წარსულის აჩრდილები
ნელა მიუყვებოდა მტკვრის ნაპირს პატარა გოგონა, ფიქრობდა ღირდა კი ამ ყველაფრისთვის სიცოცხლე?! და სითბოთი შესცქეროდა მთაზე წამოჭიმულ ნარიყალას -დიახ ღირს ეს ყველაფერი ამად და იქვე ხის სკამზე ჩამოჯდა და ჩაუღრმავდა ამ ყველაფრის აზრს, გადაეშვა ოცნებებში, რომ ოდესღაც იქ იმ მთაზე ჯვარს დაიწერდა სადაც პირველად აუხსნეს სიყვარული. - ლამაზია არა? უცებ ჩაესმა ყურში ხმა რომელიც თან ეცნობოდა თან არა -ჰო ლამაზია ძალიან ლამაზი დინჯად და და მორხვად გასცა პასუხი უცნობ-ნაცნობ ხმას -ვერ მიცანი ხომ? -ვერა ვერ გიცანი... ეს მე ვარ ლაშა შენ ჩემი პირველი სიყვარული იყავი დაბნეულობა ვერ დამალა მარიამმა , სათვალიანი და ბრეკეტებიანი ბიჭი რომელსაც სკოლაში გოგოები წიგნის ჭიას ეძახდნენ გადაქცეულიყო წარმოსადეგ და სიმპატიურ მამაკაცად -გამარჯობა ლაშა -ესეიგი გაგახსენდი -ხმა გამახსენდა , ნაცნობი ხმა, შეცვლილხარ ... -ჰო სათვალე და ბრეკეტები მოვიხსენი და მაისურსაც აღარ ვიტანიებ მაღალ წელიან ჯინსებში ჩაეცინა ლაშას და მარიამიც აიყოლია -როდის დაბრუნდი ? -კვირას ჩამოვფრინდით მე და დედა მამას უნდა, რომ სამშობლოში გავაგრძელო სწავლა...მაგრამ აქ ყველაფერი და ყველა ისეთი სხვანაირი დამხვდა... -და მაინც რა? ან ვინ? -თუნდაც შენ ვერც კი გიცანი -აი მე კი გიცანი ისევ ისეთი ხარ , როგორიც მაშინ როცა წახვედი შორს ჩემგან და არც კი დამემშვიდობე.. -მე... -არა ნუ მეტყვი ნურაფერს, რა აზრი აქვს რამის თქმას?! ეს დიდი ხნის წინ იყო... - ჰო დიდი ხნის წინ იყო.. -აღარ გიბრწყინავს თვალები ისე როგორც ადრე...-ჰო ალბათ... კაკარგი ლაშა უნდა წავიდე გამიხარდა რომ გნახე... მარიამი ისე უცებ გაქრა ლაშამ ვერც კი მოასცრო იმის თქმა რომ კიდევ უნდოდა მისი ნახვა და რომ ძალიან ენატრებოდა ის , დღემდე ერთადერთი, მაგრამ მაინც ვერ ბედავდა რადგან მაშინდელივით ეშინოდა როცა უარო მიიღო საყვარელი ადამიანისგან ჯერ კიდევ სათვალიანმა და ბრეკეტებიანმა ლაშამ მარიამისგან მარიამი მთელი გზა ფიქრობდა რა მოხდა ცოტა ხნის წინ მის გულში, რაღაც შეიცვალა მაგრამ რა ამას ვერ ხვდებოდა . სახლში მისულს შეეგება დედა და ხმის ამოღებაც არ აცადა ისე ახარა რომ უნივერსიტეტში ჩაირიცხა . მჟავე ღიმილით გაუიმა დედას და თვაის ოთახში მოკალათდა საყვარელ წიგნებთან ერთან რომლის უმეტესობაც დეტექტიური რომანი იყო, მაგრამ ვერც ერთ სიტყვას გული ვერ დაუდო, ფიქრი არ ასვენებდა ასე რამ შეცვალა ლაშასახეზე ღიმილი ეკრო და თვალები უბრწყინავდა. ნახავდა კი ოდესმე მას ისევ?! მაგრამ ფიქრი მობილურის ზარმა შეაწყვეტინა.. - გამარჯობა მა - ჩემი ანგელოზი გილოცავ ჩაბარებას ვიცოდი რომ ძალიან ჭკვიანი გოგო მყავდა ვამაყობ შენით - მადლობა მა... მიხარია რომ იმედები გაგიმართლე - დედას აკოცე , ახლა უნდა გავიქცე შესვენება დამთავრდა - ნახვამდის მამიკო ძალიან მიყვარხარ და მენატრები ყველა ჩაბარებას ულოცავდა თუმცა მარიამს სხვა რამ აფიქრებდა ... ამ ფიქრებში ჩამოეძინა კიდეც იმ გადაშლილ წიგნებთან ერთად რომელიც არც კი წაუკითხავს. დილით მაღვიძარას ხმაზე ძლივს წამოწია თავი მარიამმა რომ გაეთიშა ტვინის მადუღარა და ისევ გაეგრძელებინა ძილი იქნებ ლაშა ენახა სიზმარში -ლაშა??? მაგრამ გაახსენდა გუშინდელი გასეირნება და თვალი ვეღარ მოხუჭა ძლივს გალასლასდა სამზარეულოში -გაიღვიძე სტუდენტო? -ჰო ძალიან კარგად მეძინა -ეჰ როცა ჩვენ ტკბილად გვძინავს პატარა ბიჭები უმიზეზოდ ,სხვისი წინდაუხედავობის გამო იღუპებიან -რატომ ვინ დაიღუპა? არ ვიცი წეღან გამოაწხადეს საინფორმაციოში , ვიღაც დაჯახებია საწყალს და გაქცეულა ის უნამუსო , სასწარფოს მანქანაში დაულევია სული იმ უბედურს... -ვინ იყო არ ჩვენეს? -არა მხოლოდ სახელი და გვარი იციან საბუთებიდან ... გვამი ისეა დამახინჯებული სურათზე რომ არ ენახათ ვერ გაარჩევდნენ. სასწრაფოს მოსვლამდეც როგორ გასტანა უკვირთ -და რაო ვინააო? მარიამი ინტერესით შეუდგა ყავის მომზადებას - თუ ზუსტად მახსოვს ვინმე ლაშა ცინცაძე მარიამს ხელიდან გაუცვივდა ყველაფერი და თავი ძლივს შეიკავა თვითონაც რომ არ წაქცეულიყო .წამიერად წასკდა ცრემლები თვალებიდან. -რა მოხდა დედი.... მარიამ -გუშინ გუშინ გუშინ შოკში მყოფი გოგონა მხოლოდ ამას გაიძახოდა -რა გუშინ დედი მითხარი ... რა მოხდა გუშინ ?! -ლაშა ცინცაძე არ გახსოვს? ბავშობის ერთადერთი თბილი მოგონება - ლაშა?... -გუშინ სასეირნოდ რომ გავედი მაშინ ვნახე , ნეტავ გენახა როგორი იყო... ძველი ლაშასგან ლანდიც აღარ იყო დარჩენილი ... მხოლოდ ის სითბო რაც წლების წინ ტირილს ვერ წყვეტდა მარიამი , კვირა იყო უკვე გასული იმ ამბის შემდეგ თუმცა მარიამისთვის დრო გაჩერდა და ირგვლივ თითქოს ყველაფერი ჩაქრა . თვითონაც ვერ ხვდებოდა რატომ განიცადა ასე , მაგრამ სახში ჯდომის და ტირილის დრო აღარ ჰქონდა , უნივერსიტეტში წასვლის დღე ახლოვდებოდა მაგრამ სულაც არ ქონდა იმ უცხო ხალხის დანახვის სურვილი , მაინც უნდა წასულიყო სხვა გზა არ ქონდა. მეორე დილით ისევ დარეკა იმ აბეზარმა მაღვიძარამ ამჯერად ბევრად უფრო ადრე , რადგან პირველი დღე ჰქონდა მარიამს უცხო ხალხით სავსე უნივერსიტეტში. ფეხს ითრევდა ადგა უღიმღამოდ გამოაღო კარადა და პირველი რაც ხელში მოხვდა ის ჩაიცვა , მის კარადაში მხოლოდ ჯინსებს და მსუბუქ მაისურებს თუ ნახავდით. უხალისოდ ჩამოლაზლაძდა კიბეზე და სამზარეულოსკენ გაეშურა. _______ ეს არის ისტორია რომელიც მოულოდნელად მოვიდა :) უბრალოდ ავიღე კალამი და დავიწყე წერა :) ისტორია დაიდება ნაცილ ნაწილ :) გთხოვთ გამოთქვათ თქვენი აზრი :) და სურვილის შემთხვევაში გაგრძელება დაიდება :) |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.