შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

- blue - ( თავი 5 )


20-11-2016, 19:38
ნანახია 1 553

გავშეშდი აღარ ვიცოდი რა მექნა, გიოს დანახვაზე თითქოს გავითიშე, სიტყვებს ვერ ვალაგებდი, შემდეგ ინსტიქტურად კარები მივუჯახუნე .
-ანკაა გთხოვ გამიღე .. მომისმინე რაღაც მაქვს შენთვის სათქმელი უბრალოდ მომისმინე !!
სიტყვებს ვერ ვპოულობდი რა უნდა მეთქვა უბრალოდ კარები გავუღე და სავარძელში ჩავჯექი
ვიცი არ გინდა ჩემთან საუბარი არცაა აუცილებელი უბრალოდ მომისმინე ..
- ვიცი რთული იყო შენთვის ამის გააზრება, მაგრამ მინდა იცოდე, რომ ერთადერთი ნათელი წერტილი ხარ ჩემ ცხოვრებაში . სულ პატარა ვიყავი როდესაც დედა გარდამეცვალა.. საშინლად გადავიტანე დედის სიკვდილი .. მამა ჩემზე უარეს დღეში იყო ვერ ეგუებოდა მის სიკვდილს და უბრალოდ გალოთდა . სულ აღარ ვაინტერესებდი .. არ კითხულობდა ჩემ ბედს არ ვაინტერესბდი რას ვშვრებოდი როგორ ვსწავლობდი როგორ ვიქცეოდი .. დილით გადიოდა და შუაღამისას ბრუნდებოდა მხოლოდ სახლში .. საჭმლის ფულიც კი არ გვქონდა ... ერთადერთი რაც შემეძლო მე იმ დროს იყო სიმღერა მხოლოდ ამან გადამარჩინო დედისგან მერგო ალბათ მემკვიდრეობით ეს ნიჭი .. საოცარი მომღერალი იყო დედაჩემი.. იმისთვის რომ პურის ფული მეშოვნა მეტროსთან ვიდექი და ვმღეროდი ვიცი.. არა მათხროვრობა კარგი საქციელი მაგრამ სხვა არაფერი შემეძლო ... პატარა ბავშვი ვიყავი რომელსაც არაფერი შემეძლო .. ძაან ცუდი ბავშვობა მქონდა როდესაც ჩემი თანატოლები თამაშობდნენ მე ვმათხოვრობდი ,, არასოდეს მიგრძვნია სითბო რა იყო .. სწორედ მაშინ გავიცანი ლუკა მან ძმობა გამიწია თავისთან წამიყვანა და ჩემ ძმად გადაიქცა .. მისი მშობლები ისე მეპყრობოდნენ როგორც თავიანთ ნამდვილ შვილს .. სულ ჩემზე ზრუნავდნენ და გვერდში მედგნენ..და ამ დროის განმავლობაში სანამ შენ გაგიცნობდი არ ვიცოდი თუ სიყვარული რა იყო ეს უბრალო ახირება მეგონა მიჩვევა .. არასოდეს მჯეროდა სიყვარულის სანამ შენ შეგხვდებოდი .. აქამდე ჩვენს შორის ლუკა იდგაა, მაგრამ ვხედავ, რომ იტანჯები ვერ მოგცემ იმის უფლებას, რომ ლუკას ფიქრით მოკვდე .. ბოლო ბოლო შენ ლიზიკო გყავს რომელსაც ძალიან უყვარხარ და ჭირდები, მარტო მის გამო უნდა განაგრძო სიცოცხლე, რომ ისიც ისე არ დაიტანჯოს როგორც მე . გთხოვ დაფიქრდიი ..ანკა ზურგს ნუ შემაქცევ მე შენ მიყვარხარ ისე როგორც არასდროს არავის არავინ არ ყვარებია .. უბრალოდ გთხოვ რომ 1 შანსი მომცე !!
- გიოს ვუსმენდი და ვხვდებოდი რომ მის მიმართ რაგაც გრძნობა მქონდა, მაგრამ არ ვიცოდი ზუსტად, თუ ეს რა იყო .. გულისსიღმეში შეიძლება მიყვარდა კიდეც, არაა არ მიყვარდა უბრალოდ მასთან თავს კარგად ვგრძნობდი, იქნებ მართლაც უნდა მიმეეცა მისთვის შანსი .. ფიქრებში ვიყავი გართული როდესაც კარებზე კვლავ ზარის ხმა გაისმა ... კარები გავაღე მარიამი შემოვიდა.. გაფითრებული იყო ნამძინარები დაღლილი. შეწუხებული სახე ქონდა .. ერთი წამით ვინანე კიდეც რომ დავურეკე თუმცა მე ახლა მეგობარი მჭირდებოდაა ...
- გიო მაპატიე .. არ ვიცი რა გითხრა დრო მჭირდება უბრალოდ .. მე თვითონ დაგირეკავ უბრალოდ ეხლა ვერ გეტყვი პასუხოს ..
- მესმის !! მეტი აღარც არაფერი უთქვია უბრალოდ ადგა და წავიდა ..
- გიო წავიდა თუ არა მარიამი მაშინვე მომვარდაა მალეე ანკა ყველაფერი მომიყევი თავიდან დაიწყე..ყველაფერი დაწვრილებით მომიყევი ყველაფერი ჰაა გოგო მალე გელოდები ..
- ეჰ ვიცოდი რომ ვინანებდი ... მოკლედ მომისმინე
- გუშინ ვსეირნობდი როგორც ყოველთვის ჰომ იცი მიყვარს ღამე სიარული სწორედ ამ დროს გიო შემხვდა გზაში შემდეგ რავი ცოტა ვისეირნეთ ვიგიჟეთ და ბოლოს სიყვარულში გამომიტყდა მისი ტრაგიკული ისტორიაც მომიყვაა ..ყველაფერი დაწვრილებით მოვუყევი მაინც ..
- კაი გაჩე ის მითხარი შენ რას გრძნობ მის მიმართ ?
- არ ვიცი მარიამ წარმოდგენაც არა მაქვს ვგრძნობ, რომ მის მიმართ რაღაცს ვგრძნობ, მაგრამ რას ვგრძნობ არ ვიცი .... აუუ მარიამ მიშველე რამე
- ანკა მომისმინე ამდენი ხანი გავიდა რაც ლუკა წავიდა... შენ ის დღემდე გიყვარს .მაგრამ შენ თვითონაც ხომ ხვდები, რომ მასთან აღარაფერი აღარ იქნება, მიეცი გიოს შანსი, თან მას მართლა უყვარხარ ..იმსახურებს ნამდვილად შანს .. გიო ძალიან კარგი ბიჭია, სიმპატიური საყვარელი..ჭკვიანი .. და კიდევ რაღაც ... მთელი ამ დროის განმავლობაში გიო იყო ერთადერთი რომელიც სულ გვეუბნებოდა ბავშვებს, რომ ერთადერთი რაც შენ დაგეხმარებოდა ლუკას დავიწყებაში ჩვენ შენი მეგობრები ვიყავით და გვერდში უნდა დაგდგომოდით ეგ ყველამ ვიცოდით მაგრამ ვერავინ ვაკეთებდით სწორედ გიოს დამსახურებაა რომ დღეს შენ კიდევ ადამიანი გქვიაა ... მას მართლა უყვარხარ ეხლა კი გაიქეცი და ჩაეხუტე.. უთხარი რომ აძლევ შანს უთხარი რომ მასთან ყოფნა გინდა .. რაღაც უცდი მალეე
- მართალი ხარ მარიამ მადლობა ყველაფრისთვის გავიქეციი ..
- ბევრი აღარ მიფიქრია ... გავიქეცი არც ის ვიცოდი სად უნდა მეპოვნა.. ტელეფონზე ვურეკავდი არ მპასუხობდა როგორც იქნა გავიდა ..
- ალოო გიო სად ხარ გთხოვ მითხარი
- ტელეფონს ხელი მოკიდა და გამომართვა და ყურში ჩამჩურჩულა .. მე მუდამ შენ გვერდით ვარ ანკა ..
- აღარაფერი მითქვია ხელები მოვხვიე და მთელი ძალით გულში ჩავიკარი ....
რომ ვუყურებდი ლიზიკოს და გიორგის როგორ თამაშობდნენ გიორგი კიდევ უფრო მიყვარდებოდა ის ჩემს ცხორვებაში განსაკუთრებულ ადგილს იკავებდა...
ლუკაც ნელნელა ფიქრებიდან ქრებოდა რამდენიმე კვირაში თითქოს ლუკას არც უარსებია
ლიზიკოს 2 წელი შემდენ კვირას უსროლდებოდა მთელი სამეგობრო ვემზადებოდით ამისთვის, სახლი მოვრთეთ მე და მარიამმა, ტორტიც კი გამოვაცხვეთ ასეთი ბედნიერი დიდი ხანია თავი არ მიგრძვნია... უბრალოდ ვიგრძენი, რომ მარტო არ ვიყავი და მყავდნენ ადამიანები ვისაც ამრთლა ვუყყვარდი და ჩემგან არასდროს წავიდოდნენ
გიორგი შაბათს საღამოს ჩემთან ამოვიდა ჩიფსებით და პოპკორნით ხელში
- კარგი ფილმი მოვიტანე ხომ არ ვუყუროთ ?
უეცრად ვიგრძენი თუ რას ნიშნავდა გიორგი ჩემთვის, მისი ღიმილი მაბედნიერებდა და ყველაფერს მავიწყებდა
- შემოდი (გავუღიმე)
- ლიზიკო სად არის ?
- თავის ოთახშია თამაშობს
- შევალ ცოტახნით
- მიდი მე მანამდე ფილმს ჩავრთავ
ლიზიკს სიცილი მეორე ოთახში მესმოდა როცა გიორგი დაინახა ჯერ კიდევ ვერ ვაცნობიერებდი როგორ უყავრდათ მათ ერთმანეთი გიორგის კისერზე მოეხვია და არ უშვებდა ცოტახანში მეც მათთან შევედი, მალე ლიზიკოს ძილის დრო მოვიდა, 10 საათი ხდებოდა მაგრამ, რომ შევედი ლიზიკო უკვე ჩაძინებული დამხვდა გიორგის მკერდზე ედო თავი და ტკბილად ეძინა ისეთი სასწაული სურათი იყო მათი ნახვა ამ მომენტში სიტყვებით ვერ ავღწერ
გიორგიმ ლიზიკო თავის საწოლში ფრთხილად ჩააწვინა აქეთ გამოვედით და ფილმი ჩავრთეთ წამოვწექი და გიორგის თავი დავადე თმებზე მეთამაშებოდა თვალები დავხუჭე და წარმოვიდგინე როგორი იქნებოდა ჩემი ცხოვრება მის გვერდით ყველაფერი ძალიან ფერადად მეჩვენებოდა თვალების გახელა არ მინდოდა, მინდოდა რომ ამ სინათლეში კიდევ ცოტახანს მაინც ვყოფილიყავი მაგრამ გიორგის კოცნამ გამომაფხიზლა ტუჩებზე ფრთხილად მაკოცა...მისმა შეხებამ მთელ ტანში დამიარა ... სავარძელზე წამოვჯექი და გიორგის ხელები მხრებზე მოვხვიე და გულში ჩავიკარი
- ამ ბოლო დროს შენთნ საკმარის დროს ვერ ვატარებ გიო
- (გაიცინა) მთავარია ჩემთან ხარ... ლიზიკოს დაბადების დღე, რომ გადავა არ გინდა სადმე დასასვენებლად წავიდეთ ერთი კვირით მაინც ?
- წავიდეთ ამ ყველაფერმა ისედაც ძალიან დამღალა სადმე სუფთა ჰაერზე არც მე და არც ლიზიკოს არ გვაწყენს გასეირნება
- კარგი მაშინ მე ხვალ მოვაგვარებ ყველაფერს და ორშაბათს მთაში წავიდეთ კარგი ?
- კარგი (გამეღიმა)
შუბლზე და ცხვირზე მაკოცა
- რატომ გეცინება ?
- უბრალოდ ამდენი ხანი ჩემს გევრდით იყავი და ვერ გამჩნევდი ეს როგორ მოხდა ?
- ამიედან წარსულზე ლაპარაკი არ შეიძლება , მთავარია ეხლა ჩემთან ხარ და აღარსად არ გაგიშვებ
- მემის ღიმილზე ვიყავი შეყვარებული ისეთი ბედნეირი ჩანს როცა იცინის, რომ მისი პოზიტივი ყველაზე მოქმედებს
ის ჩემთან სიცოცხლის ბოლომდე იქნება დარწმუნებული ვარ...ის ჩემგან არასდროს წავა ყოველთვის ზრუნავს ჩემზე, რომ ჩემს სახეზე ღიმილი არ წაიშალოს, ყოველთვის ახერხებს პრობლემებიდან გამოსავალი მაპოვნინოს, თავისუფლად შემიძლია უფსკრულისკენ გავიქცე იმიტომ, რომ ვიცი ის ყოველთვის წინ დამხვდება და გამაჩერებს
მისი შეხება მათრობს, მახარებს, მაბედნიერებს, გულში, რომ ვიკრავ ხოლმე ასე მგონია, რომ მთელი სამყარო ჩემია ალბად ეს იმიტომ, რომ ეხლა გიო ჩემი სამყაროა, ისაა ის ვისაც ამდენი ხანი ვეძებდი და მადლობა უფალს რომ ის მაპოვნინა
რომ ვეხები და ვეხუტები ისეთი ბედნიერი თვალები აქვს მინდება, რომ სამუდამოდ ასე ვიყოთ და სამუდამოდ ვუყურებდე მის ბედნიერ თვალებს
_____________________________
ლიზიკოს დაბადების დღემ ძალიან კარგად ჩაიარა ყველა გავერთეთ ბევრი სტუმარი გვყავდა მეზობლის ბავშვებიც მოვიდნენ და ყველანი მხიარულობდნენ როცა სტუმრები გავაცილე მარიამი ჩემტან დარჩა ბარგის ჩალაგებაში მომეხმარა მეორე პროდუქტების საყიდლად გავედით ბევრი ტკბილეულობები ვიყიდეთ მზა საჭმელები და სიგარეტი
- ანკა შენ ხომ დაანებე სიგარეტს თავი ?
- გოგო ლიზიკოსთან არ ვეწევი უბრალოდ არასდროს, არმინდა მაინც ბავშვთან
- აა ხო ეგეც მართალია კარგი ამეებს აგატანინებ და მე წავალ
- ამაღამ სადღა მიდიხარ დარჩი რა ბარემ ჩემთან გავიხსენოთ წარსული (გამეღიმა)
- ისე ლაპარაკობ თითქოს საუკუნე იყოს გასული მას ემრე რაც ერთად ვრჩებოდით და ვმხიარულობდით
- ხოა რც ისე ბევრი დროა გასული მაგრამ მომენატრა მაინც
- გოგო არ გინდა ლიზიკო დავიტოვო ? მარტო დარჩებით შენდა გიო ცოტახანი და უკეთ შეეჩვევი მასთან ყოფნას
- არმინდა მარიამ ლიზიკოც მინდა ჩვენთანერთად იყოს თან ხოიცი გიორგის ჩემზემეტად მგონი ლიზიკო უყვარს (გამეცინა)
- ნუ ხო ეგეც ამრთალია
სახლში მივედით ყველაფერი ჩავალაგეთ და დაბალ ხმაზე ფილმი ჩავრთეთ წამოვწექი და მარიამს თავი დავადე
- ისე თუ გახსოვსს რომ გაგიცანი ის დღე ? კიდე მიდნა ის დრო დაბრუნდეს და ყვეალფერი უკეთ იქნება
- ხო უკეთ იკნება ლუკა არ შემიყავრდებოდა და ასე არც დავიტანეჯბოდი
- კარგი კარგი აღარ გვინდა ამყველაფერზე ლაპარაკი შენი ნახატების საქმე როგორ მიდის ?
- გოგო ერთ გალერეას ჩავაბარე ჩემი 7 ნახატი და სამშაბათს უნდა იყოს გამოფენა იმედიმაქ გაიყიდება რომელიმე თორემ უკვე გამომელია ფული თითქმის და ლიზიკოსაც რამდენი რამე სჭირდებაა ისე იზრდება ვვერც კი ვამჩნევ
- გოგო ფული თუ დაგჭირდა იცოდე არ მოგერიდოს მითხარი
- არა გოგო რაუნდა მომერიდოს თურამეა გეტყვი აუცილებლად
იმღამეს გვიან დავიძინეთ დილით ადრე გიორგი მოვიდა ლიზიკოს გაღვიძება მოგვიწიაა მანქანაში ჩავალაგეთ ყველაფერი ლიზიკო უკან თავისისავარძლით დავსვით და გძას გავუდექით
- გიტარაც მოგაქვს ?
- კი აბა იქ რამეთი ხომუნდა გავერთოთ არც ტელევიზორი არც ინტერნეტიი იქ არ არის და
- (გამეცინა)
- რა გაცინებს ?
- უბრალოდ ბედნეირივარ მეტიარაფერი
გიორგის ტუჩის კუთხეში ღიმილი გადაჰკრავდა ისეთი საყვარელი იყო და ისეთი მიმზიდველი რომ უფრო და უფრო მიყვარდებოდა რომ ვყურებდი.. 3-4 საათი ვიარეთ და დანიშნულ ადგილამდეც მივედი ლიზიკოს თავ გადაკიდებუყლი ეძინა როგორ დაიღლებოდა წარმომიდგენია სახლში შევიყვანე გიორგიმ მალევე ბუხარიც დაანთო ლიზიკო თბილად ჩავაწვინე საწოლში დაოსევ ჩაეძინა მე და გიორგი ბუხართან დავჯექით... გიორგიმ გიტარა ამოიღო და რომელიღაც ლამაზი მელოდიის დაკვრა დაიწყო,სიგარეტს მოვუკიდე და უკან ტახტს მივეყრდენი გიორგი გვერდულად იჯდა მისუკან საოცრად მოგიზგიზე ცეცხლის ალი თამაშობდა ძალიან ლამაზი სანახავი იყო ეს ყველაფერი
-ასე კარგად დაკვრა ვინ გასწავლა ?
- ჩემით ვისწავლე ბავშვობაში რომ ვუყურებდი სხვები როგორ უკრავდნენ მეც მინდებოდა ოდესმე მათნაირად დამეკრა
- გიტარა გიხდება თან კარგად მღერი
- არგინდა რამის დაკვრა გასწავლო ?
- (გამეცინა) არაა მე ვერ ვისწავლი არ გამომდისს მიდი შენ დაკვრა გააგრძელე და მე რაც კარგად გამომდის იმას გავაკეთებ ფანქარი და სახატავი დაფა ამოვიღე ზედ თაბახის ფურცელი მივამაგრე და ხატვა დავიწყე ლამაზად გამოყვანილი ნაკვთები ფუურცელზე ზუსტი ასლით გადმოვიტანე გიტარაზე ისე მოხერხებულად უკრავდა რამდენიმე წამით მივაჩერდი და გამჭოლი მზერით ვუყურებდი მინდოდა სამუდამოდ დამემახსოვრფებინა ეს სურათი, ფანქრით მუშაობას მოვრჩი და ეხლა ფუნჯი მოვიმარჯვე ლამაზად გამოყვანილი ტუჩები სისხლისფრად ქონდა შეღებილი , თმები რომელიც ასე ბზინავდა გასაოცარ ელფერს სძენდა მის თვალებს ფანჯრიდან შემოჭრილი სინათლე მის თვალებში ირეკლებოდა და ბრწყინავდა ... ხათვას თითქმის 45 წუთს მოვუნდი დაფა რომ მივატრიალე და გიორგიმ დახედა რამდენიმე წამით დააჩერდა ფურცელს მერე შემომხედა გაიღიმა და მაკოცა...ეს კოცნა ამწამს ისე მომხვდა გულზე რომ არვიცი სიტყვცებით ვერ ავღწერ
- ამ პორტრეტს სამუდამოდ შევინახავ
- მპირდები ?
- კი გპირდები(გაიღიიმა)

ავტ: ანკა მოსიაშვილი , გიორგი ხარატიშვილი



№1  offline აქტიური მკითხველი lalita

არ მეყო პატარააა გაზარდე ცოტა.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent