შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცხოვრება იმდენად ირონიულია...(თავი 4) +18


18-11-2016, 03:52
ავტორი Emmy
ნანახია 3 187

-ემიი
-ხო დეე რა ხდება?
-სალი მოვიდა
-უთხარი შემოვიდეს
ტირილისგან დასიებული თვალებიდან ცრემლები მოვიწმინდე, არ მინდოდა სალის შეემჩნია, რომ ვტიროდი. დაკითხვის ხასიათზე ნამდვილად არ ვიყავი...
-ემი
-შემოდი სალ
-რაშვები? რა გჭირს? რატომ გაქვს ტელეფონი გამორთული? ან სად იყავი წუხელ? ლელა დეიდამ დამტუქსა რატომ არ გამაფრთხილეთო შენთან თუ რჩებოდაო...
-ტელეფონს რაც შეეხება დამჯდარია და წუხელ სად ვიყავი და რა გავაკეთე არაფერი არ მახსოვს...
თავი ვეგარ შევიკავე და თვალები ისევ ცრემლით გამევსო...
-კარგი რა ემი რა გატირებს? მოდი მომეხვიე და მომიყევი მშვიდად რა მოხდა.
მოვეხვიე სალის ცოტა დავმშვიდდი და ყველაფერი მოვუყევი.
-ნაბი*ვარი ეს როგორ გაგიკეთა ყველაფერს ვანანებ...

ემილი- გავიდა რამდენიმე დღე დავუბრუნდი ჩვეულ რიტმს ისევ უნივერსიტეტი ისევ სწავლა, არაფერი განსაკუთრებული გარდა იმისა, რომ ჩემი ახალი იმიჯის გამო ყველას სახეზე გაოცებას ვაწყდები. ამასობაში კვირა დღეც მოვიდა, განტვირთვის დღედ აღიარებული ჩვენი კვირა დღე და ისევ ზარი ტელეფონზე...
-ემი რაშვები? დღეს რას ვაპირებთ?
-არ ვიცი სალ, თან დღეს წვიმს და არანაირი იდეა არ მაქვს სად შეიძლება წასვლა.
-აუ ვერც მე ვერ მოვიფიქრე ვერაფერი , არადა ასე ვეღარ ვისვენებ.
-სიმართლე რო გითხრა მაქვს ერთი იდეა მაგრამ რამდენად გაამართლებს ეგ არ ვიცი.
-რა იდეა მალე თქვი.
-ბიძაშენს ხო აქვს აგარაკი ქალაქგარეთ?
-კი გოგო როგორარა რაჭაში, შაორის წყალსაცავთან.
-მერე გასაღები არ დაგიტოვათ ბიძაშენმა ისრაელში რო წავიდა?
-მამაჩემს აქვს კაბინეტში.
-ხოდა წავიდეთ ერთი კვირით დავისვენოთ და ვინც გაგვიხარდება წავიყვანოთ.
-აუ ემი ეს ერთი კვირაა მაოცებ ძააან მაგარი გოგო ხარ აზრზე ხარ რა მაგრა გავერთობით?
-კაი გოგო მიდი უთხარი მშობლებს და მეც ვეტყვი დედაჩემს
-აუ ვგიჟდები შენზე....
ტრადიციულად წყალი გადავივლე გავედი აივანზე ჩემს სავარძელში მოვკალათდი, ორმაგი ესპრესო და სიგარეტი....
-ემი აქ ხარ?
-ხო დე შემოდი.
-როგორ ხარ ჩემო ლამაზო? თითქმის ვერ გხედავ ძალიან მომენატრე.
-მეც მომენატრე დე ძალიან მიყვარხარ.
მომეხვია მისი თბილი ხელებით და შუბლზე მაკოცა, მთელს სხეულში სითბო ჩამეღვარა და ვაცნობიერებ, რომ მის გარეშე არაფერი ვარ.
-კაი წავედი მე სამსახურში საქმე მაქვს და ჭკვიანად იყავი.
-აუ მოიცა რაგაც უნდა გითხრა.
-გისმენ რა ხდება?
-არაფერი ისეთი დამშვიდდი. მე და სალიმ გადავწყვიტეთ ერთი კვირით აგარაკზე წასვლა მეგობრებიც იქნებიან და ცოტას გავერთობით. აბა რას იტყვი წინააღმდეგი ხომ არ ხარ?
-ანუ ერთი კვირა მარტო მტოვებ?
-აუ კაი რა დეე სულ დაგირეკავ და მალე გავა დრო.
-ხო კარგი კარგი მაიმუნო წადი, მაგრამ ჭკვიანად და არ მანერვიულო.
-მიყვარხარ დე ...
დედა გავაცილე სამსახურში და ბარგის ჩალაგება დავიწყე ერთი დიდი ჩემოდანი გავავსე თითქოს ერთი წლით მივდიოდი და ისევ სალის გავურეკე...
-სალი რა ქენი?
-თუ გამოიცნობ ხელში რა მიჭირავს?
-რა?
-აგარაკის გასაღები გოგოოო
-ვაიმეეე რა მაგარიაა
-გამოგივლი ცოტახანში მე და შენ ერთად წავალთ, დანარჩენები ჩამოვლენ მერე.
-კაი გელოდები.
ერთ საათში სალიც მოვიდა და დავადექით გზას. უკვე ბნელდებოდა რომ მივაღწიეთ. გადმოვედით მანქანიდან და მიუხედავად იმისა, რომ თითქმის ბნელოდა ჩემს წინ საოცარი ხედი გადაიშალა ფოთოლცვენის პეიზაჟი სხვადასხვა ფერებით დინჯი შაორის ირგვლივ.. საოცრებაა, აქაურობა ადრეც მინახავს მაგრამ შემოდგომას ორმაგად ლამაზი ყოფილა.....
სალიმ მოარგო გასაღები კარს და შევედით. ისეთი დიდია და ისეთი მდიდრული მიტოვებული სასახლე გეგონება.
-აქამდე აქ როგორ არ მომიყვანე გოგო.
-აუ რავი აქ სულ ორჯერ ვარ ნამყოფი ისიც რამდენიმე საათით.
-აუ სალ მეშინია...
-ნუ სულელობ გოგო აქ ყველაფერი სიგნალიზაციებზეა და თან ცოტახანში იაგოც მოვა პროდუქტსაც ის მოიტანს.
-ხო იმედია მალე მოვა თორე ამ სახლში ჭიანჭველად ვგრძნობ თავს.
-ნუ ბოდავ რაღაცეებს წამო დავათვალიეროთ სახლი. ისე შენ ვის უთხარი წამოსვლაზე?
-არავის... შენ აქ მყავხარ იაგოც მოდის ასერომ სრულიად მაკმაყოფილებთ თქვენ ორნიც... შენ ვის უთხარი?
-მე რავი სოფის ვუთხარი და ლევანს, ხო იცი მალე იქორწინებენ და გაუსწორდებათ აქ ყოფნა. კიდე ლიკას ვუთხარი ანის და გიგის.
-გიგი ვინ არის? მე ვინც მგონია?
-ხო ოღონდ დამშვიდდი იოანე არ მოდის საქმე აქვს და თან ჯობია რო არ მოვიდეს თორე შემომაკვდება...
-კარგი არ მინდა ამის გახსენება გთხოვ.
-კაი მოდი ბუხარი დავანთოთ და გავთბეთ.
სანამ ბუხარში ცეცხლი კარგად დაინთებოდა შევედი ჩემს კუთვნილებაში მყოფ ოთახში და ამოვალაგე ბარგი.. ჩავიცვი შავი ელასტიკი დიდი ნაქსოვი ნაცრისფერი სვიტერი და წინდები...
-სალ ყავა გინდა თუ ჩაი?
-ჩაი მინდა მე ემი.
_კაი მეც ჩაის დავლევ ამჯერად...

იოანე- ამ კვირამ ისევ ისე ტრადიციულად ჩაიარა ისევ ისე მაღვიძებს გიგი და ვიქყებთ დღის დაგეგმვას. შევთანხმდით, რომ სარამოს 9 საათზე შევხვდებოდით და გავაგრძელე ძილი...
ისევ მაღვიძებს ტელეფონის ზარი.
-ბიჭო ადე ბარგი ჩაალაგე ქალაქგარეთ მივდივართ.
-რაა? რას ბოდავ შე*ემა სენ ში* ხოარ გაქ?
-ადე ადე მიდი დროზე სალიმ დამირეკა და დამპატიჟა, ემილიც იქ იქნება უეჭველი.
-კაი ნუ გაა*რაკე მართლა?
-ხო შე*ემა მართლა.
-აუ მე მამაჩემთან უნდა გავიდე გუშინ ვუთხარი მოვალთქო. მარა შენ წადი და მე გვიან წამოვალ რა.
-კაი მიდი მოყომარდი.
-ხო და არ უთხრა არავის რომ მოვდივარ
ავდექი ლოგინიდან აბაზანა ორმაგი ესპრესო და სიგარეტი როგორც ყოველთვის და ჩავალაგე საჭირო ტანსაცმელი. ჩავყარე მანქანაში და წავედი მამაჩემთან.
-როგორ ხარ?
-არამიშავს შვილო შენ როგორ ხარ?
-რავი ჯიგრულად რა.
-როგორ ლაპარაკობ იოანე კარგი რა
-კაი კაი შენ ის მითხარი რაზე დამიბარეე
-საუთჰამპტონში უნდა გაემგზავრო აქციებთან დაკავშირებით. იქ დაგხვდება ბიზნეს ანალიტიკოსი სმიტი და ერთად წახვალთ თათბირზე, ის აქციები გვჭირდება იოანე
-და მე რა შუაში ვარ შენ რატო არ მიდიხარ?
-ორი დღის წინ კარდიოლოგთან ვიყავი არითმია მაქვს და ექიმმა მგზავრობა ამიკრძალა მითუმეტეს თვითმფრინავით, ასერომ შენ ჩემი შვილი ხარ რაცარუნდა მოხდეს ყველაზე მეტად მაინც შენ გენდობი.
-რროდისაა ფრენა?
-ხუთშაბათს.
-კარგი მე ქალაქიდან გავდივარ, ოთხშაბათს საღამოს ჩამოვალ და წავალ იმ შენ საუთჰამპტონში.
-ძალიან კარგი დაგიკავშირდები.
გამოვედი ოფისიდან უკვე საგამოს 10 საათია და დავადექი გზას...

ემილი- ჩვენს ლაპარაკში იაგოც მოვიდა მოიტანა რაც ერთი კვირის მანძილზე დაგვჭირდებოდა. მე და სალი შევუდექით ვახშმისთვის მზადებას. დედა საოცარი კულინარია ძალიან კარგი ხელი აქვს და შესაბამისად მეც მშვენივრად გამომდის... ამასობასი ყველანი ჩამოვიდნენ და მივუსხედით სუფრას.
-ემილი როგორ ხარ?
-კარგად გიგი შენ როგორ ხარ?
-ჯიგრულად... იმ დღეს კარგად ვერ გავიცანით ერთმანეთი და ახლა მგონი შესანისნავი სანსი გეძლევა
-ხო ასე გამოდის...
სალი წამოდგა და განცხადება გააკეთა.
ბავშვებო დღეს ყველანი ძალიან დაღლილები ვართ ნამგზავრები და ასეშემდეგ, მოდი ახლა ყველამ დავისვენოთ და ხვალ დილიდან გამოვიყენოთ ჩვენი აქ ყოფნის დრო მაქსიმალურად... ყველასთვის საკმარისი საძინებელია და სადაც გაგიხარდებათ იქ დაიძინეთ.

ყველანი გავნაწილდით საძინებელებში, ისეთი დაღლილი ვარ ფეხზე ვერ ვდგები, ამოვიღე ჩანთიდან ყურსასმენები შევძვერი ლოგინში, ჩავრთე Leonard Cohen- A Thousand Kisses Deep და გავითიშე....

იოანე- ჩავაღწიე როგორციქნა და დავურეკე გიგის
-არ შემომიშვებ?
-ყველას ძინავს და ჩუმად ჩამოვალ ახლავე.
-მალე რა გავიყინე შე*ემა.
-ხო მოვდივარ
-აუუ მაგრა დავიღალე რა.
- წამო ზემოთ არის კიდე რამდენიმე საძინებელი.
-ემილი სად არის?
-ძინავს ხვალ ნახავ რა იტოქში.
-ხვალ კი არა რომელ საძინებელშია?
-მარჯვნივ მესამე კარი.
-კაი მიდი ხვალამდე მივხედავ ჩემ თავს მეთვითონ.
კარი ფრთხილად შევაღე, რომ არ გაღვიძებოდა გავიხადე ტანსაცმელი და მივუახლოვდი საწოლს. ბავშვივით ძინავს ყურსასმენებში ახლართულს, ფრთხილად მოვხსენი და გვერდით მივუწექი, ის ისეთი თბილი იყო ისეთი ლამაზი ცდუნებას ვერ გავუძელი და ოდნავ გადავწიე ზეწარი. თეთრი აბრეშუმის პენუარში მკერდის თავები ისე დაბერვოდა სიცივისგან თავს ვძლივს მოვერიე. მუცელზე მოვხვიე ხელი და ზურგზე მივეკარი.
ემილი- ცხვირში უცნაური სურნელი მიღიტინებს, ძილბურანსი ვარ და ვერ ვხვდები რა არის, შეხება მაფხიზლებს ვირაც მთელს სხეულზე შემომხვეოდა. მუცელზე თითქმის მკერდამდე ვიღაცის ძლიერი ხელი მიჭერს... შევბრუნდი და სიბნელეში მის სახეს ვერ ვარჩევ...
-არ მოგენატრე ემი??




ყველას ძალიან ძალიან დიდი მადლობა ვინც კითხულობთ)) შეძლებისდაგვარად თქვენს შენიშვნებსაც ვითვალისწინებ***



№1 სტუმარი Ketis

Dzaan momwons da gavbrazdi eseti patara tavi raaaa?? Tan eset momentshi?!? Gazarde ra tavi

Dzan momwons da gavbrazdi esetipatara tavi raarisss gazarde ra tan eset momentshiwkvet!

 


№2  offline წევრი Emmy

შემდეგი თავი ბევრად დიდია... და ალბათ უფრო გავზრდი მეც ვბრაზდები იმდენი დრო სჭირდება რო დაიდოს ჯერ მოდერაცია და მერე 24 საათის განმავლობაში ვერ ვდებ ასერომ ამჯერად მართლა მოზრდილ თავს დავდებ.. კიდევ ერთხელ მადლობა ყველას და თუ რამე შენიშვნები გაქვთ ველი

 


№3 სტუმარი Qeti

კარგიაა გელოდები

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent