მკვდარი ოცნებები (დასასრული)
ვერ გეტყვით რამდეხანს ვიწექი გულაღმა მთვარის შუქით სუსტად განათებულ ოთახში. მხოლოდ ჭერს მივშტერებოდი უმეტყველო მზერით და ვინ იცის უკვე მერამდენედ ვიგონებდი ლეოსთან ბოლო შეხვედრას. მეორე ოთახიდან ანდროს და ლუნას საუბრის ხმა მესმოდა. სიტყვებს ვერ ვარჩევდი, თუმცა ვხვდებოდი, რომ ჩემზე ლაპარაკობდნენ. ტანზე კვლავ ლეოს პერანგი მეცვა და მისი სხეულის სურნელით გაჟღენთილ ქსოვილის შეგრძნობა უდიდეს სიამოვნებას მგვრიდა. მართალია ახვლედიანი ჩემთან აღარასდროს იქნებოდა, მაგრამ მაინც დამრჩა მისგან რაღაც სამახსოვრო. ეს რაღაც ჩვენი შვილი იყო. ჩემი და მისი. გაუცნობიერებლად მუცელს მივეფერე და სახეზე ღიმილი გადამეფინა. მორჩა ბაბი. დამთავრდა. დღეიდან შენ აღარასდროს იტირებ. ძლიერი იქნები და აბსოლიტურად ყველაფერს გაუმკლავდები -ამის გაფიქრება და ჩემი ფეხზე წამოდგომა ერთი იყო. ოთახში სინათლე საჩქაროდ ავანთე და სარკის წინ დავდექი. მინდოდა სუსტი, დეპრესიულ და უღონო მე-ს ამ ანარეკლში დამეტოვებინა, რათა შემდეგისთვის სრულიად გარდავსახულიყავი. უნდა გამეკეთებინა ეს, რადგან ახლა მხოლოდ საკუთარი თავი არ წარმოადგენდა ჩემს საზრუნავს. მალე მე დედა გავხდებოდი და ჩემი შვილი იქნებოდა ის, ვისაც მთელ დარჩენილ ცხოვრებას მივუძღვნიდი. "ნეტავ ბიჭი იქნება თუ გოგო" -დავსვი გონებაში შეკითხვა და კვლავ გამეღიმა. ჩემი პატარა უკვე სიცოცხლეზე მეტად მიყვარდა. მის გამო მზად ვიყავი მთებიც კი გადამედგა და თავადაც მიკვირდა, როგორ მოახერხა ამ პაწაწინა არსებამ ჩემი სრულიად გარდასახვა. მაშინ პირველად მივხვდი, თუ რატომ უწოდებდნენ მარტოხელა დედებს ძლიერ ქალებს. ჰო, მეც ასე ვიყავი. ჩემი შვილი მაძლევდა ენერგიას და უკვე ერთი სული მქონდა როდის ჩავიხუტებდი გულში მის სუსტ და დაუცველ სხეულს . . . კიდევ ერთი სიგიჟე . . . დილით სახლიდან გაპარვა და ახვლედიანთან მისვლა გადავწყვიტე. მინდოდა დავრწმუნებულიყავი, რომ ნამდვილად წავიდა. ტანზე გამოცვლა არც მიფიქრია. ოთახიდან გამოსულმა ფეხაკრებით ავუარე გვერდი დივანზე მიძინებულ ანდროს და ლუნას, შემდეგ კი უბრალოდ კარი გავიხურე და გზას ფეხით დავადექი. ვიცოდი, რომ იქ ცარიელი სახლის გარდა არაფერი დამხვდებოდა, ამას ვგრძნობდი, მაგრამ ჩემში, სადღაც ღრმად მაინც კიაფობდა იმედის პატარა ნაპერწკალი იმისა, რომ ყველაფერი საპირისპიროდ იქნებოდა. მინდოდა ეს. მთელი გულით მინდოდა. ცხოვრებაში პირველად შემიყვარდა ასე ძლიერად და სწორედ ის ადამიანი გავანადგურე ვინც ჩემს გულში სამუდამოდ დაიკავა ადგილი. სწორედ ასეთი რამ შეიძლება ჩაითვალოს ბედის ირონიად. მწარედ ჩამეცინა ამის გაცნობიერებაზე და მოპირდაპირე ქუჩაზე გადავუხვიე. აქედან რამდენიმე წამი იყო გასული, რომ მოულოდნელად ჩემი ტელეფონი აწკრიალდა და გაუცნობიერებლად ჯიბეზე დავიხედე. უკვე ვიცოდი ვინც იქნებოდა და მიუხედავად იმისა, რომ ახლა ყურმილის აღება საშინლად არ მინდოდა ეს მაინც გავაკეთე. -გისმენ ანდრო -სად ხარ? -ხმაზე შევატყვე ძალიან ღელავდა -ნუ გეშინია კარგად ვარ -მითხარი სად ხარ და მოგაკითხავ -საჭირო არ არის დამიჯერე. ახლა პატარა საქმე მაქვს და მალე დავბრუნდები -ვეცადე დამემშვიდებინა ჩემი მეგობარი -კარგი როგორც გინდა. იცოდე ტელეფონი არ გათიშო -არ გავთიშავ -გამეღიმა და აპარატი კვლავ ჯიბეში ჩავაბრუნე მიხაროდა ზედმეტ კითხვებს, რომ არ მისვამდა. ეს არც არასდროს ყოფილა ასე. მას ჩემი მუდამ უსიტყვოდ ესმოდა და სწორედ ამ თვისების გამო ვაფასებდი ყველაზე მეტად. ამ ფიქრებში ლეოს სახლსაც მივადექი. ზარი გაუბედავად დავრეკე, თუმცა ამას არანაირი გამოხმაურება არ მოჰყოლია. გული ტკივილისგან საშინლად შემეკუმშა. მეგონა ამ ორგანოზე ვიღაც მთელი ძალით მიჭერდა და მის გასრესას ცდილობდა. კიდევ დიდხანს ვიდექი ზღურბლთან. სასოწარკვეთის პირას მისული, ღილაკს თითს იმ იმედით ვაჭერდი, რომ მალე ჩემს ყურთასმენას საკეტის გაჩხაკუნების ხმა მისწვდებოდა, თუმცა რა თქმა უნდა უშედეგოდ. ბოლოს, როცა ამ მდგომარეობაში სრულად, სრული თხუთმეტი წუთი დავყავი, მივედი იმ დასკვნამდე, რომ იგი უკვე წასული იყო და იქვე, კიბეზე უღონოდ ჩამოვჯექი. ტირილი მინდოდა, მაგრამ ჩემი თავისთვის მიცემული პირობა, რომლის მიხედვითაც აღარასდროს არ უნდა მეტირა, საკმარისად კარგად მახსოვდა, ამიტომ თავს მაქსიმალურად ვიკავებდი. უეცრად მომინდა ყველა ის მომენტი გამეხსენებინა, რომელიც ლეოსთან მაკავშირებდა. ჩვენი პირველი შეხვედრა მომაგონდა ბოულინგ-კლუბში, შემდეგ ვახშამი მის სახლში. ჩვენი პირველი კოცნაც, მის აგაკარზე გატარებული ათი უბედნიერესი დღე და კიდევ ბევრი რამ. თითოეულ მათგანის გახსენებაზე სახეზე ღიმილი მეფინებოდა და მისი მონატრება მიათმაგდებოდა. ჭკუიდან მშლიდა იმაზე ფიქრი, რომ ახვლედიანს ვეღარასოდეს ვნახავდი და მის ხმას ვეღარ გავიგებდი. მძულდა საკუთარი თავი. გულს მირევდა. ღირსი ვიყავი იმის, რაც იმწუთას ჩემს თავს ხდებოდა და ამას ჩემი სხეულის თითოეული უჯრედი გრძნობდა. მე ლეოს არ ვიმსახურებდი. სწორედ ამიტომ დავკარგე. თანაც სამუდამოდ. ჯანდაბა რა რთული აღსაქმელი და გადასატანი იყო ეს ყველაფერი . . . 8 8 8 ხუთი წელი. მთელი ხუთი წელი გავიდა მას შემდეგ რაც იგი არ მინახავს. ისე გაქრა, თითქოს არც არასდროს ყოფილა. ხანდახან ეჭვიც კი მეპარება, რომ ოდესმე არსებობდა ჩემს ცხოვრებაში, თუმცა როგორც კი ჩემი პატარა გოგონას სახეს შევხედავ ეს ფიქრები მაშინვე სადღაც იფანტება. მას ელი დავარქვი. თავიდან ბოლომდე ახვლედიანის ასლია. მასავით ლამაზი ტუჩები და მწვანე თვალები აქვს. ძალიან ბევრს ვუყვები ლეოზე, იმაზე თუ როგორი იყო მისი მამიკო. ვატყობ ძალიან უყვარს, როცა მასზე ველაპარაკები. ამას ჩემი პატარას ინტერესიანი მზერა მიდასტურებს და მეც დაუსრულებლად შემიძლია ამ თემის ირგვლივ საუბარი. ამ დროის მანძილზე საკმაოდ ბევრი რამ მოხდა ჩემს გარშემო. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს ანდრომ და ლუნამ იქორწინეს. გასაკვირითქო ვამბობ, იმიტომ, რომ ეს ორი ადამიანი ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებულია. თუმცა ალბათ ასეც უნდა იყოს. პლიუსი და მინუსი ხომ ყოველთვის იზიდავს ერთმანეთს. ამ ორის შემთხვევაშიც ასე მოხდა. ახლა მათ უკვე ერთი წლის ბიჭუნა ჰყავთ-ნიკოლოზი, რომელიც საკუთარი შვილივით მიყვარს. სწორედ ანდროს და ლუნას წყალობითაა, რომ დღეს ფეხზე ვდგავარ და ისიც, რომ ამ დროის განმავლობაში მარტოობა არასოდეს მიგრძვნია. არადა პირველი შთაბეჭდილებით სულ სხვანაირი წარმომედგინა ჩემი და. ვფიქრობდი, რომ ერთმანეთს ვერასდროს გავუგებდით და ბოლომდე იმ აზრზე დავრჩებოდი, რომ მასზე აუტანელი არსება მეორე არ დადიოდა პლანეტაზე, თუმცა შევცდი. არც ფული ყოფილა მიზეზი იმისა, რომ ჩემი მოძებნა გადაწყვიტა. მართლა ამისთვის რომ მოსულიყო უბრალოდ იმ თანხას აიღებდა, რომელიც სანდრომ დატოვა და მაშინვე გაქრებოდა. ჰო არ მოგესმათ. სანროს ჩემს მიერ გადახდილი "ანაძღაურება" არ წაუღია. ჩვენი თანაცხოვრების მეექვსე თვეს ლუნა გამომიტყდა, რომ კარადაში ჩანთით ფული იპოვა და იგი უკანაც დამიბრუნა. მითხრა აქ დის მოსაძებნად ჩამოვედი, ეს კი არაფერში მჭირდება, სიმართლეს ამდეხანს იმიტომ გიმალავდი, რომ მეგონა თანხის აღებას და წავლას მაიძულებდიო. იმ წუთას მეტრეველი ჩემს თვალში ძალიან ამაღლდა. ვიგრძენი როგორ მომენატრა ეს გადარეული ადამიანი და მასთან საუბარი. თუმცა როგორც ლეო ისიც უკვალოდ გამქრალიყო და იმის საშუალებაც არ მქონდა, რომ სანდროსთვის მადლობა გადამეხადა. სხვა მხრივ ისევ ძველებურად ვცხოვრობდი, ისევ იმ სახლში, სადაც ხუთი წლის წინ. განსხვავება მხოლოდ ის იყო, რომ ახლა ჩემი და იქ აღარ იყო. თუმცა მის დანაკლისს ნამდვილად არ ვგრძნობდი, რადგან თითქმის ყველა დასვენების დღეს ერთად ვატარებდით და სატელეფონო კავშირიც საკმაოდ ხშირი გვქონდა. არ ვიცი ის და ანდრო, რომ არა ელის როგორ გავზრდიდი, ან ახლა როგორ ვიქნებოდი. ორივე მთელი ძალისხმებით გვერდში მედგა, რათა თავი მარტოსულად არ მეგრძნო და სასოწარკვეთილებას არ ავეტანე. მაშინ კიდევ ერთხელ გავაცნობიერე, თუ რა მნიშვნელოვანი იყო რთულ დროს გვერდში ახლობელი ადამიანების ყოლა. ამის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა ყველაფრის ისე ღირსეულად გადატანა, როგორც ეს მე გავაკეთე. ჰო ახლა მართლა ბედნიერი ვარ. ჩემი შვილი მაძლევს ძალას, რომ ცხოვრება გავაგრძელო. ისაა ჩემთვის ყველაფერი და მხოლოდ ამ პატარა ანგელოზის გამო მიხარია ყოველ დილით გაღვიძება. როგორ მინდა, რომ მას მამამისიც იცნობდეს. როგორ მინდა . . . 8 8 8 ოცდაორი ივლისია. ღამის თერთმეტი საათი. ელის ჩემს გვერდით სძინავს და ღიმილიანი მის თმას ნაზად ვეფერები, თან პარალელურად მის პიჟამოზე დახატულ ხორბლისფერი დათუნიებს დავყურებ და მეღიმება. დღეს ჩემს დასთან და სიძესთან ერთად ყაზბეგში ვაპირებ წასვლას. ანდროს იქ აგარაკი აქვს და ერთი კვირით ჩემს პატარას კარგ არდადეგებს მოვუწყობ. თან ცოტას მეც დავისვენებ. უკვე რახანია არსად ვყოფილვარ. ბოლოს ქალაქგარეთ მაშინ ვიყავი, როდესაც ლეომ თავის აგარაკზე წამიყვანა. ამის გახსენებაზე სახეზე ტკივილი გამომესახა და გული საშინლად შემეკუმშა. როგორ ძალიანაც არ უნდა მეცადა ამ ადამიანზე ფიქრს მაინცვერასდროს ვიშორებდი. ის მუდამ ჩემს გონებაში, ჩემს აზრებში იყო და იქ სამუდამოდ ჰქონდა გადგმული ფესვები. ამაში ეჭვის შეტანა შეუძლებელი იყო. -ნეტავ იცოდე როგორ მენატრება შენი მამიკო -კვლავ ღიმილით დავხედე საყვარლად მიძინებულ ჩემს გოგონას და ლოყაზე ფრთხილად ვაკოცე. უკვე მეც დაძინებას ვაპირებდი, რომ კარზე ზარის ხმამ გამომაფხიზლა. თავი მაშინვე ავწიე და თვალების სრესით გავემართე ჰოლისკენ. უკვე ვიცოდი ვინც იქნებოდა. ლუნა ხშირად მოდის ხოლმე ასეთ დროს, რათა ელი ნახოს. ამბობს ასე უეცრად წამომივლის, მომენატრება და მაშინვე რომ არ მოვინახულო არ შემიძლიაო. "ამაღამ აქ დავტოვებ, ასე გვიან სად უნდა წავიდეს" -ვფიქრობდი გულში, როდესაც კარში დატანებული ორი საკეტიდან ერთ-ერთს ვაღებდი, თან მიხაროდა მისი სტუმრობა. უკვე უნდა მეთქვა ახლა ზუსტად შენ გელოდითქო, რომ უეცრად სიტყვები პირზე შემეყინა. ერთიანად ავკანკალდი და მთელი სხეული დამეძაბა. ვერ ვიჯერებდი იმას, რასაც ჩემი თვალები ხედავდა, თითოეული უჯრედი მიფეთქავდა და ფეხზე ძლივს ვიდექი. მერე არ ვიცი რა მოხდა, უეცრად თვალებზე ბინდი გადამეკრა და ერთიანად წყვდიადში ჩავიძირე . . . გონს რომ მოვეგე, მისაღებში, დივანზე ვიწექი და ჩემს გვერდით არავინ იყო. თავიდან ვერ გავიაზრე რა ხდებოდა, თუმცა ნელ-ნელა ყველაფერი გამახსენდა და ფეხზე გიჟივით წამოვვარდი. წამით ვიფიქრე, რომ ეს ყველაფერი მხოლოდ სიზმარი იყო და მეტი არაფერი, თუმცა როცა ელის ოთახის კარი შეღებული დავინახე მაშინვე იქითკენ გავწიე და ვიგრძენი როგორ ატეხა გულმა ბაგა-ბუგი. შიგნით ლამის გიჟივით შევვარდი და ელის საწოლის კიდესთან შევჩერდი. მის წინ ლეო ჩამუხლულიყო და ბავშვს დაკვირვებით ათვალიერებდა. როგორც კი ჩემი შესვლა გაიგო ფეხზე წამოდგა და სევდიანად გამიღიმა. ლამის ადგილზე ჩავიკეცე. ჯერ კიდევ ვერ დამეჯერებინა, რომ ეს ყველაფერი სიმართლე იყო. როგორ მინდოდა ახლა მასთან მივვარდნილიყავი, მოვხვეოდი, მეკოცნა და აღარასდროს გამეშვა, თუმცა ამას ვერ ვბედავდი. უბრალოდ ვიდექი და გაუნძრევლად ვუყურებდი ადამიანს, რომელიც ელისთან ერთად ჩემთვის ყველაზე ძვირფასი იყო. შეცვლილი მეჩვენა. წვერი ოდნავ მოეშვა და თვალებშიც წინანდელი სხივი დაჰკარგვოდა. ის სხივი, რომელიც ასე ძალიან მიყვარდა. რატომღაც გული მეტკინა და ამდენი ხნის შემდეგ პირველად მომადგა ცრემლი, რომელიც რა თქმა უნდა თვალებს მიღმა შევაკავე, რათა მას იგი არ დაენახა. -როგორც ვხედავ ოჯახის შექმნაც მოგისწრია -მოულოდნელად ხმა ამოიღო და გამიღიმა -მის სიტყვებში სევდა უფრო იგრძნობოდა ვიდრე საყვედური მივხვდი ამაში ელი იგულისხმა და კიდევ უფრო მეტკინა გული. მას ეგონა, რომ მე დავივიწყე და ახლა სხვისი ცოლი ვიყავი. წარმოდგენაც არ ჰქონდა, რომ ის გოგონა, რომელიც საწოლზე იწვა და მშვიდად ეძინა მისი ნაწილი იყო, მისი სისხლი და ხორცი. -სად იყავი ლეო? -მოულოდნელად სხვა თემაზე გადავუტანე, რადგან ახლა ყველაზე მეტად ზუსტად ეს მაინტერესებდა -ამას რა მნიშვნელობა აქვს? უბრალოდ სხვანაირად ვერ მოვიქცეოდი. უნდა დამევიწყენინე ბაბი -მის ხმაში კვლავ ტკივილი იგრძნობოდა -მერე მოახერხე? -პასუხის მოლოდინში მთელი სხეული დამეჭიმა ერთხანს იდგა და ჩუმად მიყურებდა. ვცდილობდი მის მზერაში მაინც ამომეკითხა რაიმე, თუმცა უშედეგოდ. არაფერი გამომდიოდა. -ვერ შევძელი -თქვა დიდი ხნის დუმილის შემდეგ და დავინახე როგორ მოაწვა მის თვალებს ცრემლები -მინდოდა, რომ . . . თუმცა რა აზრი აქვს. შენ ხომ . . . -ლეო რისი თქმა გინდა? -უკვე სპაზმები მახრჩობდა -იმის, რომ იდიოტი ვარ. არ უნდა დავბრუნებულიყავი და არც აქ უნდა მოვსულიყავი -წასვლა დააპირა, თუმცა მკლავში ხელი მოვკიდე და უფლება არ მივეცი -მორჩა ლეო. ახლა ის სიტუაციაა, როცა აღარსად გაგიშვებ -ჩემი ტონის სიმტკიცემ თვითონაც გამაკვირვა -მითხარი აქ იმისთვის ხარ, რისთვისაც მე ვფიქრობ? ლეომ ერთი ღრმად ამოისუნთქა და თვალებში ჩამაშტერდა. -ჰო ბაბი. ბევრი ვიფიქრე. ამისთვის საკმაოდ დიდი დრო მქონდა. მივხვდი, რომ შენს ადგილას მეც შემძულდებოდა ის ადამიანი. ვიცი არ იცოდი, რომ მე უდანაშაულო ვიყავი -წამით თავი ჩახარა, მერე კი კვლავ განაგრძო -მართლა კარგად ვხვდები, რა ხდებოდა შენს გულში და სანამ აქ მოვიდოდი უკვე ათასჯერ მაინც წარმოვიდგინე ის სცენა, როგორ გეტყოდი ამ ყველაფერს, როგორ გადამეხვეოდი, როგორ შეგიგრძნობდი ხელახლა და ამდენი ხნის მონატრებულ შენს ტუჩებს ჩემით როგორ შევეხებოდი, თუმცა შენ უკვე ოჯახი გყავს -მის სახეზე იმხელა ტკივილი ამოვიკითხე კინაღამ მეც შევიშალე -სხვათა შორის ლამაზი ბავშვია -ძლივსძლივობით გაიღიმა და ელის დახედა -ლეო მე ოჯახი არ შემიქმნია. არავინ მყავს -ორივე ხელზე ხელი მოვკიდე და სახე სახესთან ახლოს მივუტანე უეცრად თვალები გაუფართოვდა, მთელი სხეულით აკანკალდა და კისერზე ძარღვები დაებერა. კვლავ საწოლზე მწოლიარე ბავშვისკენ მიმართა მზერა და შეშლილი სახით გამომხედა. -ბაბი ის ხდება რასაც მე ვფიქრობ? -ძლივსძლივობით ამოღერღა რამდენიმეწამიანი დუმილის შემდეგ -ჰო. ის შენი შვილია. ჩემი და შენი -ვეუბნებოდი და ვგრძნობდი, რომ ცრემლების შეკავება აღარ მინდოდა. ალბათ იმიტომ, რომ ისინი სიხარულის იყო ახვლედიანმა რამდენიმე ნაბიჯი უკან გადადგა და ელის საწოლზე ფრთხილად ჩამოჯდა. ხელის კანკალით უსვამდა თმაზე ხელს ჩვენს გოგონას და შიგადაშიგ მე გამომხედავდა. -ჩემო პატარა, ჩემო გოგონა -ეალერსებოდა ლეო თავის ახლაგგაცნობილ შვილს, თანაც ისეთი თბილი ხმით, რომ ადგლზე ვდნებოდი -რატომ აქამდე არ მითხარი ბაბი? -მოულოდნელად მზერა კვლავ ჩემკენ მომართა და კითხვით სავსე თვალებით მომაშტერდა -ვერ შევძელი ლეო. არ მინდოდა გეფიქრა, რომ ბავშვით ვცდილობდი შენს შენარჩუნებას -საწოლს მივუახლოვდი და მათთან ახლოს, იატაჯზე ჩამოვჯექი -მაგრამ მე თქვენთან ყოფნის ხუთი წელი დავკარგე. არ მინახავს, თუ როგორ იზრდებოდა ჩემი შვილი, როგორ ამბობდა პირველ სიტყვებს და როგორ დგამდა პირველ ნაბიჯებს. არ ფიქრობ, რომ ამის ნახვა და გაგონება მეც მჭირდებოდა? -მართალი ხარ -მივხვდი, რომ სულელურად მოვიქეცი და თავი ჩავხარე -თუმცა ისიც უნდა გითხრა, რა ბევრჯერ მომინდა შენთვის ელის არსებობის შესახებ თქმა, უბრალოდ ისიც კი არ ვიცოდი სად მომეძებე. ისე წახვედი რომ კვალიც არ დაგიტოვებია. წარმოგენაც არ მქონდა, სად უნდა მომეძებნე -უნდა წავსულიყავი ბაბი. სხვანაირად არ შემეძლო -მესმის -გთხოვ გავაღვიძებ. მინდა მისი ხმა მოვისმინო, მინდა მოვეხვიო და გულში ჩავიკრა -მუდარით სავსე მზერით მომაშტერდა ახვლედიანი -თუმცა არა. ეძინოს. არ მინდა ჩემი შვილი ნახევრად მოუფხიზლებელ ვითარებაში გავიცნო გამეღიმა ამის მოსმენაზე. სიტყვებით ვერ აღვწერ რა ბედნიერი ვიყავი, იმით, რომ მალე ჩემთვის ორი უსაყვარლესი ადამიანი დაახლოვდებოდა. მიხაროდა, რომ ჩემი გოგონა როგორც იქნა გაიცნობდა თავი მამიკოს, რომელზეც ასე ბევრს ვუყვებოდი და ვაყვარებდი. -ამიერიდან ბევრი დრო გექნებათ, რომ ერთად იყოთ -ვთქვი და მათთან კიდევ უფრო ახლოს მივიწიე. -მოდი ყველაფერი თავიდან დავიწყოთ -გამჭოლი მზერა მესროლა ახვლედიანმა და გაეღიმა -მე ლეო ვარ -ჩამოსართმევად ხელი გამომიწოდა -ბაბი -მის ხელს ხელი შევაგებე და მეც გამეცინა -ძალიან ლამაზი ხარ ბაბი. იცი ახლა რა მინდა? -რა? -ინტერესით გავხედე -შენი კოცნა. თანაც ისე, რომ თავს უკვე ვეღარ ვიკავებ -ლეო წამოდგა და მეც წამომაყენა. ერთხანს თვალებში მიყურებდა, მერე ორივე ხელით წელზე ამიკრა და სრულიად მოულოდნელად ტუჩებზე დამაცხრა. ერთდროულად ნაზიც იყო და საკმაოდ ვნებიანიც. ისევ ისეთი ლეო იყო როგორიც ადრე. მეც ისეთი ვიყავი. კვლავ ძველებურად დავასრიალებდი მის თმაში თითებს და მთელი ტანით ვეკვროდი. -საშინლად მენატრებოდი პატარა -ამოიჩურჩულა მან, როგორც კი კოცნა შევწყვიტეთ და მეზობელი ოთახისკენ ხელში აყვანილი წამიყვანა . . . თითქმის მთელი ღამე საუბარში გავატარეთ. წამითაც არ დაგვიძინია. ალბათ ვცდილობდით ის ხუთი წელი აგვენაზღაურებინა, რაც ერთმანეთის გარეშე გავატარეთ. ლეო მიყვებოდა, თუ როგორ ცხოვრობდა ამ დროის განმავლობაში, მე კი თავის მხრივ ჩემზე ვუყვებოდი. ჯერ კიდევ არ მჯეროდა, რომ იგი აქ იყო, არ მჯეროდა, რომ ჩემი პატიება შეძლო და ახლა საწოლზე ზუსტად ჩემს გვერდით იწვა. უზომოდ ბედნიერი ვიყავი. ისეთი ბედნიერი, როგორიც აქამდე არასდროს ვყოფილვარ. ვკითხე კიდეც, თუ რანაირად მოახერხა იმ ყველაფრის დავიწყება. ამაზე კი შემდეგი პასუხი გამცა -"არ ვიცი. ერთ დღეს უბრალოდ ავდექი და გავაცნობიერე, რომ ოდესმე საკუთარ ოჯახს შექმნიდი, ქმარი გეყოლებოდა, რომელსაც შვილს გაუჩენდი. გეფიცები მთელი სხეული მეტკინა, როცა ეს წარმოვიდგინე. მივხვდი, ვერ გადავიტანდი სხვის მკლავებში მოქცეული რომ მენახე. მსურდა შენთვის ერთადერთი ვყოფილიყავი და იმწუთას პირველად გაგიგე. მივხვდი, თუ რა რთული იქნებოდა შენთვის ოჯახის დაკარგვა. მივხვდი, რომ აფექტის მდგომარეობაში იყავი და ეს ქმედებებიც შენი სულის დამშვიდებისკენ იყო მიმართული. მეტი მართლა აღარ შემეძლო, შენთან მინდოდა, მენატრებოდი, მინდოდი . . . " კიდევ რაღაცის თქმა უნდოდა, მაგრამ მე არ დავაცალე. უეცრად მის ზემოდან მოვექეცი და ლეოს ტუჩებს წავეტანე. დიდხანს მკოცნიდა, ჩემი სხეულის ყველა მონაკვეთს ეფერებოდა და გახშირებული სუნთქავდა. იმდენად ნაზი იყო მისი თითოეული ქმედება, იმდენად მონატრებული და სასიამოვნო, რომ კინაღამ ცრემლები წამსკდა. კიდევ ერთხელ შევივსე მისით, ის კი ჩემით. ამდენი ხნის მერე ისევ ვიგრძენი მისი სხეულის სითბო, მისი ტუჩები ჩემს მუცელზე, ლეოს თბილი ხელები ზურგზე, სადაც მართლაც გამეკეთებინა მისთვის საყვრელი ჩიტის სვირინგი და ახვლედიანს მთელი ტანით ავეკარი. მალე, როდესაც თავი მის მკლავებში მომწყვდეულად ვიგრძენი, ჩვეულ თავი მკერდზე დავადე და შემდეგი სიტყვები ამოვიჩურჩულე -როგორ მომნატრებიხარ -შემდეგ თვალები დავხუჭე და ძილ-ბურანში გადავეშვი. 8 8 8 დილით ლეოს ტუჩების შეხებამ გამომაფხიზლა. ღიმილით გავახილე თვალები და მის სახეს შევხედე. მიღიმოდა, თან ძალიან გახარებული ჩანდა. -ასე რამ გაგაბედნიერა? -ბალიშიდან თავი წამოვწიე და სხეულზე ზეწარი ავიფარე -ცოტა ხნის წინ ჩემს გოგონას ტანსაცმლის ჩაცმაში დავეხმარე -კვლავ იღიმოდა -მამობა მაგარი გრძნობაა -ელის ჩააცვი? -გამეცინა -ახლა სად ბრძანდება? -ჩემს გაკეთებულ საჭმელს მიირთმევს. წამოდი შემოგვიერთდი -საწოლიდან წამოდგა ლეო -კარგი ჩავიცვამ და ორ წუთში თქვენთან გავჩნდები -ვნახე შენი სვირინგი. ლამაზია -ეს, რომ თქვა თვალი ღიმილით ჩამიკრა და ოთახიდან გავიდა ჯანდაბა რა ბედნიერი ვიყავი ამ წუთებში. მე საძინებელში ტანსაცმელს ვიცვამდი, კედლის მიღმა კი ჩემთვის ორი უსაყვარლესი ადამიანი ერთ მაგიდას უჯდა და საუზმეს მიირთმევდა. როგორც იქნა თავის მოწესრიგებას მოვრჩი, თმა დავივარცხნე და სამზარეულოში გავედი. ელი ლეოს კალთაში იჯდა და მასთან ერთად წეროებს თამაშობდა. -წეროები . . . მიფრინავენ . . . სად? . . . შორს . . . -მესმოდა მამა-შვილის მხიარული ხმები და კედელზე მიყრდნობილი უაზროდ ვიღიმოდი -აი დედიკოც მოსულა -რამდენიმე წამში მზერა ჩემკენ მომართა ახვლედიანმა და გამიღიმა. ელიმაც გამოიხედა, მისი კალთიდან ჩამოხტა და ჩემკენ გამოექანა. მაშინვე ხელში ავიყვანე ჩემი გოგონა და ლოყაზე ხმაურიანად ვაკოცე. -როგორ გეძინა პრინცესა? -კარგად -თქვა და კვლავ ლეოს გახედა. მივხვდი ისევ მასთან უნდოდა და ბავშვი კვლავ კალთაში ჩავუსვი. მეც მათ ახლოს ჩამოვჯექი და ვუყურებდი როგორ ეტიკტიკებოდა ჩემი პატარა თავის მამიკოს. ლეო უზომოდ ბედნიერი ჩანდა, შიგადაშიგ გამომხედავდა ხოლმე იმ მზერით, რომელშიც უსაზღვრო სიყვარულს ვკითხულობდი და ჩემს თითებს თავისი მარცხენა ხელით ეფერებოდა. ჩვენ სამნი ახლა ერთი მთლიანი ვიყავით. ვგრძნობდი ამქვეყნად ვეღარაფერი დაგვაშორებდა და ეს უზომოდ ბედნიერს მხდიდა. ყვეელაზე ბედნიერს მთელს დედამიწაზე . . . 8 8 8 სიტყვებით ვერ აღვწერ, თუ როგორ გაუხარდათ ანდროს და ლუნას ჩვენი ამბავი. ახვლედიანის დაბრუნებიდან რამდენიმე კვირაში, ისინი ლეოსაც გავაცანი და იმაზე მეტად დაახლოვდნენ, ვიდრე ეს აქამდე წარმომედგინა. შეიძლება ითქვას, რომ ანდრო და ლეო საუკეთესო მეგობრებად იქცნენ. ახვლედიანმა თავისი ძმაც გამაცნო, რომელიც უკვე ერთი წელი იყო რაც საქართველოში დაბრუნდა. სასიამოვნო ადამიანი მეჩვენა, თუმცა ამავდროულად სევდიანიც. შემდეგში ამის მიზეზიც გავიგე. თურმე ცოტა ხნის წინ მეუღლე გარდასცვლოდა და ჯერ კიდევ ვერ გამოსულიყო მდგომარეობიდან. ძმიშვილის გაცნობა ძალიან გაუხარდა. უნდა გენახათ როგორ უყვარდა და რამდენ საჩუქრებს ჩუქნიდა ყოველდღიურად. მე და ელი უკვე ლეოს სახლში ვცხოვრობდით და ერთ დღესაც, როდესაც ბავშვი დავაძინე და მისაღებში გამოვედი მაგიდაზე რაღაც პატარა, წითელი კოლოფი შევნიშნე. მაშინვე იქითკენ წავედი და აკანკალებული ხელებით ძლივს მოვახერხე მისი აღება. მერე ღრმად ჩავისუნთქე და გავხსენი. ბეჭდისთვის გამოყოფილ ადგილას სიცარიელე დამხვდა და გამეღიმა. მივხვდი რაც ხდებოდა. უკნიდან ლეოს სუნთქვა ვიგრძენი და შევტრიალდი. მიღიმოდა, თან მარჯვენა ხელი მუჭად შეეკრა და კოლოფიდან ამოღებულს იქ მალავდა. -არ დავიწყებ ბანალურ სიტყვებს და იმის თქმას თუ როგორ მიყვარხარ -ალაპარაკდა მოულოდნელად -არც იმას გკითხავ თანახმა ხარ თუ არა, რომ ცოლად გამომყვე. ისედაც ვიცი შენი პასუხი რა იქნება -ამ სიტყვვებით ახვლედიანა ჩემი მარცხენა ხელი აიღო და თითზე ბეჭედი წამომაცვა ღიმილი მომეძალა ლეოს საქციელზე. არაფერი მითქვამს, კისერზე ხელები მაგრად შემოვხვიე და მთელი ტანით ავეკარი. ჩემთვის მის ცოლობაზე დიდი ბედნიერება არ არსებობდა და რა საჭირო იყო აქ სიტყვები ან თანხმობა? მან ისედაც იცოდა, რომ მე ამაზე მეტად არაფერი მსურდა. ვერ დამეჯერებინა. მართლა ვერ ვიაზრებდი, რომ ჩემი ყველა ოცნება უკვე ახდა. ღირდა ეს ყველაფერი ამდენ ტანჯვად. მართლა ღირდა. -ამქვეყნად არ არსებობს იმაზე ძლიერი გრძნობა, რომლითაც მე შენ მიყვარხარ -ვუჩურჩულე ყურთან ახლოს და ლოყაზე ნაზად ვაკოცე -არსებობს ბაბი -თქვა და ვიგრძენი, რომ გაეღიმა -ეს ჩემი შენდამი სიყვარულია . . . 8 8 8 -აბა მზად ხართ? -ჯერ მე გამომხედა საჭესთან მჯდომმა ლეომ და მერე კი ელის, რომელიც უკანა სავარძელზე მოკალათებულიყო თავის დათუნიასთან ერთად -სად მივდივართ მამიკო? -ინტერესით გამოგვხედა ჩვენმა გოგონამ და სათამაშო ცოტა ხნით გვერძე გადადო -იქ ჩემო პატარა, სადაც უზომოდ ბედნიერები ვიქნებით -ხელზე აკოცა ახვლედიანმა და ძრავა ჩართო -მაინც არ გვეტყვი არა? -ახლა მე ავლაპარაკდი, თან მაგნიტოფონში სიმღერა ჩავრთე. სწორედ ის, რომელიც ანდრომ ჩვენი ქორწილის დღეს სიძე-პატარძლის საპატივცემულოდ შეუკვეთა. ნაზი მელოდია იყო, თან ამავდროულად სასიამოვნო მოსასმენიც -შენი დედიკო გამიბრაზდა -თვალი ჩაუკრა უფროსმა ახვლედიანმა უმცროსს და მანქანა დაძრა -მერე მომაფიქრებინე როგორ შემოვირიგო -შოკოლადი აჩუქე -აკისკისდა ელი -ძალიან უყვარს -ოო ეგ კარგი აზრია -შოკოლადით ვერ მომისყიდი -ვითომ გაბრაზებულმა ვთქვი და თავი საქარე მინას მივადე -მაშინ სხვა რამით მოგისყიდი -ეშმაკურად აუციმციმდა თვალები ლეოს -თან ელის პატარა ძმა უნდა და ორ კურდღელს ერთად დავიჭერ არა მამი? -ბავშვს გახედა -ჰო მინდა ძამიკო, მინდა -ადგილზე ხტუნვა დაიწყო ჩემმა გოგონამ ახვლედიანს ღიმილით გავხედე და ხელზე ხელი მოვკიდე. როგორც ჩვეოდა ჩემი თითები ტუჩებთან მიიტანა და ნაზად მაკოცა. როდესაც მანქანა ქალაქიდან გადიოდა, ჯერ კიდევ არ მქონდა წარმოდგენა იმისა, თუ სად ვაპირებდით წასვლას. თუმცა ამას არც ჰქონდა გადამწყვეტი მნიშვნელობა. მთავარი იყო, რომ იქ, სადაც მივდიოდით ბედნიერები ვიქნებოდით. უზომოდ, უსაზღვროდ, არანორმალურად ბედნიერები . . . მართალია, რომ ყველა უბედურებას მოსდევს დასასრული და მას სიხარული ენაცვლება. შეიძლება ტანჯვა დიდხანს გაგრძელდეს, მაგრამ ოდესმე აუცილებლა მოვა დრო, როცა ყველაფერს წერტილი დაესმება და ტკივილის ადგილს მისი საპირისპირო მცნება დაიკავებს. უბრალოდ ადამიანებს ამის უნდა გვჯეროდეს. უნდა გვწამდეს და იმედი არასდროს არ უნდა დავკარგოთ. ღამეს ხომ ყოველთვის დღე მოჰყვება? წვიმიან ამინდს- მზე, ხოლო უბედურებას ბედნიერება. ეს ყოველთვის ასე იყო და მუდამ ასე იქნება . . . დასასრული ესეც ასე დვასრულეე. არ ვიცი რამდენად მოგეწონათ ფინალი, მაგრამ ვეცადე კარგი გამოსულიყო :* მადლობა ყველას ვინც კითხულობდიით |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.