მხოლოდ ის (თავი 1)
მე მოგიყვებით გოგოზე, გოგოზე რომელსაც ძალიან უყვარდა ცხოვრება, გოგოზე რომელიც ცდილობდა მიეღწია მიზანს, ადამიანზე რომლითაც ყველა აღფრთოვანებული რჩებოდა, იმაზე ვინსაც ცხოვრებაში მეტნაკლებად გაუმართლა ვიდრე შენ. ჩვენ, შენ და მათშორის არც მე არ ვიცით რას გვიმზადებს ცხოვრება, ჩვენთვის, თქვენთვის და ჩემთვის შეიძლება ერთ წუთში დაინგრეს ყველაფერი რასაც ამდენი ხნის მანძილზე ვაშენებდით, რასაც ამდენი ხნის მანძილზე ინდომებდით და გამოგდიოდათ. მინდა მოგიყვეთ გოგოზე რომელის ინსპირაცია არცერთი თქვენთაგანი არ ყოფილა. სრულყოფილი ადამიანი რომელსაც დაენგრა ცხოვრება ერთ დღეში, მაგრამ ის ცდილობდა თავიდან აწყობას და დაწყებას ყველაფრის, ის გაწელილი დღეები, თვეები და წლებიც კი რომელიც გაეტარებინა და მიჯაჭვულიყო სავადმყოფოს მისი საყვარელი ადამიანის გამო. ზუსტად ამ გოგოზე მინდა მოგიყვეთ რომელმაც გაიარა ძალიან ბევრი დაბრკოლება იმისთვის რომ მიეღწია მიზანს, რომ დაემტკიცებინა და არავის შეპარვოდა ეჭვი მის სიძლიერეში. ერთ დღეს უიღბლოდ ყველასგან მარტო დარჩენილი და მიტოვებული გოგო, ერთ დღეს ცადაღვრილი გოგო, რომელმაც დაკარგა სიცოცხლის სურვილი, მიტოვებული ყველასგან მხოლოდ უფროსი ძმის ხელში. ადამიანები ძალას კარგავენ სიყვარულში, ის ეიფორია, ის დაკარგულობა რომელიც გიზიდავს ყვერასთვის სასიამოვნოა, ის ვნება და ემოცია რომელიც მასში დევს, ის ლლტოლვა და ფორიაქი რაც მას ერთვის თან. ყველას უფიქრია და წარმოუდენია ერთხელ მაინც როგორი იქნება მისი სიყვარული, როგორი იქნება მისი მომავალი და როგორი იქნება მისი მეორე ნახევარი. აქიდან ხშირ შემთხვევაში გაუანალიზებლად მოდის ეს რასაც ვერ ვამჩნევთ თუცა გვსიამოვნებს... ანასტასია, პიროვნება რომელზეც ძალიან დიდი ხანი დაგჭირდება იმისთვის რომ გაიგო როგორია, ის თითით საჩვენებელი იყო სადაც კი გაივლიდა ან ჩაივლიდა, ვიზვალურადაც ძალიან ლამაზი იყო, ყოველთვის ველასგან გამორჩეული, ყოველთვის ქონდა თითოეულ ქცევასა თუ გამოხედვაში რაღაც უცხო და სხვანაირი, სწორედაც რომ არ გავდა არავის. ანასტასია ყოველთვის წარჩინებული მოსწავლე იყო იგი არამარტო სკოლაში არამედ ძალიან ბევრ წრეზე თუ მასწავლებლებთან დადიოდა, ყოველთვის მოწონდა, ცეკვა, სიმღერა, ხატვა და ძალიან ბევრი მსგავსი მომავალი პროფესია რომელსაც მრავალი წლის მანძილზე არჩევდა. მისი ყველაზე დიდი ცხოვრებისეული ტკივილი მამის გარდაცვალება იყო. ყოველთვის ეშინოდა ადამიანების დაკარგვის და ყოველთვის იმაზე მეტად განიცდიდა რამეს ვიდრე საჭირო იყო, მან იცოდა რომ ადამიანები ადრე თუ გვიან გვტოვებენ და შეიძლება ისიც მათ შორის ყოფილიყო. მამის სიკვდილმა გაიყოლა ნახევარი მისი ბედნიერი და ღიმილიანი სახე. თუმცა ისიც ერთერთი მსხვერპლი იყო ნარკოტიკის და ნარკო მოვაჭრეობის, იშვიათად მოდიოდა სახლში, მაგრამ ანას მაინც განსაკუთრებულად უყვარდა. ოჯახი არც თუ ისე შესაფერისი იყო მისთვის. მამა იყო და ესეთი, ძმაც ასეთუისე მამის კვალს მიყვებოდა და დედა საკმაოზე ნაკლებად დაინტერესებული გოგონას საქმით თუ სწავლა-განათლებით. იზდებოდა და ხვდებოდა ყველაფრის ფასს, იზდებოდა და ხვდებოდა ვინ გამოადგებოდა და ვინ არა ცხოვრებაში, ხვდებოდა ადამიანების ფასს და აფასებდა მათ ვისაც უყვარდა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.