შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ხანდახან სიტყვები სათქმელს ვერ ამბობენ (8)


18-11-2016, 22:10
ავტორი Anye-Any
ნანახია 2 429

ხანდახან ვერ ხვდები და ვერ აანალიზებ შენს მდგომარეობას,სანამ ფართოდ არ გაახელ თვალებს ვერ იაზრებ როგორ იძირები ჭაობში დ არსად ხავსიც არ არის რომ მოეჭდო.თმაგაწეწილი და ფერდაკარგული ვზივარ ავტობუსში,ვერაფერს ვგრძნობ სრულიად მოწყვეტილი ვარ სამყაროს.თითქოს წყვდიადში ჩავიძირე და ყველა გრძნობა ერთიანად გამეყინა,ასეთ ტყუილს არ ვიმსახურებდი,უეცრად ძრწოლამ ამიტანა,გამახსენდა ის დღეები,როდესაც ცდილობდა თავბრუდაეხვია ჩემთვის,ის დღეები,რომლებშიც მოჩვენებით ბედნიერებას მჩუქნიდა და ყვლაფერს ვარდისფერ ფერებში მიხატავდა,ყოვლთვის ისე მესაუბრებოდა რომ სულ ცდილობდ აჩემს გონებაში შემოღწევას და იმის გაგებას თუ რას ვფქირობდი,საბოლოოდ მაინც მოახერხა ჩემი გაშიფრვა. მინიდან ვიხედებოდი,გართ უკვე ციოდა და ოდნავ ცრიდა,ლამპიონები მუქი ნისლის გამო ძლივს ანათებდნენ ქუჩებს.ტელეფონი განუწყვეტლივ რეკავს,ნიკაა,რა თქმა უნდ არ ვპასუხობ,ცოტახანში საერთოდ გამოვრთე და ჯიბში ჩავჩურთე. ვერც კი ვგრძნობ ისე ჩავდივართ თბილისამდე. დიდუბის ავტოსადგურზე აჩერებს,ბნელა,ძლივს ვარჩევ წარწერებს,ავტობუსიდან ჩავდივარ
-სად მიდიხარ? ვინ გადამიხდის შენს მაგივრად?-ზურგსუკან მძღოლის ბოხი და ცივი ხმა მესმის
-ფული არ მაქვს,მაგრამ შეგიძლია ეს აიღო,ცოტა არ უნდა ღირდეს-თითიდან ნიშნობის ბჭედს ვიძრობ და მძღოლს ვაწვდი,მის რეაქციას არ ველდოები,არც პასუხს ისე ჩავდივარ ავტობუსიდან,თუმცა ნამდვილად არ ვიცი სად მივდივარ,ტელეფონი დამჯდარია,არც ფული მაქვს,სახლში რომ მივიდე ვიცი ჩემები არ მაპატიებენ,თუმცა მაინც ვრისკავ,ტაქსს ვაჩერებდა სახლის მისამართს ვეუბნები.
-ფული არ მაქვს,ეს საყურეები გამომართვი ოქროა-ყურიდან ვიხსნი და მძღოლს ვაწვდი
-ეს გაცილებით ძვირი ღირს ვიდრე მგზავრობა
-არაუშავს,ჩემთვის ახლა სულერთია ეგ სამკაული,შეგიძლია შენთვის დაიტოვო.
მძღოლი მადლობას მიხდის და დანიშნულების ადგილას მივყავარ,ტაქსიდან აკკანკალებული და გაყინული გადმოვდივარ,მძიმედ მივაბიჟებ სახლისკენ მიმავალ გზაზე,უამრავი აზრი მიტრიალებს თავში,რომ გამომაგდონ? მერე სად წავიდე? იქნებ შვცოდე დედასმაინც და მაპატიოს.10 წუთი მაინც ვდგავარ კარბთან თავჩაქინდრული და ვერ ვბედავ ზარის დარეკვას,ბოლოს მაინც ვრისკავ და აკანკალებული ვრეკავ ზარს,რამდენიმე ზარის შემდეგ კარებს დედაჩემი აღებს. გაფითრებადა გაკვირვება ერთიანად ისახება მის სახეზე,ოდნავი გაბრაზებაც,მუჭებს კრავს და კბილებს აკაწკაწებს,ტუჩები მოკუმული აქვს
-აქ რა გინდა?!-მცირეხნიანი პაუზის შემდეგ მიყვირის
-დედა შეიძლება შემოვიდე?-თავჩახრილი ვდგავარ მის წინ და ცრემლებს ვყლაპავ
-შემოხვიდე?! როგორ ბედავ კატო?! ეს როგორ გვაკადრე?! ვიღაც დეგენერატ გაუნათლებელ ქუთაისელ ხეპრეს გაყევი ცოლად და ახლა სახლში შემოსვლას ითხოვ?! მამანი კინაღამ გადაყვა ამ ამბავს! ეს როგორ გაგვიკეთე!-ღრიალებს მთელ ხმაზე,რაც უფრო მეტად მიწურავს გულს და მაკრთობს
-გთხოვ დედა,ვიცი შცდომა დავუშვი,გთხოვ შემომიშვი და ყველაფერს აგიხსნით,წასასვლელიც არსად მაქვს
-არა! შენ ჩვენი შვილი აღარ ხარ! სად გდია შენი ქმარი?! რა იყო უკვე მოგბეზრდა და წამოხვედი? ვერ შეეგუე ხო სიღარიბეს?! ხოდა ახია შენზე,ახლა აქედან წაეთრიე და თვალით აღარ დამენახო! შემარცხვენელო! შენ საერთოდ წარმოდგნა მაინც გაქვს ვის გაყევი ცოლად?!!!
-რას გულისხმობ?-შშინებულმა შევხედე ამდენი ხნის შემდეგ თვალებში დედას
-შენ რა გეგონა იმ ბიჭს მართლა უყვარდი? ასეთი სულელი როგორ იყავი გოგო? ეგ შენი ნიკა ფურცელაძე მამაშენის პარტნიორის ჯემალის შვილი იყო!
-რა?-ვერაფერს მივხვდი
-ხო იმ კაცის შვილი იყო რომელიც მამაშენმა და ზურაბ ერგემლიძემ საქმიდან „მოტეხეს“ უამრავი ვალი აკიდეს ყველაფერი წაართველას და სწორედ ამიტომაც მოკვდა! ვეღარ აიტანა გაკოტრება,ხოდა ეგ ნიკუშაც მაგის ნაშიერია შური იძია ჩვენზე! მაგას როგორ გაყევი ცოლად!!!
-რასამბობ დედა? ამის შესახებ მე არაფერი ვიცოდი-ყურებს არ დავუჯერე რაც დედამ მითხრა პირველად გავიგონე,მსგავსიც კი არაფერი მსმენია
-საიდან გეცოდინებოდა,თუმცა ცოლად სანამ გაყვებოდი მინიმუმ მისი ოჯახიდან ვიმე მაინც უნდ აგაგეცნო ან მისი სამგობრო მაინც,შენ რა გააკეთე?! ბატივით დაკარი ფხი და გათხოვდი,ხოდა ახლა შენ თვითონ მიხედე შენს თავს!-კარი ცხვირწინ მომიჯახუნა
აკანკალებული ჩავიკეცე კარებთან,ყურებს ვერ ვუჯერებდი,ასეთი რაღაცის შემდეგ როგორ უნდ ამეცხროვრა,მან შური იძია ჩემზე და ამით ჩემი ოჯახის გამწარება სცადა და გამოუვიდა კიდეც.
ისიც კი არ ვიცი სად უნდა წავიდე,ვრც სალომესთან მივალ იქ ისედაც ბვრნი ცხოვრობენ და არ მინდა ზედმეტ ტვირთად დავაწვე.გარეთ გავდივარ და ბარდიულზე ვჯდები,საშინლად ქრის ქარი,საშინლად ცივი საღამოა,ალბათ მალე გაწვიმდება კიდეც ,,სიცივე ძვალსა და რბილში ატანს,თავს ვერ ვიკავებ და ვტირი თანაც ხმამაღლა,ახლა მხოლოდ ესღა დამრჩენია.სიკვდილი მინდა თუმცა იმდენი ძალა არ მაქვს რომ თავს რამე დავუშაო.
-კარგად ხარ?-ვგძნობ ვიღაცის მოახლოებას,ბუნდოვნად ჩამესმის მისი სიტყვები
-რა?-ძლივს ვერკვევი ფიქრებიდან და დაბნეული ვპასუხობ
-წვიმს თან ცივა,შე კიდევ აქ ზიხარ და ტირი,შემიძლია რამით დაგეხმარო?
-არა,არა მადლობა
-მაშინ ადექი და სახლში წაგიყვან,აქ ესე ვერ დაგტოვებ
-სიმართლე გითხრა წასასვლელი არსად მაქვს-მართლა ძალიან მრცხვენია ამის თქმის თუმცა სხვა გზა არ მაქვს
-გასაგებია,შეგიძლია ჩემთან დარჩე
-არა,რასამბობთ არ მინდა დიდი მადლობა შემოთავზებისთვის-ახლა არავის თავი არ ამქვს,მითუმეტეს ამ უცნობს არ წავხყვები სახლში,თუმცა წუთის წინ ტავის მოკვლაზე ვფიქრობდი და ამან უნდა შემაშინოს? ახლა ხომ მაინც სულერთია ჩემთვის ყველაფერი?წასასვლელი მაინც არსად მაქვს,განა რა უნდა დამიშაოს ამან იმაზე მეტი რაც უკვე დამიშავეს?
-მგონია რომ სხვა გზა არ გაქვს-მიღიმის-უფრო მეტად გაწვიმდება
-კარგით წამოვალ,გმადლობთ
ხელს მიწოდებს,მეც ვეყრდნობი და მანქანაში ვსხდებით,ორივენი ჩუმად ვართ
-ალბათ არ გინდა იმაზე ლაპარაკი რაც მოხდა
-სწორად გამოიცანით
-ერთიანად კანკალებ და გაფითბული ხარ,მგონი დღეს არც არაფერი გიჭამია
-არ მშია,ახლა ჭამა ყველაზე ნაკლებად მახსოვს
-გასაგებია,თუმცა უნდა ჭამო ხომ იცი? მეძ ძალიან მშია,აქვე კარგი რესტორანი ვიცი
-არა,ძალიან გთხოვ რესტორნები არ გვინდა
-კარგი მაშინ პიცას გამოვიძახებ და
თავს ვუქნევ და მიღიმის
-ხო მართლა მე ლევანი მქვია შენ?
-კატო-მოკლედ ვპასუხობ
-სასიამოვნოა კატო
მალე მანქანას თეთრი მაღალი კორპუსის წინ აჩერებს და გადმოვდივართ,უკან ბატივით მივყვები, ბინის კარებს აღებს და მიმითითებს რომ შევიდე,უხმოდ შევდივარ
-დაჯექი-კარებს კეტავს
უხმოდ ვჯდები დივნის კიდეზე
-აქ იშვიათად მოვდივარ ხოლმე,შეგიძლია აქ დარჩე რამდენი ხანიც მოგინდება
-აბა სად ცხოვრობ?
-ჩემებთან ვცხოვრობ,დედა ცოტა შეუძლოდაა და უნდა მასთან ვიყოთ შვილები,დროებით მაინც
-გასაგებია,დიდხანს არ შეგაწუხებ,რამეს ვნახავ და გადავალ
-არ იდარდო მაგაზე მართლა,რამდენი ხნაიც გინდა დარჩი
-გმადლობთ
-მალე პიცაც მოვა-იღიმის-არ გინდა მომიყვ რა მოხდა? ცნობისმოყვარეობაში არ ჩამომართვა,მაგრამ იქნებ რამენაირად შევძლო შენი დახმარება
-გრძელი ამბავია-ამოვისუნთქე-მოკლედ ერთი ბიჭი გავიცანი,მერე შეგვიყვარდა ერთმანეთი,ცოლობა მთხოვა მეც დავტანხმდი,თურმე მხოლოდ ჩემთან სექსი უნდოდა და ჩემს ოჯახზე შურისძიება-სიმწრისგან გამეცინა და ცრემლები ჩავყლაპე
-რთული ამბავია,მერე?
-მერე ის რომ ყველაფერი გავიგე და წამოვედი,მშობლებმა აღარ მიმიღეს,სულ ესაა-მხრები ავიჩეჩე
-ნუ გეშინია,ყველაფერი გამოსწორდება,ხომ იცი ფრაზა რაც არ გკლავს გაძლიერებს
-ვითომ? რაღაც მაგის აღარ მჯერა,მხოლოდ სხეულით სიკვდილი არაა სიკვდილი,სული თუ მოკვდა სხეული უბრალოდ ჩვნი ნიჟარაა და მეტი არაფერი.
-უარესებიც ხდება დამიჯერე,მთავარია არ გატყდე და საკუთარ თავში იპოვო ძალა რომელიც მოგცემს საშულაებას რომ ცხოვრება გააგრძელო
-მადლობა ლევან ასეთი სიტყვებისთვის.
კიდევ დიდხანს მელაპარაკა და მამხნევებდა,ჭამა არ მინდოდა თუმცა ძალიან მთხოვა და უარი ვეღარ ვუთხარი.
-შეგიძლია აქ დაიძინო,მე დივანზე დავწვები-საძინებელში შემიყვანა,რომელიც პასტელურ ფერებში იყო გადაწყვეტილი
-მუხერხულება ლევან
-ეგ აღარ თქვა,ხშირად მიწევს ხოლმე დივანზე ძილი ასე რომ მაგაზე ნუ იდარდებ,ეცადე,რომ დაიძინო და ცუდზე აღარ იფიქრო.-მიღიმის ტკბილ ძილს მისურვებს და ოთახიდან გადის
რა თქმა უნდა ძილი არ მომკარებია.ტირილში ვათენებ.დილით ჩამეძინა,თვალები რომ გავახილე უკვე 12 საათი იყო,სწრაფად ავდექი და მისაღებში გავედი,იქ ლევანი არ დამხვდა,წერილი და სუფთა ნასაცმელი იდო დივანზე „ მე სამსახურში წავედი, არ მინდოდა გამეღვიძებინე,ეს ჩემი დის ტანსაცმელია შენი ტანისაა მგონი უნდ ამოგერგოს,საჭმელი მაცივარშია,რომ მოვალ და ყველაფერი ისევე დამხვდება მეწყინება,ეცადე არ ინერვიულო ყველაფერი კარგად იქნება,საღამოს დავბრუნდები“



№1  offline აქტიური მკითხველი La-Na

კარგი თავი არის.არც ნიკა და არც კატოს ოჯახია წმინდა წყლის დამლევი.კატო მეცოდება,თორემ ნიკას ნამდვილად ჰქონია შურისძიების მიზეზი
--------------------
ლანა

 


№2 სტუმარი gvanca

ra patara iyoo. iseti kargad wer mecotava ucbat wavikitxe. male dade

 


№3 სტუმარი Anna

დედა რო ამას გაგიკეთებს,რა უნდა ელაპარაკო სხვას.
ნიკა საშინლად მომწონდა,მაგრამ... რაც არ უნდა იყოს ესე შურისძიება? :/

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent