შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მკვდარი ოცნებები 14


18-11-2016, 23:20
ავტორი ნიკოლეტა
ნანახია 1 955

დღეები გადიოდა. ახვლედიანისგან კვლავაც არაფერი ისმოდა და არც ჩემს ზარებს პასუხობდა. ანდრო საავადმყოფოდან გამოწერეს და კვლავ ჩვეულ ცხოვრების სტილს დაუბრუნდა, ხოლო რაც შეეხება ჩემსა და ლუნას ურთიერთობას მას სახარბიელოს ნამდვილად ვერ დავარქმევდი. აუტანელი ხასიათი ჰქონდა. მისი უმთავრესი საფიქრალი ის იყო, თუ რა ჩაეცვა, როგორი მაკიაჟი ან ვარცხნილობა გაკეთებინა და ასე შემდეგ. საყიდლებზე სიარულის გადაჭარბებული სიყვარულის გამო "შოპინგის დედოფალიც" კი შევარქვი, რაზეც მითხრა -ამას კონპლიმენტად მივიღებო.
თითქმის ყველაფერში პრეტენზიული იყო. უნდოდა ნებისმიერი რამ მისი ნება-სურვილის მიხედვით მომხდარიყო და ამ მიზეზით კამათიც ხშირად მოგვსვლია. თუმცა ყველაზე შემაწუხებელი მაინც მისი ურიცხვი ბიჭების რაოდენობა იყო. შემაწუხებელითქო ვამბობ იმიტომ, რომ ხშირად მათი ატანა საკუთარ სახლში მიწევდა, ვიზიტები კი უმეტეს შემთხვევაში საკმაოდ ხანგრძლივი იყო.
სხვა მხრივ ჩვეულებრივად ვცხოვრობდი. მე და ანდრო კვლავ ისევ ისე ახლოს ვიყავით ერთმანეთთან, როგორც ადრე და ეს ერთადერთი იყო, რაც მახარებდა. მთელი ეს დრო ახვლედიანზე ფიქრი არ მომშორებია. უკვე მაშინებდა მისი ამდენხნიანი დუმილი. ისეთი შთაბეჭდილება მრჩებოდა, თითქოს არც არასდროს უარსებია. ძალიან მინდოდა მასთან სახლში მივსულიყავი და შორიდან მაინც შემევლო თვალი, თუმცა ვერ ვბედავდი. უბრალოდ არ შემეძლო. მართალია ანდრო ყოველთვის გვერდში მედგა და მუდამ მამხნევებდა, მაგრამ თავს ბედნიერად მაინც არ ვგრძნობდი. ამის მიზეზი ლეო იყო. მენატრებოდა, საშინლად მენატრებოდა მისი ხმა, შეხება, თვალები, სურნელი. ყველაფერი რაც ამ ადამიანში იყო და რაც მასთან მაკავშირებდა. ჩემთვის უკვე გაუსაძლისი იყო ახვლედიანის გარეშე არსებობა და ხანდახან ეს იმდენად აუტანელ ტკივილს მგვრიდა, რომ საათობით ტირილის გარდა სხვა ვერაფერი მშველოდა. მხოლოდ სადღაც, გულის სიღრმეში ჯერ კიდევ კიაფობდა იმედის მცირედი ნაპერწკალი, რომ ოდესმე ყველაფერი გამოსწორდებოდა და დალაგდებოდა . . .

8 8 8
მახსოვს აპრილის ხუთი რიცხვი იყო. საღამოს ექვსი საათი. ტელევიზორის წინ მდგარ სავარძელში ვიჯექი და ბეისბოლის მატჩს ვუყურებდი. წინ ტკბილეულით სავსე დიდი ყუთი მედო, ლუნა კი შორიახლოს დივანზე მოკალათებულიყო და კოსმეტიკის ჩანთაში იქექებოდა.
-ბაბი -მომესმა უეცრად მისი ხმა და მომენტალურად თავი გვერძე მივაბრუნე
-გისმენ
-როგორ ფიქრობ? ფრჩხილებზე წითელი ლაქი უნდა წავისვა თუ ცისფერი?
-შენ რა ამის გარდა საფიქრალი არაფერი გაქვს? -რატომღაც გამეღიმა და დისტანციური მართვის პულტით შემდეგ არხზე გადავრთე
-გარეგნობას ყოველთვის ყველაფერზე წინ ვაყენებ -სავარძლის მოაჯირზე ჩამომიჯდა და ყუთიდან შოკოლადის ბურთულა ამოიღო -ჰო მართლა ეს რამდენი კალორიაა? -მკითხა სანამ დესერტს პირისკენ წაიღებდა
-არ ვიცი კალორიებს არ ვითვლი -მხრები ავიჩეჩე
-არადა საერთოდ არ გეტყობა -დაკვირვებით შემომხედა -იდეალურ ტანზე დგახარ. კაცი რომ ვიყო სურვილსაც კი აღმიძრავდი
-ძალიან მიხარია, რომ არ ხარ -ვთქვი და თავი უეცრად ცუდად ვიგრძენი. მალე გავაცნობიერე, რომ ეს გულისრევის შეგრძნება იყო და სულ რამდენიმე წამში იგი იმდენად გამიძლიერდა, იძულებული გავხდი საპირფარეშოსკენ სირბილით გავქცეულიყავი. სულზე მივასწარი, ნიჟარისკენ თავი გადავხარე და ჩემს "ცუდ შეგრძნებას" გასაქანი მივეცი. ამის მერე მალევე მომეშვა კიდეც. შვებით ამოვისუნთე და ჰაერი ფილტვებში ღრმად შევუშვი. ონკანი რომ გაავატრიალე და პირში წყალი გამოვივლე, დავინახე ლუნა კარებთან იდგა და ღიმილიანი სახით მიყურებდა. აქამდე არ შემიმჩნევია თუ აქ თუ იყო.
-რა მოხდა? რატომ იღიმები?
-შენ რა ორსულად ხარ?
-რა სისულელეს ამბობ? -ცოტა არ იყოს გავღიზიანდი, მაგრამ მოულოდნელად გონებაში ის ფაქტი ამომიტივტივდა, რომ ამ თვეში გადამიცდა და თავში საგანგაშო სიგნალები ამენთო -შეგიძლია აფთიაქში ჩახვიდე და ტესტი ამომიტანო? -დაფეთებული მივაჩერდი ჩემს დას, რომელსაც სახიდან ღიმილი არ შორდებოდა
-რამეს მოვიცვამ და წავალ -ეს, რომ თქვა გატრიალდა და ჰოლისკენ სწრაფი ნაბიჯებით დაიძრა . . .
მთელი ეს დრო აბაზანაში წინ და უკან დავდიოდი და ბოლთას ვცემდი.
რა მეშველებოდა მართლა ასე რომ ყოფილიყო? მე ხომ ბავშვის მოვლაც კი არ ვიცოდი? არც დედა მედგა გვერდით, რომ რაიმე რჩევები მოეცა და არც მამა. მარტო რა უნდა მომეხერხებინა? რა უნდა მომემოქმედა? ფიქრისგან ლამის იყო თავი გამსკდომოდა, გული კი ორმაგად უფრო სწრაფად მიცემდა. მოუთმენლობისკან უკვე ლუნასთან დარეკვას ვაპირებდი, რომ კარის ჯახუნის ხმა მომესმა და მალე ისიც გამოჩნდა ჩემთვის სასურველი ნივთით ხელში.
-ინსტრუქცია კოლოფში დევს, თუ რა თქმა უნდა მოხმარების წესები არ იცი
-კარგი გმადლობ -აბაზანის კარი მაშინვე მივხურე და ერთი ღრმად ჩავისუნთ-ამოვისუნთქე. არ მეგონა ოდესმე ასეთი რამ თუ შემემთხვეოდა, მაგრამ ფაქტი იყო შემემთხვა. ფურცელი, რომელზეც გამოყენების წესები ეწერა ხელის კანკალით ამოვიღე და ერთი თვალის გადავლებით გავეცანი. შემდეგ ყველაფერი მითითებისამებრ გავაკეთე და შედეგს გულის ფანცქალით დაველოდე. არ გასულა რამდენიმე წუთი, რომ ტესტმა პასუხი აჩვენა. ჩემი დის ვარაუდი გამართლდა. მართლა ორსულად ვიყავი. ამ ახალი ამბისკან შოკირებული იქვე, კედელთან ჩავიკეცე და ცრემლები ღაპაღუპით გადმომცვივდა. ჯერ კიდევ ვერ დამეჯერებინა, რომ ეს რეალობა იყო და არა სიზმარი. პირზე ორივე ხელი ავიფარე და ჩუმად ავქვითინდი, რათა მას ჩემი ხმა ვერ გაეგონა. ახლა ლუნასთან ლაპარაკი ნამდვილად არ შემეძლო. არადა ზუსტად ვიცოდი, რომ კარს მიღმა ცნობისმოყვარეობით აღსავსე იდგა და ჩემს პასუხს მოუთმენლად ელოდა. ვერ გეტყვით რამდეხანს ვიჯექი ასე და რამდეხანს ვერ მოვდიოდი გონს. საბოლოოდ სააბაზანოს კარზე ძლიერი ბრახუნის ხმამ გამომაფხიზლა და მივხვდი, რომ იგი აუცილებლად უნდა გამეღო. პირველი რაც საკეტის გადატრიალებისას დავინახე ჩემს წინ მდგარი ადამიანის კითხვით სავსე თვალები იყო და თანხმობა თავის მსუბუქი დაქნევით გამოვხატე.
-ასეც ვიცოდი -ღიმილიანი სახით გამომხედა ლუნამ და ყურზე თმა გადამიწია -მამა ვინ არის? უყვარხარ? ბავშვზე პასუხისმგებლობას აიღებს?
-მასთან ახლა არანაირი ურთიერთობა აღარ მაქვს -ძლივსძლივობით ამოვისლუკუნე
-მაგრამ ახლა ორსულად ხარ და ვალდებულია თქვენზე იზრუნოს. ყველაფერი უნდა უთხრა ბაბი
-არ შემიძლია. ვერაფერს ვეტყვი, არ შემიძლია -თვალებიდან ცრემლები კვლავ ღაპაღუპით გადმომცვივდა და გაუცნობიერებლად ლუნას მოვეხვიე
-კარგი, კარგი დაწყნარდი -თმაზე ხელი მზრუნველად ჩამომისვა ჩემმა დამ -უბრალოდ სულელურია ის, რასაც აკეთებ. შენს ადგილას ასე არ მოვიქცეოდი, მივიდოდი და იმ ნაბიჭვარს ყველაფერს პირში ვეტყოდი
-შენ არაფერი იცი, ამიტომაც ვერ ხვდები ჩემი ქმედებების მიზეზს
-მისმინე, რაც არ უნდა იყოს ეგ ვაჟბატონი ღირსეულად უნდა მოიქცეს. ხომ ხვდები ამაში რასაც ვგულისხმობ?
-ლუნა გთხოვ გაჩუმდი -რამდენიმე ნაბიჯით მოვშორდი და ცრემლიანი თვალები შევიმშრალე. ახლა მისთვის არაფრის თქმის თავი არ მქონდა -ანდროსთან უნდა წავიდე, სავარაუდოდ დამაგვიანდება. არ დამელოდო.
-ანდრო ვიღაა? -უკან ამედევნა, როდესაც ჩანთის მოსაძებნად გასასვლელთან მდგარი საკიდისკენ დავიძარი
-ჩემი მეგობარია, შენ არ იცნობ
-მეც გამოგყვები
-შენ რატომ უნდა გამომყვე? -აშკარად გავიოცე
-არ მინდა ასეთ მდგომარეობაში შენი მარტო გაშვება
-მოდი ახლა ნამდვილი მიზეზი მითხარი -ალმაცერად გავხედე პასუხის მოლოდინში
-კარგი ჰოო, ერთხელ შენს სანახავად იყო მოსული და სახლში არ იყავი. კარი მე გავუღე. მხოლოდ მისი სახელი გავიგე და ახლა როცა ახსენე მივხვდი, რომ ის იქნებოდა. მოკლედ ძალიან სიმპათიურია დაა ... -ტუჩი მოიკვნიტა
-კარგი გასაგებია -გამეღიმა მის სიტყვებზე
-ანუ უფლებას მომცემ წამოვიდე?
-თუ საათობით თმის სწორებას არ დაიწყებ და მალე მოემზადები ჰო
-დროს რამდენს მაძლევ?
-არც მეტი არც ნალები ათ წუთს -ვთქვი და მაჯის საათს დავხედე -რაღას უცდი წამზომი ჩაირთო
ამის თქმა და მისი საძინებლისკენ წასვლა ერთი იყო. არ ველოდი, რომ განსაზღვრულ დროში ჩაეტეოდა, მაგრამ ჩემდა გასაკვირად ეს მართლაც მოახერხა და ზუსტად ექვსას წამში უკვე ჩემს წინ იდგა.
-მზად ხარ? -ვკითხე მიუხედავას იმისა, რომ უკვე ვიცოდი ამ შეკითხვის პასუხი
-როგორც ხედავ -მხრები აიჩეჩა ლუნამ, შემდეგ კი გევრდი ამიქცია, რათა კარიდან პირველი გასულიყო. მას მეც უკან მივყევი, გასაღები საკეტში ორჯერ გადავატრიალე, ასხმა ჯიბეში ჩავიდე და მოსაცმლის ეკვაშესაკრავი ნახევრამდე შევიბნიე. არ ვიცოდი იქ რას ველოდი, მაგრამ ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ თუ ამ ამბავს მას არ მოვუყვებოდი სიმშვიდე არ მეღირსებოდა.

8 8 8
ანდროსთან წინასწარ არ დამირეკავს. იმედი მქონდა სახლში დამხვდებოდა. ჩვეულებრივ ასეთ დროს არანაირი საქმე არ აქვს ხოლმე, გამონაკლისი შემთხვევების გარდა. ლიფტი ისევ გაფუჭებული იყო. საშინლად გამაღიზიანა ამ ამბავმა და ამას დამატებული ლუნას წუწუნი ხომ საერთოდ ჭკუიდან მშლიდა. თურმე მაღალ სართულზე სიარულისას ფეხები უსივდებოდა, ამიტომ მთელი ის დრო, სანამ საფეხურებზე მივაბიჯებდით, მთხოვდა ანდროსთან დამერეკა და მის ზურგზე მოკალათებულს განეგრძო დარჩენილი გზა. რა თქმა უნდა თხოვნა არ შევუსრულე და ბოლოს როგორც იქნა მის კარსაც მივადექით. ზარი ორჯერ დავრეკე. თავიდან ჩამიჩუმი არ ისმოდა, მაგრამ როგორც კი ჰოლში ნაბიჯების ხმა გავიგონე შვებით ამოვისუნთქე.
-გცალია? -ვკითხე კარის გაღებისთანავე და იდაყვით კედელს მივეყრდენი
-ჰო რა თქმა უნდა შემოდი -მითხრა. თან ჩემს გვერდით მდგარს ინტერესით გახედა. მხოლოდ მაშინ მიხვდი, რომ ისინი ერთმანეთისთვის უნდა გამეცნო
-მაპატიე, ეს სულ გადამავიწყდა. ანდრო გაიცანი ეს ლუნაა. ჩემი და -დავამატე ცოტა ხნის შემდეგ
-სასიამოვნოა -ხელი გაუწოდა ანდრომ და როგორც კი ეს გაცნობის ფორმალობები დასრულდა ორივენი შიგნით შევედით.
-შენთან სალაპარაკო მაქვს -ვთქვი უეცრად და შევატყვე, ჩემმა სერიოზულმა ტონმა მიახვედრა, რომ რაღაც მნიშვნელოვანი უნდა მეთქვა
-ჰო უნდა გითხრას, რომ ორსულადაა -უდარდელად წარმოთქვა ლუნამ და ჩვენს სახეებს დააკვირდა -მამა ჯერ ვერ მოიძებნა -განაგრძო მან, ამიტომ ჯერჯერობით ბავშვი ნაბიჭვრად ითვლება
-შენ რა ორსულად ხარ? -ძლივსძლივობით ამოიღო ხმა ანდრომ და მომიხალოვდა
-ლუნა შეგიძლია სხვა ოთახში გახვიდე? -გაბრაზებულმა გავხედე ჩემს დას და თვალები დავუბრიალე
-რა თქმა უნდა შემიძლია -სკამიდან ფეხზე წამოდგა და პირდაპირ აივნისკენ აიღო გეზი
როგორც კი ოთახში სიჩუმემ დაისადგურა და მზერა კვლავ ანდროს მომლოდინე თვალებზე გადავიტანე იძულებული გავხდი ავლაპარაკებულიყავი.
-დღეს ტესტი გავიკეთე. დადებითი პასუხი აჩვენა -თავი ჩავხარე -შენთვის აუცილებლად უნდა მეთქვა, სხვაგვარად არ შემეძლო
თავიდან აზრზე ვერ მოდიოდა. გაყინული ქანდაკებასავით იდგა და იმის დასტურად, რომ ადამიანი იყო ოთხ წამში ერთხელ თვალებს ახამხამებდა. მის მზერაში გაოცებას, განცვიფრებას და დაბნეულობას ერთდროულად ვკითხულობდი. მხოლოდ მაშინ მოეგო გონს, როცა სახე სატირლას მომებრიცა და ჩემკენ ნელი სვლით წამოვიდა.
-კარგი დამშვიდდი -ხელები მაგრად მომხვია მან და გულში ჩამიკრა
-რაიმე მირჩიე გთხოვ, თორემ შეიძლება გავგიჟდე
-იმედია ბავშვის მოშორება თავში აზრადაც არ მოგსვლია -მოულოდნელად მკაცრი გაუხდა ტონი
-სიმართლე გითხრა ჯერ ისიც ვერ გამიაზრებია ბოლომდე, რომ ეს სიმართლეა -თვალებიდან ცრემლები ღაპაღუპით გადმომცვივდა -რა უნდა ვქვნა ანდრო?
-უნდა გააჩინო, გაზარდო და მასზე იზრუნო. აი რა უნდა ქნა -ხმა კვლავ კატეგორიული ჰქონდა
-მაგრამ მარტო ამ ყველაფერს როგორ შევძლებ? არც დედა მიდგას მხარში, არც ლეო, მე კი ბავშვის მოვლის არაფერი გამეგება. მითხარი რა გავაკეთო? -აშკარად სასოწარკვეთამდე ვიყავი მისული
-ადგები და მაგ შენს ლეოს ყველაფერს ეტყვი. რას იზამს უკვე მისი გადასაწყვეტია. თუ ნაძირალასავით მოიქცევა და ამას ფეხებზე დაიკიდებს ბავშვზე პასუხისმგებლობას ჩემს თავზე ავიღებ -ისე დამაჯერებლად ლაპარაკობდა მის სიტყვებში ეჭვი წამითაც არ შემპარვია -ხომ იცი ჩემთვის რამდენს ნიშნავ? გგონია ასეთ დროს მარტო დაგტოვებ? მე რომც არ ვიყო დედაჩემი არ დაუშვებს, რომ რაიმე გაგიჭირდეს
გული სიამაყით მევსებოდა მისი შემხედვარე. ბედნიერი ვიყავი, რომ ასეთი მეგობარი მყავდა. მეგობარი, რომელიც ჩემს გამო ყველაფერზე იყო წამსვლელი, მაგრამ მე არ ვიყავი მზად მისი წინადადება მიმეღო. აშკარად ჩანდა ანდრო ამას წრფელი გულით ამბობდა და თავის თავში დარწმუნებულიც იყო, თუმცა ყველაზე ნაკლებად ახლა ის მინდოდა, მისთვის ამხელა პასუხისმგებლობა ამეკიდებინა ზურგზე. ჩემს მეგობარს საკუთარი ცხოვრება უნდა ჰქონოდა. მისთვის საყვარელი ქალი უნდა შეერთო ცოლად და მასთან ბედნიერი ყოფილიყო. ამაში კი ნამდვილად ხელი შეეშლებოდა, მის წინადადებას რომ დავთანხმებულიყავი.
-ანდრო დიდი მადლობა -მხარზე ხელი დავადე -მაგრამ ვერც ლეოს ვეტყვი სიმართლეს და ვერც შენ დაგავალდებულებ ასე. ეს ჩემი შვილია, ჩემი და მისი. შენ არაფერი დაგიშავებია და არ დავუშვებ ჩემს გამო ცხოვრება გაირთულო
-რას ნიშნავს გავირთულო? -გაოცებულმა გამომხედა -ჩემი ცხოვრება რთული მაშინ იქნება თუ მეცოდინება, რომ შენ რაღაც გიჭირს და მე ვერაფრით გეხმარები
-ანდრო მომისმინე -სახეზე ხელი ჩამოვუსვი და თვალებში ჩავაშტერდი -ვერც კი წარმოიდგენ როგორ მახარებს ის სიტყვები, რაც შენგან მესმის, მაგრამ არ შემიძლია. ტვირთად ვერც შენ დაგაწვები და ვერც სხვას. ასე ვერ ვიცხოვრებ. კარგად მიცნობ და ისიც იცი, რომ არ მიყვარს ვინმეზე დამოკიდებული, რომ ვარ. თუ რამეს მივაღწევ მხოლოდ ჩემით. ამ ბავშვსაც მე თვითონ გავზრდი, ყველაფერს გავუკეთებ რაც საჭიროა -ცრემლები კვლავ ღაპაღუპით მდიოდა -ოდესმე ალბათ ლეოც გაიგებს, რომ შვილი გვყავს, მაგრამ ჩემგან არა
-რატომ არ ეუბნები, რომ ფეხმძიმედ ხარ? არ თვლი რომ ეს მანაც უნდა იცოდეს? -მოულოდნელად შეცვალა საუბრის თემა
-ჩათვლის, რომ ამ გზით ვცდილობ მის შენარჩუნებას -ძლივსძლივობით ამოვისლუკუნე
-ღმერთო ჩემო რა სულელი ხარ -კეფაზე ხელი გადაისვა ანდრომ და ოთახში წინ და უკან მოჰყვა სიარულს -გინდა მე ვეტყვი?
-არ გაბედო და მასთან ამაზე სიტყვა არ დაძრა -გაფრთხილებასავით გაისმა ჩემი სიტყვები
-კარგი მე გავჩუმდები -კვლავ მომიახლოვდა და ხელზე ხელი მომკიდა -გთხოვ ასე ნუ ნერვიულობ. ეს ახლა გეჩვენება ყველაფერი რთულად, მაგრამ მოვა დრო და მიხვდები, რომ ბავშვი ძალას გაძლევს. თანაც ხომ იცი უფალი არასდროს მიგვატოვებს. მისი იმედი ყოველთვის უნდა გვქონდეს
-მართალი ხარ -აშკარად დამამშვიდა მასთან საუბარმა და ნელ-ნელა სუნთქვაც დამირეგულირდა
-ნურც იმას დაივიწყებ, რომ მე შენს გვერდით ვარ. ყველანაირად ვეცდები მარტოობა არ იგრძნო გესმის?
-ძალიან მიყვარხარ
-მეც მიყვარხარ თოჯინა -მზურნველად მომეხვია ანდრო და თავზე მაკოცა -აბა უკეთ ხარ?
-ჰო უკეთ ვარ -გამეღიმა
-რა გულისამაჩუყებელი სცენაა -ოთახში ლუნა შემოვიდა და თეძოთი მაგიდას ჩამოეყრდნო -დამშვიდდა? -ამჯერად მზერა ანდროსკენ მიმართა და მზერით გაბურღა
- ჰო -მოკლედ მოუჭრა ჩემმა მეგობარმა და კვლავ მე გამომხედა -იფიქრე, იმაზე რომ ლეოს სიმართლე უთხრა. მის ადგილას ძალიან გავბრაზდებოდი ჩემთვის ასეთი რამ რომ დაემალათ
-კარგი ვიფიქრებ -ვუთხარი მიუხედავად იმისა, რომ ზუსტად ვიცოდი ამას არ გავაკეთებდი და მას რამდენიმე ნაბიჯით მოვშორდი -კარგი ახლა წავალ. ცოტას გავისეირნებ. სუფთა ჰაერზე ყოფნა მჭირდება
-შეიძლება მე აქ დავრჩე? -მოულოდნელად წამოროშა ლუნამ და მასპინძელს გამომწვევად გახედა
დავინახე თუ როგორ ჩაეცინა მის სიტყვებზე ანდროს, თან იგი ინტერესით შეათვალიერა.
-რა თქმა უნდა -ამოთქვა ბოლოს -თუ შენი უფროსი და არ იქნება წინააღმდეგი
მის სიტყვებზე გულში გამეცინა და კარისკენ წავედი. სანამ გარეთ გავიდოდი უკან მივტრიალდი და სიტუაციას თვალი კიდევ ერთხელ შევავლე.
-არ იცელქოთ ბავშვებო -მივაძახე და კარის სახელური ღიმილით ჩამოვწიე. როგორც ჩანს დღეს ახალ ურთიერთობას ეყრებოდა საფუძველი. კარგი იყო ეს თუ ცუდი? რა თქმა უნდა კარგი . . .

8 8 8
გარეთ ოდნავ გრილოდა, თუმცა ამას სიცივე მაინც არ ეთქმოდა. ზუსტად ისეთი ამინდი იყო, ყველაზე ძალიან რომ მიყვარდა. შედარებით დამშვიდებული ვიყავი და მომავალიც, ისეთ დაუძლეველ ამოცანად აღარ მესახებოდა, როგორც რამოდენიმე წუთის წინ.
გეზი პირდაპირ პარკისკენ ავიღე და ჯიბეებში ხელები ჩავილაგე. ქალაქის ამ ნაწილში ხალხი თითქმის არ მოძრაობდა, რაც ძალიან დიდ კომფორტს მიქმნიდა. არასდროს მიყვარდა ხალხმრავლობა და ხმაური. ეს ის თვისება იყო რაშიც მე და ელენე ოდესღაც ერთმანეთს ვგავდით.
მთელი გზის განმავლობაში, რაც დანიშნულების ადგილისკენ მივდიოდი, საკუთარ ნაბიჯებს ვითვლიდი და დრო ასე გამყავდა. როგორც კი ას ხუთზე ავედი ეს ყველაფერი შევწყვიტე და იქვე მდგარ ერთ-ერთ ცარიელ სკამეიკაზე ჩამოვჯექი, რომელსაც სიძველისაგან პირველადი ფერი დაჰკარგვოდა.
მერე იყო ფიქრებში გატარებული რამოდენიმე წუთი. წარმოვიდგენდი, თუ როგორ გაიზრდებოდა ჩემი პატარა, როგორ დამიძახებდა პირველად დედას, როგორ აიდგამდა ფეხს და ჩემთვის, სულელურად მეღიმებოდა, თან გაუცნობიერებლად საკუთარ მუცელს ვეფერებოდი. იქ მყოფი არსება უკვე სიგიჟემდე მიყვარდა და ყველაფერს ვიღონებდი იმისთვის, რომ ამქვეყნად ყველაზე ბედნიერი ბავშვი ყოფილიყო. მას ისეთი ცხოვრება უნდა ჰქონოდა, როგორიც სამწუხაროდ მე არ მეღირსა და ჩემი ვარაუდით არც არასდროს მეღირსებოდა . . .

არემარე თანდათანობით ბინდბუნდში იძირებოდა. ალბათ ამიტომაც იყო, რომ იქ მოსეირნე ხალხის ნაკადი ნელ-ნელა მცირდებოდა. მხოლოდ მე ვიყავი ის ერთადერთი, რომელსაც ეს ყველაფერი არ აწუხებდა და ჯიბეებში ხელებჩაწყობილი მშვიდად განაგრძობდა პარკის ჩაყოლებაზე გამწკრივებული მარადმწვანე ნაძვების თვალიერებას, რომლებზეც აქა-იქ თუ შემომსხდარიყვნენ პატარა, მოჟღურტულე ჩიტები. მიყვარდა ჩემს თავთან მარტო დარჩენა. ეს ჩვევა ბოლო რამდენიმე წელია ამეკვიატა და ერთადერთი იყო ჩემს ჩვევებს შორის, რომლის თავიდან მოშორებაც არანაირად არ მინდოდა. შეიძლება იმიტომ, რომ ასე თავს ყველაზე კარგად ვგრძნობდი . . .

უკვე ცხრა სრულდებოდა, როდესაც ტელეფონის ეკრანს დროის შესამოწმებლად დავხედე. თურმე რამხელა დრო გასულა -გავიფიქრე გულში და სახლში წასასვლელად ფეხზე წამოვდექი, თუმცა სამი ნაბიჯიც არ მქონდა გადადგმული, რომ ჯერ კიდევ ჩემს ხელში მყოფმა მობილურმა ძლიერი ვიბრაცია გამოსცა.
იმის გაცნობიერებამ რომ ლეო მირეკავდა ლამის ადგილზე ჩამკეცა. აღარც კი მახსოვს რამდენი ხნის მანძილზე მიკანკალებდა ხელი და ყურმილის აღებასაც კი ვერ ვახერხებდი. ბოლოს როგორც იქნა თავი ხელში ავიყვანე, დავმშვიდდი და ზარის საპასუხო ღილაკს თითი დავაჭირე.
-გისმენ -ჩავძახე გაუბედავად, თან სიარულს განვაგრძობდი
რამდენიმე წამის განმავლობაში ყურმილის მეორე მხრიდან მხოლოდ მისი სუნთქვის ხმა მესმოდა. არც მე ვარღვევდი სიჩუმეს, რადგან უბრალოდ არ ვიცოდი მოცემულ სიტუაციაში რა უნდა მეთქვა. ბოლოს, როგორც იქნა ეს აუტანელი დუმილი დაირღვა და ახვლედიანის სიტყვებმა, სადაც მთხოვდა, რომ მასთან სახლში მივსულიყავი, ტანში ელექტროდენივით დამიარა.
-რამე ხდება? -უკვე აკანკალებული ხმით მივუგე
-ჩათვალე ეს ჩემი ბოლო თხოვნაა -ჩაახველა -მოხვალ?
-მოვალ -მოკლედ ვუპასუხე და ყურმილი დავკიდე
მართლა მთელი არსებით მინდოდა მისი ნახვა და მასთან დალაპარაკება. იმდენი ხანი არ მენახა, რომ ახვლედიანისადმი მონატრება მთელ სხეულში მქონდა გამჯდარი. რა თქმა უნდა იმასაც ვაცნობიერებდი, რომ ეს ისეთი შეხვედრა არ იქნებოდა, როგორიც ადრე გვქონდა- მანამდე სანამ ჩემზე მთელ სიმართლეს გაგებდა, თუმცა ეს ახლა ყველაზე ნაკლებად მადარდებდა. მთავარი ის იყო, რომ ამდენდღიანი პაუზის შემდეგ ჩემთვის საყვარელ ადამიანს კვლავ ვნახავდი. თუნდაც ეყვირა, ეჩხუბა და მთელი გულის ჯავრი იმწუთას ამოენთხია. მე ამ ყველაფერს ავიტანდი. მიზეზი კი შემდეგი იყო-ლეო ახვლედიანი სიგიჟემდე მიყვარდა, იმდენად, რომ ამას ჩემს შიგნით ვეღარ ვატევდი და ალბათ ამას ვერც ვერასოდეს შევძლებდი.

8 8 8
სახლში შესასვლელი კარი ღია დამიხვდა. დაახლოებით ათი წამის განმავლობაში ზღურბლთან ვიდექი და ნერვული კანკალის შეკავებას მთელი ძალით ვცდილობდი. ბოლოს, როგორღაც ესეც მოვახერხე და ზღურბლს სიკვდილმისჯილი ადამიანის სახით გადავაბიჯე. მაშინვე ლეოს დავუწყე ძებნა. დაძახებას რატომღაც ვერ ვბედავდი, ამიტომ გადავწყვიტე იგი თავად მეპოვნა. ჯერ მისაღებში ვნახე, შემდეგ საძინებელში, თუმცა არც ერთგან აღმოჩნდა და არც მეორეგან. მერე თითქოს რაღაც მომაფიქრდა და პირდაპირ აივნისკენ ავიღე გეზი. სწორედ იქ აღმოვაჩინე ჩემთვის საყვარელი ადამიანი. მოაჯირთან იდგა, ჩემკენ ზურგით და ეწეოდა. გავოგნდი, აქამდე ლეო სიგარეტით ხელში არასდროს შემიმჩნევია. გაგიკვირდებათ და აქამდე განასინჯიც კი არ ჰქონდა. ყოველთვის მეუბნებოდა, რომ მისი სუნიც კი აღიზიანებდა. მიუხედავად იმისა, რომ ეს ჩემთვის სიახლე იყო, ამაზე ბევრი ნამდვილად არ მიქიქრია, კარი უხმოდ შევაღე და ასევე უხმოდ დავუდექი გვერდით. მეჩვენებოდა, რომ ახლა ხმის ამოღება ძალიან უადგილო იქნებოდა, ამიტომ მოთმინებით ველოდი თავად როდის იტყოდა რამეს. დიდხანს არც დაუყოვნებია. მოულოდნელად სიგარა აივნიდან მოისროლა, ჩემკენ მთელი ტანით მოტრიალდა და თვალებში დაჟინებით ჩამაშტერდა.
-დიდი ხანია ერთმანეთი არ გვინახავს -თქვა ბოლოს და კვლავ სივრცეს გახედა
-ჰო. ზუსტად ოთხი კვირაა
-ითვლიდი? -მომეჩვენა, რომ გაეღიმა
-ასე გამოდის
-ვიცი გაინტერესებს რატომ დაგირეკე -დაახლოებით სამწუთიანი სიჩუმის შემდეგ კვლავ ალაპარაკდა
არაფერი მითქვამს. მხოლოდ მზერით დავუდასტურე, რომ ასე იყო და პასუხს მოთმინებით დაველოდე. ლეომ კვლავ ჰორიზონტს გახედა და მეორე ღერსაც მოუკიდა. ვიცოდი ახლა რასაც აკეთებდა-ცდილობდა გონებაში სიტყვები დაელაგებინა და ყველაფერი მხოლოდ ამის შემდეგ ეთქვა. მე კი მთელი ამ ხნის განმავლობაში თითებს ნერიულად ვაწვალებდი და ღრმად ვსუნთქავდი. უკვე დაღამებულიყო და ქუჩას ლამპიონების შუქი ანათებდა. ახვლედიანის აივანზეც ენთო პატარა ნათურა, რომლის ნათებაც ახლა რატომღაც ნერვებს მიშლიდა. ალბათ იმიტომ, რომ არ შემეძლო თვალზე მოწოლილი ცრემლებისთვის გასაქანი მიმეცა. ამ შემთხვევაში ზემოთხსენებული სინათლე გამცემდა, მე კი ეს საშინლად არ მინდოდა.
-მსურს ეს ღამე ჩემთან გაატარო -უეცრად ჰაერი მის მიერ მოულოდნელად წარმოთქმულმა სიტყვებმა გააპო და ვიგრძენი როგორ გამიფართოვდა თვალები
-რა?
-რაც გაიგე -ლეოს ხმა იმდენად ცივი იყო, რომ კანკალმა ამიტანა
-უნდა წავიდე -პასუხს არც დავლოდებივარ ისე გამოვბრუნდი, მაგრამ მისმა ხელმა შემაჩერა, რომელიც მკლავში ჩამავლო და წამის მეასედში სხეულზე ამიკრა. ახვლედიანის თვალები ბრაზით და ამავდროულად ვნებით იყო სავსე. შემეშინდა. სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. წამით ვიფიქრე, რომ ამწუთას ჩემთვის რაიმეს დაშავებაც კი შეეძლო. ჩემს თავზე არც ვნერვულობდი, რადგან ვიცოდი ყველაფრის ღირსი ვიყავი. მხოლოდ ბავშვი მაფიქრებდა. ის უცოდველი არსება, რომელიც ახლა ჩემში იყო და მისი დედის კარგად ყოფნა პირდაპირპროპორციულ დამოკიდებულებაში იყო მის კარგად ყოფნასთან.
-ლეო გამიშვი გთხოვ -ტირილნარევი ხმით ამოვთქვი და მუდარით სავსე მზერა ვტყორცნე. მხოლოდ მაშინ ვიგრძენი ალკოჰოლის სუნი და მივხვდი, რომ ნასვამი იყო. სახეზე შიში დამეტყო, გული ამიჩქარდა და სისხლის მოძრაობის ხმასაც კი ვგრძნობდი ყურებში. როგორც ჩანს ჩემი გაფითრება მანაც შეამჩნია და ხელი ოდნავ შემიშვა. მზერა კვლავ ისეთი ჰქონდა, როგორიც ადრე-ცივი და პირქუში
-მინდა, რომ ამაღამ დარჩე -კვლავ გამიმეორა. ამჯერად შედარებით რბილი ტონით, თუმცა ეს მაინც არ იყო ის, რაც მე მინდოდა
-ამას რატომ მთხოვ? -ძლივს ამოვიღე ხმა ამ სიტუაციისგან გაბრუებულმა და დაჟინებით მივაშტერდი მის მკაცრ გამოხედვას, რომელიც გულს საშინლად მიკლავდა
-იმიტომ, რომ აქ ჩემი ყოფნის ბოლო ღამეა -თვალებზე სევდა მოადგა. მე კი მისმა სიტყვებმა ადგილზე მიმაყინა -მინდა ყველაფერი დავივიწყო. მინდა გონებიდან ამოვიშალო ის საშინელებები, რაც შენ ჩაიდინე და უბრალოდ რამდენიმე საათი ჩემს თავს ბედნიერების უფლება მივცე. ეს, რომ არ გავაკეთო მოვკვდები. შენზე ბოლო მოგონებად ამ წუთებს წავიყოლებ. სხვა არაფერი მინდა ბაბი -ჩემი სახელი იმაზე თბილად წარმოთქვა, ვიდრე ამას ველოდი და მომიახლოვდა. უყურებდა ჩემს ტკივილისგან დამანჭულ სახეს და შიგადაშიგ ხელებს, რომელიც მოსმენილის გამო მინანკალებდა. ჰო, მთელი სხეულით ვცახცახებდი და ამას ვერაფრით ვუმკლავდებოდი. იმის გაცნობიერებაც კი მზარავდა, რომ ლეო ჩემგან შორს იქნებოდა და მას ვეღარასდროს ვნახავდი. შემეძლო დამეფიცა, რომ მსგავსი ტკივილი მანამდე არასდროს გამომეცადა. გაგიკვირდებათ და არც მაშინ, როცა გავაცნობიერე, რომ მთელი ჩემი ოჯახი დავკარგე. ახვლედიანი კი კვლავ მიყურებდა. შემდეგ ბუნდოვნად ვიგრძენი, თუ როგორ აიღო ჩემი მარჯვენა ხელი და ტუჩებთნ ახლოს მიიტანა. სათითაოდ მიკოცნიდა ყველა თითს და მექმნებოდა ილუზია, თითქოს ის ყველაფერი არც მომხდარიყოს. თითქოს ისევ ძველებურად ვიყავით და ახლა მორიგ, ბედნიერ ღამეს ვატარებდით ერთად, ერთმანეთის სიყვარულისგან ანთებულები. რეალობაში მხოლოდ ჩემს თვალზე განუწყვეტლივ ჩამომდინარე ცრემლები მაბრუნებდა და ვხვდებოდი, რომ ახლა თუ რამეს არ გავაკეთებდი მას სამუდამოდ დავკარგავდი.
-გთხოვ -ხელი სასწრაფოდ გავაშვებინე და მკლავებზე მაგრად ჩავებღაუჭე
-რას მთხოვ?
-ნუ წახვალ. არ მიმატოვო -იმდენად სასოწარკვეთილად ჟღერდა ჩემი სიტყვები, რომ იმწუთას საკუთარი თავი მართლა გულწრფელად შემეცოდა -უშენოდ ვერ შევძლებ. სუნთქვას ვერ შევძლებ გესმის? აქამდე კიდევ შედარებით მშვიდად ვიყავი, რადგან სადღაც ახლოს მეგულებოდი და შემეძლო ნებისმიერ წამს მენახე, მაგრამ ახლა, როცა ამის შანსები ნულს უტოლდება . . . -სიტყვა გამიწყდა, პულსაცია გამიომაგდა და გულის არეში საშინელი ტკივილი ვიგრძენი. ახვლედიანი უმეტყველო მზერით მიყურებდა. იმას, რომ ჩემმა სიტყვებმა მასზე ზეგავლენა მოახდინა, მხოლოდ მისი მუშტად შეკრული მარცხენა ხელი ადასტურებდა. მასში აქსოვდა მთელ განცდებს და ემოეციებს, რათა იგი მზერაზე არ დასტყობოდა.
-არ შემიძლია ბაბი -თქვა ბოლოს და იმწამს მეც ადგილზე მოვკვდი -გადაწყვეტილება უკვე მივიღე
ლეო რამდენიმე ნაბიჯით მომშორდა, მოაჯირს მიუახლოვდა და მას ხელებით ჩამოეყრდნო.
-ჯანდაბა ნახევარ სიცოცხლესაც კი მივცემდი, რომ ჩვენი ურთიერთობა მხოლოდ შენს შურისძიებაზე აგებული ფარსი არ ყოფილიყო -გამწარებულმა იღრიალა და ჩემკენ გაავებული მზერით წამოვიდა. შეშინებულმა უკან დავიწყე სვლა და ბოლოს, როცა ჩემს უკან სიმყარე ვიგრძენი ძალაუნებურად გავჩერდი. ლეომ კედელს ხელები ისე მიადო, რომ მე მათ შორის აღმოვჩენილიყავი, შემდეგ კი სუნთქვის დარეგულირება სცადა. ყველანაირად ცდილობდა, ჩემთვის რაიმე არ ეტკინა, მიუხედავად იმისა, რომ ახლა უზომოდ მთვრალი იყო და წესით ამ მდგომარეობაში ეს არც უნდა გახსენებოდა.
-გადაწყვეტილება საბოლოოა? -წყალწაღებული ხავსს ეჭიდებოდაო სწორედ ისე იყო ჩემი საქმე
თანხმობა თავის მსუბუქი დაქნევით გამოხატა.
-ლეო -წარმოვთქვი მისი სახელი და თვალები დავხუჭე. უკვე ვიცოდი რაც უნდა გამეკეთებინა -მეც მინდა შენზე ბოლო მოგონება სასიამოვნო იყოს. მოდი როგორც თავად თქვი რამდენიმე საათით ყველაფერი დავივიწყოთ -ამის თქმას რომ მოვრჩი თვალები გავახილე და ჩემთვის უძვირფასესი ადამიანის მზერას შევეჩეხე. ჩემთან ძალიან ახლოს იდგა და მისი სუნთქვა სახეზე მეცემოდა. ერთდროულად შიშსაც ვგრძნობდი და ახვლედიანის კოცნის უდიდეს სურვილსაც. ვხვდებოდი, რომ ეს მართლა დასასრული იყო. მაშინ პირველად წარმოვიდგინე თავი ლეოს ადგილას და მივხვდი, თუ რა საშინლად რთული იყო იმის პატიება, რაც მე მას გავუკეთე. ახლა მხოლოდ ერთი გზა მქონდა. ჩემი გრძნობა ამ ერთ ღამეში უნდა ჩამეტია და მთელი დარჩენილი ცხოვრება იმ წუთებით მეარსება. ეს იქნებოდა ბოლო, რაც მე და მას ერთმანეთთან შეგვაკავშირებდა და გაგვამთლიანებდა. ცოტა იყო ეს ჩემთვის, ძალიან ცოტა და ვხვდებოდი, რომ გამკლავება ძალიან გამიჭირდებოდა, თუმცა არც ის მინდოდა ახვლედიანი ისე წასულიყო, რომ მისი სითბო კვლავ არ მეგრძნო. ამას ვერ გავაკეთებდი. სწორედ ეს იყო მიზეზი იმისა, რომ კიდევ ერთ სიგიჟეს დავთანხმდი და სანამ აზრზე მოსვლას მოასწრებდა მის ტუჩებს ხარბად დავეწაფე. რა თქმა უნდა თავადაც ამყვა. წელზე ხელები მაგრად შემომხვია და ისე, რომ კოცნა არ შეუწყვეტია საძინებლისკენ მიბიძგა. შიგნით შესვლისთანავე პერანგის ღილები ერთმანეთის მიყოლებით ჩავუხსენი და მისი სხეულის სიმხურვალის შეგრძნებამ ლამის ჭკკუიდან გადამიყვანა. კიდევ ერთხელ გავაცნობიერე, თუ როგორ მომნატრებოდა ეს ადამიანი და მისი თითოეული ნაკვთი. ვუკოცნიდი სახეს, ტუჩებს, ყელს, მხრებს და ამწუთას სულ აღარ მახსოვდა, რომ ჩვენი სამუდამოდ დაშორება გარდაუვალი იყო. უბრალოდ ვკტბებოდი ამ ადამიანით და მისი ალერსით, რომელსაც ყოველთვის ზღაპრულ სამყაროში გადავყავდი. სამყაროში, სადაც მხოლოდ მე და ის ვარსებობდით და სხვა არავინ . . .

8 8 8
მართლაც, რომ უსასრულოდ გაგრძელდა ეს წუთები. ვერცერთი ვერ ველეოდით ამ ყველაფერს და ერთმანეთში გადახლართული ჩვენი სხეულები ოთახის სუსტი განათების ფონზე თითქმის აღარც კი ჩანდა. ლეო კვლავ ისეთი ნაზი იყო, როგორც ადრე. ამან მისდამი სიყვარული გამიორმაგა, თუ ეს რა თქმა უნდა ეს საერთოდ შესაძლებელი იყო. ამწუთას ახვლედიანის გარდა კიდევ ერთ რამეზე ვფიქრობდი-უფრო სწორად ვინმეზე. ჩემი პატარას ბედი მაწუხებდა, რომელსაც არ ეცოდინებოდა, თუ რა შესანიშნავი მამის შვილიც იყო და მის გარეშე გაიზრდებოდა. ამაზე ფიქრი არ მასვენებდა, მჭამდა, მანადგურებდა. არც ის მინდოდა ლეოსთვის მისი არსებობის შესახებ მეთქვა, რადგან ვიცოდი ამ შემთხვევაში აუცილებლად დარჩებოდა ჩემთან მოვალეობის გამო. მე კი არ მინდოდა მისი და ჩემი შემაკავშირებელი მხოლოდ ვალდებულება ყოფილიყო. არ მსურდა ჩემი შვილი ისეთ გარემოში გაზრდილიყო, სადაც მის გვერდით ერთმანეთის მოსიყვარულე დედ-მამა არ იქნებოდა და მასზე არ იზრუნებდა. ამ მტანჯველ ფიქრებში ვიყავი, რომ ლეო უკანასკნელად შეეხო ჩემს ბაგეებს, შემდეგ გულაღმა გადაწვა და ყველაფერი დამთავრდა. მორჩა. სულ ეს იყო . . . ეს იყო არაფერი და ამავდროულად ყველაფერიც . . .

8 8 8
კიდევ დიდხანს ვიწექით გაუნძრევლად. ვიცოდი, რომ არ ეძინა. არც მე მეძინა. ვფიქრობდი ხვალინდელ დღეზე, წარმოვიდგენდი ლეოს, რომელიც თვითმფრინავში ჯდებოდა, რათა ჩემგან წასულიყო, წარმოვიდგენდი მის ცარიელ სახლს, რომელშიც ოდესღაც ჩემთვის საყვარელი ადამიანი ცხოვრობდა და მთელ ხმაზე ტირილი მინდებოდა. ახვლედიანისგანაც ვგრძნობდი დაძაბულობას. ვიცოდი, რომ მისი მეორე ნახევარი მიღებულ გადაწყვეტილებას ეწინააღმდეგებოდა, თუმცა იმდენადაც არა, რომ თავის განზრახვაზე ხელი სამუდამოდ აეღო. ამწუთას ის სიტუაცია იყო, როცა ადამიანმა საკუთარი მარცხი უნდა აღიაროს, შემდეგ კი უბრალოდ უნდა ადგეს და წავიდეს.
ასეც მოვიქეცი-საწოლიდან უხმოდ წამოვდექი და ისე, რომ მისთვის არაფერი მითქვამს კართან მიყრილი ჩემი ტანსაცმლის შეგროვება დავიწყე. ახვლედიანი არც განძრეულა. მის იქ ყოფნას, მხოლოდ ამ ადამიანის სუნთქვის ხმა მიდასტურებდა. მერე საკეტი გადავატრიალე და მისაღებში უხმოდ გავედი. არანაირი დამშვიდობება, არანაირი ნახვანდის და ასე შემდეგ . . . უბრალოდ კარი გამოვიხურე და თავის საძინებელში მარტო დავტოვე. ვიცოდი ახლა ყველაზე მეტად ეს სჭირდებოდა . . .
ჩაცმა მხოლოდ მაშინ დავიწყე, როდესაც შუქის ჩამრთველს მივაგენი, თან შევამჩნიე, რომ სიბნელეში შეცდომით ჩემის მაგივრად ლეოს პერანგი გამომყოლოდა. უკან შებრუნება არც მიფიქრია. ჯერ ჯინსი ჩავიცვი, მასზე ახვლედიანის სურნელით გაჟღენთილი ქსოვილი შემოვიცვი და სახლიდან ლამის ცოცხალ-მკვდარი გამოვედი. მერე სამზარეულოდან ნივთების მსხვრევის საშინელი ხმა გავიგონე და უკვე თვალცრემლიანი სირბილით გავვარდი ეზოდან . . .

მთელი სისწრაფით მივრბოდი ღამის ქალაქის ქუჩებში და ჩემკენ მომართულ, ხალხის გაკვირვებულ მზერას ყურადღებასაც არ ვაქცევდი. ვერ დამეჯერებინა, რომ მას წასვლის უფლება მივეცი. საკუთარი სისუსტე მანადგურებდა და საშინლად მტანჯავდა. ამ ემოციებში ჩაძირული ვერც დაღლილობას ვგრძნობდი და ვერც გახშირებულ გულისცემას, რომელიც ამდენხნიანი შეუჩერებელი სირბილის გამო ნამდვილად უნდა მქონოდა. უბრალოდ ვცდილობდი საკუთარ ცხოვრებას და იმ რეალობას გავქცეოდი, რომელიც მუდამ ენით აღუწერელ ტკივილს მაყენებდა.
ბოლოს გავჩერდი. ირგვლივ მიმოვიხედე და ღრმად სუნთქვას მოვყევი. რომელიღაც მიყრუებულ უბანში ამომეყო თავი, სადაც ადამიანის ჭაჭანებაც არ იყო. მხოლოდ ქუჩის ძაღლების გაბმული ყეფის ხმა სწვდებოდა ჩემს ყურთასმენას და ისიც საკმაოდ შორიდან.
მივხვდი, რომ ახლა სახლში დაბრუნების დრო იყო და ტელეფონი მოვიმარჯვე, რათა ტაქსი გამომეძახებინა. ფეხით წასვლას ვერანაირად ვერ შევძლებდი და ამის არც სურვილი მქონდა. როდესაც ეკრანს დავხედე, შევნიშნე, რომ გამოტოვებული ზარების რეკორდული რაოდენობა მქონდა. სამოცდაათი ანდროსგან, ხოლო ორმოცდათხუთმეტი ლუნასგან. თავი დამნაშავედ ვიგრძენი მათ წინაშე, თუმცა ახლა ახსნა-განმარტებების თავი ნამდვილად არ მქონდა, ამიტომ ტაქსის გამოძახების შემდეგ მობილური, გამორთულ მდგომარეობაში კვლავ ჯიბეში ჩავაბრუნე და ლოდინს მოვყევი. არ გასულა ხუთი წუთი, რომ ზუსტად ჩემს ფეხებთან, ყვითელი შეფერილობის მანქანა გაჩერდა და მეც დაუფიქრებლად ჩავჯექი შიგ. მძღოლს მისამართი აკანკალებული ხმით ვუკარნახე, შემდეგ კი თავი საქარე მინას მივადე და თვალები მაგრად დავხუჭე. ცოტა ხანში ძრავის ამუშავების ხმაც გავიგე და აქედან სამ წამში ვიგრძენი, თუ როგორ დაიძრა ნელი სვლით, ის ავტომობილი, რომელშიც მე ვიჯექი.

8 8 8
-შენ რა სულ გააფრინე? სად იყავი? -მომაყარა ლუნამ, როგორც კი კარი გააღო და მხრებში ხელებჩავლებული შემათრია შიგნით. ანდროც იქ იყო და არანაკლებ შეშინებული სახე ჰქონდა. რაც შემეხება მე-ვერც ერთს ვუსწორებდი თვალს და ვერც მეორეს. ახლა ყველაზე ნაკლებად ახსნა-განმარტებების მიცემა მინდოდა, თუმცა ვგრძნობდი, რომ ეს მაინც მომიწევდა და უარესად ვიშლებოდი.
-ბაბი სად იყავი? -ახლა ანდრო მიმიხლოვდა და მარჯვენა მხარზე ხელი დამადო -კარგად ხარ?
-არ ვარ კარგად, არა -ძლივს ამოვიბუტბუტე და კედელთან თვალცრემლიანი ჩავიკეცე
-რა სჭირს? -ჩემი და აშკარად გაოცებული ჩანდა და მიუხედავად იმისა, რომ ზემოთ არ ვიყურებოდი ვხვდებოდი როგორი მომლოდინე თვალებით მიშტერებოდა ანდროს
-ბაბი მომიყევი -მისთვის პასუხი არ გაუცია ჩემს მეგობარს, ისე მომიჯდა გვერდით, თან ლუნას თვალებით რაღაც ანიშნა და მანაც სასწრაფოდ დატოვა ოთახი
-წავიდა . . . -მხოლოდ ამის თქმა მოვახერხე განადგურებულმა. იმის ძალაც კი აღარ მქონდა, რომ ფეხზე დავმდგარიყავი
-მოიცა სიმართლე უთხარი და მაინც მიგატოვა?
-არა არაფერი მითქვამს -კვლავ ვსლუკუნებდი -ვერ შევძელი ანდრო. ის უნდა გამეშვა, სხვანაირად ვერ მოვიქცეოდი
ამის თქმა დამთავრებული ძლივს მქონდა, რომ ჰოლში ჩემი და შემოვიდა წყლის ჭიქით ხელში, ჩემს წინ ჩაიმუხლა და თანაგრძნობით სავსე მზერით გამომიწოდა.
-მიდი დალიე, ცოტას დამშვიდდები
მოტანილი უხმოდ ჩამოვართვი და ერთი ყლუპი მოვსვი. მეტი ვეღარ შევძელი, რადგან კისერში სპაზმები მიჭერდა და ნერწყვსაც კი ძლივსსძლივობით ვყლაპავდი.
-წამოდი შენს ოთახში გაგიყვან -პასუხს არც დალოდებია, ისე ამიტაცა ხელში ანდრომ და საძინებლისკენ წამიყვანა. არ შევწინააღდეგებივარ. ახლა ამის არც ძალა მქონდა და არც ნერვები . . .



№1 სტუმარი gvanca

vaimee ramis vitire. mteli emociebit vkitxulobdi. imedia male dadeb moutmenlad veli

 


№2  offline აქტიური მკითხველი თაკოთაკო

ვაიმე გული დამეწვაა რა სევდიანი ისტორიაა თუმცა საინტერესო გააგრძელე
--------------------
თ.ჭიღლაძე

 


№3 სტუმარი mariami

ვაიმე ძაან მაგარია ყოჩაღ და ცოტა მალმალე დადე ხოლმე ძაან მაინტერესებს რა მოხდება მაგარი ხარ heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent