შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ლილიანა თავი 5


19-11-2016, 23:52
ავტორი დორრა
ნანახია 1 532

ლილიანა... ის ისეთი ლამაზია... რა შემიძლია გითხრათ ამ გოგოზე? რა და ბევრი რამ! ზოგჯერ ვფიქრობ რომ ჩვენი ურთიერთობა თავიდანვე განწირული იყო... არც კი ვიცი... შეიძლება კი მე და ლილიანას,ორ განსხვავებულ,აბსოლუტურად საპირისპირო ადამიანს რაიმე სერიოზულად გამოგვივიდეს?
მიუხედავად ყველაფრისა... მიუხედავად იმისა,რომ ჩვენ დავდეთ პირობა,გაცნობის დღიდან,რომ ჩვენს შორის არანაირი სერიოზული გრძნობა არ იარსებებდა,არ იქნებოდა ვალდებულებები,არ იქნებოდა პასუხისმგებლობა,არ იქნებოდა გრძნობა და სენტიმენტები,ვგრძნობ ნელ-ნელა როგორ შემოდის ჩვენში ეს მომაკვდინებელი სენი...
ჩვენ,ორი განსხვავებული მხარე,ცეცხლი და ყინული,არ შევეფერებით,ჩვენი ყოველი ქმედებით ვანადგურებთ ერთმანეთს,მაგრამ მაინც ვაგრძელებთ,ვხედავთ,როგორ ვწვავთ ან ვადნობთ,მაგრამ წინააღმდეგობას არცერთი ვუწევთ.... მომწონს თუ არა მე ეს? კი,მე ეს ძალიან მომწონს,პირდაპირ აღფრთოვანებული ვარ... გაინტერესებთ რატომ? იმიტომ,რომ ჩვენ,ჩვენივე დაწესებული საზღვრები უკანმოუხედავად დავარღვიეთ,გადავლახეთ და კიდევ ერთი ნაბიჯი გადავდგით,ნაბიჯი,რომელიც ერთ-ერთ ჩვენგანს იმსხვერპლებს... ცეცხლი დაადნობს ყინულს... თუმცა ვფიქრობ,ჩვენ ორივე მზად ვართ,თუ არა გაცნობიერებულად,გაუცნობიერებლად მაინც,მზად ვართ არ შევუშინდეთ ამ ნაბიჯს...
* * * *
ღმეერთო... თავი მისკდება... ყველა კიდური მტკივა... ისევ სავარძელზე ვზივარ და ლილიანას ჩემს მკერდზე სძინავს... საათს გავხედე,დილის თერთმეტი საათია... ლილის თის სუნით ცხვირი გამოტენილი მაქვს,მეღიმება და თავზე ხელს ვუსვამ,მშვიდად სუნთქავს,საოცარი სანახაობაა... ყველაფერი რომ არ მტკიოდეს ამ წუთის გაგრძელებას საუკუნოდ ვინატრებდი,მაგრამ ახლა მომიწევს საწოლში გადავიდეთ,დღეს მაინც შაბათია,შეგვიძლია გვიანობამდე ვიძინოთ...
-ლილი... -ჩუმად ვჩურჩულებ მის ყურთან,ვცდილობ გავაღვიძო,მაგრამ თან არ მინდა რომ გაიღვიძოს...
-ჰჰმმმ... -ოდნავ ახელს თვალებს ლილი
-წამოდი საწოლში გადავიდეთ კაი?
ლილი შეუმჩნევლად მიქნევს თავს და ოდნავ იწევა
-მოიცა... -ვეუბნები ჩუმად,ჯერ ისევ ვერ გამოფხილებულა ბოლომდე,ვახერხებ და ვდგები,ხელში ამყავს და საწოლში გაუხდელად ვაწვენ,მეც მოწყვეტით ვეცემი მის გვერდით და მაგრად ვეხვევი უკნიდან...
* * * * * * * * * * * * * * * * * * * * * ** * * * * * * * * * * * * * *
ღმეერთოო... თავი მისკდება,ნუთუ ამდენი დავლიე? თვალებს ძლივს ვახელ,ვგრძნობ როგორ მეკვრის უკნიდან ერეკლე,მისი თბილი სუნთქვა პირდაპირ კისერში მოდის და უნაზესი ყვავილებივით მეკონება.... ფრთხილად ვიშორებ მის ხელს და საწოლიდან ვდგები....
-fuck… holly shit… my head is like a bomb… -ვეჩურჩულები საკუთარ თავს და მარცხენა ხელით შუბლზე,ბარბაცით გავდივარ აბაზანაში. საკუთარი თავის დანახვაზე გული მისკდება,პირს ვიბან,ცოტას ვწესრიგდები,გამაყუჩებელს ვსვამ და აბაზანიდან გამოვდივარ....
სალი გაშოტილია დივანზე,ეს ალბათ კიდევ კაი ხანს იძინებს... პლედს ვუსწორებ და ერეკლესთან ვბრუნდები ისევ,საწოლზე ვწვები,მისკენ სახით,სახეზე ხელს ვადებ და უბრალოდ ვუყურებ როგორ სძინავს... თვითონაც არ ვიცი რა ჯანდაბა მემართება... თვალებს ახელს,ცოტას ვცბები და ვუღიმი,ისიც მიღიმის და მეც უფრო ახლოს ვიწევი მასან...
-თავი მტკივა ლილ... -ძლივსგასაგონად ამბობს ერეკლე
-ყავას დალევ? -ასეთსავე ტონალოაში ვეკითხები მე,ერეკლე თვალებს ხუჭავს და თავს ოდნავ მიქნევს -კარგი,წავალ გავაკეთებ... -ვამბობ და ფრთხილად ვკოცნი გამშრალ ტუჩებზე,ეღიმება...
* * * * * * * * * * * * * * * *
გამათბობელთან,პლედში გახვეულები ვსხვედვართ და ყავას ვსვამთ,მე მიმი მიწევს მუხლებზე და თავი ერეკლეს მხარზე მაქვს ჩამოდებული.... ჰაერი დამუხტულია და თავს აბსოლუტურად სხვა სამყაროში ვგრძნობ... ასეთი რომატიკა,პირდაპირ მომაკვდინებელია... არასდროს მომწონდა ასეთი რაღაცები,თუმცა ახლა ეს ყველაფერი სამოთხედ მეჩვენება...
ერეკლე დროგამოშვებით თავზე მკოცნის,სალის ისევ სძინავს,მიმმიც გაყუჩებულია,ირგვლივ საოცარი სიჩუმეა,მხოლოდ საკუთარი გულის ბაგაბუგი მესმის და მგონია რომ მთელს ოთახში ისმის... ყავის ჭიქას მაგიდაზე ვდებ,მიმი ფრთხილად გადამყავს ჩემი მუხლებიდან და ერეკლესკენ ვბრუნდები,სახეში ვუყურებ,მის ყველა ნაკვთს ვაკვირდები,აქამდე არ შემიმჩნევია ეს პატარა შრამი ზედა ტუჩთან... თუმცა ძალიან პატარაა... თვალებში მიყურებს და ვგრძნობ რომ გული მიჩქარდება... იღიმის... ოჰ ეს ჩაჩხვლეტილი ლოყა... თითს ზუსტად იმ პატარა ნაჩხვლეტზე ვადებ მარცხენა ლოყაზე,ტუჩის კუთხეში რომ აქვს... უფრო ფართოდ ეცინება,მეც მეღიმება და თითი მისი ლოყიდან ცხვირის წვერზე გადამაქვს
-პი პიიპ -ვეუბნები პატარა ბავშვივით და საკუთარ საქციელზე მეცინება,ერეკლე ფრთხილად იღებს ჩემს ხელს და შიგნიდან,ხელისგულზე მკოცნის,მერე შუბლზე და მე ისევ მის ყელში ვეფლობი...
-სალის ტელეფონი რეკავს -მეუბნება მოულოდნელად ერეკლე,მეც ვდგები და ვპასუხობ
-გისმენთ
-სელიი -ისმის გერმანული აქცენტით,გერმანული კარგად არ ვიცი,ასერომ ინგლისურად ვეუბნები -ვეით ვან მინით სერ... -და სალის გაღვიძებას ვიწყებ
-რაიყო გოგოო... -მამაკაცივით ჩაბოხებული ხმით მპასუხობს სალი
-ვიღაც გირეკავს გერმანიიდან ქალო გაიღვიძე -და ტელეფონს ვაწვდი,წაშლილი სიფათით მიყურებს და ჯერ ვერ გამორკვეულა,ტელეფონს დახედა და გაოცებულმა შემომხხედა,უცებ წამოხტა და ოთახიდან გავიდა,ვერ მივხვდი რა მოხდა ან ვინ იყო...
-გერმანელი ბიჭი ითრია სალიმ? -იკითხა ერეკლემ
-და რაიცი რო სალის „ბიჭია“ ?
-ეგეთი სახით მარტო საყვარლებს პასუხობენ -თქვა და ჩაეღიმა
-ნეტა შენ რაიცი... -გამეცინა მე და ისევ გვერდით მივუჯექი

სალი ოთახში გაბრწყინებული სახით შემოდის და მე ერთდროულად უამრავი კითხვა მიჩნდება...
-ვიცი ეს ძალიან გაგიკვირდება,მაგრამ ხომ გინდა შენი საუკეთესო მეგობარი ბედნიერი იყოს? -რაღაც არაამქვეყნიურად ასევდიანებული და თხოვნით აღსავსე თვალებით მიყურებს და ჩემს წინ იცუცქება
-რამე ხდება? -სერიოზულად შევშინდი
-მოკლედ.... -ყოყმანობს სალი და ცდილობს რაღაც მომიყვეს
-გინდა გავიდე? -ეკითხება ერეკლე
-ბოდიში რაა... -ეუბნება სალი მოწყალების თვალებით და ეს თანხმობას ნიშნავს
-კაი არაუშავს,მესმის -უღიმის ერეკლე და თავზე ხელს უსვამს,სალიც საპასუხოდ უღიმის და ერეკლე ოთახიდან გადის
-ამოღერღე! -ვუბრძანებ სალის და ისიც იწყებს
-მოკლედ ერთი ბიჭია... პაული ჰქვია,ნუ პოლი,გერმანელია,ქართველი დედა ჰყავს და არაჩვეულებრივად საუბრობს ქართულად,ზოგადად კარგი ადამიანია..
-ეს არ მაინტერესებს ჯერ,პირდაპირ მთავარზე გადადი -ვაგულიანებ სალის
-მოკლედ დამირეკა და თქვა რომ ისე მოვენატრე უჩემოდ ვეღარ ძლებს და საქართველოში ჩამოდის,ხვალ უკვე აქ იქნება,მე კი არ ვიიცი სად შეიძლება წავიდეს,მითხრა მინდა იქ ვიყო სადაც შენ იცხოვრებო... -ერთმანეთს ისე სწრაფად მიაყარა სიტყვები სალიმ,რომ ძლივს გავიგე...
-აამმ... ანუ ჩვენთან იცხოვრებს? -ვეკითხები მე
-რამდენიმე დღით და მერე გადავალთ -სერიოზული წუხილით მეუბნება სალი,ვხედავ როგორ არუნდა ასე იყოს,მაგრამ გამოსავალს ვერ პოულობს...
-კარგი,არაუშავს... რამდენიმე დღე აგიტანთ... მაგრამ მომიყევი რახდება
-კოლეჯში გავიცანი,მითხრა დედაც ქართველი მყავსო,დიდი ხანია ურთიერთოა გვაქვს... -ეს ბოლო სიტყვები საშინლად მეწყინა და ეს სალიმაც შეამჩნია -აქამდე იმიტომ არ გითხარი რო არ მინდოდა ნაადრევი დასკვნები გამომეტანა,ხომ იცი რანაირი ვარ,ურთიართობის მანამდე გამჟღავნება არ მინდოდა,სანამ საკუთარ გრძნობებში არ გავერკვეოდი...
-სალი... -ვცდილობ სიტყვები და აზრები ისე დავალაგო,რომ ჩემი წყენა აშკარად ვაგრძნობინო,თმცა მას არ ვატკინო... -მე ხომ ვიღაც არ ვარ არა? მე... მე და შენ უკვე 17 წელია საუკეთესო მეგობრები ვართ სალი!! შეიძლება დეტალები არა,მაგრამ ის მაინც გეთქვა,რომ ვიღაც მოგწონდა... თავადაც ძალიან კარგად ხვდები რომ დააშავე....
-ვხვდები ლილ... მაპატიე რა... გთხოვ...
-კარგი,ახლა მაინც აღარაფერი ეშველება,მაგრამ რას გრძნობ მაგ პაულის მიმართ?
-ვფიქრობ,ყველაფერი სერიოზულადაა...
-მშვენიერია...
-ჰო... თავიდან თითქმის ისე იყო,როგორც შენ და ერეკლე,ჩვენც მხოლოდ სექსი და მეტი არაფერი,მაგრამ ჩვენ ბევრად მალე მივხვდით,რომ მეტი გვინდოდა... ახლა მგონი საბოლოოდ მივხვდით რომ ერთმანეთი ძალიან მოგვწონს...
-მშვენიერია...
-ლილ... ნუ მიბრაზდები... გთხოვ რა... შენს თავს ვფიცავარ ცხოვრებაში აღარაფერს დაგიმალავ... -დავინახე როგორ მოადგა სალის თვალზე ცრემლები
-კაი... მთავარია მიხვდე შენს დანაშაულს -გავუღიმე მე და შუბლზე ვაკოცე...-წამო ეხლა ვჭამოთ,თორე მოვკალი ერეკლე შიმშლით....



№1 სტუმარი Guest ...

მომწოოონს

ველი შემდეგ თავს

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent