არქანგელოზი ( თავი 7 )
მზემ გამოანათა ალიონზე , განათდა ქალაქი , ჰაერი ყვავილების სურნელით გაიჟღინთა , აქა იქ მოფუსფუსე ადამიანსაც შეამჩნევდით , რომელნიც ახლად ამოსულს მზეს შეჰხაროდნენ , წინა დღით დაბინძურებულს ქუჩებს ასუფთავებდნენ მეეზოვეები დილაადრიან , ზოგი ბუზღუნსაც მოჰყვებოდა , თავის ბედს შესჩივლებდა , რომ მეტი არ ერგო , ჩიტების ჭიკჭიკი აყრუებდა არემარეს , ბულბულის სტვენას , მხოლოდ აქა იქ მორბენალი მანქანების ხმაური , თუ გადაჰფარავდა . მოკლედ გვეყო ხატოვნება და დავუბრუნდეთ ჩვენს ბანალურობას , არასდროს არ გამომდიოდა ხატოვანი სიტყვებით აღწერა პეიზაჟის , ამიტომ ისევ ისეთი , მარტივი და ადვილი ენით განვაგრძობ თხრობას , მემგონი აღარ მჭირდება შეხსენება რომ ლუციფერი დილაადრიანად ვერანდაზე მოკალათებულიყო , ფინჯანი ყავით და სიგარით ხელში , რამდენიმე წუთი ყვავილების სურნელებით დატკბება , შემდეგ ტანსაცმელს ჩაიცმევს და წავა , რათქმაუნდა არ დაავიწყდება დანტეს დაცინვა , და ბუზღუნი , თუ რაოდენ საშინელებაა დედამიწა და როგორ ვერ იტანს ადამიანებს , ეს ეტაპი გავიარეთ ... როგორც ზემოთ ავღნიშნე ლუციფერის ყოველდღიური დილის სიუჯეტი დავასრულეთ და თხრობა განვაგრძოთ გარეთ გასვლიდან ... დღეს დიდი გეგმები ჰქონდა, მას ჰომ ახლა კომპანიის მართველის როლი უნდა შეეთავსებინა , დილაადრიანად მიაშურა , თავის კომპანიას ... ახალთახალ მანქანაში მოთავსდა და მანქანის სალონით ტყკბობა დაიწყო , როდესაც განცხრომაა დაასრულა , მანქანა დაჭრა და გზას გაუდგა ... ამჯერად ტრადიცია დაარღვია და არცერთი სიტყვა არ დასცდენია ჩვენი ქვეყნის უბადრუკობაზე ... რამდენიმე წუთში , ახლად შეძენილ კომპანიას მიუახლოვდა , მანქანა ავტოსადგომზე დააყენა , თვითონ კი თავის კაბინეტისკენ მიაშურა ... დარაჯის ოთახი ყვირილით აიკლო და როდესაც დარწმუნდა რომ დარაჯს გაეღვიძა , ბუზღუნს მოჰყვა , თუ რაში სჭირდებოდა მძინარა უმაქნისი , რამდენიმე წამში ლუციფერის წინ თმაგაბურძგული ღიპიანი მამაკაცი იდგა , დაბალი , მელოტი , ულვაშებიანი , იყო ჩვენი დარაჯი , ლუციფერმა უკმაყოფილო მზერა მოავლო დარაჯის გარეგნობას და შემდეგ ზიზღით მიმართა - ურჯულოვ , რას დაგიძინია , არ იცი რომ საქმეეები გაქვს ? დროზე დროზე , თავი მოიწესრიგე , თუმცა არა მგონია შენ რამემ გიშველოს , იქნებ პლასტიკური ქირურგია გეცადა , სარკეში თუ მაინც ჩაგიხედია - უთხრა სარკასტულად ლუციფერმა და ზიზღ ნარევად შესცქეროდა - მაპატიეთ უფროსო , ცოტა ხნით ჩამეძინა - ძლივს ამოილუღლუქა დარაჯმა - კარგი კარგი , გეყოფა , წადი თავი მოიწესრიგე - მიაძახა ლუციფერმა და ოფისში შევიდა ... - დილაადრიან , გამოცხადებულიყო რამდენიმე , დანტეს მიერ არჩეული , თანამშრომელი , თავაზიანად მიესალმნენ ლუციფერს , როდესაც მისგან პასუხი ვერ დაიმსახურეს უკმაყოფილო მზერით გააცალისე და თავიანთ ადგილებს დაუბრუნდნენ ... კაბინეტში შესულ ლუციფერს დანტე დახვდა, გაშეშებული იდგა და ფანჯრიდან გაურკვეველი მიმართულებით იყურებოდა , ლუციფერის შემოსვლამ გამოაფხიზლა და მიესალმა - გამარჯობათ მბრძანებელო , როგორც დამავალეთ , რამდენიმე თანამშრომელი მოგიყვანეთ , დანარჩენებს ჯერ კიდევ ვეძებ , სიმართლე გითხრათ რა პროფესიებიც ჩამომითვალეთ , მათგან უმეტესი ნაწილის შესახებ არც კი მსმენია , ამიტომ ცოტა მიჭირს მოძებნა ... - თქვა დანტემ - არაუშავს , აღარ არის საჭირო , თანამშრომლებს ვიპოვით . - უთხრა ლუციფერმა დანტეს ისე რომ მისთვის არც კი შეუხედია ... ახლა ის გასცქეროდა ფანჯრიდან გაურკევევლი მიმართულებით ... - რა მოხდა მბრძანებელო ? - ჰკითხა გაკვირვებული მზერით დანტემ - არაფერი დანტე შენს საქმეებს დაუბრუნდი - მშვიდად უპასუხა ლუციფერმა ... უეცრად ლუციფერის ტელეფონმა დარეკა , ჯიბიდან ამოუღი და უპასუხა - გისმენთ ? - გამარჯობა , ბატონო ლუციენ , მარიამი ვარ , როგორ ბრძანდებით ? - კარგად მარიამ , შენ როგორ ხარ ? - მადლობთ , კარგად ვარ ... ბატონო ლუციენ რამდენიმე გოგონა გამოვაგზავნე თქვენთან როგორც მთხოვეთ , იმედია რომელიმე მოგეწონებათ - მადლობა მარიამ , კარგად იყავი - კარგად ბრძანდებოდეთ - დაასრულა ლუციფერმა საუბარი და ტელეფონი გათიშა ... დაახლოებით 2 საათში 10 მდე გოგონა მოსაცდელ დარბაზში მოკალათდა , დანტე ლუციფერთან შევიდა კაბინეტში და მოახსენა, რომ კანდიდატები უკვე მოსულიყვნენ ... ლუციფერი ასისტენტობის თანამდებობას ზედმეტად მკაცრად უყურებდა , პირველი კრიტერიუმი რათქმაუნდა გარეგნობა იყო , შემდეგ აფასებდა , თუ როგორ ამზადებდა ყავას , დანარჩენი უკვე უმნიშვნელო იყო ... რამდენიმე გოგონა მართლაც თვალისმომწრელად გამოიყურებოდა , ხოლო დანარჩენი ზრდილობიანად რომ ვთქვათ არ მეგობრობდნენ სილამაზესთან . ყოველგვარი გასაუბრების გარეშე ლუციფერმა ექვსი გოგონა გაუშვა ... დარჩენილ სამთან გასაუბრება დანტემ ითავა , მაგრამ თუ რატომ გააკეთა ეს წარმოდგენაც კი არ ჰქონდა , მიამიტი მზერით შეჰყურებდა გოგონებს და არც კი იცოდა, თუ რა უნდა ეკითხა . ლუციფერი კაბინეტის ფანჯრიდან გადაჰყურებდა გოგონებს , თვალებს ვერ დაუჯერა როდესაც , კანდიდატებს შორის ნაცნობი , თავხედი გოგო ამოიცნო , კაბინეტის მოპირდაპირე ოთახში გავარდა სადაც დანტე დაბნეული სახით ცდილობდა შეკითხვები დაესვა კანდიდატებისთვის , ლუციფერმა უყურადღებოდ დატოვა მანდილოსნები და დანტეს უბრძანა , გასაუბრების შეწყვეტა , - შეწყვიტე დანტე , სასწრაფოდ ჩემ ოთახში შემოდი - მიაძახა და კარი გაიხურა ... რამდენიმე წამში დანტე ლუციფერის ოთახში იდგა და განკარგულებას ელოდებოდა ... - დანტე მოიწიეეე ... როდესაც ახლოს მივიდა დანტე ლუციფერმა განაგრძო - აი იმ გოგონას ხედავ შემოსასვლელში რომ სკამზე ზის , დაუძახე და კონტრაქტი გაუფორმე , ოღონდ დაიმახსოვრე , კონტრაქტზე მოაწერს ხელს ამ ფურცელზე - დაასრულა ლუციფერმა და ხელში ფურცელი ჩაუდო , - როგორც მიბრძანებთ მბრძანებელო ... - თქვა დანტემ და ოთახი დატოვა - ბედის ირონიაა არაა ? ამ გოგომ ორჯერ გამლანძღა და ეხლა ჩემი ასისტენტი იქნება , ცხოვრებას გაგიმწარებ ურჯულო - თავისთვის ჩაილაპარაკა ლუციფერმა და ეშმაკურად გაიღიმა ... დაახლოებით 30 წუთში კაბინეტში დანტე დაბრუნდა და მოახსენა , რომ გოგონასთან კონტრაქტი გაფორმდა , დღეიდან ის ოფიციალურად იმუშავდე , ლუციფერის ასისტენტად ... - ძალიან გთხოვ დანტე , შემოიყვანე ჩემი ასისტენტი - თქვა ლუციფერმა და მთელ სახეზე სარკასტული ღიმილი გადაიფინა ... გოგონამ მორცხვად შემოაბიჯა კაბინეტში , თავი მაღლა ასწია და მის წინ სარკასტულად მომღიმარი ლუციფერი დაინახაა ... - თქვენ ? აღმოხდა დახშული ხმით გოგონას - დიახ მე საყვარელო ... დავიწყოთ გაცნობით ... პირველ რიგში შენი სახელი მითხარი - უთხრა მომღიმარმა ლუციფერმა - შეუძლებელია ... არაა მე ახლავე მივდივარ აქედან , თქვენთან არ ვიმუშავებ - იყვირა გოგონამ - დიახაც , რომ იმუშავებ , შენ კონტრაქტი უკვე გააფორმე , შენ ჩემთან იმუშავებ მინიმუმ მომავალი ოთხი წლის მანძილზე და ვერ დატოვებ თანამდებობას თუ ამის სურვილი მე აქ მექნება , მაგრამ თუ მაინც მოგინდება წასვლა , კი ბატონო წადი , ოღონდ საურავს გადაიხდი ხუთი მილიონი დოლარის სახით - დაასრულა ლუციფერმა და გამარჯვების დროს გამოწვეული სიხარულის მსგავსი ღიმილი მოეფინა სახეზე - თქვენ , თქვენ , თქვენ ... მე ვერ გიტანთ თქვენ , - საოცრად გაბრაზებული სახე ჰქონდა გოგონას , თვალებს ვერ უჯერებდა , რომ მისი უფროსი , რომელთანაც მომავალი ოთხი წელი უნდა ემუშავა , ეს უზნეო ლუციფერი იქნებოდა ... - ვერც მე გიტან ... - თავაზიანად გაუღიმა ლუციფერმა ... - ახლა კი შენი სახელი მითხარი - ანასტასია - გაგუდული ხმით ჩაილაპარაკა გოგონამ - ანასტასია ... მმმმ მშვენიერი სახელია ... ანასტასია ეს საბუთები ვინმე , გიორგი ყუშიტაშვილს გადაეცი და ყავა მომიტანე თუ შეიძლება - ვეეეეეერ გიტანთ ! .... მეზიზღებით ... - გაბრაზებული მზერით მივიდა მასთან და საბუთები გამოართვა , შემდეგ ნელი ნაბიჯებით, ოთახი დატოვა ... ოთხი სათი იქნებოდა გასული , როდესაც ანასტასია ლუციფერის კაბინეტში დაბრუნდა , თუმცა ის იქ არ დახვდა , წინანდელი გაბრაზება და აგრესია დაწყნარებულიყო , სახე დალაგებოდა , მოდუნებულიყო , თითქოს შეეგუა , არ იცოდა რა უნდა ექნა , ან სად წასულიყო , ლუციფერის სავარძელში მოკალათდა და ეშმაურად გაიღიმა , შემდეგ თითქოს რაღაც გაახსენდაო , პატარა ბავშვივით გადაიკისკისა , გაახსენდა , სადაც იმყოფებოდა და თითქოს კვლავ სიბრაზე დაეუფლაო , ტუჩები დაბუშტა ბუტია ბავშვივით , თავი შეაბრუნა , ფეხზე წამოდგან , ფანაჯარასთან მივიდა და შორს , მთებს იქით , საზღვრებს იქით დაიწყო ცქერა ... იმდენად გაერთო , თავისთავთან განმარტოებით და ფიქრებში ჩაძირულმა ვერც კი შეამჩნიე , თუ როგორ შევიდა კაბინეტში ლუციფერი , კარგად აათვალ ჩაათვალიერა , მკაცრი სახე მიიღო და როგორც მკაცრ უფროსებს სჩვევიათ უკმეხად მიმართა - ეი თქვენ გოგონავ , აქ რას აკეთებთ ? რაც დაგავალე , თუ გააკეთე , საბუთები მაგიდაზე დადე და ყავა შემომიტანე - დაასრულა ლუციფერმა , და მოციმციმე თვალები მიაპყრო ანასტასიას . გოგონამ თავი მოატრიალა , თითქოს ახლაღა გამოფხიზლდაო , ლუციფერს თვალი თვალში გაუარა და თავაზიანად უთხრა - დიახ უფროსო , რაც მთხოვეთ გავაკეთე , საბუთები თქვენს მაგიდაზეა , ყავას კი რამდენიმე წუთში შემოგიტანთ - შემდეგ მისკენ დაიძრა , სარკასტულად გაუღიმა და ოთახიდან გავიდა . ლუციფერმა ტელეფონი მოიმარჯვა და დანტეს შეტყობინება გაუგზავნა ტექსტით „ დანტე, შემოიყვანე “ რამდენიმე წამში ლუციფერის კაბინეტში ორი ძალზედ მომხიბვლელი გოგონები შევიდნენ , ორივეს წითელი მოკლე კაბები ჩაეცვათ , თმები ქერად შეეღებად , ფეხზე მაღალქუსლიანი ფეხსაცმელები ჩაეცვათ , ტყუპებს ჰგავდნენ , გოგონებს ძალზედ ეგზოტიკური შესახედაობა ჰქონდათ , ქართველებისთვის არადამახასიათებელი ... ისეთი გოგონები იყვნენ ნებისმიერ მამაკაცს რომ წამში დაატყვევებენ , საკმარისია მხოლოდ ერთი გამოხედვა და მორჩა , მამაკაცი უკვე შეყვარებულია , ვნების მორევში გადაეშვა და ვსო , აღარავინ აინტერესებს მათ გარდა ... გოგონები ლუციფერთან მივიდნენ , ალერსი დაუწყეს , პერანგის ღილები გაუხსნეს , მისი უზადო სხეული გამოაჩინეს , ხელეფის ფათური განაგრძეს , ერთ-ერთმა ტუჩებიც მიაგნო და დაეკონა , ამ დროს კარები გაიღო და ოთახში , ანასტასია შემოვიდა , გაკვირვებული და დარცხვენილი ადგილზე გაშრა - მაპატიეთ , მე , მე , მე ყავა მოგიტანეთ , როგორც მთხოვეთ , თუმცა როგორც ჩანს თქვენ არ გცალიათ - არაა , როგორ გეკადრებათ , შემობრძანდით ყავა მაგიდაზე დადეთ და თქვენც შემოგვიერთდით - თქვა ლუციფერმა და ხმამაღლა გაეცინა - თქვენს თავხედობას საზღვარი არაა აქვს ბატონო ლუციენ ... თუ გგონიათ რომ კონტრაქტით მიყიდეთ ძალიან ცდებით , დამიჯერეთ მალე ინატრებთ ჩემს აქ არ ყოფნას - დაასრულა ანასტასიამ , და კარი მოიხურა , თუმცა იმწამსვეე გააღო ოთახში შევიდა , მოალერსე გოგოები გვერდზე გასწია და ცხელი ყავა შარვალზე გადაასხა ... - სახეზე უსაზღვრო სიამოვნება მოეფინა , ლუციფერს თვალი-თვალში გაუაყარა და გაუღიმა , შემდეგ მოტრიალდა და ნელი აუღელვებელი ნაბიჯებით დატოვა ოთახი .... *** ლუციფერის გაბრაზებას საზღვარი არ ჰქონდა , დამწვარი შარვალი და სხეული სულაც არ აწუხებდა , მხოლოდ და მხოლოდ ფიქრობდა , თუ მას , როგორ გაუბედეს ყოველივე ეს ... - დამშვიდდი , დამშვიდდი . შენც ჰომ ეს გინდოდა , თამაში ჰომ ასეა ... თავის თავს ეუბნებოდა ლუციფერი და ცდილობდა თავი დაემშვიდებინა , შემდეგ სველი შარვლით , ფეხზე წამოდგა , ვითომც არაფერი მომხდარაო , აუღელვებელი ნაბიჯებით დატოვა ოთახი და გასასვლელისკენ გაემართა , არ დავიწყებია ნელა და თამამად გაევლო , ანასტასიას სამუშაო მაგიდასთან , ვითომც არაფერი მომხდარაო მიაძახა თავისუფალი ხარო და გარეთ გავიდა . ნელი ნაბიჯებით გაუყვა გზას ავტოსადგომისკენ , შემდეგ შეჩერდა , გადაიფიქრა მანქანით წასვლა და ფეხით გაუყვა ქუჩას , ირგვლივ ყველაფერს ათვალიერებდა , ხეებს , ყვავილებს , მაღაზიებს , კაფეებს , კორპუსებს , ადამიანებს , აბსოლიტურად ყველაფერს , ცდილობდა ახსნა ეპოვნა , თუ როგორ ცხოვრობენ ადამიანები , პასუხებს ეძებდა , აინტერესებდა , თუ როგორ შეუძლიათ ადამიანებს აკეთონ , ყოველდღე ერთი და იგივე , დილით ადგნენ ადრე , წავიდნენ სამსახურში , საღამოს დაბრუნდნე სახლში და მორჩა , ესაა ყოველდღიური ერთფეროვანი ცხოვრება , მხოლოდ აქა იქ რამდენიმე თავისუფალ დღეს თუ გამონახავენ დასასვენებლად , რიგ მომენტებში ისიც არ სრულდება იდეალურად და მუდამ ასე გრძელდება ... რა მოსაწყენია , ჩაილაპარაკა თავისთვის ანასტასიას დააინტერესა , თუ რატომ წავიდა ლუციფერი ფეხით , გადაწყვიტა უკან გაჰყოლოდა , fbi- ის აგენტი ეგონა თავისი თავი , ნელი წყნარი ნაბიჯებით უკან მიყვებოდა , თან თავისთვავს ეკითხებოდა , თუ რატომ აკეთებდა ამას , ლუციფერი ნელა მიუყვებოდა ქუჩას , არც არაფერი ადარდებდა არც არავინ . კედელთან ჩაკეცილი მამაკაცი დაინახა , ტანზე არაფერი ემოსა , გალახული შარვალი , შიშველი ფეხები , გაუპარსავი წვერი , გრძელი ხშირი თმა , საშინელი ფერი ედო სახეზე კაცს , მუცლის ბუყბუყის ხმას რამდენიმე მეტრის იქითაც გაიგონებდით , ლუციფერმა ამპარტავნულად გადახედა ზემოდან და გავლა დააპირა , თუმცა თითქოს რაღაცამ შიგნიდან შეჭამა , მიუტრიალდა და თანაგრძნობის აღსავსე თვალებით შეხედა , პიჯაკი სასწრაფოდ გაიხადა და მამაკაცს ტანზე ჩააცვა , ხელში რამდენიმე ას დოლარიანი კუპიურა ჩაუდო , მამაკაცი გაკვირვებული შესცქეროდა , სამადლობელი სიტყვაც კი ვერ მოეძებნა , შემდეგ ლუციფერს თითქოს ახალი იდეა დაებადაო , მამაკაცს წამოდგომაში დაეხმარა , და ხელი გადახვია , ტაქსი გააჩერა და მანქანაში ჩაჯდნენ . ამ ყველაფერს სრულიად გაოგნებული და აღტაცებული შესცქეროდა ანასტასია , ვერც კი წარმოიდგინა რომ ლუციფერს შეეძლო მსგავსი საქციელის ჩადება , შემდეგ თბილად გაიღიმა , თითქოს მიუხვდაო , მანაც ტაქსი გააჩერა და უკანა სავარძელზე მოკალათდა ... *** - წამოდი მეგობარო , შიგ შევიდეთ , ვივახშმოთ - სთავაზობდა მამაკაცს ლუციფერი , დაბნეული სახით შესცქეროდა კაცი ლუციფერს , შემდეგ სახლი შეათვალიერა , თვალები ცრემლით აევსო , ლუციფერს მკლავზე ჩამოეკიდა და მთელი გულით და სულით მადლობა გადაუხადა , ლუციფერმა თავი დაუკრა და სახლში შეიპატიჯა , სტუმრების ოთახში აიყვანა , გზადაგზა ამბები გამოკითხა , მამაკაცს გურამი ერვა , ასევე გაიგო, რომ კაცი მარტოდ მარტო იყო ამქვეყნად , არავინ მისი პატრონი არ ყოფილა , ცოლ-შვილი ავტოკატასტროპაში დაღუპვოდა , თვითონ , თურმე ავღანეთში იბრძოდა , იქიდან კი ხეიბარი დაბრუნებულიყო , ამიტომ ძალა აღარ შესწევდა რომ თავისი პროფესიით ემუშავა , ლუციფერმა ყოველგვარი მოჩვენების გარეშე , გულითადაც მიუსამძიმრა ოჯახის დაკარგვა და თანაგრძნობით აღსავსე თვალები მიაპყრო . - მეგობარო , ამ ოთახში მოეწყე , შედი შხაპი მიიღე , გესიამოვნება ... ტანსაცმელი კი შემდეგ ავარჩიოთ - მეგობრულად უთხრა ლუციფერმა და ოთახი დატოვა ... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.