შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბედის საჩუქარი თავი 14


16-11-2016, 19:00
ავტორი kato wiklauri
ნანახია 3 342

სანდრო ადგილზე გაშეშდა. ალბათ ყველაფერს ელოდა ამის გარდა.მერე გვერდით მომიჯდა და ხმას არ ირებდა. მისი სიჩუმე უფრო მეტად მკლავდა და მანადგურებდა. მერჩივნა რამე ეთქვა, თუნდაც ეჩხუბა ან ეყვირა მაგრამ ასე ჩუმად არ ყოფილიყო. მერე ისევ მე დავარღვიე სიჩუმე და შეშინებულმა დავიწყე ლაპარაკი.
-თავიდანვე შეცდომა იყო ყველაფერი. უნდა წავსულიყავი და აქ არ უნდა დავრჩენილიყავი. არც ეს მოხდებოდა. არ შეგვიყვარდებოდა ერთმანეთი და არც ასეთ სიტუაციაში აღმოვჩნდებოდით.
-შენ ამას შეცდომას ეძახი?შენ სიყვარულს შეცდომას ეძახი?-იყვირა მან
-სიყვარულს არა, არ შეიძლება შეცდომა იყოს ის რასაც გრძნობ და მთელი არსებით განიცდი. რაც სიცოცლხლის ხალისს გიბრუნებს და ძალას გაძლევს.მაგრამ ხანდახან სწორედ ამ სიყვარულის გამო უნდა დათმო და საყვარელი ადამიანის ცხოვრებდიან წახვიდე და მისცე მას ბედნიერების უფლება შენს გარეშე.მე მინდა რომ ბედნიერი იყო, მაგრამ ეს უჩემოდ მოგიწევს სანდრო.შენ კარგ გოგოს იმსახურებ. ისეთს რომელიც საზოგადოების მაღალი ფენიდან იქნება გამოსული და არა ჩემსავით სოფლიდან ჩამოსული რომელიც არსებობისთვის იბრძვის. რომელსაც ცხოვრება პრობლემებით აქვს სავსე და არ იცის ხვალ რა მოხდება. რომელსაც ყოველი ახალი დღის გათენების ეშინია.თავიდანვე ვიცოდი ჩვენი ურთიერთობა რომ განწირული იყო.ამიტომაც არ მინდოდა აქამდე მივსულიყავით.
-გაჩუმდი კარგიი?და მომისმინე ეხლა კარგად. უკეთესი იქნებოდა რომ ეს ურთიერთობის დასაწყისში მცოდნოდა თუმცა სიმართლე გითხრა არც ახლაა გვიან. პირველ რიგში პასუხს იმ კითხვაზე გაგცემ როგორ გოგოს ვიმსახურებ მე და რომელი სოციალური ფენიდან? ეს ჩემი გადასაწყვეტია. რადგან ასეთ გოგოებს სწორედაც რომ პირველ რიგში ქონება აინტერესებთ და მასზე უჭირავთ თვალი, არავინ დაგაჯეროს რომ პირიქითაა და ვინმე რამეს უანგაროდ აკეთებს. ერთადერთი ადამიანი ვინც მე ცხოვრებაში შემხვდა რომლისთვისაც არა მარტო ჩემს, არამედ სხვის ფულს, წარმომავლობას, ქონებას და პოპულარობას ყურადღებას არ აქცევს ეს შენ ხარ.შენ უბრალოდ ყველას კარგი გიხარია და არავისი არ გშურს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ჩემთვის. შენ უბრალოდ მათგან განსხვავებული და ჩამოყალიბებული ადამიანი ხარ და სწორედ ეს მიზიდავს შენში- შენი უბრალოება. შენ რა გგონია მე აწყობილი მაქვს ცხოვრება ან ეს ყველაფერი თავისით მოვიდა?ყველაფერს ჩემით მივაღწიე ძნელად მაგრამ მაინც. ასე რომ მე გადავწყვიტან ვის ვიმსახურებ და ვისათან მინდა ყოფნა. ყველა მამაკაცისთვის მნიშვნელოვანია რომ ქალისთვის ის იყოს პირველი, მითუმეტეს ქართველი მამაკაცისთის რომელიც ასე აზიატია ყველაფერში. თუმცა...სანდრომ საუბარი შეწყვიტა.
ვისმენდი მის მონაყოლს, მის თვითოეულ სიტყვას და დაბნეული შევყურებდი. დიახ მცხვენოადა მისი და საკუთარი თავისაც.
-შენ ეს სიყვარულის გამო ჩაიდინე. გიყვარდა და ამიტომ.მხოლო ერთი კითხამაქვს აკო იყო ხომ ის ადამიანი?
-ხო ის იყო ის ნაძირალა. ჩემი ძმა რომ დაიღუპა იმ დროს ცუდად ვიყავი, ჩემთან მოვიდა სახლში ვითომ ჩემი დამშვიდება და გვერდში დგომა უნდოდა მაგრამ საღამოს ამ ყველაფრით, ჩემი დაბნეულოდით და სასოწარკვეთით ისარგებლა და მოსახდენი მოხდა. იმ დღიდან ერთი კვირის შემდეგ კი მიმატოვა და ასე გამომიცხადა ძმაკაცებში დადებული სანაძლეო მოვიგე რომ შენ ჩემი გახდებოდი და ასეც მოხდა. ახლა კარგად იყავიო..ის დღე გამახსენდა და ტირილი მომინდა. ცრემლები მოამადგა და ნელ-ნელა დენაც იწყო. სანდრო ჩემს წინ მუხლებზე დადგა ცრემლები მომწმინდა.
-სალო ნუ ნერვიულობ კარგი და ნუ ტირიხარ. ხო იცი რომ მე სულ შენს გევრდით ვიქნები?რომ არ ვგავარ სხვა მამაკაცებს? ხო იცი რო ჩემი აზრები და შეხედულებები სხვაა. მე არ მაინტერესებს რა იყო წარსულში. მე მინდა რომ დღეიდან ჩვენ ერთმანეთის მომავალი ვიყოთ.მე შენ მიყვარხარ, სიგიჟემდე მიყვარხარ და მინდა ჩემი ცოლი, ჩემი შვილების დედა გახდე.
-სანდროო...დაბნეულმა შევხედე მას.
-ჩუუუ მითხრა და ტუჩებზე დამაცხრა. მთელი ვნებით და მთელი არსებით მკოცნიდა. ვნების ჟუანტელმა დამიარა სხეულში თავიდან ბოლომდე. მერე კოცნა შეწყვიტა თავისი ხელები მომხვია და ჩამიხუტა.
-ვინმემ იცის ეს?
-არა მე.აკომ და ახლა შენც.
-მაშინ ეს ჩვენს შორის დარჩეს. და დღეიდან იმაზე ვიფიქროთ რომ ჩვენ დიდხანს და ბედნიერად ვიცხოვრებთ ერთად.გვერდით მომიჯდა და ისევ მიხუტებული ვყავდი.
-იცი მე არ ვიცი რა ვთქვა. ძალიან დაბნეული ვარ.იმ ჩიტს ვგავარ წლები რომ გალიაში ჰყავდათ და ახლა განთავისუფლეს. ახალ ჩემი გული და ისეა ფრთებს გაშლის ალბათ და გაფრინდება სიხარულისგან.
-შენ ჩემი გულის არ გესმის თორემ უფრო მეტად გაგიჟდებოდი როცა გაიგებდი როგორ ძლიერად უყვარხარ ამ გულს,-გაეცინა მას და კიდევ ერთხელ მაკოცა. ცოტა ხანს ასე ვიყავით. გულში უფალსმადლობას ვუხდიდი რომ ასეთი კაცს შემახვედრა და ახალი ცხოვრების დასასწყისში სწორედ ის გამომიგზავნა, კაცი რომლითაც ვამაყობდი, რომლითაც ვხარობდი და რომელიც ბედის საჩუქარი იყო ჩემთვის.
-სალო მოდი გავიპაროთ.-თქვა უცებ.
-შენ გაგიჟდი?
-არა. თუ უარს მეტყვი ცოლობაზე მერე ნახე შენ ჩემი სიგიჟეები. გაეცინა მას
-მოიცადე რა გვეჩქარება.კარგად დავფიქრდეთ ყველაფერზე.მითუმეტეს ახლა როცა ყველაფერი საბოლოოდ მოგიყევი და დროა საჭირო ამ ყველაფრისთვის.
-მე გადაწყვეტილი მაქვს ყველაფერი და ეხლა ისევ არ ამაყვირო.- გაეცინა მას
-ახლა დაწყნარდი და მომეცი უფლება რომ ეგ ჭრილობები ბოლომდე დავამუშავო და დარჩენზე მერე ვილაპარაკოთ.
-არ უნდა იყოს, შეეშვი. თვითონ გაივლის. მოდი შენ აქ ჩაგეხუტები. ვერ ვძღები შენი მოფერებით და შენს გვერდით ყოფნით. რა მეშველება არ ვიცი როცა ერთად არ ვიქნებით, როცა სახლში დაგტოვებ ან წასვლა მომიწევს შეჯიბრზე
-მოგიწევს შეეგუო. ცოტა ხანს მაინც.
-დამავიწყდა მეთქვა ხვალ თიკოს დაბადების დღეა და ხომ გცალია?იმას არ გეუბნები წამოხავლ თუ არა-თქო?დღეიდან სადაც მე ვიქნები. შენც იქ იქნები.
-უი ხვალ?როგორ დამავიწყდა. აბა რა ვიზავ. ახლა კი სახლში წავალ.
-სად წახვალ?გამაგიჟებ შენ მე. ახლა ამ შუაღამისას გარეთ არ გაგიშვებ. მითუმეტს რაც დღეს მოხდა. ნიკა გაგიჟბეული იქნება და რამე რომ დაგიშავოს ჩემი ხელით მოვკლავ ასე რომ გადაწყვეტილია აქ დარჩები.
-მოკლეს შენ რასაც იტყვი ისე უნდა იყოს ხო აუცილებლად?
-ყველაფერი შეიძლება არა მაგრამ დღეს კიი. გაიცინა და ოთახამდე მიმაცილა.
-ჩემი სიცოცხლე ხარ შენ. ჩამეხუტა კიდევ ერთხელაც და დასაძინებლად წავედით....

დილით ხმაურმა გამაღვიძა. უფო სწორად ამას ხმაური არ ერქვა, სანდროს ღრიალი ისმოდა მთელ სახლში. ერთ ხანს გავიფიქრე მე ხო არ ვიყავი ამის მიზეზი და შემეშინდა.მაგრამ ყური რომ მივუგდე მიხვდი თიკოზე ბრაზობდა. ეტყობა წუხელ სადმე დარჩა და არ გააფრთხილა გავიფიქრე. საწოლიდან წამოვდექი, გუშინდელი კაბა გადავიცვი და მისაღებში გავედი. ოთარი სანდროს აწყნარებდა. ნანი კი ფერწასული სავარძელში იჯდა და წნევის გაზომვას ცდილობდა. მივესალმე და თბილად მოვიკითხე. გაუკვირდათ ჩემი იქ ყოფნა და მითუმეტეს ნანიმ რომ სისხლით დასვრილ კაბას შეხედა ისევ წამოიკივლა.
-შენ რა გჭირს შვილი?
-დამშვიდდით ნანი დეიდა არაფერი. მე კარგად ვარ. კაბა უბრაოლოდ დასვრილი მაქვს.
-მოიცა სანდრო გუშინ იჩხუბე?-ახლა შეამჩნია დედამ მისი ჩალურჯებული თვალი და გახეთქილი ტუჩი.
-ამას არ აქვს მნიშვნელობა. მოკლედ მოუჭრა მან.
-გამარკვიეთ რა ხდება? რატომ ყვირიხარ სანდრო?-დაბნეულმა ვკითხე მე
-წუხელ თიკო და ის შენი მეგობარი ირაკლი გაპარულან და დაქორწინდნენ.-მშვიდად მითხარა ოთარმა
-რაა?-გავოგნდო და ახლა მეც დაბნეული დავეშვი სავარძელში ნანის გვერდით
-ხო აბა. აი ეს გააკეთა შენმა მეგობარმა. სახლში შემოვუშვი. მეგობრად მივიღე,მან კი და მომტაცა.
-სანდროო დმშვიდდი რაა. მისი დაწყნარება ვცადე მე. ნახე დედაშენი როგორ ნერვიულობს. ჯერ მას მივხედოთ ჯერ და მერე ყველაფერი გავარკვიოთ კარგი?
-კარგი.- ცოტა დამშვიდდდა ის და ნანისთან მივიდა,-დეე როგორ ხარ?
-არ ვიცი შვილო ,ცუდად ვარ, ძალიან განვიცდი, რა ეჩქარებოდა ან სად იპარებოდნენ, მოსულიყვნენ ეთქვათ ჩვენთვის. თან ჯერ პატარაა სტუდენტია. -მოთქვამდა ნანი
-ნანი დეიდა დამშვიდდით, მოდი წნევას გაგიზომავთ.
ნანი ისე იყო განერვიულებული და ისე განიცდიდა ამ ამბავს რომ წნევა მაღალი ჰქონდა და თავს არ გრძნობდა კარგად.
-ეს ამბავი გასაგებია, მაგრამ შენ როგორ მოხვდი აქ შვილო?იმას კი არ ვგულისხმობ რომ არ გამიხარდა ან რამე უბრალოდ წუხელ რა მოხდა?ასეთ დღეში რატომ ხართ?-მკითხა ოთარმა
-წუხელ დაჯილდოვებაზე ვიყავით მამა, სალომე მე დავპატიჟე მაგრამ იქ ჩხუბი მოხდა და ამიტომ ვართ ასე, მერე აქ მოვიყვანე სახლში ხომ არ გავუშვებდი გვიანი იყო
-ყოჩაღ ჩემო ბიჭო. ხომ იცი სალომე ამ სახლში ყოველთვის სასურველი სტუმარი ხარ
-მამა სასურველი სტუმარი კი არა მალე ჩვენთან იქნება სულ. ჩვენ ერთმანეთი გვიყვარს და დაქორწინებას ვაპირებთ.
-ეს ძალიან კარგი ამბავია შვილო. გაეხარდა ოთარს.პ მოდი მოგილოცოთ. გულში ისე ჩამიხუტა როგორც მამაჩემმა იცის ხოლმე. ნანის სახე გაუნათდა და დამიძახა.
-მოდი შვილო მეც მოგილოცო. ხომ იცი ვერ ვდგები ცუდად ვარ. მასთან მივედი და მოვეხვიე. მომილოცა და ყურში მიცურჩულა.
-ყველაფერი მოგვარდა?სანდროს უთხარი ყველაფერი და ამიტომ ხართ ასეთ დღეში?
-კი თავი დავუქნიე მე.
-აბა მაშინ დიდი ბედნიერებას გისურვებთ შვილო.
-ძალიან მიხარია თქვენი ამბავი. როგორც კი დაგინახე მაშინვე მივხვდი რომ კარგი ადამიანი იყავი და მაშინვე მოგვეწონე სარძლოდ მეც და ნანისაც. როგორც ჩანს ჩვენს ოჯახში ბედნიერებამ ერთდროულად შემოაბიჯა. ახალ კი მგონი უნდა იმაზე ვილაპარაოთ სად არიან თიკო და ის ბიჭი და მოვინახულოთ.
-რომ ვნახავ ერთი კარგად მივბეგვავ ირაკლის, ეს როგორ გააკეთა?-იმუქრებოდა სანდრო
-ასეთი სიფიცხე არაფერს გვარგებს დამშვიდდი და შენებურად არ გაუტიო ახლა. აი შენი თავი წარმოიდგინე მის ადგილზე. შენ რომ სალომე ასე წაიყვანო და მისიანებმა მუშტი-კრივი გაგიმართონ ხომ არ იქნება კარგი?ხოდა დამშვიდდი და საღი გონებით შევხედით ყველაფერს. -დაარიგა მამამ შვილი
-კი მაგრამ რომ არ ვიცით სად არიან?-თქვა ნანმ
-წადით თქვენ მოემზადეთ და მე გავარკვევ მანამდე მათ ადგილსამყოფელს-ვუთხარი მათ
-მანამდე სახლშიი გაგიყვან გამოიცვალე, ასე ხომ არ წამოხვალ. მითხრა სანდრომ.
-კარგი წავიდეთ...
გზაში რომ ვიყავით ირაკლის დავურეკე და გავარკვიე მათი ადგილსამყოფელი. მერე გოგეობს გადავურეკე და ირაკლის დაქორწინების ამბავი შევატყობინე. ყველას გაუკვირდა მისი დაქორწინება და თან გაეხარდათ. გადავწყვიტეთ იქ შევხვედროდით ერთამენთს.
-მომაქცევ ყურადღებას?-მისაყვედურა სანდრომ როგორც კი მათთან საუბარს მოვრჩი.
-ჩემი ეჭვიანი და ეგოსიტი ბიჭი. გავიცინე და ლოყაზე მოვეფერე.
-აბა აბა ეხლა. იპოვე ხომ სუსტი წრტილი და ასე მაჩუმებ.
-სულ ასე ვიქნებით. მთელ ჩემს სულს, გულს, სხეულს და სითბოს შენ გითმობ ჩემო სიხარულო, მაგრამ მათ ვერ დავკარგავ. ისინიც მნიშვნელოვანი ადამინები არიან ჩემს ცხოვრებაში
-მიყვარხარ ჩემო მტირალა. მითხრა და ჩემი ხელი თავის ხელში მოიქცია. -ასე ხელი-ხელ ჩაკიდებულები ვიქნებით სულ ჩვენს მეგობრებთან და საყვარელ ადამინებთან ერთად.
-ჯერ კიდევ ვერ ვიჯერებ რომ ჩვენ ერთად ვართ. არ მჯერა რომ ასეთი კარგი ადამინი ვიპოვე და ახლა მის გვერდით ვარ.
-ჯერ სად ხარ. ეს დასაწყისია. მითხრა და ჩემი სახლის წინ გააჩერა მანქანა.
-იმედია მალე მოემზადები და სხვა ქალებივით ნახევარ დღეს არ მოანდომებ მომზადებას
-არა მალე მოვრჩებო დამიჯერე. შენ მანამდე რამეს ხომ არ დალევ ყავა?ჩაი?
-ვერ დაიმახსოვრე რომ მე ყავას და ეგეთ სვეცკობებს არ ვეტანები?მხოლოდ ნატურალური პროდუქცია. დამიძახა მან და მაცივარში შეძვრა. მე კი საძინებელ ოთახში ვიყავი და ტანსაცმელს ვარჩევდი.
-როგორც ჩანს დიდი არჩევანი არ მაქვს. მხოლოდ ფორთოხლის წვენი გაქვს. მაცივარი თითქმის ცარიელია. გოგო მშიერი უნდა მომკლა როცა ჩემი ცოლი გახდები?
-ოო კარგი რაა სანდრო. გავძახე მას და კარი სანახევროდ გამოვაღე.თითქმის მზად ვიყავი. ჯინსის შარვალი ამოვიცვი. თხელი მაისური გადავიცვი, გრძელი ჟაკეტი მოვიცვი და სანდროსთან გავედი.-მე მზად ვარ შეგვიძლია წავიდეთ
-იცი ახალ ყველაზე ძალიან რა მინდა?
-რა?
-მათ ადგილზე ჩვენ ვიყოთ.
-ეგ დროც მოვა სანდრო. ცოტა მოვითმინოთ სულ ცოტა კარგი? ხელები კისერზე შემოხვიე და ვაკოცე.-გითხარი რომ ძალიან მიყვარხარ?
-არა.-თავი გაააქნია მან,
-მიყვარხარ და კიდევ უამრავჯერ გეტყვი რომ მიყვარხარ. მიყვარხარ მიყვარხარ. წელზე მომხვია ხელები ჰაერში ამიყვანა და დამატრიალა. გადავიკისკისე
-მეც მიყვარხარ.
-კარგი წავიდეთ თორემ დავაგვიანებთ. გველოდებიან.
სახლიდან გავედით, სანდრომ მამისს დაურეკა მისამართი უკარნახა სადაც უნდა მივსულიყავით და ერთმანეთს შევხვედროდით...
სუფრა უკვე გაშლილიყო და ჩვენ გველოდნენ. ირაკლის ოჯახის წევრები და მისი რამდენიმე ახლობელი შეკრებილიყო. თიკო შეშინებული ბავშვივით ამოფარებოდა ირაკლის და აქეთ-იქით აცეცებდა თვალებს.
-სანდრო მოდი მამაშენს დააცადე ხომ?შენ ჯერ არ ჩაერიო არაფერი თქვა, არ აწყენინო შენს დას. -ვთხოვე მას ჩურჩულით.მანაც ნაწყენმა შემომხედა და მამას დაუთმო გზა. არადა ვიცოდი რომ თავს ძლივს იკავებდა არ აფეთქებულიყო
-შენ სულ მე მაჩუმებ. მისაყვედურა.მე გარეთ დავრჩები და დამიძახე ყველაფერი რომ გაირკვევა კარგი. თორემ შეიძლება თავი მართლა ვერ მოვთოკო.
-კარგი.- ვუუთხარი და ნანის და ოთარს სახლში შევყევი.
-გამარჯობათ. მე ირაკლი მამა გახლავართ თამაზი,ეს ჩემი მეუღლეა- ხათუნა. -წარუდგინა თავი ირაკლის მამამ
-გამარჯობათ, ოთარი და ჩემი მეუღლე ნანი. აყალმაყალის და ჩხუბის ატეხვას არ ვაპირებთ. უბრალოდ მინდა ჩემს შვილს დაველაპარაკო და ერთი რაღაც ვკითხო, შეიძლება?
-კი როგორ არა.ახლავე. თიკო შვილო დაელაპარაკე მამას.-მიუბრუნდა სამამათილო გოგოს.
-შვილო კარგად იცი რომ მე შენ როგორ გაგზარდე და არფერი არ დამიძალებია. მხოლოდ ერთს გკითხავ იცი რასაც აკეთებ?დარწნმუნებული ხარ შენი გადაწყვეტილების სისწორეში?
-კი მამა.-მორიდებით უთხრა გოგომ და ირაკლის ხელი ჩაჰკიდა.
-გიყვარს?-გაუმეორა ოთარმა.
-ძალიან.თანდათან სითამამე ემატებოდა გოგოს.
-ესეგი შენი ნებით გაყევი და არაფერი დაუძალებია.
-არა მამა. მე ის დიდი ხანია მიყვარს. იქამდე სანამ სალომეს გავიცნობდით.სითამამე მოემატა გოგოს და უფრო გარკევვით უპასუხა.
-რადგან ჩემი ქალიშვილი საკუთარი ნებით გაჰყვა თქვენს ვაჟს და როგორც ამბობენ ერთმანეთი უყვართ წინაააღმდეგობას აზრი არ აქვს. მხოლოდ ისღა დამრჩენია ბედნიერება ვუსურო მათ, -თქვა ოთარმა.-მოდი ჩემო გოგო მოგილოცო.
-არ მიბრაზდები მამა?-არ სჯეროდა თიკოს.
-აზრი აქვს გაბრაზებას?მოდი მოდი ჩაგეხუტო. ხელები გაშალა და შვილს მოეხვია. ნანი ჩუმად უყურებდა ამ ყველაფერს აცრემლებული. მერე ცრემლი მოიწმინდა და ახლა ის ჩაეხუტა შვილს.
-ჩემო გადარეულო გოგო. იმედია ახლა მაინც დაჭკვიანდები.
-სიძევ შენ რას დამდგარხარ მანდ მოდი შენც მოგილოცო. დაუძახა ოთარმა და შვილთან ერთად ჩაიხუტა ახლა გულში.
-ჩვენც არ გვინდოდო ასე მოხდარიყო, გვერჩივნა ყველაფერი წესების დაცვით ყოფილიყო , მაგრამ რადგან ასეა და ვერ მოითმინეს ალბათ ჯობს რომ დღეს ეს ამბავი აქ ავღნიშნოთ, სუფრა უკვე გაშლილია. ხვალიდან კი ქორწილისთვის დავიწყოთ მზადება, წინააღმდეგები ხომ არ ხართ?-ჰკითხა თამაზმა ოთარს.
-წინააღმდეგები არ ვართ,ჩემს ქალიშვილს ისე არ გავათხოვებ, გაეცინა ოთარს.
-მაშინ სუფრასთან გადავინაცვლოთ.- როგორც იქნა ხმა ამოიღო ირაკლიმ.
-რათქმა უნდა მაგრამ სანდრო გვაკლია. მამა სადაა ჩემი ძმა?
-ახლავე მოვიყვან, დავასწარი ყველას და მის დასაძახებლად გავედი.
სანდრო სადარბაზოში კიბეზე ჩამოჯდარიყო და თავი ჩაეღუნა. ჩაფიქრებულიყო. ჩემი მიახლოვება არც გაუგია. მხოლოდ მაშინ მოიხედა როცა მის გვერდით ჩამოვჯექი
-რაღაც ყვირილის ხმა არ გამოსულა ეტყობა ყველაფერი მოგვარდა ხო?
-კი ყველაფერი კარგადაა. დავუქნიე თავი.
-კარგია. ჩაილაპარაკა მან
-გაბრაზებული ხარ?
-არც ისე.
-ნუ მატყუებ. ვხვდები რომ ასეა. მაგრამ არ ღირს კარგი, დააცადე მათ ბედნიერება.
-იცი ჩემი დის მშურს რომ ასე მარტივად უყურებს ცხოვრებას, არ ქმნის პრობლემას იქ სადაც არაა და უბრალოდ ცხოვრებისგან სიამოვნებას იღებს. ახლა უკვე ოჯახიც აქვს არადა ყოველთვის გვეგონა რომ მისთვის გათხოვება ადრე იყო და ოცდახუთ წალმდე არ უნდა გათხოვილიყო. მაგრამ შეუყვარდა და უცებ ჰოპ დაადო თავი და ორ თვეში გაჰყვა ვიღაც ბიჭს.
-ირაკლი ვიღაც ბიჭი არაა სანდრო და არც ორ თვეში შეყვარებიათ ერთამნეთი.
-შენ რამე იცი და მიმალავ?-შემომხედა გაკვირვებულმა.
-იმდღეს როცა ბოულინგის სათამაშოდ წავედით თიკო გამომიტყდა რომ შეყვარებული იყო. ოღონდ არ ვიცოდი ვინ იყო ის ბიჭი. იქ რომ მივედით მაშინ გავიგე. ერთმანეთი უნივერსიტეტში გაუცვნიათ.
-და ეს შენ არ მითხარი?-ეწყინა მას.
-ეს მე არ უნდა მეთქვა სანდრო.ჩემი საქმე არ იყო. თან მე ჩემს საიდუმლოებებს ვერ გეუბნებოდი და მაგას გავბედავდი. -ჩამეღიმა მე.-წამო ახალ შევიდეთ ცოდოა თიკო, შენ გკითხულობს და თვალებით წეღან შენ გეძებდა. შენი გვერდში დგომა უნდა ახლა. ავდექი ხელი ჩავკიდე და მისი წამოყენება ვცადე.
-სალოო რაღაც უნდა გითხრა.
-რა სახე გაქვს?-შემეშინდა მე -ცუდად ხარ?
-არა ვნერვიულობ. ასეთ სიტუაციაში პირველად ვარ.
-რა ხდება?
-მიყვარხარ. მითხრა და გაიცინა.
-სულელო როგორ შემაშინე. გამეცინ მეც.-წამო წამო წავიდეთ.
სახლში რომ შევედით ყველა სუფრას უსხდა და ჩვენი წყვილის დალოცვა უკვე მოესწროთ. სანდრო მათთან მივიდა და მიულოცა. ბედნიერება უსურვა მერე სასმისის შევსება ითხოვა და დალოცა ახალდაქორწინებულები. ქეიფი გაჩაღდა უკვე კარგად რომ შეთვრნენ დრო ვიხელთეთ გოგოებმა და საჭორაოდ გავძვერით.
-აბა მოყევი ეხლა რამ გადაგაწყვეიტან ან როდის მოასწარით შერიგება.
-იმ დღესვე როცა ბოულინგზე ვნახე, უბრალოდ არ შევიმჩნიეთ. გაეინა თიკოს.
-ხო მაგრამ ოჯახის შექმნა?ეს ხომ სახუმარო არაა.
-კარგი რა სალო დაანებე თავი ბედნიერები არიან ნახეთ ხომ ეტყობათ სახეზე,-ჩაერია ეკა
-არა ჩემი გადარეული თუ ცოლს მოიყვანდა და ოდესმე დასერიოზულდებოდა რას წარმოვიდგენდი.
-მაკო მასე იცის სიყვარულმა. ადამინებს ძალიან ცვლის. ვუთხარი მე.
-შენ რაღაც სხვანაირად გიბრწყინავს თავლები და რა ხდება?-დაეჭვდა ეკა
-არაფერი.
-მოყევი ეხლა. ჩამაცივდა სამივე.
-მოკლედ მე დაა სანდრო ერთად ვართ.
-რა მაგარია,- იკივლეს და სამივე ერთდროულად მომეხვივნენ. გილოცავთ-ყვიროდნენ.
-ჩუუ სირცხვილია.მათგან თავის დაღწევა ვცადე მაგრამ ისინი ძლიერად მეხუტებოდნენ
-ვიცოდი რომ თქვენ შორის რაღაც იყო მაგრამ არ უტყდებოდით არც ერთი. -თქვა თიკომ
-მიზეზი მქონდა და იმიტომ
-ახლა აღარ აქვს ამას მნიშვნელობა. მთავარია ერთად ხართ და ბედნიერებას გისურვებთ
-მადლობა მაკო.
-არა ვიცოდი რომ იმ დღეს ეგ ბიჭი ღმერთმა გამოგვიგზავნა. თქვა ეკამ და კიდევ ერთხელ მომეხვია.
-გოგოებოო სალომე უნდა მოგტაცოთ ცოტა ხანს?-შემოაღო კარი სანდრომ
-კარგი ჩვენ გავალთ და თქვენ დარჩით აქ გვრიტებო. ჩაიცნა თიკომ და გოგოები ოთახიდან გაიყვანა.
-ამათ რა ჭირთ?-იკითხა მან
-ჩვენი ამბავი ვუთხარი და გახარებულები არიან.
სანდრო ცოტა ნასვამი იყო და უფრო საყვარელი, უფრო თბილი გამხდარიყო
-უკვე მომენატრე.
-კარგი რაა ნახევარი სასთია არ გინახიავრ და უკვე?
-მე ყოველ წუთში მენატრები. არ ვიცი როგორ ვითმენ რომ ახლა პირდაპირ ეკლესიაში არ მიყავხარ და შენზე არ ვქორწინდები. -
-გიჟი ხარ.
-შენი გიჟი ვარ ჩემო სიხარულო. იცოდე მალე ჩვენც ქორწილისთვის დავიწყებთ მომზადებას. ჯერ ჩემი დის ქორწილმა ჩიაროს. მინდა შენც გიხილო თეთრ კაბაში ჩემო დედოფალო.
-რა იცი რომ მე ქორწილი მინდა? ან თეთრი კაბის ჩაცმა?მე არ მინდა ქორწილი.
-რატომ?
-არ ვიცი, მე თეთრი კაბას არ ვიმსახურებ.
-შენ ყველაფერს იმსახურებ ჩემო დედოფალო. აღარ გამაგონო ასეთი სიტყვები, თავი მაღლა ასწიე და იამაყე საკუთარი თავით, შენ ღირსეული და პატიოსანი ადამიანი ხარ. შეცდომას ყველა უშვებს. სწორედ შეცდომებზე ვსწავლობთ.
-შენ ალბათ სასმელი გალაპარაკებს.
-არა ასე არაა.მე შენთვის ყველაფერი კარგი მინდა.მინდა რომ უბედნიერესი, წამები, წუთები, საათები, დღეები, კვირები, თვეები. წლები. გაჩუქო. მინდა ჩემი ცხოვრება გაჩუქო. ყველაფერი საუკეთესო მინდა შენთვის და არ შემეწინააღმდეგო.
-აზრი არ აქვს ხო შენს წინააღმდეგ წასვლას?-გამეცინა მე
-არაა.- თავი გააქნია და მაკოცა.....



№1 სტუმარი Guest nita

rogor momcons sandro.

 


№2  offline წევრი kato wiklauri

ასეთი მამაკაცები ბევრი უნდა არსებობდეს :)

 


№3 სტუმარი Guest nita

namdvilad da samcuxarod ra cota arian

 


№4  offline წევრი kato wiklauri

ან ამის ნახევარი მაინც უნდა იყოს :)

 


№5 სტუმარი Guest ელე

ახალი თავიც დადე რაა

 


№6  offline აქტიური მკითხველი La-Na

ოჰ ძაან კარგი იყო.სანდრიკო ძაან მაგარია რა უ.აგრესი
--------------------
ლანა

 


№7 სტუმარი mariam

Axali male Dade raa

დღეს დადებ ახალ თავს???

 


№8  offline წევრი kato wiklauri

Dges davdeb axal tavs

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent