არქანგელოზი ( თავი 8 )
ძვირფასო მკითხველებო , თუ ნებას დამრთავთ ცოტა ხნით ჩემი საუბრით თავს მოგაწყენთ . ნუ თუ არ დამრთავთ არც მაგით შეიცვლება რამე ... მომივიდა რამდენიმე შეტყობინება მოთხრობასთან დაკავშირებით , რომ არ შეიძლება მსგავსი პერსონაჯების გამოყენება მოთხრობისთვის , რომ არ შეიძლება ასეთ თემაზე წერა და ა.შ თუმცა დიდი პატივისცემის მიუხედავად გაცნობებთ , რომ ეგ თქვენი საქმე არ არის მე რა თემაზე დავწერ და პერსონაჯებად , რა სახელებს გამოვიყენებ , ხოლო რაც შეეხება მეორე შენიშვნას , თუ რატომ არ არის მოთხრობაში გამოყენებული მხატვრული და ხატოვანი სიტყვები ? ამის მიზეზი ის არის , რომ მოთხრობას უბრალოდ გასართობი მიზანი ჰქონდა , თუ უბრალოდ არ შემიძლია მსგავსად წერა , შესაძლებელია რომ ვთქვათ ორივე ... პირველ რიგში ყოველთვის მინდოდა , თუ ოდესმე მოთხრობას ან წიგნს დავწერდი რაზეც სიმართლე გითხრათ არასდროს მიფიქრია და მხოლოდ ახლა დავფიქრდი ამაზე , არ მსურს , რომ ზედმეტად გადაპრანჭული , სადღაც ამოკითხული ან მოსმენილი სიტყვებით დამეწერა , მე მსურდა უბრალოდ , რომ ყოფილიყო მკითხველთათვის ადვილად აღსაქმელი , ყოფილიყო რეალურად მოთხრობილი , მიუხედავად იმისა , რომ წარმოუდგენლად ფანტასტიკაა ... ჩემის აზრით ყველა მწერალს უნდა ჰქონდეს თავისი სტილი და ხელწერა , ვინაიდან თქვენ ჩემს სხვა მოთხრობებს არ იცნობთ ამიტომ შესაძლებელია ვერც აღიქვად თუ რა ხელწერაზე ვსაუბრობ ჩემს მიმართებაში , მე ვწერ მარტივად , დიახაც ხშირად ბანალურად , ზედმეტი გადაპრანჭვის გარეშე , სარკაზმით , იუმორით , აგრესიით და პერსონაჯების სიტყვებით გადმომაქვს ჩემი სათქმელი , შელამაზება კი სწორედ ფანტასტიკაშია ... რაც შეეხება პერსონაჯებს აქ დავა გამოიწვია ლუციფერის პერსონამ ... ზოგისთვის ძალზედ მომხიბლავი გამოდგა , ზოგმა კი მისაყვედურა კიდევაც , თუ როგორ დავამცირე ასეთ დონეზე ... ამაზე საუბარს არ გავაგრძელებ , როგორ ვამცირებ ლუციფერს ... ან თითოეულ პერსონაჟს ამაზე დასკვნა თქვენთვის მომინდია ... ხოლო რაც შეეხება დანტეს ... დანტე არის პერსონაჟი რომელზეც რასაცქვია ტვინი ვიჭყლიტე , თუ როგორი უნდა ყოფილიყო ის , საბოლოოდ კი დანტე არის ჩემი უსაყვარლესი პერსონაჟი მთელ მოთხრობაში ... რა და როგორ განვითარდება პერსონაჟებში უკვე შემდეგ თავად ნახავთ ...დიდი მადლობა ყურადღებისთვის ახლა შეგიძლიათ წაიკითხოთ მე-8 თავი ... *** დღეები სწრაფად გადიოდა , კომპანია ჩვეულ სტილში განაგძობდა მუშაობას , რამდენიმე თვეში ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული ფირმის სახელიც მიისაკუთრა . გურამი რომელიც ლუციფერმა „წუმპედან“ ამოიყვანა , ახლა კომპანიის დაცვის სამსახურის უფროსად მუშაობდა , ნელნელა ფეხზე წამოდგა , ფულიც გაუჩნდა ჯიბეში , ლუციფერმა მას სახლიც კი აჩუქა . კომპანიის ყველა თანამშრომელს ძალზედ თბილად და მეგობრულად ეპყრობოდა , ყველას უკვირდა , რადგანაც ყველას ეგოისტ , ნარცის მილიარდელად მიაჩნდა თავიდან , თუმცა მათი მოლოდინი არ გამართლდა. დანტე გულმოდგინედ მუშაობდა , მიუხედავად იმისა , რომ დიდად არ სიამოვნებდა , ყოველდღიური ადამიანური საქმიანობა , თუმცა ერთხელაც არ დაუჩივლია ლუციფერთან , როგორც სხვებს ლუციფერმა მასაც შემოსავლის პირადი წყარო შესთავაზა , როგორც ერთ-ერთი თანამშრომელი დანტეც ანაზღაურებას იღებდა , თუმცა არ იცოდა რაში დაეხარჯა ან საერთოდ რაში სჭირდებოდა , შემდეგ კი გადაწყვიტა თავის თბილი პატარა გულით , რომ მიღებული ანაზღაურება გაჭირვებულებისთვის მიეცა , თუმცა ლუციფერისთვის თავისი გეგმის შესახებ არაფერი გაუმხელია . ანასტასია აღარ წუწუნებდა , აღარც გაბრაზებული სახით უყურებდა ლუციფერს , თუმცა არც სიმპატია დაუფლებოდა , უბრალოდ თავის საქმეს ასრულებდა და მორჩა ... ეს ახალგაზრდა გოგონა მალე განვითარდა , ძალზედ ჭკვიანი აღმოჩნდა , თავის საქმეს გულმოდგინედ ასრულებდა ... მალევე გაიცნო და დაუახლოვდა გავლენიან პირებს , ყოველდღიურად მიმოსვლა ჰქონდა , სხვადასხვა ბიზნესმენებთან , მინისტრებთან, პარლამენტარებთან ... უზადო მეტყველების მანერის გამო ძალზედ სასურველი აღმოჩნდა სხვა კომპანიის უფროსებისთვის , თუმცა კონტრაქტის გამო ყველას უარს ეუბნებოდა , მაგრამ აქ კიდევ იყო ერთი ფაქტორი , მას არც უნდოდა სხვაგან გადასვლა , ძალზედ მოსწონდა თავისი სამსახური , მიუხედავად იმისა რომ ეს ღიად არასდროს დაუფიქსირებია ... ლუციფერი ? ლუციფერი კი ჩვეულ სტილში იყო როგორც ყოველთვის , ყოველდღიური ერთფეროვანი ცხოვრება მობეზროდა და ახალი გასართობიც იპოვა . ყოველდღე კლუბებში და ბარებში ატარებდა , არც კაბინეტში გოგონების მიღებას ერიდებოდა , არც იმას თუ რას იფიქრებდნენ სხვები მის ასეთ ქცევებზე , თუმცა უკვე ყველა მიეჩვია და აღარც აღარავის უკვირდა ... ერთ დღესაც გადაწყვიტა წვეულება მოეწყო თავის სახლში ... კომპანიის ყველა თანამშრომელიც დაპატიჯა , განურჩევლად სტატუსისა და საქმიანობისა , დამლაგებლიდან დაწყებული კარის დარაჯით დამთავრებული ყველა წვეულებაზე იყო . თავისი ახლად შეძენილი „მეგობრები “ : ბიზნესმენები , პოლიტიკოსები , ინვესტორები , მასმედია , ყველას კვლავ აქ მოეყარათ თავი , ძალზედ მოსწონდათ გართობის მოყვარული ლუციფერის წვეულებები და ამიტომაც ბევრი წუწუნის გარეშე ყოველგვარ საქმეს გვერდზე გადადებდნენ ჰოლმე და სიხარულით მირბოდნენ ... წვეულებაც ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობდა ... მრავლად იყო საჭმელ-სასმელი , სტუმრებსაც მეტი არაფერი უნდოდათ , მხოლოდ უნდა ეჭამათ ესვად და გამსკდარიყვნენ ... წყნარი მუსიკა უკრავდა ... აქა იქ მოცეკვავე წყვილებსაც შეამჩნევდით , უმეტესი მათგანი კი სავარძლებზე მოკალათებულიყვნენ და საუბრით ირთობდნენ თავს... ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა ანასტასიაც , რომელსაც , შავი ძალზედ თვალისმომწრელი კაბა ჩაეცვა , გრძელი ქერა თმები მხრებზე გადმოეყარა . ძალიან ლამაზი იყო , მამაკაცები ჩუმჩუმად გამოსცქეროდნენ ხოლმე , უფრო გამბედავებმა საცეკვაოდაც გაიწვიეს , თუმცა ყველას მტკიცე უარი განუცხადა ... შემდეგ გურამი წამოდგა ხელში შამპანურის ჭიქა ეჭირა , ჩანგლით სამჯერ დააკაკუნა ჭიქაზე და როდესაც დამსწრე საზოგადოების ყურადღება მიიქცია ლაპარაკი დაიწყო - ამ ჭიქით მეგობრებო მინდა , ჩემს გადამრჩენელს , ჩემს უფროსს და ჩემს მეგობარს ლუციენს გაუმარჯოს ! ის რომ არა მე ახლაც ქუჩაში ვიწვებოდი და ვიმათხოვრებდი ... გაკვირვებული თვალები რომ შეამჩნია ღიმილით განაგრძო ... დიახ დიახ ჩემო მეგობრებო , სანამ მე ბატონ ლუციენს გავიცნობდი ქუჩაში ვმათხოვრობდი , რა მნიშვნელობა აქვს რა გადამხდა თავს და რა გახდა ჩემი მათხოვრობის მიზეზი , ფაქტი ფაქტად რჩება რომ მე ამას ვაკეთებდი , თუმცა შემდეგ ბატონი ლუციენი შემხვდა და ხელი გამიმართა , არა ეს რბილად ნათქვამია კიდევ ... მან მე მაჭამა , ჩამაცვა , საცხოვრებელი მომცა , სამსახური დამაწყებინა , ყველანაირად გვერდში დამიდგა , მეგობრებო ამ ჭიქით ჩემს ანგელოზს ლუციენს გაუმარჯოს - შესძახა გურამმა და შენიშნა ზოგიერთის თვალებზე ცრემლიც მომდგარიყო ... თვითონაც ცრემლის ბურთი ჰქონდა თვალებში , რომელიც საცაა ამოხტებოდა , თუმცა ცდილობდა , რომ ეს ახლა არ მომხდარიყო ... ყველაზე გაოცებული თვალები ანასტასიას ჰქონდა , მან იცოდა , რომ ლუციფერი მართლაც დაეხმარა , გაჭირვებულ კაცს , როდესაც ის უკან გაჰყვა , თუმცა წარმოდგენაც კი არ ჰქონდა თუ ეს კაცი გურამი იქნებოდა , რომელიც მუდამ მოწესრიგებული , თავაზიანი და თბილი იყო ... მას ის ერთი რიგითი თანამშრომელი ეგონა რომელიც იქ მუშაობდა , თუმცა ვერასდროს წარმოიდგენდა , რომ ის გაჭირვებული გურამი იქნებოდა ... ანასტასიასაც პატარა ცრემლის ფანტელები გადმოუგორდა თვალებიდან , თუმცა თავადაც ვერ გაიაზრა რა იყო ამის მიზეზი , ან საერთოდაც რატომ აჩვენებდა ლუციენი თავს , უხეშ , ეგოისტ მექალთანეთ როდესაც ის სინამდვილეში კეთილია ? კითხვები მოსვენებას არ აძლევდა , საბოლოოდ გადაწყვიტა ეპოვნა ლუციფერი და ეკითხვა ყოველივე რაც გულში ჰქონდა ... თუმცა ის არ ჩანდა ... გურამის სადღეგრძელოს შემდეგ ბევრმა სცადა მოეძებნა ის თუმცა ამაოდ ... ანასტასიამ დანტე შენიშნა და მისკენ გაეშურა , - დანტე , ბატონი ლუციენი არ გინახავს ? - თავაზიანად ჰკითხა გოგონამ - დიახ ... ზემოთ არის ვერანდაზე - უთხრა დანტემ და გზა მიასწავლა გოგონას ანასტასია ნელი აუღელვებელი ნაბიჯებით აუყვა კიბეებს და ვერანდასთან შედგა ... ლუციფერი სავარძელზე ჩამომჯდარიყო , ხელში სიგარა ეჭირა და გაურკვეველი მიმართულებით შესცქეროდა .... ანასტასია მიუახლოვდა , თავადაც სავარძელზე მოკალათდა , ხელი მკლავზე მოკიდა , როდესაც მიხვდა , რომ ლუციფერი გამოაფხიზლა , სწრაფადვე ხელი მოაშორა და დარცხვენილმა თავი ჩაღუნა , რამაც ლუციფერს სახეზე ღიმილი მოჰფინა - აბაა რამ შეგაწუხათ მილედი ? - ჰკითხა ეშმაკურად მომღიმარმა ლუციფერმა და თან გოგონას თვალიერებას განაგრძობდა - მე მე ? დაიბნა გოგონა , თუმცა ძალა მოიკრიბა და პირდაპირ ჰკითხა - რატომ აჩვენებ ყველას თავს , თითქოს ბოროტი და ეგოისტი ხარ ? შენ ჰომ ესეთი არ ხარ - ლუციფერი აშკარად დააბნია მოულოდნელმა შეკითხვამ ... თავი დახარა და აქამდე უცნობი ხმით დაიწყო - ცდები გოგონავ ... მე სწორედაც ესეთი ვარ ! - არა არ ხარ ! მე ვიცი რომ შენ კეთილი ხარ ... მე დავინახე შენ როგორ დაეხმარე იმ მათხოვარს და შემდეგ რაც მისთვის გააკეთე ყველაფერი ვიცი , მე მაშინ დაგინახე , როცა უკან გამოგ.... - მიხვდა რომ ზედმეტი წამოროშა და დარცხვენილმა კვლავ თავი ჩაღუნა - როცა უკან რა ? - გადაიხარხარა ლუციფერმა ... თქვი პატარავ ნუ ნერვიულობ არ შეგჭამ - როცა უკან გამოგყევი - ძლივს ამოილუღლუღა გოგონამ - და რატომ გამომყევი უკან ? - ეკითხებოდა ლუციფერი და თან ცდილობდა მის თვალებში რამე ამოეკითხა , თუმცა ამაოდ - მე , მე უბრალოდ ფეხით მივდიოდი ისევე როგორც თქვენ - ლუციფერმა მისკენ მიიწია , ხელი ნიკაპზე მოჰკიდა , თავი ააწევინა და თვალებში ჩაჰხედაა , სარკასტული ღიმილი სახეზე გადაიფინა და კვლავ კითხვა გაუმეორა - რატომ გამომყევი ? - გოგონა მისმა სიახლოვემ დააბნია , თავბრუ დაეხვა , ლუციფერის სურნელებამაც თავისი ჰქნა , აქამდე მასთან ასე ახლოს არასდროს ყოფილა , თურმე როგორი რთულია გაიფიქრა თავისთვის ფეხზე წამოხტა და კუთხეში გაიწია - რა მოხდა ? - კითხა დაბნეულმა ლუციფერმა - თქვენ თქვენ , რატომ მოხვედით ეგრე ახლოს , რას აპირებდით - უპასუხა თითქოსდა შეშინებულმა - მაპატიე ... რამეს ხომ არ დალევ ? - მოულოდნელად საუბრის თემა შეცვალა ლუციფერმა - წყალი თუ შეიძლება . რამდენიმე წამში ლუციფერი ორი ვისკის ჭიქით დაბრუნდა , ანასტასიამ გაკვირვებულმა შეხედა - მე წყალი გთხოვეთ - მე კი ვისკი მოგიტანეთ , დალიეთ გესიამოვნებათ - გაბრაზებულმა გოგონამ ერთი მოყუდებით დაცალა ჭიქა და თითქოს ბარმენს ეუბნებოდაო თქვა გაიმეორეო - ლუციფერმა გაკვირვებულმა შეხედა , თუმცა არაფერი უთქვამს ფეხზე წამოდგა ბართან მივიდა და უკან ერთი ბოთლი ჩივასით დაბრუნდა - იცი არასდროს გითქვამს ჩემთვის ... რატომ ვერ მიტან ? - მოულოდნელად შეეკითხა ლუციფერი - გოგონას ვისკი გადასცდა , ხველებამ აიტანა , ყელი ჩაეწვა და შემდეგ გაგუდული ხმით წამოიწყო - უკვე ხომ გითხარით ... არ მიყვარს თავის თავზე შეყვარებული ფულის ტომარა ხალხი - კი ეგ მითხარი და რატომ ? - გოგონა თითქოს ფიქრების მორევში გადაეშვაო ... გააახსენდა საბრალო დედა ... რომელიც კიბოსგან კვდებოდა როცა თვითონ 16 წლის იყო , მამა უფრო ადრე გარდაცვლოდა , დედას ოპერაცია ესაჭიროებოდა რომელიც ძალიან ძვირი ჯდებოდა , ოჯახს ამის შესაძლებლობა არ ქონდა , დახმარების სათხოვნელად ქალაქის მერს მიმართა , იმან კი სიცილით აიგდო , შემდეგ პატარა გოგონამ მიაკითხა ყველას ვისთანაც ეგულებოდა მკურნალობისთვის საჭირო თანხა , ყველამ უარით გაისტუმრა , ზოგი საერთოდ არც შეხვდა , ზოგმა საერთოდაც დაცვის თანამშრომლებს უბრძანა გოგონა გაეგდოთ ... ანასტასიამ ფული ვერ იშოვა და დედამისი გარდაიცვალა ... მას შემდეგ ეზიზღება ყველა მდიდარი ... - გაგრძელებას აპირებდა თუმცა ლუციფერმა შეაწყვეტინა - და მაგიტომ ვერ მიტან მე ? - ჰო... - მექანიკურად უპასუხა გოგონამ , თუმცა ასე სულაც არ იყო მას არ ეზიზღებოდა ლუციფერი - მე ეგეთი არ ვარ ! - თვალებში უდიდესი ტკივილი ჩაუდგა ლუციფერს , თითქოს მწუხარება იგრძნოო მოულოდნელად გოგონა მისკენ გაიქცა და ჩაეხუტა , თან ტირილით გაიძახოდა - ვიცი , ვიცი , რომ არ ხარ ... ლუციფერმა ვერც კი გაიზრა რა მოხდა მექანიკურად ხელები მოჰხვია და თითქოს დრო გაჩერდაო ... შემდეგ აღარაფერი ახსოვდა ... ვინ იცის რამდენი ხანი იყვნენ ესე ჩახუტებულები ... არცერთი არ იღებდა ხმას ... სიწყნარეს მხოლოდ ცრემლების მიწაზე დაცემის ხმა თუ არღვევდა ... და უეცრად ლუციფერმა ხელი გაუშვა და უკან გაიწია - რას აკეთებ ? კითხა თითქოსდა გაბრაზებულმა გოგონამ თვალები მოიწმინდა და უთხრა - მაპატიეთ , უბრალოდ სასმელის ბრალია ... მიტრიალდა და კიბეებისკენ დაიძრა ლუციფერი ფეხზე წამოიჭრა მკლავზე ხელი მოკიდა მისკენ მიაბრუნა და ტუჩებზე დაეკონა ... - ლუციფერ ! - მოის მა უკნიდან მჭექარე ხმა ლუციფერი და ანასტასია სასწრაფოდ მიბრუნდნე უკან შეცბუნებულნი , კუთხეში მიქაელი მდგარიყო , ტანზე თეთრი მანტია მოეხურა , ფეხზე ქალამნები ჩაეცვა , ძველი რომაელი სენატორი გეგონებოდათ . შიშველი სხეული მოუჩანდა , დაკუნთული მკერდი და მკლავები , ლუციფერზე ცოტათი მაღალი იქნებოდა , ისეთი ლამაზი იყო თვალს ვერ მოსწყვეტდი ანასტასიამ მჭველი მზერა მიაპყრო ლუციფერისკენ - ლუციფერ ? ლუციენი არ გქვია ? ან ეს ყმაწვილი ვინ არის ? ან რა აცვია ? რომელი საუკუნიდან არის ვერაფერი გავიგე რა ჯანდაბა ხდება აქ - ჯანდაბა მასთან აღარ ახსენო , ჩურჩულით წარმოთქვა ლუციფერმა და თქვალი გაბრაზებული მიქაელისკენ გააპარა , შემდეგ წყნარად წარმოთქვა მიქაელ გაიცანი ეს ანასტასიაა , ჩემი ? ჩემი ასისტენტი , ანასტასია ეს მიქაელია ჩემი ძმა - ძმა ? მიქაელი ? შენ ლუციფერი ხარ ? მამათქვენს ძალიან მოსწონდა მთავარანგელოზები - გაიღიმა გოგონამ - ადამიანო , ცოტა ხნით მარტო რომ დაგვტოვო შეგიძლია - თქვა კვლავ მჭექარე ხმით მიქაელმა გოგონა დარცხვენილი გავიდა ოთახიდან , თან თვალს უკან აყოლებდა , შემდეგ ნაბიჯებს მოუმატა და სასწრაფოდ გავარდა მიქაელი ლუციფერთან მიიჭრა და სახეში მოწყვეტით გაარტყა , ლუციფერი დარტყმამ უკუაგდო და იატაკზე გაიშხლართა - ეს რისთვის ? - წარმოთქვა ლუციფერმა და თან ტუჩიდან წამოსულ სისხლს იწმენდდა - იცი რისთვისაც , საქმეზე მოვედი ლუცი , ძალიან სერიოზულ საქმეზე - მწუხარებით წარმოთქვა მიქაელმა და სავარძელზე ჩამოჯდა ... ლუციფერი გვერდზე მიუჯდა ვისკი დაისხა და უსიამოვნო საუბრისთვის მოემზადა - აბა გისმენ ... - რაც გაბრიელმა შენზე თქვა , იმაზე , ბევრს ვფიქრობდით ზეცაში , უამრავი წიგნები გადავქექეთ , ყველაფერი გავიხსენეთ , თუმცა არასდროს დაფიქსირებულა ფაქტი ანგელოზის დემონად გახდომის , მითუმეტეს მთავარანგელოზის ... მამასაც შევეკითხეთ , თუმცა პასუხს არ გვცემდა , ხოლო რამდენიმე დღის წინ გვითხრა ... გახსოვს ის დღეები ჩვენ რომ სამაელს ვებრძოდით ? - მახსოვს , თუმცა რა შუაშია ვერ ვხდები - სამაელს ბეჭედი სჭირდებოდა , ხოლო მას ვინც დაბეჭდავდა ექვსი ბეჭდიდად ერთ-ერთი მასში აღმოჩნდებოდა - ვერაფერი გავიგე ძმაო , ცოტა გარკვევით ამიხსენი - აპოკალიფსის ექვს ბეჭედზე გეუბნები ლუციფერ ! ერთ-ერთი ბეჭედი შენ ხარ ! ლუციფერმა გაკვირვებულმა და ცოტა შეცბუნებულმა შეხედა მიქაელს , ყურებს ვერ დაუჯერა , შემდეგ კვლავ თავისი სარკასტული სახე მიიღო და განაგრძო - ძვირფასო ძამიკო , ანუ რა აპოკალიპსი რომელიც მე უნდა მომეწყო ვინ იცის როდის , ახლა მე უბრალო ბეჭედი ვარ რომელიც უნდა გატყდეს ? - აპოკალიპსის ექვსი ბეჭედდიდან პირველი ხარ შენ ... ის გატყდება როცა სამაელის ენერგია გადაჰფარავს შენსას , გაბრიელმა შენთან ბრძოლის შემდეგ თქვა რომ დემონური ენერგია ანგელოზისას ჭარბობდა , ანუ საშიშროება უკვე ძალზედ დიდია , შემდეგ მხედრები და ბოლოს სამაელის გათავისუფლდება , რაც არანაირად არ უნდა დავუშვათ ლუციფერ ! - და ასეთი საშიშროება არსებობს და მამა დედამიწაზე მამყოფებს ? ურჯულო ადამიანებთან ? როდესაც იცის , რომ ადამიანებზე მეტად არაფერი მეზიზღება და ყველაზე მეტად სწორედ ისინი მეზიზღება ? ხომ შეიძლება ერთხელაც კიდევ გავბრაზდე და ბეჭედიც გატყდეს ? - არ ვიცი ლუცი არ ვიცი , მამას რა აქვს ჩაფიქრებული წარმოდგენა არა მაქვს , ბრძანება არ შეცვლილა შენ კვლავ აქ რჩები ... კიდევ მაქვს რაღაც სათქმელი ... - გისმენ - ეს ყველაფერი ლილიტმა გვითხრა - რა თქვი ? - აენთო ლუციფერი ... მჭექარედ დაიღრიალა და შეამჩნია , რომ რამდენიმე ცნობისმოყვარე თვალი კარებიდან შემოსჩერებოდათ , ამან უფრო გააღიზიანა და მთელი ხმით იყვირაა - გაეთრიეთ ! სასწრაფოდ ყველა გაეთრიეთ... ცნობისმოყვარეობა ხალხს ახლა შიშში გადაეზარდათ და კისრისტეხვით გარბოდნენ. ლუციფერს თვალები წითლად აუელვარდა მიქაელის პირისპირ შედგა , თვალებში შეხედა და უცვლელ ტონზე განაგრძო - მიქაელ ? შენ არქანგელოზმა მიქაელმა , მთავარანგელოზმა და ანგელოზთა მხედარმთავარმა , ლილიტი გაათავისუფლე მხოლოდ იმიტომ , რომ მან რაღაც წამოროშა ? რა იცი რომ ლილიტის მოგონილი სისულელე არ არის ? რა იცი ? შენ ადამიანებზე უფრო დაუკვირვებელი ხარ ! შენ არ იმსახურებ არქანგელოზობას , მამას მე კი არა შენ უნდა გაეშვი ჯოჯოხეთში ... - დაასრულა და სახეში გაარტყა ... დარტყმა მოულოდნელი და ძალიან ძლიერი აღმოჩნდა , სავარძლიდან გადაყირავდა მიქაელი , აივნის რაფებს მინარცხა და გადავარდა , შემდეგ განათდა ირგვლივ ყველაფერი , რამოდენიმე წამში მიქაელი ფრთებ გაშლილი გამოჩნდა , ფრთები შეინახა , რომ არავის შეემჩნია და კვლავ სავარძელში მოკალათდა , თვალი-თვალში გაუაყარა ლუციფერს და მშვიდი ტონით განაგრძო - დამშვიდდდი ლუციფერ ! მამამ ბრძანა , რომ გამომეშვა - მამამ მბრძანა , მამამ მბრძანა , რას აკეთებს მამა ? როცა აპოკალიპსი ახლოვდება მე კიდევ ერთ-ერთი ბეჭედი ვარ , რა ჯანდაბა მინდა დედამიწაზე , ადამიანების გვერდით ... ლუციფერ უფრო და უფრო ბრაზდებოდა , მის ირგვლივ შავი მატერია გაჩნდა , სულ მალე ფრთებიც გაშალა და ირგვლივ ყველაფერი დალეწა , ის ის იყო უკვე მიქაელისთვის კვლავ დარტყმას აპირებდა , როცა ხმა მოესმა ... - ლუციენ ... არ გინდათ გთხოვთ ... ჩემს გამო ... მე ... მე ... მე თქვენ მიყვარხართ ! - წამოიყვირა გოგონამ შიშით ... შემდეგ გაექანა და ფრთებ გაშლილ ლუციფერს ჩაეხუტა ... ლუციფერს გაკვირვებისგან თვალები უთრთოდა , დაუჯერებელ რამეს ხედავდა. შეჰყურებდა ჩახუტებულ და მომტირალ ანასტასიას და გული თითქოს თბებოდა , შავი მატერიაც გაქრა , ფრთებიც თავის ადგილს დაუბრუნდა , თითქოს ლუციფერისთვის ყველაფერმა აზრი დაკარგა , მთელი ძალით შემოჰხვია ხელები და თქვა ... - მეც მიყვარხარ ! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.