არქანგელოზი ( თავი 4 )
4 თვე გავიდა , მას შემდეგ რაც ლუფერმა და დანტემ ძებნა დაიწყეს , თუმცა ეკლესიების , ხატების , მღვდლების , ეპისკოპოსების და მორწმუნე ხალხის მეტი ვერაფერი იპოვეს , თუმცა ეს არ იყო ლუციფერის მისია , მას უნდა ეპოვნა რაღაც განსაკუთრებული , მაგრამ ეს ადამიანი იყო თუ რაიმე უსულო საგანი ისიც კი არ იცოდა , უკვე საშინლად დაღლილი ლუციფერი დანტეს ეჩხუბებოდა - და მაინც რა უქნარა ხარ დანტე , ვერაფერში ვერ გამოგიყენებ რა , არაფერი შენ არ იცი , 4 თვე გავიდა რა ვერ იპოვე - მთელი ხმით უყვიროდა საცოდავ დანტეს - კი მაგრამ მბრძანებელო , ისიც კი არ ვიცი რას ვეძებთ , როგორ უნდა ვიპოვო ?? თან თქვენც ჰომმ ჩემთან ერთად ხართ ვერც თქვენ იპოვეთ ვერაფერი - თავს იმართლებდა დანტე - ერთი ამასს შეხედე თურმე ყველაფერი ჩემი ბრალია , არაა მართალი ხარ ჩემი ბრალია , შენ რომ გქმნიდი მაშინ უნდა ჩამედო შენში ტვინი ასეთი დებილი არ იქნებოდი - ბუზღუნებდა განრისხებული ლუციფერი - მაპატიეთ მბრძანებელო ყველაფერს ვაკეთებ რომ ვიპოვო , მაგრამ არ ვიცი როგორ - წარმოთქვა საცოდავად სიტყვები - კარგი გეყოფა ... წამოდი ცოტა გავისეირნოთ ...თქვა ლუციფერმა რუსთაველის გამზირზე მისეირნობდნენ ლუციფერი და დანტე ... (წარმოიდგინეთ რა მაგარია თბილისში , რუსთაველზე , ლუციფერი დასეირნობს თავის ლეკვ დემონთან ერთად ... აჰაჰაჰაჰა გულიანად გავიცინე ჩემივე ნათქვამზე ...) ხალხი აქეთ იქით ირეოდა . ყველა სადღაც მიიჩქაროდა , რათქმაუნდა არავინ იცოდა, რომ თვით ლუციფერი მათ გვერდით დასეირნობდა , მანდილოსნები თვალს არ აშორებდნენ ლუციფერს , ან რა გასაკვირია ის ჰომ ესეთი სრულყოფილი იყო ... მიდიოდნენ ლუციფერი და დანტე და თან ადამიანებს აკვირდებოდნენ . - მბრძანებელო სად მიიჩქარიან ყველა ? ჰკითხა გაკვირვებულმა დანტემ - იციან ვინც ვარ და გარბიან დანტე - გადაიხარხარა ლუციფერმა ლუციფერი უკვე მიეჩვია ქალბატონებისგან ასეთ ყურადღებას, ყველა ვინც მას დაინახავდა პრანჭვა-გრეხვას იწყებდა , ცდილობდნენ თავი მოეწონებინათ მისთვის , თითქოს მაგნიტი ეკეთა რომელიც ქალებს იზიდავდა . უდარდელად მისეირნობდა ლუციფერი , ვითომც არ მადარდებსო , თუმცა როდესაც ერთმა გოგონამ ჩაიარა , მას ლუციფერისთვის ყურადღებაც არ მიუქცევია ... დანტე კვლავ აგრძელებდა ლუციფერისთვის კითხვების დასმას თუმცა ის მას უკვე აღარ უსმენდა ... უეცრად უკან შეტრიალდა და იმ გოგოს გაჰყვა ...რამდენიმე მეტრში დაეწია და თავაზიანად მიმართა - უკაცრავად გოგონა ... ბოდიში რომ გაწუხებთ მე ლუციენი მქვია - გოგონამ ურცხვად შეათვალიერა ლუციფერი და მერე ვითომც არაფერიო ისე უპასუხა - გამარჯობა , რა გნებავთ ? - იცით ? მე როდესაც თქვენ ჩაგიარეთ თქვენ ჩემთვის ყურადღება არ მოგიქცევიათ ... - უთხრა გაკვირვებულმა ლუციფერმა - აჰაჰაჰ უნდა მომექცია ? - გოგონამ გულიანად გაიცინა - დიახ მე ჰომ ყველა ქალს მოვწონვარ ? - კვლავ აგრძელებდა ლუციფერი გაკვირვებული სახით კითხვების დასმას - როგორც ჩანს ყველას არა ... - უპასუხა გოგონამ და ზურგი შეაქცია - მოიცა მოიცა სად მიდიხარ ცოტა კიდევ ვისაუბროთ - მკლავზე მოჰკიდა ხელი ლუციფერმა - ბატონო თუ შეიძლება ხელი გამიშვით ... მეჩქარება, ლექციაზე დამაგვიანდება - უპასუხა გოგონამ და სვლა განაგრძო ლუციფერი აღარ გაჰკიდებია უბრალოდ დაბნეული მზერა მიაპყრო გოგონას , შემდეგ ხელი აიქნია და ისევ თავის გზას გაუყვა - რა მოხდა მბრძანებელო ? - ჰკითხა დანტემ როდესაც ლუციფერი დაეწია - არაფერი .. უბრალოდ იმ გოგოს ყურადღება არ მოუქცევია - თქვა გაბრაზებულმა ლუციფერმა - დანტეს გაეცინა - რა გაცინებს იდიოტო - უფრო გაბრაზდა ლუციფერი - არაფერი მბრძანებელო მაპატიეთ - თავი დახარა დარცხვენილმა დანტემ გზადაგზა ათვალიერებდნენ ყველაფერს თავიდან ახალბედა მხატვრების , გასაყიდად გამოფენილ ნახატებთან გაჩერდნენ - ლუციფერმა დაუწუნა მათ ნამუშევარი და უგემოვნო ურჯულოები უწოდა , ჩვენი წინაპრების დროინდელ ნივთებთან გაჩერდნენ , რომლებიც მათ შთამომავლებს გაჭირვების გამო გასაყიდად გამოუტანიათ , - ლუციფერს მოეწონა „ფშავური “ ქუდი და შეიძინა , გზაში თან დანტეს ტვინი შეუჭამა , ყოველ ორ სიტყვაში ათქმევინებდა თუ როგორ უხდებოდა ... შემდეგ ბუკინისტებთან შეჩერდნენ და წიგნების თვალიერება დაიწყეს ... ლუციფერმა თვალი მოჰკრა ერთ-ერთს წიგნს და მაშინვე კითხვას შეუდგა ... როცა მიაკვლია სასურველ გვერდს დანტეს მიაწოდა წასაკითხად ... - მაპატიეთ მბრძანებელო , მე არ შემიძლია ამის წაკითხვა - შეგიძლია - თქვა ლუციფერმა და დანტეც კითხვას შეუდგა დანტემ კითხვა რო დაამთავრა ლუციფერს მოლოდინით აღსავსე მზერა მიაპყრო და ჰკითხა - მბრძანებელო წავიკითხე მაგრამ ვერ მივხდი ... - რათქმაუნდა ვერ მიხვდი შენ ჰომ დებილი ხარ ... - უკმაყოფილოდ გაიქნია თავი ლუციფერმა ... და მაინც რას ვერ მიხვდი ? - თქვენ ჰომ ანგელოზი ხართ ? ღმერთი კი მამათქვენია ? თქვენ ჰომ არ ხართ მისი მოწინაამღდეგე ? - აჰაჰაჰაჰა - გადაიხარხარა ლუციფერმა ... - მეგონა რაიმე სხვა კითხვას დამისმევდი , არა არ ვარ მისი მოწინაამღდეგე ეგ სატანაზეა დაწერილი ალბათ - არა ბრძანაბელო ლუციფერი ( სინათლის მომტანი , დილის ვარსკვლავი , მოელვარე ) ესეა ნათქვამი - იდიოტი ადამიანები , ყველაფერ სისულელეს წერენ ... - გაბრაზდა ლუციფერი - ღირსები არიან ისეთი ვიყო როგორადაც აღმწერენ და მერე ნახავდნენ როგორია ეშმაკი , - ლუციფერს მრისხანებისგან თვალები აენთო ... გამყიდველმა შიშით შეხედა და საცოდავად ჰკითხა - ბა ბა ბატონო იყიდით წიგნს ? - არა ქალბატონო არ მინდა წიგნი მაგრამ ეს ფული ინებებეთ უთხრა ლუციფერმა და 100 დოლარიანი კუპიურა ჩაუდო ხელში . - მბრძანებელო ? როგორია სამოთხე - მოულოდნელად ჰკითხა დანტემ - სამოთხე ? - ჩაფიქრდა ლუციფერი ... სამოთხე ? ის ძალიან ლამაზი ადგილია დანტე ... აი მაგალითად შენთვის რას ნიშნავს სილამაზე ? - სილამაზე ?? - გაკვირვებული შეხედა დანტემ - არ ვიცი მბრძანებელო არასდროს მიფიქრია მაგაზე - ჰომ შენ ჰომ არაფერზე არ ფიქრობ ... ცუდი არ იქნებოდა ცოტა , რომ წაგეკითხა - როგორც მიბრძანებთ მბრძანებელო - თქვა დანტემ და უკან შებრუნდა ... ისევ წიგნების გამყიდველთან მივიდა და ერთ-ერთი წიგნი აიღო და კითხვას შეუდგა - ჰეეი დანტე ეხლა არა იდიოტო .. სხვა დროს წაიკითხე - დაუყვირა ლუციფერმა თან ახარხარდა - დიახ ... მაპატიეთ - თავის ადგილზე დაბრუნდა დანტე - ჰომ რაზე ვლაპარაკობდით ? - თქვენ სამოთხეზე მიყვებოდით მბრძანებელო - ჰომ სამოთხე , სამოთხე ეს არის ის ადგილი სადაც არ არსებობს დრო , არ არსებობს ტკივილი , გაჭირვება , მწუხარება , სამოთხეში ყველა ბედნიერია , იცი დანტე საკმაოდ რთულია იქ მოხვედრა ჩვეულბრივ მოკვდავთათვის ... - მბრძანებელო ?? ოდესმე წამიყვანთ სამოთხეში ?? - ჰკითხა მიამიტი მზერით დანტემ - ლუციფერმა გადაიხარხარა , თუმცა გულში თითქოს ისარივით მოხვდაო დანტეს სიტყვები , - ეს როგორ მოხდა ან რატომ ? თავისთავს ჰკითხა ლუციფერმა ... - არა დანტე შენ დემონი ხარ ... სამოთხეში ვერასდროს მოხვდები ... - უთხრა ირონიულად და თან სიცილს განაგრძობდა ... თუმცა სინამდვილეში გული ძალიან ეტკინა ... დანტე მისთვის როგორც უმცროსი ძმა ან შვილი ისე იყო , მიამიტი , კეთილი , სულელი დემონი , რომელსაც დემონობის არაფერი სცხებოდა , არც ბოროტებაა იყო მის გულში , არც ანგარება , არც შური , დანტე იყო ანგელოზი დემონის სხეულში ... - და მაინც როგორი საშინელია სამყარო ... დანტე ჰომ საერთოდაც არ ჰგავს დემონს , - ფიქრობდა თავისთვის ლუციფერი ... - იქნებ მასაც შეუძლია რომ სამოთხეში მოხვდეს ... არა არაა რას ვბოდიალობ , რა ილუზიებს ვქმნი , ჰომ კარგად ვიცი რომ ეს შეუძლებელია ... ლუციფერმა დანტესკენ მიაპყრო მზერა და შენიშნა ცრემლი როგორ მოსდგომოდა თვალთან ... - გეყოფა ბავშვობა დანტე ... შენ დემონი ხარ ! დაგავიწყდა რისთვის შეგქმენი ? მე უნდა მემსახურო ... შენ კიდე ბავშვივით იქცევი ! - გაუბრაზდა ლუციფერი - მაპატიეთ მბრძანებელო ... - შეიძლება ერთი წუთით რომ გავიდე ? -ჰკითხა მოულოდნელად - სად უნდა გახვიდე ? რა ხდება ? - ჩაეძია ლუციფერი - ბატონო , შეხედეთ იქ ერთი ადამიანი ზის , ხელში შვილი უჭირავს და დახმარებას ითხოვს , ძალიან შემეცოდა მინდა რომ დავეხმარო ... - კვლავ მიამიტი მზერა მიაპყრო ლუციფერს და პასუხის მოლოდინში გაირინდა - ლუციფერი გაშტერებული უყურებდა დანტეს , არ იცოდა რა ეპასუხა , ან როგორ შეიძლოებოდა დანტე დემონი ყოფილიყო , ის ჰომ ესეთი კარგი იყო , თვითონ კი უნდა ყოფილიყო ძლიერი და სასტიკი . - ბოლოს ამოილუღლუღო მომღიმარი მზერით - არა იდიოტო, რათქმაუნდა არ შეიძლება შენ დემონი ხარ და დემონივით უნდა მოიქცე ... ანგელოზი ჰომ არ გგონია შენი თავი თუ მესია ? რომ ურჯულოებს დაეხმარო ეხლავე გზა განაგრძე - იყვირა ლუციფერმა ... ... დანტემ სვლა განაგრძო , ლუციფერისთვის პასუხი არც გაუცია , თვალზე კვლავ ცრემლი მოადგა , თუმცა ცდილობდა ლუციფერისთვის არ დაენახვებინა , როდესაც იმ გაჭირვებულს მიახლოვდა საცოდავად გააყოლა თვალები , ვეღარ გაუძლო მისს მუდარით ახსავსე მზერას რომელიც დახმარებას სთხოვდა და თავი შეაბრუნა . ლუციფერი მას უხმოდ მიყვებოდა , როდესაც შეამჩნია რომ დანტემ თავი მიაბრუნა , ის გაჭირვებულთან მივიდა და ხელში პულით სავსე შეკვრა ჩაუდო შემდეგ კი კვლავ დანტეს დაეწია ... გაჭირვებულმა ვერც კი გაიაზრა რა მოხდა ან ვინ მისცა მას ამხელა ფული ... - მადლობა , მადლობა , უცნობო , ღმერთმა დაგლოცოს , უფალი იყოს შენი მფარველი , მადლობა , შენ ჩემი ანგელოზი ხარო , - მთელი ხმით მოსთქვამდა გაჭირვებული ... *** ლუციფერი უეცრად გაჩერდა : - კლირტოს ესტიადრო გაბრიელ - წარმოთქვა ლუციფერმა ეს სიტყვები და ცა უზარმაზარმა სინათლემ მოიცვა , თითქოს მეტეორი ეცემოდა რომელიც სინათლის ქურქში გახვეულიყო , რამდენიმე წამში ლუციფერის წინ გაბრიელი გაჩნდა - ლუცი, ლუცი, ლუცი , რატომ დამიძახე ? ეზეკიელს ზღაპრებს ვუყვებოდი - გადაიხარხარა მუდამ მხიარულმა გაბრიელმა - გაბი შენი დახმარება მჭირდება ! ეხლა დამეხმარე და თუ გინდა ეზეკიელს მოვუყვები ზღაპრებს - ლუციფერსაც სიცილი აუტყდა - აი ესაა ლუციფერი , როგორ მომენატრე ძმაო - გადაეხვია გაბრიელი ლუციფერს და გააგრძელა - აბა ზემოთ კი ვერავის ეხუმრები ყველა ისეთი უჟმურია, მიქაელი როგორც ყოველთვის სერიოზულია აზრაილზე აღარაფერს ვამბობ , რაფაელი და ურიელი დიდად არც მიყვარს ....რაღაცნაირები არიან ... მარტო ეზეკიელთან თუ გაერთობი თუმცა ისიც დებილია ... - მეც ეგრევე ვარ ძმაო არც ჩემთან არაფერი არ ხდება მხიარული ... თან მამამ რაღაც დავალება მომცა , რომლის შესახებაც წარმოდგენა არ მაქვს - ჰომ მართლა აქ რას ვაკეთებ ? ეს ჰომ დედამიწააა ? ეხლაღა მოავლო თვალი გარემოს გაბრიელმა - ან ეს კნუტი აქ რას აკეთებს მიანიშნა დანტეზე - თითი მოუქნია და დანტეც გაქრა - არ ინერვიულო ახალი შელოცვა ვისწავლე ეხლა ის ქალებთან ერთადააა და ერთობა - თვალი ჩაუკრა ლუციფერს და ახარხარდა - გაბიი უნდა დამეხმარო - დასერიოზულდა ლუციფერი - მამამ 4 თვის წინ დავალებაზე გამომგზავნა ეძებე რაიმე განსაკუთრებული მარიამის მიწაზეო , ყველაფერი გადავატრიალე ეკლესიები , მღვდლები , ხატები , მაგრამ არაფერია განსაკუთრებული , შენ ყველაფერი იცი ამ მიწაზე მითხარი რას ვეძებ - ეეეეეე ლუცი მეგონა გავერთობოდი რა განსაკუთრებულის ძიება .... ჰომ მეც გავიგე მაგის შესახებ მიქაელმა თქვა ლუციფერი დედამიწაზეაო , ერთი კი გავიფიქრე ვაი საცოდაო ჩემო პლანეტა თქო თუმცა მერე შემოგხედე და ისეთი საყვარელი იყავი იმ ალქაჯებთან ... შე პატარა ცუღლუტო - კვლავ სიცილი აუტყდა გაბრიელს - გაბიი გეყოფა ! მე დახმარება გთხოვე მერე რამდენიც გინდა გავერთოთ - ხმა გაიმკაცრა ლუციფერმა და გაბრიელს ანთებული თვალები მიაპყრო - კარგი დაგეხმარები . - დამშვიდდა გაბრიელი - მოიცა , მოიცა , - შენში რაღაც შეიცვალა - უთხრა გაკვირვებულმა გაბრიელმა - რა ?? რა შეიცვალა ? ჰომ მე ეხლა ადამიანის სხეულში ვარ - არა არა მე შენს ნამდვილ სხეულს ვხედავ , მას რაღაც სჭირს - ვერაფერი გავიგე რა სჭირს ?? რეებს ბოდიალობ ნორმალურად ამიხსენი - გაბრაზდა ლუციფერი - შენი აურა ის ის შეცვლილია , უფროსწორად იცვლება ... არ მესმის ? შენი ძალაც ის ის ის ძალიააან გაიზარდაა - ჰომ ძამიკო მე გავძლიერდი რა არის ამაში უცნაური მე ჰომ ლუციფერი ვარ ! - ახარხარდა ლუციფერი - მოკეთე იდიოტო კარგად იცი რომ აზრაილზე და მიქაელზე ძლიერი არასდროს ყოფილიხარ ... ნუ კაი ერთხელ მაგრამ ეხლა შენ მათზე 2 ჯერ უფრო ან 3 ჯერ უფრო ძლიერი ხარ ... არ მესმის როგორ - ლუციფერს თვითონაც გაუკვირდა ... გაბრიელი მართალი იყო ის არასდროს ყოფილა აზრაილზე და მიქაელზე ძლიერი ... ეხლა კი გაბი ეუბნებოდა რომ მათზე 3 ჯერ ძლიერი იყო ... თვითონაც ვერ გაიგო ეს როგორ მოხდა - ლუც, ლუც, ლუციი, ლუციფერ ! დაიღრიალა გაბრიელმა - ჰო ჰო რა მოხდა - გამოფხიზლდა ლუციფერი - გაიგე რა გითხარი ? რა გჭირს ? - ეჭვის თვალით შეხედა გაბრიელმა ( გაბრიელის თვალებს ჰქონდა უნარი ერთი შეხედვით გაეგო მოწიანაამღდეგის ძალები , ასევე დაენახა მისი ნამდვილი ფორმა და აურა ... ის ერთადერთი იყო ანგელოზებს შორის ვისაც ეს შეეძლო , მის გარდა ეს უნარი მხოლოდ ღმერთს და სამელს ჰქონდა ) - კი გავიგე ... მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს , გაბრიელ , ეხლა მაგას ?? მე ყოველთვის ძლიერი ვიყავი და ჯოჯოხეთში უფრო გავძლიერდი სულ ეს არის ... - ახარხარდა ლუციფერი ... თუმცა ის მართლაც დააფიქრა გაბრიელის ნათქვამმმა - არა არა არ მოგეშვები მინდა რომ მეომრის ფაზაში შეხვიდე - არ ნებდებოდა გაბრიელი - გაბი გეყო რა საქმეები გვაქვს - აბუზღუნდა ლუცი - არა თქო ! ეხლავე - თვალები აენთო გაბრიელს - შენ მე ვერაფერს მიბრძანებ იდიოტო - გაბრაზდა ლუციფერი და გაბრიელს სახეში გაარტყა ... დარტყმა იმდენად ძლიერი აღმოჩნდა რომ გაბრიელი რამდენიმე მეტრის მოშორებით გადავარდა და კორპუსის კედელი ჩამოანგრია - ფეხზე წამოდგა გაბრიელი და ირგვლივ მიმოიხედა - ეს ადგილი საბრძოლველად არ გამოდგება , სხვაგან უნდა წავიყვანო - ესტა ეს მანდეროს წარმოთქვა გაბრიელმა და ის და ლუციფერი გაშლილ მინდორზე აღმოჩნდნენ აქ ირვლივ არაფერი იყო მხოლოდ და მხოლოდ მინდორი - მიდი ლუცი მაჩვენე რა შეგიძლია აქ ვერაფერს დააზიანებ - ლუციფერს თვალები აენთო ფრთები გაშალა და გაბრიელისკენ გაემართა - გაბრიელმაც იგივე მოიმოქმედა ... ისინი ერთმანეთს დაეჯახნენ ... მიწა შეიძრა თითქოს ორი კლდე ერთმანეთს შეეჯახაო ... ორივე ცდილობდა ეჯობნა ერთმანეთისთვის თუმცა ვერცერთი ახერხებდა - კრიტოს ეს დიაბლო ანგელო ( ანგელოზის დიადი მახვილი ) - წარმოთქვა გაბრიელმა უეცრად გაბრიელის ხელში უზარმაზარი მახვილი გაჩნდა ...მან ლუციფერს მოუქნია, ლუციფერი უკან გახტა და თვითონაც მოიმარჯვა სამკაპი ...ისინი კვლავ ერთმანეთს ეძგერნენ ... მიწამ ვეღარ გაუძლო კიდევ ერთ შეძახებას და შუაზე გაიხსნა ... ორივემ ფრთები გაშალა და ჰაერში აიჭრნენ - ყოჩაგ ლუცი .. კარგია მაგრამ არ გვეყო თამაში ? - მართალი ხარ გაბრიელ ... სერტოს ინფერნო ( ჯოჯოხეთის ცეცხლი ) დაიღრიალა ლუციფერმა და მისი სამკაპიდან უზარმაზარმა ცეცხლმა გადმოჟონა , რომელიც გაბრიელის მიმართულებით გაისროლა - გაბრიელმა თავი უკმაყოფილოდ გაიქნია და ხმის ერთი მოქნევით გაჭრა ცეცხლი შუაზე - კარგი რა ლუცი ნუ ბავშვობ შენ მე ეზეკიელი ჰომ არ გგონივარ, მაგით რომ შემაშინო ? - ახარხარდა გაბრიელი - დროა მეც გავხურდე ... თქვა გაბრიელმა გაბრიელის ტანი თეთრი აბჯრით და მანტიით შეიმოსა მისი ფრთები კი უფრო გაიზარდნენ . თვალის დახამხამებაში ის ლუციფერის წინ გაჩნდა და სახეში დაარტყა . დარტყმა იმდენად ძლიერი და მოულოდნელი იყო რომ ლუციფერმა თავი ვეღარ შეიკავა , მოწყვეტით დაეშვა ძირს და მიწას დაენარცხა . დარტყმის სიმძლავრემ და ლუციფერის მასამ მიწაში უზარმაზარი ნაპრალი დატოვა - ლუციფერს თვალები ცეცხლივით აელვარდა ... - გაბრიელ ??? ეს როგორ გამიბედე ? - ისეთ ხმაზე აყვირდა მიწამ ზანზარი დაიწყო - ოოოო ეხლა შარში ვარ .. გაბრიელის თვალები ყვითლად აინთო და შეამჩნია როგორ გადმოჟონა ლუციფერის სხეულიდან შავმა და მეწამულმა ენერგიამ, რამდენიმე წამში ლუციფერი მთლიანად შავ-მეწამულ ფერის აბჯარში იყო გახვეული მისი ფრთებიც ამ ფერით შეღებილიყო . თუმცა არც სამკაპი ეჭირა და არც კვერთხი მაგრამ აშკარად ჩანდა ხელის ფორმიდან გამომდინარე რომ რაღაც ეჭირა თუმცა გაბრიელი ვერ ხედავდა თუ რა იყო ეს ... უეცრად მის მუცელში რაღაც შეირჭო და გაბრიელის პირიდან სულის ენერგიამ დაიწყო გადმოსვლა ... გაბრიელმა გაკვირვებული შეხედა ლუციფერს ... ლუციფერი თვალის დახამხამებაში მის ზურგს უკან გაჩნდა ...და გაბრიელს მთელი ძალით დაარტყა გაბრიელი მოწყვეტით დაეცაა ძირს და კიდევ უფრო დიდი ნაპრალი გააჩინა მიწაზე ... მიუხედავად იმისა რომ ძალიან დაშავდა - მთელი ხმით ახარხარდა ... ლუციფერი გაკვირვებული შესცქეროდა - რა გაცინებს გაბრიელ ? შენ ფეხზეც კი ვერ დგები - დაუყვირა ლუციფერმა - იდიოტი ხარ ლუცი ... მოესმა ლუციფერს უკნიდან მისი ხმა ... - ლუციფერმა გაკვირვებისგან თვალები გაუფართობდა , იმ წამსვე იგრძნო ზურგში როგორ შეესო უზარმაზარი ხმალი ... - კი მაგრამ ეს როგორ გააკეთე ? - აღმოხდა ლუციფერს სიტყვები - კარგი რა ლუცი , მართლა გეგონა ეგრე ადვილად დამამარცხებდი ? - უპასუხა გაბრაზებულმა და ცოტა დარცხვენილმა გაბრიელმა უეცრად ლუციფერის სხეულმა ცვლილება დაიწყო მისი ჯავშანი შეიცვალა თითქოს ორჯერ გაიზარდაო...მის ზურგზე თეთრი მანტია გამოჩნდა მისი აბჯარი მთლიანად შავი გამხდარიყო ფრთები თითქმის გაბრიელის ზომის გახდომოდა თავზე კი გვირგვინი მოერგო ... ორივე ხელში უზარმაზარი კვერთხი ეჭირა ერთს შავი მატერიას მოსდებოდა მეორეს კი თეთრი .... მისი აურა მთლიანად შავ- თეთრმა მატერიამ მოიცვა - შეუძლებელია ! შენ შენ - გაბრიელს მხოლოდ ეს სიტყვები აღმოხდა ...თვალის დახამხამებაში ლუციფერის მის ზურგს უკან გაჩნდა და ორივე კვერთხი მუცელში შეასო ... შემდეგ სწრაფადვე გამოძრო და ფეხის დარტყმით ძირს მოისროლა გაბრიელის დაცემამ მიწა მთლიანად ნაპრალებად აქცია ... თითქოს ბომბები ჩამოყარესო ... გაბრიელს ცოტაოდენი ენერგია კიდევ დარჩენოდა ... - დროა დავასრულოთ ძამიკო ! თქვა ლუციფერმა, კვერთხები ერთმანეთს მიადო უზარმაზარი შავ-თეთრი ენერგიიით სავსე ბურთი წარმოქნა და გაბრიელის მიმართულებით გაგზავნა ........ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.