შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიცოცხლის საათი 12 დასასრული


22-11-2016, 13:57
ავტორი mi ra
ნანახია 2 661

ბნელ საკანში მჯდარი ფეხმძიმობის ტესტს დავჩერებივარ,არ ვიცი როგორ შევხვდები ამ ამბავს იმ შემთხვევაში თუ პასუხი დადებითი იქნება,კოლოფიდან ფურცელს ვიღებ და კითხვას ვიწყებ,თანდათან მიტივტივდება გონებაში პაატას სისასტიკე,ის დღე როდესაც პირველად გავიგე რომ ბავშვი შემეძინებოდა..მაშინაც ასე ვღელავდი,ორივე შემთხვევაში ბავშვი ვარდება ცუდ სიტუაციაში და ამაზე ვდარდობ.”თუ ერთი წითელი ხაზი იქნება-პასუხი უარყოფითია.
თუ ორი წითელი ხაზი-პასუხი დადებითია
თუ სამი წითელი ხაზი-პასუხი უარყოფითია”
არ გაგიკვირდებათ და ამ საკანში ტუალეტიც კი იყო,იმ ტუალეტამდე მივედი და მოვშარდე,რათქმა უნდა ტესტის გაკეთებას არ ვაგვიანებ.
ნახევარ მეს არ უნდა ფეხმძიმობა,ნახევარი კი დიდი ხანია ბავშვზდ ოცნებობს..
ვსწორდები და შარვალს ვისწორებ,სინათლისკენ გამოვდივარ და ტესტს ვამოწმებ.პასუხი დადებითია,პასუხი ნამდვილად დადებითია !
თვალებიდან ცრემლები მომდის,ტესტს დაშტერებული ვდგავარ ასე და მომტირალ ხეს ვემსგავსები.ნუთუ პატარა მეყოლება?პატარა დაუცველი,გოგონა ან ბიჭუნა!მათი სახელები ახლავე მაგინდება რაც უნდა დავარქვა,გოგონას-ნატალიას დავარქმევ,ბიჭს-გაბრიელს.
ასე სურდა მამაჩემს მთელი ცხოვრება,ტესტს ვტეხ შუაზე და გახვრეტილ ბეტონში ვტენი.
ვჯდები ვითომ საწოლზე,ხის საწოლზე რომელიც ალბად ასი წლის მაინც არის,გვერდებს რომ გაუქვავებს ადამიანს სწორედ ისეთზე!
სულელივით მეღიმება,ამ ამბავმა სანახევროდ მომმატა რამდენიმე წელიწადი.

ალბად ძალიან გვიანია,მე კი საერთოდ არ მეძინება.ხან ვდგები და დავდივარ,ხან ვჯდები და ვზივარ ასე ხოლმე..
ასე ბორიალში მათენდება თავზე,საკნის კარი იღება მე კი გულაჩქარებული ვხტები ფეხზე და ველოდები ვინმეს,ვინც აქედან გამიყვანს..
ლუკას დანახვა მახარებს,მივრბივარ და ძლიერად ვეკვრი
-ნინა ჩემო ლამაზო,ხომ კარგად ხარ? ხომ არ შეგცივდა?-ატირებული ხელებს ვერ აჩერებს,ხან სახეზე ხან მკლავებზე მისვამს,მოუსვენრად დგას და მამოწმებს ისე თითქოს ფაიფურის თოჯინა ვარ და შეიძლებოდა სიბნელეში რამე მომტეხვოდა
-დამშვიდდი კარგად ვარ
-ნინა ცოტაც გაძელი მე გაგიყვან აქედან-იმდენად თავდაჯერებული მეუბნება ამას მაშინებს კოდეც
-როგორ გამიყვან შენ?
-დამიჯერე და მენდე! შენ ის მითხარი,ხარ ფეხმძიმედ?-დაიმედებული მუცელზე მადებს ხელს და თვალებს ხუჭავს
-ვარ-უნებურად შეშდება,ახლა მეორე ხელსაც მახევს მუცელზე და მუხლებზე ეცემა,ტირილს იწყებს და მაიკას მიწევს რომ მაკოცოს,ეს ყველაზე მედნიერი წუთებია ჩემს სიცოცხლეში,ვეღირსე როგორც იქნა დღეს როდესაც როდესაც ჩემი შვილის ჩასახვას და განვითარებას ასე ხვდება მამამისი.ჩემში სიყვარული და სინაზე ვარდივით იფურჩქნება,ყვავილდება.
დგება ფეხზე,ხელებს მაცილებს და მაიკას მისწორებს რომ არ გამიცივდეს მუცელი და წელი.მეღიმება მასზე,ასეთ პატარა ჟესტში რამხელა მზრუვნელობაა ჩადებული?!
ნამდვილად უამრავი.

ყურადღებას და გონებას ვიკრებ და ისევ იმ საქმეზე გადავდივარ რაც ყველაზე მთავარია ახლა ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის
-ლუკა ბოლოს და ბოლოს როგორ უნდა მოვაგვაროთ ეს ამბავი?-ლუკა ისევ სერიოზულ სახეს იღებს
-დაინახავ-მპასუხობს და ამ დროს იღება კვლავ საკნის კარი.გაყავთ ლუკაც და უკვე მესამედ მტობენ ამ სოროში მარტოს.

უკვე საღამოს ექვსი საათია,მაჯაზე გაკეთებულ საათს დავყურებ და ვერთობი მისი წიკწიკის მოსმენით,რადგან სხვა ნივთი საკნამდე არც მომყოლია.
-ნინა -ვიღაც საკნის კარებზე რაღაცას აკაკუნებს ძლიერად,სტარტზე ვხგავარ
-ხუთ წუთში მოსმენაა-გული მიჩქარდება ამის გაგონებისას,ვითომ საწოლზე ვჯდები და კეფას ვიფხან,ხუთი წუთი თვალის დახამხამებაში გადის.
ორი პოლიციელი მამაკაცი მავლებს ხელს,ბორკილევს მამაგრებენ და გავყავარ საკნიდან ისე თითქოს სერიული მკვლელი ვიყო.
დიდ მოსასმენ დარბაზში შევყავარ,სკამებზე ლუკა და მისი ოჯახის წევრები სხდანან,მეორე მხარეს ალბად სალომეს ოჯახის წევრები არიან.
მაჯენენ მოსამართლის წინ და კარებში ჭაღარა თმიანი 50 წლამდე მამაკაცი შემოდის,ადგილს იკავებს და მკაცრი სახით სქელ წიგნს შლის. მათვალიერებს დინჯად,სათვალეს ისწორებს და დარბაზში მსხდომთ ავლებს თვალს
-გავეცნოთ საქმეს-ხელს იშვერს სალომეს ოჯახის წევრებისკენ,მათთან ერთად მჯდარი ადვოკატი დგება ფეხზე და იწყებს ლაპარაკს
-სალომე ჯავახაძე გუშინ ღამით 11 საათსა და 30 წუთზე,საკუთარ სახლში გარდაცვლილი ნახეს.საეჭვო გარდაცვალება,საეჭვო დროს და საეჭვო სამხოლებით.ქალბატონს მიზეზი თვითმკვლელობისთვის ფაქტობრივად არ ჰქონია,მას ყავდა ოჯახი დედა მამა და ასშ. და ქონდა სტაბილური შემოსავალი,სამსახური რომელშიც მუშაობდა მდებარეობს ქალაქგარეთ.ამ მიზეზის გამო იგი უმეტეს დროს თბილისის გარეთ ატარებდა,კონკრეტულად მისი სამსახური კომპანიაში იყო,მდოვნად.
შეგახსენებთ რომ იგი აქამდე მუშაობდა ქალბატონ ნინა ტორონჯაძესთან,სახელწოდებით ”სამკერვალო სახლი”-ში ,როგორც იქ მომსახურე პერსონალი გვიდასტურებს ალბატონმა ნინამ ეჭვიანობის ნიადაგზე,სამსახურიდან სალონე გააგდო და შსურაწყოფა მიაყენა.აქ ვლინდება პურველია გრესია ნინასი ქალაბტონი სალომეს მიმართ.
ქალაბტონის სხეულზე მბასრი საგნოთ მოყენებული ჭრილობა გვაეჭვებს იმაზე რომ იგი მოკლეს,თვითონ დანა კი ადგილზე ვერ მოიძებნა.
იატაკზე სისხლის ნაჯვალებია აღმოჩენილი,რაც იმას ნიშნავს რომ გარდაცვლილი გადარჩენას ცდილობდა,მაგრამ ვერ მოახერხა.
ქალბატონი ნინას ამჟამინდელი მეუღლე,არის ყოფილი მწუღლე ქალბატონი სალომესი,რაც გვაეჭვებს ამ სიკვდილის ფაქტებზე.-ცრემლები მადგება თვალებზე,გული ორად მეპობა,როგორ შეიძლება მსგავსი რამ? როგორ შეუძლიათ ასეთი რამ დამაბრალონ? ნერვიულობით გონზე აღარ ვარ,პირი მიშრება და ვხვდები რომ ჩემი განაჩენი ციხეა.
მოსამართლე აჩერებს ადვოკატს და ახლა სალომეს დედას თხოვს ადგომას,მიმართავს შემდეგი კითხვით
-რატომ ხართ დაეჭვებული ქალბაატონი ნინას კეთილგანზრახვაში? რატომ ფიქრობთ რომ იგია მკვლელი-გამწარებული დედა დასიებულ თვალებს მაბჯენს პირდაპირ თვალებში
-მეტი რაღა დამეაჭვებს ? მიზეზი სახეზეა,ვხედავთ მკვლელს-ქალი ისტერიკებში ვარდება და ისევ სვამს მოსამართლე
-თუ შეიძლება ფეხზე ეჭვმიტანილის ადვოკატი ადგეს.
ბატონი დავითი დგენა ფეხზე
-პირველ რიგში მოგესალმებით და ვიზიარებ.
დავიწყოთ აქედან რომ ჩემი დაცვლის ქვეშ მყოფი გუშინ შიადღეს ჩამოვიდა სოფლიდან,კერძოდ რაჭიდან!
მას არც დრო ქონდა რომ მოეკლა გარდაცვლილი,ვინაიდან და რადგანაც მას სახლში ავადმყოფი დედა ყავს,იგი დროის უმეტეს ნაწილს მის მოვლას უთმობს.-ფეხზე მეორე მხარის ადვოკატი იჭრება
-სრულიად დასაშვებია ეს ბინძური საქმე სხვისთვის რომ დაევალებინა,მას ფული არ აკლია!
-წყნარად!-მოსამართლე სიმშვიდისკენ უხმობს ორივე მხარეს
-გავაგრძელებ,ქალბატონმა
ნინა სამსახურიდან არა ეჭვიანობის არამედ,შეურაწყოფის გამო გააგდო,რადგანაც მან სალომეს
სატელეფონო საუბარი მოისმონა სადაც ნინას სახელს ლახავდა!
ქალბატონი გახლავთ ფეხმძიმედ,მას არც ძალა და არც ნებისყოფა არ გააჩნდა იმისთვის,რომ მოკლულისთვის რაიმე ზიანი მიეყენებინა!
-საკმარისია-მოსამართლე აჯენს ადვოკატს..ცოტახანს ფიქრდება და თითებს ათამაშებს,შეშინებული ვიყურები აქეთ-იქით და არ ვიცი როდემდე გავუძლებ ამ ფარსს!
-ქალბატონო ნინა,გამობრძანდი და ჩემს გვერდით მდგარ მაგიდასთან დადექით_გული მიჩქარდება,ვდგები მორჩილად და ადგილს ვიკავებ.ვუყურებ ჩემკენ მომართულ ზიზღით აღსავსს თვალებს და გული მწყდება,მე ეს არ დამიმსახურებია!მე ეს არ ჩამიდენია.თვალებიდან სიმწრის ცრემლებს ვღვრი და თავის შეკავება არ შემიძლია,ფეხზე სალომეს და დგება და გინებას იწყებს
-შე ახვარო ნა****რო ქალო,ნუ ყრი ნიანდგის ცრემლებს თორემ ჩემი ხელით დაგაკრავ მაგ მაგიდაზე!
-სიმშვიდე თორემ გაგაძევებთ-მოსამართლე მკაცრად აფრთხილებს-თქვენ კი თუ შეიძლება მომიყევით,სად იყავით გუშინ მკვლელობის დროს.
-მე,მკვლელობის დრო როდის იყო არ ვიცი! მაგრამ მთელი დღე როგორც კი ჩამოვედი სოფლიდან სახლში გავატარე!
მოწმეებიც არიან
-ვინ დაადასტურებს ამას?
-მე -ნია დგება ფეხზე და მას ლაშაც ბაძავს
-დაბრძანდით,ნინა დამშვიდდით თუ შეიძლება და დაუბრუნდით ადგილს..

ჩემს ადგილზე მჯდარი ფრჩხილებს ერთმანეთის მიყოლებით ვიკვნეტ,დავა მიდის ორ მოსამართლეს შორის და აშკარად სალომეს მხარე ჯობნის ჩემსას.შიში უფრო მეტად მიპყრობს,რა მეშველება რომ დამაპატიმრო??
მოსამართლე ათ წუთიან შესვენებას აცხადებს და გადის დარბაზიდან..იშლება სალომეს მხარეც,ჩემკენ კი ჩემი მხარდამჭერები მოდიან
-ნინა ხომ არ გეშინია?-ლუკა მიკოცნის ხელებს-გპირდები არ დავუშვებ რომ ჩაჯდე
-ლუკა იმედი მაქვს გადაწურული
-ამას ნუ ამბობ დედი-ლალი თვალებაცრემლიანებული მიდგას წინ
-არ ვიცი როგორ დავუსხლტები ყოველივეს,რომც გამიშცან სალომეს მხარე არ მაპატიებს
-ჩუ-ლუკა ცერა თითს
მაბჯენს ბაგეებზე და შუბლზე ძლიერად მკოცნის.
ათი წუთი შეუმჩნევლად გადის,მოსამართლე კვლავ ბრუნდება კუთვნილ ადგილზე..
-განაჩენი-ყველა ეყინება ადგილს-ბევრი მსჯელობის და დავის შემდეგ,სასამართლო სხდომამ განაჩენი გამოუტანა ქალბატონ ნინას,მას ეძლევა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა-ვსიო!ამის მოსმენა და ჩემი ქვეყნიერებიდან გაფრენა ერთია.ლუკას სახე ეშლება მთლიანად,ჭკუიდან გადადის,სალომეს მშობლები კი სიამოვნებისგან ტაშსსუკრავენ და კივიან რომ სამართალი არსებობს ქვეყანაზე..
უეცრად ლუკა ხტება ფეხზე და მოსამართლეს მაგიდის წინ ეჭიმება
-მე!-ყვირის და ხელებს მაგიდაზე არტყამს
-ვერ გავიგე
-მე მოვკალი-ყველა დუმდება ისევ
-რას აკეთებ საყვარელო-ვტირი ჩუმად,არ მინდა ლუკა რომ დაისაჯოს ჩემს გამო
-როგორ თუ მოკალით?რა მიზეზით-მოსამართლე ეჭვდება
-მე მოვკალი მართლა!! მე ნინას ვღალატობდი სალომესთან,სალომემ რკგორც კი გაიგო ბავშვის შესახებ გაგიჟდა,ყვიროდა და იძახდა რომ ნინას დაურეკავდა და ყველაფერა მოუყვებოდა-ჩაწითლებული თვალებით იყურება უკან ლუკა-მე შემეშინდა! იმ ღამით სალომეზე ჯერ ძალა ვიხმარე,შემდეგ დანით დავჭერი და გავიქეცი,დანა საგულდაგულოს მოვიშორე თავიდან,დავადნე და გავაქრე საერთოდ!
-პირდაღებული სალომეს მშობლები ხამ მე ხანაც ლუკას უყურებენ,ვერ გაუგიათ რა ხდება.ლალი მშვიდი სახით უყურებს შვილს,ნერვიულობა არ ემჩნევა,ესეიგიიყველაფერი კარგად დაგეგმილი ქონდათ !!
-კარგი-მოსამართლე დგენა ფეხზე -თუ შეიძლება ბორკილევი დაადეთ-დაგეშილი პოლიციელები ლუკას ბორკილევს ადებენ ხელებზე,ფეხზე ვდგები და ატირებული მისკენ გავრბივარ
-მას მიესაჯა 6 წელი,აღიარების გამო!-მოსამართლე დგება და გადის..
-გთხოვთ არა!-მუხლებზე ვეცემი,ხელებს იატაკს ვურტყამ,ამას მერჩივნა მე მოვმკვდარიყავი,ან მე ჩავესვი ჩიხეში! ჩემი სიყვარული ხელებიდან მეცლება,პოლიციელები ძალით მიათრევენ,ლუკა შორიდან ყვირის
-ნინა მიყვარხარ გეფიცები ჩვენს პაყარას თავს-სული მეყინება,სიძულვილის თვალებით ვუყურებ სალომეს ოჯახს,ფეხზე ვდგები და დედამისს თმებში ვწვდები
-თქვე დამპლებო! ხომ მიაღწიეთ იმას რასაც ელოდით!-დედამთილი და მამამთილი უკნიდან მექაჩება
-ნინა!-ყვირის ლაშა და ხელებს მაშვებინებს..

როგორღაც დარბაზი იცლება,ჩვენც გავდივაართ და ვჯდებით გარეთ.დაშტერებული ვზივარ და ხმას ვერ ვიღებ
-ეს იყო გეგმა?-ლეილას ვაპარებ მზერას
-კი
-კი მაგრამ რატომ?
-ნინა!!! ვერ დავუშვებდი რომ ქალს გეტანჯა იქ-თმაზე ხელებს მისვამს
-შვილს რა ვუთხრა?
-ვეტყვით რომ მამიკო შორსაა და მალე მოვა

ლუკას დაპატიმრებიდან ორი თვეა გასული,ყოველ კვირას მაქვს მისი ნახვის უფლება.მისვლისას მისთვის ათასი რამ მიმაქვს,სამახსოვროდ,საჭმელად და ასშ..
დღეს კი 23 აპრილია
-საყვარელო როგორ ხარ?-მეკითხება შუშის იქით მყოფი ლუკა
-ლუკა...
-არ იტირო გთხოვ ნინა-თავს ვიკავებ მისი ხათრით-ჩვენი პატარა იზრდება?-ეცინება
-კი
-გოგოა?
-კი გოგოა
-რაღაც რომ გთხოვო შემისრულებ?-ხელს მინაზე ადებს
-კი ლუკა
-ჩვენს გოგონას სესილი დაარქვი რომ გაჩნდება -მეც ვადებ ხელს მინას,ისე თითქოს ჩვენი ხელებიე რთმანეთს მართლაც ეხება
-გპირდები ლუკა რომ შეგისრულებ სურვილს
-როგორაა ნატო?
-კარგად არის ნატო,ყველანი კარგად ვართ,შენი არყოფნა შეგვეტყო ლუკა
-არა ჩემო პატარავ! დაშვიდდი ბავშვს ნუ ანერვიულებ-მისი სიტყვები ძალაუნებურად მაცინებს
-კარგი ვსიო!შემდეგ ნახვაზე უკეთეს რაღაცეებს მოგიტან
-შენც საკმარისი ხარ
-მიყვარხარ ლუკა და მებატრები ძალიან-ხმა
მიკანკალდება
-მეც
მიყვარხარ ჩემო ლამაზო
-მინდა ისევ ჩაგეხუტო..
-ჩამეხუტები მალე-მალე
სულ რაღაც 5 წელსა და 10 თვეში..
-იცი დეა დაიჭირეს
-რატომ?
-თაღლითობის გამო -ეცინება ლუკას,რაღაცის თქმას აპირებს პოლიციის ოფიცერი სკამიდან რომ აგდებს და გაყავს ოთახიდან..მეც ვდგები და ნელი
ნაბიჯით მივდივარრ.

ცხოვრება როგორი უსამართლოა? ამდენი რამის შემდეგ ჩემს ქმარს ერთი დიდი მინის იქით ვხედავ,არც შეხება და არც ჩახუტება არ შემიძლია.
ნახევარი მხარე მასთანაა ნახევარი კი ისევ აქეთ,დრო ისე იწელება,ჩემთვის შეუძლებელი გახდა ცხოვრება !
აქამდე ვერც ვიფიქრებდი ასე რომ გამიჭირდებოდა ოდესმე,მარტო ყოფნა.

დრეს ლუკას პატიმრობიდან ცხრა თვეა გასული.
ჯერ ნახვის უფლება არ მაქვს,მაგრამ ჩემს შვილს მოვინახულებ.
ტანსაცმელში გამოკვეტილი ვადგებიიკლინიკის გზას,რიგი მხვდება როგორც ყოფლთვის და მპსაცდელ სკამზე ვჯდები..
უკვე დღე-დღეზე ვიმშობიარებ და ერთი სული მაქვს როდის დავიჭერ შვილს ხელში,ლეილამ ყველაფერი მოამზადა შვილიშვილის დასახვედრად.ბევრ რამეს აკეთებს,თუმცა მან იმაზე მეტი გამიკეთა ვიდრე ვინმე სხვას შეეძლო რომ გაეკეთებინა..
-ნინა მოდი საყვარელო-მეძახის გინეკოლოგი,კაბინეტში დათვივით ბაჯბაჯით შევდივარ და მის წინ მდგარ სკამზე ვჯდები.
-როგორ გრძნობ თავს?
-რავიცი ექიმო,მძიმედ
-ხოო..ეგრეა როცა ბოლო წუთებს ელი..ერთი კვირაღა და შენი პატარა მოევლინება ქვეყანას.
მე ახლა მინდა მოემზადო ამ დღისთვის
-მზად მაქვს ყველაფერი მე თვითონაც მზად ვარ -ექიმი მიღიმის
-მაშინ მე არ გაგიკეთებ ეხოსკოპიას დღეს,მოვიცადოთ კარგი? მალე თვითონ დაიჭერ ხელში
-კარგი დიდი მადლობა მადონა ექიმო-ვდგები და გახარებული გამოვდივარ კაბინეტიდან..ჩემს შემდეგ კიდევ რამდენიმე ფეხმძიმე დგას რიგში,გადავყურებ მათ და მეღიმება,ქალს რამდენის გაკეთება შეუხძლია? ბავშვის შობა ტკოვოლით და ტანჯვით,გაზრდა და ოხვრა,ნერვიულობა მათ გამო,შემდეგ გაზრდილი შვილების დათმობა ზოგ შემთხვევაში..ქალი ყველაზე ძლიერი არსებაა !

სახლში მისულს ლალი ტელევიზორის წინ მჯდარი მხვდება,მივდივარ და მეც მის გვერდით ვჯდები
-იყავი?-მეკითხება და ვამჩნევ რომ რაღაც ვერ არის ხასიათზე
-კი ვიყავი,რა ხდება?
-არაფერი რაიყო?
-არ მომწონხარ დღეს
-ნინა ვერც წარმოიდგენ როგორ ვნერვიულობ-ტრიალდება ჩემკენ
-რა განერვიულებს ლალი? დამშვიდდი და მოდუნდი
-ვერა,მეშინია რომ ვერ გაუძლო? რამე ცუდი რომ მოხდეს
-გაგიჟდი? მასეთი სახით არ დახვდე სესილის-გამომდის მისი გაცინება და მე თვითონაც სინამდვილეში მღელვარება არ მანებებს თავს..
-წადი დაისვენე-მეუბნება და ვდგები ფეხზე,ოთახში ავდივარ და საწოლზე ვწვები..
როგორი სასაცილოა ყველაფერი,ვიბადებით იმისთვის რომ ვომუშაოთ,ვმუშაობთ იმისთვის რომ ვჭამოთ,ვჭამთ იმისთვის რომ არ დავსუსტდეთ და ვიარსებოთ..და ასე გრძელდება უსასრულობამდე სანამ სიკვდილის დრო არ დაგვიდგება!!

ღამით საწოლში მძინარეს უსიამოვნო გრძნობა არ მადვენებს,ვტრიალებ ორივე მხარეს,საშინელებაა ვერ ავღწერ რამდენად უსიამოვნოა ეს გრძნობა.
ფეხებს შორის სისველეს ვგრძნობ,ფეხზე ვხტები და იმ წამსვე ვფხიზლდები
-ჩავიფსი-ვყვირივარ და ხელებს ვიქნევ,ოთავხში ლალი და ნოდარი შემორბიან,ასე შეშინებულს მიყურებენ,ლალი სიცილს ვერ იკავებს
-რა გაცინებსს?-სახეს ვმანჭავ
-წ....ბი დაღვარე,ნოდარ მიდი მანქანა მოიყვანე-ნოდარო გარბის,ლალი მაყენებს ფეხზე და გაფარჩხული დავდივარ.იმიტომ არა რომ რამე მტკოვა და ასე მეხერხება,უბრალოდ ასე დავდივარ შიშის გამო.
-ჩამოდით-ყვირის ნოდარი ქვევიდან,მე კი ასე გაფარჩხული ჩავყავარ ლალის საღამურების ანაბარა..
მანქანაში ვჯდებით და ახლა მუცლია ქვედა არეში ვგრძნობ ტკივილს,ტკივილი უფრო ძლიერი და გაუსაძლისი ხდება.
როგორც კი შსტევას მაძლებს იმ წამსვე ვყვირი,შემდეგ გადამდის და ვჩუმდები
-ერთი ორი სამი ოთხი ხუთი ექვსი შვიდი რვაააა-ვაგრძელებ ყვირილს
-რას ითვლი?-ლალი მიყირებს გაკვირვებული
-ექიმმა თქვა დაითვალე ხოლმე ტკივილებს შორის დროვო-თვალებიდან სიმწრის ცრემლები მცვივა,ხელებს მანქანის სავარძლებზე ვურტყამ,ფრჩხილებს ვასობ შიგნით და გამოგლეჯას ვლამობ.
როგორციქნა მივდივართ კლინიკამდე,მადონა ექიმი უკფ იქ არის.ეტლით ავყავარ პალატამდე და ლალის და ნოდარს არ აძლევს გამოყოლის. უფლება.
თვალს ვავლებ ყველას,ზოგი ნამშობიარები ზოგი ახლად მშობიარე,ზოგიც ჩემს ამბავშია..
-ნურავის შეხედავ-ექიმი მეუბნება მკაცრად და მიმარვენინებს..
შწვყავარ უცნაურ ადგილას
-ეს რა ადგილია?
-სამშობიარო ოთახია ნინა-მაწვენს მაღალ საწოლზე და ფეხებს მაშლევინებს.ჯერ მიყირებს და თავს აქნევს,ვერ ვხვდები რა უნდა -ნინა ახლა მომისმინე
-გისმენთ
-მე ახლა ხელით გაგსინჯავ,შენ ღრმად ისუნთქე და საშუალება მომეცი რომ კარგად გაგსინჯო-ექიმს თავს ვუქნებ და ჩემსსგვერდით მდგარ ექთანს ვავლებ ხელზე ხელს-ნუ იძაბები-ვცდილობ მოვეშვა,ღრმად ვიწყებ სუნთქვას.ექიმი ხელებზე თეთრ ხელთათმანებს იტმასნავს,თავს ვდებ და თვალებს ძლიერ ვხუჭავ
-მეტკინება?-პასუხს არ მცემს,უეცრად ჩემთვისსგაუგებარ დროს მისითითები ჩემს საშოში ხვდება.თვალებს ვაჭყეტ,ზევით ვიწევი ექთანი უფლებას არ მაძლევს ხელებიდან რომ დავუსხტლე გინეკოლოგს
-დამშვიდდი
-ვაივაი დედა ვაიმე მალე ვკვდები მალე-ყველაზე საშინელი ტკივილია,ტანში მაჟრჟოლებს ერთიანად.ხელს იღებს და სისხლიან ხელთათმანს იცილებს
-სამ თითზე გახანამდე ცოტა გიკლია
-ანუ?
-ანუ დაახლოებით გამთენიის ხუთზე გაჩნდება ბავშვი,ადექი და ექთანი მიგიყვანს პალატამდე-ვდგები და საღამურს ვისწორებ.ექთანი ხელებს მკიდებს და პალატამდეემივყავარ,უკნიდან მეორე ექთანი დაზირგული მორბის როგორც ჩანს ლალიმ გამოატანა ყველაფერი რაც საჭიროა.
-თუ კი ფეხზე იდგები და ივლი,მსიბუქ ვარჯიშს გააკეთებ ბურთზე მეტად გაგიადვილდება-ექთანი მოხსნის მაგრამ ჩემი გონება სულ სხვაგან დაფრინავს.
-ხომ არ გინდათ ვინმე ნაცნობი დაესწროს ?-თვალებს ვაფართოვებ
-არა არა!-ცრემლები ღვარღვარით მცვივა თვალებიდან,საწოლამდე ღოღვით მივდივარ და ვწვები.გვერძე ვტრიალდები და ვიკუნტები,ტკივილი რომელიც სხვა ტკოვილს ვერც შეედრება,ადამიანს უნგრებს გონებას და ფსიქიკას..ჭკუა შეშლილი ვწევარ ,ექთანი რომ არა ალბად აქამდე ფანჯრიდან გადამხტარი ვიქნებოდი..

უკვე ხუთი ხდება,ექიმი ისევ შენოდის და ფეხების გადაშლას მთხოვს,ისევ იგივე მეორდება
.ახლა უფრო მსუბუქად მიმოწმებს შიგნეულობას
-ჭამე რამე?
-არა არაფერი
-უკვე დროა არ იდარდო მალე მოხდება ყველაფერი,ხუთ ათ წუთში ჭინთვებს დაიწყებ-ის კი მიხსნის მაგრამ
მე აზრზე არ ვარ რა არის ჭინთვები
-რა უნდა გავაკეთო?
-გაიჭინთო უნდა.ჭინთვის დროს ტკივილი ოდნაც დაიწევს ქვევით,ოგრძნობ ამას შემთვითობ,ღრმად ჩაისუნთქავ და ძლიერად გაიჭინთები.მთელი ძალა უკანა ტანს დაატანე,ყელში არ იჭინთო თორემ აზრი არ აქვს ! გესმის?
-კი კი
-შმედეგ გადავა ჭინთვა,შმედეგ გაგიმეორდება ისევ-თავს ვუქნევ,ახლა მთავარია გავაჩინო სხვა არაფერი აღარ მადარდებს
-შეიყვანეთ დააწვინეთ-გორგოლაჭებიანი საწოლით გავყავარ ექთნებს,უკნიდან კი ჩემი ექიმი ეძახის ვიღაცას
-მჭირდება ანესთეზიოლოგი ყოველი შემთხვევისთვის,ბებია ქალს დაუძახეთ ნატალიას და დროზე გაჩნდით აქ-უკან მოგვყვება ისიც..
როგორღაც ვწვები და ფეხება ვალაგებ რკინია საფეხეებზე,თავს ვდებ ძალიან თხელ ბალიშზე,ხელებს კი სახელურებს ვაბჯენ..
უკვე ვგრძნობ ჭინთვებს,თითქოს ტუალეტში იჯდე და რამეს შვრებოდე ჯსეთი გრძნობაა
-ექიმო მოსაქმება მინდა
-გაიჭინთე როგორც კი მოგაწვება და იგრძნობ-ვერ ვხვდები რა უნდა? ცხვირ წინ დავუდო ? მეც იმას ვაკეთებ რასაც მეუბნება.ყველაფერს კარგად ვაკეთებ,მსგავსს ტკივილს ალბად კაცი ვერც გაუძლებდა !

ბოლოს ტკივილი მეშვება და თავს ვაგდებ ბალიშზე,ვხუჭავ თვალებს მაგრამ ექთანის ხმა ჩამესმის
-ნუ ხუჭავ თვალებს-ისევ ვახელ მაგრამ თვალები მეხუჭება-ორი საათი არრუნდა იძინო-მაფრთხილებს და
წინ მიდის.ბავშვს მაწვდიან და გულზე მაწვენენ,ატირებული მის პატარა თითებს ვავლებ ხელს,ძალა გამოცლილი ვეფერები.
ის ისეთი პატარა და დაუცველია,გული მისკდება რამე არ მინსა ვატკინო,დიდ თვალებს აბრიალებს და ტუჩებს ამოძრავებს,მგონი რაღაცას ეიბნება დედას,ჩემი სესილი მოევლინა ქვეყანას.
როგორ მინდა ახლა აქ იყოს ლუკა და თავისი პატარა ქალიშვილის ხელებს ეხებოდეს.ულამაზესია,პატარა ცხვირით და ტუჩებით,როგორ შეუძლია ასეთი
სიცოცხლე იყოს?
ბავშვს გულიდან მაცლიან და იქით გაყავთ,ალბად წმენდენ და აწესრიგებენ,შემდევ გაყავთ გორგოლაჭიანი საბავშვო საწოლით,მომღიმარი ვაყოლებ მზერას..
ორი საათი წამებში გადის,როგორც იქნა პალატაში გადავყავარ ექიმებს.
ბავშვი ჩემთან არ წევს რადგან ძუძუთი კვებაზე არ მყავს.თვალებს ვხუჭავ და ვიძინებ.

მეორე დილით კი თვალებს ვახელ თუ არა ლალი და მთელი ამალა შემოდის პალატაში.ბავშვი შემოყავთ და ლალის აწვდიან,ტორილს ტეხს და იღიმის
-როგორი პატარაა ღმერთო ჩემო-პატეა სესილი ეცნობა ბებიას და ოჯახის წევრებს..

ოთხი დღის შემდეგ მწერენ საავადმყოფოდან,სახლში სესილის საკუთარი ოთახი ხვდება მზად.ვარდისფერევბში მოწყობილი,საკუთარ საწოლში ვაწვენ და ვარწევ.
ახლა ახალი ცხოვრება იწყება ჩემთვის..

*******
დრო სესილის გაზრდით გამყავს,რათქმა უნდა მამის შესახებ ვუყვები ყველაფერს რომ უყვარდეს პატრაობიდანვე,უკვე სესილი სამი წლის არის და გათვითცნობიერებული აქვს ის რომ მამაც ყავს და თანაც ძალიან უყცარს მამას.ლუკას თხოვმნით ციხემდე არ მიმყავს ბავშვი,მაგრამ სურათებს ვაწვდით ხოლმე.ალბად როგორ უნდა თვითონაც შეეხოს და მოეფეროს ..

დილის ცხრა საათია,ეზოში მე ნოდარი ნატო და სესილი ვართ,პატარა ქალბატონი იკლებს ნთლიან ეზოს და დარბის
-სესილი ნუ დარვიხარ მაგდენს-ვყვირი მაგრამ ამაოდ,სულ არ ესმის დედის კოვილის ხმა ,დარბის და დარბის.
-როგორ გაიზარდა -ნოდარი თვალს არ აცილებს შვილიშვილს.
საეჭვო სახით ჩამოდის ეზოში ლალი
-სად მიდიხარ?-ვეკითხები და ჩერდება
-მოვალ მალე
-არ ითმქევა?
-არა-სერიოზული სახით მიდის..მე და ნოდარი ერთმანეთს გაოცებულები ვუყურებთ

ასე ნიავზე და ჰაერზე ზივართ სამი საათი,უკვე ჭამის დროა
-სესილი მოდი ვჭამოთ-გამორბის და მახტება კლთაზე.სახლში შევდივართ და გაშლილ სუფრასთან ვჯდებით.
ვგრძნობ მხარზე როგორ მადებს ხელს ვიღაც,ყურთან ახლოვდება და შიგნით მიჩურჩულებს
-მომენატრე-ან მეჩვენაბა და ან გავგიჟდი,ვტრიალდები და ლუკა მრჩება მზერაში.ისტერიკული ტირილი მიტყდება და გიჟივით ვაფრინდები
-მამა-სესილი ცნობს მამას და გამორბის.ლუკა იხრება და გულშიიიკრავს ნანატრ შვილს,ხელებს უკოცნის.
-რამხელა ხარ -ტირის და ვეღარ მშვიდდება,ერთმანეთს ეკონებიან.ლალი გაღიმებული სახით შემოდის
-ამას მალავდი?-თანხმობის ნიშნად მიქნევს თავს..

ჩემს ცხოვრებაში ყველაზე ბედნიერი დღეა
-როგორ გამოგიშვეს?
-ამინისტია შეეხო
-ანუ ეს იმას ნიშნავს რომ?-ისევ ტირილი მიტყდება და მუხლებზე ვეცემი
-მე ამ წამის შემდეგ აღარსად წავალ-ასრულებს ლუკა და ისიც მუხლებზე ეცემა.მე და სესილის გვიკრავს გულში და გვიკოცნის სახეს..

ადამიანის ცხოვრებაში დგება ცუდი მომენტები,მაგრამ ცუდს მოსდევს აუცილებლად კარგი.
სიცოცხლის უამრავი საათი ლოდინსა და სიყვარულში არის შესაძლებელი რომ
გაატარო ადამიანმა,ისევე როგორც მე.

ლუკას გამოსვლის შემდეგ კიდევ ბევრი რამ მოხდა,სალომეს ოჯახის წევრებმა ბოდიში მოგვიხდეს და ჩვენც ვაპატიეთ.
დედაჩემი გამოსწორდა-სავით,უკვე რეაქციები აქვს რაღაცეებზე.
სესილი ბაღში დადის უკვე და ლაპარაკობს კარგად
მე და ლუკას კი ბედმიერებისთვის მეტი არაფერი გვჭირდება.

დასასრული.



№1 სტუმარი lizazu

ვერ გავიგე მართლა ლუკამ მოკლა თუ არა, თუ ტყუილად დაიბრალა მაშინ ვინ იყო მკვლელი confused

 


№2  offline აქტიური მკითხველი mi ra

lizazu
ვერ გავიგე მართლა ლუკამ მოკლა თუ არა, თუ ტყუილად დაიბრალა მაშინ ვინ იყო მკვლელი confused


ადვილი მისახვედრია ის,რომ ლუკამ ხელი დააფარა ნინას და დაიბრალა,მიუხედავად იმისა რომ არც ნინას და არც ლუკას მოკლული არ იყო სალომე.
მეა ღარ დავაპირე ჩაძიება მკვლელებსა და მაფიებში,რაც საჭირო იყო ის დავწერე,ქმარმა ორსულ ცოლს არრმისცა ნება ციხეში მჯდარიყო და იქ გაეჩინა შვილი.
მადლობ რომ კითხულობდი

 


№3 სტუმარი Guest დადუ

სიმართლე გითხრა მაინტერესებდა ვინ მოკლა სალომე მაგრამ საბოლოო ჯამში კმაყოფილი ვარ მომეწონა. გაიხარე

 


№4 სტუმარი Guest კოკი

ცოტა ს3ვდიანიიი თავი იყოო და ცოტა კიარა მგონი საკამოდდდ თუმცაააა ბოლო ბედნიერებამმ გადაფარა წამში ეს სევდაა და სიყვარულით შეიცვალაა ❤❤❤❤❤წარმატებებიიიი

 


№5  offline აქტიური მკითხველი mi ra

Guest კოკი
ცოტა ს3ვდიანიიი თავი იყოო და ცოტა კიარა მგონი საკამოდდდ თუმცაააა ბოლო ბედნიერებამმ გადაფარა წამში ეს სევდაა და სიყვარულით შეიცვალაა ❤❤❤❤❤წარმატებებიიიი

Guest დადუ
სიმართლე გითხრა მაინტერესებდა ვინ მოკლა სალომე მაგრამ საბოლოო ჯამში კმაყოფილი ვარ მომეწონა. გაიხარე


ჩემ საყვარლებოო <3

 


№6  offline წევრი TeddyBear

ძალიან საინტერესო ისტორია იყო, ისტორიის კითხვის დროს უამრავი ემოციით ვივსებოდი ხანდახან ვბრაზდებოდი, ხანდახან კი პირიქით დაწყნარებული შევცქეროდი თითოეულ მომენტს. ხო ზუსტად რომ "შევცქეროდი", როცა რაიმეს ვკითხულობ მის აღქმას გონებაში ვიწყებ თავისი პერსონაჟებით თუ უბრალოდ გარემოებებით.
ამ ისტორიის ბოლო თავი...
საინტერესო, სევდიანი და სიყვარულით სავსე. იმ მომენტზე კინაღამ ამეტირა ფეხმძიმობის შესახებ რომ გაიგო ლუკამ, ჰო აი ესე პატარა ბავშვივით მეც კინაღამ ავტირდი, შვილი ყველაზე დიდი ბედნიერებაა, ყველანაირ მომენტში განსაკუთრებით კი ისეთ რთულ ვითარებაში როგორშიც ნინა და ლუკა იყვნენ.
და აი ეს მომენტი ყველაზე კარგად დამამახსოვრდა ^^
ძალიან მიყვარს სახელი სესილი ^^ პატარა ლამაზი სესილი ^^
და აი სულ ბოლო მომენტი, აი სულ ბოლო... ლუკა რომ შემოვიდა ოთახში, აი ეს იყო სასწაული ^^
სასწაულად მაგარი მომენტი და მაგარი დასასრული kissing_heart

 


№7  offline აქტიური მკითხველი mi ra

TeddyBear
ძალიან საინტერესო ისტორია იყო, ისტორიის კითხვის დროს უამრავი ემოციით ვივსებოდი ხანდახან ვბრაზდებოდი, ხანდახან კი პირიქით დაწყნარებული შევცქეროდი თითოეულ მომენტს. ხო ზუსტად რომ "შევცქეროდი", როცა რაიმეს ვკითხულობ მის აღქმას გონებაში ვიწყებ თავისი პერსონაჟებით თუ უბრალოდ გარემოებებით.
ამ ისტორიის ბოლო თავი...
საინტერესო, სევდიანი და სიყვარულით სავსე. იმ მომენტზე კინაღამ ამეტირა ფეხმძიმობის შესახებ რომ გაიგო ლუკამ, ჰო აი ესე პატარა ბავშვივით მეც კინაღამ ავტირდი, შვილი ყველაზე დიდი ბედნიერებაა, ყველანაირ მომენტში განსაკუთრებით კი ისეთ რთულ ვითარებაში როგორშიც ნინა და ლუკა იყვნენ.
და აი ეს მომენტი ყველაზე კარგად დამამახსოვრდა ^^
ძალიან მიყვარს სახელი სესილი ^^ პატარა ლამაზი სესილი ^^
და აი სულ ბოლო მომენტი, აი სულ ბოლო... ლუკა რომ შემოვიდა ოთახში, აი ეს იყო სასწაული ^^
სასწაულად მაგარი მომენტი და მაგარი დასასრული kissing_heart


შენი დაპირებული კომენტარიც <3
გამახარე ჩემო საყვარელო,ძალიან კარგია თუ კმაყოფილი დარჩი,ძალიან მესიამოვნა შენი კომენტარის ნახვა <3

 


№8  offline წევრი lamazmani

iyo shecdomebi meore dgesve aravis gamoaq samxilebi mitumetes salome ar iyo dakrdzaluli ar iyo sachiro mshobiarobis mase agwera ragaceebi zedmeti iyo bevri detali gaurkveveli darcha dzalian iyo gatragikulebuli sevdiani shegedzlo deastvis dagebralebina da eseni bednierad yofiliyvnen magaram gaawame nu mlianobashi cudi ar iyo warmatebebi veli axal istorias

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent