შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გიორგაძე ნინა ( 1 ნაწილი,სრულად)


20-11-2016, 21:48
ავტორი Nia kvaratskhelia:)
ნანახია 4 595

-ნინა, ასეთი დაძაბული რატომ ხარ ? ცოტა,მოეშვი !
- თქვენ მანდ რამდენს ჭორაობთ, ლამისაა მუსიკის ხმა დაფაროთ თქვენი ჭორაობით.
ბრძანებებს გასცემდა ბალეტის უნიჭიერესი და განუმეორებელი ქალღმერთი,რომელიც მასწავლებლად მუშაობს მრავალია წელია.
-თინა მას, გიორგაძის მშობლები მოვიდნენ,მისი წაყვანა უნდათ.
მოირბინა გოგონამ.
-რას ქვია წაყვანა ? სპექტაკლი 2 კვირაში იწყება, გამაგიჟებენ ესენი,მთავარი როლები უნდათ ვარჯიში კი არა, მე მეხალისება ღამის 12 საათზე დგომა ?
-გიორგაძე მოდი აქ !
მუსიკა შეწყდა,ნინამაც შეწყვიტა ვარჯიში და მასწავლებელთან მოირბინა.
-დიახ
-შენი მშობლები მოვიდნენ, შენი წაყვანა უნდათ ახლა გაგიშვებ,მაგრამ ხვალ 10 საათზე აქ დამხვდი !
ეს უთხრა და საგრიმიოროში გავარდა ქერათმიანი ლამაზმანი.
თინამ ბავშვებს გასძახა და ახლა მათ დააწყებინა ვარჯიში.
აი ასეთი იყო თინა მასწავლებელი.
მკაცრი
სამართლიანი
იშვიათად თბილი
ნინამ სწრაფად ამოიცვა შავი შარვალი, ნაცრისფერი მაისური გადაიცვა. თმა გაიშალა, მამას უყვარსო ჩემი თმები როცა გაშლილიაო, პალტო მოიცვა და ჩანთა გაიდაიკიდა მხარზე.
გაუკვირდა მშობლების “სტუმრობა’’, ისინი ხომ საფრანგეთში ცხოვრობდნენ. ფიქრობდა რატომ არ მითხრეს რომ ჩამოვიდნენო, გაუხარდა, ძლივს გავახსენდიო.
მაგრამ მოსაცდელში არავინ იყო, გარდა ერთი კაცისა.
-უკაცრავად, აქ შუახნის ქალი და მამაკაცი ხომ არ დაგინახავთ ?
-არა შვილო,რამე ხომ არ გიჭირს ?
-არა,არა მადლობთ.
გაოცდა, გარეთ გამოვიდა იქნებ გარეთ მელოდებიანო,მაგრამ არა არ იყვნენ. ალბათ ანას შევეცოდე და მოიტყუაო. ამისთვის კი მადლობას გადავუხდიო.
უკან შებრუნებაზე დაფიქრდა,მაგრამ იმდენად იყო დაღლილი სახლში წასვლა ამჯობინა. აბა 6საათიდან თავდაუზოგავად ვარჯიშობდა და რომ არა ანა,ალბათ 3 საათზე დაბრუნდებოდა სახლში.
_____________________________________________________
სახელი,გვარი - ნინა გიორგაძე
ასაკი - 25 წლის.
სიმაღლე - 1.70
წონა - 59
საქმიანობა - წარმატებული ბალერინა
ხასიათი - თავშეკავებული,მორცხვი
ოჯახი - მოკლედ მშობლებისგან დავიწყებულია,მის ოჯახს ფული თავზე გადასდით,ამიტომ ფინანსურად საკმარისზე კარგად მოძრაობს. ჰყავს ერთი ძმა ლევანი,ისიც დავიწყებული.
ახლო მეგობარი - იურისტი ელენე გაბისკირია.
შეყვარებული - შეყვარებული არასდროს ყოლია,ან რანაირად ეყოლებოდა საერთოდ ვერ იცლის.
ახლა გადატვირთულია,რადგან გედების ტბას დგამენ, მთავარ როლს კი ის ასრულებს,გრანდიოზული სპექტაკლი გაიმართება,რაზეც ძალიან ღელავს.
ესეც მისი მოკლე ბიოგრაფია.
იმედგაცრუებული გაჩერებაზე დადგა
ტაქსი არ ჩანდა
გაიფიქრა ყველაფერი ჯანდაბისკენ როგორ მიდისო.
10 წუთის შემდეგ ძლივს გაჩერდა ტაქსიც და სახლში შევიდა თუ არა სააბაზანოს მიაშურა.
მერე ელენემ დაურეკა,მოუყვა რაც მოხდა,პასუხად მხოლოდ 4 სიტყვა უთხრა.
-მიყვარხარ,ყოველთვის შენთან ვიქნები.
გაათბო ამ სიტყვებმა,კიდევ უფრო დარწმუნდა ელენეს ერთგულ მეგობრობაში.
მერე დაეძინა.
_____________________________________________________
-გააკეთე ყველაფერი ?
-დიახ,ბატონო
-რა ჰგონია ?
-ალბათ რომელიმე მისი მეგობარი მოატყუებდა მასწავლებელს და გაუშვა შეცოდების მიზეზით.
-გასაგებია და სპექტაკლი როდის აქვთ?
-5 თებერვალს,შაბათს, 6 ისთვის დაიწყება სპექტაკლი.
-კარგი და ახლა სახლშია ხომ ?
-დიახ
-ნინა,ნინა არ მინდა,რომ შეგაშინო_ჩუმად ჩაილაპარაკა მამაკაცმა.
-რამე მითხარით ?
-არა,არაფერი შეგიძლია წახვიდე.
_____________________________________________________
-ტრრრრრ
ისევ და ისევ გამაღიზიანებელი ხმაური მაღვიძარას მიერ.
დილის პროცედურები ჩაიტარა და გარდერობიდან ნაცრისფერი,დაშვებული კაბა და ნაცრისფერი სვიტერი აიღო. ფეხზე ამავე ფერის ბუგები მოირგო და სუნამო დაისხა. საგრიმიოროში რომ აღარ ეწვალა გრძელი, ქერა თმა აიწია და კოსად გაიკეთა. მერე პალტო მოიცვა და სახლიდან გავიდა.
არ აგვიანდებოდა
ამიტომ იფიქრა ცოტას გავივლიო
იგრძნო რაღაც აწუხებდა,თითქოს უკან ვიღაც მოსდევსო,მაგრამ უკან გახედვის ეშინოდა
ბოლოს მაინც გაბედა და გაიხედა
უკან შავი G კლასის მერსედესი იყო გაჩერებული,დაბურული მინები ჰქონდა ამიტომ ვერ გაარჩია ვინ იჯდა საჭესთან.
მერე ისევ ტაქსი და თინა.
-კარგია, მიდი მანდ ცოტა ნაღვლიანად,ყოჩაღ კარგია, მიდი ნინა ასე გააგრძელე-აღფრთოვანებული და ემოციების მორევში გადართული თინა ლამისაა თვითონაც აცეკვებულიყო, ნინაში თავის თავს ხედავდა,ისიც ასეთი იყო,მაგრამ ის ფიცხი იყო ნინასგან კი ერთ ცუდ სიტყვას ვერ გაიგებდით. მოსწონდა ნინა,მისი
სინაზე
სილამაზე
ქალურობა და ამავ დროულად ბავშვურობაც
არ გავდა იმ გოგოებს,რომელთაც მნიშვნელოვანი მხოლოდ ხალხში გამოჩენაა მთავარი.
4 საათი ივარჯიშეს,მის მეწყვილეს ბევრი ვარჯიში ჭირდებოდა. მერე ძლივს შეისვენეს.
ფორმა გაიხადა და ელენეს დაურეკა,რომელიც ახლა გამოსულიყო სასამართლოდან.
-ელენე როგორ ხარ ?
-კარგად შენ?
-გოგო, გამოდი შესვენება მაქვს ჩევნს კაფეში.
-კარგი
_____________________________________________________
-ხომ გითხარი ჩუმად იმოქმედემეთქი,რამდენჯერ უნდა გითხრათ,რომ ცოტა მოშორებით იყავითთქო ? ოთახში ბოლო ხმაზე ღრიალებდა დაკუნთული,სასიამოვნო აღნაგობის მამაკაცი.
-ბატონო გვაპატიეთ, ვერ დაგვინახა მინების გამო - ამოილუღლუღა იქვე მყოფმა ახალგაზრდა ბიჭმა,რომელსაც ეტყობოდა, რაღაც შეეშალა ახლა კი ამის გამო ეჩხუბებოდნენ.
-არ მინდა რომ შევაშინო,დავაფრთხო გაიგე ? 3 წელია ასე მუშაობ და ახლა რაღა დაგემართა ? კარგი,იცოდე აღარ დაუშვა ასეთი შეცდომა.
ეს თქვა და ბიჭიც გავიდა,რათა დაბრუნებოდა თავის სამსახურს.


-ფეხები მტკივა,მაგრამ რავქნა მთავარი როლი მე მაქვს,ამიტომ არ უნდა ვიწუწუნო- მადიანად გადაუშვა შოკოლადის ნაჭერი ყელში.
-უფ, გეტკინებოდა აბა რა იქნებოდა ? ნაცისტი თინა მთელი დღე გავარჯიშებთ.
-ნუ ეძახი გოგო ნაცისტს, შენთან რახდება ?
-არაფერი,რათქაუნდა ეს პროცესიც მოვიგე,თან კლიენტი იმდენად მდიდარი იყო 2 დღის საქმეზე 2000 გადამიხადა.
-მაგარია,ხოდა წადი დასასვენებლად ბაკურიანში-შესთავაზა ნინამ, ციგურაობაზე შეყვარებულ დაქალს.
-ოო არა და არა, შენ გარეშე რა მინდა იქ ? შენი სპექტაკლიც რომ დასრულდება,ავდგეთ და ერთად ვესტუმროთ,აუ რა მაგარი იქნება,ხომ წარმოგიდგენია ? თან თუ გინდა ლიზაც წავიყვანოთ,რახანია მეხვეწება სადმე წავიდეთო,თან ხოიცი ეგ გიჟდება ბაკურიანზე.
-კარგი-ხალისიანად უპასუხა ნინამაც.
-ისე ვინმე ხო არ გამოჩენილა ? -ეშმაკურად აათვალიერა ნინამ მეგობარი.
-ნუ მიყურებ ეგრე,თორე მგონია ანჟელა მიყურებს,როცა ვინმე ბიჭს გავაყოლებ თვალს სოფელში.
ამაზე ორივეს აუტყდა სიცილი. ანჟელა ელენეს ბებიაა,რომელიც სულ მის გათხოვებაზე ფიქრობს,ასევე აპროტესტებს იმასაც რომ ელენე იურისტია და საჭმელების გაკეთების აზრზე არაა.
-კი თუ არა ?
-არა, გაგიჟდი ? სად მცალია,მაგრამ რაიცი რა ხდება იქნებ ბედი გაგვეხსნას ან შენ ან მე.
-ხო აბა ლიზას კითხე ? ცხვირსახოცივით იცვლის ბიჭებს,ჩვენ კიდე ვართ ასე კუკუშკაზე.
კუკუშკაზე კიდევ გაეცინათ.
-კაი წამოდი,წამოდი, მე მიგიყვან ნაცისტ თინასთან.
ელენეს აუდში ჩაჯდნენ,უფროსწორედ ელენეს სიყვარულში.
მერე ისევ დამღლელი ვარჯიში და ბოლოს ისევ ტანჯვა ღამის 12 საათამდე.
-თინა მას,აღარ დაგვასვენებთ ? - მიფარფატდა ანა.
-ღმერთო ჩემო, ახლა არ მითხრა დავიღალეთო!
-კი მაგრამ უკვე მთელი დღეა აქ ვართ -ამოილუღლუღა გოგონამ.
მიხვდა თინა მართალი იყო,გამოეცალა ანას და სახლში წასვლა ბრძანა.
საგრიმიოროში შევარდა და გამოიცვალა, მერე გარეთ გამოვარდა და გაჩერებაზე დადგა. უცბად ლურჯი ჰამერი გაჩერდა მის ფეხებთან. მინა ჩამოიწია,ნანახიტ გაოცდა.
ლევანი,ლევანი იყო,მისი დავიწყებული ძმა. მანქანიდან გადმოვიდა და წინ დაუდგა ნინას.
-არ ჩამეხუტები ? ხელები გაშალა.
ჩაეხუტა ოღონდ ცივად,ალბათ იმიტომ რომ ერთი სისხლი და ხორცი ჰქონდათ, მონატრების ან საყვარელი ძმის,რომელიც მთელ ქვეყანას ურჩევნია ისე არა.
თითქოს ვერ იგრძნო ლევანმა,ან რას იგრძნობდა ? ელემენტალური ნინას რა უყვარდა ეგ არიცოდა.
მანქანაში ჩასხდნენ.
-რატომ ჩამოხვედი ?
-ჩემი უცხოელი ძმაკაცი ჩამოვიყვანე,საქართველო აინტერესებდა და მე დავათვალიერეინებ.
-ხო აბა ჩემთვის ხო არ ჩამოხვიდოდი-ჩაიბურტყუნა ნინამ.
-რამე მითხარი?
-არა,საერთოდ არაფერი.
-ნუცუბიძეზე ხო ?
-ხო,კარგია ეგეც რომ არ დაგავიწყდა-ამჯერად გასაგონად თქვა.
-ნინა რა გინდა ?
-კაი,არაფერი საერთოდ.
-დედა და მამას ენატრები.
იცოდა ფუჭი იყო ეს სიტყვები ამიტომ აღარ გასცა პასუხი.
ნინა მანქანიდან გადავიდა,ლევანი რატომღაც არ გადადიოდა.
-არ გადმოდიხარ?
-არა, მე სასტუმროში ვარ ჩემს ძმაკაცთან ერთად.
-კარგი - უემოციოდ გასცა პასუხი და სახლში აირბინა.
შეჩვეული იყო ასეთ სიტუაციებს.
დაიბანა და ფეხებზე კრემი წაისვა. ცოტაც ტკივილმა გაუარა.
_____________________________________________________
-ნინას რა რეაქცია ჰქონდა ?
-არაფერი,უბრალოდ სახლში ავიდა.
-მივესალმებიი განუმეორებელ გუგა გვეტაძეს- კარები შემოაღო მამაკაცის ნაცნობმა მამიდაშვილმა,რომელიც ახლახანს ჩამოსულიყო გერმანიიდან.
-როგორ ხართ ბატონო ლაშა? -მიესალმა დაცვა.
-ეე ბიჭო, ხო გითხარი ნუ მეძახი ამ ბატონოს და რაღაცეებს ვა.
-კარგი.
-აბა რა ხდება რა შვებით ? ახლა არ მითხრა ისევ იმ გოგოს რაღაცეებს ვაკეთებო თორე გავგიჟდები.
-ხოო,ზუსტად მაგას ვაკეთებ.
-აუუ ბიჭოო, 3 წელია გოგოს დასდევ მალულად,ყველაფერი იცი,საერთოდ ყველაფერი,მგონი დედამისმა არიცის მაგდენი რამ,რაც შენ ვაა
-ხო,საერთოდ არიცის დედამისმა არაფერი- უხეშად გამოსცრა კბილებში გუგამ.
-ადექი და ახლა გაეცანი ვა.
-არ მინდა მისი შეშინება და იმიტომ.
-შეშინება რა ცხოველი ხარ ? ნუ ახლა ცხოველივით კი იცი მუშტი-კრივი და გარეგნულად არ ხარ მახინჯი.
-ოო გამანებეთ რა თავი.
-არა და არა,უნდა გაეცნო ეგრე არ შეიძლება ძმაო,თორე შენს ხელში ეგ გოგოც გაუთხოვარი დარჩება,შენც ვეღარ გაგვითხოვდები და მერე უსმინე მანანას ქოთქოთს უფ.
-ჰო კარგი,კარგი.
_____________________________________________________
გამოღვიძება და ისევ აბაზანა.
გარდერობში შეძვრა
ნაცრისფერი ჯინსი
შავი მაისური
შავი ბათინკები
პალტო
და ელენეს აუდი ეზოში.
-რაშვები პუსკი ? - გადაკოცნა დაქალი.
-რავიცი აბა,ლევანი ჩამოვიდა და როგორც 1 წლის წინ იგივე დიალოგი გვქონდა.
-ჯმუხი,დებილი,ღმერთო ჩემო აი ვერ ვიტან რა ეგეთ დედიკოს ბიჭებს.
-კაი მიმიყვანე ნაცისტ თინასთან.
-აუ დღეს ვაბშე არაფერი მაქ საქმე და მეც გიურებ რაა დარბაზში.
-კაიი.
ელენე დარბაზში უყურებდა მოცეკვავე მეგობარს და რწმუნდებოდა,რომ ის საუკეთესოა.
მერე ტელეფონზე ზარი და ელენეს დარბაზიდან გავარდნა. ნუ იურისტია და რავქნათ.
მერე ისევ თინას ლანძღვები და 1 საათზე გამოშვება სახლში.
გაჩერებაზე ისევ,მაგრამ ტაქსი არ ჩანდა. თითქმის ნახევარი საათი ელოდა, ელენეს დავურეკავო,მაგრამ უკვე ეძინებაო, ლევანთან დარეკვა ხომ საერთოდ კატასტროფად ეჩვენა.
ჩუმად მიუყვებოდა გზას, ეშინოდა სიბნელეში სიარული,თანაც ამ დროს ხშირი იყო ძალადობა.
უნებურად გაახსენდა ელენეს შემთხვევა.
ხო, ელენე 24 წლის იყო,როცა თავს დაესხა ერთი ლოთი,თუმცა იმდენად ძლიერი იყო ეს თაგვი გოგო,უცბადვე მოიგერია და თავისი ხელით ჩააბარა პოლიციას. მერე იყო ერთი ამბები, ვინ გაბედაო გაბისკირიას თავდასხმაო, იმ საცოდავს 13 წელი მიუსაჯეს.
ამაზე კიდევ აცახცახდა
ეშინოდა
თვითონ ხომ არ იყო ელენესნაირი მოხერხებული.
მერე ძლივს მივიდა
პადიეზში უნდა შესულიყო,როცა კედელზე აყუდებული
ბიჭი დაინახა.
ეცადა ყურადღება არ მიექცია.
-რატომ დადიხარ ასე გვიან ?- შეხტა ,არ ელოდა.
-უკაცრავად ?
-ხოო,რატომ ხარ გარეთ ასე გვიან ნინა /? - ნინაო, საიდან იცის ჩემი სახელიო.
-ვინ ხართ ? მიცნობთ ?
-...................
არაფერი უპასუხია, მერე შებრუნდა.
-იმაზე კარგად გიცნობ,ვიდრე ეს შენ წარმოგიდგენია
შემობრუნდა,თუმცა იქ აღარ დაუხვდა.
შოკი მიიღო, ვერ გაეგო ვინ იყო,ან რა უნდოდა მასთან ? შეეშინდასავით,ღამე არაფერი მომივიდესო.
მაშინვე ტელეფონს დასტაცა ხელი და ელენეს დაურეკა.
-გოგოო გამოდი რა ჩემთან- ჩასძახა ტელეფონში.
-ქალო საათი სახლში გააქვს ? მე კი არ მძინავს მარა მაინც ჰა ? გიმუშავებს ?
-აუუ ელენემეთქი მიდი და ხვალ თან ხოიცი კვირაა და ვისვენებ.
-ჰო კაი.

-ვსიო აღარ მოვითმენ,ისედაც ველოდე უკვე ამდენი წელია,მორჩა უკვე ზრდასრულია.
-ხოდა ეგრე რა.
-მცხეთაში დარეკე, 4 კვირაში ქორწილია.
-აეეეეეე 5 მარტს გრიალიაა,გრიალიიი
_____________________________________________________

დაღლამდე ისაუბრეს
გაბისკირიას ასულმა დაასკვნა,რომ ბედი გაეხსნა.
-აუუუ როდის იქნება ეგ დასაწვავი სპექტაკლი ? ნერვები მეშლება რა, მაგ სპექტალის გამო ბაკურიანში ვერ მოდიხარ - ჯუჯღუნობდა ელენე.
-ქალო 2 დღე დარჩა,მეტი კი არა !
-ვაიმეეეეე, რამაგრიააა, ხო არ ნერვიულობ ?
-არა საერთოდ.
-ხოდა მაგარია.
-შე უტვინო,ლამისაა აივნიდან გადავხტე ისე ვნერვიულობ, წარმგიდგენია ? მთელი თბილისი მოვა,იქ მინისტრებიო ცოლებთან ერთადო, ვაიმე რა მეშველება- თავში შემოირტყა ხელი ნინამ.
ძილი
მაღვიძარას უაზრო,გამაღიზიანებელი ხმაური,რომელიც ელენეს მოქნეულმა ჩაქუჩმა დაადუმა.
ორივე შევიდნენ სააბაზანოში,ისაუზმეს და გარდერობში შეძვრნენ.
ელენემ ძლივს ამოარჩია შავი მუხლებამდე კაბა, კოსტიუმი და თეთრი,თხელი მაისური.
ფეხზე შავი მაღლები (დღეს ხომ პროცესი ჰქონდა)
ნინამაც თეთრი,თხელი მაისური, მოკლე ჯინსი და ბუგები მოირგო.
თმას 25 წუთი მოანდომა,რასაც ელენეს ქოთქოთი მოყვა.
ტყუილად კი არ ეუბნებიან, ბებია ანჟელას გავხარო.

-ნინა,კარგია კარგი,მაგრამ თქვენ ? საერთოდ ვერ ინძრევით უფ, როლები გინდათ მუშაობა არა ხო ? ხვალ არის სპექტაკლი,ხვალ და არა ზეგ, გამაგიჟებენ ესენი მე!
იგრძნო ვიღაც იჯდა დარბაზში,გრძნობდა მწეველ მზერას,ვერ არჩევდა სიბნელის გამო ვერაფერს.
-თუ შეიძლება შევისვენოთ- ამოილუღლუღა მოთმინება დაკარგულმა და საგრიმიოროში შევიდა.
ღრმად სუნთქავდა და ფიქრობდა თუ რამოხდა ამ წამს, რა დაემართა ?
დარბაზში,სკამებს შორის დადიოდა
როცა იგრძნო,თუ რა სისულელეებს აკეთებდა, დაჯდა და მაშინ აფეთქდა მისი გული,როცა ვიღაცის სუნთქვა იგრძნო, სასიამოვნო სურნელი იგრძნობოდა,შეეშინდა საშინლად
როგორც იმ დღეს.
იგრძნო,ის იყო
ის
-ვინ ხარ ?
ამოიკნავლა.
-გუგა
-გვარი ?
-გვეტაძე
-არ მეცნობი, ვერ გიხსენებ
-ახლა გამიცნობ.
-შენ მიცნობ ?
-იმაზე მეტად,ვიდრე წარმოგიდგენია
-არამგონია,ერთადერთი ადამიანია ვინც მიცნობს,სხვა არავინ.
-აა,ელენე ? გაბისკირია მაგარი ადვოკატია, გადაეცი მესხის საქმეზე მადლობა.
გაგიჟდა,გადაირია
მესხის საქმე დაფარული იყო,არავინ არ იცოდა ელენეს და მის გარდა.
-შენ ? შენ საიდან იცი ?
-მე ყველაფერი ვიცი.
-ხვალ მოხვალ ?
-რათქმაუნდა.

***
უხაროდა
არიცოდა თვითონაც რა,მაგრამ გაბედნიერდა
რა მაგარია არა ?
აი ასე უცბად მოუნდა,რომ ყველაფერი გაეგო მის შესახებ
მოსწონდა მისი სურნელი,ხმის ტემბრი და შარმიანობა. ჯერ კარგად არც ჰყავდა ნანახი,რომ უკვე მოსწონდა. ხიბლავდა ეს წამიერად გამოჩენები და უცბად გაქრობა.
ხალისიანად ავიდა სცენაზე და გააგრძელა მისი საქმიანობა.
გაგიკვირდებათ და თინას მოსწავლეები შეეცოდა
12 საათზე გამოუშვა დაღლილი ბავშვები და სახლში წავიდა ქმართან,რომელსაც უკვე მოთმინება დაეკარგა და ნერვები აეთხარა მეუღლის სამუშაოს გამო.
ძილი
მაღვიძარას წკარუნი
დენდარტყმულივით წამოფრენა საწოლიდან და აბაზანაში შევარდნა.
შავი დაშვებული კაბა, ნაცრისფერი,მოკლე სვიტერი და ბუგები უხდებოდა.
ამჯერად ტყავის კურტკა მოიცვა,რაც ძალიან ინანა.
საშინლად შეცივდა გარეთ, ფეხით გასეირნება გადაიფიქრა და ტაქსი გააჩერა.

-დღეს გაქვთ სპექტაკლი და არა ისევ 2 კვირის მერე, არა შეცდომა დავუშვი გუშინ ადრე,რომ გაგიშვით,კიდევ უნდა დამეტოვებინეთ. არაფრის ღირსები თქვენ არ ხართ ! _ ყელში ჰქონდათ უკვე ამოსული თინას ლანძღვები. იმ დონემდე მიიყვანა,რომ ერთი სული ჰქონდათ როდის მორჩებოდნენ სპექტაკლს და შვებულებაში გასულიყვნენ.
რამდენი ხანია აქ მუშაობენ,თითქმის აქ გაიზარდნენ ყველანი. ზოგი უიღბლო გაუშვეს,ხოლო ნიჭიერები დატოვეს. მაგრამ თინას ვერ დააცდენინებ,რომ ისინი კარგად ართმევენ თავს,თავიანთ სამუშაოს. მხოლოდ ნინაზე ამბობდა,მაგრამ რატომ ? არ იცოდნენ. არ უნდოდათ დაეჯერბინათ,რომ ნინა მეორე თინა იზრდებოდა.
სცენა ულამაზესად მოერთოთ, დარბაზი გაუნათებიათ, რაც არ მოეწონა, ნერვიულობდა. ვერ უყურებდა ამდენ ხალხს,იცოდა რაღაც შეეშლებოდა,მერე დაითხოვდნენ და დარჩებოდა უბალეტოდ,უსცენოდ,უიმედოდ და გულნატკენი.
თავი გააქნია და თმის გაკეთებას შეუდგა.
მაკიაჟი მოხერხებულად გაიკეთა, ფორმა ჩაიცვა და ფარდის უკან ინტერესისგან აცეცებდა თვალებს.
გაბისკირია დაინახა
ისედაც იცოდა,რომ ელენე არ გამოტოვებდა ამ სანახაობას.
ელენემ ყველა სპექტაკლი იცის,მისივე შესრულებით.
-ნინ, ჩემები ხომ არ დაგინახავს ? - მხარზე შეხება იგრძნო,ანა იყო.
- რათქმაუნდა, მეორე რიგში სხედან.
-კარგი, რა მაგარია არა ? ხომ არ ნერვიულობ ?
-ცოტათი - ნაზად გაუღიმა.
როგორ უნდოდა თვითონაც ეცქირა გახარებული დედისათვის,რომელიც მისით იამაყებდა.
როგორ უნდოდა სპექტაკლის შემდეგ სხვებივით მამამისს გადაესვა თავზე ხელი და გულში ჩაეკრა.
როგორ უნდოდა სხვებივით მშობლებთან ერთად დაბრუნებულიყო შინ.
როგორ უნდოდა ძილის წინ მისთვისაც ეკოცნათ თავზე და ტკბილი ძილი ესურვათ.
თვალზე ცრემლი მოადგა, მაშინვე მოისვა ხელი და თინასკენ დაიძრა.
- ქალბატონო თინა, მინდა რომ შვებულებაში გავიდე - მორიდებით უთხრა. მორცხვი იყო და რა ექნა.
-რამდენი ხნით გინდა ? - ცხვირს იბზუებს მაინც.
- ერთი თვე.
-რა ამბავია ერთი თვე ? - შეიცხადა დახვეწილ, შავ კაბაში გამოწყობილმა ქალმა.
დუმილი.
-კარგი,კარგი მაშინ ერთი თვის შემდეგ აუცილებლად დაგვიბრუნდი.
-რათქმაუნდა.
სპექტაკლი დაიწყო.
დარბაზში მუსიკის ხმის გარდა არაფერი ისმოდა.
ყველა სულგანაბული უყურებდა, მოფარფატე,ნათელ სხეულებს.
ზოგი ამ სიმშვენიერის საყურებლად მოვიდა, ზოგიც კი უბრალოდ
არაფრის გამო.
უყურებდა თუ ეძინა ვერ გაარჩევდით.
ასეთებს მხოლოდ ბოლო რიგებში თუ შეამჩნევდით.
ბოლო რიგი სრულიად თავისუფალი იყო, გარდა ერთი ადგილისა. ისიც ახლოს უნდა მისულიყავით და სუნთქვის მეშვეობით გაიგებდით.
ეტყობოდა არ უნდოდა გამოჩენა.
ნეტავ, რას მალავს ? ან რატომ იმალება ? ან საერთოდ ვინაა ?
სიგარეტს მოუკიდა.
დაცვა შევიდა იმ “სიბნელეში’’
მერე გამოვიდა და საფერფლით ხელში დაბრუნდა.
რა საოცრებაა არა ?
აი ასეთი იყო გვეტაძე.
საერთოდ არ იყო ხელში დანით მოთამაშე 22 წლის ლაწირაკი ბიჭი.
არც “გაჩითული ტიპი’’.
მგონი არც არსებობდა.
უბრალოდ ნინა გამოჩნდა და “ციდან ჩამოვარდა’’.
მშობლები ?
მშობლები გვეტაძეს არ ჰყავდა.
მისთვის არ ჰყავდა.
არც იცოდა იყვნენ თუ არა ცოცხალნი სინამდვილეში.
აი თავისთვის უბრალოდ არ არსებობდნენ.
2 წლისა შეიყვანეს ბავშვთა სახლი, რომ ჰკითხოთ არ ახსოვს არაფერი.
არადა ისე ახსოვს შავგვრემანი, წითელ, მოკლე კაბაში გამოწყობილი გოგო,თითქოს გუშინ ენახა.
28 წლისაა და დღემდე ახსოვს.
მისი ერთადერთი ოჯახი მესხია.
იოანე მესხი.
ისიც ბავშვთა სახლიდან.
იცის მესხმა ვისი შვილიცაა,მაგრამ არანაირი სურვილი არ აქვს მათი გაცნობის.
სცენაზე ნათელი წერტილი გამოჩნდა.
ნერვიულობდა
თვალები უბრწყინავდა
მე დავინახე, მასთან ახლოს ვიყავი.
ჩემი ფოტოაპარატით ფოტოც კი გადავუღე.
სპექტაკლი მორჩა.
დარბაზში ხმაური ატყდა, ოვაციები, მილოცვები, ტაშის დაკვრა, სტვენები.
საგრიმიოროში შევიდა.
მაკიაჟს იშორებდა, რომ კარზე დააკაკუნეს.
-შემოდით.
-აი ეს თაიგული, ნინა გიორგაძე ხომ ?
-დიახ, მადლობთ.
ვარდები
როგორ უყვარდა
თეთრიც და წითელიც
ორივე იყო
დაითვალა,ზუსტად 100 იყო.
გაგიჟდა
გადაირია
რამაგარიაო
შეათვალიერა და ბარათსაც მოჰკრა თვალი.
“პირობას ვასრულებ, ჰო და კიდევ შეუდარებელი ხარ’’
ის იყო, ემოციების მოზღვავება იგრძნო და უნებურად სკამზე დაეცა.
თაიგულს უყურებდა და უაზროდ ეღიმებოდა.
_________________________________________________________
-ქორწილი არ იქნება
-რა ბიჭო?
-ხო ჯერ არ იქნება, გააუქმე ვაბშე ყველაფერი.
ტელეფონი გათიშა და შარვლის ჯიბეში ჩააცურა.

საგრიმიოროდან განოდიოდა ელენე რომ შეუარდა .
-რა გინდა გოგო აქ?ვერ დამელოდე?
-ეს რა არის ? დავიჯერო ახლა ეს ფანისგანაა? უ შე მოღალატე, რატომ არაფერი მითხარი?_თაიგული დაინახა თუ არა ატეხა ერთი ამბავი.
-დამმშვიდდი ელენე ეს გახსოვს........_ყველაფერი მოუყვა გარდა დიალოგებისა.
-აუ რატომ არ ღიზიანდები ასე უცბად რომ ჩნდება და მერე ქრება? _უბღვერს და თან აუდს მიაგრიალებს 80_ით ბარნოვზე.
-არვიცი, თითქოს ამით უფრო მომწონსავით, საშინლად მინდა რომ სულ ჩემთან იყოს _სიცილი დაიწყო ნინამ.
გაბისკირიამ თვალები გადაატრიალა სულ გაგიჟდაო.
არ მოსწონდა ეს გვეტაძე, თითქოს საიდანღაც იცნობდა.
-გოგო და ეხა რო იცინიხარ, მესხზე საიდან იცის?
-ვაიმე, ღმერთო ჩემო, საიდან იცის? მარტო ჩვენ ორმა ვიცით მაგაზე.
მესხი და გოგოები?
მესხის ადვოკატი იყო გაბისკირია, სასამრთლოს წინა დღე იყო, ღამის 3 საათზე ელენეს იოანე დაჭრილი რო დაადგა.
გაგიჟდა, გაფითრდა და შეეშინდა.
-არ შემომიშვებთ ადვოკატო?
-ეს, ეს რა არის? _ბლუყუნით ძლივს გადააბა სიტყვები გაბისკირიამ_სახლში მხარზე დაყრდნობით ძლივს შემოიყვანა და საძინებელ ოთახში დააწვინა.
-ახლავე სასწრაფოში დავრეკავ, ანდა მე წაგიყვან.
-არ გაბედო! მეც წავიდოდი რომ მდომოდა.
-მაშინ, მაშინ დამელოდე.
უჯრებში იქექებოდა და რაც კი აფთიაქის შეხვდა რამე ყველაფერი საწოლზე დაყარა. მათ შორის პარაცეტამოლიც და წნევის დასაწევებიც იყო.
-მე, მე არვიცი, არვიცი რავქნა _ლუღლუღებდა და თან დოლბანდს ჭრილობას ადებდა, რომ სისხლის დენა შეჩერებულიყო.
-იტოკში მე გასწავლი და შენ გააკეთე კარგი ადვოკატო?
-არა, არა მე ვერ ვიზავ. არ შემიძლია სისხლის ყურება, ვიცი რაც უნდა ვქნა ჩემს მეგობარს დავურეკავ და მოვა.
-არა!
-აბა ვუყურო როგორ კვდება ჩემი კლიენტი?
-მერე რა მთავარია ლამაზი ადამიანის გვერდით ვკვდები.
იცინოდა
დიახ, გიჟია მესხი
გიჟი!
-შენ ნორმალური ხარ? ახლავე მოვა.
-სანდოა?
-სხვათაშორის იმაზე მეტად ვიდრე წარმოგიდგენია, ბავშვობიდან ვიცნობ.
-კარგი, მოვიდეს.
ნინას მოსვლამდე ნახევარი საათი გავიდა.
იოანე უკვე ფერს კარგავდა
გაბისკირია გაგიჟდა
ცვლა-ცვლაზე ადებდა ცივ ტილოს შუბლზე. ,
-მოვედი, მოვედი,ყველაფერი მოვიტანე _ოთახში გიჟივით შემოვარდა ნინა.
-ვა მეორე ანგელოზიც მოსულა,მაგრამ ადვოკატი მაინც უფრო ლამაზია.
-ეს ეხლა შოკშია თუ?
-რავიცი მე _გადაიხარხარეს ორივემ ერთად.
-ჰე ახლა მომკლეს ამხელა კაცი, ეჰ რა ბიჭი ვიყავი რა ბიჭი_ბლუყუნებდა დაჭრილი მესხი.
-აჰა, მორჩა გავუხვიე _ გაოფლიანებული ნინა სამზარეულოში შევიდა და ცივი წყალი დალია. ვანაში შევიდა და მოწესრიგდა,ცოტა გამოფხიზლდა
აბა როგორიია, გაგაღვიძონ შუა ღამეს და "ოპერაცია " გაგაკეთებინონ.
-გვეტაძე ლამის ძმაკაცი მოგიკვდა_ვიღაცას დაურეკა იოანემ.
-........
-ბარნოვზე, გაბისკირიასთან
-....
მერე გათიშა.
ყავა მოადუღა ელენემ და ნინას ჩამოუჯდა.
-ეს არაა ნორმალური.
-არავინაა ნორმალური _ ყავა მოწრუპა და შკაფს მიუახლოვდა. (კარადის დაწერა არმინდოდა, მე მაპატიეთ. .)
-მადლობა_ დაზარალებულმა დაუძახა უკვე კარში გასულ გიორგაძეს.
იმ წელს
იმ ღამეს
იმ საათს
იმ წუთს
იმ წამს
შეუყვარდა გუგას ნინა.
ეს იყო და ეს.
__________________________________________________________
ცხელ შოკოლადის სმით მისაღებ ოთახში გავიდნენ.
ნინა ჩვეულებრივ 6 ნომერი კენტის კოლოფით "თამაშობდა"
-ლიზას ვურეკავ.
-კარგი.
****
-მოდის რათქმაუნა ,კარგი გავედი ჩავალაგეე ბარგი.
-ნახვამდის.
ლიზა?
ელენეს ახლო ნათესავი.
ცანცარა,მაგრამ საყვარელი.
ალბათ გგონიათ ესეც ბიჭებზე დახამებული კატეგორიის წევრიაო, მაგრამ არა.
უფროსწორედ ასე აჩვენებდა თავს.
ერთ ცანცარა, სისაყვარლე გოგოდ, რომელსაც სწავლა არ აინტერესებს.
არადა ეს მხოლოდ ლამაზად შეღებილი ნიღაბია.
დედამისის გამო მიატოვა სწავლა და გახდა მოდელი.
დედამისის აუხდენელი ოცნება იყო, რომ გამხდარიყო მოდელი, მაგრამ გათხოვებამ შეუშალა ხელი.
ლიზა არ იყო დაბადებული, გადაწყვეტილი ჰქონდა ჩემი შვილი მოდელი იქნებაო.
არადა რა მასწავლებელი დაკარგა სკოლებმა.

ჯანდაბა
წვიმაა
ახლა იტირებს
ისევ ისე იფიქრებს ყველაფერზე
ისევ ფანჯარაში იყურება და კენტს ეწევა
5 წუთის დადგმული ცხელი სითხე გაცივდა.
ტელეფონი ამღერდა.
დახედა
"ლევანი "
მობეზრებულად გადაუსვა ხელი სენსორს.
-როგორ ხარ ნინუცი?
ნინუცი?
როცა რამე უნდოდა, ან ხდებოდა სულ ასე ეძახდა.
-რა ხდება?
-არ გაინტერესებს როგორ ვარ? ან შენ რატომ არ მიპასუხე?
-ლევან, ეჭვი მეპარება გაინტწრესებდეს ჩემი ყოფნა არ ყოფნა, ან მე მაინტერესებდეს, ხოდა პირდაპირ თქვი რა გინდა?
-კაი, დედა და მამა დაშორდნენ ოფიციალურად.
-მერე?
-სხვა არაფერს იტყვი?
-არა.
გათიშა.
ისედაც იცოდა, რომ ორი ერთნაირი ვერ გაძლებდნენ ერთად.
ლევანიც დედ-მამას გავდა.
ფულზე გაბედნიერებულნი და "აფერისტი მსახიობები"
მერე ტანსაცმელები ჩაალაგა.
არ დავიწყებია მისი "გადუზა"
პატარა სათამაშო, რომელიც წლიდან იცნობს ნინას.
ნინა არაფერს უყვებოდა გადუზას.
გადუზა ისედაც ყველაფერს ხედავდა.
12 ზე უკვე თბილისიდან გავიდნენ.
-გოგო შენს სპეკტაკლზე რომ ვერ მოვედი ხო არ გეწყინა ? ძალიან მნიშვნელოვან შეხვედრაზე ვიყავი, 1 წლიანი კონტრაქტი დავდე ერთ კომპანიასთან - შეაცქერდა ლიზა ნინას.
-არა გაგიჟდი ? რა უნდა მწყენოდა, არ გრცხვენია ?
- რავი მაინც ხოარ ეწყინათქო, ისე კაი იყო ხო ?
-ხო
-აუ რამე ვიყიდოთ რა მომშივდა მაგრა- დაიწუწუნა გიორგაძემ.
-კაი მოდი აქ გავაჩერებ.
სუპერმარკეტში შევიდნენ.
ლიზამ სასმელის და ტკბილეულების სექტას მიაშურა
გაბისკირია და გიორგაძე საჭმლის სექტას ეცნენ (:დ)
მერე მთელი გზა ყბა არ გაუჩერებიათ.
მალევე ჩავიდნენ
დაბინავდნენ და კაფეში დასხდნენ.
-აუ არ გავიდეთ გარეთ ? რამხელა თოვლია რამაგარია !- თვალები გაუბრწყინდა ლიზას.
-ახალ წელს მე აქ ვხვდები, აბა ჩემებს რა ჩამოიყვანს იტალიიდან, კი მითხრეს წამოდიო,მაგრამ არ მინდა მირჩევნია აქ თქვენთან- აღტაცებით თქვა ელენემ.
-აუ მეც მინდა აქ, აღარ მინდა კორპორაციული საღამოები! ნინ შენ ?
-რავიცი მაინც ელენესთან ერთად ვხვდებოდი ყოველთვის და ადგილს რა მნიშვნელობა აქვს ? - ნაღვლიანად გაიღიმა.
-ხო ლევანი და შენები რაშვებიან ?- იკითხა ლიზამ.
-გუშინ დაშორებულად ოფიციალურად მამაჩემი და დედაჩემი, ლევანი აქ არის ვიღაც თავის უცხოელ ძმაკაცს ათვალიერებინებს საქართველოს და არის თავისთვის, მოკლედ რომ ვთქვათ ისევ მხოლოდ ფულით მამარაგებენ,რომელიც არაფერში არ მჭირდება, მეც მაქვს ჩემი ხელფასი,რომელიც თავზე გადამდის რა- თვალების ტრიალით ჩამოაყალიბა.
-ისე წარმოიდგინე მაგათი სიფათები რო გაიგებენ შენ რო ფულს სოლიდარობის ფონდში რიცხავ - გადაიკისკეს გოგონებმა.
-ხო აბა მერე მამაჩემი იტყვის : შვილო შენთვის ვგზავნიდით ფულს, არა იმას კი არ ვამბობ,რომ ეს ცუდი საქციელია, მაგრამ შენ არ გინდოდა ?- გააჯავრა მამამისს.
- აუ ისე რამაგრა აჯავრებ რა ვახოს და თამუნას- სიცილი დაიწყო ელენემ.
-მიდი გთხოვ თამუნას გააჯავრე რა- შრეკის თვალებით შეხედა ლიზამ გიორგაძეს.
-ოო _ხელი აიქნია ნინამ.
-მიდი მიდი რა- აყვა გაბისკირიაც.
-ხო კაი ... ნინა, როგორ ჭამ შოკოლადს ?
-მერე მერე ამის პასუხი, დედა დანა-ჩანგლით ვერ შევჭამ შოკოლადს- კაფეში ყველა ამათ უყურებდა.

-აუ იოანე არ მცალია რა, ბაკურიანში უნდა წავიდე, საქმე მაქვს- სიგარეტი ამოიღო და მიმტანს საფერფლე სთხოვა.
-ეგ საქმე გიორგაძეა ხო ? რა კუკუ-დამალობანას ეთამაშები ? *იგ ხოარაგაქ ?!
-ოო მაცადე რა, ისე შენი ადვოკატიც იქაა- ჩააფერფლა და წარბები აუთამაშა მესხს.
-აუ ეგ მაგრად მევასება რა, იმენა მაგარი ქალია,ყველაფერს რო უსრულებს ვაბშე ყველას.
-ანუ გევასება ? არ გიყვარს ?
-რა სიყვარული ?! მეღადავები ტოო, უბრალოდ მევასება რა.
-გასაგებია, კაი წავედი და თუ გინდა შენც წამოდი- შესთავაზა გვეტაძემ.
-აუ რავი ისე მარტო რა გინდა, წამოვალ მეც.
-ხო სულ ჩემთვის მოდიხარ-ჩუმად ჩაიბურტყუნა გუგამ და მანქანა დაქოქა.

_____________________________________________________
-აუ კლუბში მინდა-აწუწუნდა ნომერში წამოკოტრიალებული ლიზა.
-ბაკურიანში სად ნახავ გოგო კლუბს -სათვალე მოიხსნა ელენემ და საწოლზე მოისროლა.
- მორჩი შენ წერას ?
-ვერ მიყურებ ?
-ხო კაი,ხოდა იქნება რა რამე, აბა ნომრებში უნდა ვიყოთ სულ ?
-ისე მოდი ვკითხოთ ვინმეს თუა სადმე არის- თითი ტუჩზე მიიდო ნინამ.
-ხო კაი წავიდეთ- ახტნენ და ბარგებში ჩაძვრნენ.
ნინამ გაქექილი შავი შარვალი,შავი მაისური,ბათინკები და ქურთუკი მოიცვა. ელენე ამჯერად დამეშვიდობა მის კაბებს.
ნაცრისფერი ჯინსი,შავი ჩექმა,ნაცრისფერი სვიტერი და ქურთუკი მოიცვა.
ლიზამ კი ტყავის შარვალი,თეთრი პერანგი და ტუფლები. პალტო მოიცვა და სასტუმროს ტაქსით წავიდნენ არც თუ ისე ახლო კლუბში,ძლივს გაარკვიეს სად იყო კლუბი.
ტაქსისტი საშინელი კაცი აღმოჩნდა.
10 ლარი მოითხოვა.
-10 ლარი რა ამბავია ? წითელ ხიდთან კი არ მოვედი უფ- ფული მიუგდო ლიზამ და კარები გამოიჯახუნა.
დამაყრუებელი მუსიკა
ალკოჰოლის გამძაფრებული,არასასიამოვნო სუნი
გაბრუებული ხალხი
შესულები არ იყვნენ ნინა გამოიქცა წავედი მეო.
მერე ძლივს დააბრუნეს და ბარმენთან მივიდნენ.
-გამარჯობა
-ჰააი.
-ესეიგი 3 გასახურებელი კოქტეილი დაგვისხი რა, რამე ძაან მაგარი- უთხრა ლეონიძემ (ლიზამ ანუ).
-სამი ხო?
-აჰამ _თავი დაუქნია და სკამზე დაჯდა.
დაცხათ
ქურთუკები გაიხადეს
კოქტეილებმა გაახურეს
მერე ვისკი აიტეხეს
ერთ ჭიქას, მეორე მოყვა, მესამეს მეოთხე, მეოთხეს მეხუთეს
ყველაფერი ბუნდოვნად ჩანდა
ტანის რხევით აგრძელებდა თავის ქნევას
გაგიჟდა გიორგაძე
ყველა ემოცია რაც კი ჰქონდა დაგროვილი, ცეკვით "დახარჯა ".
სურნელი
ის სურნელი
გაშეშდა
გვეტაძე,ხო გვეტაძეს ჰქონდა ასეთი სურნელი, მხოლოდ მას, მხოლოდ და მხოლოდ მას.
თმა გადაუწიეს
წელზე შეხება იგრძნო
შემოატრიალეს
და რათქმაუნდა ის იყო
გუგა იყო.
თავი მაღლა აწია
დაინახა,
კი დაინახა
ეღირსა მისი სახის დანახვა.
შავი თვალები ჰქონდა
ტუჩები ჩვეულებრივი ჰქონდა
არც პატარა და არც დიდი
მაგრამ მაინც სასურველი.
განიერი მხრები და დაბალზე თმა.
უხეში წვერებიც დაბალზე ჰქონდა.
-ვაა, შენ ხარ? _სიცილით დაკრა მმხარზე ხელი ნინამ
მთვრალი იყო სასწაული
-წამოდი წავიდეთ - ხელზე მაგრად ჩასჭიდა და კლუბიდან გამოიყვანა.
-მოიცა,მოიცა ჩემი დაქალები?
-მესხი მიხედავს ორივეს_მოკლედ მოუჭრა და მანქანაში "ჩატენა".
-ვაა მესხს იცნობ ხო?
-ჩემი ძმაა მესხი-მკაცრად გახედა
-ჩემი დაიკო გაბისკირიაა.
-მომწონხარ, მაგრამ თან არ მომწონხარ,აი ესე რო ჩნდები და ქრები რა არის ? რა წესია? სულ ჩემთან იყავი რა _ტუჩები გამობრუცა ნინამ და ხელების ქნევა დაიწყო.
-ბევრი დალიე ნინა, ძალიან ბევრი - ისევ მკაცრად გახედა გიორგაძეს.
-მერე რა, რომ დავლიე? დიდი ამბავი, მეც მაქვს ჩემი უფლებები ისე მოვიქცევი,როგორც მინდა, ისევე გადავწყვიტავ ყველაფერს ჩემით,
როგორც ლევანი,მამაჩემი და დედაჩემი წყვეტენ ჩემს ცხოვრებას, გაიგე ? აღარ ვიქნები მათი სათამაშო თოჯინა- ხელებს იქნევდა გიორგაძე და თან ობოლი ცრემლი ჩამოუვარდა.
არაფერი არ უთქვია გვეტაძეს.
მთელი გზა უბრალოდ უსმენდა ხელების უაზროდ ქნევით „მოქადაგე“ გიორგაძეს.
-რა ჯმუხი ხარ რა, საერთოდ არ მისმენ_ თმა ყურებს უკან გადაიწია და გაიბუსხა.
გაეღიმა,არაფერი უთქვამს.
ახლა თქვენ თქვით რა ღიმილი ჰქონია გევტაძეს.
კარგად შეამჩნია გალეშილმა, მთვრალმა, გიორგაძემ ლოყაზე ჩაღრმავებული პატარა წერტილი და დაჭუტული თვალები.
-ძალიან მომწონხარ, იცი რა საყვარელი ხარ_ გულწრფელად გაუღიმა და ლოყაზე ხელი ჩამოუსვა- აი ეს მომწონს, ეს ადგილი.
გაშრა
არ ელოდა გუგა
მისი ხელი თავის ხელში მოაქცია
და აკოცა. (ხელზე! არ იცუღლუტოთ :დ)
-სიცოცხლეზე მეტად მიყვარხარ- ჩაძინებულ გიორგაძეს გახედა და კარები გამოაღო.
სიფრიფანა სხეული უმალვე აიტაცა და ნომერში შევიდა.
დააწვინა, შეეცოდა ჩაცმულს რომ დაეძინა,მაგრამ იცოდა გაგიჟდებოდა ნინა,როცა გაიგებდა.
მხოლოდ ფეხსაცმელები და ქურთუკი გახადა.
პლედი გაუწორა და შუბლზე აკოცა.
-არა ... არა ხარ მათი ღირსი ნინა!
წამოვიდა.
ყველაფერზე მეტად უყვარდა გიორგაძე, შეეძლო ყველას დაპირიპირებოდა მის გამო,შეეძლო სიცოცხლეც კი გაეღო მისთვის,შეეძლო მისთვის საერთოდ ყველაფერი გაეკეთებინა.
გარეგნულად ხომ მომხიბლვლელი იყო,მაგრამ გვეტაძეს სულიერად შეუყვარდა.
იმდენად შეუყვარდა, 3 წელი დაზდევდა ჩუმად.
ეშინოდა არ დაეფრთხო,აი ამიტომ.
იმდენად უყვარდა,ეშინოდა რამე არ მოსვლოდა მისი გამოჩენით მას.
რათქმაუნდა გუგას წარსული არაა სუფთა,აი ამიტომაც.
ეშინოდა ნინასთვის რამე არ დაეშავებინა ცაბაძე ლუკას,მაგრამ 3 წელში ეგეც კი მოაგვარა.
ალბათ,გაგიჩნდათ კითხვა,სად იყვენენ მესხი და გოგოები?
მესხთან იყვნენ მანქანაში.
გაბისკირია ბოლო ხმაზე ღრიალებდა hymn for the weekend
იოანე და ლიზა კი იხეოდნენ სიცილით.
გამვლელების ყურადღება რათქმაუნდა მათ ეკუთვნოდათ.
-აეეეე მოქალაქევ, გიორგაძე სად აგდია?_იკითხა ნინაზე არანაკლებ გარეკილმა გაბისკირიამ.
-გუგას ყავს, გვეტაძეს _ თვალი ჩაუკრა მესხმა ყოფილ ადვოკატს.
-ვაა გამოჩნდა გვეტაძე? ნუ სად შეგვიძლია.
-ელენე გაჩუმდი_ "მუჯლუგუნი" გაუკეთა სიცილისგან აწითლებულმა ლეონიძემ.
-ეე დებილო_შეუღრინა გაბისკირიას ქალმა.
-აუუუუუუ მშიააა_წამოიზმუივლა ელენემ.
-ვაა ჩემი, კაი დავჯდეთ სადმე _ მანქანა მოატრიალა გვერდითა ქუჩაზე.
-აუ რა ჭამა აგიტყდა ამ შუაღამისას უფ, რა უნდა შეჭამო ერთი _უსაყვედურა ბიძაშვილმა.
-რადა ხაშიი,არვიცი რა არის და მინდა ხაში, წამიყვანეთ სახაშეში.
ლამის იქვე გაფშიკეს ფეხები მესხმა და ლეონიძემ.
-და ნამდვილად გინდა? _თვალები მოჭუტა იოანემ.
-მაინტერესებსთქო და ხოდა დავაი წავედით _ფანჯრიდან ლამის გადახტა.
ელენეს სახაშეშიც წავიდნენ.
ლიზა მანქანაში დარჩა ჯერ სუნზე მაქვს
ალერგიაო და მერე რო დავინახავ იქვე დამთავრდება ჩემი სიცოცხლეო.
ხოდა შევიდნენ ეს ორი გიჟი.
ოფიციანტმა გოგომ ჩუმად ჩაიცინა მათ შეკვეთაზე.
-ოე სქელტ**კა რა გაცინებს, შენ იცი ვის ელაპარაკები გოგო?_წაეჭიმა გაბისკირია.
დიახ, აშკარად ბევრი მოუვიდა,მაგრამ რა ექნა ?ძლივს ეღირსა თავისუფლად ყოფილიყო, არც გონებას აღარ ემორჩილებოდა და უბრალოდ რაც კი თავში მოუვიდოდა ამბობდა.
იმდენად დათვრა, სიამოვნებდა მესხიც მის გვერდით რომ იყო.
არადა ეს რომ ფხიზელ მდგომარეობაში გაეელვა აზრად, მაშინვე თავში შემოირტყავდა ხელს.
მოდი დავუბრუნდეთ ხაშს.
ბევრი ახსნა-ბოდიშის შემდეგ იოანემ ძლივს წამოათრია გაბისკირიას ქალი.
-აუუუუუუ,ცოტა ნელაა.
მანქანაში ჩატენა და ყოველგვარი წუწუნის გარეშე სასტუმროში წაიყვანა.
***
-აუ თავი მისკდება _ წამოიყვირა თმაგაბურძგნულმა გიორგაძემ.
-აუ რა გაყვირებს უფ,გასკდა თავი _ თავი წამოყო არანაკლებ მდომარეობაში მყოფმა ელენემ.
-აუ გუშინ რამოხდა?
-რადა ორივე მაგრა გაგიჟდით _ უპასუხა უკვე თეთრ ხალათში გამოწყობილმა ლიზამ.
-მაინც?
-რავი ვიღაც გვეტაძემ წაგიყვანა.
გვეტაძის ხსენებაზე ტანში სასიამოვნოდ გააჟრიალა.
ახსოვდა
ესიამოვნა
მაგრამ ბოლომდე
არიცის რა იბოდიალა იმ ღამეს.
მერე
სასადილოში რძიანი ყავით დაკმაყოფილდნენ და გარეთ გაცვივდნენ.
გუნდაობდნენ.
ბავშვივით უხაროდა თოვლი.
მერე სკამეიკაზე(არვიცი სწორია თუ არა :დ) დასხდნენ.
ტელეფონი აბზუილდა ნინასი.
არ ეცნო ნომერი
უპასუხა
-როგორ ხარ?
ის იყო.
გაშეშდა, გაგიჟდა.
ხმა ვერ ამოიღო.
-გნახავ კარგი?
-კარგი.
მალევე გამოჩნდნენ.
შავი ქურუთუკი და შავი შარვალი ეცვა.
ისევ ის ძვირფასი საათი.
ისევ შავი სათვალე და ისევ ის სუნამო,რომელიც ასე ატყვევებდა.
ისეთი სულელური სიტუაციაში შეიქმნა, იქვე წამსკდა სიცილი.
მე ხომ მათ ხის უკან ვუყურებდი?
ხოდა მერე მესხმა ამოიღო ხმა.
-როგორ ხართ?
-კარგად _პასუხი გასცა ნინამ.
-ხო გუშინ ძაან კარგად იყავით_ინაგლასავით გუგამ, ოღონდ თვითონაც არიცის რატომ.
-წამოდი რა გავისეირნოთ _ნინას მიმართულებით წაიღო თავი.
-კარგი.
ახლა თქვენ თქვით რა ხდებოდა მათში.
აღარ გავაგრძელებ, თქვენ თვითონაც კარგად იცით.
-გუშინ რახდებოდა?_ თქვენდა გასაოცრად ნინამ დასვა კითხვა.
-პირველად გნახე გაგიჟებული _ ღიმილით შეხედა.
-მე კი პირველად გნახე წესიერად _ სიცილი დაიწყეს.
აი ასე
ვერ არიან, იმენა ვერ არიან.
-რას ფიქრობ ჩვენზე? _მოულოდნელად დასვა კითხვა გვეტაძემ.
-არ გიცნობ გუგა, არვიცი, ეხა არ დავიწყებ 19 წლის გოგოსავით კინკლაობას არ მომწონხართქო _ გაგრძელებას აპირებდა ნინა, გუგამ თითი მიადო ლურჯ ბაგეებს, რომლებიც ახურდა.
-ვიცი, გიცნობ.
-შენ მიცნობ, მე არა.
-როგორ არა, ვარ გუგა გვეტაძე, 28 წლის ბიჭი, რომელიც შენზე გიჟდება_თვალი ჩაუკრა გაგების ნიშნად.
-გთხოვ, უბრალოდ დრო მომეცი _ ორივემ კარგად იცოდა რას ნიშნავდა ეს "დრო".
ბაკურიანის პარკში დასეირნობდნენ და თან საუბრობდნენ ყველაფერზე, მათ შორის ნინაზეც.
მერე მაღლა ავიდნენ და ქათქათა მიწაზე დაებერტყდნენ.
იცით, როგორი ლამაზი იყო ცა ?
თეთრი ღრუბლები, ლურჯ და ვარდისფერ ფერებს გასაოცრად ეხამებოდნენ.
-იცი, ისე დედაშენი არ მომწონს.
-შენ გგონია მე ვგიჟდები? სამივე: ლევანიც,დედაჩემიც და მამაჩემიც ერთმანეთს ჰგვანან,არაფრით არ განსხვავდებიან ერთმანეთისგან,მაგარამ იცი რა? უკვე , მთავარია მყავს ადამიანები, რომლებსაც ნამდვილად ვუყვარვარ.
-ეგ სიტყვა სიმართლე გითხრა,არ მომწონს აი ვუყვარვარ,ორჯერ "ვარ " არის, აი მიყვარხარში კი ორივეა, "ვარ " და "ხარ"


- შენი აზრით სიტყვა, მიყვარხარ ვინ მოიგონა ?_ იკითხა ნინამ
-არვიცი,მაგრამ ის ვიცი, გასაოცარი სიტყვაა, რომელშიც ყველა ასო გამოკვეთილად ჟღერს და შენს სულს სწვდება.
-ადამაინები გასაოცრებები ვართ,რეებს აღარ ვიტყვით ან საერთოდ რეებს აღარ ვაკეთებთ.
გვეტაძემ მხოლოდ გაუღიმა.

ხელზე დაყრდნობით,სხდომით დაიღალნენ და გადაწვნენ.
პირდაპირ ცას მიუშვირეს სახეები.
ცას,რომელმაც ზუსტად იცოდა ორივეს ბედი.
მერე ჩაეძინათ,უფროსწორედ ჯერ ნინას ჩაეძინა, მის ყურებაში გართულ გუგას კი შემდეგ ჩასთვლიმა.
ცივი რაღაცის სახეზე შეგრძნებამ გამოაფხიზლა ორივე მათგანი.
თოვლი იყო.
კისკისის და სიცილის ხმა მოესმათ.
ვინ იქნებოდნენ თუარა ლიზა,იოანე და ელენე.
-თქვენ გიჟები ხო არა ხართ ? _დამფრთხლი ნინა მაშინვე წამოხტა.
-ეგრე ხო, ხოდა აი თქვენ_ გუგამ დიდი თეთრი გუნდა ესროლა თავში მესხს.
-აე ვგუნდაობთ ყველაა _იყვარაა გაბისკირიამ და სულ გუნდების გაკეთებით ჩასრიალდა დაბლა.
ვეღარ გაიგებდით ვინ ვის ესროდა.
მეც კი მომხვდა ერ
მეც კი მომხვდა ერთი,
იდიოტები!
რამდენჯერმე გავაჩხაკუნე ფოტოაპარატი და ისევ დავუბრუნდი საქმიანობას.

სულ სიცილი და კისკისი ისმოდა.
მერე ერთად წაიქცნენ გუგა და ნინა.
გეუბნებით,სულ შემთხვევით.
გგვეტაძემ გულში ჩაიკრა გიორგაძე.
და მის მერე იყო გუგა და ნინა
ჩვენ
და
მიყვარხარც.
ბაკურიანში 1 კვირა იყვნენ.
დღეს ბოლო დღე იყო ბაკურიანში.
ეს ერთი კვირა ბაკურიანის მთელი ცხკვრება ემახსოვრებათ.
ამ ერთ კვირაში მიეჩვია ნინა გუგას.
რომ ვერ დაინახავდა,კითხულობდა-სად არისო,მერე ისიც გაჩნდებოდა პიტერპენივით და იყო მერე ბედნიერი საათები,წუთები თუ წამები.
მესხი და გაბისკირია ისევ ისე იყვნენ.
არაფერი განსაკუთრებული.
დღეს ახალი წელი იყო.
სასტუმროში ყველაფერი საზეიმოდ მოეწყოთ.
რომ გითხრათ ყველას არ უხაროდა.
გუგა და იოანე.
განუყრელი პამპერსის მეგობრები.
ბავშვთა სახლში, ახალ წელს,სულ ნაცრისფერ კარს,რომ უყურებდნენ,იქნებ დედა მოვიდესო.
გაცრუებული იმედები.
3 წლისებმა უკვე იცოდნენ,რომ თოვლის ბაბუ არ არსებობდა.
საშინელი წლები ბავშვთა სახლში.
ამიტომაც დიდად არ უხაროდათ ახალი წლის მოსვლა.
არც ნინა იყო გამონაკლისი,მაგრამ მაინც იყო ბედნიერი, ამდენი ადამიანი რომ ჰყავდა.
დილიდან დარეკეს რესტორანში და დაჯავშნეს მაგიდაც.
მეტი საქმე ჰქონდათ?
არა!
მესხი და გვეტაძე თბილისში უნდა წასულიყვნენ და მერე ჩამოვიდოდნენ.
რატომ ?
სახლში მიდიოდნენ.
ბავშვთა სახლში.
მართა ბებო უნდა მოენახულათ,მათი ძიძა,ქალი რომელმაც ორივე ასეთ კარგ კაცებად ჩამოაყალიბა.
ქალი,რომელიც მათთვის დედა იყო.

*****
-რატომ მიდიხარ ? მე გაწყენინე? _ეკითხება ნინა.
-ერთ ადგილას უნდა წავიდე_მოკლედ მოუჭრა გუგამ.
-შენებთან?
ეტკინა.
შენებთან?
ეს კითხვა, მაინც ეტკინა.
-ხო _ჩუმად უპასუხა.
-ჩემზე იციან ? _ წაიკლეკუცურა ნინამ.
-არა,არ იციან, არაფერი არ იციან_ ხმამაღალა მოუვიდა გვეტაძეს.
-რახდება? რამე ხდება შენთან? ვინმეა ცუდად ?_თვალებაწყლიანებული მიაჩერდა ნინა.
-არაა,არა მე მშობლები არ მყავს,მე ნამდვილი ოჯახი არ მყავს გაიგე? ბავშვთა სახლში მივდივარ, სადაც გავიზარდე,იმ ქალის მოსანახულებლად მივდივარ,რომელმაც მე და იოანე გაგვზარდა! ახლა გაიგე ?!_ ხაოდა გუგა.
ნინას ცრემლები სდიოდა.
ვეღარ გაუძლო, აივანზე გავიდა, გიორგაძეც გაჰყვა.
-ბოდიში,მე.. მე .. მე_ბლუყუნებდა ნინა.
-ხო ვიცი,რომ არ იცოდი,ყველაფერი ვიცი,
უბრალოდ ახლა არა რა, მერე მოგიყვები.
გასვლას აპირებდა,ხელზე მოკიდა ნინამ, და ჩაეხუტა.
ძალიან მაგრად ჩაეხუტა.
პირველად შეეხო ნინა.
პირველად ჩაიხუტა და პირველად უთხრა
-მიყვარხარ,ხედავ ახლა ორივეა "ხარ" და "ვარც".
-მალე დავბრუნდები,გპირდები _ კიდევ ერთხელ ჩაიხუტა და გავიდა.
წავიდნენ.
და გოგოებიც ნომერში ავიდნენ.
10 ზე იყო დაჯავშნული მაგიდა.
ახლა 6 საათია.
გაბისკირია ვორდის ფაილებში არის შერჭობილი, ლიზა ახალი თანამშრომლის(მოდელის) ფოტოებს ათვალიერებს და რწმუნდება,რომ ტყუილად არ აუყვანია.
ნინა ? გიორგაძე ოთახიდან გაჰყურებს მინის კარებს, ყველაფერი ჩანს.
გოგოებს არაფერს ეუბნება, ანდა არის საჭირო უთხრას რამე ?
არა
ისედაც ყველაფერი კარგად ჩანს და იგრძნობა.
მშობლები?
ლიზას დაურეკეს მარტო,გაბისკირიამ თვითონ დარეკა, მაინც უყვარდა მისი მშობლები, მათი წყალობითაა დღეს ასეთი სახელის პატრონი რომაა.
ნინაზე აღარ გვაქვს ლაპარაკი, თქვენ თვითონაც იცით, არც იმათ დაურეკიათ და არაც ამას.
ანდა რა ვალდებული იყო ?
ხელი,რომ მოიტეხა ფული გამოუგზავნეს,არ დაურეკიათ.
-აუ 8 საათია უკვე, ისინი აღარ მოდიან ?_თვალები ცქვიტა ლიზამ.
-მოვლენ,ხომ გვითხრეს_ 6 ნომერკ კენტის კოლოფი აათამაშა ნინამ.
-ისე ვინები არიან თქვენი ? _ დასვა კითხვა ლიზამ.
გაჩუმდნენ.
ვინ იყო გუგა ნინასთვის ?
ახალი ადამიანი,რომელსაც თითქოს დიდიხანია იცნობს, ყველანაირად უგებს, ადამიანი,რომელიც ძალიან უყვარს და აფასებს.
-გუგა,ადამიანი,რომელიც მიყვარს სიგიჟემდე _ ამაყად განაცხადა გიორგაძემ. ისედაც იცოდნენ ორივემ მათ შორის ყველაფერი.
უსიტყვოდ იცოდნენ,რომ ყველაზე მაგარი წყვილია გუგა და ნინა
-იოანე,ჩემი ყოფილი კლიენტი_სათვალე გაიკეთა და ისევ ვორდის სამყაროში გადაეშვა.
-რათ გინდა ეგ სათვალე ? ბრმა ხარ გოგო ?
_მობეზრებულად იკითხა ნინამ.
-ვაიმე, დასხივებისგან მიცავს,ისე თქვენც აუცილებლად გჭირდებათ _ თვალები გადაატრიალეს ლეონიძემ და გიიორგაძემ.
აღარ დალოდებიან
უბრალოდ რესტორანში დახვდებოდნენ.
შავი,ტანზე მომდგარი,მხრებამოჭრილი,მოკლე კაბა მოირგო. ფეხზე მაღალყელიანი,შავი ბათინკი შეარჩია. ქერა თმა დაივრცხნა და გაშლილი დაიტოვა. თვალებზე შავი ჩრდილები გაიკეთა,რომლებიც მის მწვანე თვალებს უფრო გამოკვეთდნენ.
წითელი პომადა ბავშვობიდანვე სძულდა,ამიტომ უბრალოდ იასამნისფერი,ტუჩის ფანქარი გადაისვა ძალიან მკრთალად.
ბალერინის კულონი გაიკეთა,რომელსაც ფრთები აეფრიალებინა.
თინამ აჩუქა,
თითქოს ეს ფრთებიანი ბალერინა ძალას ჰმატებდა.
ტელეფონი აიღო და მოწუწუნე ლიზას გახედა.
ვარდისფერი,მოკლე,ფრიალა კაბა და ამავე ფერის მაღლები. ყავისფერი თმა კოსად აეწია, საყურეები გაიკეთა და მაკიაჟი გაიკეთა.
მოდი,ელენეზეც მოგიყვებით.
ლურჯი,მუხლებამდე,ტანზე მომდგარი კაბა და ლურჯი მაღლები მოირგო. თმა გაიშალა და ნინას მიუჯდა.
-გავიდეთ ხო უკვე ? _ტელეფონს დასწვდა გაბისკირია.
-წავედით,შენ დაურეკე იმათ პირდაპირ იქ მოვიდნენ.
-ოკეიი_წარბები აუციმციმა გაბისკირიამ.
-ღმერთო ჩემო,მამა ზეციერო,ჩაიწერეთ ეს დღე,ელენემ,ქალბატონმა იკადრა და ნორმალურივით ალაპარაკდა_ ხელები მაღლა ასწია ლეონიძემ.
-აუ რა გიჟი ხარ რა_კიბეები ჩაირბინეს და ტაქსში ჩასხდნენ.

__________________________________________________________
-ელენემ მომწერა,პირდაპირ რესტორანში მოდითო_ღიმილით გახედა გვეტაძემ ძმაკაცს.
-ხოდა პირდაპირ იქ წავიდეთ,ისე როგორ ფიქრობ ნინას უყვარხარ ?_ოდნავ ხმადაბლა დაუსვა კითხვა.
-თვითონვე მითხრა მიყვარხარო, ეგ შენ გაქვს სადარდებელი, მე უკვე დავარქვი "ჩემი"_თვალი ჩაუკრა და გზას გახედა.
-რა მაქვს მე სადარდებელი? ხომ გითხარი,
გაბისკირია არ მიყვარსთქო ვა,რას დაგვაწყვილე უცბად ? მორჩა, დახურულია ეს თემა, არ მიყვარს ელენე,არა და მორჩა_მტკიცედ განაცხადა მესხმა.
გუგამ უბრალოდ თავი გააქნია.
-ცაბაძე ჩამოსულა _ სერიოზულად გახედა გვეტაძემ ძმაკაცს.
-ლუკა? მაგასთან ხო მოგვარდი.
-ხო, გავარკვიეთ ყველაფერი_მოკლედ მოუჭრა და გზას გახედა.
__________________________________________________________
-გამარჯობათ,გილოცავთ დამდეგ ახალ წელს,მე ჯაბა ვარ,დღეს მე მოგემსახურებით,რამეს შეუკვეთავთ თუ ელოდებით ვინმეს ?_ღიმილით მიუახლოვდა მაგიდას ხუჭუჭთმიანი ბიჭი.
-გამარჯობა ჯაბა,არა, ველოდებით და მოგვიანებით შეკვუკვეთავთ.
-კარგით_თავი დაუქნია ბიჭმა და წავიდა.
-აი მოდიან_თვალები გაუბრწყინდა ნინას.
ელენე ? ელენე უბრალოდ ტელეფონში იყო ჩაჩხერილი და სულაც არ ადარდებდა მესხი.
იცინოდნენ, სვამდნენ და ერთმანეთს ამწარებდნენ.
10 წუთიღა იყო დარჩენილი 12მდე.
-აეე ახალი წელი 10 წუთშიაააა_წამოიყვირა ლიზამ.
წითელი ღვინით შეავსეს ბოკალები.
თქვენ წარმოიდგინეთ და ზუსტად გაბისკირიას და მესხის ბოკალები უნებურად შეეხნენ ერთმანეთს,რის გამოც წითელი ფერი აღმოჩნდა მათი ტანსაცმელის პატარა ნაწილზე.
-აუუ,წავედი მე _ საპირფარეშოში გავარდა ელენე,ისევე როგორც მესხი.
-ვაიმეე, დროზე დავითვალოთ _ იყვირა ნინამ.
-ათი,ცხრა,რვა,შვიდი,ექვსი,ხუთი,ოთხი,სამი,ორი, ერთიიიიი
-გილოცავვვვთთთ.
ბოკალები მიუჭახუნეს.
-ფუ ამის_კურთხვით გამოვიდა მესხი,იგრძნო ვიღაცა შეასკდა. ვინ იქნებოდა თუ არა გაბისკირია.
თვალები შეხვდნენ ერთმანეთს.
ფეირვერკის ხმა.
დიახ,ახალ წელს საპირფარეშოების წინ შეხვდნენ ერთმანეთზე აკრულნი.
თითქოს ყველაფერი წრეზე დატრიალდა.
ელენე,რომელიც პირველად იყო დაბნეული.
თვალების ცეცებით მოშორდნენ ერთმანეთს და დარბაზში შევიდნენ ფეხაკრეფით.
-აუ თქვენ საპირფარეშოში რო შეხვდით ახალ წელს_ ახარხარდა ლეონიძე,გიორგაძეც მიყვა.
არადა საპირფარეშოში კი არა საპირფარეშოს წინ,თანაც ვისთან ერთად ?!
-რა სასაცილოაა_მაინც არ დაიბნა გაბისკირია.
არაუშავს.
კარგად გაატარეს დრო.
მერე გიორგაძე და გვეტაძე "დატყდნენ"
სად ?
უბრალოდ სეირნებოდნენ.
-მინდა,რომ ყველა ახალი წელი ასეთი კარგი იყოს_ ცაში აიხედა ნინამ.
-გპირდები იქნება.
ისე გაუღიმა,როგორც იცოდა.
ჩაეხუტა და შუბლზე სველი კოცნა დაუტოვა.
იცით,როგორ აეწვა ის ადგილი?
ცუდად გახდა,ლამის იქვე განუტევა სული.
მერე ?
მერე კოცნა
ახურებული ბაგეები
და გახშირებული სუნთქვა.
გადახურდა,აფეთქდა და მოკვდა.
დახრილი თავები ერთმანეთს მიადეს.
ცხვირები "შეეხნენ" ერთმანეთს.
-რაღაც უნდა გითხრა_ამოილაპარაკა გუგამ.
-რა ?_ამოიჩურჩულა გიორგაძემ.
-წამოდი,ჯვარი დავიწეროთ რა
-ახლავე ?
-ახლავე.
აი ასე უბრალოდ.
არ დაუწყია ნინას ყველა გოგოსავით "ნორმალური ხარ" და სხვა.
ეს ნინა იყო გიორგაძე და მორჩა.
ძლივს ნახეს ამ შუაღამისას ტაძარში მყოფი მღვდელი.
ხან ლიზას დაურეკეს,ხან იოანეს, ხან კი ელენეს. მოკლედ არცერთი არ იღებდა ტელეფონებს,
ანდაც, რას გაიგებდნენ?
ჯვარი დაიწერეს.
დიახ,
არ უფიქრიათ რა მოხდებოდა შემდგეგ,როგორ მიიღებდნენ მათი მეგობრები,ასეთ გადაწყვეტილებას.
უბრალოდ აი ასე, უნდოდათ და მორჩა.
მერე ასე უბრალოდ პიტკინა თოვლზე "გაიშხლართნენ" და ვარსკვლავებით მოჭედილ, ბაკურიანის ცას "მიუშვირეს სახეები"
არ აწუხებდათ თოვლი,არც სიცივე,არც ფეირვერკების ბათქა-ბუთქი და არც უკვე გათიშული ტელეფონები.
პირველი ახალი წელი ერთად
პირველი კოცნა და „ჩვენის“ პირველი წელი.
-მომიყვები ?_ამოიჩურჩულა გიორგაძემ.
-მოგიყვები.
თვალები დახუჭეს
გვეტაძემ თხრობა დაიწყო
გიორგაძე კი უბრალოდ უსმენდა.


-აუ სად არიან ? დაურეკე მიდი რა_ ნომერში ქუსლების ბაკა-ბუკით დადიოდა გაბისკირია.
-დავურეკე უკვე,ხომ გითხარი გათიშული აქვთ ორივესთქო_მოთმინება დაკარგულმა მესხმა იფეთქა,თუმცა ლოგინში ჩაფუთნულ ლიზას არ გაღვიძებია.
-ვაიმე, რა გაყვირებს ? ჩემი დაქალი დაიკარგა და კიდევ შენ ყვირი?_არც ადვოკატი არ ჩამორჩა.
-ისევე როგორც ჩემი ძმაკაცი,და ნუ ჰქმნი არაფრისგან ყველაფერს, ერთად არიან,არ დაკარგულან რა, შეარგე მარტო ყოფნა.
-შენ ... _ გაგრძელებას
ელენე ნანახით გაგიჟდა.
ამდენი წლის შემდეგ ისევ ნახა.
ისევ ნახა ის მომღიმარე ლევანი,რომელიც სულ ილანძღებოდა ნინასგან,მაგრამ მაინც ეგონა, ასეთი არ იყო.
ელენესთვის ლევანი ?
ძმა არ იყო, არა არ იყო, უფრო მეტი იყო.
დიახ,უფრო მეტი.
იცით რამდენი ხანი არ უნახავს ?
ერთი,არა ორი, არა სამი,არა ოთხი წელი.
დიახ,ოთხი წელია არ უნახავს ლევან გიორგაძე,რომელსაც ჯერ კიდევ კიკინების პერიოდიდან იცნობს.
-ენენეე _ძალიან მაგრა ჩაიხუტა გულამოვარდნილი გაბისკირია.
ენენე ? 5 წლიდან ასე ეძახის.
სხვას არ აქვს უფლება ასე დაუძახოს.
-ლეოო,როგორ მომენატრეე_აცრუნდუკდა ადვოკატი.
-ვაიმეე, როგორ მომნატრებიხარ ტოო,რამხელა ხარ ეე_ უცბად დააბზრიალა ელენე.
-უაცრავად_ბოხი ბარიტონი გაისმა,სულ დაავიწყდათ მესხი.
-უი, იოანე გაიცანი ნინას ძმა ლევანი, ლევან ეს კი ჩვენი მეგობარია იოანე მესხი.
უფროს გიორგაძს,მესხის ხსენებაზე ტანში რაღაც უცნაურმა გასცრა.
საიდან ახსოვდა ეს გვარი ? ვერაფერს ვერ იხსენებს,არადა რა ნაცნობი გვარია.
მერე გამოფხიზლდა და გამოწვდილ ხელს, მისი შეაგება.
დიდ სივრცეს თვალი მოავლო და ლოგინში გატრუნული ლიზა დაინახა. ლოყაზე აკოცა და დივანში დაიკავა ადგილი.
-ნინა სადაა ?
აი აქ კი დაიძაბა,რა უნდა ეპასუხა ენენეს ?
-მალე მოვა_მხოლოდ ამის თქმა გაბედა გაბისკირიამ.
ამის თქმა და ელენეს საპკრფაფეშოში გავარდნა და ნინასთან დარეკვა ერთი იყო.

***
გამორთული ტელეფონები "მწყობრში"ჩააყენეს.
გაყინული თითები ერთმანეთში ახლართეს და სასტუმროში წავიდნენ.
ლიზას წიკვინი და ლევანის ხარხარი მოესმა,თავი გააქნია და ნაბიჯება აუჩქარა.
ნომერში შესვლა და გაოცებული სახეები უნდა გენახათ. იმ მომენტში ჩემი იასამნისფერი ფოტოგრაფი,რომ მქონოდა აუცილებლად გავაჩხაკუნებდი.
მერე ?
იყო ჩახუტებები და მოფერებები.
ნინას მაინც უყვარდა თავისი აბურდულ თმიანი ლევანი.
იცით როგორი თმა ჰქონდა ?
მსოფლიოს სტილისტებსაც რომ ეცადათ,მაინც ვერ მიიღებდა სასურველ ფორმას.
მუდამ აბურდული დადიოდა.
მე თუ მკითხავთ ეს უფრო საყვარელსაც ხდიდა.

ძმა,რომელიც იყო ცოტა გულმავიწყი,მაგრამ მაინც საყვარელი და თბილი.

მალევე შეამჩნია უფროსმა გიორგაძემ კედელთან აზუტული მესხი და კარზე მიყუდებული გუგა.
გვეტაძემ ერთი ანიშნა და სასადილოში ჩასვლა დაიბარეს.
ვაჟი გრძნობდა დის გაზრდას, ხვდებოდა ამაზე სასაუბროდ იწვევდადა, ჯერ არ გაცნობილი, 2 საათის სიძე. გულში რაღაც ჩხვლეტდა, ბუნებრივია, მაგრამ ლევანი არასდროს არ მიეკუთვნებოდა ბიჭების იმ კატეგორიას, დებს რომ უჭედავდნენ მის პირად ცხოვრებაზე.

მესხი ?
იოანე უბრალოდ მიჩანჩალებდა,ვერ გაეგო რა სჭირდა. მხოლოდ და მხოლოდ ლევანიზე თვალებაციმციმებულ გაბისკირიაზე ეფიქრებოდა.

-არვიცი რა გითხრა, თან მიხარია და თან არასწორად მიმაჩნია ყველაფერი, მაგრამ სულ ბედნიერებას გისურვებ მასთან ერთად_
გულწრფელად უთხრა ბავშვობის მეგობარმა გიორგაძეს.
-ალბათ მეც ასე ვიქნებოდი შენს ადგილას,მაგრამ აი რაღაცნაირი აუხსნელია,ამას სული,სხეული ყველაფერი მთხოვდა. პირველად ვიგრძენი რაღაც ენით აღუწერელი გრძნობა,ვერ გეტყვით,აი უბრალოდ ვერ გეტყვით,ვერ ვფიქრობ,ვერ ვამბობ_ ხელებს აქეთ-იქით აღტაცებით აქნევდა.

ფეხზე ადგნენ,ლევანი იღიმის, ხელს ართმევს და მხარზე ხელს მსუბუქად ურტყავს.
როგორც ჩანს ყველაფერი კარგადაა.

მერე ?
მერე იყო,რაც იყო.
ბაკურიანი დატოვეს.
უკვე ოფიციალურად გაშორებული მშობლებიც ჩამოვიდნენ.
სხვა და სხვა რეისით!
არ უნდოდათ ქორწილი,მაგრამ ქალბატონმა მაკა სიტყვით გამოვიდა.
-რომელ ნორმალურ ადამიანს არ უნდა ქორწილი?
მხოლოდ ამას გაიძახოდა.
არ უკითხავს სად,როგორ,როდის ან რანაირად დაიბადა ეს წყვილი.
არ უკითხავს,რას გრძნობდა მისიუმცროსი ქალიშვილი.
მხოლოდ ერთი რამ ადარდებდა,ქორწილი,სუფრა და ვინ როგორ მოვიდოდა.
აი ეს სტკიოდა ნინას.
მეტი ?
მეტი არაფერი.

ქორწილში რაღათქმაუნდა გუგას დედაც, ამღზრდელიც, მართა ბებოც იყო დაპატიჟებული.
"რძლით" მოხიბლული ქალბატონი იმდენად შეუყვარდა გიორგაძეს ვერ აგიღწერთ.
კაბებზე დარბოდნენ ლიზა და ნინა.
ელენეს 5 ამდე მაინც არ ეცალა.
არადა,ერთი სული ჰქონდა როდის მივიდოდა გიორგაძეებთან და როდის დაინახავდა სასურველ მამაკაცს.
იოანე ამ ბოლო დროს ვისკით ხელში ათენებს "მოღალატე" ღამეს.
გაურკვევლობაშია,
ქაოსია ტვინში.
ქაოსი!

-აუ ჩამოდი რა,გელოდები_ტელეფონს იქით გაისმა სასიამოვნო ხმა.
-ვერა,არ შეიძლებაო_ჩუმად დაიჩურჩულა ნინამ.

გათიშა.

თავი გააქნია და მეორე მხარეს გადაბრუნდა.
ხვალ ქორწილია
ვისი ?
თავისი.
ფიქრები მაინც გუგასკენ მიიწევს.
ტელეფონს იღებს და რეკავს.
-არ გაინძრე,მოვდივარ.

აივნიდან უნდა ჩავიდეს.
აი სად დაერხა.
-არ გეშინია ?_ ქვემოდან ამოძახა ხელებგაშლილმა გვეტაძემ.
აივანის "გისოსებიდან" გამოძვრა.
ფეხებს აქეთ-იქით აქნევს
ვერაა ეს გოგო კარგად!

ვეღარ გაუძლო
ადგა და აივნებისმეშვეობით აცოცდა.
უკნიდან მიეკრა და წელზე ხელები მოუჭირა.
ჩამოცოცდნენ.
ფეხი უნდა დაედგა,რომ წაბარბაცდა.
ნინაც თან გადაყვა,რაზეც წივილი აღმოხდა ბაგეებს.
მერე ახარხარდნენ.
ნინას ოთახში შუქი აინთო.
სახეზე ცივმა ოფლმა დაასხა.
-დროზე,დროზე წწადი დაიმალე,გთხოვ რა_ემუდარებოდა უკვე პარკში მდებარე ხესთან ამოფარებულ გვეტაძეს.

ხელები უცბად აწია და თვალები დახუჭა
ერთ ადგილზე ტრიალი დაიწყო.
მაკამ ფანჯრიდან გამოიხედა.
-ვაიმე,ნინაა მანდ რას აკეთებ ?_ჩაყვირა ქალმა.
პასუხი არაა, უკვე გული ბუდიდან ლამის ამოუხტა.
კიბეებზე ნაბიჯების ხმებია.
-ვაიმე, ეს ბავშვი მთვარეულიცაა _ პირზე ხელი აიფარა და თავზე ხელის მოფერება დაიწყო.
-დე,ნინა გამოფხიზლდი აბა.
-სსად ვარრ ? დედა, რაა ხდება?
-წამოდი, წამოდი დაიძინე

გვეტაძე უკვე იხეოდა სიცილით ნინას არტისტობაზე.
გეუბნებით,ოსკარის ღირსი იყო.


_________________
რათქმაუნდა მეორე ნაწილიც ექნება ^^
ეს თავები წინა ექაუნტზე მედო, ვეღარ შევედი იქ და აქ დავდე <3



№1  offline აქტიური მკითხველი uchveulo

უუუფ რა კარგიი იყოო <3 იმედია გაგრძელებას მალე დადებ ... წარმატებებიი <3

 


№2 სტუმარი eto

saocaria shoki piki panika <3 <3 dzaan magari xar shemiyvarda ukve es istoria... dzaan sayvareli da tbili wyvilia gvetadze da giorgadze male dade axali tavi ... dzalian mainteresebs gugas da lukas warsuli... ioane kargi bichi chans levanis jobia mati monatxrobodan .. gabiskirias namdvilad uyvars levani... shemecoda ioane gameebs ro atenebs :( <3 velodebi sulmoutqmenlad axal tavs

 


№3  offline მოდერი Nia kvaratskhelia:)

Madlobiis meti ra metkmis ? ♡♡♡♡♡♡♡♡♡madloba ugrmesi^^

 


№4 სტუმარი თათკა

ეს ისტორია ადრე მაქვს წაკითხული სრულად :-)) შენი დაწერილია თუ მოიპარე?

 


№5  offline მოდერი Nia kvaratskhelia:)

თათკა
ეს ისტორია ადრე მაქვს წაკითხული სრულად :-)) შენი დაწერილია თუ მოიპარე?

Srulad ar geqneba wakitxuli imitom rom iq mxolod 9 tavi medo da aq meate tavic mivamate, im eqauntze vegar shevdivar damaviwyda yvelaferi da axali shevqmeni da aq davde 1 nawili srulad, chemi dawerilia :D

 


№6 სტუმარი Guest ბუბუ

როდის გააგრძელებ ?

 


№7  offline მოდერი Nia kvaratskhelia:)

Guest ბუბუ
როდის გააგრძელებ ?


Male gavagrdzelebb ♡♡ shevecdebi ^^

 


№8  offline წევრი TeddyBear

მეორე ნაწილს როგორც კი დადებ ბარემ მთლიანად წავიკითხავ მე ^^
დარწმუნებული ვარ ჩემი გვირილა ისეთივე არაჩვეულებრივ ისტორიებს წერს როგორიც თვითონ არის! kissing_heart kissing_heart

 


№9  offline მოდერი Nia kvaratskhelia:)

TeddyBear
მეორე ნაწილს როგორც კი დადებ ბარემ მთლიანად წავიკითხავ მე ^^
დარწმუნებული ვარ ჩემი გვირილა ისეთივე არაჩვეულებრივ ისტორიებს წერს როგორიც თვითონ არის! kissing_heart kissing_heart

არვიცი
რავიცი აბა ?
მოგეწონება ?
ჩემო იისფერო ? ^^

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent