საყვარელი ღიმილი და "ასდ" დაუსრულებლად (თავი 4)
-გრძელი სწორი წაბლისფერი თმა აქვს. - თვალებ დავხუჭე რომ უკეთ აღმედგინა გონებაში მისი სათუთი ნაკვთები. - დიდი შავი თვალები, გრძელი წამწამები, პატარა, ძალიან პატარა ცხვირი და პატარა, მაგრამ ბუთხუზა ტუჩები. - ტუჩები გავილოკე და თვალები გავახილე. - საყვარელი ღიმილი აქვს. (ვაჩე) -ეს ნახეთ რა როგრი გრძნობებით ალაპარაკდა, ხომ არ შეგიყვარდა კიდეც? - დამცინავი ტოიტ მითხრა ერეკლემ. -ეეე ბიჭო ეგ მეორედ არ თქვა, თორემ დაგლეწავ ძვლებში შენ კარგად იცი სიყვარული ჩემთვის რა არის. ალბათ არც არავინ შემიყვარდება ცხოვრებაში. (ვაჩე) -კარგი გვეყო ცოდოა ესეც რა. მოეწონა, მოეწონა დიდი აბავი შენ ხომ თამუნა მოგწონს, ხმას ვიღებთ? (ერეკლე) -აუ თამუნას შეეშვით რა. (ტოტო) -დაანებე რეკლე თავი რა. (ვაჩე) -სხვანაირია, არავინ ჰყვარებია (ტოტო) -ნეტავ იცის რა არის სიყვარული? (ვაჩე) -იცის. უბრალოდ არავინ მოქცევია თბილად არ ამოუცდია ეს გრძნობა, ამიტომაცაა ასეთი. (ტოტო) -კარგი გვეყო ახლა რა ჩხუბი, წავედით. (ერეკლე) ტოტოსთვის აღარ შემიხედავს ისე წამოვედით. ისინი ერეკლეს მანქანით წამოვიდნენ , მე ჩემს ცხოვრებას მოვახტი. ცოტა ხანი ბარში ვიყავით. ცოტა დავლიეთ და დავიშალეთ. სახლსი არ დამიგვაიანია. ჩემები დივანზე ისხდნენ. დედაჩემს მამაჩემის მხარზე ჰქოდა მხარი ჩამოდებული და ჩამოსძინებოდა. გავუღიმე და ოთახისკენ ავიღე გეზი. კარი მივიხურე და მეორე დღეს სახლიდან არ გავსულვარ. დედაჩემიც ისვენებდა და გახარებული დამყვებოდა კუდში რამდენი ხანია სახლში ასე არ ყოფილხარო. მეორე დღის ათ საათზე გავდიოდით. ჩანთა ჩავალაგე, ჩემებს დავემშვიდობე და წავედი. უნივერსიტეტთან მთელი ჯგუფი შეკრებილიყო. თამუნა არ ჩანდა. გულზე ცოტა მომეშვა, მაგრამ ლოლას იქ არყოფნა ასე თუ იმოქმედებდა, არ მეგონა. მოკლედ სამარშუტო ტაქსი დაიძრა. მე მოტოციკლით უნდა წავსულიყავი, ამიტომ ვიდექი კიდევ ციტა ხანს, ლოლა რომ გამოჩნდა ჩანთით ხელში. სახე გამებადრა სიხარულისგან. ალბათ არც შევუმჩნევივარ ჩანთა დადო და იქვე ბორდიულზე ჩამოჯდა მოწყენილი. ვყოყმანობდი, არ ვიცოდი მივსუოყავი თუ არა, მაგრამ გადავლახე და გვერდით მივუჯექი. -გამარჯობა. (ვაჩე) -გამარჯობა. - მითხრა მორიდებულად ისე რომ თავი არც აუწევია. -დაგაგვიანდა. (ვაჩე) -ხო ვაჩე დამაგვიანდა. - სწორედ ახლა ამომხედა თავისი შავი თვალებით, თუმცა ვერ ვიტყვი რომ თვალებში შემომხედა. -მოიცა ჩემი სახელი საიდან იცი? (ვაჩე) -ყველამ იცის. (ლოლა) აი ახლა შემომხედა პირველად თვალებში, თან გამიღიმა. მისი ღიმილის მიზეზი გავხდი. „დაგერა ვაჩე“ გამომიხტა დასტოინი მე და გული ამიჩქარდა. ეს გოგო შკარად რაღაცას მიშვრება და არ ვიცი რას. -კარგი გვეყო ჭორაობა, ადექი წავიდეთ. (ვაჩე) გაოგნებული მიყურებდა თითქოს რაღაც არაამქვეყნიური არსება ვყოფილიყავი. -სად? - საკმაოდ გაუკვირდა კითხვაც. იმდენად არ ველოდი მის ასეთ რიაქციას ენა ჩამივარდა. - გეკიტხები!? (ლოლა) -რაჭაში. (ვაჩე) -ხო, მაგრამ ტრანსპორტი წავიდა, მე დამაგვიანდა... - ადგა, ხელებს პატარა ბავშვივით იქნევდა, შემდეფ კი დაამატა. - როგორც ჩანს შენც. (ლოლა) -მე აქ არ ვარ? (ვაჩე) -ვერ მივხვდი?!?! (ლოლა) -მე მაინც ჩემი მოტოციკლით მივდიოდი. თანაც მარტო ვარ, შენ კი შეგიზლია მეგზურობა გამიწიო, ნუ თუ გინდა რა თქმა უნდა. (ვაჩე) -აქამდე რატომ არ წახვედი? (ლოლა) -მხოლოდ ეგ გაიგე ჩემი ნათქვამიდან? კარგი რახამც ასეა გიპასუებ. - ამოვიხვნეშე და გავაგრძელე. - სიგარეტის მოსაწევად გავჩერდი, ასევე ვიღაც შენნაირ დაბნეულს ველოდებოდი ვისაც სავარაუდოდ დააგვიანდებოდა და მეც მარტო მგზავრობა არ მომიწევდა. ასე რომ გამიმართლა ლამაზო. (ვაჩე) საშინლად არ მომეწონა ჩემი ასეთი ტონი. საყვრელი ღიმიი იმდენად დაუცველი ჩანს, ასე არ უნდა მეპასუხა, თუმცა რას ვიზამთ, ავუხსნი ალბათ ოდესმე. -მეშინია მოტოციკლზე აჯდომის. (ლოლა) -ჩემიც? (ვაჩე) -შენიც. (ლოლა) თვალები აუწყლიანდა და მინდოდა მოვმკვდარიყავი, ვიდრე მისი ცრემლები მენახა, თანაც ჩემ გამო. პირველად მითხრა გოგომ რომ ჩემი ეშინოდა და თავი ურჩხული მეგონა. -ჩემი რატომ გეშინია? - ტუჩები ავიბზიკე და სახე დავმანჭე. - სენთვის ხომ არაფერი დამიშავებია, თანაც ჯერ არც კი მიცნობ. (ვაჩე) -აი აგიტომ მეშინია. (ლოლა) -იმიტომ რომ არაფერი დამიშავებია? (ვაჩე) -იმიტომ რომ არ გიცნობ. (ლოლა) -რა სულელი ხარ. მოკლედ მე ვაჩე ვარ სხირტლაძე, 19 წლის, ნუ სადაც ვსწავლობ იცი. ვცხოვრობ ნუცუბიძის მეორე მიკროში. მყავს მეგობრები, მოტოციკლი. ვარ ცოტა მკაცრი, თუცა არა საშიში. - გაეცინა - საკმარისია? (ვაჩე) -კი. (ლოლა) ისევ გაიღიმა მისი საფირმო ღიმილით და იქვე დავდნი. ხელი გავწოდე, რომ გამომყოლოდა. ჩანთა ავიღე რომ მოტოციკლისკენ წამეღო და შემეწინააღმდეგა. ამ ჟესტზე სეთი შთაბეჭდილება დამრჩა, თითქოს ეს არასდროს არავის გაუკეთებია მისთვის. სიდენია ავწიე რომ ჩამედო და შლემი გავუწოდე. -კარგად ატარებ? (ლოლა) -არ ვიცი რავი, ეგ შენ შეაფასე. (ვაჩე) -ისე პირველად ვჯდები, ჩემი ბაშვობის ოცნება იყო. (ლოლა) ანუ შენს ოცნებას ნაწილობრივ ავახდენ. (ვაჩე) თავი დამიქნია თანხმობის ნიშნად და შლემი დაიხურა, შემდეგ კი უკან მომიჯდა. როგორც კი ავტობანზე გავედით სიჩქარეს ვუმატე და მივხვდი რომ ხელსაკიდს ხელი გაუშვა. შემესინდა არ გადმოვარდნილყო თუმცა ვერ გავაჩერებდი. რამდენიმე წამში ზურზე მისი შეხება ვიგრძენი და მთელი სხეული ამეწვა. მხლოდ მაისური მეცვა, ჩემ ქურთუკი კი მას, ჰაერის ნაკადისგან რომ არ გაციებულიყო. მაისურის შიგნით ვიგრძენი მისი გავარვარებული სხეულის შეხება. შემდეკ კი მისმა თლილმა თითებმა იწყეს ჯერ ჩემს ზურგზე, მერე კი მუცელზე ბოდიალი. პრესი ასე ძლიერ არასოდეს დამჭიმვია როგორც ახლა. სურამში გავაჩერე. საკმაოდ მომშივდა თანაც შესვენება მჭირდებოდა, ამდენი ემოცია ერთ დღეს ციტა ზედმეტი მომივიდა მგონი. ამავდროულად საყვარელი ღიმილიც მეცოდებოდა, თითებ სულ გაყინვოდა. ასევე მინდოდა კიდევ გამეგო მისი წარმოთქმულ სიტყვები და მისი ღიმილი დამენახა. -არ მოგშივდა? (ვაჩე) -კი ცოტა. - მითხრა და საყინული თითები მკლავებზე აისრიალა. -რას შეჭამ ხაჩაპური თუ ლობიანი? (ვაჩე) -ლობიანი. (ლოლა) -კარგი გემოვნება გქონია. მეც ლობიანი მირჩევნია. (ვაჩე) „შეგიყვარდება და უყარე მერე კაკალი“ გფამომიხტა ახლა ეს ნაგლი ცანცარა ვაჩეც რა უნდ რას მერჩის. -ლოლა არ დაიღალე? (ვაჩე) -ჩემი სახელი საიდან იცი? (ლოლა) -ახალი ხარ და ყველამ იცის. (ვაჩე) გევრდით მომყვებოდა პატარა კრავივით. ეს გოგო მგონი მართლა მაგიჟებს, მსგავსი არაფერი მინახავს. მინდოდა სულ გვერდით მყავდეს, სულ ვეხუტებოდე და ჩემი ერქვას. მინდა ყველასგან დავიცვა. დიდ თვალებს რო აფახულებს ჭკუიდან მშლის. ის ისეთი ნაზი და სუფთაა, რომ მეშინია არ დაისვაროს ან რაიმე არ ეტკინოსმითუმეტეს ჩემი მხრიდან. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.