არქანგელოზი ( თავი 6 )
- ბატონო აზაზელ ლილიტს სურს, რომ ნახოთ , ამბობს ძალიან, აუცილებელი საქმე მაქვსო ... - რა ხდება სარიონ ? რა უნდა იმ წყეულს ? - ჰკითხა აზაზელმა - არ ვიცი ბატონო ... რა გადავცე ? - არაფერი , თავად ვნახავ ... - როგორც ინებებთ ... თქვა სარიონმა *** ესტა ეს მანდეროს .... - რა აუცილებელი საქმე გაქვს ლილიტ ... - აზაზელ ? მე იმ იდიოტს ვუთხარი ბრძანებელს გადაეცი თქო - მბრძანებელს გადასცა - თქვა აზაზელმა - შეუძლებელია - ახარხარდა ლილიტი , - ოღონდ არ მითხრა რომ შენ ლუციფერი მოკალი - კვლავ განაგრძნობდა სიცილს - ის არ იმყოფება ამჟამად ჯოჯოხეთში - და მბრძანებელს შენს თავს უწოდებ ? - მბრძანებელმა ასე ისურვა ... - აზაზელ სასწრაფოდ ლუციფერის ნახვა მინდა ... ძალიან მნიშვნელოვანია - რა გაქვს სათქმელი მითხარი და მე გადავცემ - არა, პირადად უნდა ვესაუბრო - ეს შეუძლებელია ... თუ ჩემთვის არ აპირებ თქმას მაშინ მშვიდობით - მოიცადე, მოიცადე, აზაზელ, დაბრუნდი , ლუციფერს უნდა ვუთხრა ყველაფერი , ის საფრთხეშია ... გაიძახოდა ლილიტი თუმცა მისი ხმა აღარავის ესმოდა *** გათენდა , ცეცხლის მზე აენთო , აცურდა, დროშები ჩქარა ... ბოდიშით ამერია ... გათენდა ... დილის 6 საათი იქნებოდა ... მზემაც ამოანათა ... ყვავილების სურნელში გახვეულმა თბილისმაც გაიღვიძა , გამოცოცხლდა , ნელნელა ხალხმაც იწყო მოძრაობა ქალაქში . რათქმაუნდა ლუციფერი არავის ჩამორჩებოდა , საწოლიდან წამოხტა და როგორც სჩვეოდა ვერანდაზე გავიდა , ხელში ფინჯანი ყავა და ჩიბუხი მოემარჯვებინა , თავისთვის რაღაც სიმღერას ღიღინებდა , ... ოთახში შევიდა , კიბეები ჩაირბინა და დანტეს ოთახთან შეჩერდა , ხელი მოამარჯვა დასაკაკუნებლად , შემდეგ გაახსენდა ვინც იყო და ურცხვად შეაღო კარი ... დანტე საწოლზე გაშოლტილიყო , გულში ბალიში ჩაეხუტებინა , - დროა ამან ცოლი მოიყვანოს - გაიფიქრა ლუციფერმა - დანტე , დანტე , დანტე გაიღვიძე უქნარა - დაიწყო ყვირილი ლუციფერმა - დიახ დიახ ბატონო რა ხდება ? - ჩამოხტა დანტე - ომია დანტე ომი. თავს უშველე , აბჯარი ჩაიცვი სასწრაფოდ - ახარხარდა ლუციფერი თვალის დახამხამებაში დანტე აბჯარში გამოეწყო , ხელში მახვილი დაეკავებინა და თავზე ჩაფხუტის მსგავსი რაღაც დაეფარებინა ... ლუციფერი ახარხარდა - გეხუმრე სულელო გეხუმრე - დანტემ გაკვირვებული მზერა ესროლა ლუციფერს - გამოიცვალე დანტე მიდიხარ ... - სად მბრძანებელო ? - თვალები დაწყიტა , და თმების გასცორებას მოჰყვა - მინდა რომ ბელფეგორს შეხვდე , დედამიწაზე კომპანიის აშენებას ვგეგმავ , რამდენიმე კვირა საკმარისი უნდა იყოს , რომ მოამზადოს ყველაფერი ... ჩაიცვი დანტე და სასწრაფოდ მიხედე საქმეს ... - დიახ მბრძანებელო - თქვა დანტემ და კარადაში შეჰყო თავი - კარგი წავედი ... დაბლა ვიქნები - მიაძახა ლუციფერმა რამდენიმე წუთში დანტეც გამოჩნდა - შავი შარვალი ,შავი პერანგი და შავი ტუფლები ჩაეცვა - ისეთი საყვარელი შესახედავი იყო - კარგი რა დანტე ... გემოვნებაც არა გაქვს ? რაიმე ნორმალური ჩაიცვი წამოდი აგარჩევინებ - აი ეს ჩაიცვი მოცისფრო ფერანგი , ლურჯი სპორტულ კლასიკური შარვალი და ლურჯი პიჯაკი მიაწოდა ლუციფერმა - აი ეხლა კი სიმპატიური ხარ - უთხრა დანტეს როდესაც გამოეწყო - თავისუფალი ხარ ... - თქვა ლუციფერმა და კიბეებს აუყვა *** რამდენიმე დღე გავიდა ,დანტეს წასვლიდან , ლუციფერი მოწყენილობისგან კვდებოდა , ვერც ბარ-რესტორნებით გაერთო , ვერც ქალებით , ვერც ადამინებზეც დაკვირვებით , დანტეს გარეშე , სიმარტოვის გრძნობა დაეუფლა , ამ დროის განმავლობაში , მისი მთავარი გასართობი წიგნები იყო , ძლიერ მოსწონდა კითხვა , ამბობდა : რაც მეტი იცი , მით მეტად ძლიერი ხარო ... კითხულობდა ადამიანთა აღწერილ ლუციფერს და სიცილით კვდებოდა , ვერ წარმოედგინა საიდან ჰქონდათ ამხელა ფანტაზია ... რქები ? წითელი კანი ? კუდი ? - რა სისულელეებს წერენ ეს ურჯულოები - წამოიყვირებდა ჰოლმე დროდადრო ... ყველაფრის მიუხედავად აოცებდა , ადამიანთა ცოდნა სამყაროზე , რასაკვირველია უამრავ სისულელეს აწყდებოდა , თუმცა , ზოგიერთ შემთხვევაში გაოცებას ვერ მალავდა , თუ საიდან იცოდნენ ეს ყველაფერი , საბოოლოოდ იმდენ ნაწარმოებს და სტატიას წააწყდა თავის თავზე , ღმერთზე , ანგელოზებზე და ჯოჯოხეთზე რომ ნერვები მოეშალა ... - იდიოტი ადამიანები , რამდენ სისულელეს წერენ , ვითომც იცოდნენ რამე და მაინც ზოგი ნაწერი გასაოცარია ... უეცრად სახლი სინათლემ მოიცვა , შემაწუხებელი ხმა ისმოდა , რამდენიმე წამში ყველაფერი დასრულდა , ლუციფერის წინ მთავარანგელოზი დანიელი იდგა , წითელ აბჯარში გამოწყობილი ... -გამარჯობა ლუციფერ . - მიესალმა დანიელი - გამარჯობა დანი , ვისკს დალევ ? - თქვა ლუციფერმა და სარკასტულად გაიღიმა - არა, მადლობა , როგორც ვხედავ ეჩვევი ადამიანურ ცხოვრებას - თვალი მოავლო ოთახს დანიელმა - მე ჰომ უცნობ რაღაცას ვეძებ , ამიტომ დიდი დრო მაქვს ძმაო ... - თქვა ლუციფერმა , შემდეგ წამოდგა , ბართან მივიდა , თაროდან ვისკის ბოთლი აიღო , და ფინჯანში დაასხა ... - სწორედ მაგაზე ვარ მოსული ლუციფერ ... მაგრამ სანამ ჩემს სათქმელს გეტყოდე შენთან ლაპარაკი მსურს ... - რასთან დაკავშირებით ? , იცი გამიკვირდა დანიელ შენ რომ მესტუმრე ... ყველას მოველოდი შენს გარდა ... - რატომ ? - მექანიკურად იკითხა დანიელმა - არ გეწყინოს დანი ... მე შენ მომწონხარ ... უბრალოდ ძალიან იმპულსური ხარ ... - ისევე როგორც შენ ლუციფერ... - თვალი გაუსწორა დანიელმა - კარგი , გვეყოს ერთმანეთის ქება , მითხარი რაც სათქმელი გაქვს და გაფრინდი უკან ... - ჭიქა გამოცალა ლუციფერმა და კვლავ ბართან დაბრუნდა შესავსებად ... - ლუციფერ ! გავიგე რაც შენსა და გაბრიელს შორის მოხდა ... - ლექციებს თუ აპირებ , შეგახსენებ , შენ ამას არ უნდა აკეთებდე ძამიკო - თვალი ჩაუკრა ლუციფერმა დანიელს და ვისკი მოსვა - მაგას არ ვაპირებ , დამასრულებინე ... შენ იცი ჩემი უნარების შესახებ ... მე გაბრიელის ქვეცნობიერში ჩავიხედე და ყველაფერი დავინახე ... - ჰო მართლა დანი ... რაღაც თხოვნა მაქვს ... თუ შეიძლება გაფრინდი მამასთან , ჩაიხედე მის ქვეცნობიერში , გაიგე რას ვეძებ , შემდეგ დაბრუნდი უკან და მე მითხარი ... - გაუღიმა ლუციფერმა და მხარზე მოუთათუნა ხელი - ლუციფერ ! მე შენ სერიოზულად გესაუბრები , ძალიან გთხოვ არ ვარ ხუმრობის განწყობაზე . განვაგრძობ თუ შეიძლება ... ლუციფერ გაბრიელი თავადაც ვერ მიხვდა თუ რა დაინახა შენში ... შენ კარგად იცი მე არ შემიძლია მამის ქვეცნობიერში ჩახედვა ... კიდევ არის ერთი არსება ვისი ქვეცნობიერშიც ვერ შევდივარ ... ეს სამაელია ... ახლა კი შენც ერთ-ერთი მათგანი ხარ ... ახლა კი მიპასუხე ეს როგორ არის შესაძლებელი ? - ლუციფერმა თვალები გადმოყარა გაოცებისგან ... ვერ დაუჯერა დანიელის ნათქვამს ... თვითონაც ვერ აღიქვამდა თუ რაიყო მისი უეცარი გაძლიერების მიზეზი ... ყველანი ეუბნებოდნენ რომ ის შეიცვალა , თუმცა რამ გამოიწვია ეს ყოველივე , ამის შესახებ პასუხი არავის ქონდა , ყველა მისგან ელოდნენ განმარტებას ... - იცი დანიელ , როდესაც გაბრიელმა თქვა რომ მე შევიცვალე , ვერ მივხვდი რა იგულისხმა , მან მითხრა რომ მე გავძლიერდი ... ეს არ გამკვირვებია , ჩემი უნარები , გაბრიელისგან განსხვავებულია , თუმცა მე ვგრძნობ , რომ შენც გაძლიერდი , ისევე როგორც ყველა ჩვენი ძმა , როდესაც გაბრიელმა მითხრა გაძლიერდიო , სწორედ ამას დავაბრალე და არ მივაქციე ყურადღება , თუმცა , მასთან ბრძოლის დროს , მე თითქოს მე არ ვიყავი გესმის ? ჩემი სხეულიც შეიცვალა , არ ვიცი როგორ გადმოგცე ეს , უბრალოდ სულ სხვანაირი ვიყავი , მათთვის არ მითქვია , თუმცა მეც ვგრძნობდი დემონურ ენერგიას , თანაც ძალიან დიდს , დანიელ უნდა დამეხმარო ... მამას მოუყევი ამის შესახებ , მისგან მივიღებ პასუხს ... - ვფიქრობ მამამ იცის ყველაფერი ... - თქვა დანიელმა - იცის ? ჰომ რათქმაუნდა იცის - თავისთვის ჩაილაპარაკა ლუციფერმა , მაშინ რატომ არაფერს აკეთებს ? რატომ არ მეუბნება არ გავაკეთო ? გამახსენდა, შენ მითხარი, რომ რაღაც გქონდა სათქმელი ... ამ თემას ეხება ? - მოლოდინით აღსავსე მზერა მიაპყრო ლუციფერმა - არა ლუციფერ , ამას არ ეხება ... ჩემი წასვლის დროა, ლუციფერ უნდა დაგტოვო, ჰო მართლა , მამამ გადმოგცა , რომ , „ ნუ ეძებ იმას რაც გითხარი მე , იცხოვრე ! და ის თავად გიპოვის შენ “ ... - დაასრულა დანიელმა და გაუჩინარდა ... - რაო ? - გაუკვირდა ლუციფერს , ანუ ამდენი ხანი ტყუილად ვეძებდი ? ან ვთქვად და მიპოვა როგორ გავიგო რომ ის არის ? - ვერაფერი გავიგე მამა , კიდევ დააბარე რა გთხოვ - უკმაყოფილოდ წარმოთქვა ლუციფერმა მშვენიერია , უნდა ვიცხოვრო, ადამიანების გვერდით , არა ! არ შემიძლია ლოდინი , მალევე უნდა ვიპოვო და მოვშორდე აქაურობას ... - გაიფიქრა ლუციფერმა *** რამდენმიმე კვირის შემდეგ ... სულ მალე ქალაქს ახალი კომპანია შეემატა ... ხმები უცნობ მილიარდელზე სწრაფად გავრცელდა , ამ ყველაფერს ხელი შეუწყო ლუციფერის დაგეგმილმა ჭვეულებამაც , ქალაქის ყველა, გავლენიან პირს , აქ მოეყარა თავი , აქ შეხვდებოდით პოლიტიკოსებს , პარლამენტარებს , ბიზნესმენებს , მედიის წარმომადგენლებს , მოკლედ რომ ვთქვათ ეს წვეულება კვირის მთავარ მოვლენად იქცა , ყურადღების ცენტრში მოექცა ლუციფერი , ქალბატონები მხოლოდ მის სანახავად მოსულიყვნენ , „პატივსაცემი“ ქალბატონებიც ურცხვად შესციცინებდნენ თვალებში , პარტნიორობის მსურველობის მთელი რიგიც გამოჩნდა ... ლუციფერი ფანჯარასთან ჩამომჯდარიყო და სადღაც , შორს იყურებოდა , გაურკვეველი იყო მისი ფიქრები , ირგვლივ ვერაფერს ამჩნევდა , არც სტუმრებს აქცევდა ყურადღებას , მისთვის ყველა უინტერესო იყო . ოთახში წყნარი საცეკვაო მუსიკა ჩაირთო , მამაკაცებმა სასწრაფოდ გაიწვიეს რამდენიმე ქალბატონი საცეკვაოდ , ზოგიერთმა მათგანმა კი თვითონ გადადგეს ნაბიჯი და ლუციფერს სთხოვეს მისი მეწყვილე გამხდარიყო , თუმცა ყველა თავაზიანი უარით გაისტუმრა ... ლუციფერის გამოფხიზლებასთან ერთად , გამოცოცხლდნენ ჟურნალისტების არმიაც , თუმცა პატივი ლუციფერთან საუბრის არც მათ ეღირსათ ... ლუციფერმა კიბეები არიარა და ვერანდას მიაშურა , ვერანდაზე სილუეტს მოკრა თვალი , როდესაც ვერანდაზე გავიდა შენიშნა ახალგაზრდა გოგონა , სავარძელზე ჩამომჯდარიყო და სიგარეტს ეწეოდა ... - გამარჯობა, მაპატიეთ უბრალოდ არ მიყვარს ხალხმრავლობა , წინაამღდეგი ხომ არ ხართ აქ რომ ვიყო - თავაზიანად მიმართა გოგონამ - არა ბრძანდებოდეთ ... თქვენი სახელი ? - ჰკითხა ლუციფერმა - მარიამი . თქვენ ალბათ ლუციენი ხართ ? - სწორად გამოიცანით - გაიღიმა ლუციფერმა მოწყენილმა ლუციფერმა უამრავი კითხვა დაუსვა მარიამს , აღმოჩნდა რომ ჟურნალისტი ყოფილა , რამაც ლუციფერის უკმაყოფილება გამოიწვია , როგორც თვითონ თქვა არ უყვარდა ჟურნალისტები , ზედმეტად ცნობისმოყვარეობი არიანო ... თუმცა მარიამთან მაინც გამონახა საერთო ენა , მან ახლახანს დაამთავრა უნივერსიტეტი , თუმცა უკვე ცნობილი და წარმატებული ჟურნალისტი ყოფილა , ხოლო გარეგნობას რაც შეეხება საკმაოდ მიმზიდველი გოგონა იყო , ღია ყავისფერი თმები მხრებამდე შეეჭრა , პატარა საყვარელი ცხვირი ჰქონდა , დიდი თხელი ტუჩები , თვალებზე სათვალეები მოერგო , სიცილით ამბობდა უფრო ინტელექტუალური ვჩანვარო ... სიმაღლით 1.65 მდე იქნებოდა , მოცუცქნული და საყვარელი გოგო იყო ... რადგანაც ლუციფერმა ახლახანს დაარსა კომპანია , თანამშრომლების ნაკლებობას განიცდიდა , ამიტომ გადაწყვიტა მარიამისთვისაც შეეთავაზებინა ადგილი , ამბობდა , რომ შესაძლებელი იყო ნებისმიერ თანანმდებობისთვის ეპოვნა ადამიანი , თუმცა ყველაზე რთული ჩემი ასისტენტობა არისო , - ნებისმიერ თანხას გადავუხდი , შენ შემოგთავაზებდი , თუმცა მე უცნობი გამოუცდელი გოგონა მჭირდება , თუნდაც სტუდენტი იყოს , ჰომ არავინ გეგულება ესეთი - ჰკითხა ლუციფერმა - კი როგორ არა , ჩემი ბევრი ნაცნობია რომელიც შენს კრიტერიუმებს აკმაყოფილებს , თუ გნებავთ შეგახვედრებთ რამდენიმეს და თავად აარჩიეთ - გაუღიმა მარიამმა - რათქმაუნდა, ეს ჩემი სავიზიტო ბარათია , ამ ნომერზე დამიკავშირდი , ეხლა კი მაპატიე უნდა დაგტოვო , სტუმრები დიდი ხნით მივატოვე - თავაზიანად გაუღიმა ლუციფერმა და სტუმრებისკენ გაემართა ... *** წვეულებამ იდეალურად ჩაიარა , ყველასთვის სასიამოვნო პარტნიორი აღმოჩნდა ლუციფერი , ქალბატონები მისი გარეგნობით მოიხიბლნენ , მამაკაცები მისი ფულით . ღამის 3 საათისთვის ბოლო სტუმარიც გაისტუმრეს , და სახლში მხოლოდ ლუციფერი და დანტე დარჩნენ ... დანტემ უკმაყოფილო მზერა მოავლო, საშინლად დაბინძურებულ სახლს , გადაწყვიტა ხვალისთვის გადაედო სახლის დალაგება და კიბეებს აუყვა ვერანდისკენ , სადაც ლუციფერი ეგულებოდა . ლუციფერი სავარძელზე წამომჯდარიყო , წინანდელი მოწყენილი სახე გამქრალიყო , უფრო მხიარული ჩანდა , მომღიმარი სახე ჰქონა, ვინ იცის რაზე იღიმოდა , თუმცა ფაქტია რომ იღიმოდა ... დანტე მიუახლოვდა ლუციფერს , მის გვერდზე ჩამოჯდა , ცნობისმოყვარე სახე მიაპყრო და როდესაც მისი ყურადღება ვერ დაიმსახურე ჰკითხა - მბრძანებელო ? ჩვენ აქ დავალებისგან არ ვიმყოფებით ? რა საჭიროა ეს ყველაფერი - ლუციფერმა უკმაყოფილოდ შეხედა დანტეს , შემდეგ გაიღიმა და უთხრა - დანტე , ჟურნალისტებს მაგონებ , ზუსტა ისეთი ცნობისმოყვარე ხარ როგორც ისინი ... - დანტემ მიამიტი მზერა მიაპყრო და კითხვა გაუმეორა - ხუთ თვეზე მეტი გავიდა რაც დედამიწაზე ვართ , თუმცა ვერაფერი ვიპოვეთ , ან რა არის ამ ქვეყანაში ასეთი განსაკუთრებული არ მესმის , კომპანია კი იმისთვის არის საჭირო , რომ ყველაფერზე წვდომა გვქონდეს , რამდენიმე ათას ურჯულოს დავასაქმებთ და დავავალებთ ყველა დეტალი რაც კი მოხდება გაგვაგებინონ , გავლენიანი პარტნიორებიც საჭიროა , მათ აქვთ ყველაზე და ყველაფერზე წვდომა , ამიტომ მარტივად შევძლებ , გავიგო ყველაფერი რაც კი ქვეყანაში ხდება , ახლა გამიგე დანტე ? - თქვა ლუციფერმა - ნუუ თითქმის გავიგე მბრძანებელო - გაიცინა დანტემ - ხვალიდან , დაიწყებ თანამშრომელების ძებნას კომპანიისთვის , ანაზღაურებაზე არ არის პრობლემა , ფული ჰომ ასე ძალიან უყვართ ადამიანებს , ... დანტე ნეტავ იცოდა როგორ მეზიზღებიან ადამიანები ... - ბუზღუნებდა ლუციფერი ... - კარგი დანტე , ზემოთ ვიქნები ... - თქვა ლუციფერმა და კიბეებს აუყვა ... - |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.