ვიკა, ჩემია! ( ლაშა და მარიამი) (2)
დილის 8 საათი იყო როცა მარიამმა გაიღვიძა. სასიამოვნო ღიმილმა გადაურბინა სახეზე როცა ლოყაზეხელი მოისვა. ასეთი არახსოვს თავისი თავი. მეტისმეტად ბედნიერი და გულამოვარდნილია. გუშინდელმა დღემ საკმაოდ შეცვალა. უკვირდა ერთ ღამეში როგორ უნდა გადასხვაფერდე ადამიანიო მაგრამ რა აზრი ჰქონდა ასე უბრალოდ ადგა და გადასხვაფერდა. სწავლის დაწყებამდე 2 კვირაზე მეტი იყო დარჩენილი, ამის გამო მართლაც რომ წუხდა. უნდოდა მალე დაწყებულიყო რამით რომ დასაქმებულიყო. აბა ასე სახლში რაექნა, ვერც გარეთ გადიოდა, მეგობრებიც არყავს. თუმცა მოიცა როგორ არა მან ხომ უკვე შეიძინა ახალი უმაგრესი მეგობრები. იფიქრა ავდგები და დავურეკავო მაგრამ შერცხვა გუშინ არ ვნახეო. ასე ფიქრებში გასტანა ორმა საათმა. უცებ კარზე ზარის ხმა გაისმა. ბრთხილად გადაწია გადასაფარებელი და პიჟამოები გაისწორა. თეთრი ატლასის შარვალი და ამავე ფერის მოკლემკლაიანი მაისური ნაზად დასრიალებდა მის კანზე თან საოცარ ვარდის სურნელს აბრქვევდა. პერვოლით ნამდვილად არ იყო გარეცხილი უბრალოდ მისი შამპუნი დუშგელი და სხვა ათასი თავის მოვლის საშვალებები, ყველა ვარდის იყო. ნელა გააბიჯა და ცალი თვალი მოჭუტა რომ გარეთ მყოფთაგანი შეეთვალიერებინა თუმცა ვერავინ დაინახა. უკან გაბრუნდა მაგრამ გულმა მაინც ვერ მოითმინა გასაღები ბრთხილად გადაატრიალა და გარეთ გაიხედა. „მოიცა ეს მე?“ თავის თავს კითხვა დაუსვა როცა ვარდების თაიგული მოლანდა. ირგვლივ მიმოიხედა ვერავინ დაინახა ბოლოს დაიხარა და მძიმე და მშვენიერი ყვავილების ნაკრები ხელებში მოაქცია. ღრმად შეისუნთქა წითელი ვარდების სურნელი და სახე გაებადრა. -ოჰ როკითხო არავინ გყავს.მის წინა კარში ერეკლემ (მეზობელმა ბიჭმა რომელსაც უყვარს) გამოიხედა და სარკასტულად გაუღიმა. -არავინმყავს.თავი გააქნია და კარის მოხურვა სცადა. -გუშინ ვიღაც ბიჭმა რომ მოგიყვანა დავინახე. -ჭორიკანა. გაბრაზებულმა შეუღრინა და კარი მიაჯახუნა. სახეზე ისევ ღიმილმა გადაურბინა და სამზარეულოში გააბიჯა. ლარნაკი აიღო და წყლით გაავსო. შემდეგ ვარდებს მოკიდა ხელი და ბოლოების მოჭრა დაუწყო. უცებ პატარა თეთრი ფურცელი დავარდა ძიირს. თვალი რომ მოკრა ხელში მოიმარჯვა და დახედა. „თავხედობაში ნუ ჩამომართმევ უბრალოდ თავი ვერ შევიკავე როცა ყვავილების მაღაზიას გვერდით ჩავუარე, იმწუთასვე შენ გამახსენდი მარიამ“ ბოლოში სახელი „ლაშა“ ეწერა. ამის დანახვაზე სიხარულისგან მეცხრე ცაზე ავიდა. ახლა ტუჩის კუთხეში კიარა მთელი არსებით ჩაეღიმა. რომ შესძლებოდა უფრო მეტად გაიღიმებოდა. მერე სიცილი წასკდა და ბედნიერი ადგილს ვერ პოულობდა. ოთახში ბოლთას ცემდა და თავზე ხელს ისვავდა. -დაწყნარდი მარიამ მან უბრალოდ ყვავილები გაჩუქა სხვა კიარაფერი, ის უბრალოდ კარგი მეგობარია მეტიარაფერი.თავს აწყნარებდა თუმცა ამაოდ.-ვაიმე ჯანდაბას ხო სხვანაირად იფიქრე.ბოლოს თავის თავს უფლება მისცა სხვანაირად ეფიქრა და თავის ოთახში გავარდა გიჟივით დაენარცხა საწოლს და გაეღიმა.კიდევერთხელ. უცებ ტელეფონზე ზარის ხმა გაიგო, უცხო ნომერი იყო მაგრამ მაინც უპასუხა.-გისმენთ. -დილამშვიდობისა მარიამ როგორხარ?.ყურმილიდან ლაშას ხმა გაისმა, ამაზე სულ გაგიჟდა. -დილამშვიდობისა ლაშა, კარგად შენ როგორ ხარ?.ხმა დაიმშვიდა და ისე უთხრა. -მეც კარგად, იმედია მოგეწონა ყვავილები. -კი ძალიან, მადლობა ამ სილამაზისთვის. -არაფრის რა მადლობა, გამიხარდა რომ მოგეწონა. -მომეწონა კიარა ძალიან მომეწონა.ზედმეტად ემოციურად უთხრა, მერე რომ გაიაზრა სახეზე ხელი აიფარა და წამოწითლდა. ბოლოს აივანზე გააბიჯა და მოაჯირს დაეყრდნო. -რა საყვარელიხარ.მანაც გახარებულმა უპასუხა. -ა უი ჰო რავიცი უფროსწორად.საშინლად დაიბნა და უაზროდ ბუტბუტი დაიწყო. -დღეს საღამოს გცალია? გავისეირნოთ. -დღეს საღამოს?.საჩვენებელი თითი ტუჩთან მივიდა და ჩაფიქრდა.-კი მცალია.თავი დაუქნია. -ძალიან კარგი მაშინ რვისთვის გამოგივლი და გავისეირნოთ. -კარგი. -დროებით მარიამ. -დროებით ლაშა.ტელეფონი რომ გათიშა მანქანის დაქოქვის ხმა შემოესმა, მერეღა იცნო რომ ის ლაშას მანქანა იყო და სახლში სირბილით შევარდა.-ნეტა დაინახა რომ გავწითლდი? ან როგორ ვიღიმებოდი ღმერთოჩემო რა დებილივარ.შუბლზე ხელი აიკრა და საწოლზე გადაწვა. მთელი დღე ვერაფერი გააკეთა უბრალოდ იჯდა და ფილმებს უყურებდა. საათს რომ დახედა შვიდს უჩვენებდა. სირბილით წამოხტა ფეხზე და ჩაცმა დაიწყო. მოკლე შავი მომდგარი ქვედაბოლო და თეთრი საროჩკა ჩაიცვა, ფეხზე შავი ტუფლები მოირგო და თმები კოსად გაიკეთა. ხელზე როგორც ყოველთვის დედამისის ნაჩუქარი სამაჯური გაიკეთა ტუჩზე კონტური გადაისვა ამასობაი კი რვა საათიც მოვიდა. ტელეფონი კვლავ აწკრიალდა, წამებში სტაცა ხელი და გააგონა. -გისმენ ლაშა.მოუთმენლად ჩასძახა. -კორპუსთან ვარ ჩამოდი. -კარგი ახლავე.ჩანთა გვერდულად გადაიკიდა და კარი გააღო. გასაღებით გადაკეტა როცა ერეკლე გამოვიდა. -საით ლამაზო?.ირონიულად გასძახა გოგონას. -სხვაგან.მშრალად უპასუხხა და კიბისკენ წავიდა. -ეგრე რაპონტში მებაზრები?. -ერეკლე გამანებე თავი.შეეცადა არ შეეხედა მაგრამ ამაოდ. -კაი ტო რაიყო ისევ ბრაზობ?. -ერეკლე უბრალოდ გთხოვ შემეშვი.კიბეებზე სწრაფად დაეშვა და მანქანასთან მივიდა. ლაშა გარეთ იყო და სიგარას აბოლებდა. -ვა მარიამ რალამაზად გამოიყურები.მასთან მივიდა და გადაკოცნა. -მადლობა შენც.კარგად შეათვალიერა ბიჭი და უკან გაიხედა. ერეკლეც ჩამოვიდა და იქვე ბიჭებთან ერთად დადგა. -მარიამ იცოდე არ დააგვიანო.თითი დაუქნია ერეკლემ და ბიჭებს ხელი გაკრა. -მოდი წავიდეთ.შეეცადა ყურადღბა არ მიექცია მათთვის. -კარგი წავიდეთ. კარგი გაუღო და მერე ისევ თავის ადგილას მოთავსდა.-ის ბიჭი ვინ არის? შენი ძმაა?. -არა არავინაა.თავი საქარე მინისკენ მიატრიალა და ღვედი გადაიკრა. -ხომარ გაწუხებს?.გაზს ფეხი მიაჭირა და სწრაფად წავიდა. -არა.მკრთალად გაუღიმა და ხელები ერთმანეთში ახლართა. -მარიამ მითხარი სახეზე გეტყობა რომ არ მოგწონს ის ბიჭი. -ჩემს წინ ცხოვრობს, მოვწინვარ თუ რაღაც ამის მსგავსი. -ანუ გაწუხებს. -უბრალოდ ირონიულად მესაუბრება სხვა არაფერი. -თუ რამე ისეთი გაკადრა მითხარი და ვეღარასოდეს შეგაწუხებს. -კარგი. ავტომობილი პატარა რესტორანთან გაჩერდა.ჯერ ლაშა გადავიდა მერე კი მარიამი. ხელის მსუბუქი კვრით შეუშვა გოგონა შენობაში და განკუთვნილი ადგილი დაიკავა. -გამარჯობათ რას ინებებთ?.სასიამოვნო გარეგნობის გოგონა მიუახლოვდა მათ მაგიდას. -მარიამ რას მიირთმევ?. -ჰმმ ცეზარი. -კარგი ცეზარი და წითელი ღვინო, დესერტს მოგვიანებით გეტყვით.შეკვეთა მიცა და ტელეფონი უხმო რეჟიმზე დააყენა.-აბა მარიამ მომიყევი შენზე რამე. -შენ რა გაინტერესებს?. -ყველაფერი. -ჰმ მაშინ მარიამ მეტრეველი ვარ 21 წლის ვსწავლობ ფსიქოლოგიას ილიას უნივერსიტეტში და ვცხოვრობ მარტო. -მარტო რატომ?. -დედაჩემი და მამაჩემი დაიღუპნენ ჩემი და გერმანიაშია, ასერომ მარტო ვცხოვრობ. -და ნათესავები?. -დედაჩემიც დედისერთა იყო ისევე როგორც მამაჩემი ასერომ ნათესავები თითქმის არმყავს ჩემი დის და სიძის გარდა. -მეგობრებზე რასმეტყვი. -მეგობრები არმყავს, ყველას უკვირს თავს როგორ ვირჩენ როცა თითქმის არავინ მყავს გვერდით ამიტომ ხალხი სხვანაირად ფიქრობს ჩემზე სინამდვილეში კი გერმანიაში პატარა ბიზნესი ჰქონდათ ჩემებს ასერომ ჩემს წილს ყოველთვიურად ვიღებ ასერომ არავის არსურს ჩემნაირ მარტოსულ ადამიანთან მეგობრობა, ერთის გარდა, ანანო ქვია ერთად ვსწავლობთ. -ეს ხალხი, რა მოკლეჭკუის არიან. -შენზე რას მეტყვი?. -მე ლაშა დარსალია, 26 წლის მამა არმყავს გარდამეცვალა დედა კი სოფელში გადავიდა ბებიაჩემთან, დედმამიშვილები არმყავს თუმცა არაბიოლოგიური დები და ძმები იცოცხლე, ზოგს კი იცნობ. -ვიკაზე ლანაზე გიორგიზე და ვაჩეზე ამბობ ხო?. -ხო, სულ თავიდან მე და ვიკა ვიყავით, მერე გიო ვაჩეც და ლანაც შემოგვემატნენ და ასე ვართ უკვე მრავალი წელია. -როგორ მომწონს თქვენი მეგობრობა, ყოველთვის მინდოდა ასეთი კარგი მეგობრები მყოლოდა მეკი მხოლოდ ანაში გამიმართლა. -ახლა ჩვენი მეგობარიხარ, იცი გოგოებს როგორ შეუყვარდი? ბიჭებსაც ძალიან მოწონხართ. -მართლა? არვიცი ასეთი შთაბეჭდილება რატომ დავტოვე თქვენზე. -კარგი რაა რომელი დებილი იტყვის შენთან მოგობრობაზე უარს, შენ ხომ ასეთი საყვარელი გოგო ხარ. -კარგი ნუ გამაწითლე.თავი დაბლა დავხარე. -რაც სიმართლეა იმას ვამბობ.ასე დიდიხანი საუბრობდნენ ერთმანეთზე, ბევრიც იცინეს, ხალხიც გაჭორეს და ცოტაც დალიეს. საღამო მართლაც რომ არაჩვეულებრივად გაატარეს. ბოოლოს სახლის გზას გაუყვნენ. -დიდი მადლობა ამ სასიამოვნო დღისთვის.ბაგეზე მკრთალმა და გულწრფელმა ღიმილმა გადაურბინა სახეზე. -არა დიდიმადლობა შენ ასეთი კამპანია რომ გამიწიე. -კარგი ჩემი წასვლის დროა. -ხვალ რას საქმიანობ?. -ხვალ საღამოს ეკლესიაში მივდივარ წირვაზე. -მართლა? შეიძლება მეც წამოვიდე?. -კი როგორ არა.გახარებულმს სახე გაუბრწყინდა.-თან ხვალ ანაც იქნება იქ აღსარება უნდა ჩავაბაროთ. -რომელ ეკლესიაში დადიხარ?. -სამებაში. -მოძღვარი გყავს ხომ აყვანილი?. -რათქმაუნდა შენ არა?. -სამწუხაროდ არა. -კარგი არაუშავს თუ მოგინდება ჩემს მოძღვართან მიგიყვან. -კარგი ხვალ წამოვალ და ვნახოთ. -კარგი კარგად.მანქანიდან გადახტა და კიბეებს ნაზად აუყვა. სახლში ასულმა ტელეფონი ამოიღო და ანას დაურეკა.-ანა ხვალ ხო მოდიხარ?. -კი გოგო მოვდივარ აბა რასვშვები, უკვე იმდენი ცოდვა დამიგროვდა სადაცაა გავსკდები ქალი.სიცილით ჩაჰყვირა მობილურში. -მასხარა ხარ რა, ხვალ იცი ვინ მოდის ჩემთან ერთად?. -ექსტრასენს ვგავარ?. -ლაშა მოდის სვანეთში რომ გავიცანი. -ვაა ლაშა? ძლივს არ მეღირსება მაგის გაცნობაა, ვნახოთ აბა როგორ ბიჭებზე გიჭირავს თვალი. -კარგი რა ანა, უბრალოდ მეგობარია. -უბრალოდ მეგობარი უბრალოდ შეყვარებულად არ გადაიქცეს. -წავედი მე დავიღალე. -რამ დაგღალა?. -ლაშასთან ერთად ვიყავი რესტორანში. -ოჰ აღარხუმრობ. -კარგად.გახარებულმა ჩასჩხავლა ტელეფონში და საწოლში შეწვა. დილას როგორც ყოველთვის ადრიანად ადგა, ყავა გაიმზადა და აივანზე გავიდა.თეთრეებში გამოწყობილი პატარა საქანელაზე შემოსკუპდა და ფეხებაკეცილმა ახედა ღრუბლიან ცას. ჩაეღიმა, დღეს კარგად დაიწყო დღეო ამიტომ პირველი ყლუპი მოსვა და შოკოლადის ნაეხს დაწვდა. მობილურზე მესიჯი მოუვიდა, რომ გახსნა ლაშა იყო. „დილამშვიდობისა მარიამ როგორხარ?“.ღიმილით დაიწყო მესიჯის წერა.“დილამშვიდობისა ლაშა, მე კარგად ვარ შენ როგორ ხარ?“.2 წუთში ისევ გაისმა ზარის ხმა. „კარგად, დღეს რომელ საათზე გამოგიარო?“. საათს დახედა და ისე უპასუხა.“6 საათზე შეგიძლია მოხვიდე“....“კარგი მაშინ 6 საათზე შენს სახლთან ვიქნები“. და აი კიდევ ერი თავი.. ტქვენი კომენტარები რომ წავიკითხე ბედნიერებისგან ავივსე.. როგორ გამახარეთ თქვენხომარიცით.. ყველაზე კარგები მყავხართ და მიყვარხართ ყველანი ძალიანნ. ბოდიშს გიხდით რომ დავაგვიანე და ცოტა დავდე. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.