შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

როგორი იქნება 2016 წელში დაბადებული თქვენი პატარა


30-12-2015, 20:32
ავტორი უნდა ვწერო
ნანახია 2 674

მაიმუნის წელი კარს მოგვადგა უკვე და დადგა დრო ერთი სტატია, პოტენციურ მშობლებსაც მივუძღვნათ, ანუ მათ ვინც საკუთარ ოჯახში შემომატებას უკვე 2016 წლის 8 თებერვლის შემდგომ ელოდება (გაითვალისწინეთ ისიც, რომ ბავშვი რომელიც 8 თებერვლამდე მოასწრებს დაბადებას, ცხვრის (თხის) წელიწადში დაბადებულად ითვლება). მაიმუნის წელში დაბადებული თქვენი პატარა ანცი, მოუსვენარი, საოცრად გამჭრიახი და მოქნილი იქნება. ასეთი ბავშვები გასაოცარ შემოქმედებით პოტენციალს ავლენენ და სხვებთან შედარებით მალე იზრდებიან. თქვენი შვილი ექსცენტრიკული, არაპროგნოზირებადი ინდივიდი იქნება, მისი გამოკვეთილი ინდივიდუალიზმი ხშირად გაგაოცებთ, თუმცა უფრო დიდ ასაკში იამაყებთ კიდეც მისი ამ თვისებით. გაითვალისწინეთ, რომ მაიმუნის წელი დიდი ოდენობით ხელოვან და კრეატიულ ხალხს წარმოშობს, ამიტომ თუკი თქვენს შვილს მცირე ასაკიდან აღმოაჩნდა შემოქმედებითი ნიჭი ხელი შეუწყეთ მასში ამგვარი ტალანტის განვითარებას. გახსოვდეთ, რომ პატარა მაიმუნები ადვილად ერგებიან ნებისმიერ გარემოს. შესაბამისად, სკოლასა და ბაღში მისი თანატოლებთან ინტეგრაციის საკითხი არასოდეს დადგება მტკივნეულად. თუმცა, აქვე უნდა გაითვალისწინოთ ისიც, რომ ცეცხლოვანი მაიმუნი თქვენს შვილს ფეთქებადი ხასიათითაც დააჯილდოებს და მისთვის დამახასიათებელი იქნება პერიოდულად გარკვეული აგრესიის გამოვლენა. შესაძლებელია, ნაკლები დისციპლინისა და ლოიალურობის გამოვლენის შედეგად, თქვენი პატარა მაიმუნი ანჩხლ, გაზულუქებულ, პრეტენზიულ ინდივიდად ჩამოყალიბდეს. ამიტომ ამ წელს დაბადებულ პატარას აღზრდის მხრივ "ოქროს შუალედის" პრინციპის დაკავება დასჭირდება.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent