"femme like you"... (ნაწილი 5)
გეგამ ნინი ხელში აიყვანა და მანქანაში ჩასვა მათ უკან მიყვნენ სხვებიც: ანაც, გიოც და ელეც. გეგა მანქანას ძალიან სწრაფად ატარებდა. გაინტერესებთ ნინი ასეთ მდგომარეობაში რას გრძნობდა? ის ფიზიკურად გათიშული იყო, მაგრამ სულიერად გააჩნდა სიცოცხლის შეგრძნება. ნინი იყო ცაში, მის გარშემო თავს იყრიდა ძალიან ლამაზი წითელი და თეთრი ვარდები, იქვე ახლოს ლამაზი მდინარე იყო. ნინი ხვდებოდა რაც ხდებოდა და იცოდა რა დღეში იყო გეგა, იცოდა როგორც ნერვიულობდა, მაგრამ მას ვერ გადაეწყვიტა აქ უნდოდა დარჩენა თუ დაბრუნება უნდოდა იმ ადამიანებთან რომლებიც ძალიან უყვარს უბრალოდ ნინი ახლა სადაც იყო იქაურობა იყო საოცრად მშვიდი, ნინის არ ჰქონდა პრობლემები იქ, ერთი სიტყვით საოცარ სამყაროში მოხდა, მაგრამ მხოლოდ წამით დაფიქრდა და მიხვდა, რომ სადაც არ უნდა მოხვედრილიყო, როგორიც არ უნდა ყოფილიყო ის ადგილი სადაც ახლა ნინი იყო თავს მაინც მარტოსულად იგრძნობდა ან იქნებ საერთოდ დავიწყებოდა გეგა? იქნებ დროს და სამოთხეს მისთვის ყველა ვინც უყვარდა დაევიწყებინა? მაშინ რა იქნებოდა? ნინი გეგას გარეშე? ეს შეუძლებელია......შეუძლებელია. ნინი მიხვდა, რომ დრო იყო სიცოცხლისათვის ებრძოლა, მაგრამ მან არ იცოდა რა უნდა ექნა , ის უბრალოდ იდგა და ყვიროდა ბოლო ხმაზე, რომ გეგასთან დაბრუნება უნდოდა. გეგა მისაღებში იჯდა და ტიროდა....დიახ გეგა ტიროდა და ამას თავის მოსაჩვენებლად არ აკეთებდა. ამ დროს გეგაც სხვაგან იყო სულიერად. გეგა ჯოჯოხეთში იყო ნინის გარეშე, თითქოს ყველგან ცეცხლი იყო...გეგა ძალიან მწარედ ტიროდა....ამბობენ თუ კაცმა შენს გამო იტირა მას მართლა ძალიან უყვარხარო.....ყოველი ექთნის ან ექიმის დანახვაზე გეგა ფეხზე წამოხტებოდა და მათთან მიდიოდა აი ახლაც ნინის ექიმი გამოჩნდა. -ქალბატონი ნინის ქმარი რომელი ბრძანდებით? -მე ვარ, როგორ არის? -იცით ძალიან რთული შემთხვევაა -ეს რის გამოა ექიმო? -მას სუსტი ორგანიზმი აქვს, ჯერ ბავშვი ადრე იყო შეიძლება გადარჩნენ ბავშვიც და ნინიც, მაგრამ ამისათვის საჭირო იქნება მათი თურქეთში გადაყვანა სპეციალისტთან სასწრაფოდ ნინის წუთები დათვლილია და მაშინაც კი ვერ ვიქნები დარწმუნებული, რომ რომელიმე გადარჩება, ეს ძალიან მძიმე შემთხვევაა და ძალიან ვწუხვარ -ახლავე შევძლებთ მის გადაყვანას? -კი, მაგრამ ეს ძალიან ძვირი დაჯდება ძალიან... -ფულს არ აქვს მნიშვნელობა მოამზადებინეთ რაც საჭიროა და ახლავე უნდა გადავიყვანო ექიმმა ნინი მოამზადა თვითფრინავიც მოვიდა და ყველანი წავიდნენ. ელეს და გიოს ბევრი ეხვეწა გეგა წადით ელე დაიღლება დარჩით სახლშიო, მაგრამ პასუხად მიიღეს ჩვენ რძალს არ მივატოვებთო! გეგას გული უკვდებოდა ნინის ასეთს, რომ ხედავდა ის ხომ გონზეც არ იყო. თურქეთამდე მშვიდობით ჩავიდნენ მაშინვე მივიდნენ საავადმყოფოში. ნინი შეიყვანეს სასწრაფო ოპერაციის გასაკეთებლად. ნინი ცდილობდა სამოთხიდან გამოსვლად, მაგრამ არა! ვერაფრით პოულობდა გამოსავალს. სამუდამოდ აქ რომ დარჩეს? რა უნდა ქნას მერე? გეგას გარეშე ნინი ვერ გაძლებს , მას არ უნდა, რომ გეგა დაივიწყოს, არა ეს არ უნდა მოხდეს ასე არ შეიძლება! მისი სიყვარული....გეგა...ნინი დაჯდა და მწარედ ატირდა....ტიროდა....ბოლო ხმაზე ღრიალებდა მაინც არ ჩერდებოდა. ნინი იცით როგორი გოგოა? აი გამოთქმაა ასეთი: სანამ დანებდები გაიხსენე რა მიზეზით იწყებდი!-ასეთი იყო ნინი! ის არავითარ შემთხვევაში არ დანებდებოდა მისი მიზეზი ხომ გეგა და მისი პატარა იყვნენ. "არასოდეს დანებდე იმის გამო, რომ რთულია"-დიახ! ნინი სწორედ ასეთი გოგო იყო სირთულის გამო არ დათმობდა მის პატარას და გეგას!არავითარ შემთხვევაში!ის გეგას დაუბრუნდება, ისევ ჩახედავს ლამაზ თვალებში და ეტყვის რა ძლიერად, საოცრად და მაგრად უყვარს! მათი სიყვარული ხომ არ შეიძლება ასე დამთავრდეს ისინი.....მათ სიგიჟემდე უყვართ ერთმანეთი ასე არ შეიძლება! არ შეიძლება ჰოპ და დაკარგო ყველაფერი! ჩემი გეგა მინდა- ყვიროდა ბოლო ხმაზე ნინი, მაგრამ ვის ესმოდა მისი? ღმერთო ჩემო რა სულელია ის ხომ მარტოა! ის ხომ განწირულია.........მათი სიყვარული ხომ განწირულია, მაგრამ ნინი რის ნინი იყო დანებებოდა ის არასდროსმ ნებდებოდა იდგა და ღრიალებდა ბოლო ხმაზე. -გეგა დეე დაისვენე რა ცოტა გთხოვ-ცრემლებს ძლივს იკავებდა ანა -არა! ჩემი ბრალია მე ის მარტო არ უნდა გამეშვა! ახლა იქნებ ჩემთან ყოფილიყო? მის გარეშე არ მინდა ერთი წამიც კი ანა! არა არმინდა! -გთხოვ გეგა-ახლა უკვე ატირდა ანა გეგას ასეთ მდგომარეობაში დანახვაზე -არა! გეგა წამოხტა და ექიმისკენ გაიქცა: -მეტყვით ბოლოს და ბოლოს ცოცხალია თუ მკვდარია ჩემი ცოლი?! გავიგებ საბოლოოდ გადარჩება თუ არა?! -ბატონო გეგა გთხოვთ ცოტაც მოიცადეთ! -არა ახლავე მითხარით -დიდი შანსია, რომ ვერ გადარჩეს-ხმადაბლა თქვა ექიმმა და თავი ჩახარა -ბატონო გეგა იმედი იქონიეთ გეგას უკვე აღარაფერი ესმოდა, ბუნდოვნად ხედავდა ცხოვრებას უკვე ბუნდოვნად ხედავდა! ნუთუ ეს მას ემართება ? არა აი ახლა გაიღვიძებს და ბედნიერად მომღიმარ ნინის დაინახავს! გაახსენდა გეგას ახალგაღვიძებული, თმააბურძგნული ნინი რომელიც კიდევ უფრო ლამაზი იყო... ის ნამდვილი ანგელოზი იყო.. და ახლა მას ის აღარ ყავს... გაახსენდა, რომ იღვიძებდა, ნინი იჯდა და გეგას სახეზე ეფერებოდა... შემდეგ ისე ლამაზად გაიღიმებდა, რომ გეგას ატყვევებდა მისი ულამაზესი ღიმილით. არ შეიძლება ეს ყველაფერი დამთავრდეს! არ შეიძლება! აი ახლა გავიღვიძებ დავინახავ ჩემს ანგელოზს... მე მის თბილ ღიმილს დავინახავ! როგორ მენატრება! ღმერთო რატომ მე? რატომ? ხომ იცოდი როგორი ბედნიერებიც ვიყავით? ის იყო ჩემი ნათელი სხივი. მან მე დამავიწყა გოგო რომელმაც დიდი ხნის წინ გული მატკინა....მან ეს შეძლო...ეს ათასი გოგოდან მხოლოდ ჩემმა ნინიმ შეძლო ახლა კი ცხოვრება მეუბნება, რომ უნდა გავუშვა ადამიანი რომელიც ჩემი სიცოცხლეა? ხო ნინი ჩემი სიცოცხლეა..მე მის გარეშე ისევე ვერ ვიცხოვრებ როგორც წყლის, ჰაერის,საკვების და სხვა საარსებო პირობების გარეშე! ჩემი ნინი.... ნინი:ნინი ბოლო ხმაზე ყვიროდა და უცბად მუხლები მოეკვეთა დაეცა საშინელი ტკივილი იგრძნო, მაგრამ იმაზე მეტი ტკვილი მაინც არ იყო რაც გეგას დატოვებამ გამოიწვია....ნინის გაახსენდა ყველა ის მომენტი რომელიც კი ერთად გაუტარებიათ...გაახსენდა როგორ აღვიძებდა დილით გეგას , გაახსენდა საჭმელს, რომ უკეთებდა გეგას ის კი უკნიდან მოეპარებოდა და თბილად ეხვეოდა, ყელზე კოცნიდა, გაახსენდა როგორ გაიცნეს ერთმანეთი....ყველა ის მომენტი რომელიც ერთმანეთთან აკავშირებდათ........ახლა კი ეს მომენტები მოგონებად უნდა დარჩეს? ნუთუ შეიძლება ასე დააშორო ადამიანები ერთმანეთს? რატომ მიდიან ადამიანები ქვეყნიდან? ან რისთვის იბადებიან როდესაც ზოგი მხოლოდ ერთი წელი ცოცხლობს ზოგი 15 და ზოგიც 20....ნებისმიერ ასაკში შეიძლება ამოიწუროს შენი ლიმიტი სამყაროში და მაშინ შენ ტოვებ ყველას ვინც ასე ძლიერ გიყვარს! სიკვდილი არა მხოლოდ იმ ადამიანს ვინ კვდება ასევე მის გარშემომყოფებს ანადგურებს, თუმდაც უცნობებს.... შენი ლიმიტი უბრალოდ იწურება....შეიძლება დაიძინო და ვეღარასოდეს გაიღვიძო....შეიძლება მტკივნეულად, წამებით მოკვდე....შეიძლება მდე მიგიყვანონ და იცით რა? თვითმკვლელობამდე მიყვანას ჯობია წამებით მომკლან! ამბობენ, რომ ეს ცხოვრება ნაგავია, მაგრამ როდესაც სიყვარულია მისი ფერები იცვლება......ის აღარაა ნაგავი ის სხვა იერს, სხვა ფერს იღებს...თითქოს ყველაფერი ლაგდება ყველაფერი გიხარია რაც გარშემო ხდება.....აი ეს გრძნობა ეწვია ნინის...ცხოვრება ნაგავი არარის....ცხოვრება უფლის საჩუქარია რომელსაც სიცოცხლის სახით გჩუქნის....თუმდაც ცოტა დრო გქონდეს ამ საჩუქრის დასაგემოვნებლად შენ მაინც უნდა ცადო...უნდა იცხოვრო ისე, რომ სიყვარული არ მოიკლო! უნდა იყო კეთილი არავისი არ უნდა გშურდეს და რა იცი......იქნებ ეს საჩუქარი უფრო დიდხანს გაგრძელდეს.....მე ვფიქრობ, რომ ცხოვრება მშვენიერია....მე არ მეშინია სიკვდილის.... სიკვდილი შეიძლება ითქვას, რომ ერთდროულად კარგიცარის და ცუდიც.... შენ მოხვდები საოცარ სამყაროში თუ მოკვდები სადაც არ იციან რა არის შური....სადაც ყველას უყვარს ერთმანეთი და მაშინ მართლა ნათელ ფერებში იცხოვრებ, მაგრამ მეორე მხრივ შენ ტოვებ ადამიანებს რომლებიც სიცოცხლეს გირჩევნია.....ნინი გეგას ტოვებდა აი რამდენ რამეზე იფიქრა ნინის გონებამ ამ დროის განმავლობაში.....ნინი ადგა და გაიქცა......სად მიდიოდა არ იცოდა..ნანობდა, რომ არ გააკეთა ისეთი სიგიჟეები რაზეც ბავშვობიდან ოცნებობდა.....ეს ცხოვრება ხანმოკლეა ამიტომ...თუ გიყვარს უთხარი.....მოექეცი სხვებს ისე როგორც შენ გინდა, რომ მოგექცნენ... და არასდროს იყოთ ცუდ ხასიათზე! ყველაფერი ხდება ერთხელ ან რამოდენიმეჯერ აი სიყვარული კი სხვა საკითხია.......სიყვარული მხოლოდ ერთხელ მოდის.....და ის სამუდამოდ რჩება შენს გულში... სიყვარულია როდესაც მისი ბედნიერებისათვის ყველაფერზე ხარ წამსვლელი....სიკვდილის არ მეშინია....სიკვდილი ერთადერთი რამაა რისაც არასდროს შემშინებია.....ნინი გარბოდა და...... გეგა ტირილს ვერ წყვეტდა როდესაც მისკენ მიმავალი ექიმი დაინახა...გეგა ფეხზე აღარც კი წამომდგარა რადგან უკვე იმედიც კი აღარ ჰქონდა: -ბატონო გეგა პალატაში წამობრძანდით -ახლავე გეგა არც ფიქრობდა რა შეიძლება დახვედროდა პალატაში...ვინ შეიძლება დახვედროდა...... როგორც კი კარი შეაღო ძლივს მომღიმარი ნინი დაინახა გაიქცა და გულში ჩაიკრა: -ძალიან მომენატრე....შენ მე ძალიან მანერვიულე ნინი....ძალიან მიყვარხარ -მეც ძალიან მომენატრე მეც ძალიან მიყვარხარ ყველაზე მეტად აღარასოდეს დაგტოვებ ასე ეკვროდნენ ერთმანეთს ძალიან დიდი ხანი.... ნუთუ შეიძლებოდა დაეშორებინათ ეს ორი ადამიანი ერთმანეთს?...... ბავშვებო ძალიან ძალიან დიდი ბოდიში ვიცი ბევრი გალოდინეთ......ისიც ვიცი ეს თავი ზედმეტად სევდიანია უბრალოდ ზუსტად ასეთი მინდოდა გამოსულიყო... მართლა ძალიან დიდი ბოდიში ლოდინისათვის უბრალოდ კომენტარები არ იყო ბევრი მოთხრობის მიტოვებაც კი ვიფიქრე, მაგრამ აი ისევ დავბრუნდი........ :* |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.





თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.