ლილიანა თავი 4
ისევ მაღვიძარა,ისევ მიმი,ისევ ერეკლე,სალი... სალიი??!! თვალებს ვაძალებ რომ უფრო გაფართოვდნენ,ვიფშვნეტ და ცალ ხელზე ვეყრდნობი რომ თავი წამოვწიო... -გაიღვიძა მზეთუნახავმააააა -ამბობს მშვიდად სალი და პირს აწკლაპუნებს,მის გვერდით ერეკლე ზის დივანზე,წელს ზემოთ შიშველი და თავის კალთაში მმოკალათებულ მიმის ეფერება,თან ცალყბად მიღიმის -სა....სა-ლიიიიი -მოვდივარ აზრზე და საწოლიდან ტრუსისამარა ვხტები,სალის ეცინება,თან ერეკლეს უყურებს,წამში მეც მახსენდება რომ წელს ზემოთ შიშველი ვარ (და არც წელსქვემოთ მაცვია ბევრი რამ) და ზეწარს ვვარდები რომ მოვიხურო. -მოდი ქალო ჩაგეხუტო -მეუბნება სიცილით სალი,მასთან მივდივარ და მაგრად ვეხვევი -არ დამახრჩო -მეუბნება სალი და ხმაზე ვატყობ როგორ მოერია ტირილი,მეც ვერ ვიკავებ ცრემლებს და ასე გადახვეულები ვეცემით საწოლზე -მომენატრე სალი -ვეუბნები ტირილით -აბა მე მკითხე -მეუბნება ქვითინით...დაახლოებით 2 წუთის განმავლობაში ვეხუტებით და ვკოცნით ერთმანეთს,მერე კი გვახსენდება რომ ერეკლეც იქაა და ფეხზე ვდგებით -დაამთავრეთ? -ცალ წარბს ზემოთ სწევს ერეკლე -ჰო -ვეუბნები ჩუმად და ყურიდან-ყურამდე ვიღიმი,სალისაც ეღიმება და ცდილობს ჩამოღვენთილი ტუში და დადღაბნილი ტუჩსაცხი მოიწმინდოს -შედი დაიბანე -ვეუბნები სიცილით და ისიც სიცილით მიდის აბაზანისკენ -ნამტირალევი კიდევ უფრო სექსუალური ხარ.... -მეუბნება ერეკლე -მართლა?! -ცალ წარბს ზემოთ ვწევ და გამათბობელს ვეყრდნობი -აჰამმ.... -მძინარე მიმი მუხლებიდან დივანზე ფრთხილად გადაყავს და ფეხზე დგება,მისი შიშველი,დაკუნთული სხეულის დანახვაზე ტანში ჟრუანტელი მივლის,ნელ-ნელა ჩემსკენ მოდის,თან ტუჩებს ენის წვერით ისველებს და პირსინგიან წარბს მაღლა წევს -ისეთი სექსუალური ხარ..... -მოდის და ხელებს წელზე მხვევს,მეც შემოხვეულ ზეწარს ვისწორებ და კისერზე ვეხვევი... -ამბობდნენ ტირილი ქალს ალამაზებსო,მაგრამ აქამდე არ მჯეროდა.... -ჩუმი,ხავერდოვანი ხმით ამბობს და ნაცრემლარ ლოყაზე მკოცნის,მერე ცხვირის წვერზე და აი ტუჩებსაც მოადგა... -კააარგიიიიით რაააააააა -ცოტა ხმამაღლა ამბობს სალი და მოულოდნელობისგან ორივე ვხტებით,მას კი ეცინება და აგრძელებს -სიყვარულით ღამე დაკავდით ხოლმე ბატონო ერეკლე თუ შეიძლება,ნუ გავიწყდებათ რომ მარტოები აღარ ხართ,ეხლა კი მოშორდი ჩემს დაქალს თუ შეიძლება.... -ამ ყველაფერს ძალიან მშვიდი ხმით და საოცარი არტისტიზმით ეუბნება ერეკლეს,ისეც მოწყვეტით მკოცნის და გვერდით გადის,მე გაოცებული ვუყურებ სალის და თან მეღიმება -შენ კიდე რას დამდგარხარ ჩაიცვი ქალო ! -კაპარჩხანა დედაბერივით მიყვირის მე და ორივეს გვეცინება -მგონი შენს სექსუალურ ბიჭს ეწყინა... -თვალს აპარებს სალი ერეკლესკენ და ერეკლესაც ცალყბად ეღიმება -არაუშავს მწვანეთვალება ფისუნია შემეგუები -ენას უყოფს სალი ერეკლეს და ახლა უკვე სამივეს გვეცინება... -მიდი ლილაჩკა ჩაიცვი და ქალაქში გავისეირნოთ,იმედია შენი ბოი არ გვიწყენს -თვალს უკრავს ერეკლეს და ისიც თავს აქნევს იმის ნიშნად რომ არ ეწყინა... თითქმის 5 საათი ვიარეთ ქალაში,სად აღარ ვიყავით,ყველა მაღაზიაში,არა მხოლოდ ტანსაცმლის და აქსესუარების,ავეჯის სალონშიც კი ვიყავით,უბრალოდ დავდიოდით ვათვალიერებდით და ვჭამდით ყველაფერს რაც მოგვეწონებოდა,გავლიეთ დრო,ავინაზღაურეთ ის ორი წელი,რაც ერთმანეთი არ გვინახავს... სახლში დაბრუნებას ვაპირებთ და გზად ალკოჰოლის მაღაზია გვხვდება... მე და სალიმ ერთმანეთს გადავხედეთ,ორივეს ერთი განზრახვა გვქონდა,ამიტომ ზედმეტი საუბარი აღარ იყო საჭირო,ბოროტულად ჩავიღიმეთ,ხელები მოვიფშვნიტეთ და ერთად მივაწექით დიდ შუშის კარს. -ამაღამ ის შენი მწვანეთვალება ისე უნდა დავათრო,ისე,ისეე,რომ მე და შენ ვეღარ გვარჩევდეს... -მეჩურჩულება სალი და ბოროტულად იცინის -მხოლოდ ასე თუ მოვახერხებ მის დაკუნთულ მკლავებში თავის ამოყოფას... კარგად მუშაობს? -წარბს წევს სალი,მე კი გაკვირვებული ვუყურებ,ეს გოგო ასეთი არ იყო... - რამ გადაგრია გოგო?! შენ არ იყავი ერეკლე რომ არ მოგწონდა? -უჰჰ...ეგ როდის იყო მერე? -რაც გავიცანი მასმერე სულ ამას დამჩხავი -მეცინება მე -ნუუ.. მაშინ შიშველი არ მყავდა ნანახი... -ტუჩს იკნეტს სალი და ქვეშიდან მიყურებს -გოგოოო... -თვალებგაფართოებული ვუყურებ სალის -კაი ვღადაობ ქალო რაყო -ხმამაღლა ხარხარებს სალი და ყველა ჩვენ გვიყურებს -აიღე რაც გინდა? -ვეკითხები მე -აჰააააამ,შენ? -კიი ყველაფერი,რაც დაგვხოცავს... -ვეუბნები და მრავალმნიშვნელოვნად ვხითხითებ მაღაზიიდან იმდენი სასმლით გამოვდივართ მთელი ქელეხის სუფრას დააწვენს... სახლში შესვლისთანავე სალი ღრიალებს -ერეკლეეეეე გამოდიი პრესის კუბიკები უნდა დაგითვალოოოოოოოოოოო !!! -თან იცინის ბოლო ხმაზე -რა გაღრიალებს გოგო გასკდა გული! - გვერდით ოთახიდან თვალების ფშვნეტით გამოდის ერეკლე... -უყურე ახლა ამას! ეძინა ამ ბოთეს... -აბა თქვეენ ერთობოდით და ერეკლე მიაგდეთ აქ უპატრონოდ და რა მექნა -დამწუხრებულ სახეს იღებს ის -დალიეთ? -არა -სიცილით ვაქნევ თავს -მააგრამ ვაპირებთ სალი ცელოფნებს იქვე ყრის -ამაღამ უნდა გამოვთვრეთ -ეუბნება ერეკლეს,ხელს ხვევს და სამზარეულოში გაყავს. -ვიფიქრე მომეხმარებოდი მსმელო ქალბატონო -ცოტა განაწყენებული ვეუბნები სალის და ძირს დაყრილი პარკების აღებას ვცდილობ -ბოდიში... -მოდის და შუბლზე მკოცნის... თავზე დაგვათენდა სმაში,ზოგადად მე არ მიჭირს სასმლის ატანა,აი სალი კი ბევრს რომ ყოყოჩობდა რამდენიმე საათში ისე გაითიშა საწოლამდეც ვერ მივიტანეთ და ახლა დივანზე ძინავს... არც მე და ერეკლე ვარ მთლად კარგად,მაგრამ ჯერ ისევ გვიხელია თვალები... -მოდი ჩემთან... -ძლივს აბრუნებს პირში ენას ერეკლე და თავის მუხლებზე მითითებს,მეც მივდივარ და ვუჯდები.ჩემს სახეს ხელებში იქცევს და თვალებში მიყურებს,ისეთი ამღვრეული თვალები აქვს,ვერ გაარჩევ სტკივა,უხარია თუ რას გრძნობს...ამ წამს მისი თვალები ჭაობია,რომელიც ასე მითრევს,ისეთი აღარაა როგორიც დილით იყო,ოკეანესავით გამჭვირვალე მწვანე კი აღარაა,ისეთი კი აღარაა სადაც მხოლოდ საკუთარ თავს ხედავ,არამედ მუქი,ჭაობივით ამღვრეული,ჩაბინდული და ბურუსიანია,ერთი ფეხის შედგმა,ერთი შეხედვა და თავს ვეღარ დააღწევ,ვეღარ გამოხვალ,ვეღარ ამოხვალ,ჩაგითრევს,ჩაგნთქამს... მერე ტუჩებში ნაზად მკოცნის,მისი გემო... მისი გემო ნამდვილად შეცვლილია,სასმლის ბრალია,როგორ მიყვარს მისი სუნი,სუნიც შეუცვლია სასმელს.... ხელს მაისურის ქვეშ მიცურებს,მისი ხელები ისეთი ცხელია....სუნთქვა უხშირდება... -ახლა სექსის თავი არცერთს არ გვაქვს... -ვეუბნები ლუღლუღით -ვიცი... -ეცინება და თვალები ეხუჭება. მის სახეს ვუყურებ... თითეული დეტალი იმდენად დახვეწილია... ეს ხალი მარჯვენა თვალის კუთხეში,მომწონს ეს ხალი ამ ადგილას... მისი სწორხაზოვანი ცხვირი და გამოკვეთილი ყბები... ჯერ ცხვირზე ვუსვამ თითს,მერე ყბის სილუეტს ვავლებ... ვგიჯდები მის თითოეულ ნაკვთზე... ვგრძნობ როგორ მეპარება მისი სიყვარული,როგორ მხვევს თავის დიდ,გრძელ,მძლავრ მკლავებს და როგორ მამწყვდევს,მე კი... მე წინააღმდეგობას ვერ ვუწევ... თავს მის მკერდზე ვდებ... გული ისე სწრაფად უცემს,მგონია სადაცაა ამოუვარდება... ვგრძნობ როგორ მსუნავს თმაზე,როგორ ნაზად და ნელ-ნელა,აუჩქარებლად ასრიალებს თავის გრძელ თითებს ჩემს მკლავებზე,მხრებზე... მკოცნის თავზე და ჩუმად რაღაცას ბუტბუტებს... ვცდილობ გავიგო რას ამბობს და მაქსიმალურად ვძაბავ სმენას... -მიყვარხარ... ძალიან... მართლა... დავარღვიე შეთანხმება... ჩვენი შეთანხმება ლილიანა.... არ უნდა... მე... შენ... არუნდა შემყვარებოდი.... მაგრამ შენ ისეთი... შენ ისეთი კარგი ხარ... მართლა ლილიანა.... მართლა... -ნაწყვეტ-ნაწყვეტ,ძლივსგასაგონად ბურტყუნებს ამ სიტყვებს... თავს მისი მკერდიდან ვწევ და ნიკაპზე ვკოცნი, თვალებს ახელს და მარცხენა ხელს ნიკაპქვეშ მიდებს,თავს მაწევინებს და ისევ თვალებში ვუყურებ,ახლა უკვე ვარჩევ ტკივილს... -გიყვარვარ? -ვეკითხები ჩუმად... -ჰო... -ისიც დარცხვენით მპასუხობს და თავს ხრის -მეც.... -ვეუბნები ჩუმად და თავს ისევ მკერდზე ვადებ....ვგრძნობ,ვგრძნობ როგორ უორმაგდება ისედაც აჩქარებული გულისცემა... -მართლა? -მეკითხება ისევ ჩუმად -მართლა.... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.