უცნობი ნაცნობები (ნაწილი 2)
ფეხები ტბაში მაქვს ჩაყოფილი. გვერდით უცნობი მიზის. დუმილს პირველი ის არღვევს: -აბა აქ რამ მოგიყვანა პატარავ? -17 წლის ვარ და მგონი ჩემზე პატარა აღარ ითქმის. -ჩემთან შედარებით მაინც პატარა ხარ. -ხოო? და მაინც რამდენი წლის ხარ? -ოცდასამის-გამარჯვებულმა გამიღიმა,მე კი გაკვირვებისგან პირი ღია დამრჩა. -კარგი ახლა საქმეს დავუბრუნდეთ,აქ რატომ ხარ? -ნუუ გრძელი ისტორიაა... -საინტერესოა, მიყვარს გრძელი ისტორიები. -რა გაეწყობა... იქიდან დავიწყებ რომ ქალაქში ვცხობრობდი,მაგრამ გარკვეული პრობლემების გამო აქ გადმოვედი საცხოვრებლად. ათი წლიდან აქ ვცხოვრობ. უზარმაზარი სახლია. პატარა რომ ვიყავი სულ მეშინოდა არ დავკარგულიყავი.თუმცა ახლა ყველა ადგილი ზეპირად ვიცი. ჩაკეტილი ბავშვი ვიყავი და არ მიყვარდა სახლიდან გასვლა. ხშირად მქონდა პრობლემები თანატოლებთან. არ მიყვარდა ემოციების გამოხატვა. ამის გამო დედაჩემი ხშირად ნერვიულობდა. ფსიქიატრიც დამინიშნეს მაგრამ ამანაც ვერ შემცვალა. აღარ შემეძლო მეყურებინა როგორ ნერვიულობდა დედა ჩემზე, ამიტომ გარეთ სეირნობა დავიწყე. სკოლაშიც შედარებით თამამად ვიქცეოდი და ეს ყველას უკვირდა. მაგრამ ძირითადად მაინც მარტო ვიყავი. ასე გადიოდა წლები...დედას ძალიან დავულახლოვდი და ჩემი ერთადერთი მეგობარი ის გახდა. დღესაც ასეა. ხშირად ეგონა დედას რომ მეგობრებთან მივდიოდი თუმცა ასე არ იყო,მე ტყეში დავდიოდი. უბრალოდ ახლა ღრმად შევედი და დავიკარგე,აი ახლა კი აქ ვარ...-მთელი ამ ხნის განმავლობაში პირველად ჩავხედე თვალებში. ლამაზი თვალები ქონდა,დიდი კვამლივით ნაცრისფერი.ჩემს ფეხებს დავაცქერდი-არც კი ვიცი ეს ყველაფერი რატომ მოგიყევი -საინტერესოა. -და შენ? -რა მე? -რატომ ხარ აქ? -გრძელი ისტორიაა -საინტერესოა ,თან მიყვარს გრძელი ისტორიები-მისივე ნათქვამი გავიმეორე და გავუღიმე მან კი ხმადაბლა დიწყო მოყოლა -მდიდარ ოჯახში დავიბადე. დედისერთა ვარ ასე რომ დედაჩემს და მამაჩემს ჩემზე ამოსდიოდათ მზე და მთვარე. ანალოგიურად მე. ბედნიერი ლაღი ცხოვრებით ვხცოვრობდი არაფერი არ მაკლდა. ბევრი ადამიანი იყო ჩემს ირგვლივ. კარგად ვსწავლობდი რადგან მამაჩემის მცირე ბიზნესი შემდეგ მე გადმომებარებინა,თოთხმეტი წლის ასაკში ჩემს ცხოვრებაში გადატრიალება მოხდა.მშობლები ავიაკატასტროფაში გარდამეცვალნენ და მარტო დავრჩი .კომპანიას სათავეში ბიძაჩემი ჩაუდგა. ჩემზე მეურვეობა დედაჩემმა იკისრა.შესანიშნავი ადამიანი იყო,არაფერს არ მაკლებდა მაგრამ მე ცუდ გზას დავადექი...-ღრმად ამოისუნთქა,და გააგრძელა-ნარკოტიკებზე დამოკიდებული გავხდი,სწავლაზე ხელი ავიღე,მოწევა დავიწყე და კიდევ რომელი ერთი ვთქვა.თექვსმეტი წლისას დეიდაც გამომეცალა ხელიდან,დავრჩით მე ბიძაჩემი და ჩემი დეიდაშვილი. რამოდენიმე დღე მე ოთახიდან არ გავდიოდი ჩემი ბიძაშვილი არაფერს ჭამდა და არც ოთახიდან გადიოდა.ბიძაჩემისთვის დიდაჩემი ყველაფერი იყო და ყველაზე ძნელი იყო. სამსახურში საბუთებში ეფლობოდა შემდეგ კი იქამდე სვავდა სანამ არ გაითიშებოდა. მაგრამ ეს მხოლოდ რამდენიმე დღე გაგრძელდა. მალე ჩვეულ ცხოვრებას დაუბრუნდა და ჩვენც ამისკენ მოგვიწოდა. გვითხრა რომ ცხოვრება უნდა გაგვეგრძელებინა,რადგან დეიდაჩემი და ჩემი მშობლებიც ამას ისურვებდნენ,რომ კარგი ცხოვრებით გვეცხოვრა. ამის შემდეგ ყველაფერი შეიცვალა. გამოსწორების გზას დავადექით. ჩვენ, ყველანი. სკოლა დავამთავრე,ინსტიტუტი. გადმოვიბარე კომპანია, მივიღე ჩემი მემკვიდროება და კიდევ ერთი ბიზნესი წამოვიწყე. აქ მაშინვე მოვდივარ როგორც კი შანსი გამომიჩნდება. ეს სახლი მე და მამამ ერთად ავაშენეთ. ყოველზაფხულს მოვდიოდით დასასვენებლად. ისინი წავიდნენ,მაგრამ მე მაინც არ ვუღალატე ტრადიციას. ესეც ჩემი ისტორია, აი რატომ ვარ აქ.-ტკივილი იკითხებოდა მის ჩამუქებულ თვალებში. ...დუიმილი... -შენები არ ნერვიულობენ აქ რომ ხარ?-უეცრად შეცვალა თემა -ორი კვირით წავიდნენ და მე აქ დავრჩი ასე რომ არამგონია ჩემი გაუჩინარების შესახებ იცოდნენ. ჩემი მუცელი კიდევ აეთხელ აყმუვლდა უდროო დროს. -გშია? ან რას გეკითხები მუცელმა უკვე მიპარუხა. წამო. სახლისკენ დაუყვა გზას. -ჰეიი!!! მობრუნდა. -რა? -უცნობო მე შენი სახელი არ ვიცი. შებრუნდა. -თუ ასე გაინტერესებს...სადილზე დამეწვიე და გაიგებ. მიუხედავად იმისა რომ ერთმანეთს შესახებ უამრავი რამ გავიგეთ ჩვენ ერთმანეთის სახელები არ ვიცოდით.სწორედ რომ ეს უცნობები ვიყავით ერთმანეთის ცხოვრება რომ ამოვატრიალეთ. ფეხები ამოვყავი წყლიდან ფეხსაცმელი ხელით დავიჭირე და ფეხშიშველა გავუყევი ბილიკს. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.