შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

როცა სინათლე ქრება თვალებიდან 2 თავი


22-11-2016, 19:52
ავტორი Mari S
ნანახია 1 842

უნებართვოდ მანქანაში ჩავჯექი, ვუყურებდი როგორ იდგა უცნობი ფარებით განათებულ ქუჩაზე, მერე მძიმედ შემოტრიალდა და დაიკავა მძღოლის ადგილი, აშკარად დაბნეული იყო, მეკიდე რაღაცნაირად. თავი რომ დავაღწიე მოძალადეს ბედნიერი ვიყავი, მაგრამ ის ფაქტი რომ ეს თავს გადამხდა მაშინებდა. მოუხედავად ამ ყველაფრისა ვიცოდი, რომ ყველა ბიჭს ერთ ქვაბში ვერ მოვხარშავდი. ამ ადამიანისადმი კი რატომღაც ნდობით ვიყავი განმსჭვალული.
- სადმე ხმაურიან ადგილას წამიყვანე-ჩახლეჩილი ხმით ვუთხარი
-ჯერ არ ჯობია ჭრილობები დაიმუშავო?-რაღაც ძალიან საწყალი ხმით მითხრა , უკვე ვერ ვიტან, შემძულდა ასეთი სახის გამოხატულება, ხმა. უკვე ამაზრზენია ჩემთვის რომ ვიღაცას ვეცოდები...
- წამიყვანე ღამის კლუბში- მომთხოვნია ჩემი ხმა, ეხლა ისე მჭირდება ვნახო ბედნიერ ხალხი რომ ლამისაა გავგიჯდე, ვიცი რომ სხვისი სიცილი ჩემ ღიმილს გამოიწვევს, ვიღაცის ცეკვა ჩემს განახლებას, საზოგადოება მჭირდება! ის ჩემი წამალია
-კარგი, წავიდეთ...
გიჯივით მიაქროლებდა, ფანჯრიდან ვერაფრის დანახვას ვერ ვასწრებდი, მივედით დანიშნულების ადგილას, ისეთი ხმაური იყო, ალკოჰოლისა და სიგარეტის სუნი... უსიამოვნოდ მომხვდა ცხვირში, მციოდა, თურმე მანქანაში გამოთბელი ყოფილა ჩართული, მეკიდე მხოლოდ მაშინ შევამჩნიე როცა გადმოვედით. მხრებზე თავისი თბილის ჯაკეტი მომახვია, უდნავ მხრებზე მომეხვია რომ ხახისგან დავეცავი, ისეთი აურზაური იყო, რომ მისი ძლიერი მკლავები რომ არა ალბათ გადამთელავდნენ.
-რამე დასალევს მოგიტან, რას ინებებთ- ისეთი მომხიბვლელი ღიმილით მითხრა რომ ცოტა დავიბენი
-იცი, ცოტა უცნაურია, შენი სახელი არ გითქვია მთელი მგზავრობის განმავლობაში, მე კატო მქვია- მეც შეძლებისდაგვარად გავუღიმე არ ვიცი რამდენად სასიამოვნი იყო ჩემი ვითომ და ღიმილი, მაგრამ ზრდილობას ვერ დავივიწყებდი
- სასიამოვნოა კატო- კიდევ ისეთივე მომხიბვლელი ღიმილი- მე ნიკა, მაგრამ ყველა ნიკუშას მეძახის
-მაშინ, ნიკუშ წვენი მომიტანე
-ახლავე ქალბატონო კატო- ღიმილი დამიტოვა კვალავ, ნუთუ ასეთი მხიარულია... სულ მიღიმის, მსიამოვნებს, ხვდები რომ საზოგადოება კი არა მისი ყოველი დღე მხოლოდ ერთი ღიმილის დანახვაც კი გამაბენიერებს. ვიღაცამ ლოყაზე ისე მწარედ დამარტყა , რომ წავიქეცი, მექანიკურად ხელი ნატკენზე მოვისვი და თვალებგაფართოებული მაღლა ავიხედე
-როგორ ბედავ შე , ჩემს ნიკუშას როგორ ეკარები, პატარა ლაწირაკო, აღარ დაგინახო მასთან ერთად გავლილი, თორე თმებით გითრევ- თითი ჰაერში დამიქნია, მე კიდე ესღა მაკლდა სრული ბედნიერებისთვის რომ კიდევ ვინმეს დაერტყა ჩემთვის, სასწაული ხარ კატო, ყველაფერს ცუდს შენ იზიდავ!
-ელენე- იმხელაძე იყვირა ნიკამ, რომ მეც კი შემეშინდა, ეს სულ სხვა ხმა, სხვა სახე იყო, გამწარებული ადამიანის!
-საყვარელო, ვიცი რომ გიყვარვარ და ასეთ ბოზს არ მივცემ უფლებას რომ თავგზა აგიბნიოს- მიდის ნიკასკენ და კისერზე ეკიდება, ფუუ რა ამაზრზენია, როგრო ეტენება, არ ვიცი რა ურთიერთობა აქვთ მაგრამ მათ შორის უფსკრულს მეც კი ვამჩნევ
- ელენე, აღარ გაბედო რომ მომიახლოვდე, გასაგებია! თვალით აღარ დამენახვო, ქალზე ხელი არასდროს ამიწევია და ნუ მაიძულებ რომ პირველი შენ იყო, ეხლა კი მომწყდი
- საყვარელო, ეს რა გაგიკეთა ამ ბოზმა, კარგი რა რას ამბობ- მომეჩვენა თუ თვალები აუცრემლიანდა, არა მართლა მგონი ტირილს იწყებს, ვაღიარებ შეუძლია ცრემლების გამოდევნა,მაგრამ მსახიობობა? არა, თამაშისთვის დაბადებული არაა
-თავიდან მომწყდი მეთქი
ჩემთან მოვიდა და ჩაიმუხლა, თმები სახიდან გადამიწია და მზრუნველად მეუბნება
- ბოდიში, ელენეს მაგივრად მე გიხდი ბოდიშს, ძალიან გეტკინა?- თავის ხელს ლოყაზე მადებს, რა სასიამოვნოა, ამის შემდეგ რაღა უნდა ამტკივდეს, ასეთი ზრუნვა ჩემს მიმართ არასდროს გამოუჩენიათ, ჩემთვის ეს ყველაფერი კი ახალი და მიმძიდველი იყო
-მოდი ადექი კატო, სხვაგან წაგიყვან კარგი?
-კარგი
წამოვედით. მანქანას კვლავ გიჯივით მიაქროლებს, მე კიდე ახლა ვამჩნევ რაოდენ სიმპატიურია, მოკლედ ერთ დონეზე დაყენებული თმა, ოდნავ მოშვებული წვერი, მარწყვივით წითელი ტუჩები და ულამაზესი თვალები, მუქი მუქი ყავისფერი, თითქმის შავი. ისეთი მომზიდველია, რომ დარწმუნებული ვარ გოგოები თავს აყრია და მათ აგიჯებს, ელენე კი ამის დამადასტურებელი ფაქტია.
-რაზე ჩაფიქრდი?
-შენზე, მაკვირვებს ის ძალა, რითაც გოგოებს თავბრუს ახვევთ
ხმა არ ამოუღია, უბრალოდ ჩაეცინა, ალბათ არ უნდა რამე ზედმეტი თქვას, მეკიდე მხოლოდ ეხლა გამახსენდა რომ დედაჩემმა არაფერი იცის,ალბათ ნერვიულობს, ალბათ ჰგონია რომ ჩემ დაქალთან ვარ, დილით დავუბარე კიდეც ანასთან ვიქნები თქო,მაგრამ ეხლა საკმაოდ გვიანია
-შენს ტელეფონს მათხოვებ? დედასთან მინდა დარეკვა
-ეხლავე
-ჰმ, პაროლი ადევს
-78845 ესაა პაროლი
-მადლობა... ყველაფრისთვის
ზარი გადის, ერთი, ორი, სამი
-გისმენთ?
-დე, მე ვარ, ისა, ანისთან დავრჩები კარგი ღამე
-რაც გინდა ის ქენი
ყურმილი დაკიდა, ცოტა მეუხეხულა და უკვე დაკიდებულ ყურმილს ვუთხარი
-მეც მიყვარხარ დე- შიგნით ყველაფერი ჩამწყდა, ხშორად ხდება ხოლმე ასე, თავს ვიტყუებ რომ ვინმეს ვადრადებ, არადა არავის ვჭირდები ამ ქვეყანაზე, მშობლიურ დედასაც კი
-კატო, სად გინდა რომ წაგიყვანო??
-გამაოცე- ვუთხარი ღიმილით
-მაოცებ იცი?!
-მართლა??? რითი??- გულუბრყვილო თვალებით შევხედე
-ძალიან ძლიერი ხარ, ეს მაოცებს
-არაფერი დაუშავებია, გამოვექეცი
ესღა ვუთხარით ერთმანეთს, მანქანაშ სიმღერებეი იყო ჩართული, რაღაც ძალიან ნელი და საიამოვნო. მანქანა გააჩერა და გადმოვედით, არ ვიცი სად ვიყავით, მაგრამ ულამაზესი იყო აქაურობა, მთაწმინდა არ იყო, მაგრამ მთელ თბილისს დავყურებდით, გარშემო სულ ხეები იყო, ცაზე სავსე მთვარე. ამ წამს მივხვდი რომ ბედნიერი ვარ რადგან დავიბადე, რადგან შემიძია აქ, ამ უცნობ გადამრჩენელთან ასეთ სილამაზეს ვუყურებ
-მოგწონს?
-კიი, სიტყებითაც ვერ ავღწერ რასაც ვგრძნობ ეხლა- სახე გამებადრა-ცოტახანი დავრჩეთ რაა
-კარგი დავრჩეთ, ოღონდ დავრეკავ კარგი?
-კარგი
-----------------------------------------------------------------------------------
აბა, როგორია, თუ რამე შეცდომა დავუშვი წერის დრო მაპატიეთ )))) ძალიან მაინტერესებს რას ფიქრობთ, თუ რამე შენიშვნა გექნებათ მითხარით ))) იმედია იმედები არ გაგიცრუეთ <3 <3



№1  offline აქტიური მკითხველი თაკოთაკო

კარგი იყო ძალიან მომეწონა ველი შემდეგ თავს
--------------------
თ.ჭიღლაძე

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent