქვა აზრაილმა
- შენს გარეშეც ვიცი იდიოტო ... - გაღიზიანდა გაბრიელი
უეცრად რაფაელმა მშვილდი მოზიდა , მისმა ხელმა ისრების ფორმა მიიღეს და ლუციფერისკენ გაეშურნენ ...
- რაფაელ ! - იღრიალა ლუციფერმა ... და მისი ისრები ერთი მეორის მიყოლებით გაანადგურა კვერთხით ... შემდეგ რაფაელის წინ გაჩნდა და ხელი ყელში მოუჭირა მაღლა ასწია და მოისროლა თითქოს ორი კილო ყოფილიყოს . რაფაელიც დანარჩენებს შეურთდა და მიწაზე იპოვა თავისი ადგილი
- თქვენ ძალიან ზუსტები ხართ ჩემო ძმებო ! - გადაიხარხარა ლუციფერმა
- ამას კი უკვე აღარ მოვითმენ ... ძმებო დროა ჭკუა ვასწავლოთ - გაამხნევა მიქაელმა
ლაროს უნ დარტოს არქანგელოო აზრაილ , მიქაელ , რაფაელ , გაბრიელ ( სამოთხის მცველი მთავარანგელოზი ...)
ყველამ ერთქმად შესძახეს და ყველა თეთრ აბჯარში გაეხვა ... მთლაიანდ თეთრ ენერგიაში მოექცნენ ... ისე ბრწყინავდნენ ....თითქოს თვითონ ყოფილიყვნენ ნათელი..
თვალის დახამხამებაში ყველანი ლუციფერის წინ გაჩნდნენ და ყველამ ერთიანად შეუტია ... - ლუციფერი ვერ ასწრებდა ყველასთან ერთ დროულად ბრძოლად , ბოლოს რიცხობრივმა უპირატესობამ თავისი გაიტანა , ან უბრალოდ ლუციფერი დაიღალა ... მისი სხეულიდან ჯავშანი გაქრა და ისევ ადამიანის ფორმას დაუბრუნდა ... მოწყვეტით დაეცა მიწაზე და გაითიშა ....
- რაფაელ მისი ენერგია ქრება ... ის კვდება სასწრაფოდ უმკურნალე მას ... - იყვირა გაბრიელმა
- ახლავე ... რაფაელი მასთან გაჩნდა და მკურნალობას შეუდგა ...
სანამ რაფაელი ლუციფერს მკურნალობდა რამდენიმე საათიც გავიდა ... მიქაელი ძალიან შეწუხებული იყო მომხდარით ... ჩაფიქრიანებული შეჰყურებდა ლუციფერს , კითხვებზე პასუხს ეძებდა თუ საიდან მიიღო მან ამხელა ძალა , თუმცა პასუხი არსაიდან ესმოდა
- გაბრიელ - მიმართა მოულოდნელად აზრაილმა ... - შენ ახსენე რომ მასში დემონის ენერგიას გრძონბდი ჰომ ასეა
- კი ასეა - დაეთანხმა გაბრიელი
- ჰო მაგრამ რადგანაც ლუციფერი ანგელოზია ამიტომ შეუძლებელია რომ მასში დემონური ენერგია იყოს ჰომ ასეა
- კი ეგრეა - მექანიკურად დაეთანხმა გაბრიელი
- და რა იქნება თუ ანგელოზი დემონი გახდება ? - ყველამ აზრაილს შეხედა
- ოოოო მეთქი ეხლა რაიმე ნორმალურს იტყვის თქო , ისე ყურადღებით გისმენდი , არა რა ძმაო მარტო სხეული და ძალა კი არაფერია ცოტა ტვინიც ჰომ უნდა გქონდეს არა?? გაანძრიე რა ეგ გასიებული თავი - ახარხარდა გაბრიელი
- რა შუაშია ეგ ... - გაიბუტა აზრაილი
- ეგ შეუძლებელია აზრაილ ... არასდროს მსმენია რომ ანგელოზი დემონი გამხდარიყოს - უპასუხა მიქაელმა
მოულოდნელად ლუციფერმაც გამოიღვიძა , ირგვლივ მიმოიხედა , თავისი ძმების დანახვაზე გაკვირვებულმა აწია თავი და იკითხა
- თქვენ აქ რა ჯანდაბას აკეთებთ ?
- აი ეს კი ჩვენი ლუციფერია - გაიცინა გაბრიელმა
- არაფერი გახსოვს ? - ეჭვისთვალით შეხედა აზრაილმა
- რა უნდა მახსოვდეს ? - კვლავ გაკვირვებული იყო ლუციფერი
ნელ-ნელა ყველაფერი ახსენდებოდა , გაახსენდა როგორ ებრძოდა გაბრიელს , როგორ შეურთდნენ მათ ბრძოლას მიქაელი , აზრაილი და რაფაელი , გაახსენდა რა დღეში ჩააგდო ისინი.... - და შემდეგ მათ მე შემომიტიეს მერე კი აღარაფერი მახსოვს
- შენ გაბ...
-გეყოფა გამახსენდა . -შეაწყვეტინა ლუციფერმა - და ეხლა რა ლექციები უნდა წამიკითხოთ ? ჩხუბი მე არ დამიწყია შეგიძლიათ გაბრიელ ჰკითხოთ , ყველამ გაბრიელს შეხედა
- რატომ დაიწყე გაბრიელ ჩხუბი ? - იკითხა მიქაელმა
- მკაცრი ძამიკოს სახეს ნუ იღებ რა მიქაელ ცოტა მოეშვი ,ეგრე დააფრთხობ გოგოებს - ახარხარდა გაბრიელი - უბრალოდ შევნიშნე რომ ლუციფერი ძალიან გაძლიერდა და მაინტერესებდა რა დონეზე
- ჰოდა რაც გინდოდა ჰომ მიიღე ეხლა იცი რა დონეზეც გაძლიერდა .
- ლუციფერ ! გაბრიელმა თქვა რომ შენში დემონური ენერგია იგრძნო ... ეს როგორ არის შესაძლებელი ? - ჰკითხა რაფაელმა
- დემონური ენერგია ? - სიცილი აუტყდა ლუციფერს , - ეგ შეუძლებელია ჩლუნქო ... გაბრიელმა თავი გაიმართლა უბრალოდ ვერ აიტანა დამარცხება
- არა ლუცი ეგ არაფერ შუაშია მე მართლა დავინახე შენში დემონური ენერგია
- ეგ შეუძლებელია გაბრიელ ! - ხმა გაიმკაცრა ლუციფერმა - და თუ ჩემს დახმარებას არ აპირებ აწიეთ თქვენი ფრთები და კვლავ ზეცაზე გაფრინდით ...
- ჩვენ არ შეგვიძლია შენი დახმარება ლუციფერ ... - გვაპატიე ... -თქვა მიქაელმა ფრთები გაშალა და გაფრინდა დანარჩენებიც მას მიყვნენ
- კარგად ლუცი , გავერთე შენთან თამაშით სანამ ჩემს მოკვლავ დააპირებდი - კვლავ იცინოდა გაბრიელი ...

***
ლუციფერი თბილისში დაბრუნდა , თავის სახლში ავიდა , ვისკი დაისხა და მხოლოდ ახლა გაახსენდა დანტე რომ დაებრუნებინა
- რაღაც სიტყვები ჩაილუღლუღა და დანტე გამოჩნდა , ჩვეული დაბნეული და მიამიტი სახით თუ კარგად დავაკვირდებოდით შეშინებულ სახესაც შეამჩნევდით
- დანტე რა გჭირს ? - ჰკითხა ლუციფერმა , როდესაც დანტემ აქეთ იქით ყურება შეწყვიტა
- მბრძანებელო , მბრძანებელო , ალქაჯებთან ვიყავი , უნდა გენახათ რეებს მიკეთებდნენ , თითქმის ისეთივე რაღაცეებს რასაც ის ალქაჯი თქვენ რომ მოიყვანეთ ... - თქვა დანტემ
- ლუციფერმა პირში დაგუბებული ვისკი დანტეს შეასხა და საშინელი სიცილი ატეხა
- რა მოხდა მბრძანებელო ? - ჰკითხა დანტემ და თან ტანსაცმელს იწმინდავდა
- არაფერი დანტე როგორც არ უნდა დავიღალო და მოვიწყინო შენზე მაინც სულ მეცინება - კვლავ ხარხარებდა ლუციფერი
- ჰომ მართლა მბრძანებელო , თქვენ რა დაგემართათ , ეხლა შევამჩნიე - დაგლეჯილ ტანსაცმელზე მიუთითა დანტემ
- არაფერი ცოტა ვითამაშეთ მე და გაბრიელმა - გაიცინა ლუციფერმა
- კარგი დანტე წავედი ... თუ რაიმე მნიშვნელოვანი გექნება სათქმელი ჩემს ოთახში ვიქნები , ჰო და იცოდე , კარებზე თუ ვინმემ დააკაკუნა ბოროტი ძია იქნება და კარები არ გაუღო - კვლავ ახარხარდა ლუციფერი
- ბოროტი ძია ? ეგ ვინღაა ? ალბათ რომელიმე ძლიერი დემონია - თავისთვის ჩაილაპარაკა დანტემ და წავიდა

***
დილით ადრე ადგა ლუციფერი , როგორც სჩვეოდა ვერანდაზე გავიდა , გადაჰყურებდა მაისის თბილისს და ყვავილების სურნელს ხარბად შეექცეოდა ...
როდესაც დატკმა თბილისის ყურებით და ყვავილების სურნელით ოთახში შევიდა და კარადაში ქექვა დაიწყო . ბევრი ძებნის შემდეგ შავი პიჯაკი , თეთრი პერანგი და შავი შარვალი აარჩია , ფეხზე შავი ტუფლი მოირგო და გარეთ გავიდა .
ერთხანს შეხედა თავის ახლად შეძენილ მანქანას , თუმცა მერე გადაიფიქრა მანქანით წასვლა და ფეხით გაუყვა ქუჩას . თბილისში ყველაზე მეტად რუსთაველის ქუჩა მოსწონდა , როგორც თვითონ ამბობდა მუდამ ბევრი ურჯულო დადიოდა და ბევრს ხალისობდა მათზე .
ამჯერადაც არ დაურღვევია ტრადიცია კვლვ რუსთაველის ქუჩას გაუყვა . დილის 8 საათი იქნებოდა . ხალხი აქეთ-იქით მიმორბოდა , ყველას სადღაც ეჩქარებოდა , ლუციფერს კი არაფერი ანაღვლებდა , ან რა უნდა ანაღვლებდეს თვითონაც არ იცის რას ეძებს .
ფილარმონიას მიუახლოვდა უკვე ლუციფერი . რათქმაუნდა არ მობეზრდა ჩვენი ბედკრული ქვეყნის გალანძღვა ... (იქნებ ამდენ ბუზღუნს პოლიტიკაში წასულიყო და ჩვენი ქვეყნისთვის მიხედა ... რომ დავფიქრდი როგორი იქნებოდა ლუციფერი საქართველოს პრემიერ მინისტრი ან პრეზიდენტი... სიცილი ვერ შევიკავე და ჩემი ოჯახის წევრების საყვედურიც დავიმსახურე .ავტ)
ფილარმონიასაც გასცდა ... თვითონაც არ იცოდა სად მიდიოდა ალბათ თბილისს სწავლობდა , ( ვითომ არ იცოდეს) აი გამოჩნდა ჯავახიშვილის უნივერსიტეტი , ვფიქრობ მანდ მიდის , თუმცა არაა მოიცა მასაც გასცდა და გზა გააგრძელა , ან რატომ უნდა წასულიყო უნივერსიტეტში ? ვინ იცის ...
უეცრად გაჩერდა . არც მარჯვნივ მიდიოდა არც მარცხნივ არც წინ და არც უკან იდგა გაშეშებული ქანდაკებასავით , თან წარმოიდგინეთ როგორი ქანდაკება იქნებოდა ...
- გამარჯობა ალქაჯო ... - თქვა ლუციფერმა და თვალები სარკასტულად აათამაშა
- აჰჰ ისევ თქვენ ? მითვალთვალებთ ? - უპასუხა უცნობმა გოგომ რომელსაც ადრე შეხვდა ... აი იმ გოგომ ყურადღება რომ არ მიაქცია ...
- არა თვალთვალი ჩემი საქმე არა მაგას ნაემს ვავალებს ჰოლმე , კარგი ჯაშუშია - ახარხარდა ლუციფერი
- გოგონამ გაკვირვებით შეხედა - იფიქრა ცოტა ვერ არისო
- რა მოხდა ?? - გაუკვირდა ლუციფერს
- არაფერი რაღაცნაირი სულელი ხართ . - გაიღიმა გოგონამ
- ზედმეტად თამამი ჰომ არ ხარ ადამიანის ნაშიერო
- ადამიანის ნაშიერო ? თქვენ ცხოველისგან გაჩნდით ?
- არა მე ღმერთმა შემქმნა - უპასუხა მომღიმარმა ლუციფერმა
- ისევე როგორც ყველა - მზერა გაუსწორა გოგონამ
- ნუ თითქმის მართალი ხარ ... თუმცა მე ანგელოზი ვარ
- როგორი შეყვარებული ხართ საკუთარ თავზე , თუ შეიძლება გამატარეთ მეჩქარება
- არა არაა მოიცა , შენი სახელი მითხარი , დღიურში უნდა ჩავიწერო , როცა ჯოჯოხეთში მოხვდები შენთვის ცალკე ოთახს გამოვყობ უპატივცემულობისათვის - კვლავ გადაიხარხარა ლუციფერმა
- უკაცრავად ... ლუციენი ჰო ? - როდესაც ლუციფერმა თავი დაუქნია განაგრძო -კარგი ლუციენ ... მოკლედ გეტყვი და მომწყდი თავიდან ... შენ ძალიან ხეპრე და გაუზრდელი ხარ , თავისთავზე შეყვარებული იდიოტი , ელეგანტურად გაცვია და ბევრი ფული გაქვს რის გამოც გგგონია ყველა შენით აღფრთოვანებულია , თუმცა არა , შენც ზუსტად ისეთივე არარაობა ხარ როგორიც სხვა ფულის ტომრები და ჰო კიდევ რა სახელია ლუციენი , მამაშენს ეტყობა არ უყვარდი - დაასრულა გოგონამ და გზა განაგრძო
- ლუციფერი პირდაღებული იდგა ერთ ადგილას და ყურებს არ უჯერებდა რომ ეს ყოველივე სწორედ მასზე თქვეს რამდენიმე წამის წინ , ნუთუ შესაძლებელი იყო რომ ის ვინმეს არ მოსწონებოდა , ან საერთოდ ვინ იყო ეს გოგო ამდენი რომ გაუბედა ... და ბოლო სიტყვები ისარივით მოხვდა გულში ... „მამაშენს ეტყობა არ უყვარდი “ ...
- მამაჩემს მე ყველაზე მეტად ვუყვარდი - იღრიალა ბოლო ხმაზე ლუციფერმა ...
გაკვირვებულმა გამმვლებემმა ლუციფერს შეხედეს - რას მიყურებთ თქვენ ურჯულოებო - იყვირა ლუციფერმა , თავი გვერდზე შეაბრუნა და დაინახა ერთი მამაკაცი როგორ იცინოდა მასზე , ლუციფერი მასთან მიიჭრა , თვალები ავად უელავდა , ყელში ხელი წაუჭირა მაღლა ასცია და კბილებში გამოსცრა
- ჩემზე გაგეცინა ადამიანის ნაშიერო ? ! მე შენთვის სასაცილო ვარ ? როგორ ბედავ ჩემს დაცინვას შე ურჯულო - დაასრულა ლუციფერმა და მამაკაცი რამდენიმე მეტრის მოშორებით მოისროლა , სულცოტახნის წინ სახეზე მომდგარი ღიმილი უსაზღვრო შიშს შეეცვალა , პატარა კუს დაემსგავსა რომელიც თავის ნაჭუჭში გაეხვა . გამვლელებმაც შიშით შეხედეს ლუციფერს , აღარავის ეცინებოდა ,
- სწორედ ეს ხართ ადამიანები , საცოდავი არსებები . -ზიზღით გადააფურთხა ლუციფერმა და გზა განაგრძო .
ვერ მშივიდდებოდა , კვლავ იმ გოგონას ნათქვამზე ფიქრობდა , ყოველი მისი სიტყვის გახსენებისას მისი ბრაზი პიკს აღწევდა
- „ ეტყობა მამაშენს არუყვარდი “ - ამ ფრაზას თავიდან ვერ იგდებდა ლუციფერი , საშინლად ტკიოდა გული , აქამდე შეუცნობელი გრძნობა ეწვია , გრძნობა რომელიც შიგნიდან წვავდა ... მიუყვებოდა გზას და აღარაფერზე ფიქრობდა , ცდილობდა თავიდან ამოეგდო იმ გოგოს ნათქვამი , ადამიანებს დაუწყო თვალიერება , ეხლაღა შეამჩნია რომ ყველა კვლავ გაკვირვებული შესცქეროდა , ქალებს ატყვევებდა ხოლო კაცებს შურით ავსევდა მისი სილამაზე , ლუციფერმა ერთ გოგონას შეხედა რომელიც გაშტერებული უყურებდა , ყორანივით შავი თმა ჰქონდა გოგოს , მწვანე მელირებაც დაჰქრავდა თავზე , თვალები შავად ჩაეკრასკა , ტუჩებზეც შავი პომადა წაესვა , საშინლად თეთრი სახე ჰქონდა გოგოს , ტანზე უმრავი სვირინგი ეხატა , უმეტესობა თავის ქალები და სატანისტური სიმბოლოები იყო , შავი მაისური ჩაეცვა წარწერით სკილეტ , შავი ტყავის შარვალი ეცვა , ფეხზე უზარმაზარი ბატინკები ,
- ლუციფერმა გოგონას მკერდზე ყელსაბამი შენიშნა - ეს ჩემი მონეტაა ? კი მაგრამ ის მას რატომ აქვს ? - ჰკითხა თავის თავს ლუციფერმა , შემდეგ ჯიბეები ამოქექა , როდესაც დარწმუნდა რომ მონეტა თავის ადგილზე იყო უფრო ინტერიანი მზერა მიაპყრო გოგონას ...
- გოგონამ ვერ გაუძლო ლუციფერს დაჟინებულ მზერას და გზა განაგრძო
- უნდა გავყვე - იფიქრა ლუციფერმა
გოგონა მიუყვებოდა ქუჩას , რუსთაველის მეტროს გასცდა , გზა გადაჭრა და მორგისკენ გაემართა , შიგნით შევიდა , ნაცნობი სილუეტები შენიშნა და მატკენ აიღო გეზი
- სად მიდის ან საერთოდ ეს რა ადგილია - ფიქრობდა ლუციფერი , რამდენიმე მეტრში ლუციფერმა შენიშნა ახალგაზრდების ჯგუფი , ყველანი გოგონას მსგავსი გარეგნობის იყვნენ ... მხიარულობდნენ , ერთმანეთს უწმაწური სიტყვებით მიმართავდნენ , და ლუდს მიირთმევდნენ ... შემდეგ მათ შორის ყველაზე უფროსმა დაუძახა ახალგაზრდებს - დროა დავიწყოთ . - თქვა უცნობმა
კედლებზე ამოტრიალებული ჯვრები და პენტაგრამები იყო გამოსახული ... ახალგაზრდებმა შავი მოსაცმელები ჩაიცვეს , შავი სანთლები აანთეს და ტახტით სრულიად შიშველი გოგონა შემოიყვანეს , რომელიც ტახტზე ესვენა ... ტანზე თასი ედგა , იქ მყოფმა ახალგაზრდებმა ვენა მცირედზე გადაიჭრეს და გადმოსული სისხლი ჯამში ჩააწვეთეს ... შემდეგ რაღაც შელოცვა წაიკითხეს და ხანჯლები აღმართეს
- შეჩერდით ურჯულოებო ! - იყვირა ლუციფერმა ... - რას აკეთებთ ? ამ გოგონას მოკვლას რატომ ცდილობთ ? - გაკვირვებული და გაბრაზებული ეკითხებოდა ლუციფერი
- თქვენ ვინღა ჯანდაბა ხართ ? ან აქ რა გინდათ ეხლავე მოშორდით - უთხრა ყველაზე უფროსმა
- მე ვინ ვარ ? - გადაიხარხარა ლუციფერმა - თქვენ ვინ ხართ ... კითხვაზე მიპასუხე ურჯულო ! - ავად გამოსცრა კბილებში
- ჩვენ ყოვლისშემძლე და ყოვლად ძლიერი სატანის მიმდევრები ვართ . მამაჩვენს სატანს ამ გოგონას ვწირავთ მსხვერპლათ , მაგრამ ის მას მაინც გააცოცხლებს ამიტომ რა განაღვლებს შენ უცნობო - უთხრა უფროსმა
- სამელის ძაღლები ხართ ურჯულოებო - თვალები აუელვარდა ლუციფერს
- ვინ სამაელის ? აკი არ გითხარით სატანს ვემსახურებით თქო -
- სატანა სამაელია ! - კბილებში გამოსცრა ლუციფერმა
- ცდები უცნობო , ჩვენს მამაჩვენს , ყოვლის შემძლე და ყოვლად ძლიერ ლუციფერს ვეთაყვანებით ის მამაჩვენია და სწორედ მის დავალებას ვასრულებთ ჩვენს
- თქვენ მე მემსახურებით ? - გადაიხარხარა ლუციფერმა - მოიცა მოიცა ცოტა დავწყნარდე - კვლავ სიცილს განაგრძობდა - მე მამათქვენი ვარ და თქვენ ჩემს დავალებას ასრულებთ ? - სიცილს ვერ იკავებდა ლუციფერი
- აკი გითხარი ჩვენ ლუციფერის დავალებას ვასრულებთ თქო შენ რა შუაში ხარ ? - გაბრაზდა უფროსი
- კარგი კარგი დავწყანრდე - თავის თავს შესძახა ლუციფერმა და განაგრძო - ანუ თქვენ ეთაყვანებით ლუციფერს ? და ფიქრობთ რომ ლუციფერი სატანაა ? წიგნები მაინც არ წაგიკითხავთ ? ის ანგელოზია - მშვიდად თქვა ლუციფერმა
- ის დაცემული ანგელოზია უცნობო ... რომ არა ის ჩვენ ვერ გავჩნდებოდით , მას რომ არ მიესცა ევასთვის ვაშლი არ გაჩნდებოდნენ ადამიანი , ის ყოვლად ბრძენი და ყოვლად ძლიერია , ჩვენს მას ვეთაყვანებით და შენც ამას გირჩევთ
- ლუციფერს სიცილისგან გული შეუწუხდა , ვეღარ ჩერდებოდა როგორც იქნა თავი დააოკა და ისევ ახალგაზრდებს მიმართა
- ლუციფერი არის ანგელოზი , არც დაცემული და არც დაჩოქილი , და გველი რომელიც სამოთხის ბაღში შევიდა ის ლილიტი იყო ...
- ეს იდიოტი გაათრიეთ სასწრაფოდ აქედან ის მამაჩვენს შეურაწმყოფს - იყვირა უფროსმა
რამდენიმე ახალგაზრდა ლუციფერისკენ გაემართა ... მას თვალები წითლად აენთო და ფრთები გაშალა ... ახალგაზრდები გაკვირვებით და შიშით შესცქეროდნენ , - ვინ ხარ ? - ანგელოზი ხარ ? - რა გინდა ჩვენგან ... მსგავს ფრაზებს ამბობდნენ ისინი
- მე ლუციფერი ვარ ! ის ლუციფერი რომელსაც რამდენიმე წამის ჭინ თქვენ სატანს ეძახდით , იდიოტო ადამიანებო მე თქვენთვის ეგ სისულელე არასდროს მითქვას და არც არასდროს მომითხოვია მსხვერპლი შემომწირეთ თქო , თქვენ ჯოჯოხეთს იმსახურებთ , იქ გაიგებთ როგორია სინამდვილეში სატანა .
ლუციფერი ადგილიდან დაიძრა , გოგონას თავისი პიჯაკი გადააფარა და კუთხეში დააწვინა, თვითონ აკანკალებულ ახალგაზრდებთან მივიდა , თვალებში შეჰყურებდა მათ და ცდილობდა სიყვარული დაენახა მის მიმართ ,
- თქვენ ჰომ ამბობდით ლუციფერი ჩვენი მამაო ? ჰოდა აქ ვარ შვილნო ჩემმნო რატომ გეშინიათ ჩემი ? - სარკასტულად ეკითხებოდა ლუციფერი
ისინი ხმას არ იგებდნენ , მხოლოდ მოკუნთულიყვნენ საცოდავად და შიშით შესცქეროდნენ ლუციფერს ... მოულოდნელად ერთ-ერთი წამოდგა და თქვა
- თქვენ მართლა ლუციფერი ხართ ?
- კი მე ვარ ...
- თქვენო უბოროტესულობავ , გვაპატიეთ თუ გაწყენინეთ - თქვა ახალგაზრდამ და მუხლებზე დაემხო ყველამ იგივე გაიმეორა
- უბოროტესულობავ ? შენი აზრით მე ბოროტი ვარ ? თქვენი აზრით ადამიანებო მე ბოროტება ვარ ? ამ გოგონას მოკვლას თქვენ აპირებდით და კიდევ მე ვარ ბოროტება ? მე ცხოვრებაში არავინ არ მომიკლავს არასდროს ! - ბოლო ხმაზე იყვირა ლუციფერმა , მისმა ხმამ კედლები შეაზანზარა ...
- თქვენ არ იმსახურებთ სიცოცხლეს , თუმცა მე არ მოგკლავთ თქვენ , ჯერ აქ მოგიწყობთ ჯოჯოხეთს და როდესაც მოკვდებით .... - ვნებიანად გაისვა ტუჩები ერთმანეთზე
- როგორც თქვით დაე სატანა იყოს თქვენი მფარველი ... - გაიცინა ლუციფერმა და გაუჩინარდა ...







№1  offline აქტიური მკითხველი უცნობი ქ

სიმართლე გითხრა ცოტა გაურკვევლობაში ვარ... ვერ ვხვდები ლუციფერს რა ჭირს... თან ძალიან დამაინტერესა.. საინტერესოა შენი ფანტაზია რას შემოგვთავაზებს... წარმატებები და მალე დადე ახალი თავი...

 


okay
ეს არ არის თემა, რომელზეც უნდა წერდე.
მე გირჩევ შეწყვიტო, მართლა.
დაწერე სხვა რამე

მადლობა რჩევისთვის , თუმცა ჩემი საქმეა როგორ მოვიქცევი

ანი ანი
ძალიან კარგი იყო.. მალე დადე შემდეგი

დიდი მადლობა

უცნობი ქ
სიმართლე გითხრა ცოტა გაურკვევლობაში ვარ... ვერ ვხვდები ლუციფერს რა ჭირს... თან ძალიან დამაინტერესა.. საინტერესოა შენი ფანტაზია რას შემოგვთავაზებს... წარმატებები და მალე დადე ახალი თავი...

დიდი მადლობა...მეც მაინტერესებს სადამდე მეყოფა ფანტაზია

 


№3 სტუმარი lanu

Dzalian kargi iyo momewona..vixalise bevri..damaintrigebelia saidan gauchnda lucis aseti dzala..umagresi xar momwons dzalian es istoriaa..gaagrdzele wera da veli axal tavs

 


Yvavi.
სერიალის ლუციფერს ჰგავს ცოტა, მაგრამ სახალისო და საინტერესოა :დ სწრაფად იკითხება.
გააგრძელე :3 მაინტერესებს <3
okay
ეს არ არის თემა, რომელზეც უნდა წერდე.
მე გირჩევ შეწყვიტო, მართლა.
დაწერე სხვა რამე

ყველა იმაზე წერს რაზეც მოაფიქრდება და რაღა ამაზე არ უნდა წერდეს? smiley

სიმართლე გითხრა ნამდვილად არ მიფიქრია სერიალის ლუციფერს დამსგავსებოდა , ვცდილობდი განსხვავებული ტიპაჟი შემექმნა , სცენარის ბოლოს ვნახოთ საბოლოოდ როგორი იქნება...დიდი მადლობა გამოხმაურებისთვის

lanu
Dzalian kargi iyo momewona..vixalise bevri..damaintrigebelia saidan gauchnda lucis aseti dzala..umagresi xar momwons dzalian es istoriaa..gaagrdzele wera da veli axal tavs

დიდი მადლობა <3

 


№5  offline აქტიური მკითხველი უცნობი ქ

გიორგი ხარატიშვილი
okay
ეს არ არის თემა, რომელზეც უნდა წერდე.
მე გირჩევ შეწყვიტო, მართლა.
დაწერე სხვა რამე

მადლობა რჩევისთვის , თუმცა ჩემი საქმეა როგორ მოვიქცევი

ანი ანი
ძალიან კარგი იყო.. მალე დადე შემდეგი

დიდი მადლობა

უცნობი ქ
სიმართლე გითხრა ცოტა გაურკვევლობაში ვარ... ვერ ვხვდები ლუციფერს რა ჭირს... თან ძალიან დამაინტერესა.. საინტერესოა შენი ფანტაზია რას შემოგვთავაზებს... წარმატებები და მალე დადე ახალი თავი...

დიდი მადლობა...მეც მაინტერესებს სადამდე მეყოფა ფანტაზია

აუ როგორ გამახარე შენ არ იცი შენი ისტორია რომ დაიცავი... ვოფიქრე ახლა თუ შეწყვიტა წერა ხომ მგლიჯა გულმა თქო მაგრამ გადავრჩი და ყოჩაღ შენ... ძალიან მიხარია მალე ახალი თავით რომ დაბრუნდები...

 


№6  offline აქტიური მკითხველი select

ხოო გაკვირვებული ვარ ნეტა რა ჭირს ლუციის?
რა საყვარელი და ამასთანავე საზიზღარიაა
დანტეე რა პრიკოლიაა ვაიმე შევწუხდი იმდენი ვიცინე რაა
ლუციფერი რა ტიპია უჰ ძაან ირონიითაა გაჟღენთილი რა და ეს მომწონს
შენი რეპლიკები მომეწონა ისტორიაში რომ ჩაურთე და მეც წარმოვიდგინე კარგადაც ვიცინე joy joy joy
აუცილებლად განაგრძეე

 


select
ხოო გაკვირვებული ვარ ნეტა რა ჭირს ლუციის?
რა საყვარელი და ამასთანავე საზიზღარიაა
დანტეე რა პრიკოლიაა ვაიმე შევწუხდი იმდენი ვიცინე რაა
ლუციფერი რა ტიპია უჰ ძაან ირონიითაა გაჟღენთილი რა და ეს მომწონს
შენი რეპლიკები მომეწონა ისტორიაში რომ ჩაურთე და მეც წარმოვიდგინე კარგადაც ვიცინე joy joy joy
აუცილებლად განაგრძეე

დიდი მადლობა <3

უცნობი ქ
გიორგი ხარატიშვილი
okay
ეს არ არის თემა, რომელზეც უნდა წერდე.
მე გირჩევ შეწყვიტო, მართლა.
დაწერე სხვა რამე

მადლობა რჩევისთვის , თუმცა ჩემი საქმეა როგორ მოვიქცევი

ანი ანი
ძალიან კარგი იყო.. მალე დადე შემდეგი

დიდი მადლობა

უცნობი ქ
სიმართლე გითხრა ცოტა გაურკვევლობაში ვარ... ვერ ვხვდები ლუციფერს რა ჭირს... თან ძალიან დამაინტერესა.. საინტერესოა შენი ფანტაზია რას შემოგვთავაზებს... წარმატებები და მალე დადე ახალი თავი...

დიდი მადლობა...მეც მაინტერესებს სადამდე მეყოფა ფანტაზია

აუ როგორ გამახარე შენ არ იცი შენი ისტორია რომ დაიცავი... ვოფიქრე ახლა თუ შეწყვიტა წერა ხომ მგლიჯა გულმა თქო მაგრამ გადავრჩი და ყოჩაღ შენ... ძალიან მიხარია მალე ახალი თავით რომ დაბრუნდები...

ოჰ ასე ადვილად არ დავთმობ ჩემს მოთხრობას :დ

 


№8  offline აქტიური მკითხველი select

[quote=გიორგი ხარატიშვილი][quote=select]ხოო გაკვირვებული ვარ ნეტა რა ჭირს ლუციის?
რა საყვარელი და ამასთანავე საზიზღარიაა
დანტეე რა პრიკოლიაა ვაიმე შევწუხდი იმდენი ვიცინე რაა
ლუციფერი რა ტიპია უჰ ძაან ირონიითაა გაჟღენთილი რა და ეს მომწონს
შენი რეპლიკები მომეწონა ისტორიაში რომ ჩაურთე და მეც წარმოვიდგინე კარგადაც ვიცინე joy joy joy
აუცილებლად განაგრძეე[/quote]
დიდი მადლობა <3

არაფლიის kissing_heart kissing_heart

 


№9  offline აქტიური მკითხველი lalita

ყოველთვის გამოჩნდება ისეთი ვისაც არ მოეწონება, მაგრამ იმას არ ნიშნავს , რომ შეწყვიტო . გააგრძელე და არ დააგვიანო მე ძალიან მომწონს.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent