შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

არქანგელოზი (თავი 2)


12-11-2016, 15:06
ნანახია 2 128

თავის ტახტზე მოკალათებულიყო ლუციფერი და ჩაფიქრებული გადასცქეროდა მე-7 კარიბჭეს(საპყრობილეს) . მე-7 „საპყრობილე“ ჯოჯოხეთის ერთ-ერთი სადამსჯელო ადგილი იყო . ეს 7 საპყრობილე შექმნილი იყო „ 7 სასიკვდილო ცოდვის“ მიხედვით თითო კარიბჭე თითო ცოდვასთან ასოცირდებოდა მე-7 კარიბჭეში კი ხვდებოდნენ სულები რომლებსაც სიცოცხლეში superbia(ამპარტავნება) ტვინში ჰქონდათ გამჯდარი , (როგორც ბიბლიაში ნახსენებია ლუციფერი (მოელვარე) სწორედ ამპარტავნების გამო დაეცა ) . ლუციფერი პირადად განაგებდა მე-7 კარიბჭეს . ( დანარჩენ 6 კარიბჭეზე მოგვიანებით )

ფიქრებში გართული ლუციფერი კაკუნმა გამოაფხიზლა...
- მეძახდით მბრძანებელო ? ჰკითხა აზაზელმა
- შემოდი . შენთვის დავალება მაქვს . მე დედამიწაზე ვაპირებ წასვლას რამდენიმე ხნით ჯოჯოხეთს კი შენ გაბარებ იცოდე კარგად მიხედე და არაფერი შეგეშალოს თორემ ლილიტთან ერთად გამოგკეტავ . უთხრა ლუციფერმა
- ჩემთვის დიდი პატივია მილორდ , გპირდებით იმედს არ გაგიცრუებთ . უკაცრავად მილორდ ამას რომ გიბედავთ მაგრამ დედამიწა ჰომ გაბრიელის საკუთრებაა ? თქვენ რა გინდათ იქ ?
- ეგ შენ არ გეხება ! კიდევ ერთი დავალება მაქვს შენთვის ასმოდეუსი გაათავისუფლე და სასწრაფოდ მომგვარე!
- შესრულებული იქნება მბრძანებელო .
აზაზელი სასწრაფოდ გაეშურა დავალების შესასრულებლად , უნდოდა რაც შეიძლება მალე შეესრულებინა რომ კიდევ უფრო მოეგო ლუციფერის გული , ვერც კი იჯერებდა რომ პრინცის არ ყოფნაში სწორედ მას ერგებოდა ტახტი , მაგრამ ერთი რამ აწუხებდა არ ესმოდა ასმოდეუსი რაში სჭირდებოდა სიმართლე რომ ითქვას ის დიდად აშინებდა თუმცა სხვა რა გზა ჰქონდა უნდა შეესრულებინა დავალება . აზაზელი ჯოჯოხეთის მთავარ კარიბჭესთან შეჩერდა ( აქ ხვდებოდნენ დემონები რომლებმაც ურჩობა გაბედეს და არ დაემორჩილნენ ლუციფერს ან უბრალოდ ისინი სატანას ერთგულები დარჩნენ )
- მალაქია ასმოდეუსი მომგვარე მბრძანებლის სურვილია . თქვა აზაზელმა
რამდენიმე წამში გალია გააღეს და ასმოდეუსი გამოიყვანეს
- ოჰოო აზაზელი მესტუმრა , რა იყო ლეკვო ისევ მსახური ხარ ? არადა 400 წელი გავიდა აჰაჰაჰაჰაჰაჰაჰა საშინელი სიცილი აუტყდა ასმოდეუსს
- გეყოფა ! მბრძანებელი გიბარებს . თქვა აზაზელმა და ასმოდეუსს ხელი მოკიდა
- ხელი მომაშორე ლეკვო ! ჩემით წამოვალ
ესტა ეს მანდეროს თქვა აზაზელმა და ლუციფერის საუფლოსთან გაჩნდა
- ოჰოოო ტელეპორტაზია გისწავლია ლეკვო გამაკვირვე . უთხრა ასმოდესმა
აზაზელს მისთვის ყურადღება არ მიუქცევია , უბრალოდ კარებზე დააკაუნა და პასუხს დაელოდა - შემოდით გაისმა ხმა
- მილორდ ასმოდეუსი მოგგვარეთ . თქვა აზაზელმა
- კარგი თავისუფალი ხარ მარტო დაგვტოვე.
- როგორც ინებებთ.
- დიდი ხანია ერთმანეთი არ გვინახია ლუციფერ არ მოგენატრე ? ჩვეულ ტონზე დაიწყო ასმოდეუსმა
- ლაზღანდარობისთვის არ მცალია დედამიწაზე ვაპირებ წასვლას მინდა რომ ყველაფერი მომიმზადო , რამდენიმე საათში ყველაფერი მზად უნდა მქონდეს . ( აქამდე დამავიწყდა მეხსენებინა ასმოდეუსი ტყუილის , სიმდიდრის და მოხიბვლის დემონი იყო )
- კონკრეტულად რა გჭირდებათ და სად მიემგზავრებით ?
- ყველაფერს აზაზელთან შეათანხმებ . თუ დავალებას კარგად შეასრულებ 100 წელიწადში გაგათავისუფლებ !
- ძალიან გულუხვი ხართ მილორდ ჰაჰაჰა თავისთვის ჩაიძინა ასმოდეუსმა
- შენ კიდევ აქ დგახარ ? შენს საქმეებს მიხედე
როდესაც ასმოდეუსმა ოთახი დატოვა ლუციფერი კვლავ ფიქრებში მოექცა და მაინც რატომ მიდიოდა ის დედამიწაზე ? მამამ ჰომ კარგად იცოდა რომ მას არ უყვარდა ადამიანები . თანაც დედამიწა გაბრიელისთვის იყო შექმნილი . მოხუცი ბერიკაცი გაიფიქრა თავისთვის , მას ჰომ ვერასდროს ვერ გაუგებ იმედია გავერთობი მაინც .
- ყველაფერი მზადაა მბრძანებელო . თქვა აზაზელმა - ასმოდეუსმა თავისი საქმე შეეასრულა და თავის ადგილზე დაბრუნდა
- კარგია დანტეს დაუძახე
- ის უკვე გელოდებათ მილორდ
- მაშინ . გილოცავ აზაზელ შენ ეხლა ჯოჯოხეთის მმართველი ხარ ( დროებით )
- იმედს არ გაგიცრუებთ
- ესტა ეს მანდეროს თქვა ლუციფერმა და გაუჩინარდა


***
დედამიწა მიეგება ლუციფერს - რამდენი ხანია ამ მიწაზე არ ვყოფილვარ . ჩაილაპარაკა თავისთვის ლუციფერმა
- უფროსო რისთვის ვართ აქ ? ჰკითხა დანტემ
- ეგ ჩემთვისაც უცნობია. მოემზადე დანტე ვეძებთ იმას რის შესახებ არაფერი არ ვიცით აჰაჰა ჩაეცინა ლუციფერს
- ეგ როგორ უფროსო მაშინ რა გავიგოთ რატომ გამოგგვზავნეს
- შენ არა დანტე მე გამომგზავნეს შენ ჩემი დამხმარე იქნები .
- და რა უნდა გავაკეთო
- პირველ რიგში ... მარიამის მიწაზე მივდივართ
- სად მილორდ ?
- საქართველოში . მემგონი არც კი გსმენია მის შესახებ
- არა მილორდ მე დედამიწაზე პირველად ვარ
- შენ ჯერ ძალიან ახალგაზრდა ხარ დანტე .
ესტა ეს მანდეროს თქვა ლუციფერმა და ისინი თბილიში აღმოჩნდნენ
- რა უბადრუკი ქვეყანაა თავისთვის ბურტყუნებდა ლუციფერი , ამათ რა ევოლუცია არ შეეეხოთ ? შეხედე შეხედე დანტე რანაირები არიან ეს ადამიანები უვიცები, ხეპრეები შეხედეე სანაგვე ყუთი 10 მეტრში დგას და ეს ურჯულო ძირს ყრის ,
- მილორდ შეხედეთ ადამიანთა ჯგუფი ვიღაცას ურტყავენ . ისინი რა დემონები არიან ? თუ რატომ აწამებენ ?
- აჰაჰაჰაჰაჰაჰაჰაჰ გულიანად გაეცინა ლუციფერს . არა დანტე ისინი ადამიანები არიან . თუმცა როგორც გითხარი ისინი უვიცები არიან სწორედ ისინი არიან ბოროტები და ამ ყველაფერს მე მომაწერენ . დანტე დაიმახსოვრე ეს ახალგაზრდები რომ დაააკავონ მათზე იტყვიან რომ ეშმაკი შეუჩნდა და მის დავალებას ასრულებდნენ
- კი მაგრამ მილორდ თქვენ მათთვის არაფერი დაგივალებიათ
- მართალი ხარ დანტე ისინი თავად არიან ბოროტები ხოლო ამ ყოველივეს მე მომაწერენ, მოდი დაგიმტკიცებ კარგად დააკვირდი
რამოდენიმე წამში არსაიდან პოლიცია გამოჩნდა და ახალგაზრდებთან მიიჭრა - არავინ გაინძრეეთ სასწრაფოდ შეწყვიტეთ ჩხუბი . იყვირა პოლიციამ
ახალგაზრდები მაშინვე დაიშალნენ ყველანი აქეთ-იქით გარბოდნენ თუმცა რაღაც მიზეზის გამო წასვლას ვერ ახერხებდნენ რამდენიმე წუთში პოლიციას ყველა დაკავებული ყავდა მათ გამოიძახეს სასწრაფო დახმარება დაზარალებულისთვის ლუციფერი კი ამ დროს სიცილით კვდებოდა ვერ ვხდებოდი რა აცინებდა უყურე დანტე უყურე წამოდი გავყვეთ .. ამბობდა ლუციფერი
ახალგაზრდები წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს დანტე აქეთ იქით იყურებოდა და უაზრო კითხვებს უსვამდა ლუციფერს
- მილორდ ეს ჯოჯოხეთია ?
- არა დანტე
- მაშინ გალია რატომ არის ?
- დამნაშავეებისთვის დანტე
- ანუ დედამიწაზეც სჯიან დამნაშავეებს ? თქვენ რა დედამიწაზე ჯოჯოხეთის ფილიალი გახსენით მილორდ ? გაეცინა დანტეს
- გეყოფა უაზრო კითხვები გაჩუმდი და მომყევი . განრისხდა ლუციფერი
დანტე იმ ახალგაზრდას შეხედე
- ვუყურებ მილორდ
- მის ფიქრებში ჩაიხედე და დედამისის სახე მიიღე( დანტეს შეეძლო ნებისმიერის ფიქრებში ჩაეხედა და მათ ფიქრებში მყოფი ნებისმიერი ადამიანის სახე მიეღო )
რამდენიმე წამში დანტე იმ ახალგაზრდის წინ იდგა, დედამისის სახით და ლუციფერის ნათქვამ კითხვებს უსვამდა
- რატომ ჩაიდინე შვილო ეს ? რატომ ცემე საბრალო ბიჭი
- მე მე მე არა დედა ეს მე არ ვიყავი მე უბრალოდ ... სიტყვებს ვერ ალაგებდა ბიჭი
- შენ არაა ? აბა ვინ განა შენ არ ცემდი იმ ბიჭს ?
- არა დედა ეს მე არ ვიყავი მე ... ყველაფერი ეშმაკის ბრალია მე მან მითხრა რომ გამეკეთებინა დედა. შეხედე ის მხრებზე მაზის დედა და მეუბნება რა უნდა გავაკეთო... დაასრულა ბიჭმა და დანტეც გაქრა ბიჭი აქეთ იქით იყურებოდა ვერ გაიგო რა მოხდა იფიქრა ალბათ მომელანდაო .... დანტე კი ისევ ლუციფერთან მივიდა და უთხრა - მართალი ხართ მილორდ ბიჭმა ყველაფერი თქვენ დაგაბრალათ
- აკი რას გეუბნებოდი .. ეხლა მე მივალ ბიჭთან და ცოტას გავერთობი
ლუციფერი ბიჭის საკანთან მივიდა და თავისი ნამდვილი ფორმით დაენახა .. სიმაღლით 2 მეტრზე დიდი იქნებოდა მხრებზე უზარმაზარი შავი ფრთები ჰქონდა ტანთ შავი და მეწამული ფერის აბჯარი ეცვა , მარჯვენა ხელში უზარმაზარი კვერთხი ეჭირა მას რაღაც უცნაური ფორმა ჰქონდა . კვართხს გარშემო თეთრი ნისლი ჰქონდა შემოხვეული, კვერთხს თავზე ფრთები ჰქონდა გამოსახული მარცხენა ხელში კი უზარმაზარი სამკაპი ჰქონდა კვერთხისგან განსხვავებით სამკაპს შავი ნისლი ჰქონდა შემოხვეული სამკაპის წვერებზე კი ცეცხლი იყო გარშემორტყმული . სახეზე ის ნამდვილ ანგელოზს გავდა არა კი არ გავდა ნამდვილი ანგელოზი იყო შეიძლება დანარჩენ მთავარანგელოზებზე ლამაზიც კი გეწოდებინა მაგრამ თვალები თვალები ისეთი შემზარავი ჰქონდა ... მისი თვალები წითლად ანათებდნენ კი არ ანათებდნენ გეგონებოდათ თვალებს ცეცხლი მოსდებოდაო ... ყველაზე გასაოცარი კი მისი აურა იყო რაც სხვა ანგელოზებისგან გამოარჩევდა მას გარშემო უზარმაზარი შავი ნისლი ჰქონდა შემოხვეული რაც მას კიდევ უფრო შემზარავ შესახედაობას მატებდა ... ერთი შეხედევით ისიც შუა საუკეენების შავი რაინდების ორდენის წევრი გეგონებოდათ რომ არაა მისი ფრთები. მიუახლოვდა ლუციფერი ახალგაზრდას ... ახალგაზრდა შიშისგან კანკალებდაა და საცოდავად ლუღლუღებდა - შენ შენ ვინ ხარ ? ანგელოზი ხარ ?
- კი პატარა ურჯულო ანგელოზი ვარ . ოღონდ ის არა ვინც შენ გგონივარ . მე ის ვარ ვისაც რამდენიმე წამის წინ შენი ბოროტი საქციელი გაადააბრალე . მე შენი ნახსენები ეშმაკი ვარ. არა მთლად ის ეშმაკი არ ვარ , შენ რომელზეც ფიქრობ ის სამაელია , მე ლუციფერი ვარ .. არა ის ლუციფერი არა..ჰო და არც დაცემული ანგელოზი ვარ ..არა ანგელოზი ვარ მაგრამ დაცემული არა...რა დროს ეს არის ...უეცრად აფეთქდა ლუციფერი ( როგორც იქნა გაახსენდა რომ ბიჭი უნდა შეეეშინებინა ..) აბა ეხლა გაიმეორე ვინ გაიძულა იმ ბიჭის ცემა ?
ბიჭი მთლიანად შიშმა მოიცვა კიოდა შველას ითხოვდა გაოცებული პოლიციელები მორბოდნენ და ვერ ხვდებოდნენ რა სჭირდა ბიჭს . ბიჭი ი მთელი ხმით ყვიროდა
- ის ის აქ არის ეშმაკი აქ არის მიშველეთ ვინმე დამეხმარეთო
- შეხედე რა კიდე ეშმაკს მეძახის ... შე პატარა ურჯულო ჰომ გითხარი მე ლუციფერი ვარ ლ უ ც ი ფ ე რ ი .. დაუმარცვლა ლუციფერმა ... ნუთუ ესეთი ძნელია ამის დამახსოვრება .. ძალიან გთხოვ მეტჯერ აღარ გამამეორებინო.. ახლაა კი რაზე გავჩერდით ადამიანის ნაშიერო ? დაამთავრა სათქმელი და
თვალები უფრო აენთო .. -დახმარება გინდა ? მაშინ აღიარე შენი დანაშაული და ნუ მომაწერს მას მე და თუ კიდევ ოდესმე იტყვი რომ ბოროტების გაკეთებას მე გაიძულებ მე მოვალ შენთან და ჩემთან .. ჯოჯოხეთში წაგიყვან აი მაშინ კი ვეღარავინ გიშველის. დაასრულა ლუციფერმა და გაუჩინარდა
ბიჭი ჯერაც შიშიგან კანკალებდა და კივილს აგრძელებდა დახმარებას ითხოვდა ...თუმცა მას ყურადღებას აღავინ აქცევდა .

***
ლუციფერი როგორც ჩანს გამხიარულდა და დანტეს ეუბნებოდა - დაინახე დანტე ის ურჯულო რა დღეში იყოო ? ეგრე მოუხდება მაგას ერთ დღესაც მაინც ჩემთან მოხვდება და მერე კი მართლა გავერთობით . აგრძელებდა სიცილს ლუციფერი
- და მაინც არ მესმის ბატონო . რატომ თქვა იმ ადამიანმა რომ თქვენ აიძულეთ იმ ბიჭის ცემა ?
- იცი დანტე ადამიანები ყველაზე ამოუცნობი ქმნილებები არიან . უზარმაზარი ფანტაზიაა გააჩნიათ და უზარმაზარი ეგოისტობით და ამპარტავნებით არიან შეპყრობილები . მათი თქმით ყველა მათ ბოროტ ქმედებაში მე ვარ დამნაშავე მათი ქმით დავად მე ვარ ბოროტება მათი თქმით დედამიწას რაც სჭირს ჩემი ბრალია მე ვაიძულებ ადამიანებს რომ ერთმანეთი დახოცონ მე ვაიძულებ რომ იქურდონ მოკლედ რომ ვთქვათ ყველაფერში დამნაშავე მე ვარ . კვლავ იცინოდა ლუციფერი
- და რატომ ამბობენ მაგას ? მე არასდროს მინახავს რომ თქვენ ადამიანებისთვის გებრძანებინათ ერთმანეთი მოკალითო ან იქურდეთო
- აზრიც მაგაშია დანტე ისინი თავად აკეთებენ ამ ყველაფერს და კიდევ მე მიწოდებენ ბოროტს. სწორედ ისინი არიან ბოროტები მაგრამ რა აზრი აქვს ახლა ამ ყველაფერს ადი ზეცაში და მაგ ყველაფრით ტვინი მამას უჭამე მას ჰომ მაინც ისინი ურჩევნია ჩემს თავს...
- ბატონო როდესმე მომიყვებით თქვენს წარსულზე ? მე ძალიან ახალგაზრდა ვარ თქვენ კი არასდროს მესაუბრებით თქვენს წარსულზე. მიამიტი მზერა მიაპყრო დანტემ
- ერთ დღეს შესაძლო ეგ დღეც დადგეს დანტე . თუმცა ეხლა ადამიანის სხეული მიიღეე და ყველაფერი მოაზადე მე ჯერ გავივლი რაღაც საქმეები მაქვს..დაასრულა ლუციფერმა და გაუჩინარდა

***
მიუყვებოდა ბნელეთის პრინცი თბილისის ქუჩებს და ბუზღუნებდა თუ რაოდენ საშინელი ქვეყანაა ეს საქართველო ... ლუციფერს უკვე საბოლოოდ მიეღო თავისი ადამიანური სხეული მაღალი დაკუნთული სხეული ქონდა თითქოს აპოლონი გაცოცხლდაო ... ყორანივით შავი თმები ჰქონდა დიდი ზურმუხტის ფერი თვალები, პატარა აპრეხილი, ცხვირი სისხლისფერი ტუჩები ჰქონდა ლუციფერს შეუძლებელია მისი სილამაზის სიტყვებით აღწერა . ტანთ კლასიკურ ტანსაცმელში გამოწყობილიყო . შავი შარვალი და თეთრი პერანგი ეცვა ელეგენტურად ჰქონდა გადაკიდებული მხრებზე პიჯაკიც , ფეხზე შავი ტუფლები ეცვა .. ეხლა რომ შეგეხედათ იფიქრებდით ეშმაკი კი არა რომელიმე ბიზნესმენიაო...
მიუყვებოდა გზას ლუციფერი და აგრძელებდა კვლავ ბუზღუნს
- რატომ გამომგზავნა მაინცდამაინც მე ? გაბრიელს ვერ უთხრა ? ან ამ უბადრუკ ქვეყანაში რა მესაქმება ? აქ არც გართობა იციან და არც მხიარულება ... და ეს ადამიანები ოოოო როგორ მეზიზღებიან ... ეშმაკმა დალახვროს ! თუმცა რას ვამბობ თავად ვარ ეშმაკი . დაბნეული მიუყვებოდა ქუჩებს როცა გაჩერდა და თქვა
- გამარჯობა აზრაილ
- ლუციფერ დიდი ხანია არ მინახავხარ
- ძალიან დიდი ხანია ძამიკო , ძალიან , რა მოხდა რამ აგაწევინა ტახტიდან შენი გასიებული და რამ გადმოგაგდო ამ ღვთისგან მივიწყებულ ადგილას... ირონიულად საუბარს აგრძელებდა ლუციფერი
- შენ არ შეცვლილხარ ლუციუს . ბევრი დრო არ მაქვს მარტივად გეტყვი ამ ქვეყანაში ერთი ვიღაც არის რომელიც უნდა იპოვო სახელი უცნობია ყველაფერი უნდა ქნა მის საპოვნელად და ჰო მამამ გადმოგცა იმიტომ შენ რომ შენს გარდა მას ვერავინ იპოვისო .და ჰო კიდევ ეს მარიამის მიწაა და ის არ არის ღვთისგან მივიწყებული და კიდევ ლუცი ეს შენ თავხედობისთვის . დაასრულა აზრაილმა და თავისი პატარა ხანჯალი ფეხში დაარტყა ლუციფერს . და გაუჩინრდა



№1 სტუმარი lanu

Momewonaaaa kai iyo.isic gamixarda ro ase male dade shemdegi tavic.veli gagrdzelebas imedia ar daagbianeb

 


lanu
Momewonaaaa kai iyo.isic gamixarda ro ase male dade shemdegi tavic.veli gagrdzelebas imedia ar daagbianeb

მადლობა . შემდეგი თავიც მზად არის ხვალ ამ დროისთვის დადებული იქნება

 


№3  offline აქტიური მკითხველი უცნობი ქ

ოჰო ძალიან მომწონს შენი ფანტაზია... ზალიან კარგად ახასიათებ ლუციფერს... მოკლედ მოუთმენლად ველი ახალ ყავს მომწონს ეს ისტორია ძალიან.

 


უცნობი ქ
ოჰო ძალიან მომწონს შენი ფანტაზია... ზალიან კარგად ახასიათებ ლუციფერს... მოკლედ მოუთმენლად ველი ახალ ყავს მომწონს ეს ისტორია ძალიან.

დიდი მადლობა <33

 


ანი ანი
ჰოჰ... ჩემ მოლოდინს გადააჭარბა მომეწონა ძალიან.. თითოეული პერსონაჟი ძალიან მომეწონა მომწონს როგორაც აღწე და ველოდები მოვლენების განვითარებას...
არ დააგვიანებ იმედია

ძალიან დიდი მადლობა შევეცდები არ დავაგვიანო ხოლმე შემდეგი თავი ხვალ ამ დროს დამატებული იქნება

 


№6  offline აქტიური მკითხველი La-Na

ოჰო ეხლა წავიკითხე ორივე თავი და ძალიან მომეწონა.კარგად აღწერე ლუციუსი მომეწონა.სხვათაშორის ძალიან მომეწონა შედარება,როცა ჩვენ ადამიანები საშინელებას ჩავიდენთ და შემდეგ ეშმაკს ვაბრალებთ თავი რომ გავიმართლოთ.სულმოუთქმელად ველი მომდევნო თავს
--------------------
ლანა

 


№7  offline აქტიური მკითხველი select

ეხლა წავიკითხე ორივეე და გააგრძელეე აუცილებლაად
ეს ლუციფერიი უუჰ მაგარი ტიპია
არ შეწყვიტოო
ნეტა ვის ეძებს?საინტერესოა

 


La-Na
ოჰო ეხლა წავიკითხე ორივე თავი და ძალიან მომეწონა.კარგად აღწერე ლუციუსი მომეწონა.სხვათაშორის ძალიან მომეწონა შედარება,როცა ჩვენ ადამიანები საშინელებას ჩავიდენთ და შემდეგ ეშმაკს ვაბრალებთ თავი რომ გავიმართლოთ.სულმოუთქმელად ველი მომდევნო თავს

მადლობა..სიმართლე რომ ვთქვათ მოთხრობის აზრის მაგაშია ..დანარჩენს შემდეგ სიუჟეტებში ნახავ.

select
ეხლა წავიკითხე ორივეე და გააგრძელეე აუცილებლაად
ეს ლუციფერიი უუჰ მაგარი ტიპია
არ შეწყვიტოო
ნეტა ვის ეძებს?საინტერესოა

ჰმმ მეც მაინტერესებს :დდ

 


№9 სტუმარი margarithaloki

ასმოდავსი ტობიას წიგნიდან მახსოვს... სარას შვიდი ქმარი, რომ მოუკლა და მერე რაფაელმა განდევნა.... დანარჩენზე ბევრი ვიცინე ,თითქოს სერიალ ლუციფერს გავს

 


№10 სტუმარი სტუმარი გიორგი

რაკარგია.. მომეწონა .????

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent