შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ლილიანა თავი 3


13-11-2016, 20:24
ავტორი დორრა
ნანახია 1 793

-შეჭამ რამეს? -ვეკითხები ერეკლეს და მის ჩანთებს ვათვალიერებ
-რავიცი თუ მაჭმევ.... -ცალყბად იცინის და ზედ ამატებს -ასეთი ამრეზით ნუ უუყურებ ჩემს ჩანთებს არვაპირებ დიდიხნით შეგაწუხო,უბრალოდ სანამ ბინას ვიშოვი... ხომ გესმის? -საუბრის დროს წარბებს კრავს და ისე მიყურებს
-არაუშავს ნუ ღელავ -გულწრფელად ვუცინი -რამდენ ხანსაც საჭირო იქნება მე აქ ვარ,სიმართლე გითხრა მარტო ცხოვრება ცოტა მომბეზრდა და ახლა ეს ჩემთვის ნამდვილად კარგია....
-ჰოდა მაჭამე -გასცემს ბრაძანებას და იცინის
-კაარგი...

სამზარეულოში გავდივარ და მაცივარს ვაღებ,სიცარიელე... ნეტავ რატომ? მეცინება და ხმაურით ვხურავ მაცივარს,ისევ ვაღებ, კიდევ ვიყურები,ცოტა ყველია,სალათის ფურცლებიც,ცოტა რძე და სამი ცალი მწარე წიწაკა... მერე ვფიქრობ მაღაზიიდან რა შეიძლება ამოვიტანო... ორივე ვეგეტარიანელები ვართ... კართოფილიც არ მაქვს,მერე სამზარეულოს კარადას ვაღებ და ერთ ცალ სტაფილოს ვაწყდები,ვიხრები რომ ავიღო და როცა ვიმართები ჩემს უკან მდგომ ერეკლეს ვეჯახები
-fuck! შემეშინდა!
-სექსუალურად გამოიყურებოდი -ამბობს და იკრიჭება,როგორც სჩვევია
-გმადლობ....და ამ სტაფილოზე რა აზრის ხარ? -მაღლა ვმართავ სტაფილოს და მეცინება,ისიც იცინის და მპასუხობს
-სექსუალურია,თუმცა არ მგონია საჭმელად გამოდგეს.... -ცალ წარბს ზემოთ წევს და მოწყვეტით მკოცნის -მგონი ჯობია საკუთარ კუჭზე თავად ვიზრუნო და რაიმე შევუკვეთო...
-აჰამ.... -ტუჩებს ვპრუწავ,გვერდს ვუვლი და მისაღებში გავდივარ,ისიც უკან მომყვება და მიმისთან მიდის...
-შენც ასე გამშიშილებს პატარა გოგონა? -საცოდავი სახით ეკითხება მიმის,ისიც არ აყოვნებს და კნავილით პასუხობს -ასეც ვიცოდი! -დგება ერეკლე და წარბშეკრული ჩემსკენ ბრუნდება,მე დივანზე ვზივარ და ცალყბად ვიღიმი,ერეკლესაც ეცინება და ტელეფონს იღებს,რამეს შევუკვეთავო
-ერეკლე უკვე ძალიან გვიანია,ახლა არ გინდა,მოდი ყავა დავლიოთ და დავიძინოთ ასე აჯობებს,ნუუ თუ მაინცადამაინც ძაალიან გშია ჭამე სტაფილო -ვუღიმი
-მე ვიცი ვისაც შევჭამ -ირონიული ტონით ამბობს და თვალებს ავიწროვებს,მერე წარბებს ათამაშებს და დივნისკენ მოიწევს,მეც ვიღიმი და ვცდილობ მაქსიმალურად გამოვიწვიო,მოდის,მიღიმის,ჩემსკენ იხრება და ჩუმად მეუბნება -სტაფილო მომიტანე....
დილით ტელეფონის ხმა მაღვიძებს,სალი,სალი რეკავს... ტელეფონს ხმას ვურთავ რომ ერეკლეს არ გაეღვიძოს, სამზარეულოში გავდივარ და თან ლეპტოპი მიმაქვს,სალის ვიდეოზარით ვურეკავ და ისიც არ აყოვნებს პასუხს
-ლიიიიიიიიიიილ !!! -ყვირის ბოლო ხმაზე სალი -მო მე ნა ტრეეეეეეე !!!
-ჩუმად გოგოო!
-უკაცრავად მიმის ძინავს? -მეკითხება ირონიულად სალი
-არა პატარავ,ერეკლეს ძინავს -ცალყბად ვუღიმი და კარს ვხურავ
-ეგ ბიჭი ისევ ცოცხალია?
-კი და თან რა ჯანზეაა -ვიცინი და თემას ვცვლი -როგორ ხარ ჩემო ლამაზო?
-რავიცი ლიილ,თუ იმას გავითვალისწიინებთ რომ სამ დღეში მანდ ვიქნები გადასარევად -ტაშს უკრავს სალი,მეკი გაოცებისგან პირს ვაღებ და სიხარულისგან თვალები მიცრემლიანდედბა
-რას... რას ამბობ სალ,მართლა?
-ჰო პატარავ,ჰო
-მშვენიერია,როგორ ხარ სალი? -უცებ ჩნდება სამზარეულოში ტრუსებიანი ერეკლე
-ღმერთო! -იცინის სალი -კარგად ერეკლე შენ?
-მეც -იცინის ერეკლე და უკნიდან მეხუტება,ნიკაპით მეყრდნობა მხარზე და სალისთან საუბარს აგრძელებს -ესეიგი ჩამოდიხარ?
-ჰო -ეუბნება სალი და გვათვალიერებს,მეც ვიღიმი და თავს ერეკლესკენ ვატრიალებ,ის არ ინძრევა მხოლოდ თვალებით იყურება გვერდულად,მე ცხვირს ლოყაზე ვადებ და ღრმად ვისუნთქავ მის სუნს,მერე სალისკენ ვბრუნდები და ვეკითხები
-საალ,სად უნდა იცხოვრო?
-რავიცი ლილ,იცი მაგ ქალაქში ერთი მეგობარი მყავს,საშუალო სიმაღლის,შავგვრემანი გოგოა,ლილიანა ქვია,წესით უნდა იცნობდე,ორ ოთახიანი ბინა აქვს მესამე სართულზე და კატა ყავს,მიმი... სად და შენთან შე დეგენერატო აბა სხვაგან სად -ვეღარ ითმენს და ეცინება სალის
-აჰამ! ესეიგი ჩვენთან იცხოვრებ -ამბობს ერეკლე და ვხედავ როგორ უფართოვდება სალის თვალები ამის გაგონებაზე და გაოცებული მიყურებს
-გუშინ გადმოვიდა სალ,ცოტახნით -ვუღიმი სალის
-ჰო... ვერც ვიფიქრებდი.... -ამბობს სალი
-ნუ ღელავ შენ ხელს არ შეგვიშლი სალომე -ეუბნება ერეკლე -ყველაფერს ისე ვიზამთ რომ შენ გვერდით ოთახში არ შეწუხდე ხოლმე
სალის ეცინება,გვემშვიდობება და გვეუბნება რომ ცოტახანში აქ იქნება და ჭკვიანად ვიყოთ,ჩვენც ვემშვიდობებით და ერეკლე აბაზანაში შედის... მე სამზარეულოში ვრჩები და ყავის მომზადებას ვაპირებ როცა უეცრად ერეკლე მოდის ჩემთან,ისევ ძალიან შემეშინდა...
-არ შემოხვალ ჩემთან ერთად? -მეკითხება ჩურჩულით,მეც ვტრიალდები და ხელებს კისერზე ვხვევ,მერე ტუჩებში მკოცნის და მუდარის თვალებით მიყურებს
-კარგი,პირსახოცს ავიღებ -ვეუბნები მეც ჩურჩულითვე,კიდევ ერთხელ ვკოცნი და ოთახში გავდივარ პირსახოცის გამოსატანად


უნივერსიტეტში პირველ საათზე მივდივარ,ორ ლექცას ვესწრები და იქედან ხუთ საათზე სამსახურში მივდივარ,კარგია დღეს ირაკლი არ ჩანს და მისი ისეთი მზერის ატანა არ მომიწევს თითქოს მთელი სამყარო დავუნგრიე...
დრო ძალიან იწელება,დაახლოებით ცხრა საათზე ერეკლე მირეკავს
-ჰეი ბეიბ
-ჰეი,რა ხდება,მიმი როგორაა,სახლში ხარ?
-ჰო შენი გოგო მშვენივრადაა და ჩემი გოგო როგორაა?
-ოჰჰ ძალიან დაიღალა შენი გოგო... მისმინე სულ დამავიწყდა,დღეს რამე ჭამე?
-კი,სალათი გავაკეთე,ვეჯი,კიდევ არის,კარტოფილიც შევუკვეთე მაგრამ ჯერ არ მოუტანიათ,მალე მოხვალ?
-სალათი გააკეთე? -ჯერ კიდევ არ მჯერა რომ ეს მითხრა,მეცინება -ძაან მაგარია -ვეუბნები სიცილით -დაახლოებით ნახევარ საათში ვამთავრებ ცვლას და მოვალ..... რამე გინდა? წამოვიღო მაღაზიიდან რამე?
-არა იყოს... ჰო არ გამოგიარო?
-არა,შენ კართოფილს დაელოდე -ვეუბნები სიცილით -მეც მოვალ აასე ერთ საათში,ან უფრო ნაკლებში
-კარგი...


სამსახურიდან გამოვდივარ,სიგარეტს ვიღებ,სამი ღერიღა მაქვს,ერთს ვაცურებ კოლოფიდან,ვუკიდებ,ქურთუკს ვისწორებ,აქაიქ ისევ არის შერჩენილი გაყინული თოვლი,ძალიან ცივა,კაპიუშონს ვიხურავ და ღრმა ნაპასს ვურტყამ,პირდაპირ ტვინში მირტყამს კვამლი...ნელ-ნელა მივუყვები ტროტუარს და რამშტაინის ჩემს საყვარელ სიმღერას ვუსმენ თან ვყვები : Spring! Spring! -რაც გერმანულად ნიშნავს-გადახტი! ზუსტად ამ დროს აღმოვჩნდი ხიდთან,არა სუიდციდზე არ ვფიქრობ,არაფერი იფიქროთ ცუდი,უბრალოდ რაღაც ძალიან თემატურად აეწყო ამ საღამოს ცხოვრება....

კორპუსთან მაღაზიაში შევედი
-გამარჯობა დალიკო -მივესალმე ჩვენს გამყიდველს და გავუღიმე
-გამარჯობა ლილიენ -სხვათაშორის მხოლოდ ეს ქალი მომმართავს ასე და ყოველთვის აღნიშნავს თუ რა საოცარი სახელი მაქვს და რომ მისი შვილი სწორედ ამ სახელის დარქმევას აპირეებს იმ ბავშვზე,რომელსაც ორ თვეში ელოდება... სასიამოვნოა.... -როგორხარ? სამუშაოდან მოდიხარ არა?! დაიღლებოდი
-ეჰჰ...ჰო დალიკო,დავიღალე...
-ეს სიგარეტი,კიდევ აიღებ რამეს?
-როგორ მიყვარს უსიტყვოდ რომ გესმის ხოლმე რა მინდა -ვუცინი დალიკოს -კიდევ ორ ლუდს ავიღებ და ჩიფსებიც მომეცი.... ისე ბარემ სიგარეტსაც ორ კოლოფს ავიღებ,ერთი არ მეყოფა... მდააააა.... და კიდევვ..... ჰო,ვაშლი მინდა ცოტა...
-კარგი ჩემო ლამაზო -მეუბნება დალიკო,ყველაფერს პარკში მილაგებს,საფასურს ვიხდი,ვემშვიდობები და სადარბაზოში შევდივარ.
მესამეზე ფეხით ავდივარ,ლიფტში არასდროს შევდივარ,რადგან კლაუსტროფობია მჭირს და პანიკური შეტევები მემართება ლიფტებში....
ვაკაკუნებ,როგორც კი ერეკლე კარს მიღებს ლუდის პარკს მაღლა ვწევ და ვუჩვენებ
-ააუ რა მაგარიხაარ -უნათდება თვალები ერეკლეს
-პარასკევი საღამოა ტკბილოოოო,ჰენგაუთი არ გვაწყენდა -ვეუბნები სიცილით,ჩანთას შემოსასვლელში საკიდარზე ვკიდავ და პარკები სამზარეულოში გამაქვს,ერეკლეც ფეხდაფეხ მომდევს მის უკან კი მიმი მოცუნცულებს
-ოჰ ორი მშიერი ფისო მყავს უკვე სახლში,რა მაგარია -ვამბობ სიცილით და პარკების ამოლაგებას ვიწყებ...
-მმმმ... სალათი მაცივარშია,კარტოფილი შეფუთვიდან არ ამომიღია რომ სითბო შეენარჩუნებინა
-კარგი ბიჭი ხარ -ვეუბნები ღიმილით და თმაზე ხელს ვუსვამ
-მიაუუუ -კნავის ის და ორივეს სიცილი გვიტყდება
-ჰომ ვამბობ ორი კატა მყავს მეთქი -ვიცინი მე

ვივახშმეთ და გადავწყვითეთ ლუდის და ჩიფსების თანხლებით რაიმე ფილმი გვენახა,ერეკლე ტელევიზორს მიუჯდა და ფილმის არჩევა დაიწყო,მე კი გადავწყვიტე სამზარეულოს არეულობა მიმელაგებინა... დაახლოებით ათ წუთში დამიძახა ერეკლემ
-მოხვალ თუ მარტომ ვუყურო?
-მოვდივარ,ლუდს დალევ?
-აბა რისთვის იყიდე თუ არ უნდა დამალევინო
-კარგი მოვდივარ
მივდივარ და გვერდით ვუჯდები,ის ლუდის ბოთლს მართმევს და ხელს მხვევს,მეც მაქსიმალურად ვეკრობი გულზე და სანამ ფილმს ჩართავს იმ თემაზე ვიწყებ საუბარს,რაზეც ეს დღეებია ვფიქრობ
-ერეკლე...
-ჰოუ -სხვათაშორის მცმემს პასუხს და ერთი სული აქვს ფილმს როდის ჩართავს
-ბოლოდროს უცნაურად რომ ვიქცევით თუ ამჩნევ?
-უცნაურობაში რას გულისხმობ? -გაკვირვებული მიყურებს ერეკლე
-ბოლოდროს ძალიან რომანტიკულად ვიქცევით,შეყვარებულებივით... რავიცი... ჩვენს შორის დამოკიდებულება შეიცვალა აშკარად....
-ფილმი დაიწყო... -გადააქვს თემა ერეკლეს
-ნუ ცვლი თემას...
-გთხოვ ლილი ახლა ამაზე ნუ ვისაუბრებთ,თუ ჩემი აქ გადმოსვლა გაწუხებს,გპირდები,რომ მალე წავალ...
-არა,ძალიან მომწონს შენთან ყოფნა,აქ რომ ხარ,ეს ძალიან მსიამოვნებს,აი ეს სიტუაციაც,ახლა,ასეთი რაღაცები არასდროს მხიბლავდა,მაგრამ ახლა მომწონს...
-კარგი,მაგრამ ამაზე ახლა ნუ ვისაუბრებთ...
-კარგი... -ვეუბნები და ორივე ერთდროულად ვსვამთ ლუდს... -სიგარეტი მომაწოდე -ვუთითებ მაგიდისკენ,ისიც უსიტყვოდ იხრება და მაწოდებს,მე ერთ ღერს ვიღებ და ვუკიდებ -მოწევ? -ვეკითხები მას
-არა მე საფერფლის ლოკვაც მეყოფა -იცინის,ყოველთვის ამბობს,როცა მწეველ გოგოს კოცნი, ეს იგივეა საფერფლე ალოკოვო,ჰოდა ახლაც ეს იგულისხმა.
-ჰოდა მაშინ ლოკე საფერფლე და იყავი ასე -გამეცინა,კოლოფი ჩემს გვერდით დავდე,საფერფლეც მუხლებზე დავიდე,ლუდი მოვსვი,მან ისევ ხელი გადამხვია და ვნებიანად მაკოცა
-ახლა ვუყუროთ ფილმს... -თქვა და ლუდი მოიყუდა.



№1 სტუმარი ..

არ აგრძელებ?

მომწონს და იმედია გააგრძელებ^^

 


№2  offline წევრი დორრა

..
არ აგრძელებ?

მომწონს და იმედია გააგრძელებ^^

კი კი აუცილებლად გავაგრძელებ^_^ მეოთხე თვზე უკვე ვმუშაობ და ხვალ აუცილებლად იქნება <3 ძალიან მიხარია თუ მოგწონთ ^_______^
--------------------
s.d.kur.

 


№3 სტუმარი Guest

Sainteresoa da gansxvavebuli

Amitomac momwons

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent