შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჯიშკარიანის წესები (თავი 7)


17-11-2016, 04:26
ავტორი Beatrixkiddo
ნანახია 5 156

საწოლში ნახევრად შეფუთნულები ვიწექით, ჩემი მკერდი მის მკერდზე, ჩემი ხელი მის ხელში. ხან თმაზე ჩამომისვამდა თითებს, ხან ხერხემალს ჩააყოლებდა ხაზად. ჯრუანტელი მივლიდა მთელ სხეულში, ის კი უფრო მიმიხუტებდა, შემფუთნიდა. არადა ვდუღდი, მცხელოდა და ვიწვოდი, ახალი გრძნობები, უცნაური ფიქრები და დიდი ხნის მივიწყებული ბედნიერება ერთად დარბოდა სხეულსა და ტვინში. თან ცრემლებით მევსებოდა თვალები, აქამდე თურმე ცოცხალი არ ვყოფილვარ, არ მიგრძვნია ბედნიერება უკვე მერამდენე წელია. ალექსანდრეს გამოჩენა და ცხოვრების ხალისის დაბრუნება ერთი იყო ჩემთვის. მის მიმართ ვგრძნობდი მადლიერებას, სიყვარულს, პატივისცემას და ეს ყველაფერი სულ წამებში, დღეებში მოხდა. ვერ ვხსნიდი რატომ და როგორ მოვედით აქამდე, უბრალოდ წაკითხული მქონდა, ნანახი მქონდა და ვიცოდი, რომ ხანდახან სიყვარულს ვერ ახსნი, ლოგიკის ჩარჩოში ვერ ჩასვამ.
- რაზე ფიქრობ?
ალექსანდრეს ჩახლეჩილი ხმა ჰქონდა, მშვიდი და ამავდროულად ძალიან ემოციური, ამასაც ვერ ვხსნიდი... ისე ახლოს ვიყავით ერთმანეთთან, რომ ყველაფერს მოყვებოდა გემო, პირდაპირ ვგრძნობდი მის სიტყვებს ჩემს ყურებზე, თითებს ჩემს სხეულზე და პულსივით მიფეთქავდა ის ადგილები, სადაც მაკოცა, ვერ დავწყნარდი. მეგონა ამის შემდეგ ან ძალიან ბედნიერი ვიქნებოდი, ან ძალიან ვინანებდი, მაგრამ ერთადერთი, რასაც ახლა ვგრძნობდი იყო ის, რომ ცოცხალი ვიყავი და კიდევ იყო რაღაცები, რის გამოც ღირდა სიცოცხლის გაგრძელება.
- ნინ.
თავზე მყარად გადამისვა ხელი ალექსანდრემ. თავისკენ მიმიხუტა, არც მეგონდა უფრო ახლოს თუ შეეძლო მივეკარი.
- ალექსანდრე ჯიშკარიანი...
მისი სახელის წარმოთქმა მომწონდა, როგორ ბრუნავდა ენა, ტუჩებიც მოძრაობდა, მთელი გულით და სულით უნდა გეთქვა, ისე არ გამოდიოდა.
- ამდენი ტატუ რატომ გაქვს? ან რას ნიშნავს?
- არ მოგწონს?
- მომწონს, მაგრამ რომ დაბერდები?...
ალექსანდრეს უშნოდ გაეცინა.
- ზუსტადაც თუ დავბერდები, თითო ეს ტატუ გამახსენებს ჩემს ცხოვრებაში რა მტკენია და რა გამხარებია. მოხუცებს ავიწყდებათ ბევრი რამ, სიბერეში ვეღარ იხსნებენ კარგად განვლილ გზას. ესენი თითქოს ღუზებია, თითოეული სხეულშია ჩაშვებული და იმ ადგილს კვლას ადებს, ტკვილის ან ბედნიერების.
აქამდე ასე არასდროს შემიხედავს ტატუებისთვის და გავინაბე, ხელი მის სხეულზე გავაცურე, ნელ-ნელა ჩამოვუარე თითო „ღუზას“. ვცდილობდი ნაზად შევხებოდი, რატომღაც მეგონა, ტკიოდა ეს ადგილები. რაღაც ტკიოდა, ალექსანდრეს. უეცრად თავში ელვასავით მეცა მისი სიტყვები და წამოვიწიე, საბანი მკერდზე ავიფარე და თვალებში ჩავხედე, თითონ მშვიდად მიყურებდა, სრულიად მოშვებული და დასვენებული იყო, ამ ქვეყნად არაფერი ადარდებდა, ქუთუთოები მძიმედ ეხუჭებოდა, მაგრამ მისი თვალები, ისინი ყოველთვის მელაპარაკებოდნენ, რაღაც ტკიოდა, ალექსანდრეს.
- თუ დაბერდები, რას ნიშნავს?
- მე რა ვიცი აბა, ყველა სიბერემდე ხომ არ ცოცხლობს.
- და ისე არ აპირებ, სიბერემდე ცხოვრებას?
ალექსანდრეს გაეღიმა და თავზე ხელი გადამისვა, კისერზე გაჩერდა და მისი ტუჩებისკენ მიმიზიდა. კოცნამ აზრები გამიფანტა, ხელები დანებებით ჩამოვუშვი და მივეკარი, ჩვენ შორის ჰაერიც კი არ მინდოდა ყოფილიყო. ალექსანდრემ წელზე მომკიდა ხელი და საწოლზე დამაწვინა, ჩემი კიდურები მას შემოეხვია,თავი ჩემს კისერში ჩარგო და ნაზად მკოცნიდა, დროს წელავდა, თითო მოფერებას დიდ დროს უთმობდა, არ ჩქარობდა და არც ერთს გვინდოდა ეს წუთები ოდესმე დამთავრებულიყო.
ალექსანდრეს ძირს დაგდებული ტელეფონი ზუოდა, ვიღაც რეკავდა...
- ალექს...
- არა
მაშინვე გამაჩუმა და გააგრძელე ვნებიანი მოფერება. საწოლში გავატარეთ მთელი ღამე, გათენებამდე და ქანცის გაძრობამდე არ ვეშვებოდით ერთმანეთს.
ალექსანდრეს ოთახში გამეღვიძა, დილის 6 საათზე. გაბრუებული წამოვდექი საწოლიდან. მას ბავშვივით ეძინა. მუცელზე იწვა და ცალი ხელი ჩემი ბალიშის უკან ჰქონდა ამოდებული. მშვიდად და რიტმულად სუნთქავდა, ცოტახანი ვაკვირდებოდი და უაზროდ ვუღიმოდი. ჩუმად ავდექი და სააბაზანოში შევედი, მოვწესრიგდი და გუშინდელი კაბა გადავიცვი. ტელეფონს დავხედე. მამა რეკავდა, მერე მესიჯებს ჩამოვუყევი. სალომეს უთქვამს, ჩემთანააო, არადა ისიც ნერვიულობდა, ხომ ცოცხალი ხარო.
ჩემი შავი ქუსლები ხელში დავიკავე და ჩუმად გამოვიპარე ალექსანდრეს სახლიდან. ჭიშკართან მისულმა ჩავიცვი ჩემი ქუსლები. ალექსანდრეს სახლის წინ მთელი ბირჟა იდგა, რაღაცას არჩევდნენ და როგორც კი დამინახეს, ყველას თავი ჩემსკენ შემობრუნდა. გაშტერებული მიყურებდნენ, თითქოს თვალებს არ უჯერებდნენ. სირცხვილისგან თავი ჩავხარე. დილის 6 საათზე ვიღაცის სახლიდან რომ ქუსლებით იპარები, არ არის კარგი ამბავი. ჩუმად შევტრიალდი და გზის გაგრძელებას ვაპირებდი, უკნიდან რომ ხმა მომესმა, გამარჯობაო.
ნელა შევტრიალდი, არც მეგონა მე თუ მეტყოდა ვინმე აქ სალამს. არ ვიცნობდი არც ერთს.
პატარა ბიჭი იყო, ესე 13 წლის, კაპიშონიდა ამოყო თავი და ისევ გაიმეორა.
- ნინა, გამარჯობა..
გაშტერებული მივაჩერდი ამ ბიჭს. პირი გავაღე, რამე რომ მეთქვა მაგრამ ცოტა ხანი, ვერაფერს ვიძახდი. პატარა მელოდებოდა, თვალებ გაფართოებული, ცოტა შეცბა. მე გავიღიმე და თავი პატარაზე დავუკარი.
- გაგიმარჯოს.
ჩემი ერთი სიტყვა და ჰოი, საოცრება, მთელი ბირჟა ცალ-ცალკე მესალმებოდა, ხელს მართმევდნენ, სახელებს მეუბნებოდნენ, მე არც კი ვიცოდი რა მეთქვა ან საერთოდ რა ხდებოდა ჩემს თავს.
- გაგიყვანთ მანქანით, ახლავე გამოვიყვან, დამელოდეთ.
- შენ ბიჭო მაგ ჯართით ვერსად ვერ მიხვალ, მაცადე აგერ დგას ჩემი მანქანა.
- ავოიეე.
ნაცნობი ხმა ჩაერია ყვირილით კამათში. გავიხედე და დავინახე შარვლის ამარა დავითი. სირცხვილისგან სახეზე კაბის ფერი ვიყავი, აჭარხლდაო, რომ იტყვიან აი ეგრე. ბიჭები გაჩუმდნენ და მიესალმენ დავითს. ჩემსკენ წამოვიდა და გადამკოცნა.
- მოდი გაგიყვან, მაინც გასასვლელი ვარ.
არ შევეწინააღმდეგე, გავყევი ჩუმად და თავაზიანი ღიმლით დავემშვიდობე უცნაურ უცნობებს. გავიხედ-გამოვიხედე და ყველა ჭიშკრიდან ვიღაც იყურებოდა, ქალები, ბავშვები, გოგოები. დილის საათების ფონზე, ნამეტანი ბევრი ჩურჩული ატყდა. ერთი ნაბიჯით გავცდებოდი თუ არა ვინმეს კარს, მაშინვე თავს გამოყოფდნენ და რაღაცას წაიჭორავებდნენ. ძალიან უხერხულად ვიგრძენი თავი. ხან რას ჩურჩულებდნენ, ხან რას, გამოკვეთილად არაფერი მესმოდა, ჩემი სახელის გარდა. როგორც ჩანს ამ უბანში იცოდნენ ვინ ვიყავი.

ეს სიტყვები სულ აქა იქიდან ისმოდა, მაგრამ შეუმჩნევლად. დავითის ფეხის ნაბიჯები საკმარისი იყო რომ დაეფარა ხმები.
- ქუსლებისთვის ადრე ხომ არ არის ძალიან?
ხმა მომესმა, ვიღაც გოგოსი. თავი ავტომატურად ავწიე ზემოთ. მეორე სართულის აივნიდან გადმომდგარა ქერა გოგონა. სიგარეტს აბოლებდა და ისე დააფერფლა, თითქოს თავზე უნდოდა მომხვედროდა.
- თეკლა შეყავი ეგ თავი უკან.
მშვიდად უთხრა დავითმა და ცალი ხელი მყარად ჩამჭიდა. გზა გავაგრძელეთ.
- შენია თუ იმისი?
დავითმა ერთი ისეთი ახედა ქვემოდან, იმ გოგოს გული რომ არ გაუსკდა, გამიკვირდა.
- არ მიაქციო ყურადღება, ესეთი ეჭვიანია. ვუყვარვარ და რა ქნას.
ხმამაღლა თქვა დავითმა და დამეკრიჭა. უნებურად მეც გამეღიმა და ამ გოგოს ცალი თვალით ავხედე, ბოროტად იყურებოდა ძალიან, ყველაზე სასაცილო ის იყო, რომ ალბათ დავითზე და ალექსანდრეზე მეტად საშიში , სწორედ ეს ქერა ბოროტ-თვალება იყო. მანქანის კარი გააღო დავითმა ჩემთვის და ის იყო უნდა ჩავმჯდარიყავი, ისევ იმ გოგოს ხმა მომესმა.
- შენი დაქალიც შენნაირია? დილით იპარება ბიჭების სახლიდან?
ეს თქვა და ამაყად გადმოაგდო სიგარეტი. სისხლი ამიდუღდა ვენებში. დავითი ამ გოგონას კარებისკენ წავიდა, სახლში აპირებდა შევარდნოდა, მაგრამ სალომეს დაცვას ვერავინ დამასწრებდა.
- არა, ჩემი დაქალი სხვანაირია. ფეხები ეწყება კისრიდან. თმა წელამდე აქვს და თვალები ისეთი ღრმა აქვს, შეიძლება ჩაიძირო მისი ყურებით. ძალიან უხდებიან ეს და დადუ ერთმანეთს. შენ ვერ შეედრები სალომეს და ჯობს ეგ ვითომ ქერა თმა კარგად გადაიღებო. შავი ბოლოები გიჩანს.
ეს ვთქვი და კარები მოვიჯახუნე. ღრმად ჩავისუნთქე და თვალები დავხუჭე. დავითი გაშეშებული იდგა რამდენიმე წამი ჩემს კართად და შემდეგ ნელი ნაბიჯებით მოუარა გვერდი შავ მანქანას. ჩაჯდა შიგნით და მანქანა დაქოქა.
- შემეშინდა ბო**შვილი ვიყო.
- არ აწყენინო სალომეს და არაფერი საშიში არ იქნება.
ღიმილით გადავხედე და იმან ცალი ხელი გულზე გადაისვა, ცალით კი რულს მოუჭირა ხელი.
- ალექსამ იცის ხოლმე ეგრე, ღიმილით გეტყვის ისეთ რამეს, გული გაგისკდება. გისმენდი ეხა და ერთი-ერთში ხართ ორივე. მიხარია, რომ ერთად ხართ... ხომ ერთად ხართ?
- კი.
- მაგარია ტო, რა კარგია რომ დაინახე, როგორ უყვარხარ. სულ შენზე ლაპარაკობს ისიც და ესეც.
- სალომე?
- ოოო სალომეე...
მაგრად ამოიხვნეშა დავითმა და თვალებში ციმციმი აენთო. ჯერ გაეღიმა, მერე სიცილი აუვარდა. რომ ვკითხე რაზე გეცინებათქო, არ მიპასუხა და თავი უბრალოდ გააქნია. სახლის კარებთან ჩამომსვა და ასე უმაიკოდ, მანქანით გააგრძელა სვლა. ტელეფონზე ისევ ზარი გაისმა. სალომე იყო.
- რას შვები ?
- ვაიმე, ნინა რახან შენ ტელეფონი აიღე. როგორ ხარ, სად ხარ?
- ეხა მივხოხავ სახლისკენ.
- რაა? სად იყავი...
ჩემთვის , ჩუმად გამეღიმა, მაგრამ მეგობარი რისი მეგობარია, მაშინვე მიხვდა ჩემი დუმილის მიზეზს და არაადამიანური კივილ-წივილები ამოუშვა პირიდან.
- შე გაფუჭებულო!! დღეს უნდა შევხვდეთ! მარტოები იცოდე! ჟანდარმერია ეგება ჩამოვიშოროთ სულ ორი საათი მაინც.
- ჰაჰ, კარგი. ისე სახლში დავითმა მომიყვანა. მეზობლები არიან ეგ და ალექსანდრე.
- ლაივში მომიყევი ყველაფერი, ესე ტელეფონით ნუ ამღჟავნებ ინფორმაციას, რაიცი ვინ გვისმენს!
ძალიან სერიოზულად ჩამჩურჩულა ტელეფონში და ყურმილი გამითიშა, იმ წამსვე ალექსანდრეს სახელი ამოხტა ეკრანზე.
- გაიღვიძე, ალეე?
- ოხ...
- რა იყო?
- ჩხუბს ვაპირებდი, რატო გაიპარეთქო, და აიღე ტელეფონი... ვეღარ გეჩხუბები.
- დაირღვა, ჯიშკარიანის წესები?
- შენ ძალიან ბევრს ხუმრობ მაგ თემაზე და ერთი დავილაპარაკოთ რა, მთელმა სამყარომ იცის ჩემი რომ ხარ, მაგას ვალდებულებები მოყვება.
- პირველი ლედი ვარ თუ შენი შეყვარებული?
- დამიჯერე, პირველი ლედი მაგრა ფეხებზე კიდია ხალხს და შენ, შენ ხარ ყველაზე მნიშნველოვანი და პატივცემული გოგონა თბილისის ქუჩებში. შენ და ის შენი შტერი დაქალი, დავითი რო დამიჩაგრა.
- რაა?
გამეცინა ხმამაღლა და სადარბაზოს კარს ავეყუდე.
- თვითონ მოგიყვება დღეს, არამგონია საჭორაოდ არ იკრიბებოდეთ.
- ჩვენ არ ვჭორაობთ, ენას ვიფხანთ, ჯერ არ იცი შენ ჩემი წესებიც რომ მაქვს, ამიტომ მოემზდე, კომპრომისებზე მოგიწევს წასვლა.
- მე და კომპრომისები.. ვერ ვძმაკაცობთ.
- მაშინ ვერც ჩვენ ვიმეგობრებთ.
- ძალიან კარგი მერე, შენთან მეგობრობა სულ არ მინდა.
- აბა?
- დაბრუნდი ჩემთან და კი არ გეტყვი, განახებ რაც მინდა.
სახეზე წამოვწითლდი და უცებ გავუთიშე ტელეფონი. გუშინ თუ სირცხვილი საერთოდ არ ვიცოდი რა იყო, დღეს გამახსენდა და ლოყები ჩამიწითლდა. სახლში ჩუმად შევიპარე, მამას ეძინა. ბუტერბროდები გავუმზადე საუზმისთვის და მე პირდაპირ საწოლზე დავემხე. დაღლილობა და ემოციისგან დაცლილობა ერთბაშად მომაწვა და გავითიშე.
შუადღე იყო, ნელ-ნელა რომ გამოვფხიზლდი. გავიზმორე და საათს დავხედე ტელეფონზე. თვალები ისე გამიფართოვდა, გადმოცვენას იყო და კარგი ბებერი ქალივით შევკივლე.
დღეს ორშაბათი ყოფილა.
- უხ ჯიშკარიანო შენიი...თავბრუ დამხვევი, ვნებიანი და ყურადღების გამფანტველი... უუუხხ.
სულ წყევლით ავდექი და სამზარეულოში გავბაჯბაჯდი. ესეც ერთი გაცდენილი გამოცდა, 20 ქულა დავკარგე, ახლა რა ჯანდაბა ვქნა?
ყავას ჩავცეცხლავ, რა უნდა ვქნა, ან ალეს რას ვერჩი, ჩემი ბრალია. ივენთიო, წიგნიო, შეყვარებულიო და მთელი ღამე სექსიო. ყოჩაღ, ნინა, ნამდვილი საამაყო სტუდენტი და შვილი ხარ. ვაიმე, მამაჩემი, საწყალი, რა იცის რა ეზრდება უბეში. აუჰ. ახლა ეს ორი ერთმანეთს უნდა გავაცნო თუ ვატყუო მამაჩემს სალომესთან ვარ, სალომესთან ვართქო?
- ნინა შე წინდახედულო, შე მოწესრიგებულო...
ჩემს თავს ხმამაღლა ვეჩხუბებოდი, როდესაც კარზე ზარი გაისმა. ჩუსტები ამოვიცვი და ჭუჭრუტანაში ჩემი კარის მეზობელი დავინახე. გამხდარი ქალი იყო, მარტო ცხოვრობდა. არც შვილი ჰყავდა და როგორც ვიცი, არც ნათესავები. ქმარი ახალგაზრდას გარდაეცვალა და მაგის მერე მარტო იყო სულ. არც არავის იკარებდა და არც მეზობლებთან გამოირჩეოდა დიდი საუბრებით, ამიტომ გასაკვირი იყო, კარებთან რომ იდგა, შალ შემოხვეული.
კარები ნელა გავაღე და თავი გავყავი.
- გამარჯობა, ქალბატონო.. ქალბატონო.
ყოჩაღ ნინა! იდეალური მეზობელიც ყოფილხარ, ყველა ბედნიერებასთან ერთად, სახელიც ვერ დაგიმახსოვრებია კარის მეზობლის.
- ელისო მქვია შვილო.
- გამარჯობა, ქალბატონო ელისო, რით შემიძლია დაგეხმაროთ?
- კატა დავკარგე შვილო, გამექცა და , გაფრთხილება მინდა უბრალოდ, თუ ნახავ, ეგებ მომიყვანო უკან?
- უი, რა ცუდია, როგორი კატაა?
- აი სურათი მაქვს, მათიკო ქვია.
დამჭკნარი ხელიდან უხარისხო ფოტო გადმომაწოდა, თეთრი კატა იყო, საკმაოდ მსუქანი, წითელი დიდი საყელურით.
დავპირდი ყურადღებით ვიქნებითქო და სახლში შევბრუნდი. შემეცოდა ეს ქალი, სახლში მხოლოდ კატა ჰყავდა მეგობრად და ისიც გაექცა. ოხ ეს კატები, ერთგულება მაგათ არ იციან, მარტო ჭამა-სმაზე ფიქრობენ.
გაბრაზებულმა სიგარეტის ძებნა დავიწყე, რომ გამახსენდა, ალესგან არ წამომიღიათქო. დედა, რა დაკვირვებული და მოწესრიგებული ხარ დღეს ნინა, არ შეიძლება, არა.
მაღაზიაში ფეხის თრევით ჩავდიოდი, სადარბაზოს კარებთან მდგარი კატა რომ დავინახე.
- მათიუს?! უძღები შვილი დაბრუნდა!
ბედნიერი დავიხარე კატისკენ რომელიც, მისი წონის მიუხედავად, სწრაფი აღმოჩნდა და ხელიდან დამისხლტა. გიჟივით გავეკიდე, იმასაც ალბათ შეეშინდა და გაიქცა. მაღაზიისკენ აიღო მათიკომ გეზი და მეც გავეკიდე.
- ლილიკო!! ლილიკო!!
- რა ხდება გოგო რა გაკივლებს გასკდა გული!
- დაიჭირე !!! კატა არ გაუშვა იცოდე!
ლილიკო კატაზე მეტად დაფრთხა და პოლის ჯოხი, რომ მოიმარჯვა, კატა აქეთ გამოიქცა ჩემსკენ და მეც ხელში ავიყვანე.
- რა იყო, ლილიკო, გული გაუხეთქეთქო არ მითქვამს.
კბილები დავუკრიჭე საწყალ გამყიველს, რომელიც პოლის ჯოხს ეყრდნობოდა და ცალი ხელი გულზე ჰქონდა მიდებული.
- დედა არ ხარ შენ ნორმალური, ნინა? მეთქი მოსდევს ვინემთქო.
- მე ვინ უნდა მომსდევდეს ლილიკო. ერთი სიგარეტი მომეცი რა, ფული ჯიბიდან ამოიღე თორე ამ ტომარას ხელი თუ გავუშვი, ვეღარ დავიჭერ.
- წაიყე კაცო ,მერე ჩამომიტანე.
კოლოფი გამოვართვი და მადლობა გადავუხადე, კმაყოფილი ვბრუნდებოდი სახლში. დღეს კარგი მწეველი და კარგი მეზობელი ვარ და ეგეც საკმარისი იყო, პოზიტივის შესანარჩუნებლად!
სადარბაზოსთან პატარა შავი მანქანა იდგა, საპატრულო ნომრებით, მაგრამ არ იყო პოლიციის მანქანა. შუშიდან ვიღაც იყურებოდა, თვალები ჩანდა და მელოტი თავი.
- მათიუს დაგსდევენ, ძმა?
კატას არ ესიამოვნა ჩურჩული და წამოიკნავლა. ელისოს კატა რომ მივუყვანე, მეთქი ახლა გული გაუსკდება სიხარულისგან და მკვლელი გამოვალთქო, მაგრამ გადავრჩი. დიდი მადლობების შემდეგ ძლივს შევიყუჟე ჩემთან სახლში და სიგარეტს მოვუკიდე.
ტელეფონი აწკრიალდა.
- ჰო ალე.
- ნინა, ჩემო სიცოცხლე, ერთი ფანჯრიდან გაიხედე რა. ვინმე სტრან ტიპს ხედავ?
- გახედვა არ მინდა, ეხა ვიყავი მაღაზიაში და შავი პიპია დგას, ვირაც მელოტი აცეცებს თვალს იქიდან.
- ჯანდაბა.
- რა ხდება ალე?
- შენთვის სანერვიულო არაფერი. არ გახვიდე დღეს ჩემს გარეშე სახლიდან.
- ეგება ამიხსნა რატო?
- მოიქეცი როგორც გეუბნები იცოდე გარეთ არ დაგინახო ეგ ლამაზი ცხვირი რომ გაყო!
პასუხის გაცემა ვერ მოვასწარი, ისე გამითიშა. მეწყინა, მაგრამ იმდენად დავინტრიგდი, სულ ვერ მოვახერხე წყენაზე კონცენტრაცია და დიდი აგენტივით, ჩაკუზული გავედი აივანზე, შავ მანქანას ვუთვალთვალებდი.
ის ტიპი კი პირდაპირ თვალებში მიყურებდა. მე მგონი თვალთვალი დამასწრეს.





მთელი დღეა ვცდილობ ავტვირთო და ვერ შემოვდიოდი, დიდი ბოდიში : (



№1  offline მოდერი bibo

ვაიმე ვგიჟდები მე შენზე პაწაწუნიწუ სასწაული ხარ საოცრება რაღაც რა
ღაცები იმალება საიდუ,ლოები იცოდე ჰეფიენდის გოგო ვარ და არ დამაღალატ თვარა ოგხვდება გვერდებში იცოდეე მარწყვის გუნდავ heart_eyes joy აუ მე სალომე და დატოც მ,ომწონს რააა და არ დამაღალატო ვინა ეს გოგო ვიღაც არ მივასხმეინო ტვინი და არ გავაგორო joy joy უხ მომეშალა ნერვი ეხა ჩემ გოგოს სალოს რო ატკინოს გულიიი უხ მივაჩაქუჩებ imp smiling_imp იმედია კაი დასარული ექნება თვარა გაგწელავ ელარჯივით ატმის ბუსუსო და ალუყჩის კურკავ stuck_out_tongue_closed_eyes stuck_out_tongue_closed_eyes რა კარგია ველურული ეს ალექსანდრე ვგიჟდები კაცო მომწონს უძალიანესად ორივე დათოც და ალექსანდრეც რაღაც სალომესთანმ რა მოუვიდა ვერ მივხდიიი არ დაიგვიანო თვარა დაგსჯი

 


№2  offline წევრი taia21

აუ რა კაია მიყვარს ალექსა <3 არ დააგვიანო შემდეგი თავი

 


№3 სტუმარი lanu

Auuu ra sayvarlebi arian..bevri vixalise da vicine kidec..magari tavi iyoo mara ar meyoooo :( veli axal tavs

 


№4 სტუმარი Uhuu

Vaiiih ra magariaaa
Ar daagviano gtxoov aci

 


№5  offline აქტიური მკითხველი უცნობი ქ

ვაიმე ვგიჟდები მე ამ გოგოზე რა მაგარი ვინმეა...დადუს თქმის არ იყოს შემეშინდა.... ალექსანდრეზე რა ვთქვა არ ვიცი ყველაზე მაგარი ეგ არის ამ ისტორიაში, ხო კიდე დადუ არ გამომრცეს ვგიჟდები უკვე მასზე და ეს მელოტი კიდევ საიდან გამოხტა რაღაც აქ დაძაბულობის სუნი მცემს... მოკლედ მოუთმენლად ველოდები ახალ თავს...

 


№6 სტუმარი Ketis

Aba abaa momwons momwonsss ubralod imdenad kargad gamogdis ro sakitxavad cota gamodis tavebs mounate ra gtxov

 


№7  offline აქტიური მკითხველი select

ჰაჰაჰა რა მაგარი და გადარეული გოგოოაა
ჰიჟიაა სუფთა რაა საყვარელიი კატას რანაირად გაეკიდაა ვაიმე რა გადარეულიაა
joy joy
joy
მალე დაგვიბრუნდი რაა აუ დავითი რა ტიპიაა ავოიეეე უუჰ მაგრად ვიხალისეე
გელოდებიი

 


№8  offline აქტიური მკითხველი La-Na

ფერი ფერსო რა.საინტერესოა ვინ არის შავი პიპიათი?როგორც ჩანს ალექსის გამო უთვალთვალებენ ჩვენს გოგოს
--------------------
ლანა

 


№9  offline წევრი ვალენტინა

ვუუუუ აიმეეერამაგარიააა მალედადეთორეეე შენსსისხლსდავლეევ ვერცხლისფიალით :დდდდდ ♥♥

 


№10 სტუმარი Guest კოკი

აუუუუ რა კაი იყოოოოოოოოოოო..... საოცრებახარრრ სანატრელოოოოო..... ძააან ძაან მომწონსშ ეს ისტორიაააა
..... იმედჯა მე დადებ საყვარელოოო ახალ თავსსსს

 


№11  offline წევრი lopsani

ძალიან მომწონს. სულ სხვა სტილში წერ. სხვა ავტორების მსგავს სტილში დაწერილი ისტორიებიც წამიკითხავს, თუმცა დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ მხოლოდ შენ გიხდება!! ცოტათი ვნანობ რომ დავიწყე კითხვა და არ დაველოდე დასრულებას. იმდენად ჩამითრია, შემდეგი თავის დადებამდე ვერ ვითმებ ხოლმე. წარმატებებს გისურვებ!!!! heart_eyes heart_eyes kissing_heart

 


№12 სტუმარი Guest მარიამი

აუ ძაან მაგარია ყოჩაღ ასე გააგრძელე ძაან მომეწონა <3 <3

 


№13  offline აქტიური მკითხველი ნარჩიტა

zaliann magarii istoriaa axal tavs velofebi :*

 


№14 სტუმარი Vikaa

Auu rogor momcooons ra magraad cer
Male dadee gtxooov

 


№15 სტუმარი Uhuu

Auu dges xo dadeeb?

 


№16  offline წევრი marikuna_

დადე დადე დადე ახალი თორე ვკვდებიიიი cold_sweat cold_sweat cold_sweat cold_sweat
--------------------
m.bagiauri

 


№17 სტუმარი Likuuna

Auuu gavgijdebi sad xaar male dadeee

 


№18 სტუმარი Guest nasia

Auuu agar qpirwb dadebaas :'( mal dade tore gamezvrq suli :D moutmenlad velodbii ♥♡♥

 


№19 სტუმარი Guest ნინი

აუ დღეს მაინც დადე რა

 


№20  offline წევრი Kendalli

აუუუუუ რატოარდეებ

 


№21 სტუმარი Guest ნინი

დადე რა ფთხოვ

 


№22 სტუმარი Uhuu

Ravi gvitxari mainc ro agar agrdzeleeb imedia normaluri mizezi gakvs

 


№23  offline წევრი Beatrixkiddo

Uhuu
Ravi gvitxari mainc ro agar agrdzeleeb imedia normaluri mizezi gakvs

ხალხნო, სამსახურიდან მივლინებაში გამიშვეს ისე უცებ, ვერც მივხვდი, 3 დღე ინტერნეტი არ ვიცოდი რა იყო!! დიდი ბოდიში, მაგრამ არ იღელვოთ ვაგრძელებ თან აუცილებლად!!! დღეს თვარა ხვალ დილით ლიწინ-ლიწინით დაიდება თავები <3

 


№24 სტუმარი Uhuu

Beatrixkiddo
Uhuu
Ravi gvitxari mainc ro agar agrdzeleeb imedia normaluri mizezi gakvs

ხალხნო, სამსახურიდან მივლინებაში გამიშვეს ისე უცებ, ვერც მივხვდი, 3 დღე ინტერნეტი არ ვიცოდი რა იყო!! დიდი ბოდიში, მაგრამ არ იღელვოთ ვაგრძელებ თან აუცილებლად!!! დღეს თვარა ხვალ დილით ლიწინ-ლიწინით დაიდება თავები <3

Kai mashin gapatieebt❤️❤️❤️❤️Gelodebi dzaalian momcoons

 


№25  offline წევრი კენდალ ლი

აუუუ ხვალ არმცალიაა sob sob sob
--------------------
მ&ბ

 


№26  offline წევრი nini :)

male minda shemdegi taviiii....

 


№27 სტუმარი Uhuu

Dgees atvirtaav?

Ras gvpirdebu tu ver deeb vaax aba dilidan daickebao tavebii eso isoo

 


№28 სტუმარი Guest ნინი

Xo tqvi davdeb dilito ratom ar deb :( dade ra gtxov

 


№29  offline წევრი მართაა

პირობას არ ასრულებ? :დდდ დადე რა ახალი თავი გთხოოვ cry

 


№30  offline წევრი კენდალ ლი

აუუუუ მკლავ შენ.რატო გვპირდები თუ ვერ აასრულებ??(((მალე რააა
--------------------
მ&ბ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent