შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

რაგბისტის ღიმილი (7)


19-11-2016, 18:30
ავტორი clown
ნანახია 2 025

გადიოდა დღეები და არაფერი არ იცვლებოდა,მიდოდა და მოდიოდა ხალხი მათ სანახავად,ძმაკაცები,ნაცნობები,ნათესავები მოდიოდნენ,ტიროდნენ,მაგრამ არავის სტკიოდა ისე როგორც მე,ყველაფერი გაუფერულდა ერთ დღეში,წუთებში,სიცოცხლის აზრი გაქრა,ვუყურებდი როგორ ჩალურჯებოდა თვალის უპეები,რამდენჯერ გულწასული გამათრიეს პალატიდან,ველაპარაკებოდი,ვეჩხუბებოდი ვთხოვდი თვალი გაეხილა,ბოლოს კი ყვირილით ვცდილობდი მის გამოღვიძებას.
გიორგი?გიორგი გამოვიდა კომიდან და თვალებიც გაახილა,მისი მდგომარეობა სტაბილური იყო.
ორი კვირა გავიდა,ისე ძლიერ დაეხუჭა თვალები ლუკას თითქოს ნემსით და ძაფით ქონოდა დაკერებული.ვიჯექი მისი პალატის კართან და ექიმის ყოველ გამოჩენაზე წამოვხტებოდი,ცრემლებს მოვიწმენდავდი და იმედიანად შევციცინებდი ცივ თვალებში
-ექიმო რამე ახალია?ხელისგულებით მოვიწმინდე ცრემლები
-არა,ახალი არაფერია სამწუხაროდ,აუცილებლად შეგატყობინებთ თუ რამე შეიცვლება,მხოლოდ სასწაულის იმედი უნდა გვქონდეს,თქვენი ნებართვით
-არა!!არა!!! ასე არ შეიძლება გესმით?ასე არ უნდა ხდებოდეს!!!ყველაფერი სხვანაირად უნდა იყოს გესმით?შევალ მის პალატაში შევალ და გაიღვიძებს,თვალს გაახელს და ისევ მაკოხებს,ისევ ჩამეხუტება გესმიტ?ისევ შეჭამს ჩემ გაკეთებულ ცეზარს,ასე არ უნდა იყოს,ასე არ უნდა ხდებოდეს!!-ყვირილისგან ღოონე მიხდილი მივეყუდე კედელს და ქვემოთ ჩავცურდი-ასე არ უნდა ხდებოდეს,უსამართლობაა!
-ადექი ნინუც ადექი გთხოვ,გაცივდები გესმის?-ტირილს ვერ იკავებდა მარიამი
-გავცივდე,დაე გავცივდე და მოვკვდე,ასე აჯობებს-თავს შეშლილივით ვაქნევდი აქეთ-იქით
-მოდი ჩემთან-გვერდით მომიჩოჩდა და ჩემი ათრთოლებული სხეული მიიხუტა-კარგად იქნება გესმის?კარგად იქნება
-სხვანაირად არც შეიძლება იცი?არ შეიძლება!კარგად უნდა იყოს
-ნინუც გთხოვ სახლში წაადი შხაპი მიიღე მოწესრიგდი და მერე მოდი კაი?ლუკასთან მევიქნები
-არა,არმინდა
-კარგი რა! ბოლოს როდის გეძინა ნორმალურად?წადი და საღამოს მოდი
-კარგი,კარგი გამოვიცვლი მაინც
-კაი,მიდი და არ ინერვიულო
-დამირეკე კარგი?
-კარგი,მშვიდად იყავი
წამოვედი საავადმყოფოდან,მაგრამ გული მიგრძნობდა,რომ უნდა დავრჩენილიყავი,გული არ მიმიწევდა სახლში.სამჯერ დავურეკე მარიამს სანამ სახლში მივიდოდი
-მარიამ,ახალი არაფერია?
-არა არაფერია,მესამედ მირეკავ უკვე,თუ რამე იქნება ახალი ხო იცი რო დაგირეკავ
-კარგი,ნუ მეჩხუბები რა
-ტირიხარ?კარგი რა
-...
-ნინუც!
-...
-ნინუც!!
-ვსო,ვსო
-აღარ იტირო რა!ლუკას ძლიერი ჭირდები
-ვიცი,ვიცი და აღარ ვიტირებ,მალე მოვალ
-არ ჩქარო,დაისვენე ცოტა
-მადლობა რომ არსებობ
-ჩემი სულელი
სამზარეულოში შევედი,მაცივარი გამოვაღე და ცეზარი დავინახე,გამოვიღე და მთელი ძალით დავანარცხე ძირს.
სააბაზანოშ შევედი და შხაპის ქვეშ დავდექი,ყველაფერი გამახსენდა,გაცნობის დღე,პირველი ღიმილი,პირველი კოცნა,რაგბისტის ღიმილი.
ცრემლები წყალს შეერია და უკვალოდ გაუჩინარდა,წვიმა გამახსენდა,ის საღამო,ცეკვა და ისევ მისი ღიმილი,რაგბისტის ღიმილი
აბაზანიდან გამოვედი და ჩავიცვი,მარიამისაც ჩავულაგე გამოსაცვლელი ტანსაცმელი,დაძინებაზე გაფიქრებაც არ მინდოდა,მარიამისთვის რაღაცეები ვიყიდე მაღაზიაში რომ წაეხემსებინა და ტაქსი გავაჩერე.
გული ამიჩქარდა,თითქოს რაღაცას ელოდა,არვიცი ცუდს თუ კარგს
-სწრაფად რა თუშეიძლება
-ამაზე სწრაფად ვეღარ ვივლი გოგონი გადაჭედილია მოძრაობა,სარკეში გამოიხედა მძღოლმა და თვალი ჩამიკრა
-წადი შენი! ხუთ ლარიანი დავუგდე სავარძელზე და გადმოვედი,ბევრი აღარ იყო საავადმყოფომდე და ფეხით გავაგრძელე გზა
ტელეფონის ხმა მომესმა და უსიამოვნო გრძნობა დამეუფლა
მარიამი იყო,ყველა აზრმა გამირბინა თავში რაც შეიძლებოდა,რომ მომხდარიყო
-გისმენ-ვუპასუხე შეშინებულმა
-მალე მოხვალ?-რაღაცნაირი ხმა ქონდა
-რამე მოხდა მარიამ?არ დამიმალო?კარგადაა ლუკა?
-მალე მოდი
-მარიამ!ჯანდაბა მარიამ!ალიიოოო
ჯანდაბა,ჯანდაბა.საავადმყოფომდე სირბილით მივედი და კიბეები ავირბინე,ვერც კი წარმოიდგენთ რა მჭირდა,ყველაფერი იყო არეული ერთმანეთში
ლუკას პალატასთან გიო იყო,ეტლში იჯდა,სხარულისგან შევყვირე და მსუბუქად ჩავეხუტე,რამე რომ არ მეტკინა
-კარგად ხარ?როგორც იქნა
-მე კარგად ვარ,შიგნით შედი
-გთხოვ მითხარი,რომ ცუდი არაფერია-ტირილი ამიტყდა
-შედი
პალატაში შევედი და ადგილზე გავიყინე,სუნთქვა შემეკრა და წავბარბაცდი
-ღმერთო ჩემო!



№1 სტუმარი mariami

ძალიან კარგია მალე დადე შემდეგიიიიი

 


№2 სტუმარი Qeti

სად დაიკარგე მეგონა აღარ წერდი

 


№3  offline წევრი clown

Qeti
სად დაიკარგე მეგონა აღარ წერდი

ვერანაირად ვეღარ მოვახერხე,ძალიან დაკავებული ვიყავი,ბოდიში და აღარ დავაგვიანებ

 


№4  offline წევრი nini :)

vaime sad gacherdiiii,,, exla wavikitxe yvela tavi ertad.... kargia dzalian momewonaaaa.... ar mokvdes ogondac lukaaa raaa... momwons es wyvili ertad....

 


№5  offline წევრი clown

nini :)
vaime sad gacherdiiii,,, exla wavikitxe yvela tavi ertad.... kargia dzalian momewonaaaa.... ar mokvdes ogondac lukaaa raaa... momwons es wyvili ertad....

მადლობა დიდი <3

mariami
ძალიან კარგია მალე დადე შემდეგიიიიი

მადლობა ^^^

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent